Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბანკები > პლასტიკური ბარათები FAQ


Posted by: Mr-Banks 29 Sep 2011, 16:28
პლასტიკური ბარათის ისტორია იწყება 1890 წლიდან ევროპაში. http://inventors.about.com/od/cstartinventions/a/credit_cards.htm

რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას.....

ყველა პლასტიკური ბარათი "მიბმულია" საბანკო ანგარიშზე, სადაც აღირიცხება ამ ბარათით ჩატარებული ყველა თქვენი ბრუნვა, საკომისიო და ა.შ.

user posted imageტექნიკური მახასიათებლები

არის ორგვარი: ჩიპით აღჭურვილი და ჩიპის გარეშე, ანუ მაგნიტურ ზოლიანი.
როგორც წესი, ჩიპიანი ბარათი ითხოვს PIN კოდს, მაგნიტურ ზოლიანი არ ითხოვს PIN კოდს. თუმცა აღნიშნული დამოკიდებულია ბანკის POS ტერმინალის გამართვაზე. აღნიშნული ტერმინალი შეიძლება ისე გაიმართოს, რომ ჩიპიანმა ბარათმა არ მოითხოვის პინ კოდი და - პირიქით.

____________________________________________
user posted imageარსებითი მახასიათებლები

არის ორგვარი: სადებეტო და საკრედიტო.

სადებეტო ბარათის დროს, ჯერ შეგვაქვს/ვრიცხავთ თანხას ამ ბარათის ანგარიშზე და შემდეგ ვიყენებთ ამ თანხას.

საკრედიტო ბარათის დროს, ბანკი გვაძლევს საკრედიტო ლიმიტს გარკვეული პირობით, რომელსაც ვხარჯავთ და შემდეგ ვაბრუნებთ: დახარჯულ თანხას, დარიცხულ %-ს და ჯარიმას (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

____________________________________________
user posted imageპლასტიკურის ტიპები

საქართველოში გამოიყენება სამი სახის ბარათები: VISA, MASTERCARD, AMERICAN EXPRESS.

user posted image user posted image user posted image

თითოეული მათგანი დაყოფილია პრიორიტეტებად:
user posted image VISA
Electron
Classic
Business
Gold
Platinum
Infinite


user posted image MasterCard
Maestro
Standard
Business
Gold
Platinum


user posted image American Express
Personal
Company
Gold
Platinum
Centurion



ამასთანავე არსებობს "discover" ბარათები http://www.discovercard.com/ და "diners club" ბარათები https://www.dinersclubus.com/dce_content/home

____________________________________________
საპროცესინგო ცენტრები

ბარათებს ბეჭდავს საპროცესინგო ცენტრი ვიზას, მასტერქარდის, ამერიქან ექსპრესის და ა.შ. ლიცენზიით! ყველა ბანკი დაკავშირებულია რომელიღაც საპროცესინგო ცენტრთან. ასევე საპროცესინგო ცენტრი ემსახურება თავისი პარტნიორი ბანკის ბანკომატებს და POS-ტერმინალებს!

საქართველოში მოქმედი საპროცესინგო ცენტრებია:

GEORGIAN CARD - საქართველოს ბანკი, რესპუბლიკა ბანკი, BTA ბანკი, HSBC ბანკი საქართველო;

UFC - TBC ბანკი, VTB ბანკი, ინვესტბანკი, ჰალიკ ბანკი;

პროკრედიტ ბანკს თავისი საპროცესინგო აქვს გერმანიაში;

ქართუს საპროცესინგო - ბანკი ქართუ და ბაზისბანკი;

ლიბერთი ბანკის საპროცესინგო - ლიბერთი ბანკი და KSB ბანკი;

პრივატბანკს აქვს თავისი საპროცესინგო.

_______________________________________
user posted imageბარათის აგებულება

იხილეთ ამ სურათზე

user posted image

1. ბარათის 16 ნიშნა ნომერი (ამერიქან ექსპრესის შემთხვევაში 15 ნიშნა);
2. ბარათის მოქმედების ვადა;
3. ბარათის მფლობელი;
4. CVC კოდი, რომელიც ბარათის უკანა მხარეს არის ამოტვიფრული, სწორედ იქ, სადაც ხელს ვაწერთ. იხილეთ ამ სურათზე user posted image


აღნიშნული ინფორმაცია გვჭირდება ინტერნეტში რაიმეს საყიდლად, სადაც შესავსებია ასეთი ველები (ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ საიტი იყოს სანდო და მისამართი იწყებოდეს https--ით!!!).
user posted image



user posted imageუცხო სიტყვები

PIN კოდი - personal identification number - გამოიყენება ბარათით ბანკომატიდან თანხის გამოტანის დროს და POS-ტერმინალით პროდუქციის/მომსახურების შესყიდვის დროს;
POS ტერმინალი - Point of sale - ობიექტებში განთავსებული მოწყობილობა, სადაც ჩვენი ბარათით ვყიდულობთ პროდუქციას/მომსახურებას. იხილეთ სურათი
user posted image
CVC - Card Verification Code - გამოიყენება ინტერნეტ შესყიდვების დროს!



ყურადღება! - არავის გაანდოთ თქვენი ბარათის მონაცემები: ბარათის ნომერი, ვადა და მითუმეტეს, CVC და PIN კოდები!

http://forum.ge/?f=62&showtopic=33825182

Posted by: freedemocrat 29 Sep 2011, 19:25
რამდენი ხანი იყო პირველი თემა :დ

Posted by: spider77 30 Sep 2011, 00:05
QUOTE
ყურადღება! - არავის გაანდოთ თქვენი ბარათის მონაცემები: ბარათის ნომერი, ვადა და მითუმეტეს, CVC და PIN კოდები!


თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი საბარათე ანგარიშიდან არასანქცირებულად (თქვენდა დაუკითხავად) მოიხსნა თანხა, დაუყოვნებლივ დააბლოკინეთ და შეუკვეთეთეთ ახალი ბარათი. ახალი ბარათი დაცული იქნება წინამორბედის მონაცემების დაკარგვის შედეგად მოსალოდნელი ზარალისაგან, ოღონდ იმ პირობით, რომ ახლის მონაცემებსაც არ მოგპარავენ ხელახლა.
ასე, რომ მივდივართ ისევ იგივე წერტილში. გაუფრთხილდით თქვენს ბარათებს, ნურავის ნუ ანდობთ და ნუ გამოიყენებთ ინტერნეტსივრცეში, საეჭვო საიტებზე !!!!!

გისურვებთ წარმატებებს.

Posted by: მზე 2 Oct 2011, 02:19
კორსტანდარტ ბანკის ვიზა კლასიკი მაქვს და მაინტერესებს ინგლსურად როგორ იქნება ჩემი მისამართი, რომელითაც ეს ბარათი ავიღე და როგორ გავიგო?

მაინც და მაინც ბანკში უნდა მივიდე, ისე ვერ გავიგებ?


Posted by: spider77 4 Oct 2011, 19:57
ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !!!

როგორც ინფორმაციის მოპარვის, ასევე მოპარული ინფორმაციის გამოყენებით თაღლითური ოპერაციების განხორციელების მექანიზმები სხადასხვანაირია.

ამ ბოლო დროს მომრავლდა ინტერნეტით, კერძოდ ტოტალიზატორებში, სხვისი ბარათის მონაცემებით განხორციელებული უკანონო ტრანზაქციები (ანუ ოპერაციები).

ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო რჩევა:

არავითარ შემთხვევაში უცხო პირს (თუნდაც ახლობელს, როცა ამისი აუცილებლობა არ არსებობს) არ გაანდაოთ თქვენი ბარათის არათუ პინკოდი (პინკოდი საერთოდ საჭიროა არაა ინტერნეტ ტრანზაქციებისას), არამედ სხვა მონაცემებიც (ნომერი, სახელი გვარი, მოქმედების ვადა და სივივი კოდი) რომლებიც ბარათზეა დატანებული. წინააღმდეგ შემთხვევაში დაუცველი იქნებით და შესაძლოა ბანკი ვერც დაგეხმაროთ.

Posted by: ds1970 7 Oct 2011, 18:09
გამარჯობათ. დღეს აღმოვაჩინე, რომ რესპუბლიკა ბანკის საკრედიტო ბარათიდან თანხა გაქრა. ბანკის ოპერატორმა კი მითხრა, რომ ამაზონში ნივთი გაქვთ შეძენილიო. არა და არაფერი შემიძენია. მირჩიეთ როგორ მოვიქცე???

Posted by: spider77 8 Oct 2011, 13:22
ds1970
შეიძლება ცოტა დაგვიანებული იყოს ჩემი პასუხი (ეხლა ვნახე ეს პოსტი), მაგრამ პირველ რიგში ბარათი დააბლოკინე სასწრაფოდ და ახალი შეუკვეთე.
მერე, ორშაბათს გადი ბანკში, აუხსენი სიტუაცია, დაგაწერინებენ განცხადებას და ბანკმა უნდა გაგირკვიოს დეტალები. რამდენად შეძლებენ ეგ სხვა საქმეა, მაგრამ მაინც უნდა სცადო.



Posted by: 4Motivi 8 Oct 2011, 13:53

Mr-Banks ხომ არ მირჩევდი საერთაშორისო გადახდებისათვის რომელი ბანკის და რა პლასტიკური ბარათი ჯობია ? რათქაუნდა ორი კრიტერიუმის მიხედვით გადარიცხვის სიმარტივე და სიიაფე.

Posted by: Mr-Banks 8 Oct 2011, 14:47
4Motivi


ბარათიდან გადარიცხვა გინდა? სად რიცხავ?

Posted by: 4Motivi 10 Oct 2011, 23:31
პროგრამული უზრუნველყოფის ყიდვა მინდა, ალბათ როგორც ამაზონზე ვყიდულობთ მისი მსგავსია.

Posted by: Camel 10 Oct 2011, 23:46
ds1970
QUOTE
გამარჯობათ. დღეს აღმოვაჩინე, რომ რესპუბლიკა ბანკის საკრედიტო ბარათიდან თანხა გაქრა. ბანკის ოპერატორმა კი მითხრა, რომ ამაზონში ნივთი გაქვთ შეძენილიო. არა და არაფერი შემიძენია. მირჩიეთ როგორ მოვიქცე???



დარეგისტრირებული ხომ არ ხარ ამაზონ-პრაიმზე ,რაც თავისთავად უფასოდ მიტანას ,ან ექსპრესს შიპინგს გულისხმობს..

მზე
QUOTE
კორსტანდარტ ბანკის ვიზა კლასიკი მაქვს და მაინტერესებს ინგლსურად როგორ იქნება ჩემი მისამართი, რომელითაც ეს ბარათი ავიღე და როგორ გავიგო?

მაინც და მაინც ბანკში უნდა მივიდე, ისე ვერ გავიგებ?



ელემენტარნა ვოტსონ.. შედიხარ ბანკის ინგლისური საიტის ვერსიაზე და ნახულობ ბანკის მისამართს.

Posted by: spider77 11 Oct 2011, 11:55
ყურადღება !!!

ინტერნეტ-შოპინგის მოყვარულებმა იხილეთ საინტერესო ინფორმაცია ახალი ბარათის თაობაზე:

http://forum.ge/?showtopic=34226973&view=findpost&p=27781003

Posted by: Kate789 11 Oct 2011, 21:56
არიქა მიხვდა თიბისი, რომ ინტერნეტით ვაჭრობა სულ უფრო და უფრო პოპულარულია და დაფაცურდა. შექმნა ბარათი. biggrin.gif

რესპუბლიკის ნაჩუქარ კლასიკს ვიყენებ და პროკრედიტის კლასიკს ფეიფალისთვის.

ჯამში მაქვს 20 მდე ბარათი. ოღონდ მართლა.
ნუ კარგი, გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ აქედან 9 არის ვადაგასული biggrin.gif

Posted by: Vazovski2007 19 Oct 2011, 10:18
ახალი სერვისი KSB -საგან
ბარათის შესაკვეთად დააწკაპუნეთ სურათზე

http://www.ksb.ge/index.php?a=main&pid=689&lang=geo

Posted by: Makumba666 19 Oct 2011, 20:38
მოკლედ, მაგარი დედიჩემისა ვჭამე ტიბისის ბარათი რო ავიღე. მასტერკარდზე მაქვს (უფრო სწორად, მქონდა, სანამ წარუმატელებ ტრანზაქციაზე 3 დოლარს ჩამომაჭრიდნენ ახვრები mad.gif ) 903 დოლარი და ეხლა ინტერნეტის საშუალებით 900 დოლარი ვერ გადავრიცხე!!! :@ ნებისმიერ ბანკში სადებეტო ბარათიდან გადარიცხვაზე ბანკი საკომისიოს არ იღებს და ეს ვირიშვილები იღებენ თურმე 0,06%-ს!!! ისიც, დავურეკე და ძლივს გამოვტახე ოპერატორი ამ პროცენტის ამბავზე, თორემ თავიდან არ მეუბნებოდა.
ვინმემ თუ იცით ნორმალური ბანკის ნორმალური ბარათი ინტერნეტში გადარიცხვის შესაძლებლობით (სასურველია მინიმალური ნაშთის გარეშე და მინიმალურ ვადაში დამზადების შესაძლებლობით), გთხოვთ გამაგებიოთ.

Posted by: Kate789 19 Oct 2011, 21:02
Makumba666
ინტერნეტით გადარიცხვაში რას გულისხმობ???
ონლაინ შოფინგს???
თუ სხვა ანგარიშზე გადარიცხვას???

Posted by: Makumba666 19 Oct 2011, 21:14
Kate789
და რა მნიშვნელობა აქვს როო? მე პირადად ორგანიზაციას ვურიცხავ, ჩერეზ moneybooker-ი, მაგრმა სულ ერთი არაა?
ეხლა დავაზუსტე და 0,2% მიგვაქვსო და მინიმუმ 15 დოლარიო.
wow.gif
ასეთი კატასტროფული ბანკი თუ იარსებებდა, ვერც კი წარმოვიდგენდი. ეტყობა ვალები აქვთ, საწყლებს. smile.gif

P.S. სხვათა შორის, ვინმემ თუ იცით, ბარათს რომ ხურავ, მინიმალურ ნაშთს გიბრუნებენ? მაგ ახვრებს კაპიკს არ შევრჩენ, იმენნა.

Posted by: Kate789 19 Oct 2011, 21:23
Makumba666
QUOTE
და რა მნიშვნელობა აქვს როო?

აქვს. ტყუილად არ გეკითხები smile.gif
სულ ერთი არ არის.
ის სხვა ტიპის ოპერაციაა, ის - სხვა.

QUOTE
ეხლა დავაზუსტე და 0,2% მიგვაქვსო და მინიმუმ 15 დოლარიო.

ყველა ქართულ ბანკს აქვს გადარიცხვის საკომისიო, რომელიც 15-25 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

QUOTE
P.S. სხვათა შორის, ვინმემ თუ იცით, ბარათს რომ ხურავ, მინიმალურ ნაშთს გიბრუნებენ? მაგ ახვრებს კაპიკს არ შევრჩენ, იმენნა.

მინიმალურ ნაშთს ანუ ხელუხლებელ ნაშთს??? ხელუხლებელ ნაშთს რათქმაუნდა აბრუნებენ. დაახლოებით 1 თვის მანძილზე. ნუ პლუს მინუს.

Posted by: Makumba666 19 Oct 2011, 21:26
Kate789
QUOTE
აქვს. ტყუილად არ გეკითხები
სულ ერთი არ არის.
ის სხვა ტიპის ოპერაციაა, ის - სხვა.

ვურიცხავ ფორექს ბროკერს, როგორც ვთქვი moneybooker-ით სარგებლობენ.

QUOTE
ყველა ქართულ ბანკს აქვს გადარიცხვის საკომისიო, რომელიც 15-25 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ადრე, მახსოვს სხვა ბროკერთან გადავრიცხე 600 დოლარი და 3 დოლარი პროცესინგის თანხა წაიღეს. ასეთი არაფერი მინახავს.

Posted by: Kate789 19 Oct 2011, 21:57
Makumba666
QUOTE
ადრე, მახსოვს სხვა ბროკერთან გადავრიცხე 600 დოლარი და 3 დოლარი პროცესინგის თანხა წაიღეს. ასეთი არაფერი მინახავს.

და ის 600 დოლარი რა მეთოდით გადარიცხე???
იმავეთი რომ გადარიცხო ამჯერადაც, არ გამოდის???

Posted by: Makumba666 19 Oct 2011, 22:02
Kate789
QUOTE
და ის 600 დოლარი რა მეთოდით გადარიცხე???
იმავეთი რომ გადარიცხო ამჯერადაც, არ გამოდის???

მქონდა ინტელექტბანკის ბარათი და იმით გადავრიცხე. ერთი ეგ იყო, რომ 15 დოლარი თუ 10 დაიბლოკა - ანუ კი არ გადავიხადე, დროებით დამებლოკა და მერე გამოვიტანე ის ფული ჩვეულებრივად - ესეთი უცნაური წესები ქონდათ. ხოდა ეხლა ანგარიშზე მაქვს, უფრო სწორად, მქონდა 903.20 - ანუ, პროცსინგის თანხაზე მეტი და moneybookers.com, რომლის გავლითაც ხდება ტრანზაქცია მიწერს:
QUOTE
Трансакция неудачна
Нам не удалось списать 900.00 USD с вашей кредитной / дебетовой карты, поскольку данная трансакция была отклонена банком, выдавшим вашу карту.
Для продолжения выполнения данного платежа мы рекомендуем Вам повторить попытку, воспользовавшись другой кредитной/дебетовой картой.

ანუ, თუ 3 დოლარი არ ყოფნის, როგორც ვხვდები 15 დოლარი ნებავთ და თანხის 0,2%. ვალები აქვთ. smile.gif

Posted by: Kate789 19 Oct 2011, 22:08
Makumba666
მოკლედ. თიბისის წარმომადგენელი შემოვა ამ თემაში და გაგცემს პასუხს იმედია.
მე კი გეტყვი იმას, რომ ვალები არაფერ შუაშია.
QUOTE
ყველა ქართულ ბანკს აქვს გადარიცხვის საკომისიო, რომელიც 15-25 დოლარის ფარგლებში მერყეობს.


Posted by: Makumba666 19 Oct 2011, 22:12
Kate789
მე არ ვრიცხავ bankwire-თი და ბარათი იმიტომ ავიღე და მინიმალური ნაშთი იმიტომ მიდევს ზედ, რომ ეგ პროცენტები არ ვიხადო. აბა რა კუბოდ მინდა ბარათი, თუ როგორც ჩვეულებრივი გადარიცხვისას ისე ვიხადე ფული? როგორმე ანგარიშიდან თანხის მოხსნას ბარათის გარეშეც მოვახერხებ, ან რამე ნორმალური სერვისით ვისარგებლებ, საერთოდ. კაი მადა აქვთ ხო იცი - მინიმალური ნაშთიც უნდა მედოს და თან როგორც ჩვეულებრივი გადარიცხვისას ისე ვიხადო პროცენტი.

Posted by: Vazovski2007 20 Oct 2011, 11:21
QUOTE (Makumba666 @ 19 Oct 2011, 20:38 )
მოკლედ, მაგარი დედიჩემისა ვჭამე ტიბისის ბარათი რო ავიღე. მასტერკარდზე მაქვს (უფრო სწორად, მქონდა, სანამ წარუმატელებ ტრანზაქციაზე 3 დოლარს ჩამომაჭრიდნენ ახვრები mad.gif ) 903 დოლარი და ეხლა ინტერნეტის საშუალებით 900 დოლარი ვერ გადავრიცხე!!! :@ ნებისმიერ ბანკში სადებეტო ბარათიდან გადარიცხვაზე ბანკი საკომისიოს არ იღებს და ეს ვირიშვილები იღებენ თურმე 0,06%-ს!!! ისიც, დავურეკე და ძლივს გამოვტახე ოპერატორი ამ პროცენტის ამბავზე, თორემ თავიდან არ მეუბნებოდა.
ვინმემ თუ იცით ნორმალური ბანკის ნორმალური ბარათი ინტერნეტში გადარიცხვის შესაძლებლობით (სასურველია მინიმალური ნაშთის გარეშე და მინიმალურ ვადაში დამზადების შესაძლებლობით), გთხოვთ გამაგებიოთ.

რა თქმა უნდა KSB.ge
ბარათით გადახდაც(მათ შორის ინტერნეტით) უფასოა და ვიზა კლასიკზე მინიმალური ნაშთიც არაა საჭირო

Posted by: Makumba666 20 Oct 2011, 13:19
Vazovski2007
მადლობა, გაიხარე. პირობები მომეწონა, მარა ეს ვერ გავიგე მთლად ზუსტად:
QUOTE
ინტერნეტ საიტებიდან ჩარიცხული ან საზღვარგარეთ ტერმინალებზე შესრულებული ოპერაციის დაბრუნებული თანხების მომსახურების საკომისიო - 2%, მინ. 2 აშშ დოლარი

ანუ, უცხოეთიდან ფული რომ გადმომირიცხონ ესენი 2%-ს ჩამომაჭრიან? sad.gif

Posted by: Mr-Banks 20 Oct 2011, 14:04
Makumba666


დავიწყოთ იქიდან, რომ სიტყვების გაფილტვრა უნდა შეგეძლოს, ლანძღვაში არ გადახვიდე და იმედია, Did giorgi მოგხედავს.

შენს მიერ მოყვანილი შემთხვევა, სრულიად გაუგებარია, 0.06% ესეთი საკომისიო არ არსებობს თიბისი-ში. არაფერს ვამბობ, გრამატიკულ ხარვეზებზე.

QUOTE
გამაგებიოთ.


user posted image


P.S. ბარათიდან რიცხავ, თუ მიმდინარედან, აიღება საკომისიო. თუ ბარათით აკეთებ ტრანზაქციას, მაშინ უფასოა. მანიბუქერზე თანხა ხვდება ორი გზით:
1. მანიბუქერის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით, რისი საკომისიოც, როგორც გითხრეს მერყეობს 15$-დან 25$-მდე;
2. პლასტიკური ბარათით თანხის შეტანა შენ ექაუნთზე, რისი საკომისიოც მანიბუქერის მიხედვით, შეადგენს 1.9%-ს. ამას გაჭრის მანიბუქერი და არა - ბანკი.

Posted by: Makumba666 20 Oct 2011, 15:16
Mr-Banks
დავიწყოთ იქიდან, რომ ბანკს რომელსაც 2 დღის განმავლობაში ხარვეზები აქვს ბარათიდან ფულის გადარიცხვასთან დაკავშირებით (ვაჟა ფშაველას ფილიალში მითხრეს ჩვენი მიზეზით ვერ გადარიცხე - ხარვეზები გვაქვს და საღამოსთვის გამოსწორდება ალბათო) კუდი ყავარზე არ უნდა ქონდეს გადებული.
ამას გარდა, ჯერ იქნება გაგერკვია რა არის გრამატიკული შეცდომა და რა ორთოგრაფიული, სანამ შენთვის სრულიად უცნობ სფეროში შეიჭრებოდი. უფრო უკეთესი იქნებოდა, ის გაგერკვია, არის თუ არა, საერთოდ, შეცდომა. ლანძღვისა და კრიტიკის გარჩევაც რომ ისწავლო - მთლად უკეთესი.

ეხლა რაც შეეხება საკითხს: ესე იგი ბარათიდან თუ ვრიცხავ (მინიმალური ნაშთიც მაქვს ანგარიშზე, ბარათის დამზადების ფულიც გადახდილი) და მაინც იმდენივე მეჭრება, რამდენიც bank wire-თი გადარიცხვის დროს, მჭირდება თუ არა ასეთი ბარათი, აბა თუ გამოიცნობ 3 ცდით.
ეხლა ავდგები, იმ ბარათს მივახურავ და მინიმალური ნაშთი აბსოლუტურად მეყოფა რომელიმე ნორმალური ბანკიდან ფულის გადასარიცხად.
მე მოვრჩი ამ თემაზე სუბარს.

P.S. და კიდევ, ცნობისათვის, 0,6%-ც, და 0,2%-ც მე არ დამსიზმრებია, ისევე თქვენი ბანკის თანამშრომლებმა მითხრეს გუშინ, როცა დავრეკე. ალბათ იმიტომ, რომ მაგარი კომპეტენტურები არიან.

Posted by: spider77 20 Oct 2011, 15:28
Makumba666

კაცი რო გიხსნის
QUOTE
პლასტიკური ბარათით თანხის შეტანა შენ ექაუნთზე, რისი საკომისიოც მანიბუქერის მიხედვით, შეადგენს 1.9%-ს. ამას გაჭრის მანიბუქერი და არა - ბანკი.


და მაინც შენსას უბერავ
QUOTE
ესე იგი ბარათიდან თუ ვრიცხავ (მინიმალური ნაშთიც მაქვს ანგარიშზე, ბარათის დამზადების ფულიც გადახდილი) და მაინც იმდენივე მეჭრება, რამდენიც bank wire-თი გადარიცხვის დროს, მჭირდება თუ არა ასეთი ბარათი, აბა თუ გამოიცნობ 3 ცდით.

ამას რა ქვია, აბა 3 ცდით თუ გამოიცნობ? wink.gif

Posted by: Makumba666 20 Oct 2011, 15:33
spider77
QUOTE
ამას რა ქვია, აბა 3 ცდით თუ გამოიცნობ?

ნაწერიდან დასკვნის გამოტანა როცა გიჭირს, ამ ახსნის
QUOTE
1. მანიბუქერის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით, რისი საკომისიოც, როგორც გითხრეს მერყეობს 15$-დან 25$-მდე;
2. პლასტიკური ბარათით თანხის შეტანა შენ ექაუნთზე, რისი საკომისიოც მანიბუქერის მიხედვით, შეადგენს 1.9%-ს. ამას გაჭრის მანიბუქერი და არა - ბანკი.

პასუხად, ადამიანი როცა წერს
QUOTE
ესე იგი ბარათიდან თუ ვრიცხავ (მინიმალური ნაშთიც მაქვს ანგარიშზე, ბარათის დამზადების ფულიც გადახდილი) და მაინც იმდენივე მეჭრება, რამდენიც bank wire-თი გადარიცხვის დროს, მჭირდება თუ არა ასეთი ბარათი, აბა თუ გამოიცნობ 3 ცდით.

და მაინც მეორე ვარიანტს ირჩევ, ეტყობა მაგარი ღენიოსი უნდა იყო და ამას რა ქვია, ნამდვილად ვერ ვიტყვი.

Posted by: Mr-Banks 20 Oct 2011, 15:34
Makumba666
QUOTE
ამას გარდა, ჯერ იქნება გაგერკვია რა არის გრამატიკული შეცდომა

QUOTE
გამაგებიოთ.


ეს არის შეცდომა!

QUOTE
ლანძღვისა და კრიტიკის გარჩევაც რომ ისწავლო - მთლად უკეთესი.


ეს პოსტი არის კრიტიკა და წინა პოსტი იყო ლანძღვა!

QUOTE
ეხლა რაც შეეხება საკითხს: ესე იგი ბარათიდან თუ ვრიცხავ (მინიმალური ნაშთიც მაქვს ანგარიშზე, ბარათის დამზადების ფულიც გადახდილი) და მაინც იმდენივე მეჭრება, რამდენიც bank wire-თი გადარიცხვის დროს, მჭირდება თუ არა ასეთი ბარათი, აბა თუ გამოიცნობ 3 ცდით.


ბარათს რომ იღებ, იხდი ბარათის ღირებულებას და დებ ნაშთს, რადგან ეს არის მოთხოვნა. რაზე გეჭრება თანხა, იქნებ გაგვაგებინო! ტრანზაქციაზე, თუ გადარიცხვაზე?


QUOTE
P.S. და კიდევ, ცნობისათვის, 0,6%-ც, და 0,2%-ც მე არ დამსიზმრებია, ისევე თქვენი ბანკის თანამშრომლებმა მითხრეს გუშინ, როცა დავრეკე. ალბათ იმიტომ, რომ მაგარი კომპეტენტურები არიან.



შენ 0.06% თქვი და არა - 0.6% და ამაზე გითხარი. 0.6% არის ბანკიდან როდესაც გაგაქვს თანხა ბარათით! ბანკომატში 0.2%-ია.

Posted by: Makumba666 20 Oct 2011, 15:48
Mr-Banks
QUOTE
ეს არის შეცდომა!

ეს არ არის შეცდომა და საერთოდ ქართული ლიტერატურისთვის რომ გადაგეხედა, კაი იქნებოდა. ეხლა მეტყვი "კაი"-ც შეცდომააო, მაინცა და მაინც ოფიციალურ კრეტინული ტონით უნდა ისაუბრო და სხვადასხვა სტილის თუ კუთხური გამოთქმების გამოყენება გეკრძალებაო, მაგრამ სანამდე (ესეც შეცდომაა) ფორუმის წესებში არ შეიტანენ მსგავს მარაზმს, ისე ვწერ და ვიმეტყველებ, როგორც გამიხარდება - ჟარგონსაც გამოვიყენებ, ნეოლოგიზმებსაც, ბარბარიზმებსაც, კუთხურ სიტყვებსაც დ.ა.შ. ხოდა, გრამატიკული შეცდომა, მაინც, რომ ვერანაირად ვერ არის, ამაში მგონია დამეთანხმე.

QUOTE
ეს პოსტი არის კრიტიკა და წინა პოსტი იყო ლანძღვა!

არავითარი ლანძღვა არ იყო და ისე, ცნობისათვის, თუ სწორად მახსოვს, ეიზენჰაუერს უწოდა ერთ-ერთმა ჟურნლისტმა ვირი და იმის შემდეგ გახდა ვირი დემოკრატების სიმბოლო. წარმომიდგენია გურჯი მოდერატორი რას უზამდა იმ საწყალს.

QUOTE
ბარათს რომ იღებ, იხდი ბარათის ღირებულებას და დებ ნაშთს, რადგან ეს არის მოთხოვნა. რაზე გეჭრება თანხა, იქნებ გაგვაგებინო! ტრანზაქციაზე, თუ გადარიცხვაზე?

ბარათს იმისთვის ვიღებ, დამზადების ფულს იმისთვის ვიხდი და ნაშთს იმიტომ ვდებ, რომ ფულის უპრობლემოდ გადარიცხვა შემეძლოს. არა ბიჯო, ბარათზეც მედება 20 დოლარი და კიდევ დამატებით გადავიხდი 15-ს, როდესაც ის 15 დოლარი სულ ყოფნის იმ ტრანზაქციას (ეხლა დავრეკე სხვა ბანკში და მითხრეს როცა გინდა მოდი და უპრობლემოდ გადავრიცხავთო), მეტი საქმე არა მაქვს! თუმცა, არ გძრახავთ - ვიცი რა პრობლემებიც გაქვთ უპრაგონოდ (ესეც შეცდომაა) გაცემული კრედიტების გამო და მესმის, რომ ვალები გაქვთ (ეს ტავტოლოგიაა).

QUOTE
შენ 0.06% თქვი და არა - 0.6% და ამაზე გითხარი. 0.6% არის ბანკიდან როდესაც გაგაქვს თანხა ბარათით! ბანკომატში 0.2%-ია.

0,06 მითხრა იმ გოგომ თავიდან და ამიტომ მეორედ გადავრეკე და სხვამ მითხრა 0,2% და 15$.

Posted by: Mr-Banks 20 Oct 2011, 16:11
Makumba666

"გამაგებიოთ" სწორია? lol.gif "გამაგებინოთ" არის სწორი ფორმა. არგუმენტი გაქვს, ჩავქვესკნელდი სიცილით lol.gif lol.gif lol.gif

QUOTE
არავითარი ლანძღვა არ იყო და ისე, ცნობისათვის, თუ სწორად მახსოვს, ეიზენჰაუერს უწოდა ერთ-ერთმა ჟურნლისტმა ვირი და იმის შემდეგ გახდა ვირი დემოკრატების სიმბოლო. წარმომიდგენია გურჯი მოდერატორი რას უზამდა იმ საწყალს.


ვირიშვილი შეიძლება, შენთვის კომპლიმენტია, ამაზე ვერავინ შეგეწინააღდეგება, მაგრამ უმჯობესია, საყოველთაოდ აღიარებული კომპლიმენტები იხმარო ადამიანებთან საუბრისას და ზოგადად, მიმართვის დროს.

QUOTE
0,06 მითხრა იმ გოგომ თავიდან და ამიტომ მეორედ გადავრეკე და სხვამ მითხრა 0,2% და 15$.


ერთი როდის დარეკე, სახელი და გვარი მითხარი, სატელეფონო ჩანაწერი უნდა ვნახო, რა კითხე, რომ ეგ გიპასუხა.

QUOTE
ბარათს იმისთვის ვიღებ, დამზადების ფულს იმისთვის ვიხდი და ნაშთს იმიტომ ვდებ, რომ ფულის უპრობლემოდ გადარიცხვა შემეძლოს. არა ბიჯო, ბარათზეც მედება 20 დოლარი და კიდევ დამატებით გადავიხდი 15-ს, როდესაც ის 15 დოლარი სულ ყოფნის იმ ტრანზაქციას (ეხლა დავრეკე სხვა ბანკში და მითხრეს როცა გინდა მოდი და უპრობლემოდ გადავრიცხავთო), მეტი საქმე არა მაქვს! თუმცა, არ გძრახავთ - ვიცი რა პრობლემებიც გაქვთ უპრაგონოდ (ესეც შეცდომაა) გაცემული კრედიტების გამო და მესმის, რომ ვალები გაქვთ (ეს ტავტოლოგიაა).


ფულს უპრობლემოდ გადარიცხავ, მაგრამ ამაში იხდი საკომისიოს!!! ინტერნეტ-შესყიდვების დროს, ტრანზაქცია 0%-ია. გადარიცხვა ანგარიშიდან ანგარიშზე ფასიანია.

Posted by: Makumba666 20 Oct 2011, 16:23
Mr-Banks
QUOTE
"გამაგებიოთ" სწორია?"გამაგებინოთ" არის სწორი ფორმა. არგუმენტი გაქვს, ჩავქვესკნელდი სიცილით

კაია, იცინე. მე მირჩევნია ადამიანები იცინოდნენ, ვიდრე ტიროდნენ.

QUOTE
ვირიშვილი შეიძლება, შენთვის კომპლიმენტია, ამაზე ვერავინ შეგეწინააღდეგება, მაგრამ უმჯობესია, საყოველთაოდ აღიარებული კომპლიმენტები იხმარო ადამიანებთან საუბრისას და ზოგადად, მიმართვის დროს.

ლოგიკის დიდოსტატი ხარ, ეტყობა. მაგ ლოგიკით, ეიზენჰაუერს კომპლიმენტად მიუღია, თურმე, ვირი. lol.gif და ისიც კაია, რომ რაც კომპლიმენტი არაა, იმაზე, თურმე, მოდერატორთან უნდა იჩივლო. როგორც ოსტაპ ბენდერი იტყოდა, ეს არის quasi una fantasia.

QUOTE
ერთი როდის დარეკე, სახელი და გვარი მითხარი, სატელეფონო ჩანაწერი უნდა ვნახო, რა კითხე, რომ ეგ გიპასუხა.

სახელი და გვარი არ მითქვამს იქ, მაგრამ უპრობლემოდ ნახავ, მე მგონი, რადგან 10, თუ დაჟე (ესეც შეცდომაა) 11 საათის მერე იყო და არა მგონია მაგ დროს ბევრი ვინმე რეკავდეს. ორჯერ დავრეკე.

QUOTE
ფულს უპრობლემოდ გადარიცხავ, მაგრამ ამაში იხდი საკომისიოს!!! ინტერნეტ-შესყიდვების დროს, ტრანქაზცია 0%-ია. გადარიცხვა ანგარიშიდან ანგარიშზე ფასიანია.

ხოდა მეც მაგას ვამბობ ზუსტად - რადგანაც ბარიგობას არ ვაპირებ, ასეთი ბარათი არ მჭირდება მეთქი. ესე იგი moneybooker-ით რაღაცა სირობა რომ ვიყიდო ebay-ზე, 0% მექნება და ბროკერს რო ფული გადავურიცხო, 15 დოლარი უნდა ვაჩუქო ბანკს. მირჩევნია ბარათი დავხურო და გამოთავისუფლებული 20 დოლარიდან 15 გამოვიყენო bank wire-თი გადარიცხვისთვის.

Posted by: Mr-Banks 20 Oct 2011, 17:11
Makumba666
QUOTE
ლოგიკის დიდოსტატი ხარ, ეტყობა. მაგ ლოგიკით, ეიზენჰაუერს კომპლიმენტად მიუღია, თურმე, ვირი.  და ისიც კაია, რომ რაც კომპლიმენტი არაა, იმაზე, თურმე, მოდერატორთან უნდა იჩივლო. როგორც ოსტაპ ბენდერი იტყოდა, ეს არის quasi una fantasia.


ეს არის შეურაცხყოფა თანამშრომლების მისამართით და ყველა ადამიანი თავის შეურაცხყოფას მაგ თითიდან გამოწოვილი მაგალითით ვერ აწონის!

QUOTE
ხოდა მეც მაგას ვამბობ ზუსტად - რადგანაც ბარიგობას არ ვაპირებ, ასეთი ბარათი არ მჭირდება მეთქი. ესე იგი moneybooker-ით რაღაცა სირობა რომ ვიყიდო ebay-ზე, 0% მექნება და ბროკერს რო ფული გადავურიცხო, 15 დოლარი უნდა ვაჩუქო ბანკს. მირჩევნია ბარათი დავხურო და გამოთავისუფლებული 20 დოლარიდან 15 გამოვიყენო bank wire-თი გადარიცხვისთვის.


კარგად ბრძანდებოდე. biggrin.gif სხვა ბანკი თუ გადარიცხვაში საკომისიოს არ გამოგართმევს, მეც მითხარი. P.S. ყველა ბანკს ვალები აქვს biggrin.gif

Posted by: Vazovski2007 20 Oct 2011, 17:39
QUOTE (Makumba666 @ 20 Oct 2011, 13:19 )
Vazovski2007
მადლობა, გაიხარე. პირობები მომეწონა, მარა ეს ვერ გავიგე მთლად ზუსტად:
QUOTE
ინტერნეტ საიტებიდან ჩარიცხული ან საზღვარგარეთ ტერმინალებზე შესრულებული ოპერაციის დაბრუნებული თანხების მომსახურების საკომისიო - 2%, მინ. 2 აშშ დოლარი

ანუ, უცხოეთიდან ფული რომ გადმომირიცხონ ესენი 2%-ს ჩამომაჭრიან? sad.gif

არა 2 % ჩამოიჭრება მხოლოდ მაშინ თუ თანხა ჩაირიცხება ბარათის ნომრის მითითებით(ანუ თუ მაგალითად ინტერნეტ კაზინოში მოიგე, გადმოიტანე თანხა და მიუთითე ბარათის 16ციფრიანი ნომერი), ხოლო თუ უცხოეთიდან თანხა ჩაგერიცხა საბარათე ანგარიშზე(ანუ იმაზე რაზეც არის ეს ბარათი მიბმული) მაშინ რა თქმა უნდა ეს ოპერაცია უფასოა და ზუსტად იმდენივე ჩაგერიცხება რამდენიც გადმოგერიცხა..

Posted by: freedemocrat 20 Oct 2011, 23:37
Vazovski2007
ონლაინ შეკვეთა ძალიან მაგარი სიახლე კსბსგან smile.gif)

Posted by: Makumba666 21 Oct 2011, 12:30
Mr-Banks
QUOTE
ეს არის შეურაცხყოფა თანამშრომლების მისამართით და ყველა ადამიანი თავის შეურაცხყოფას მაგ თითიდან გამოწოვილი მაგალითით ვერ აწონის!

და თანამშრომლები რა შუაში არიან ვერ ამიხსნი? ესე იგი, რომელიმე ფირმაში რომ ვმუშაობდე და ვიღაცამ თქვას დედამიჯმული კომპანიააო, მე უნდა ავუხტე დედაჩემს შეურაცხყოფა მიაყენე მეთქი? და საერთოდ, მე მგონია ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს უნდა ესმოდეს, წესით, განსხვავება კომპანიის მფლობელებს (ანუ იმ ადამიანებს, ვინც განსაზღვრავს კომპანიის პოლიტიკას) და დაქირავებულ მუშა ხელს შორის (რომლის 99% სულ ერთ ადგილას კიდია ის კომპანია - ხელფასისთვის მუშაობს). ამიტომ, თუ ბანკის რომელიმე თანამშრომელმა საკუთარ თავზე მიიღო მაგ სიტყვა - საღოლ რა, მაგარი ფანტაზიის უნარი ქონია!

QUOTE
კარგად ბრძანდებოდე.სხვა ბანკი თუ გადარიცხვაში საკომისიოს არ გამოგართმევს, მეც მითხარი. P.S. ყველა ბანკს ვალები აქვს

ასეც მოვიქცეოდი, მაგრამ გუშინ საღამოთი ფული, რაღაცნაირად, მაინც გადაირიცხა. როგორც ადრეც ვამბობდი ასეთ ტრანზაქციებზე არავითარი 15 დოლარის გადახდა არ უნდა იყოს საჭირო და ამ კონკრეტულ კლიენტისთვის (ანუ, ბროკერაჟისთვის) გადახდისას მანიბუკერიც უფასოდ ახდენს გადარიცხვას. ანუ, ყველაფერი ბანალურად ბანკის ტექნიკური ხარვეზის ბრალი ყოფილა, რომელიც გუშინ საღამოს გამოსწორდა. მაგრამ ვაჟა-ფშაველაზე მისულს რატომ მითხრეს 15 დოლარი უნდა გედოს ანგარიშზეო, აი ესაა გამოცანა.

Vazovski2007
მადლობა. ძალიან საინტერესო პირობებია. მალე დამჭირდება ბარათი და მაგას ვცდი, აბა.

Posted by: Mr-Banks 21 Oct 2011, 15:01
Makumba666


კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ ბარათით შესყიდვა (ტრანზაქცია) უფასოა, ხოლო გადარიცხვა ბარათიდან და საიდანაც გინდა, ღირს ტარიფი.

Posted by: HarrisonHill 1 Nov 2011, 17:51
საქართველოში რომელიმე ბანკს თუ აქვს ვირტუალური ბარათები? ანუ უბრალოდ ნომერი /ცვვ კოდი / ამოწურვის თარიღი მოგეცემა და არა ფიზიკური ბარათი.

ტაო ბანკს აქვს, მარა ვირტუალური ბარათის შესაკვეთათ ფილიალში უნდა მიხვიდე. მინდა, რომ პირდაპირ ინტერნეტ-ბანკინგით გავაკეთო ახალი ვირტუალური ბარათი და ამ ბარათის ანგარიშზე დავსვა თანხა.

დავიჯერო არცერთ ბანკს არ აქვს ასეთი სერვისი?

Posted by: sulxana10 12 Nov 2011, 11:08
საქართველოში გამოიყენება სამი სახის ბარათები:

Posted by: spider77 16 Nov 2011, 09:51
David-Kaka
ბარათი რისთვის გინდა, გააჩნია. თუ მხოლოდ ბანკომატიდან თანხის ასღებად და ტერმინალებში გასატარებლად ელექტრონიც საკმარისია.

Posted by: ჯ ა ნ ო 16 Nov 2011, 13:51
გამარჯობათ.
შოპინგისთვის მინდა ბარათი რო გამოვიწერო ნივთები და რომელი ბანკის რომელ ბარათს მირჩევთ?

Posted by: spider77 16 Nov 2011, 16:05
ჯ ა ნ ო

ზუსტად მაგაზეა გათვლილი ....... up.gif

http://www.tbcbank.ge/ge/private/cards/icard/


Posted by: ჯ ა ნ ო 16 Nov 2011, 17:42
spider77
QUOTE
ზუსტად მაგაზეა გათვლილი ....... up.gif

http://www.tbcbank.ge/ge/private/cards/icard/

დღეს ვნახე ეს ბარათი დ აგადავწყვიტე შევიძინო თან სხვა ბანკებთან შედარებით აქ იაფია

Posted by: spider77 16 Nov 2011, 17:56
ჯ ა ნ ო
QUOTE
დღეს ვნახე ეს ბარათი დ აგადავწყვიტე შევიძინო თან სხვა ბანკებთან შედარებით აქ იაფია


ძალიან კარგი. კმაყოფილი დარჩები.
წარმატებებს გისურვებ.

Posted by: Kate789 17 Nov 2011, 00:48
ჯ ა ნ ო
QUOTE
გამარჯობათ.
შოპინგისთვის მინდა ბარათი რო გამოვიწერო ნივთები და რომელი ბანკის რომელ ბარათს მირჩევთ?

http://www.cartubank.ge/index.php?m=626

Posted by: Vazovski2007 17 Nov 2011, 16:16
QUOTE (ჯ ა ნ ო @ 16 Nov 2011, 13:51 )
გამარჯობათ.
შოპინგისთვის მინდა ბარათი რო გამოვიწერო ნივთები და რომელი ბანკის რომელ ბარათს მირჩევთ?

http://www.ksb.ge/index.php?a=main&pid=689&lang=geo

ამ ბანკის ელექტრონიც შეგიძლია შეუკვეთო და გამოიყენებ ინტერნეტ შოფინგისთვის ))

Posted by: ჯ ა ნ ო 18 Nov 2011, 18:00
Kate789
უფასოა აღება?

Posted by: Kate789 18 Nov 2011, 21:50
ჯ ა ნ ო
მინ ნაშთი 10 დოლარი იყინება ანგარიშზე.
და ბარათის ყოველთვიური მომსახურების საკომისიო 1.5 აშშ დოლარი

Posted by: Mr-Banks 18 Nov 2011, 22:10
ჯ ა ნ ო

ქართუ ბანკის ბარათი ღირს 10$, ყოველ თვე საკომისიო 1.5$ და კონვერტაციის საკომისიო 2%


სპეციალურად ამისთვის არსებობს თიბისი ბანკის Ic@rd ბარათი, რომელიც ღირს წელიწადში 10$ და თუ 22 წლამდე ხარ, მაშინ - 5$.


+ ინტერნეტ ბანკი საჩუქრად + არავითარი საკომიო მეტი!!!!! http://www.tbc.ge/ge/private/cards/icard/

Posted by: Kate789 18 Nov 2011, 22:36
ჯ ა ნ ო
არანაირი კონვერტაციის საკომისიოს არ იხდი, თუ ბარათს აიღებ დოლარში. ან სამივე ვალუტაში გახსნი, რა პრობლემაა. smile.gif

და კიდევ, Ic@rd-ისგან განსხვავებით შეგიძლია eCard-ი ბანკომატშიც გაანაღდო smile.gif

Posted by: ECOMASTER 18 Nov 2011, 23:00
http://privatbank.ua/pictures/p11_2rp.jpg Internet-ბარათი – ეს არის საერთაშორისო ვირტუალური ბარათი Visa Classic დონის, სპეციალურად განკუთვნილია ინტერნეტში უსაფრთხო გადახდებისათვის. თუ თქვენ გსურთ გადაიხადოთ ინტერნეტში თქვენი შენაძენის საფასური ან/და შეავსოთ თქვენი მობილური ანგარიში ინტერნეტის საშუალებით , თქვენ დაგეხმარებათVISA- Internet ბარათი.
ბარათის ტიპი Visa Classic Internet
ვალუტა ლარი, აშშ დოლარი
მოქმედების ვადა 1 წელი
დამზადების ვადა მომენტალურად
საბარათე ანგარიში გახსნა 5 ლარი/ 2 აშშდოლარი
მინიმალური ნაშთი არ მოეთხოვება
უფრო დაწვრილებით http://www.privatbank.ge/info/index4.stm?fileName=d1_2_2_3_6g.html

Posted by: Mr-Banks 19 Nov 2011, 19:16
Kate789


ისა, ფუნტებში რომ მოვახდინო შეძენა, მაინც არაა კონვერტაცია? gigi.gif


ადამიანმა თქვა, ინტერნეტისთვის მინდაო, ბანკომატი ახსენა? gigi.gif


lol.gif

Posted by: cliff 24 Nov 2011, 18:22
გაუმარჯოს!
(იმედია კარგად აგიხსნით). ვინც უცხოეთში ყოფილა ეცოდინება ალბათ. სამრეცხაოებში რაგაც აპარატია სადაც აცურებს ბარათს" და მერე ავტომატურად რეცხავს მანქანას. ხოდა აი ეგეთ ბარათს რა ქვია ან სად შეიძლება შევიძინო ეგ მაინტერესებს.
თუ მიპასუხებთ დიდი მადლობელი დავრცჰები biggrin.gif

Posted by: explore_my_life 24 Nov 2011, 23:16
გამარჯობათ,

ინტერნეტ გამოწერისთვის TBC ბანკის iC@rd ბარათზე იაფი მომსახურებით არის რამე ბარათი ამჟამად,

აქვს ამ ბარათს რამე მინუსი გარდა იმისა რომ თანხას ვერ გაანაღდებ ბანკომატში ??

Posted by: Kate789 24 Nov 2011, 23:32
cliff
ვერ ვხვდები, ეგ რა უნდა იყოს.

explore_my_life
არა.

Posted by: cliff 25 Nov 2011, 09:37
QUOTE (Kate789 @ 24 Nov 2011, 23:32 )
cliff
ვერ ვხვდები, ეგ რა უნდა იყოს.

explore_my_life
არა.

http://www.youtube.com/watch?v=bau4FD5mMvo იქნებ ეს ვიდეო დაგეხმაროს
* * *
ხო კიდე შავი ზოლი აქ ამ ბარათს უკან

Posted by: Kate789 26 Nov 2011, 00:11
cliff
შავი ზოლი მაგნიტური ველია.
ვიდეოსაც ვუყურე და ძალიან ვისიამოვნე.
მაგრამ ეგეთი ბარათი საქართველოში არ არსებობს.
ან არსებობს და მე არ ვიცი.

Posted by: Did_Giorgi 26 Nov 2011, 00:27
Kate789
QUOTE
ვიდეოსაც ვუყურე

მეც ვუყურე მაგრამ იმ მანქანას გასარეცხი რა სჭირდა ვერ მივხვდი sad.gif
cliff
ეგ უბრალო ბარათია რა, არაფერი მნიშვნელოვანი - ბანკი არაფერ შუაშია
სავარაუდოდ ზედ ქულები ან თანხები იტვირთება
დაახლოებით ისეთია ბომბორას პარკში რომ გაძლევენ და მერე ატრაქციონებზე ატარებ.

Posted by: kanian_U 26 Nov 2011, 00:30
პროკრედიტ ბანკის ბარათებს დამცავი კოდის მოხსნა უნდათ რომ თავისუფალი ინტერნეტ ვაჭრობა შევძლოთ შეფერხებების გარეშე?

Posted by: Mr-Banks 26 Nov 2011, 00:37
kanian U

ადრე ამბობდნენ, ეგრე უნდა მოიქცეო და ისევ ეგრე იქნება. გუშინ ვცადე ბარათით ტრანზაქცია ინტერნეტში და დამაპაშოლა.

Posted by: kanian_U 26 Nov 2011, 00:55
Mr-Banks
როგორ შეიძლება მოხსნა? ოფისში რომ მივიდე მეც ხომ არ დამაპაშოლებენ?
თორემ დღეს საათობით ვეწვალე და 6pm იდან არ გამოიწერა, ეხლა გავიგე მაგ კოდის შესახებ.

Posted by: Mr-Banks 26 Nov 2011, 00:56
kanian U

ოფისში უნდა მოახსნევინო smile.gif)

Posted by: unknown lady 26 Nov 2011, 01:06
ლიბერთის ვიზა კლასიკით ვინმეს რამე გამოგიწერიათ https://secure.victoriassecret.com/ - დან?

Posted by: Mama_Basili 26 Nov 2011, 01:25
explore_my_life
QUOTE
გამარჯობათ,

ინტერნეტ გამოწერისთვის TBC ბანკის iC@rd ბარათზე იაფი მომსახურებით არის რამე ბარათი ამჟამად,

აქვს ამ ბარათს რამე მინუსი გარდა იმისა რომ თანხას ვერ გაანაღდებ ბანკომატში ??

მეტი რაღა მინუსი უნდა ჰქონდეს biggrin.gif
მიდი სტანდარტ ბანკში, გახსენი ანაბარი, შეაგდე 5-10 ლარი სიმბოლურად და გადმოგცემენ საჩუქრად ვიზა ბარათს თავისი სმს-ებით და ინტერნეტ ბანკინგით

პ.ს. ოპერატორთან დააზუსტე მაინც მე შარშან ავიღე მასე ბარათი და შეიძლება მაშინ რაიმე აქციასვით იყო, დააზუსტე მოკლედ

Posted by: Mr-Banks 26 Nov 2011, 01:28
Mama_Basili

თუ ბანკომატი გინდა, ჩვეულებრივი კლასიკი აიღე. ეგ ბარათი არის სპეციალურად ინტერნეტისთვის.

სტანდარტში ეგ აქცია აღარაა. gigi.gif

Posted by: ebi_chan 26 Nov 2011, 01:28
http://www.bestbuy.com ზე რომელიმე ქართული პლასტიკური მიდის? ძალიან მჭირდება და თუ იცით მიპასუხეთ რა

Posted by: Kate789 26 Nov 2011, 16:09
Did_Giorgi
QUOTE
მეც ვუყურე მაგრამ იმ მანქანას გასარეცხი რა სჭირდა ვერ მივხვდი

ხო, ვერც მე ვერ მივხვდი. არადა რა მაგრად გაირეცხა. mo.gif
QUOTE
ისეთია ბომბორას პარკში რომ გაძლევენ და მერე ატრაქციონებზე ატარებ.

ხო ან აფთიაქებში რომ არის.
* * *
unknown lady
ebi_chan
მგონი სჯობს ეს კითხვები http://forum.ge/?f=5&showtopic=34313988&st=0 დასვათ.

Posted by: Kate789 26 Nov 2011, 17:40
unknown lady
ebi_chan
მგონი სჯობს ეს კითხვები http://forum.ge/?f=5&showtopic=34313988&st=0 დასვათ.

Posted by: nikato-nikato 3 Dec 2011, 12:18
ბანკის მიერ გაცემული პაროლი რომელიც განკუთვნილია ონლაინ გადარიცხვისთვის სად ვნახო? rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: Mr-Banks 3 Dec 2011, 13:41
nikato-nikato


რომელი ბანკის ?


რომელი ონლაინ-გადახდების?

Posted by: neitron 6 Dec 2011, 20:12
გამარჯობათ! Mr-Banks,
1) თუ ავიღე და შევავსე iC@rd-ი, შემიძლია პირდაპირ შევიყვანო Amazon-ზე მონაცემები და გამომიგზავნიან შეკვეთას, თუ ჯერ მოითხოვენ ბარათის ვერიფიკაციას (VISA Verify)?
2) შოპინგის ოპერაციის რამდენი საათით ადრე უნდა დავდო ტანხა iC@rd-ზე?
3) ხომ არ შემექნება რაიმე პრობლემები CVV-კოდის გამო?
4) რომ შეკვეთა შემისრულდეს "შიდა ამერიკულ" ფასად, Amazon-ს ვუთითებ usa2georgia-ს ამერიკულ საფოსტო მისამართს. ხომ არ შემიზღუდავს საქართველოში გაცემული TBC-ბანკის iC@rd-ი ამ საშუალებას, თუ ეს არ ჩანს ინტერნეტ-მაღაზიისთვის?
წინასწარ გმადლობთ!

Posted by: Mr-Banks 6 Dec 2011, 21:13
neitron

1. ბარათის ვერიფიკაციაში რას გულისხმობ? ამაზონზე ეგ ბარათი ჩვეულებრივად და უპრობლემოდ გადის. თუ მისამართის დამატება გახდა საჭირო ბარათზე, მოიწერე და მოგიხსნი მაგ პრობლემას;
2. თუ გინდა, 1 წამით ადრე დადე თანხა;
3. CVV კოდის გამო რა პრობლემა უნდა შეგექმნას? პროკრედიტს რომ ქონდა პრობლემა, არაა აქ ეგრე;
4. არ შეზღუდავს, ყველა ეგრე აკეთებს. თუ შეიქმნა, იხილე პირველი პუნქტი მისამართის დამატებაზე. smile.gif

Posted by: neitron 7 Dec 2011, 23:19
და Billing Address რომ მეკითხება Amazon-ი, რა მიუთითო -- მისამართი, რომელზეც რეგისტრირებულია ჩემი iC@rd-ი საქართველოში, თუ usa2georgia-ს ამერიკული საფოსტო მისამართი?

Posted by: spider77 7 Dec 2011, 23:58
neitron
QUOTE
) თუ ავიღე და შევავსე iC@rd-ი, შემიძლია პირდაპირ შევიყვანო Amazon-ზე მონაცემები და გამომიგზავნიან შეკვეთას, თუ ჯერ მოითხოვენ ბარათის ვერიფიკაციას (VISA Verify)? 2) შოპინგის ოპერაციის რამდენი საათით ადრე უნდა დავდო ტანხა iC@rd-ზე? 3) ხომ არ შემექნება რაიმე პრობლემები CVV-კოდის გამო? 4) რომ შეკვეთა შემისრულდეს "შიდა ამერიკულ" ფასად, Amazon-ს ვუთითებ usa2georgia-ს ამერიკულ საფოსტო მისამართს. ხომ არ შემიზღუდავს საქართველოში გაცემული TBC-ბანკის iC@rd-ი ამ საშუალებას, თუ ეს არ ჩანს ინტერნეტ-მაღაზიისთვის? წინასწარ გმადლობთ!

რაც ჩამოთვალე არანაირი პრობლემა არ შეგექმნება. მე ვიყენებ აიქარდს უპრობლემოდ.


neitron
QUOTE
და Billing Address რომ მეკითხება Amazon-ი, რა მიუთითო -- მისამართი, რომელზეც რეგისტრირებულია ჩემი iC@rd-ი საქართველოში, თუ usa2georgia-ს ამერიკული საფოსტო მისამართი?


usa2georgia-ს ამერიკულ საფოსტო მისამართს უთითებ.

Posted by: Did_Giorgi 8 Dec 2011, 00:09
neitron
QUOTE
Billing Address

QUOTE
მისამართი, რომელზეც რეგისტრირებულია ჩემი iC@rd-ი საქართველოში

ანუ შენი მისამართი, რაც ბანკშია დაფიქსირებული
შიფინგ ადრესია უსა2გეორგიას მისამართი

Posted by: spider77 8 Dec 2011, 00:13
Did_Giorgi
QUOTE
ანუ შენი მისამართი, რაც ბანკშია დაფიქსირებული


არაა ეგრე. ბილინგშიც უსა2გეორგიას ამერიკული მისამართი (იგივე რაც შიპინგშია) ფიქისრდება და ჩვეულებრივად მუშაობს აიქარდი. გამოცდილი მაქვს. ეხლა ჩემს სარეგისტრაციო ფორმებს და ჩამოტანილ ნივთებს ვერ გამოვფენ აქ givi.gif



თუმცა რატომაც არა. დავდებ ეხლავე.

აი აქ ჩანს რა მიწერია ბილინგ ადრესში (აშშ და არა საქართველო)

http://www.radikal.ru



აქ კი ჩანს რომ ტვირთი მშვიდობით მივიდა დანიშნულების ადგილას. დელივერი ამის დასტურია. yes.gif

http://www.radikal.ru


Posted by: Did_Giorgi 8 Dec 2011, 00:20
spider77
მე მასე მაქვს და არ ვიცი
მართალია აიქარდი არაა, ჩვეულებრივი კლასიკია, მაგრამ მუშაობს.

Posted by: spider77 8 Dec 2011, 00:30
Did_Giorgi
QUOTE
მე მასე მაქვს და არ ვიცი მართალია აიქარდი არაა, ჩვეულებრივი კლასიკია, მაგრამ მუშაობს.

ხო მუშაობს, მაგრამ აღარაა ზედმეტი მისამართების მითითება საჭირო. მიმღებები იქ მაინც ისინი არიან და იგივე მისამართი საკმარისია, მაინც უპრობლემოდ მუშაობს. ჯერ არანაირი შეფერხება არ მქონია.


Posted by: Kate789 8 Dec 2011, 00:52
მოვიდე ონლაინ შოფინგის მამიდა თუ გაერკვიეთ??? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: spider77 8 Dec 2011, 10:09
Kate789
QUOTE
მოვიდე ონლაინ შოფინგის მამიდა თუ გაერკვიეთ???

შენ თუ მამიდა ხარ მე ბიძა გამოვდივარ ....... givi.gif givi.gif givi.gif

Posted by: Kate789 8 Dec 2011, 21:00
spider77
QUOTE
შენ თუ მამიდა ხარ მე ბიძა გამოვდივარ ....

მოიცა ეგ რატომ???

Posted by: Did_Giorgi 8 Dec 2011, 22:34
spider77
შენც ბესტექსელი ყოფილხარ smile.gif

Posted by: spider77 8 Dec 2011, 23:31

Did_Giorgi
QUOTE
შენც ბესტექსელი ყოფილხარ

კი, ეგრეა yes.gif



Kate789
QUOTE
მოიცა ეგ რატომ???

იმიტო, რომ მამიდის ძმა, იგივე მამის ძმა ბიძაა ...... tongue.gif

Posted by: Kate789 10 Dec 2011, 02:35
ეეეე, მეც ბესტექსელი ვარ დაარსების დღიდან. ყოფილ კოლეგას როგორ ვუღალატებდი biggrin.gif

spider77
QUOTE
იმიტო, რომ მამიდის ძმა, იგივე მამის ძმა ბიძაა ...... 

ანუ ჩემი ძმა ხარ??? rolleyes.gif

Posted by: spider77 10 Dec 2011, 10:35
Kate789
QUOTE
ანუ ჩემი ძმა ხარ???

რა არ ვარ? აიღე და-ძმობაზე ხელი? ......... spy.gif

Posted by: Kate789 10 Dec 2011, 17:49
spider77
QUOTE
რა არ ვარ?

კი, ოღონდ ეკა არ მქვია vik.gif
QUOTE
აიღე და-ძმობაზე ხელი? ..

შენ თვითონ mo.gif



აუ იცით რაში ვერ გავერკვიე???
ერთ-ერთი საიტიდან გამოვიწერე ფეიფალით. ხოდა საიტზე დამიწერა, რომ არ განხორციელდა ტრანზაქციაო.
მაგრამ უარყოფის წერილიც არ მომსვლია.
პკბ-ში დავრეკე და ოპერატორმა მითხრა, ორივე განხორციელდაო. ( ნუ მეორე ანუ იბეიდან გამოწერა). იბეიდან რომ პრობლემა არ მექნებოდა, ვიცი, მაგრამ ამ საიტთან დაკავშირებით ვერ გავერკვიე.
ქემაინც უარყოფის წერილი მოსულიყო და პკბ-ს გადავუგზავნიდი და 1-2 დღეში უკან დამიბრუნებდნენ თანხას.
ან თუ წარმატებით განხორციელდა, საიტმა რატომ დამიწერა არ განხორციელდაო.
spy.gif

Posted by: neitron 15 Dec 2011, 19:28
როცა TBC-ბანკში უკვე მაქვს $-ანგარიში, თუ იძლევიან რომელიმე პლასტიკურ ბარათს უფასოდ?

Posted by: gektor21 15 Dec 2011, 21:04
დღეს ავიღე საქართველოს ბანკში VISA Classic-ი, მაგრამ ეხლა რომ მოვტვინე რომ ტყუილად უნდა ვიხადო 50$ (რომელიც ჩემი იქნება, მაგრამ ვერ გამოვიყენებ) რატომღაც აღარ მომინდა მაგ 50$ის ჩარიცხვა

მასტერქარდი მითხრეს აღარ გვაქო, და ელექტრონი კიდე არ ვარგაო გამოწერებისთვის

რას მირჩევთ რომელი ბანკის ბარათი ავიღო? კომისიაც რომ იყოს იაფი და ბარათითაც რომ შევძლო ონლაინ შოფინგი ნეტ-მაღაზიებში

Posted by: spider77 15 Dec 2011, 21:20
gektor21
QUOTE
რას მირჩევთ რომელი ბანკის ბარათი ავიღო? კომისიაც რომ იყოს იაფი და ბარათითაც რომ შევძლო ონლაინ შოფინგი ნეტ-მაღაზიებში

თიბისი ბანკის აიქარდი. მაგისთვისაა ზუსტად გამოგონილი და უპრობლემოდ მუშაობს (პირადად მაქვს გამოცდილი).

http://tbcbank.ge/ge/private/cards/icard/

Posted by: gektor21 15 Dec 2011, 22:37
QUOTE (spider77 @ 15 Dec 2011, 21:20 )
gektor21
QUOTE
რას მირჩევთ რომელი ბანკის ბარათი ავიღო? კომისიაც რომ იყოს იაფი და ბარათითაც რომ შევძლო ონლაინ შოფინგი ნეტ-მაღაზიებში

თიბისი ბანკის აიქარდი. მაგისთვისაა ზუსტად გამოგონილი და უპრობლემოდ მუშაობს (პირადად მაქვს გამოცდილი).

http://tbcbank.ge/ge/private/cards/icard/

დიდი მადლობა

რაღაც ვერ გავიგე სწორედ მგონი

ეხლა ვარ 22ის და მაინტერესებს რომ მივიდე ბანკში და შევუკვეთო რა დამიჯდება და რამდენი იქნება მაგ ბარათის ღირებულება

ხო როგორც გავიგე VISA Classic არის ხო?

Posted by: Camel 15 Dec 2011, 22:56
gektor21
QUOTE
დღეს ავიღე საქართველოს ბანკში VISA Classic-ი, მაგრამ ეხლა რომ მოვტვინე რომ ტყუილად უნდა ვიხადო 50$ (რომელიც ჩემი იქნება, მაგრამ ვერ გამოვიყენებ) რატომღაც აღარ მომინდა მაგ 50$ის ჩარიცხვა

მასტერქარდი მითხრეს აღარ გვაქო, და ელექტრონი კიდე არ ვარგაო გამოწერებისთვის

რას მირჩევთ რომელი ბანკის ბარათი ავიღო? კომისიაც რომ იყოს იაფი და ბარათითაც რომ შევძლო ონლაინ შოფინგი ნეტ-მაღაზიებში



E-card http://www.cartubank.ge/index.php?m=626

Posted by: gektor21 15 Dec 2011, 23:11
კაროჩე გამოდის ეღტი დებილობა ქონდა ბოგჯის და მაინც და მაინც ეგ ავირჩიე ხო? givi.gif

TBC ჯობია მგონი ხო? თუ ქართუ?

ვისაც გაქვთ გამოცდილება მითხარით რა

Posted by: spider77 16 Dec 2011, 00:07
gektor21
QUOTE
TBC ჯობია მგონი ხო? თუ ქართუ?

ვისაც გაქვთ გამოცდილება მითხარით რა

ჩემი გამოცდილებით გეუბნები, მაგისთვის ყველაზე მოსახერხებელია თიბისის აიქარდი, იაფიცაა და უპრობლემოდ მუშაობს.
წარმატებებს გისურვებ.



QUOTE
ხო როგორც გავიგე VISA Classic არის ხო?

კი ვიზა კლასიკია.


QUOTE
ეხლა ვარ 22ის და მაინტერესებს რომ მივიდე ბანკში და შევუკვეთო რა დამიჯდება და რამდენი იქნება მაგ ბარათის ღირებულება

წლიური საკომისიოა 10 დოლარი. ანუ პირველივე შეტანაზე (როგორც კი თანხას შეიტან) მოგეჭრება 10 დოლარი. სხვა არანაირი გადასახადი (ყოველთვიური საკომისიო და ა.შ. მაგ 10 დოლარში შედის ყველაფერი. სხვა არცერთი კლასიკი არაა ეგეთი იაფი) აღარ გეკისრება. ანალოგიურად შემდეგ წელსაც. თან სმარტკლუბის წევრი თუ ხარ, მაგ ბარათით შეძენილ თანხებზეც დაგერიცხება სმარტ-ქულები და ჯამში არც ისე ცოტა გამოდის.


Posted by: Mr-Banks 16 Dec 2011, 00:52
gektor21

icard ბარათი არის ინტერნეტისთვის.

2 წლიანი ვადით

კლასიკ ტიპის


წელიწადში 5$ თუ ხარ 22 წლამდე

23 წლიდან 10$ წელიწადში

ყოველ ტრანზაქციაზე გერიცხება ქულები სმარტ კლუბისგან

2 ლარზე 1 ქულა


100 ქულა = 1 ლარს

Posted by: gektor21 16 Dec 2011, 01:01
მადლობა ჯიგრებო ხვალ ავიღებ ამ კარტას მაშინ, და ვიდზე შემიძლია ამოვირჩიო?

Posted by: Mr-Banks 16 Dec 2011, 01:06
neitron

სატარიფო პაკეტი თუ გაქვს, მაშინ უფასოა ბარათის აღება.


gektor21

არა, დიზაინის არჩევა არაა შესაძლებელი

Posted by: freedemocrat 16 Dec 2011, 03:42
gektor21
QUOTE
ტყუილად უნდა ვიხადო 50$ (რომელიც ჩემი იქნება, მაგრამ ვერ გამოვიყენებ)


ეს ვერ გამოასწორა საქართველოს ბანკმა :დ
მინიმალური ნაშთი :დ

* * *
gektor21
ტბს კარგია მაგრამ ქართუ ჯობია რადგან ტერმინალებზეც შეგიძლია ბარათის ხმარება..

ტბც იქარდი არის მხოლოდ ონლაინ

Posted by: Mr-Banks 16 Dec 2011, 13:36
freedemocrat


ტარიფებიც უთხარი, თვეში 1.5$ biggrin.gif მაგას სატარიფო პაკეტი აიღოს თიბისი-ში, 3 ბარათს მაინც მისცემენ

Posted by: gektor21 16 Dec 2011, 15:12
freedemocrat
და მაგ ქართუს ვიზას რა პირობები აქ, ძირითადი რა

Posted by: freedemocrat 16 Dec 2011, 22:59
Mr-Banks
3 ბარათი რათ უნდა? biggrin.gif biggrin.gif

მოკლედ 10$ იხდი თავიდან და მერე თვეში 1.5 $-ს 2.5 ლარი გამოდის დაახლოებით.

თბს icard-ს იმით ჯობია რომ ტერმინალებში ტარდება და ეს დიდი +ია..
თუ მხოლოდ ონლაინ შოპინგისთვის გინდა tbc სჯობს, მაგრამ მაინც ჯობია ალბათ რომ სხვა ფუნქციებიც ჰქონდეს ბარათს ყოველი შემთხვევისთვის..

ტბს რა პონტია იცი? აი ნაშთი გაქვს ბარათზე და ვერ გამოიყენებ ვერაფერში გარდა ონლაინ შოფინგისა. ქართუზე კი ტერმინალზეც გადაიხდი და ბანკომატიდანაც გამოიტან..
მოკლედ გააჩნია რისთვის გინდა..

Posted by: spider77 16 Dec 2011, 23:52
QUOTE
თბს icard-ს იმით ჯობია რომ ტერმინალებში ტარდება და ეს დიდი +ია..
თუ მხოლოდ ონლაინ შოპინგისთვის გინდა tbc სჯობს, მაგრამ მაინც ჯობია ალბათ რომ სხვა ფუნქციებიც ჰქონდეს ბარათს ყოველი შემთხვევისთვის..

ტბს რა პონტია იცი? აი ნაშთი გაქვს ბარათზე და ვერ გამოიყენებ ვერაფერში გარდა ონლაინ შოფინგისა. ქართუზე კი ტერმინალზეც გადაიხდი და ბანკომატიდანაც გამოიტან..
მოკლედ გააჩნია რისთვის გინდა..

ჰოდა ზუსტად მაგაშია საქმე, რომ მხოლოდ ინტერნეტშოპინგებზეა გათვლილი და თუ გაგიფროდეს ბარათი (და ეს სულაც არაა წარმოუდგენელი), ვერ გამოიყენებენ უცხოეთში სადმე ნიგერიაში ან ჩინეთის რომელიმე ბანკომატში და ტერმინალში.

და ნაშთის გამოყენებას რაც შეეხება, თუ დაგჭირდა შეგიძლია ინტერნეტბანკინგით გადაიტანო სხვა საბარათე ანგარიშზე (მომენტალურად ჯდება) და შეგიძლია უპრობლემოდ გამოიყენო სხვა დანიშნულებით.


QUOTE
მოკლედ 10$ იხდი თავიდან და მერე თვეში 1.5 $-ს 2.5 ლარი გამოდის დაახლოებით.

ეგ 2.5 ლარი თვეში, წელიწადში გამოდის 2.5X12=30 ლარი და კლიენტმა უნდა განსაზღვროს 30 ლარით მეტის გადახდა უღირს, თუ არა.

შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე, კლენტმა თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რომელი ურჩევნია.


Posted by: Mr-Banks 17 Dec 2011, 00:19
სმარტ ქულები დაგავიწყდათ იქარდზე? biggrin.gif

Posted by: spider77 17 Dec 2011, 00:39
Mr-Banks
QUOTE
სმარტ ქულები დაგავიწყდათ იქარდზე?



ხო, მართალი ხარ ....... yes.gif

Posted by: lashaaa13 18 Dec 2011, 00:10
მოგესალმებით ერთი ასეთი შემთხვევა მომივიდა, APPLE.COM-ზე ვიყიდე ნივთი, რათქმაუნდა შესაბამისი ღირებულების თნხა დამიბლოკა, შემდგომში ამანათიც მივიღე. ერთი თვის თავზე ბლოკი მომეხსნა, ამუ apple-მა თანხა ჯერ არ ჩამომაჭრა მაგრამ ბლოკი რადგან მოხნილი მქონდა ფული გამოვიტანე ბანკომატიდან, ეს ბარათი რო გავაუქმო რა ბერკეტები აქვს apple-ის მაღაზიას

თ უ გ ქ ო ნ ი ა თ ა ს ე თ ი შ ე მ თ ხ ვ ე ვ ა ?

Posted by: Mr-Banks 18 Dec 2011, 00:20
lashaaa13


ბანკი მოგაჭრის მაგ თანხას, რადგან იქიდან მოთხოვნა მოვა, შესაბამისად, ბანკი ამოიღებს შენგან გადახარჯულ თანხას. ასე რომ მოიქეცი პატიოსნად. wink.gif

Posted by: gektor21 18 Dec 2011, 01:36
ისადა http://store.apple.com/us/browse/home/shop_mac/family/macbook_air ეს რომ გამოვიწერო მასე და ცოტა ხანი პატიოსანი არ ვიყო რა მოხდება?

Posted by: Mr-Banks 18 Dec 2011, 01:38
სესხის ამოღებაზე ნახე დაბლა თემებში. ეგ იქნება. smile.gif))))

Posted by: gektor21 18 Dec 2011, 01:45
Mr-Banks
მანახე აბა

Posted by: lashaaa13 19 Dec 2011, 01:02
QUOTE (Mr-Banks @ 18 Dec 2011, 00:20 )
lashaaa13


ბანკი მოგაჭრის მაგ თანხას, რადგან იქიდან მოთხოვნა მოვა, შესაბამისად, ბანკი ამოიღებს შენგან გადახარჯულ თანხას. ასე რომ მოიქეცი პატიოსნად. wink.gif

კი ეგ გასაგებია რო მოტხოვნა მოვა ბანკისადმი მარა ბანკმა შეასრულა ვალდებულება და 1 თვე დამიბლოკა თანხა. და მეორე თუ მაღაზიიდან მოტხოვნა მოვა და ის ბარათი უკვე აგარ იარსებებს სხვა ანგარიშებიდან წესით ვერ უნდა მომაჭრა ხო თანხები??

Posted by: Camel 20 Dec 2011, 16:03
lashaaa13


30 დღის შემდეგ თუ ჩამოგეჭრა ეგ თანხა , შეგიძლია გაასაჩივრო შენს ბანკში და მაგ თანხას უკან დაგიბრუნებენ. გაქვს უფლება მოითხოვო..

Posted by: †SLaYeR† 25 Dec 2011, 19:31
საქართველოს ბანკში მედო 50 $ ნაშთად და გავაუქმე ბარათი
ონლაინ შოპინგისთვის რომელ ბანკში მირჩევთ აღებას?
TBC icard და ქართუს ecard ვნახე მარა ვერ ავარჩიე
კიდე კორსტანდარტს აქებენ და თუ იცით რა პირობებია?

Posted by: spider77 26 Dec 2011, 00:45
†SLaYeR†
QUOTE
ონლაინ შოპინგისთვის რომელ ბანკში მირჩევთ აღებას?

rolleyes.gif

QUOTE
TBC icard და ქართუს ecard ვნახე მარა ვერ ავარჩიე

შეიძლება სუბიექტურად მიიღოთ მაგრამ, მგონი ობიექტურად ვფიქრობ, რომ თიბისის აიქარდი ჯობია შოპინგებისთვის ყველას. ზედგამოჭრილია ......... (პირადი გამოცდილებითაც შემიძლია დავადასტურო, რომ ეგრეა) yes.gif

Posted by: Vazovski2007 26 Dec 2011, 15:13
QUOTE (†SLaYeR† @ 25 Dec 2011, 19:31 )
საქართველოს ბანკში მედო 50 $ ნაშთად და გავაუქმე ბარათი
ონლაინ შოპინგისთვის რომელ ბანკში მირჩევთ აღებას?
TBC icard და ქართუს ecard ვნახე მარა ვერ ავარჩიე
კიდე კორსტანდარტს აქებენ და თუ იცით რა პირობებია?

კორსტანდარტბანკის ვფიქრობ ყველაზე უკეთესია.. დიდი ხანია ეგ ბარათი მაქვს და უპრობლემოდ მუშაობს . პირობებიც უკეთესია სხვებთან შედარებით

Posted by: †SLaYeR† 26 Dec 2011, 21:51
Vazovski2007
spider77
მადლობთ : )
ოღონდ ერთი მაინტერესებს, კორსტანდარტში რამე ნაშთი მჭირდება?
თიბისის პირობები ვიცი icard-ზე და ამ შემთხვევაში მაკმაყოფილებს მარა სხვებზეც მაინტერესებს, იგივე კორსტანდარტზე

Posted by: freedemocrat 26 Dec 2011, 22:00
†SLaYeR†
არანაირი ნაშთი,

Posted by: ani_uta 26 Dec 2011, 22:10
მე ლიბერთი ბანკის "ლიბერთი ქარდს" ვიყენებ ონლაინ შოპინგებოსთვის.მინიმალური ნაშთი არ არის საჭირო.ბარათის ღირებულებაა 2 ლარი თვეში ან წინასწარ 1 წლის საკომისიო არის 18 ლარი

Posted by: Mr-Banks 27 Dec 2011, 01:43
†SLaYeR†

თიბისის შემთხვევაში, ინტერნეტ ბანკი და სმარტ კლუბი უფასოა icard-ის მფლობელთათვის. smile.gif

Posted by: Vazovski2007 27 Dec 2011, 13:35
QUOTE (†SLaYeR† @ 26 Dec 2011, 21:51 )
Vazovski2007
spider77
მადლობთ : )
ოღონდ ერთი მაინტერესებს, კორსტანდარტში რამე ნაშთი მჭირდება?

კლასიკზე და ელექტრონზე მინიმალური ნაშთი საჭირო არაა

Posted by: sti228 27 Dec 2011, 22:29
გაამრჯობათ.არ ვიცი ეს სად უნდა მეკითხა და იმედია სწორ თემაში ვპოსტავ.VISA Classic-ის გაკეთება მინდა ამ დღეებში და ხომ ვერ მირჩევთ რომელ ბანკში გავაკეთო.გავიკითხე გამოვიკითხე და ზოგი ერთ ბანკს აქებს ზოგი მეორეს და ასე შემდეგ.ცოტა არ იყოს დავიბენი.ბარათი მჭირდება ძირითადად ონლაინ შოპინგისთვის. http://www.amazon.com/ ან forever21.com -იდანაც შეიძლება მომიწიოს რამის გამოწერა და პრობლემები რომ არ შემექმნას.შეიძლება ასევე თამაშიც ვიყიდო.ეხლა ბარათის პირობები და ფასები მაინტერესებს.რა დაჯდება გაკეთება?რამდენ წლიანია ბარათი,თანხა რომ ჩავრიცხო რამე პროცენტს აიღებს ბანკი?ან გაუქმება რომ მომინდეს რამოდენიმე თვეში შეიძლება ამის გაკეთება?მოკლედ ნებისმიერი ინფორმაცია და რჩევა გამომადგება. თუ არასწორ თემაში ვწერ მითხარით სად ვიკითხო პირობები.

Posted by: Mr-Banks 27 Dec 2011, 23:32
sti228


ეს ნახე http://tbc.ge/ge/private/cards/icard/

საშენოა

Posted by: spider77 28 Dec 2011, 09:41
sti228
QUOTE
sti228


ეს ნახე http://tbc.ge/ge/private/cards/icard/


ზუსტად ეგაა. ამაზონზეც უპრობლემოდ მუშაობს, ფორევარზეც, 6-პიემზეც (პირადად ვიყენებ რეგულარულად) და ყველა მსგავსზე. იაფია და ძალიან მოსახერხებელი.

Posted by: sti228 28 Dec 2011, 11:08
Mr-Banks
spider77
დიდი მადლობა ორივეს სწრაფი პასუხისთვის.ამ თამაშს და ამ პროგრამას ვიყიდი ამ ბარათით?ტყუილად რომ არ გავაკეთო. https://www.lfs.net/?page=shop და http://www.playclaw.com/order.php

Posted by: spider77 28 Dec 2011, 13:45
sti228

მაგ კონკრეტულ საიტზე ვერაფერს გეტყვი.
ერთი დანამდვილებით შემიძლია გითხრა, რომ საერთოდ ნებისმიერ საიტზე იმუშავებს, რომელიც საქართველოს ბანკის ნებისმიერ ბარათებს არ აიგნორირებს.
ანუ საქართველოს ბარათები სადაც გადის, იქ აიქარდი აბსოლუტურად ყველგან მუშაობს უპრობლემოდ.

აიღე ეგ ბარათი და სცადე მაგ თამაშის ყიდვა, თუ არ მიიღო, მაშინ საქართველოს ბანკის ვერცერთი ბარათით ვერ შეიძენ. სამაგიეროდ სხვა ცნობილ საიტებზე უპრობლემოდ გამოიყენებ (ამაზონი, ფორევა, ოლდნევი, 6-პმ და ა.შ.).



Posted by: PaKuRa 5 Jan 2012, 23:02
სახლიდან გაუსვლელად როგორ გავიგო რამდენი მაქ ბარათზე ნაშთი? ინტერნეტ ბანკი არ მაქვს გააქტიურებული და შესაძლებელია?

Posted by: spider77 5 Jan 2012, 23:32
PaKuRa
QUOTE
სახლიდან გაუსვლელად როგორ გავიგო რამდენი მაქ ბარათზე ნაშთი? ინტერნეტ ბანკი არ მაქვს გააქტიურებული და შესაძლებელია?


თუ არც ინტერნეტბანკინგი არ გაქვს, არც მობაილბანკი ან სხვა მსგავსი მომსახურება, მაშინ რა თქმა უნდა ვერ გაიგებ.

ისე ერთხელ მიაკითხე ბანკს რომლის კლიენტიც ხარ, შემოგთავაზებენ პროდუქტებს და აირჩევ შენთვის სასურველს და მოსახეხრხებელს. ესე სახლიდან გაუსვლელად ვერ გაიგებ ვერანაირად.

Posted by: spider77 16 Jan 2012, 12:29


ყურადღება !!!!!!!!

6pm.com საიტის მომხმარებლებმა, აუცილებლად იხილეთ ქვემოთ მოყვანილი თემა.

http://forum.ge/?showtopic=34345258&view=findpost&p=29228626

Posted by: Kate789 16 Jan 2012, 21:33
აუ ჯანდაბა და გადაშენება რა.
ახლა უნდა გამოვცვალო აიქარდი sad.gif
ზედმეტი 10 დოლარი. sad.gif
და რესპუბლიკის კლასიკი.
აუუუუ, ჯანდაბა და გადაშენება რა.

Posted by: Camel 16 Jan 2012, 21:43
Kate789

მეც მაქბს მანდ გამოყენებული.. უწერიათ ,რომ ბარათის მონაცემები ხელუხლებელიაო, ექაუნთში ჩანს მხოლოდ ბოლო 4 ციფრიო და მორჩა.

Posted by: Kate789 16 Jan 2012, 21:46
TBC Smart Club
• www.6pm.com მომხმარებელთა საყურადღებოდ!!! •

ძვირფასო მომხმარებლებო,
გაცნობებთ, რომ მოხდა ამერიკულ ვებ გვერდზე www.6pm.com რეგისტრირებული მომხმარებლების ინფორმაციის გადინება. როგორც თავად საიტი იტყობინება, დარღვეულია ამ საიტზე რეგისტრირებული პლასტიკური ბარათების ნომრის ბოლო 4 ციფრის კონფიდენციალურობა.

ეს პრობლემა ეხება მსოფლიოში ყველა მომხმარებლებს, ვინც ამ ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობს! მათ შორის, პოტენციურად რისკები შეიძლება შეექმნათ ქართველ მომხმარებლებსაც.

საიტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ასევე გამჟღავნებულია საიტზე რეგისტრირებული მომხმარებლების პაროლები და მონაცემთა ბაზა (მომხმარებლების სახელი/გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მისამართი, საიტის პაროლი „user account password“ ). შესაბამისად, თიბისი ბანკი გირჩევთ გამოცვალოთ www.6pm.com გვერდზე არსებული პაროლი, რომელიც უკვე დაბლოკილია საიტის მიერ.

საიტის ცნობით, ბარათის ნომრის სრული ინფორმაცია დაცულია. თუმცა, ამის მიუხედავად, თიბისი ბანკს სურს, მაქსიმალურად დაიცვას თავისი მომხმარებლები მოსალოდნელი ზარალისგან და მათ, ვინც აღნიშნულ საიტზე ინტერნეტ-შესყიდვებს ახორციელებდა, რეკომენდაციას უწევს, უსაფრთხოების მიზნით www.6pm.com გვერდზე რეგისტრირებული ბარათები დაბლოკონ და გამოცვალონ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია:
ხშირად მომხმარებლებს ერთი და იგივე პაროლი აქვთ დარეგისტრირებული სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზიებში. აუცილებელია პაროლის გამოცვლა სხვა ვებ გვერდებზეც, სადაც დარეგისტრირებული გაქვთ www.6pm.com გვერდის მსგავსი ან იდენტური პაროლი, რათა სხვა საიტებზეც არ მოხდეს თქვენი პირადი მონაცემების გამჟღავნება.

აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული პრობლემა არ ვრცელდება იმ ბარათებზე, რომლებიც www.6pm.com გვერდზე არ ყოფილა გამოყენებული.

ბარათის დასაბლოკად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბანკის სატელეფონო სერვის ცენტრს ტელ: 227 27 27, ან მიმართოთ ნებისმიერ ფილიალს.

ჩვენ ვითვალისწინებთ მომხმარებლების მდგომარეობას და, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას ბარათის შეცვლის თაობაზე, გთხოვთ, მოგვმართოთ თებერვლის ბოლომდე.

წყარო: თიბისი ბანკის სმარტ კლუბი.

Posted by: freedemocrat 17 Jan 2012, 01:00
თიბისი ფეით ვავსებდი იქარდის ანგარიშს და მხოლოდ ევროს და დოლარის ანგარიში დაეწერა არადა ლარზე მინდოდა ჩარიცხვა.. რა ხდება?

Posted by: Mr-Banks 19 Jan 2012, 01:00
freedemocrat

გამარჯობა,

ამ ეტაპზე მხოლოდ ეს 2 ვალუტაა ხელმისაწვდომი. smile.gif

Posted by: Kate789 19 Jan 2012, 23:19
ბანკი „ქართუს“ მომხმარებელთა საყურადღებოდ!

ძვირფასო მომხამრებლებო,

გაცნობებთ, რომ მოხდა ინტერნეტ მაღაზია www.6pm.com რეგისტრირებული მომხმარებლების ინფორმაციის გადინება. როგორც თავად საიტი იტყობინება, დარღვეულია მათ ვებ-გვერდზე რეგისტრირებული პლასტიკური ბარათების ნომრის ბოლო 4 ციფრის კონფიდენციალურობა.

ეს პრობლემა ეხება მსოფლიოში ყველა მომხმარებელს, ვინც ამ ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობს! მათ შორის, პოტენციურად რისკები შეიძლება შეეხოთ ქართველ მომხმარებლებსაც.

საიტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ასევე გამჟღავნებულია საიტზე რეგისტრირებული მომხმარებლების პაროლები და მონაცემთა ბაზა (მომხმარებლის სახელი/გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მისამართი, საიტის პაროლი „user account password").

ბანკი "ქართუს" პლასტიკური ბარათების მომსახურების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება მაქსიმალურად დაიცვას თავისი მომხმარებლები არსებული რისკებისგან და მათ, ვინც აღნიშნულ საიტზე ინტერნეტ შესყიდვებს ახორციელებდა, უსაფრთხოების მიზნით www.6pm.com გვერდზე რეგისტრირებული ბარათები დაუბლოკა. მომხამრებლებს, რომელთა ბარათების გაუქმებაც მოხდა, ბანკი "ქართუს " ახალი VISA ბარათები დაუმზადდებათ უფასოდ.

ასევე შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 27 დეკემბრიდან სს ბანკი "ქართუს" მიერ დაინერგა პლასტიკური ბარათების ახალი პროდუქტი-ინტერნეტული ტრანზაქციების უსაფრთხოების სერვისი (VBV Service). გთხოვთ გააქტიუროთ VBV სერვისი ინტერნეტ ტრანზაქციების უსაფრთხო და შეუფერხებელი განხორციელებისთვის. ამისათვის საჭიროა ერთჯერადი დარეგისტრირება შემდეგ ბმულზე: http://activate.cartubank.modirum.com/register/

წყარო: http://cartubank.ge/index.php?m=443&newsid=53


კარგი იქნება სხვა ბანკებიც თუ მიბაძავენ smile.gif


Posted by: spider77 19 Jan 2012, 23:56
Kate789



რო არ იხსნება ეგ ლინკი? ........... fingal.gif

Posted by: Kate789 20 Jan 2012, 00:06
spider77
ნუ ხარ შენ ინტრიგანი. biggrin.gif

მშვენივრად იხსნება. ამწამს მოვსინჯე.

Posted by: spider77 20 Jan 2012, 00:36
Kate789
QUOTE
ნუ ხარ შენ ინტრიგანი. biggrin.gif

მშვენივრად იხსნება. ამწამს მოვსინჯე.



აბა ეს რა არის? wink.gif

http://www.radikal.ru


Posted by: Kate789 20 Jan 2012, 00:58
spider77
შარზე ხარ შენ yes.gif


http://www.radikal.ru



Posted by: Did_Giorgi 20 Jan 2012, 01:03
Kate789
QUOTE
მომხამრებლებს, რომელთა ბარათების გაუქმებაც მოხდა, ბანკი "ქართუს " ახალი VISA ბარათები დაუმზადდებათ უფასოდ.

up.gif

p.s. ის ლინკი მართლა არ იხსნება givi.gif

Posted by: Kate789 20 Jan 2012, 01:08
Did_Giorgi
ხო, არ იხსნება და ჩემი ბრაუზერი შელოცვილია biggrin.gif

Posted by: Mr-Banks 20 Jan 2012, 14:20
spider77
Did_Giorgi


არც ჩემთან იხსნება.... mo.gif

Posted by: Kate789 20 Jan 2012, 22:20
მე ქრომით ვხსნი და არ ვიცი რა ხდება და რანაირად.
მოკლედ. აგერ არის ლინკი https://activate.cartubank.modirum.com/register/ და ვისაც ქართუს ბარათები გაქვთ, მართლა კარგი ამბავია.
ანუ დაცულები იქნებით.
აი მაგალითად, სულ რაღაც 5-იოდე წუთის წინ ბესტექსის საიტზე გადავიხადე თანხა და შესანიშნავად მუშაობს ეს VBV (verified by VISA)


QUOTE
ბანკი "ქართუს" პლასტიკური ბარათების მომსახურების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება მაქსიმალურად დაიცვას თავისი მომხმარებლები არსებული რისკებისგან და მათ, ვინც აღნიშნულ საიტზე ინტერნეტ შესყიდვებს ახორციელებდა, უსაფრთხოების მიზნით www.6pm.com გვერდზე რეგისტრირებული ბარათები დაუბლოკა. მომხამრებლებს, რომელთა ბარათების გაუქმებაც მოხდა, ბანკი "ქართუს " ახალი VISA ბარათები დაუმზადდებათ უფასოდ.

ხოდა აი ამას თუ გაითვალისწინებენ თქვენი ბანკები, ძალიან კარგი იქნება. smile.gif
ამდენი ფინანსური დარტყმის მიუხედავად მაინც უფასოდ ამზადებენ ბარათებს. smile.gif

Posted by: spider77 23 Jan 2012, 11:01
Kate789
ეხლა ამუშავდა ეგ ლინკი და შვიყვანე მონაცემები, მაგრამ ბოლო გრაფაში როა კლიენტის აიდი ნომერი ბანკშიო. ეგ მე რა ვიცი რა ნომერი მომანიჭა ბანკმა? spy.gif

Posted by: Camel 23 Jan 2012, 17:40
spider77
QUOTE
ეხლა ამუშავდა ეგ ლინკი და შვიყვანე მონაცემები, მაგრამ ბოლო გრაფაში როა კლიენტის აიდი ნომერი ბანკშიო. ეგ მე რა ვიცი რა ნომერი მომანიჭა ბანკმა? 



დარეკე და გეტყვიან ამდენ წვალებას..დაგარეგისტრირებენ თვითონ.

Posted by: Kate789 23 Jan 2012, 20:32
spider77
QUOTE
ეხლა ამუშავდა ეგ ლინკი და შვიყვანე მონაცემები, მაგრამ ბოლო გრაფაში როა კლიენტის აიდი ნომერი ბანკშიო. ეგ მე რა ვიცი რა ნომერი მომანიჭა ბანკმა?

ანუ კლიენტის ნომერი.
ქოლ ცენტრში დარეკე.

Posted by: Mr-Banks 23 Jan 2012, 20:43
QUOTE
ხოდა აი ამას თუ გაითვალისწინებენ თქვენი ბანკები, ძალიან კარგი იქნება.
ამდენი ფინანსური დარტყმის მიუხედავად მაინც უფასოდ ამზადებენ ბარათებს.



ემიტირებული ბარათების რაოდენობა (ქართუ, სბ, თიბისი) არ გაითვალისწინება ამ სურვილში?

Posted by: Kate789 24 Jan 2012, 22:19
Mr-Banks
ნუ ეგ კი.
თუმცა ამ სურვილში ითვალისწინება მხოლოდ აიქარდების დაბეჭდვა biggrin.gif

ნუ ქართუმ ყველანაირი ბარათი დაბეჭდა, რაც კი გატარებული იყო 6პმ-ზე და დაბლოკა. პლატინუმ, გოლდ.....

Posted by: spider77 26 Jan 2012, 09:52
Kate789
QUOTE
ნუ ქართუმ ყველანაირი ბარათი დაბეჭდა, რაც კი გატარებული იყო 6პმ-ზე და დაბლოკა. პლატინუმ, გოლდ.....

ტყუილია ........ wink.gif

ჩემი გოლდი მქონდა გატარებული, მაგრამ არაა დაბლოკილი. თუმცა ძალიან კარგი (არ მინდა მაგისი დაბლოკვა და თავიდან დამზადება). არც ისე საპანიკოდ და საგანგაშოდაა საქმე (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის). gigi.gif

Posted by: Kate789 27 Jan 2012, 02:27
spider77
QUOTE
ჩემი გოლდი მქონდა გატარებული

დარწმუნებული ხარ, რომ გატარებული გქონდა???
პლატინუმები და გოლდები დაბეჭდეს უფასოდ და რამეფრად არც შენ დაგზარდებოდნენ.

Posted by: spider77 27 Jan 2012, 10:31
Kate789
QUOTE
დარწმუნებული ხარ, რომ გატარებული გქონდა???

ვის ვის და შენ ასეთი ეჭვი არ უნდა დაგებადოს vik.gif
ხო იცი რო დილეტანტი არ ვარ? ფაქტიურად ინტრიგნობას მაბრალებ რაა givi.gif

http://www.radikal.ru


პირველი აიქარდია, ხოლო მეორეს (წითელი ისრით როა მითითებული) იდენტიფიცირება არ გაგიჭირდება, ყოჩაღი გოგო ხარ wink.gif

Posted by: donjuani 27 Jan 2012, 21:53
დამეხმარეთ რა, მჭირდება პლასტიკური ბარათი რომლითაც შევძლებ ინტერნეტში სხვადასხვა უცხოური საიტებიდან რაღაცეების ყიდვას და გამოწერას და როგორც ვიცი მინიმუმ უნდა მქონდეს ვიზა კლასიკი ბარათი და რომელ ბანკს აქვს ყველაზე დაბალი ტარიფები ესეთ ბარათზე? დამაკვალიანეთ რა ვინც ხართ ამ საქმეში ჩახედული smile.gif
წინასწარ გიხდით მადლობას

Posted by: ani_uta 28 Jan 2012, 00:36
მე ლიბერთი ბანკის "ლიბერთი ქარდს"გირჩევთ.პირადად ვიყენებ და კმაყოფილი ვარ.ბარათის საფასური შეგიძლია გადაიხადო ყოველთვიურად(2 ლარი) ან ყოველწლიურად (18 ლარი)საკმაოდ დაბალი ტარიფია სხვა ბანკებთან შედარებით

Posted by: spider77 28 Jan 2012, 01:02
donjuani
ani_uta
თიბის ბანკის აიქარდი უფრო იაფია და მოსახერხებელი. ვიზა კლასიკია და ზუსტად ინტერნეტშჰოპნინგზეა გათვლილი. აბსოლუტურად ყველგან უპრობლემოდ გადის, რომელი საიტიც ზოგადად საქართველოს ბანკების ბარათებს (გინდაც გოლდს) არ აიგნორებს.

http://tbcbank.ge/ge/private/cards/icard/

Posted by: Mr-Banks 28 Jan 2012, 13:46
donjuani

გამარჯობა,

თიბისი ბანკში შეძლებ icard_ის აღებას. წელიწადში ღირს 10$, კლასიკის ტიპისაა და 2 წლიანი. თუ 22 წლამდე ხარ, მაშინ წლიური 5$-ს გადაიხდი.

Posted by: rcxmeluri 31 Jan 2012, 14:43
თიბისის პრაიმ ქარდი გავაკეთეე და სამი თვე უპროცენტოოო და რა გამოვიდა სამი თვის შEმდეგგ იმდენიი პროცენტიი დამიანგარიშესს როოო ,

Posted by: Mr-Banks 31 Jan 2012, 17:57
rcxmeluri


გამარჯობა,

სრულად შეიტანე თანხა და მაინც % დაგერიცხა? თუ, 3 თვის შემდეგაც უპროცენტო გეგონა? givi.gif

Posted by: oxx. 1 Feb 2012, 03:44
iCARD იგივე ვიზა კლასიკია?

smile.gif

ანუ როგორც ვისა კლასიკს ისეც ვიხმარ? არა მხოლოდ ონლაინ შოპინგისთვის.

Posted by: freedemocrat 1 Feb 2012, 11:24
Levoxx.
კი ვიზა კლასიკია ბანკომატებში და ტერმინალებში ვერ იხმარ

Posted by: Mr-Banks 1 Feb 2012, 12:46
Levoxx.


გამარჯობა,

აღნიშნული ბარათით სარგებლობ მხოლოდ ონლაინ შესყიდვების დროს.

ბარათი არის 2 წლიანი კლასიკ ტიპის. თუ 22 წლამდე ხარ, წლიური 5$ ღირს, 22 წელს ზემოთ - წლიური 10$.


ასევე აგროვებ სმარტ ქულებს.


გმადლობთ დაინტერესებისთვის

Posted by: oxx. 1 Feb 2012, 14:03
Mr-Banks
freedemocrat

ბანკომანტებში და ტერმინალბში ვერ ვიხმარ? :/

Posted by: Mr-Banks 1 Feb 2012, 15:12
Levoxx.


ვერა, ამისთვის ჩვეულებრივი კლასიკ ბარათი არსებობს.

Posted by: oxx. 1 Feb 2012, 15:13
Mr-Banks

მადლობა. )



Posted by: normaluri adamiani 5 Feb 2012, 04:13
გამარჯობათ, რა მაინტერესებს, გავაკეთე შეკვეთა http://www.payless.com/store/ - ამ საიტზე. შიპინგში და ბილინგში ორივეში გადამზიდის მისამართი მივუთითე, არვიცი მაგ მიზეზით თუ სხვა მიზეზით ორდერი არ გაკეთდა, და დამიწერა შემდეგი წინადადება
http://s017.radikal.ru/i427/1202/c0/62cc31278abe.jpg
თანხა კი იმ წამსვე ჩამომაჭრა, მომივიდა სმს რომ თანხა მომეჭრა იმ საიტიდან. მოკლედ არ მაქვს გამოცდილება და მაინტერესებს, ეს თანხა ეხლა დაბლოკილია სავარაუდოდ და ბანკს უნდა დაველოდო როდის დამიბრუნებს, თუ რაიმე გარკვეული ქმედება უნდა განვახორციელო smile.gif)

PS: აიქარდ ბარათზეა ლაპარაკი

Posted by: Mr-Banks 5 Feb 2012, 14:06

normaluri adamiani


მომწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი

Posted by: LOTUSi 5 Feb 2012, 19:11
ჩაინიკური შეკითხვა!

ბარათზე რო ჩამირიცხონ რა ინფორმაცია დაჭირდებათ?

Posted by: Mr-Banks 6 Feb 2012, 17:05
L0TUS


ანგარიშის რეკვიზიტები, რომლის აღებაც მომსახურე ბანკში შეგიძლიათ

Posted by: LOTUSi 6 Feb 2012, 21:24
Mr-Banks

QUOTE
ანგარიშის რეკვიზიტები, რომლის აღებაც მომსახურე ბანკში შეგიძლიათ


გაიხარე

Posted by: norther 7 Feb 2012, 21:45
დაკარგული მოსწავლის ბარათის აღდგენა რომელ ბანკში ხდება? –_–

Posted by: Kate789 8 Feb 2012, 01:37
norther
რომელმა ბანკმაც დაამზადა.
სავარაუდოდ საქართველოს ბანკში.

Posted by: Mr-Banks 8 Feb 2012, 15:29
norther


დაკარგულ მოსწავლის ბილეთზე სკოლამ უნდა მოგცეს ცნობა და ადრე მერია აახლებდა.

Posted by: TopGear 12 Feb 2012, 19:15
ბარათების აღება რა ასაკიდან შეიძლება? და მოსწავლის ბარათით ინტერნეტ-შესყიდვებს ვერ განვახორციელებ?

Posted by: Kate789 14 Feb 2012, 13:50
TopGear
QUOTE
ბარათების აღება რა ასაკიდან შეიძლება

სრულწოვანების შემდეგ.
QUOTE
მოსწავლის ბარათით ინტერნეტ-შესყიდვებს ვერ განვახორციელებ?

სავარაუდოდ ვერა.

Posted by: Mr-Banks 14 Feb 2012, 14:00
TopGear
QUOTE
ბარათების აღება რა ასაკიდან შეიძლება? და მოსწავლის ბარათით ინტერნეტ-შესყიდვებს ვერ განვახორციელებ?



Kate789
QUOTE
სრულწოვანების შემდეგ.



თიბისი-ში მოდი, ერთი მშობელი მოიყვანე პირადობის მოწმობით, შენ პირადობა და დაბადების მოწმობა იქონიე და მოგცემთ ბარათს.

ნებისმიერ ბანკში შეიძლება, აღება ბარათის, თუ გაქვს პირადობის მოწმობა და მშობლის თანხმობა (14-18 წლამდე). wink.gif



Posted by: Kate789 14 Feb 2012, 14:05
ხო ანუ 18 წლის შემდეგ უკვე დამოუკიდებლად არის აღება შესაძლებელი. მშობლის გარეშე.
და მანამდე მშობელი არის საჭირო.

Posted by: freedemocrat 14 Feb 2012, 17:00
16 ის ვიყავი პირველად რომ რესპუბლიკაშI ბარათი ავიღე მერე Vთბ-ში მერე საქართველოს ბანკში smile.gif) არასრულწლოვანს მქონდა ამდენი ბარათი :დ

Posted by: Ambitious_Person 22 Feb 2012, 09:40
გამარჯობათ მაინტერესებს TBC ი განვადების ბარათს რატომ არ მაძლევს?
რა მოთხოვნები აქვთ ხომ არ იცით ?

600 ლარიანი ი სესხის დამტკიცებას მოაყოლეს მთელი ამბავი , საერთოდ არ მაქვს არცერთ ბანკში ისტორია და მინდა შევიქმნა .
მინიმუმ ორ თვიან სამუშაო სტაჟს და ხელფასის მოთხონას ვაკმაყოფილებ .




(სხვისი დავალებით ვწერ)

Posted by: freedemocrat 22 Feb 2012, 15:08
ქართუს ე-ბარათი გაქვთ ვინმეს? smile.gif)

10 დოლარი შეძენისთანავე უნდა გადავიხადო? და 1.5 დოლარი ყოველთვე? 18 დოლარი წინასწარ უნდა გადავიხადო მთელი წლის?

Posted by: Mr-Banks 22 Feb 2012, 15:55
freedemocrat

10 დოლარი ეგრევე და 1.5 დოლარი ყოველთვიურად

Posted by: ImereTinski 24 Feb 2012, 17:45
რომელი პლასტიკური ბარათის დამზადებას მირჩევთ ამაზონიდან ნივთების ჩამოსატანად და რომელ ბანკში შევუკვეთო ? და მაინტერესებს ქულების დაგროვება თუ არის შესაძლებელი ? smile.gif

Posted by: spider77 25 Feb 2012, 00:33
ImereTinski
QUOTE
რომელი პლასტიკური ბარათის დამზადებას მირჩევთ ამაზონიდან ნივთების ჩამოსატანად და რომელ ბანკში შევუკვეთო ?

თიბისის აიქარდი ........ up.gif


QUOTE
ქულების დაგროვება თუ არის შესაძლებელი ?

კი, yes.gif ავტომატურად გერიცხება სმარტ ქულები.

Posted by: _DelgadA_ 25 Feb 2012, 14:42
კითხვა მაქვს. სადმე მაღაზიაში ან კაფეში მაგალითად როდესაც ვიხდი ბარათით, ტერმინალში რომ გაატარებენ ბარათს ხომ ის 4ნიშნა კოდი უნდა ჩავწერო რასაც ბანკომატში ვწერ ხოლმე?
baby.gif

Posted by: freedemocrat 25 Feb 2012, 17:38
_DelgadA_
კიი

smile.gif) )

Posted by: giorgi510 28 Feb 2012, 11:38
ხომ არ იცით პლასტიკური ბარათები სად იბეჭდება? ძირითადად საბანკო ბარათები მაინტერესებს და ასევე დაგროვების ბარათები.

Posted by: Kate789 28 Feb 2012, 20:37
giorgi510
აი აგერ ჩაუყევი აბა smile.gif
http://forum.ge/?showtopic=34306106&view=findpost&p=27603484

Posted by: zuziko 3 Mar 2012, 15:40
ხალხო რომელიმე ბანკი თუ თუ სთავაზობს ონლაინ რეჟიმში ვიზა ბარათის შეკვეთას და საფოსტო მისამართზე მის მიღებას?!

Posted by: სვანიძე 13 Mar 2012, 14:52
სტუდენტური დავკარგე და რა უნდა ვქნა?

Posted by: Harley Davidson 18 Mar 2012, 16:41
Travel ბარათების პირობები ყველა ბანკში ერთნაირია?
მჭირდება და რომელ ბანკში ავიღო, არ ვიცი...
რამეს ხომ არ მირჩევთ?

Posted by: Vazovski2007 20 Mar 2012, 12:53
QUOTE (Harley Davidson @ 18 Mar 2012, 16:41 )
Travel ბარათების პირობები ყველა ბანკში ერთნაირია?
მჭირდება და რომელ ბანკში ავიღო, არ ვიცი...
რამეს ხომ არ მირჩევთ?

http://www.ksb.ge/index.php?a=main&pid=689&lang=geo

Posted by: Mr Adam 21 Mar 2012, 00:27
ამაზონიდან ნივთის გამოსაწერად რომელ ბარათს მირჩევდით და სად?


Posted by: Mr-Banks 21 Mar 2012, 00:34
Mr Adam


თიბისი ბანკის აი ქარდი. http://tbcbank.ge/ge/private/cards/icard/

სპეციალურად ინტერნეტისთვის. ბანკინგი უფასო, სმს სერვისი უფასო. კლასიკ ტიპის ბარათი, 2 წლიანი, წელიწადში 10 დოლარი, თუ 23 წლამდე ხარ, მაშინ - 5 დოლარი წელიწადში.

Posted by: 40dz 23 Apr 2012, 13:10
რომელ ბანკის პლასტიკურ ბარათს მირჩევთ . ?

Posted by: Kate789 23 Apr 2012, 15:34
ormoTSadze
რისთვის გინდა, გააჩნია.

Posted by: 40dz 23 Apr 2012, 18:39
QUOTE

Kate789

ონლაინ მაღაზიებისთვის
პროკრედიტ ბანკი არა?

Posted by: Kate789 23 Apr 2012, 21:45
ormoTSadze
კი, ეგეც შეგიძლია.

Posted by: Mr-Banks 24 Apr 2012, 01:34
ormoTSadze

ონლაინ-მაღაზიებისთვის არსებობს სპეციალიზირებული ბარათი, თიბისი ბანკის აი-ქარდი


დაწვრილებით ამ ლინკზე http://tbc.ge/ge/private/cards/icard/

მარტივი, იაფი, მოსახერხებელი, ბონუსებით

Posted by: Beroname 25 Apr 2012, 11:35
პრაიმ ქარდზე რა აზრის ხართ?

რითი ჯობია ამექსს?

რამდენად შეღავათიანია ქეშად გამოყენებისთვის


დღეს დამიმტკიცდა და არ ვიცი გამოვიყენო თუ არა user.gif

Posted by: Mr-Banks 25 Apr 2012, 13:29
Beroname


იმით ჯობია, რომ 18% აქვს წლიური მაღაზიებში ათვისებულ თანხებზე, თუ ბოლმდე ვერ შეავსებ და 3 თვე არის უუუუპროცენტო

Posted by: paparesta 26 Apr 2012, 00:37
Beroname
QUOTE
რაიმ ქარდზე რა აზრის ხართ?

რითი ჯობია ამექსს?

რამდენად შეღავათიანია ქეშად გამოყენებისთვის


დღეს დამიმტკიცდა და არ ვიცი გამოვიყენო თუ არა


საკრედიტო ბარათი და კარგი სად გინახავს???????? ერთი ოხერია ყველა, ამექსიც ვიზაც და მასტერიც

Posted by: spider77 30 Apr 2012, 13:40
Beroname
QUOTE
რითი ჯობია ამექსს?

აიღე, გადაფარე და გაანულე ამექსი, მერე მიდი და საერთოდ გააუქმე, დაიტოვე 1 პრაიმი. სხვა თუ არაფერი პირველი 3 თვე მაინც უპროცენტოდ შეგრჩება თანხა.

Posted by: SauronMag 3 May 2012, 21:07
QUOTE (spider77 @ 25 Feb 2012, 00:33 )

კი,  yes.gif  ავტომატურად გერიცხება სმარტ ქულები.

რომელსაც მხოლოდ 1 წელი აქვს ვადა და თუ არ გამოიყენებ გიუქმდება ხომ? თუ შეიცვალა რამე?

Posted by: shartik 8 May 2012, 15:08
გამარჯობა, ტერმინალიდან თანხა როცა შემაქ ბარათზე, ჩემ შემთხვევაში თიბისის ბარათზე შეტანიდან რამდენ ხანში ხდება თანხის ანგარიშზე დარიცხვა?

Posted by: Mr-Banks 8 May 2012, 15:12
shartik


ანგარიშზე რამდენიმე წუთში ჯდება, თუმცა ბარათზე უშუალოდ ასახვას მინიმუმ 1 საათი სჭირდება

Posted by: shartik 8 May 2012, 15:16
Mr-Banks
მადლობ სწორედ ეგ მაინტერესებდა

Posted by: Mr-Banks 9 May 2012, 00:50
SauronMag

სმარტ ქულების ვადა ითვლება შემდეგნაირად, კერძოდ, მიმდინარე კალენდარულ წელს დაგროვილ ქულებს, ვადა აქვს მომდევნო კალენდარული წლის ბოლო დღემდე.


ქულებს ვადა აქვს მაქსიმუმ 2 წელი და მინიმუმ 1 წელი.

Posted by: Mr-Banks 16 May 2012, 23:54
.......................................................................... .

Posted by: angelozistvaleba 5 Jun 2012, 21:19
გამარჯობათ შეგიზლიათ ამიხსნათ ამექსის რევარდის უპირატესობანი სხვა ვიზა კლასიკებთან შედარებით შოპინგის ამბავს ვგულისხმოობ?რაღაცა ქულები რომ გერიცხება ეგ მკიდიაა. თუ იციტ ამერიკული საიტებიდან რომლებზეც ამბობენ არ ირებს ქართულ ბარათებსო მაგალიტად newegg.com,თუმცა არის ხალხი რომელიც მაინც იწერს მაქედან და მაგ საიტისთვის რა არის საჭირო ნუ პეიფალი რომ უნდა ეგ ვიცი

Posted by: sun_is_shining1 5 Jun 2012, 23:06
სალამი... ერთი კითხვა მაქვსsmile.gif დრიმ ქარდის დამზადება მინდა. მეჩქარება, ხვალ დილას უნდა მივიდა სამსახურამდე და ხელფასის ცნობას ხომ არ მომთხოვენ? ხელფასს სხვა ბანკში ვიგებ...
და კიდევ რამდენ ხანში იქნება პასუხი და შესაძლებლობა თანხის განაღდების?

Posted by: Mr-Banks 7 Jun 2012, 15:30
sun_is_shining1


მხოლოდ ცნობით თუ დაკმაყოფილდნენ, კიდევ ხო..... biggrin.gif

Posted by: sun_is_shining1 8 Jun 2012, 23:15
QUOTE (Mr-Banks @ 7 Jun 2012, 15:30 )
sun_is_shining1


მხოლოდ ცნობით თუ დაკმაყოფილდნენ, კიდევ ხო..... biggrin.gif

მართაც "საოცარი" ბანკია :/ help.gif

Posted by: Kate789 12 Jun 2012, 16:07
sun_is_shining1
QUOTE
ხელფასის ცნობას ხომ არ მომთხოვენ? ხელფასს სხვა ბანკში ვიგებ...

სავარაუდოდ მოგთხოვენ. და რა პრობლემაა. spy.gif
რომელ ბანკშიც გერიცხება ხელფასი, დარეკე იქ და ქოლ-ცენტრი გადმოგიგზავნის შენი ამონაწერის დასკანერებულ ვერსიას.
დრიმ კარდს რაც შეეხება, აგერ არის გასაგებ ენაზე ჩამოწერილი რა არის საჭირო მის ასაღებად: http://www.republic.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=232#რასაბუთებიასაჭიროDreamCard

Posted by: hexe 4 Jul 2012, 20:41
ინტერნეტში გადახდის ფუნქცია რომ ჩავურთო ბარათს აუცილებელია ბანკში მისვლა?

Posted by: Kate789 10 Jul 2012, 00:35
hexe
QUOTE
ინტერნეტში გადახდის ფუნქცია

მსგავსი რამ არ ხდება.
ეგ შესაძლებლობა ან აქვს ბარათს, ან არა.


OFFTOPIC:
რა საყვარელი ვორნლოგი გაქვს biggrin.gif


Posted by: g_o_g_i_n_a 12 Jul 2012, 01:46
უცხოეთში ბანკომატიდან თანხის გასატანად რომელი
ბანკის ბარათი ჯობია, რომელს აქვს უკეთესი პირობები ?

Posted by: Kate789 12 Jul 2012, 22:21
g_o_g_i_n_a
http://ksb.ge/index.php?a=main&pid=56&lang=geo

Posted by: ტუტრუცანა 16 Jul 2012, 12:21
სალამი ყველას!!!
მგონი საჭირო ადგილას ვპოსტავ!!!
ონლაინ შოპინგში ახალი ვარ და მაინტერესებს, რომელი ქართული ბანკის პლასტიკური ჯობია ავიღო ამ პერიოდში და რომელი სახის ბარათი, რომ შევიზინო ნივთები სხვადასხვა საიტებზე, თუმცა ვიცი ყველაზე ვერ შევიძენ მაგ ბარათით..... და კიდევ მიმანიშნეთ სადმე თუ არის გარკვევით ახსნილი, ცვვ1 და ცვ2 კოდები რა არის და ცვ2 კოდის თუ მოხსნი მერე შენ ხარო პასუხისმგებელიო, აი ეს რას ნინავს რომ ამიხსნათ ვინმე ღვთისნიერმა.
წინასწარ დიდი მადლობა პასუხისათვის!!!

Posted by: bently 17 Jul 2012, 23:29
QUOTE
ონლაინ შოპინგში ახალი ვარ და მაინტერესებს, რომელი ქართული ბანკის პლასტიკური ჯობია ავიღო ამ პერიოდში და რომელი სახის ბარათი, რომ შევიზინო ნივთები სხვადასხვა საიტებზე


მეც მაინტერესებს ეს გვიპასუხეთ რა user.gif

Posted by: freedemocrat 19 Jul 2012, 00:15
bently
ტუტრუცანა
თუ მარტო შოპინგისთვის გინდათ, მაშინ აიღეთ თიბისი ბანკის აიქარდი სპეციალურად ამისთვის არის შექმნილი

http://www.tbcbank.ge/ge/private/cards/icard/

ან ქართუ ბანკის ი-ქარდი http://www.cartubank.ge/index.php?m=626 (ქართუს ხმარება შეგიძლიათ ტერმინალებზე და ბანკომატებში, თიბისი კი მხოლოდ ონლაინ)

თუ გინდათ სხვა ოპერაციებიც, მაგალითად თანხის ბრუნვა ბანკომატიდან, იაფიანია, პროკრედიტის კლასიკი 35 ლარი ან სტარდარტბანკის კლასიკის 30 ლარი

სხვებს არ გირჩევთ რადგან მინიმალური ნაშთების შეტანა მოგიწევთ

Posted by: GeezerButler 19 Jul 2012, 00:27
სადებიტო ვიზა კლასიკის აღება მინდა და საქართველოს ბანკის ჯობია თუ თიბისის?

Posted by: freedemocrat 19 Jul 2012, 00:36
GeezerButler
თიბისის ვიზა კლასიკი 4 წლიანი 60 $ ღირს და 20$ კიდე მინიმალურ ნაშთად უნდა დადო რომელსაც ვერ გამოიყენებ


საქართველოს ბანკის კლასიკი კი 2 წლიანი 50 ლარი ღირს და 50 ლარი ასევე ნაშთად უნდადადო..

მაგრამ შეგიძლია პაკეტურად შეიძინო თიბისიში 4.9 ლარი იხადო თვიურად და მოგცემენ ბარათს

ან ბოგში 3.9 ლარი მაგრამ აქ 50 ლარი ნაშთი მაინც უნდა დადო


გააჩნია რისთვის გინდაა smile.gif თუ დიდი თანხების ბრუნვა გინდა და არ გსურს ბანკომატმა საკომისიო მოგაჭრას თიბისი აიღე პაკეტით..

ისე ბოგი მომწონს, რავიცი დიდი განსხვავებაა არაა, მხოლოდ ფასშია სხვაობა

Posted by: spider77 19 Jul 2012, 13:21
GeezerButler
QUOTE
სადებიტო ვიზა კლასიკის აღება მინდა და საქართველოს ბანკის ჯობია თუ თიბისის?


ვეცადე არ ვყოფილიყავი სუბიექტური და ამიტომაც თავი შევიკავე პასუხის გაცემაზე.

ისე სწორი გითხრეს:
გააჩნია რისთვის გინდა. დაკონკრეტე და პასუხიც და რჩევაც უფრო ადვილი იქნება.

Posted by: GeezerButler 19 Jul 2012, 16:18
freedemocrat
QUOTE
საქართველოს ბანკის კლასიკი კი 2 წლიანი 50 ლარი ღირს და 50 ლარი ასევე ნაშთად უნდადადო..

რავი დღეს თიბისიში სხვა რაღაც მითხრეს. 15 ლარი ღირს 1 წლიანიო და ნაშთი საერთოდ არ უნდაო.

Posted by: Mr-Banks 19 Jul 2012, 16:55
GeezerButler

თიბისიში კლასიკ ბარათის 2 ტარიფი არსებობს:

1. ბარათი ღირს წელიწადში 15 დოლარი და მინიმალური ნაშთია 20 დოლარი;

2. თვეში იხდი 4.90 ლარს და შეგიძლია, გქონდეს 3 ცალი კლასიკ ბარათი, ნაშთი არ მოითხოვება.


ინტერნეტ ბანკი უფასოა ორივე შემთხვევაში.

Posted by: GeezerButler 3 Aug 2012, 23:42
Mr-Banks

ვიზა ელექტრონის ჩართვა 10 ლარი ღირს და ნაშთი არ მოითხოვება? და კიდე რა მაინტერებს, ამაზონზე მიდის თიბისის ელექტრონი?

Posted by: Mr-Banks 5 Aug 2012, 15:58
GeezerButler


ელექტრონი ყველგან არ მიდის. თუ ინტერნეტისთვის გინდა, ამისთვის არსებობს აი-ქარდ ბარათი. http://tbcbank.ge/ge/private/cards/icard/

Posted by: chernobill 6 Aug 2012, 16:20
დახმარება მჭირდება სასწრაფოდ....ამერიკაში მივდივარ (ხანგრძლივი ვადით) და საქართველოდან რო ფული გადმომირიცხონ რომელი სადებიტო ბარათი ჯობია? ზოგი ამბობს იქ გააკეთეო, ახლობელმა Ksb-ის თრეველი მირჩია, 1000$ ამდე 0პროცენტი აქვს ნებისმიერი ბანკომატიდან, მარა უფრო დიდი ლიმიტით მინდა, რომელია ყველაზე დაბალ პროცენტიანი

Posted by: Kate789 6 Aug 2012, 18:25
chernobill
მეც მხოლოდ სტანდარტის ბარათი მახსენდება. mo.gif

Posted by: chernobill 6 Aug 2012, 22:31
Kate789

რავი თრეველს საკმაოდ კარგი პირობები აქვს, ვინც გამოცდილია იმის აზრი მაინტერესებს, იქ გაკეთება თუ ჯობია და რატომ, მითხრეს რომ იმდენი პროცედურებია ასე მალე არ მომცემენ

Posted by: Mama_Basili 7 Aug 2012, 23:27
chernobill
ბაზისბანკსაც აქვს რარაც მაგდაგვარი ბარათი სტანდართბანკს რომ აქვს

Posted by: chernobill 8 Aug 2012, 13:10
იქ რომლის გაკეთება ჯობია ამერიკაში

Posted by: Poster 18 Aug 2012, 11:26
ესეიგი რა ხდება ვიზა ბარათის შესახებ მაქ რამდენიმე კითხვა
1.ვიზა ბარათი სად შეილება ავიღო?? ნებისმიერ ბანკში შემიძლია?
2.ასაკზე ხო არ შემექმნება რამე პრობლემა? 12 ის ვარ
3.ვიზის აღების დროს თქვათ ბანკში ვიღებ ვიზას ხო იქ პირდადოპის მოწმობა და რამე საბუთები შეილება მომთხოვონ
4.ვიზა ბარათს რომ ავიღებ უნდა გადავიხადო თანხა თუ უფასოა
5.თქვათ Paypal ზე მაქ ანგარიში ხო თავისუფლად შემილია იქიდან ვიზა ბარათზე გადმოვრიცხო ჩემსაზე და რამე საკომისიოები და ეგეთები ხო არ იქნება
6.რომელი ბანკიდანაც მაქ ვიზა ბარათი აღებული მარტო იმ ბანკის ბანკომატიდან შემილია ფულის აღება თუ ნებისმიერიდან
7.არ შეილება თვითონ ბანკის ფილიალში რო მივუტანო ეს ვიზა ბარათი სადაც არის თანხა ჩარიცხული და მოვთხოვო თანხის მოცემა თუ მარტო ბანკომატითაააა ეგ?
რავი სულ ეს იყო შემოდით და დამეხმარეტ რა Heellppp help.gif help.gif Plzzz cry.gif

Posted by: David 18 Aug 2012, 12:25
Poster
QUOTE
1.ვიზა ბარათი სად შეილება ავიღო?? ნებისმიერ ბანკში შემიძლია?

ნებისმიერში არა, თუმცა მსხვილებში ყველაში (sb, tbc, br, pcb etc.)
QUOTE
2.ასაკზე ხო არ შემექმნება რამე პრობლემა? 12 ის ვარ

შეგექმნება. უნდა იყო სრულწლოვანი
QUOTE
3.ვიზის აღების დროს თქვათ ბანკში ვიღებ ვიზას ხო იქ პირდადოპის მოწმობა და რამე საბუთები შეილება მომთხოვონ

პირადობის გარეშე ვერსად ვერ აიღებ
QUOTE
4.ვიზა ბარათს რომ ავიღებ უნდა გადავიხადო თანხა თუ უფასოა

პირობებს გააჩნია. უმეტესად ფასიანია.
QUOTE
5.თქვათ Paypal ზე მაქ ანგარიში ხო თავისუფლად შემილია იქიდან ვიზა ბარათზე გადმოვრიცხო ჩემსაზე და რამე საკომისიოები და ეგეთები ხო არ იქნება

ეს გაგიჭირდება smile.gif
QUOTE
6.რომელი ბანკიდანაც მაქ ვიზა ბარათი აღებული მარტო იმ ბანკის ბანკომატიდან შემილია ფულის აღება თუ ნებისმიერიდან

ფაქტიურად ნებისმიერიდან, იმიტომ რომ მსოფლიოში ცოტაა ბანკომატი, რომელიც ვიზას არ ანაღდებს. თუმცა ფასის ამბავში ჯობია იმავე ბანკის იყოს.
QUOTE
7.არ შეილება თვითონ ბანკის ფილიალში რო მივუტანო ეს ვიზა ბარათი სადაც არის თანხა ჩარიცხული და მოვთხოვო თანხის მოცემა თუ მარტო ბანკომატითაააა ეგ?

ფილიალიდან უფრო ძვირია ეგ ამბავი

Posted by: Poster 18 Aug 2012, 12:33
...............................................................
* * *
David
ბრატ შენ გეტყობა გარკვეული ხარ ამ საკითხში
QUOTE

ნებისმიერში არა, თუმცა მსხვილებში ყველაში (sb, tbc, br, pcb etc.)

ლიბერთი ბანკში ვერ ავიღებ ტიბისი ბანკშიც შემილია მარა არაა ახლო მახლო ეგ ბანკი ა ლიბერთი შორს არაა და მაგ პონტში მაწყობს ლიბერთი
QUOTE
შეგექმნება. უნდა იყო სრულწლოვანი

არაუშავს დედაცემს ვუთხარი დღეს გაიკეთოს თვითონ ვიზა ბარათი და იმაზე ჩავრიცხავ ხოლმე
QUOTE
პირადობის გარეშე ვერსად ვერ აიღებ

ააქ პირადობა biggrin.gif
QUOTE
ფილიალიდან უფრო ძვირია ეგ ამბავი

კარგი
QUOTE
პირობებს გააჩნია. უმეტესად ფასიანია.

პირობებს როგორ აი მე როგორ მაწყობს იცი რო paypal იდან რო გადავრიცხო ამ ვიზა ბარათზე და გამოვიტანო მხოლოდ ეს და თუ ფასიანია რა დაჯდება და თუ უფასო მით უკეთესი

Posted by: Did_Giorgi 18 Aug 2012, 15:01
Poster
პეიპალზე ვერ მიაბავ ბარათს
საერთოდ 12 წლის ბავშვს არ გჭირდება არც ვიზა ბარათი, არც პეიპალი
smile.gif

Posted by: giviko619 28 Aug 2012, 06:39
აუ ძალიან გთხოვთ დამეხამრეთ რა, მოკლედ თიბისის Ic@rd ავიღე და გამოწერა მინდა ebay.com-idan და როგორ უნდა მოვიქცე ეს ბარატი უნდა მივაბა პეიპალს და მივუთითო უცხო ქვეყანა თუ როგორ? ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ

Posted by: gegesha 30 Aug 2012, 18:25
შეგიძლიათ ამიხსნათ თიბისის ვიზა გოლდი ჯობია თუ საქართველოს ბანკის ვიზა გოლდი?
დამირეკეს და შემომთავაზეს გაჩუქებთო თუ სახელფასოს ჩვენთან გახსნითო,
და კიდევ ერთიც მაინტერესებს რა უპირატესობა აქვს გოლდ ჩვეულებრივთან შედარებით

Posted by: Did_Giorgi 30 Aug 2012, 21:27
giviko619
ეგ ბარათი არ გამოგადგება
რაც არ უნდა მიუთითო

ჯობია ვინმე ნაცნობი ნახო, ვისაც პეიპალ აქვს და იმას დაარეგისტრირებინე
ჩემთვის ცნობილი და არსებული ბარათებიდან მარტო საქართველოს ბანკის ამექსი ებმება

Posted by: radioheadache 31 Aug 2012, 14:46
რომელი ბანკის ვიზა კლასიკია ყველაზე იაფი?
ინტერნეტ გამოწერებისთვის მინდა
* * *
Did_Giorgi
QUOTE
ეგ ბარათი არ გამოგადგება
რაც არ უნდა მიუთითო

http://tbc.ge/ge/private/cards/icard/ აბა პირდაპირ რომ უწერია ინტერნეტ შოპინგისთვის არისო?

Posted by: მეკობრე 31 Aug 2012, 15:32
მთლად პლასტიკურ ბარათებს არ ეხება, მაგრამ აქ მაინც ალბათ ყველაზე კარგად ეცოდინებათ და იქნებ მითხრათ: ესე იგი ერთმა პიროვნებამ ფული უნდა გამომიგზავნოს (ორივენი საქართველოში ვართ მაგრამ სხვადასხვა ქალაქში) და მითხრა იმანის ნომერი მომწერე და გადმოგირიცხავო, მაგრამ მე მსგავსი არაფერი არ მაქვს (არ დამჭირვებია), ჰოდა სად უნდა შევიდე, სად უნდა გავიარო რეგისტრაცია და რა უნდა გავაკეთო? rolleyes.gif

Posted by: radioheadache 31 Aug 2012, 15:38
მეკობრე
https://emoney.ge/index.php?nav=main/signup აქ biggrin.gif

Posted by: მეკობრე 31 Aug 2012, 16:41
QUOTE (radioheadache @ 31 Aug 2012, 15:38 )
მეკობრე
https://emoney.ge/index.php?nav=main/signup აქ biggrin.gif

აჰაა და ახლა იმ პიროვნებას ალბათ ანგარიშის ნომერს ვეტყვი და ეს საკმარისია ხომ? rolleyes.gif
http://postimage.org/

Posted by: radioheadache 31 Aug 2012, 17:13
მეკობრე
yes.gif დიახ
..........................................................

Posted by: მეკობრე 31 Aug 2012, 17:33
radioheadache
QUOTE
დიახ

მადლობა yes.gif

Posted by: Did_Giorgi 31 Aug 2012, 19:07
radioheadache
QUOTE
ირდაპირ რომ უწერია ინტერნეტ შოპინგისთვის არისო?

ინტერნეტ შოპინგი მარტო პეიპალი ხომ არაა?
სადაც ვიზა ბარათით გადახდაა შესაძლებელი, თითქმის ყველგან გადის
პეიპალი სხვა სამყაროა, სამწუხაროდ

Posted by: radioheadache 31 Aug 2012, 19:26
მეკობრე
არაფერს yes.gif
Did_Giorgi
ხო მივხვდი რომ სისულელე ვიკითხე biggrin.gif

Posted by: luka_luka_luka 8 Sep 2012, 21:03
გამარჯობატ მოკლედ რა მაინტერესებს
მე მინდა ჩემ ვიზზა კლასიკზე ცჰავრიცხო პული დააა ეეგ როგორ ხდება პირველად ვრიცხავვ არიისს რამე სირტულე ტუ არის ესეტი ტემა მიტხარიტ რა ტუ არა და აქ მიპასუხეტ რა გტხოობტ,რა არის საცჰირო მე ის მაინტერესებს
მადლობა წინასწარრრრ

Posted by: graver 8 Sep 2012, 21:25
ინტერნეტ გადარიცხვებისთვის რომელ ბარათს მირჩევდით? რომელ ფილიალში ჯობია აღება? რა ჯდება?

Posted by: Mr-Banks 8 Sep 2012, 21:41
graver

http://tbcbank.ge/ge/private/cards/icard/

Posted by: luka_luka_luka 14 Sep 2012, 19:26
QUOTE (Makumba666 @ 19 Oct 2011, 20:38 )
მოკლედ, მაგარი დედიჩემისა ვჭამე ტიბისის ბარათი რო ავიღე. მასტერკარდზე მაქვს (უფრო სწორად, მქონდა, სანამ წარუმატელებ ტრანზაქციაზე 3 დოლარს ჩამომაჭრიდნენ ახვრები mad.gif ) 903 დოლარი და ეხლა ინტერნეტის საშუალებით 900 დოლარი ვერ გადავრიცხე!!! :@ ნებისმიერ ბანკში სადებეტო ბარათიდან გადარიცხვაზე ბანკი საკომისიოს არ იღებს და ეს ვირიშვილები იღებენ თურმე 0,06%-ს!!! ისიც, დავურეკე და ძლივს გამოვტახე ოპერატორი ამ პროცენტის ამბავზე, თორემ თავიდან არ მეუბნებოდა.
ვინმემ თუ იცით ნორმალური ბანკის ნორმალური ბარათი ინტერნეტში გადარიცხვის შესაძლებლობით (სასურველია მინიმალური ნაშთის გარეშე და მინიმალურ ვადაში დამზადების შესაძლებლობით), გთხოვთ გამაგებიოთ.

მოკლედ მე ლიბერთის მაქ ვისა კლასიკი და ძაან მაგარია არანაირი პრობლემა არება 18 ლარი გირ სჰეგიდზლია ტვესჰი 2 ლარი იხადოო არაა პრობლემააა პ.ს ჩემი აზრის საქსაუკეტესო ლიბერტია wink.gif

Posted by: Flasher 16 Sep 2012, 17:36
ამექს რევორდზე პინის შეცვლა შეიძლება?

Posted by: anderson 23 Sep 2012, 16:18
საქართველოს ბანკში სტუდენტური ანგარიში გავხსენი. ჯერ-ჯერობით მხოლოდ მგზავრობაში ვიყენებ. და როგორ გავიგო სამგზავრო ანგარიშზე რა თანხა დამრჩა?

Posted by: exploit 8 Oct 2012, 11:56
გამარჯობათ.
თუ არის შესაძლებელი ჩემი ვიზა კლასიკიდან სხვის ვიზა კლასიკზე (VISA/MasterCard Money Transfer) ფული გადავრიცხო ონლაინ ბანკინგით
თუ შესაძლებელია როგორი ტარიფია ამ სერვისზე

Posted by: Trump 8 Oct 2012, 12:03
QUOTE
გამარჯობათ.
თუ არის შესაძლებელი ჩემი ვიზა კლასიკიდან სხვის ვიზა კლასიკზე (VISA/MasterCard Money Transfer) ფული გადავრიცხო ონლაინ ბანკინგით
თუ შესაძლებელია როგორი ტარიფია ამ სერვისზე



ონლაინ ბანკინგი თუ გაქვს შესაძლებელია, ოღონდ მაგას ნავაროჩენი ინტერნეტ ბანკინგი სჭირდება.. ანუ ფასიანია ეგ მომსახურება და ჩვეულებრივ საბარათე ანგარიშზე ჩაურიცხავდი თანხას , შენი საბარათე ანგარიშიდან.

Posted by: _Lali_ 10 Oct 2012, 16:06
Mr-Banks
თიბისი-ში მაქვს ანაბარი "ჩემი მიზანი" თავისი ინტერნეტ ბანკით. მინდა ამ ბარათის აღება
QUOTE
ბარათი ღირს წელიწადში 15 დოლარი და მინიმალური ნაშთია 20 დოლარი

ჰოდა, ესე იგი გადავიხდი 35 $-ს და ეგ არის? 1 წელი თავისუფალი ვარ? ინტერნეტ ბანკიდან ჩამომეჭრება რამე მომსახურების საკომისიო?

exploit
თუ საქ. ბანკის ბარათი გაქვს თავისი ინტერნეტ ბანკით, მაგას არაფერი არ ჭირდება. გადარიცხავ ჩვეულებრივად. საკომისიო ის იქნება, რაც აქვს დადგენილი ბანკს (ყველას ინდივიდუალურად)

Posted by: exploit 10 Oct 2012, 16:18
Trump
_Lali_
მადლობა

Posted by: Mr-Banks 10 Oct 2012, 22:16
_Lali_


კლასიკ ბარათზეა საუბარი? ინტერნეტისთვის თუ გინდა, მაშინ აი-ქარდი არსებობს ამისთვის.

რაც შეეხება კლასიკს, 20$ არის გაყინული ნაშთი, რომელიც დაგიბრუნდება ბარათის გაუქმებისთანავე. წლიური საფასურია 15$, რომელიც ჩამოიჭრება ბარათიდან ეგრევე, ხოლო მე-2 წლის საკომისიო ჩამოიჭრება ზუსტად იმავე თვეს 1 წლის შემდეგ...

Posted by: _Lali_ 11 Oct 2012, 10:39
Mr-Banks
დიდი მადლობა. ინტერნეტისთვის არ მინდა. ყველგან რომ გამოვიყენო ისეთი კლასიკი მინდა. და კიდევ ერთი რამ მაინტერესებს, ამ ბარათს აქვს ძირითადი ვალუტა? ანუ, თუ დოლარს ავირჩევ, ლარს ვერ დაინახავს მაგალითად მაღაზიაში? (ასე აქვს პროკრედიტის ბარათს და იმიტომ ვკითხულობ, მოუხერხებელია)

Posted by: Mr-Banks 11 Oct 2012, 12:12
_Lali_


მულტისავალუტოა. დოლარზე თუ არ გყოფნის, ევროდან და ლარიდან წაიღებს smile.gif

Posted by: როლანდ 19 Oct 2012, 15:48
გამარჯობა ყველას.
მაქვს საქართველოს ბანკის ბარათი და მაინტერესებს მაქვს თუ არა ანგარიში შესაძლებელია ინტერნეტით ამის გაკეთება?ისე რომ რამე ანგარიშზე არ წამართვას ?

Posted by: _Lali_ 19 Oct 2012, 15:53
როლანდ
თუ ინტერნეტ ბანკი ჩართული გაქვს, მაშინ უპრობლემოდ გადარიცხავ სადაც გინდა იქ, თანხას, მაგრამ რა თქმა უნდა, საკომისიო ჩამოგეჭრება გადარიცხვის

Posted by: როლანდ 19 Oct 2012, 15:56
_Lali_
გადარიცხვა არაფერი არ მინა, უბრალოდ გავიგო ანგარიში რამდენი მაქვს ..

Posted by: _Lali_ 19 Oct 2012, 16:02
როლანდ
მაგასაც ნახავ, რა თქმა უნდა, მაგრამ უფასო არ არის ინტერნეტ ბანკი, თვეში 1,5 ლარი ჩამოგეჭრება

Posted by: Mr-Banks 19 Oct 2012, 16:04
როლანდ

თუ ბარათი გაქვს, ანგარიშიც გექნება. ანგარიშის შემოწმება უფასოა.

უყბრალოდ, ბანკინგის სერვისია ფასიანი. თვეში 1.5 ლარი სტანდარტულად

Posted by: _Lali_ 19 Oct 2012, 16:06
Mr-Banks
QUOTE
ანგარიშის შემოწმება უფასოა.

ეს რას ნიშნავს? ანუ, როგორ უნდა შევამოწმო ანგარიში უფასოდ? თუ ინტერნეტ ბანკი მაქვს, მაშინ ის 1,5 ლარიც ხომ მეჭრება?

Posted by: Mr-Banks 19 Oct 2012, 16:44
_Lali_


ეგ მიწერია ზუსტად.

ადრე მაგთის ხომ ქონდა, რომ 444-ზე დარეკვისას 2 თეთრი იჭრებოდა. ეს იკითხა , მგონი.......

Posted by: nikato-nikato 19 Oct 2012, 16:59
აუ ხალხო რა მაინტერესებს
საქართველოს ბანკის ამერიქან ექსპრესი მაქვს და აჭარაბეთზე მინდოდა თანხის გადარიცხვა და მითხრეს ამერიქან ექსპრესს არ ვითებთო.

ხოდა ხომ არ იცით ისეთი ტოტალიზატორები საქართველოს ბანკის ამექსს რომ იღებდნენ?

Posted by: _Lali_ 19 Oct 2012, 17:27
Mr-Banks
ჰო, ეგ გასაგებია. უბრალოდ ადამიანმა დაწერა, ინტერნეტით თუ შემიძლია გაგებაო და იმიტომ ვუპასუხე მასე
QUOTE
მაინტერესებს მაქვს თუ არა ანგარიში შესაძლებელია ინტერნეტით ამის გაკეთება?


Posted by: TopGear 19 Oct 2012, 22:21
არასრულწლოვანი ვარ და მინდა რამე ბარათის აღება რა ონლაინ შოფინგისთვის ხოდა ვერ ავიღებ მე? drug.gif

Posted by: Fake Plastic Girl 19 Oct 2012, 23:58
TopGear
QUOTE
არასრულწლოვანი ვარ და მინდა რამე ბარათის აღება რა ონლაინ შოფინგისთვის ხოდა ვერ ავიღებ მე?

მშობელტან ერთად უნდა მიხვიდე ბანკში, თან წაიღეთ ორივემ პირადობის მოწმობები + შენი დაბადების მოწმობის ასლი
ნუ მე რაც დანამდვილებით ვიცი პროკრედიტ ბანკში აიღებ ბარათს, სხვა ბანკსბის ზუსტად არ ვიცი
ქოლ-ცენტრში შეგიძლია დარეკო სათითაოდ და გეტყვიან smile.gif

Posted by: დ ა თ ვ ი 25 Oct 2012, 21:12
მოკლედ ბარათი მჭირდება ინტერნეტ შოფინგისთვის და კიდევ რამისთვის რა ფული რო გავანაღდო ხოლმე ჩვეულებრივ ბანკომატში როცა დამჭირდება ხოლმე რო ავიღო ამ კარტიდან ფული რა ( პირველად ვეხები ბანკს და ეგეთებს და ლამერულ შეკითხვებს თუ ვსვამ არ შეიმჩნიოთ gigi.gif ) და ამ სიამოვნებისთვის რომელი ბარათია კარგი ეს ვიზაო და მასტერ ქარდიო რომელი უფრო კარგია? და რა ჯდება აღება და რომელ ბანკში უკეთესია რო ავიღო ანუ ვის უფრო კარგი პირობები აქ
* * *
ალოჰაააააააააა არავინ არ ხართთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთ

Posted by: _T_U_R_A_ 13 Nov 2012, 18:07
ერთი შეკითხვა მაქვს...

ერთ ერთ ბანკშI მითხრეს Billing address სის მითიტებისას უნდა მიუთითოვო ბანკის იურიდიული მისამართიო და მართლა ეგრეა?

Posted by: yohan 13 Nov 2012, 18:16
ვეძებ სეოს სპეციალისტს ანაზგაურებით ვინც იცის დამამატოს სკაიპში: web.davit

Posted by: _Lali_ 13 Nov 2012, 20:15
_T_U_R_A_
არ არის ეგრე. ბილინგში უნდა ჩაიწეროს შენი საცხოვრებელი მისამართი

Posted by: Ordoll 24 Nov 2012, 23:28
დამეხმარეთ რა
გუშინ შევიტანე აიფეიზე 59 დოლარი
არანაირი ოპერაცია არ შემისრულებია
დღეს ვნახე ბანკომატზე და მიჩვენებს 79 ლარს და რაშია საქმე?
-----------------------
სტუდენტური ბარათია, ვიზა ელექტრონი

Posted by: spider77 28 Nov 2012, 18:07
_T_U_R_A_
QUOTE
ერთ ერთ ბანკშI მითხრეს Billing address სის მითიტებისას უნდა მიუთითოვო ბანკის იურიდიული მისამართიო და მართლა ეგრეა?

არ ვიცი ვინ რა გითხრა და ვინ რას გირჩევს, მაგრამ მე პირადად ჩამომტანი ფირმის მისამართი (ბესტექსის მისამართი აშუშუში) მაქვს მითითებული ბილინგ ედრესში და არა თიბისი ბანკის (ვინაიდან აიქარდით ვიწერ) მისამართი. 2 წელიწადია მშვენივრად ჩამომდის ყველაფერი, ყოველგვარი შეფერხების გარეშე.


Ordoll
QUOTE
დღეს ვნახე ბანკომატზე და მიჩვენებს 79 ლარს და რაშია საქმე?

აქ არამგონია ვინმემ გითხრას, ან ბანკის ფილიალში უნდა მიბრძანდე, ან სატელეფონო კოდი თუ გაქვს სატელეფონო სერვისცენტრის მომსახურებით უნდა ისარგებლო და დაწვრილებით გეტყვიან სად რა თანხაა ჩამოჭრილი.


Posted by: _T_U_R_A_ 29 Nov 2012, 17:40
spider77
QUOTE
2 წელიწადია მშვენივრად ჩამომდის ყველაფერი, ყოველგვარი შეფერხების გარეშე.


ერთ ზახოტზე მაქსიმუმ რამდენი დოლარის გადაგიხდია მასე?

Posted by: spider77 29 Nov 2012, 18:36
_T_U_R_A_
QUOTE
ერთ ზახოტზე მაქსიმუმ რამდენი დოლარის გადაგიხდია მასე?


დაახლოებით 150-160.

Posted by: Flasher 5 Dec 2012, 15:49
"ქეი-ეს-ბი ბანკმა" "ვიზასთან" ერთად დაიწყო ახალი პროექტი, რომლის საშუალებითაც, შეგიძლიათ "ქეი-ეს-ბი ბანკის" ბარათებით, ამერიკული ონლაინ-მაღაზიებიდან სასურველი ნივთების გამოწერა, რაც დღემდე შეუძლებელი იყო. (მაგ: Amazon, eBay, Ralph Lauren, Nordstrom, Drugstore, Victoria Secrets, NeimenMarcus, Toys R Us, Macys, Saks Fifth Avenue, Buy.com, Zappos, და ა.შ). ახლა უკვე შესაძლებელია, გამოწერა ისეთი გვერდებიდან, რომლებსაც არ აქვთ international shipping-ი და არ იღებენ საერთაშორისო ბარათებს. სასურველი ნივთის გამოსაწერად, საჭიროა, "ვიზას" მფლობელმა რეგისტრაცია გაიაროს www.MyUS.com/visa ვებ-გვერდზე.

აგრეთვე, ისარგებლებთ სპეციალური უპირატესობებით:

• გათავისუფლდებით საწევროს მოსაკრებლებისაგან ორი წლის განმავლობაში
• მიიღებთ 25% ფასდაკლებას პირველ თვეში ტრანსპორტირებაზე
• მიიღებთ 20% ფასდაკლებას მომდევნო ტრანსპორტირებებზე
• აგრეთვე, მიიღებთ დაზღვევას 100USD-ის ფარგლებში.

ვებ-გვერდების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე www.MyUS.com
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით - 255 00 00

გისურვებთ წარმატებას!

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/mnishvnelovani-informacia/66727-qqei-es-bi-bankiq-da-qvizaq-erthobliv-proeqts-itsyeben.html#ixzz2EB3YDwyk


და რა მუღამია ვერ მივხვდი? user.gif არამგონია მარტო ამათი ვიზა ბართები მოქმედებდნენ...

Posted by: :spу: 5 Dec 2012, 16:04
QUOTE
eBay

spy.gif

Posted by: COPACABANA 5 Dec 2012, 17:22
უპირატესობა ის აქვს რომ იწერ ისეთი მაღაზიებიდან , რომლებიც ქართულ ბარათს არ იღებენ. მაგრამ მაინცდამაინც ამ შუამავლით უნდა ისარგებლო?
გამოვთვალე ტრანსპორტირება და 1 კგ ჯდება საშუალოდ 51$ drug.gif
http://www.myus.com/en/ship-to-georgia/
http://pix.ge/

Posted by: narcoTOURIST 5 Dec 2012, 17:28
Amazon, Nordstrom, Drugstore, Victoria Secrets, Zappos - TBC-ს ბარათით ვყიდულობ ისედაც tongue.gif

Posted by: COPACABANA 5 Dec 2012, 17:42
მაგალითად Macys,-ზე არ გადის ქართული ბარათები. ესენი კიდე გვპირდებიან biggrin.gif
დავრეკე ქოლ ცენტრში და ოპერატორმა ზუსტად ის ტექსტი წამიკითხა რაც მაგ სტატიაშია. დანარჩენი რაც გაინტერესებთ საიტზე წერიაო.
მოკლედ ახალს და კარგს არაფერს გვთავაზობენ.
მივეძალოთ ისევ ჩვენს ბარათებს!

Posted by: Paranormal 5 Dec 2012, 17:48
QUOTE
1 კგ ჯდება საშუალოდ 51$ 

facepalm.gif facepalm.gif

Posted by: paparesta 5 Dec 2012, 19:56
ამ თემის ავტორს ეტყობა შოპინგისა გამოცდილება საზღვარგარეთის საიტებზე აქვს ნული წყენის გარეშე... რა ებაი რა ფეი ფელი ?

ერთი 2 დოლარიანი ნივთის ყიდვა 50-60 დოლარი ჯდება და საერთოდ ამას ქართული გადამზიდავები შესანიშნავად აკეთებენ 10 ჯერ ამაზე იაფად და ხარისხიანად..
მე მგონი ძალიან არასერიოზული განცხადებააა... რა შუაშია კონკრეტულად ეს ბანკი ან საერთოდ რომელიმე ბანკი? ყველა მოქმედ ვიზას იღებს და თან დიდი სისულელეა...

Posted by: COPACABANA 5 Dec 2012, 20:26
paparesta
ცოტა დაკვირვებით წაიკითხე.
თავად ბანკი არეკლამებს თავის ბარათს და "ახალ პროექტს".

Posted by: paparesta 5 Dec 2012, 20:53
COPACABANA
QUOTE
ცოტა დაკვირვებით წაიკითხე

ვის რაც უნდა ის აპიაროს... იდიოტობაა და მაგიტო ვწერ... დაბოლება ქვია ამას ჩვენ ენაზე

პროექტს არა კვერცხი

Posted by: COPACABANA 5 Dec 2012, 21:52
drug.gif
რა დღეში აქვს ხალხს ნერვები

Posted by: mcvane13 7 Dec 2012, 03:49
გამარჯობათ, მაინტერესებს თუ იცისს ვინმემ, არის თუ არა შესაძლებელი, რომ უცხოეთიდან რომელიმე ქართულ ბანკში გავხსნა ანგარიში (ან აღვადგინო ანგარიში) და ავიღო პლასტიკური ბარათი. წინასწარ დიდი მადლობა smile.gif

Posted by: catherina_10 13 Dec 2012, 14:42
პროკრედიტის ვიზა ელექტრონით შევძლებ გამოწერას უცხოეთის საიტებიდან?

Posted by: TopGear 19 Dec 2012, 10:57
პროკრედიტ ბანკის ბარათის კოდის მოხსნას რამდენი ხანი უნდა?

Posted by: _Lali_ 19 Dec 2012, 11:29
TopGear
ბანკში მიდიხარ, რაღაც ფურცელზე ხელს აწერ და მოხსნილია

Posted by: se-w910 8 Jan 2013, 18:17
რომელი ბანკის პლასტიკურს აქვს ყველაზე დაბალი მომსახურეობის გადასახადი ინტერნეტ გადარიცხვების და თანხის განაღდებაზე? ანუ მჭირდება მხოლოდ ინტერნეტში გადარიცხვა ან გადმორიცხვა და შემდეგ თანხის განაღდება

Posted by: Baby Boo 9 Jan 2013, 13:30
გამარჯობათ, არ ვიცი სხვაგან ხომ არ უნდა დამესვა ეს შეკითხვა, მაგრამ იმედია მიპასუხებთ.

დეკემბერში ჩემს სახელფასო ბარათს გაუვიდა ვადა, შესაბამისად ავირე ახალი ბარათი. მაგრამ ძველი ბარათი ბანკში არ დავტოვე. გუშინ აღმოვაჩინე რომ ეს ძველი სახელფასო ბარატი დავკარგე. შესაძლებელია რომ ის რამენაირად გამოიყენონ? მადლობთ

მითხრეს რომ ერთი თვის განმავლობაში შეუძლიათ ამ ბარათის გამოყენება

Posted by: Mr-Banks 9 Jan 2013, 13:59
Baby Boo


თუ ბარათი ვადაგასულია, შეუძლებელია მისი გამოყენება.

Posted by: Baby Boo 9 Jan 2013, 14:03
Mr-Banks

ძალიან დიდი მადლობა პასუხისთვის. ვნერვიულობდი jump.gif

Posted by: spider77 10 Jan 2013, 13:30
Baby Boo
QUOTE
ვნერვიულობდი

არ ინერვიულო, მაგრამ მაინც ....

QUOTE
დეკემბერში ჩემს სახელფასო ბარათს გაუვიდა ვადა,

დარწმუნებული ხარ რო დეკემბერში გაუვიდა? თვე და წელი რა ეწერა ზედ.

გადაამოწმე მაინც, "სიფხიზლეს თავი არ სტკივა".


Posted by: Cotnech 15 Jan 2013, 18:06
გამარჯობა ხალხო,

სამოგზაურო ბარათებთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვა.
როგორც ვიცი ბაზის ბანკს და კე-ეს-ბის აქვთ სამოგზაურო ბარათები, შარშან გერმანიაში, ავსტრიასა და ინგლისში მქონდა ქე-ეს-ბის ბარათი და ვერ ვიტყვი უკმაყოფილო ვართქო. ბანკომატებში არ მანახებდა ბალანსს, მხოლოდ თანხის გამოტანის საშუალებას მაძლევდა, ასევე 1 წლიანი ვადა ცოტა არ იყოს მაგარი მოუხერხებელია და 50 ლარიც საკმაოდ ბევრია 1 წლიან ბარათში.

ბაზის ბანკის სამოგზაურო ბარათზე არაფერი მსმენია, იქნებ ვინმემ დაწეროთ აზრი ვისაც უშუალოდ გიხმარიათ, საიტზე უწერიათ მაქსიმუმ 2 წლიანი შეიძლება იყოსო და მთავარი ბარათის ფასი 30 დოლარიო, ხოდა ეს 30 დოლარი 2 წლიანის ფასია თუ 1 წელი ჯდება ეს ბარათი 30 დოლარი?

ასევე მინდა გკითხოთ, ეხლა ისევ 50 ლარი რომ არ გადავიხადო კე-ეს-ბის ბარათში, გერმანიაში ჩასვლისას მაგალითად დოიჩე ბანკში რომ გავაკეთო ანგარიში აქედან თანხის გადმორიცხვაზე დიდი საკომისიო იქნება?

დიდი მადლობა smile.gif

Posted by: Orfeo 16 Jan 2013, 22:26
მოგესალმებით. რჩევა მჭირდება ვიზა კლასიკთან დაკავშირებით. რამოდენიმე დღის წინ ჩემს ვიზა კლასიკს გაუვიდა ვადა, მქონდა VTB ბანკის ვიზა კლასიკი, ვადა ჰქონდა 2 წელი, გადავიხადე 15$, არანაირი მინიმალური ნაშთი არ ჭირდებოდა. მომსახურებაც შესანიშნავი იყო. როგორც ჩანს ბოლო დროს პირობები შეეცვალათ, ეხლა პაკეტური მომსახურება ვიზა კლასიკისთვის მინიმალურ ნაშთს 30 ლარს ითვალისწინებს.

მირჩიეთ სად არის ყველაზე უკეთესი ვიზა კლასიკის აღება, მინიმალური ნაშთი რომ არ ჭირდებოდეს, უცხოეთში (დაუშვათ ბანკომატიდან ფული გამოსატანად ან მაღაზიაში პროდუქტის შესაძენად) და უცხოურ ონლაინ მაღაზიებში (ძირითადად ამაზონზე ვუკვეთავ პროდუქციას) პრობლემა არ ჰქონდეს და მომსახურებაც შეღავათიან ფასებში იყოს.

წინასწარ გმადლობთ.

Posted by: Mr-Banks 16 Jan 2013, 22:37
Orfeo


თიბისი ბანკს აქვს 15$ წელიწადში - ვიზა კლასიკი
ნაშთი არ მოითხოვება

Posted by: Orfeo 16 Jan 2013, 23:13
Mr-Banks
მე საწინააღმდეგო ინფორმაცია მქონდა. ვიცოდი, რომ მინიმალური ნაშთი 20 USD იყო საჭირო.

ბანკი კონსტანტას და ლიბერთი ბანკის ვიზა კლასიკებზე რა აზრის ხართ?

Posted by: Mr-Banks 17 Jan 2013, 01:36
Orfeo

გაუქმდა მინ. ნაშთი თიბისიში... smile.gif

Posted by: Orfeo 17 Jan 2013, 09:44
Mr-Banks
გავითვალისწინებ, გმადლობთ. თუმცა მე მაინც ლიბერთისკენ ვიხრები.

Posted by: BaCH, 19 Jan 2013, 22:55
ერთ - ერთი საიტი მთხოვს ბარათის 16 ნიშნა ნომერთან ერთად CVC კოდს და მე რითი ვარ დაზღვეული რომ ჩავწერო ?? იქნებ ვინმეს მოეპრიანოს და ჩემი ანგარიშით თავისუფლად გამოიწეროს რაღაც რაღაცები :|

user posted image

Posted by: Kate789 21 Jan 2013, 19:28
BaCH,
ნუ ჯერ ის უნდა გაარკვიო, საიტი რამდენად სანდოა.

Posted by: loveway 26 Jan 2013, 16:46
გამარჯობა.მინდს ტანხა შევიტანო ბანკში ოღონდ ვადიან ანაბარზე არა - ანუ როცა მინდა დავამატებ, როცა მინდა გამოვიტან.ოდა ამასთანავე მინდა რომ მომცენ პლსტიკური ბარათი, სადაცეს თანხა ავტომატურა იქნება უკვე ჩატვითული.ანუ ვთქვათ მაღაზიაში გადავიხადე 100 ლარის რააღაცა დაამ თანხას მოაკლდეს ასი ლარი და დანარჩენს დაეიცხოს პროცენტი. ხოდ ასეთი სერვისირომელ ბანკს აქვს?

Posted by: Apocalypse 26 Jan 2013, 16:54
loveway

და მერრომ მომცე თანხა და როცა დაგჩირდება შენ გქვერდით ვიყო ვერა? biggrin.gif

თან პროცენტიც დაგემატება biggrin.gif



can iou gave me your skype id?

Posted by: Mr-Banks 27 Jan 2013, 02:36
loveway


ეს გამახსენდა მხოლოდ http://www.ksb.ge/index.php?a=main&pid=67&lang=geo და ეს http://www.republic.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=338





Posted by: loveway 28 Jan 2013, 16:30
Mr-Banks
საქართელოს და ლიბერთი ბანკს ამგვარ სერვისი არ აქვთ ხომ?

Posted by: Mr-Banks 28 Jan 2013, 20:42
loveway

საქართველოს ბანკს აქვს მაქსიმა, მაგრამ მაღაზიებში ვერ იხდი მაგ ბარათით


ლიბერთის აქვს სმარტივი, მაგრამ ყველა მაღაზიაში არ დგას ლიბერთის ტერმინალი. მხოლოდ ამ ტერმინალში ტარდება სმარტივი

Posted by: paparesta 31 Jan 2013, 21:54
QUOTE
გამარჯობა.მინდს ტანხა შევიტანო ბანკში ოღონდ ვადიან ანაბარზე არა - ანუ როცა მინდა დავამატებ, როცა მინდა გამოვიტან.ოდა ამასთანავე მინდა რომ მომცენ პლსტიკური ბარათი, სადაცეს თანხა ავტომატურა იქნება უკვე ჩატვითული.ანუ ვთქვათ მაღაზიაში გადავიხადე 100 ლარის რააღაცა დაამ თანხას მოაკლდეს ასი ლარი და დანარჩენს დაეიცხოს პროცენტი. ხოდ ასეთი სერვისირომელ ბანკს აქვს?


გაგეცინება მარა გასწავლი მარწყვი ბარათია მასეთი კლასიკი , შეტანა უფასო გამოტანა უფასო, ტერმინალები და ბანკომატები ყველაფერი უპრობლემო (4-5 ქვეყანაში აქვს წაღებული და არსად არ შექმიან პრობლემა), კლასიკის დონისაა და დადებით ნაშთზ +10 % ... ცარიელი ბარათი ოღონდ და არა საკრედიტო ლიმიტით , უფასო არის კიდე ... დიდი მინუსი : სახელი და გვარი არ აქვს და ცვდება მალე

QUOTE
სმარტივი

ამას ქვია ჯოჯოხეთი და შეუცვალონ დროზე სახელი

Posted by: merabiHaker 12 Feb 2013, 18:03
რომელ პლასტიკურ ბარათს მირჩევდით ხელფასის ასაღებად? ნუ იასინია ორგანიზაცია თავისუფლებას მაძლევს: შენ არჩიე ბანკიო

Posted by: Mr-Banks 12 Feb 2013, 18:10
merabiHaker


რა არის შენთვის მნიშვნელოვანი, გააჩნია

Posted by: merabiHaker 13 Feb 2013, 18:13
Mr-Banks
დაბალი პროცენტი გატანის დროს.

შემდეგი პრიორიტეტი:
მოხმარებამდე თანხას პროცენტი დაერიცხოს ნუ ავტომატურად ანაბარი რო იყოს. ოღონდ როცა მომიდება რომ გავიტანო, ფიქსირებული შენატანიც საჭირო რომ არ იყოს ანაბარზე

Posted by: Did_Giorgi 13 Feb 2013, 22:59
merabiHaker
მაქსიმა შემიძლია გირჩიო საქართველოს ბანკის
ტერმინალით ვერ იყიდი, მაგრამ ყველაზე მეტი პროცენტია მასეთი ტიპის ანაბრებში

Posted by: -ITALIELI- 14 Feb 2013, 14:45
QUOTE
ნებისმიერ ბანკში შეიძლება, აღება ბარათის,  თუ გაქვს პირადობის მოწმობა და მშობლის თანხმობა (14-18 წლამდე).  wink.gif


როდინდელ პოსტს ვაციტირებ მაგრამ არაუშავს gigi.gif

ანუ ვთქვათ ასე მშობლის თანხმობით ავიღე ბარათი, ამაზონზე და მისთ. პრობლემა ხომ არ შემექმნება არასრულწლოვანების გამო? smile.gif

Posted by: _Lali_ 14 Feb 2013, 15:33
-ITALIELI-
QUOTE
ამაზონზე და მისთ. პრობლემა ხომ არ შემექმნება არასრულწლოვანების გამო?

არა, არ შეგექმნება. ინტერნეტ საიტებზე ყიდვისას არავის აინტერესებს რამდენი წლის ხარ, მთავარია ბარათი გქონდეს

Posted by: Biska 8 Mar 2013, 14:28
სად შეიძლება ავიღო Master Card ან Visa Electron ? სად არის ყველაზე კარგი პირობები ?

Posted by: White&Black 13 Mar 2013, 15:53
ამაზონიდან,ებაიდან და მსგავსი საიტებიდან გამოსაწერად მჭირდება პლასტიკური ბარათი, იქნებ მირჩიოთ რომელი ბანკის ბარათი სჯობს? და რა ფასები ჯდება?
საკომისიოები როგორია და ა.შ.

Posted by: paparesta 13 Mar 2013, 22:35
White&Black

ეგ ბარათები თითქმის ყველგან უფასოა, ან მახიმუმ 5 $ მდე მერყეობს... მეტი არც რამე საკომისიო არ აქვს ამ ტიპის კარტებს (ონლაინ ტრანზაკციები უფასოა)

Posted by: White&Black 13 Mar 2013, 22:45
paparesta
გასაგებია ავიღე უკვე საქართველოს ბანკში დავრეკე და რაღაც ვიზა კლასიკიო 40 ლარიო წავედი მერე თიბისიში იქარდი შევუკვეთე წლიური 5$ იქნება საკომისიოო

Posted by: _Lali_ 14 Mar 2013, 12:14
White&Black
QUOTE
საქართველოს ბანკში დავრეკე და რაღაც ვიზა კლასიკიო 40 ლარიო

საქ. ბანკის ვიზა ელექტრონითაც მშვენივრად ვიწერ და 10 ლარი ღირს

Posted by: paparesta 14 Mar 2013, 21:59
_Lali_

რატომ უნდა გადაიხადოს 10 ლარი ელეკტრონში როცა კლასიკში 5 $ იხდის (5*1.66) smile.gif

Posted by: _Lali_ 14 Mar 2013, 23:22
paparesta
QUOTE
რატომ უნდა გადაიხადოს 10 ლარი ელეკტრონში

იმიტომ, რომ თიბისი ბანკის ბარათები ხშირად ჭედავს ონლაინ საიტებზე და პრობლემებს ქმნის

Posted by: Did_Giorgi 15 Mar 2013, 00:00
paparesta
QUOTE
ეგ ბარათები თითქმის ყველგან უფასოა, ან მახიმუმ 5 $ მდე მერყეობს...

წესით ვიზა კლასიკს, რომელიც სანდო და საიმედოა 50 ერთეული ძირითად ვალუტაში გაყინული ნაშთი სჭირდება
ძირითადად ყველგან ითხოვენ მაგას, თან ეგ ბანკის კი არა, ვიზას ხუშტურია smile.gif
ასე რომ მჭრელ ელექტრონებს მიაწექით
_Lali_- დაუჯერეთ smile.gif


Posted by: GERERO 15 Mar 2013, 14:40
სადებეტო ვიზა კლასიკის გაკეტებას ვაპირებ VTB-ში და მაინტერებს ვისაც შეხება გქონიათ ამ ბანკთან რამდენად სანდოა )) უბრალოდ კარგი პირობები აქვს ))

Posted by: Mr-Banks 15 Mar 2013, 15:36
GERERO


მაინც რა პირობები აქვს?

Posted by: source 3 Apr 2013, 10:29
სადებეტო ბარათები რისთვისაა და რაარის?

Posted by: 1987 5 Apr 2013, 18:40
ხალხო რა მინდოდა მეკიტხა

ეს ბარათები საზღვარგარეთა გამოყენებადია თუ არა?

Posted by: paparesta 5 Apr 2013, 21:52
QUOTE
სადებეტო ბარათები რისთვისაა და რაარის?

drug.gif

Did_Giorgi
QUOTE
წესით ვიზა კლასიკს, რომელიც სანდო და საიმედოა 50 ერთეული ძირითად ვალუტაში გაყინული ნაშთი სჭირდება
ძირითადად ყველგან ითხოვენ მაგას, თან ეგ ბანკის კი არა, ვიზას ხუშტურია


რას ნიშნავს ყველგან ითხოვენ? სულ მცირე 4 -5 ბანკი ვიცი სადაც ვიზა კლასიკზე გაყინულ ნაშთს რომ არ ითხოვენ ... ეს 100 % იანია და არ გეგაკდრება ამის არ თქმა

ვიზას ხუშტურია ?????????? drug.gif

ვიზა რა შუაშია ბანკი იზღვევს თავს და არც ამის არ თქმა გეკადრება





QUOTE
იმიტომ, რომ თიბისი ბანკის ბარათები ხშირად ჭედავს ონლაინ საიტებზე და პრობლემებს ქმნის

_Lali_

ამაში მართალი ხარ ერთხელ დამჭირდა და რომ დავინახე წარწერა "მიმართეთ ბანკ ემიტეტსო" ჩAვიქნიე ხელი (ამხელა ბანკია და ჩემს გარდა ბევრი აღნიშნავს ამ პრობლემას ონლაინ ტრანზაკციებზე თი ბი სი ბორძიკობს)
* * *
1987
QUOTE
ეს ბარათები საზღვარგარეთა გამოყენებადია თუ არა


რა თქმა უნდა, ზოგიერთი ბანკის ვიზა ელექტრონი მიდის საზღვარგარეთაც ზოგიერთის არა , ვიზა კლასიკი ან მასტერქარდ სტანდარტი ყველგან მიდის ბეზ პრობლემ 100 %, ამექსი ცოტა ფხუკიანი ბარათია მაგის 100 % ნდობა არ შეიძლება საზღვარგარეთ

თუ ბანკი რომელიც ამ ბარათებს გასცემს აქვს ამის ტრ რომ უზრუნველყოს საზღვაგართ პროცესინგი

აი ლიბერთი ბანკის გინდა სადებეტო წაიღე ელეკტრონი ან კლასიკი ან რაც აქვთ , არცერთი ბანკის ბანკომატი არ მიიღებს ( 2 კაცისგან ვიცი რომლებმაც 3 ქვეყანაში ვერ გამოიყენეს ვერსად)

Posted by: Did_Giorgi 6 Apr 2013, 00:25
paparesta
QUOTE
ვიზას ხუშტურია ?????????? drug.gif

ვიზა რა შუაშია ბანკი იზღვევს თავს და არც ამის არ თქმა გეკადრება

biggrin.gif
მართლა ვიზას მოთხოვნაა, უბრალოდ ზოგიერთი ბანკი გვერდს უვლის მაგას და ისე გასცემს, ისევე როგორც ვიზა გოლდებს გასცემენ საქართველოში 50 ლარიანი დეპოზიტით და ეგ სინამდვილეში ვიზასთვის დიდი პრობლემაა, უბრალოდ არ ჩანს იქ, თორემ პეიპალი კი არა, ვიზა და მასტერქარდიც სანატრელი გაგვიხდება.
QUOTE
ამის არ თქმა გეკადრება

ღადაობ ალბათ smile.gif
პირველ რიგში ის იცოდე რომ მემ აქ ვპოსტავ როგორც უბრალო უსერი და არა ბანკის თანამშრომელი ზოგ-ზოგიერთივით. ჩემი აზრი საკუთარია და არა ბანკის პოლიტიკა, ხოდა რასაც ვპოსტავ, ზუსტადაც რომ მეკადრება.
მეორე რიგში კიდე მართლა მასეა - წესით ვიზა კლასიკს სჭირდება გაყინული ნაშთი და თუ რატომ არ აქვს ზოგიერთ ბანკს ეგ მოთხოვნა, უკვე ღრმა საკითხია...

Posted by: paparesta 6 Apr 2013, 21:20
Did_Giorgi

ბანკის თანამშრომელზე ბევრი იციან აქ ხალხმა დამიჯერე...
როცა ვინმეკითხულობს აქ რამეს დახმარებას ელოდება და არა ძვირადღირებულ ბანკებში გადასამიმართება, რა საჭიროა გაყინულ ნაშთიან ბორილა ბანკში მივიდე ფორუმელი როცა ანალოგიური რანგის ბარათს 3 ჯერ უკეთეს პირობებში აიღებს რომელიმე ბანკში , რომლის დასახელებაც იოლი იქნება

QUOTE
მეორე რიგში კიდე მართლა მასეა - წესით ვიზა კლასიკს სჭირდება გაყინული ნაშთი და თუ რატომ არ აქვს ზოგიერთ ბანკს ეგ მოთხოვნა, უკვე ღრმა საკითხია...


არასად არაფერს მოყინულ მიყინულს არ ითხოვენ, სიმართლე თუ გინდა ეგ ბოგის ნაირი ბანკის და კიდე 2-3 მსგავსი კლოუნი ბანკის მოფიქრებულია , უბრალო ხუშტურია რომ კლიენტი გააწამონ და კიდე მეტი აახიონ... მეზარება ეხლა ჩამოთვლა 240 სახელმწიფოა და მგონი მარტო ჩვენთან ჭირდებათ მგონი ნაშთი ანგარიშზე

ვიზას მოთხოვნის გვერდი ავლა lol.gif ვიზა და მასტერი ღმერთEბივით არიან , ვიზა გავარიტ ბოს გავარიტ smile.gif , მაგათ მოთხოვნებს ვერავიინ დაიკიდებს და ვერც გვერდს აუვლის...

Posted by: Did_Giorgi 7 Apr 2013, 00:38
paparesta
QUOTE
როცა ვინმეკითხულობს აქ რამეს დახმარებას ელოდება და არა ძვირადღირებულ ბანკებში გადასამიმართება, რა საჭიროა გაყინულ ნაშთიან ბორილა ბანკში მივიდე ფორუმელი როცა ანალოგიური რანგის ბარათს 3 ჯერ უკეთეს პირობებში აიღებს რომელიმე ბანკში , რომლის დასახელებაც იოლი იქნება

შარზე ხარ
ჯერ ეგ ნაშითი სჭირდებათქო რაზე და როდის დავწერე არც მახსოვს, მეორე- ფორუმია და რასაც მინდა იმას დავწერ და არავის არსად არ ვამისამართებ და მესამეც - თუ შენ იცი, შენ მიეცი რჩევა, მარტო საწუწუნოდ და სხვების პოსტების გასაკრიტიკებლად ნუ შემოხვალ, დაგიშალა ვინმემ?
QUOTE
ბანკის თანამშრომელზე ბევრი იციან აქ ხალხმა დამიჯერე...

არ მჯერა, აბა რატომ კითხულობენ მაშინ?
QUOTE
უბრალო ხუშტურია რომ კლიენტი გააწამონ და კიდე მეტი აახიონ...

კაი

Posted by: Mr-Banks 18 Apr 2013, 18:14
სადებეტო პლასტიკური ბარათების ყველა ტარიფი - http://allbanks.ge/?page_id=25

Posted by: speechl1 21 Apr 2013, 13:33
აქედან -> საქ,ბანკის visa maxima და green amex , მაინტერესებს რომლით შეიძლება ონლაინ გამოწერა?

Posted by: masai_go 26 Apr 2013, 12:51
მოსწავლის ბარათი დამეკარგა და სად შეიძლება აღვადგინო? : )

Posted by: _Lali_ 26 Apr 2013, 13:42
speechless№1
green amex-ით ნამდვილად ვიცი, რომ უპრობლემოდ გამოიწერ

Posted by: ninicool 27 Apr 2013, 07:52
ესე იგი, ვიყავი
რესპუბლიკაში, ვტბ-ში, პროკრედიტში, ტბს-ში და ლიბერთიში.
რესპუბლიკამ მითხრა სადებეტო ბარათზე (ვიზა კლასიკზე) 3.5 ლარი ყოველთვიურად; პროკრედიტმა - წელიწადში 20 ლარი ამათგან პირველი 2 წლის შეგვაქვს წინასწარ; ვტბ-მ თვეში 1.5 ლარი ელექტრონზე, რომელსაც ზოგიერთ საიტზე შეუძლიათ შოპინგი; ტბს - თვეში 1.9 ლარი; ლიბერთიმ წელიწადში 18 ლარი, ამასთან ეს ბარათი ერთწლიანია.

ჰოდა დავანებე თავი.
ისე უკეთესი რომელია თქვენი აზრით.

Posted by: mamulii 7 May 2013, 03:57
გამარჯობა
მინდა სადებეტო ბარათი
პრიორიტეტები - საზღვარგარეთ თანხის განაღდება, ინტერნეტ შესყიდვები, ტერმინალით სარგებლობა,
ასევე რომელიმე სადებეტო ბარათზე თუ არის სარგებელი, ანუ პროცენტები თუ ერიცხება არსებულ თანხას,

Posted by: Parabellum_ 9 May 2013, 04:43
mamulii
ვითიბი უნივერსალი,ვიზა გოლდია იგივე უბრალოდ საზEვარგარეთ უტარიფოდ ნაღდდება

Posted by: paparesta 12 May 2013, 16:33
Did_Giorgi
QUOTE
paparesta
QUOTE
როცა ვინმეკითხულობს აქ რამეს დახმარებას ელოდება და არა ძვირადღირებულ ბანკებში გადასამიმართება, რა საჭიროა გაყინულ ნაშთიან ბორილა ბანკში მივიდე ფორუმელი როცა ანალოგიური რანგის ბარათს 3 ჯერ უკეთეს პირობებში აიღებს რომელიმე ბანკში , რომლის დასახელებაც იოლი იქნება

შარზე ხარ
ჯერ ეგ ნაშითი სჭირდებათქო რაზე და როდის დავწერე არც მახსოვს, მეორე- ფორუმია და რასაც მინდა იმას დავწერ და არავის არსად არ ვამისამართებ და მესამეც - თუ შენ იცი, შენ მიეცი რჩევა, მარტო საწუწუნოდ და სხვების პოსტების გასაკრიტიკებლად ნუ შემოხვალ, დაგიშალა ვინმემ?
QUOTE
ბანკის თანამშრომელზე ბევრი იციან აქ ხალხმა დამიჯერე...

არ მჯერა, აბა რატომ კითხულობენ მაშინ?
QUOTE
უბრალო ხუშტურია რომ კლიენტი გააწამონ და კიდე მეტი აახიონ...

კაი


აი ამას ქვია ტროლაობა , ეხლა დააკვირდი ქვემოთ უილ სმიტის შეფის კალამს და...
user posted image

არაფერი გაგია და არაფერი გინახავს და შეცდომით ხარ ფორუმის ამ განყოფილებაში user posted image

Posted by: Did_Giorgi 12 May 2013, 21:21
paparesta
კიდევ ერთი ასეთი უაზრო პოსტი და დაივორნები ოფტოპიკისათვის
მერე ვის კალამსაც გინდა დააკვირდი

Posted by: 4Motivi 26 May 2013, 22:05
გამარჯობათ, ვინმეს ხომ არ გაქვთ გამოცდილება რომელი ქართული ბანკის ვიზა კლასიკია ყველაზე კარგი პირობების, როცა საზღვარგარეთ მიდიხარ და იქ დაგჭირდება ბანკომატიდან თახის გამოტანა ?

Posted by: Couperwood 27 May 2013, 16:41
4Motivi
QUOTE
ვინმეს ხომ არ გაქვთ გამოცდილება რომელი ქართული ბანკის ვიზა კლასიკია ყველაზე კარგი პირობების, როცა საზღვარგარეთ მიდიხარ და იქ დაგჭირდება ბანკომატიდან თახის გამოტანა ?


ბბ-ის დისქავერი ბარათი.
საზღვარგარეთ განაღდება უფასოა.

დაწვრილებით: http://basisbank.ge/ge/private/plastic_cards/discovery__/

Posted by: Desmond Miles 28 May 2013, 01:26
კეთილო ხალხო. მეტი ინფორმაცია არ გაქვთ პლასტიკურ ბარათებზე?

უნივერსიტეტში მჭირდება სარეფერატოდ...

Posted by: geo_spamer 1 Jun 2013, 21:19
მეგობრებო, მანიბუქერსს თუ იყენებთ რომელიმე?

ბარათს რაც შეეხება, რომელი ბანკის Visa Classic_ს მირჩევთ?
ადვილად რომ გავაკეთო და ხელფასი და ეგეთები რომ არ იყოს საჭირო?

Posted by: Mr-Banks 2 Jun 2013, 00:07
Дезмонд Майлс
QUOTE
კეთილო ხალხო. მეტი ინფორმაცია არ გაქვთ პლასტიკურ ბარათებზე?

უნივერსიტეტში მჭირდება სარეფერატოდ...



http://allbanks.ge/ აქ არის ბარათებზე ინფო


geo_spamer

http://allbanks.ge/?page_id=25 თავად აარჩიე. ელექტრონსაც იღებს მანიბუქერი

Posted by: geo_spamer 5 Jun 2013, 11:07
Mr-Banks
მადლობა 2kiss.gif

Posted by: სვანიძე 19 Jun 2013, 18:51
ექსპრეს ქულები რა პონტია. რა ტარიფებია დახარჯვაზე?



დააგროვეთ Express ქულები და შემდეგ უფასო მგზავრობაზე, მობილურის, კომუნალური მომსახურების, სახლის ტელეფონის, ინტერნეტისა და საკაბელო ტელევიზიის ბალანსზე გადაცვალეთ!

ეს წერი საიტზე მარა რა გავიგო აქედან

Posted by: dj-barca 24 Jun 2013, 03:10
TBC ში სადებეტო ვიზა კლასიკზე(ერთ წლიანზე) 30 ლარს მოითხოვენ ნაშთს?

Posted by: 4Motivi 24 Jun 2013, 06:00
ხომ არ იცით - ინტერნეტში რაღაც თანხას ვიხდი და ითხოვს Address line 1, Address line 2: (optional) City:, ZIP/postal code: Country:
ანუ მისამართებს, ეს ყველაფერი ჩემი მისმართები უნდა ჩავწერო რაც ბანკში თავის დროზე მივუთითე თუ ბანკის მისამართი იწერება ?

Posted by: Kate789 24 Jun 2013, 06:45
4Motivi
http://forum.ge/?showtopic=34487024&view=findpost&p=34798724 yes.gif
არავითარ შემთხვევაში ბანკის მონაცემები არ ჩაწერო.

Posted by: ninicool 24 Jun 2013, 16:13
eMoney Visa ვირტუალური ბარათით ვინმე თუ სარგებლობთ ან თუ გისარგებლიათ და თუ იცით რამე მის შესახებ.

Posted by: atila92 2 Jul 2013, 18:21
მაქვს საქართველოს ბანკის mastercard მინდა თანხის ჩარიცხვა ზედ და აუცილებლად ბანკში უნდა მივიდე?

Posted by: BAKRADZE 6 Sep 2013, 11:06
გამარჯობა, ონლაინ გამოწერისთვის მინდა ბარათის აღება და რომელ ბარათს მირჩევდით? ამაზონიდან და მსგავსი საიტებინდან რომ გამოვიწერო

Posted by: spider77 6 Sep 2013, 18:28
BAKRADZE
QUOTE
გამარჯობა

გაგიმარჯოს.


QUOTE
ონლაინ გამოწერისთვის მინდა ბარათის აღება და რომელ ბარათს მირჩევდით? ამაზონიდან და მსგავსი საიტებინდან რომ გამოვიწერო

თიბისი ბანკის აიქარდი ... user posted image

http://www.tbcbank.com.ge/ge/private/cards/icard/


Posted by: khatia_s 9 Sep 2013, 23:28
QUOTE (atila92 @ 2 Jul 2013, 18:21 )
მაქვს საქართველოს ბანკის mastercard მინდა თანხის ჩარიცხვა ზედ და აუცილებლად ბანკში უნდა მივიდე?

არ არის აუცილებელი , ტერმინალის საშუალებითაც შეგიძლია ჩარიცხო თანხა.

Posted by: †SLaYeR† 11 Sep 2013, 12:00
TBC iCard ის გარდა რა ბარათს მირჩევთ? თანხის გატანა უნდა შემეძლოს ნებისმიერ დროს და ნაშთი რო მედოს არ მაწყობს



Posted by: spider77 11 Sep 2013, 22:58
†SLaYeR†
პარალელურად გახსენი ანაბარი "ჩემი სეიფი" ან საბარათე ანგარიში, ან ორივე ერთად. ამ ანგარიშებზე გექნება თანხა, რომელსაც მართავ შენი სურვილის მიხედვით, შეუზღუდავად, გინდა ბანკომატიდან გაიტან, გინდა ტერმინალში მოხსნი, გინტა დაამატებ, გინდა გამოიტან და ა.შ.

როცა ინტერნეტით რაიმეს შეძენას აპირებ (ინტერნეტში მაიც ხო შედიხარ), იქვე, ინტენეტბანკინგით, ზემოხსენებული ანგარიშებიდან გადარიცხავ საყიდლებისთვის საჭირო თანხას აიქარდზე, მომენტალურად დაჯდება და გაუშვებ დანიშნულებისამებრ. ძალიან მარტივია. აიქარდზე არ გექნება არცერთი თეთრით ზედმეტი. ან თუ დაგრჩა ზედ რამე, ეგრევე გადაიტან უკან და განკარგავ შეხდულებისამებრ.


Posted by: eleonichka 17 Sep 2013, 14:58
გამარჯობა მაინტერესებს შოპინგისთვის რომელი ბარათი უფრო მოსახერხებელია.

Posted by: spider77 17 Sep 2013, 17:38
eleonichka
QUOTE
გამარჯობა მაინტერესებს შოპინგისთვის რომელი ბარათი უფრო მოსახერხებელია.


http://tbcbank.com.ge/ge/private/cards/icard/

Posted by: khatia_s 17 Sep 2013, 21:11
QUOTE (eleonichka @ 17 Sep 2013, 14:58 )
გამარჯობა მაინტერესებს შოპინგისთვის რომელი ბარათი უფრო მოსახერხებელია.

AMERICAN EXPRESS REWARDS CARD + ბარათის დაზღვევაც მოყვება

Posted by: spider77 18 Sep 2013, 10:04
QUOTE
AMERICAN EXPRESS REWARDS CARD + ბარათის დაზღვევაც მოყვება


ხო და მერე მთელი ცხოვრება იხადოს საკრედიტო ბარათის პროცენტები, არა? ... wink.gif

Posted by: Phantom 29 Sep 2013, 10:26
შეიძლება ბევრმა იცის და ბევრმა არა.
როცა მულტი სავალუტო ანგარიშზე გაქვთ ლარი და რამეს ყიდულობთ ინტერნეტში დოლარზე ან ევროზე მაშინ წესით და კანონით ბანკი აკეთებს კონვერტაციას არსებული კურსით რომელიც დღეს უწერიათ მაგათ ყიდვაზე 1 ევრო = 2.2950 ლარი.
მაგრამ კონვერტაციის კურსი ტრანზაქციის შემდეგ რო დავთვალე გამომივიდა 1 ევრო = 2.32 ლარი.
თან რაც ყველაზე მთავარია ეგ კურსი არ ფიგურირებს არსად, მომხმარებელს არ შეუძლია მაგ კურსი ნახოს ბანკის საიტზე, ეგ არის შიდა დახურული ინფორმაცია როგორც ჩანს და მიდის მომხმარებლის პირდაპირი ყვლება.
ისე კი სააერთოდ რამდენად კანონია მაგათი ეგ ქმედება და იგივე ვის ეხება მაგის კონტროლი და ვინ ხუჭავს თვალებს მაგაზე.


Posted by: Mr-Banks 29 Sep 2013, 13:29
Phantom


მიმართე ეროვნულ ბანკს და მანამდე ხელშეკრულებაში ნახე, იქნებ ხელი გაქვს მოწერილი მსგავს რამეზე.....

Posted by: Phantom 30 Sep 2013, 02:54
Mr-Banks
QUOTE
მიმართე ეროვნულ ბანკს და მანამდე ხელშეკრულებაში ნახე, იქნებ ხელი გაქვს მოწერილი მსგავს რამეზე..... 
       

რაზე მაქვს კაცო მოწერილი ???
ყველა ვინც მაგათ ინტერნეტ ბანკს ხმარობს და ჰქონია უცხოურ საიტზე ყიდვის "სიამოვნება" იცის ეგ.
რამდენიმემ მითხრა და რაღაც მომენტში მეჩქარებოდა და გადამავიწყდა ეგ გაფრთხილება ნუ პრინციპში დიდი თანხის არც მიყიდია ~10 ევრო იყო და ჰოი საოცრებაც აღმოვაჩინე მეც რესპუბლიკა ბანკის ჩათლახობა.

QUOTE
მიმართე ეროვნულ ბანკს

უფ რა კაი რჩევაა, უკეთესი იქნებოდა ბიძინას მიმართეო.
ვითომ ეროვნულმა ბანკმა ეგ არ იცის ამდენი ხანი, იციან უბრალოდ ჰკიდიათ როგორც ყველას ყველაფერი ამ ქვეყანაში.

Posted by: Mr-Banks 30 Sep 2013, 10:00
Phantom


მეგობარო, მომისმინე, ეროვნულ ბანკს მიმართე-მეთქი, რომ გეუბნები, არსებობს მაგის სამართლებრივი საფუძველი. ეროვნულმა ბანკმა მომხმარებელთა პრეტენზიების განყოფილება სწორედ ამიტომ შექმნა. დამერწმუნე, 3 ბანკის შესახებ მაქვს მიმართული და სამივე დააკმაყოფილა. ასე რომ, შენი საქმისა შენ იცი. აქ გგონია, ვინმე რაიმეს გაგირკვევს?


სხვა რა გზას ხედავ? დაუპადიეზდებ რესპუბლიკას დირექტორს? თუ უბრალოდ ბრაზს აფრქვევ, მაშინ კი, ბატონო.

Posted by: Phantom 30 Sep 2013, 10:45
QUOTE
სხვა  რა გზას ხედავ? დაუპადიეზდებ რესპუბლიკას დირექტორს?  თუ უბრალოდ ბრაზს აფრქვევ, მაშინ კი, ბატონო.

არა ბრაზს არ ვაფრქვევ აქ მხოლოდ ერთი მიზეზით გავხსენი თემა ხომ ხალხმაც გაიგოს და იცოდეს.

Posted by: Mr-Banks 30 Sep 2013, 10:48
Phantom


გაიგოს, იცოდეს და ვიზრუნოთ, რომ ნაკლებად განმეორდეს.

Posted by: Watch_LB 30 Sep 2013, 14:54
Phantom
QUOTE
ბანკი აკეთებს კონვერტაციას არსებული კურსით


კონვერტაცია ხდება თანხის ჩამოჭრის დღეს ბანკში არსებული კურსით.

მაგალითად გააკეთე 10 ევროს ტრანზაქცია დღეს, როცა კურსი არის 2.295. თანხა ანგარიშიდან შეიძლება ჩამოიჭრას რამდენიმე დღის მერე, როცა კურსი შეიძლება უფრო მეტი იყოს ან უფრო ნაკლები. სამომავლო კურსს კი ვერასოდეს განსაზღვრავ ზუსტად. ისიც გაითვალისწინე, რომ ინტერნეტ ტრანზაქციის ჩამოჭრა შეიძლება 45 დღის განმავლობაში გაკეთდეს თუ სწორად მახსოვს.

რაც მთავარია, ასეა ყველა ბანკში wink.gif შეგიძლია თვითონ რესპუბლიკაში გადაამოწმო. ნახე ამონაწერში როდის ჩამოიჭრა თანხა და რა იყო კურსი იმ დღეს. თუ რამე არ ემთხვევა როგორც მისტერ ბანკსმა გირჩია ეროვნულს დაუკავშირდი.

Posted by: pitershow 30 Sep 2013, 16:55
მე საქ ბანკის ამექსი მაქვს და იქაც მასეა, ანუ უფრო მაღალი კურსით ხდება დაკონვერტირება. მე ამიხსნეს და გაირკვა, რომ კონვერტირების დროს, ბანკი იღებს ზუსტად იმ დღის არსებული კურსით თანხას, მაგრამ მაგას ემატება რაღაც საერთაშორისო შესყიდვისას ბანკში არსებული კონვერტაციის საკომისიო, 0.02% თუ რაღაც, ზუსტად აღარ მახსოვს smile.gif მაგას რომ აცდე, ძირითადი ანგარიში გააკეთე დოლარი, დააკონვერტირეე შენ თვითონ და დოლარის ანგარიშიდან ზუსტად იმდენს ჩამოჭრის, რაც ნივთის ღირს smile.gif

Posted by: Shevchenko andrei 30 Sep 2013, 17:33
ჩათლახობა არაა , ყველგან მასეა lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Link 30 Sep 2013, 18:01
მე რამდენჯერაც ვიყიდე იბეიზე, იმდენჯერ მომაჭრეს იმდენი, რამდენსაც ვრიცხავდი (ვრიცხავდი ზუსტად იმდენს ეკვივალენტს ლარში, რაც პროდუქტი ღირდა დოლარში) ლაპარაკია საქ.ბანკის amex-ზე.

paypal-ი იმ თანხას ბლოკავს, ყინავს თუ რაც არის შესაბამისი ტერმინი - და რამდენიმე დღის (თუ არ ვცდები 1 კვირის) შემდეგ
ეს თანხა გადადის გამყიდველთან.

თანხა იყინება გადახდისასვე! მომენტალურად!
ანუ მაგდაგვარი პრობლემა კონვერტაციის დროს არ მქონია.

user.gif

რავიცი , უბრალოდ დავფიქსირდი user.gif

უი მართლა, ერთი ორჯერ პოკერსტარზე ჩავრიცხე - მინიმალური ჩასარიცხი 10$ -ია , რაც დღევანდელი კურსით
16.64 არის. რომ ჩავრიცხო 17 ლარი, შემდეგ ჩავრიცხო 10$ პოკერსტარზე, დარჩება 36 თეთრი!


შემდეგ 180$ გადმოვრიცხე და ლარებში დაჯდა ზუსტად კურსის მიხედვით yes.gif


შესაბამისად მე მაინც მგონია, რომ ბანკი ხიმანდრობს რაღაცას,იმიტომ რომ მოსახლეობა ინტერნეტში არ ყიდულობს პროდუქტს
რომელიც ათასები ღირს, შესაბამისად თეთრებს არც აქცევენ ყურადღებას. drug.gif

Posted by: Phantom 30 Sep 2013, 20:28
Watch_LB
QUOTE
კონვერტაცია ხდება თანხის ჩამოჭრის დღეს ბანკში არსებული კურსით.

არანაირად, მაგათ აქვთ შიდა კურსი რომელიც არსად ფიგურირებს არ დევს არც საიტზე და როგორც ნაცნობებმა მითხრეს ვისაც მსგავსი შემთხვევა ჰქონდა ერთადერთი ვარიანტი მაგ კურსის გაგების არის უნდა დაურეკო ბანკში და იქ სადღაც რომელიღაც ოპერატორი გეტყვის.
სხვაგან არსად ეგ კურსი არ ჩანსო.


QUOTE
რაც მთავარია, ასეა ყველა ბანკში  შეგიძლია თვითონ რესპუბლიკაში გადაამოწმო. ნახე ამონაწერში როდის ჩამოიჭრა თანხა და რა იყო კურსი იმ დღეს. თუ რამე არ ემთხვევა როგორც მისტერ ბანკსმა გირჩია ეროვნულს დაუკავშირდი.

დაიბლოკა თანხა და ზუსტად რაც დავწერე იმ დღეს ავიღე ის კურსი რასაც ბანკი წერდა საიტზე და რაც გამოვიდა დაბლოკილი თანხიდან ის გამოვთვალე.
ბანკის საიტზე არსებული კურსი არის
QUOTE
1 ევრო = 2.2950

ხოლო გამოვიდა
QUOTE
1 ევრო = 2.32 ლარი.

Posted by: baqari1001 30 Sep 2013, 21:41
გამარჯობათ
თუ იცით ვინმემ შესაძლებელია საქრთველოდან რომელიმე ამერიკის ბანკში ბარათის გახსნა? ვირტუალური ბარათის

Posted by: Did_Giorgi 30 Sep 2013, 22:45
Phantom
პლასტიკური ბარათების თემას მიუერთდა შენი თემა

Posted by: პაწა 30 Sep 2013, 23:54
მაესტრო ბარათი, რომელითაც შემეძლება ინტერნეტში გადახდა რომელ ბანკს აქვს?

Posted by: Watch_LB 1 Oct 2013, 09:33
Phantom
QUOTE
დაიბლოკა თანხა და ზუსტად რაც დავწერე იმ დღეს ავიღე ის კურსი რასაც ბანკი წერდა საიტზე და რაც გამოვიდა დაბლოკილი თანხიდან ის გამოვთვალე.

დაბლოკვის დროს კი არა ჩამოჭრის დროს არსებული კურსი უნდა აიღო.

Posted by: _Lali_ 1 Oct 2013, 10:18
პაწა
QUOTE
მაესტრო ბარათი, რომელითაც შემეძლება ინტერნეტში გადახდა რომელ ბანკს აქვს?

საქართველოს ბანკს, ოღონდ ყველა საიტზე არ გადის

Posted by: პაწა 1 Oct 2013, 12:08
QUOTE
ყველა საიტზე არ გადის

თვითმფრინავის ბილეთების საყიდლად მინდა, 32 ევროთი იაფია მაესტროთი გადახდის შემთხვევაში

Posted by: _Lali_ 1 Oct 2013, 12:50
პაწა
ქართულ საიტზე თუა საუბარი, მანდ ყველა ბანკის ყველანაირი ბარათი გავა, თუ ონლაინ ყიდვა აქვს საიტს

Posted by: speechl1 12 Oct 2013, 02:24
კომპეტენტურებოოო, მირჩიეთ ონლაინ შოპინგისთვის თიბისი კლასიკ ქარდი ჯობია თუ ლიბერთის ქარდი, რომელი უფრო სწრაფად და უპრობლემოდ მუშაობს? და რომელი უფრო იაფი ჯდება თავისი საკომისიოებით? ერთი ღარიბი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი რომ იყოს რა biggrin.gif

Posted by: Mr-Banks 12 Oct 2013, 02:50
speechless№1

http://tbcbank.ge/ge/private/cards/icard/


ეს ჯობია smile.gif

Posted by: _Lali_ 12 Oct 2013, 15:32
speechless№1
მაგ ორივეს საქართველოს ბანკის ჯობია ან კორ სტანდარტ ბანკის

Posted by: spider77 12 Oct 2013, 22:18
_Lali_
QUOTE
მაგ ორივეს საქართველოს ბანკის ჯობია ან კორ სტანდარტ ბანკის

აბა ჩამოარაკრაკე რითი ჯობია ?! wink.gif


თიბისი ბანკის აიქარდზე შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად უპრობლემოდ მუშაობს, აბსოლტურად ყველა საიტზე (რომელსაც საქართველო უბრალოდ დაბლოკილი არ აქვს, საქართველო და არა რომელიმე ბანკის ბარათი). სისწრაფეზე ლაპარაკი ზედმეტია, მომენტალურად აისახება ყველაფერი. ფასი სტუდენტებისთვის 5 დოლარი წელიწადში, დანარჩენებისთვის 10.


Posted by: _Lali_ 12 Oct 2013, 22:42
spider77
არ ჩამოვარაკრაკებ! პრაქტიკამ აჩვენა, რომ თიბისის ბაათები ზოგჯერ ზოგიერთ საიტებზე ჭედავს...

Posted by: spider77 13 Oct 2013, 00:45
_Lali_
QUOTE
თიბისის ბაათები ზოგჯერ ზოგიერთ საიტებზე ჭედავს...

რომელმა პრაქტიკამ ???

თუნდაც 1 მაგალითი თუ შეიძლება ... fingal.gif
* * *
QUOTE
პრაქტიკამ აჩვენა

"ენას ძვალი არ აქვს" ქალბატონო "ლალი", სანამ კონკრეტულ ფაქტებს არ მოიყვანთ, უფლებას ვიტოვებ ვივარაუდო, რომ თქვენ მიზანმიმართულად ეწევით საზოგადოების დეზინფორმირებას wink.gif

Posted by: speechl1 13 Oct 2013, 21:17
Mr-Banks
და icardით ოშოპინგის გარდა სხვა ოპერაციების შესრულება ხო შესაძლებელია, გადარიცხვები და თანხის განაღდება?

* * *
_Lali_
QUOTE
მაგ ორივეს საქართველოს ბანკის ჯობია ან კორ სტანდარტ ბანკის


საქ.ბანკში მინიმალური ნაშთი უნდაო, მერე ბარათის ღებაც უფრო ძვირია სხვებთან შედარებით, და მაგიტომ გამოვრიცხე

Posted by: spider77 13 Oct 2013, 22:01
speechless№1
QUOTE
და icardით ოშოპინგის გარდა სხვა ოპერაციების შესრულება ხო შესაძლებელია

არა, სხვა ოპერაციები სშეუძლებელია, ზუსტადაც ინტერნეტშოპინგზეა გათვლილი (თან ნებისმიერ შესყიდვაზე სმარტქულები გემატება, ლარებში რო გადავიყვანოთ, 100 ლარინს ექვივალენტზე 1 ლარი).
ვინმემ რომც გაგიფროდოთ ინტერნეტში ბარათის მონაცემები, დუბლიკატს ვერ დაამზადებენ და სადმე მექსიკაში ან თურქმენეთის ბანკომატში ვერ გაანაღდებენ. ვერც პოსტერმინალში ვერ გამოიყენებს ვერავინ.

რაც შეეხება გადარიცხვებს, ამისთვის მეორე ანგარიში და ინტერნეტბანკინგი გახსენით, რა პრობლემაა, აბსოლუტურად უფასოა. აიქარდიდან სხვა ანგარიშზე (ან პირიქით) თაბხის გადასმა მომენტალურად ხდება ინტერნეტბანკინგით და დაასრულებთ თუ არა ტრანზაქციას მეორე ანგარიშზე უკვე ასახული იქნება თანხა. სათქმელად ცოტა ჩახლართულიადა შეიძლება ვინმეს მოეჩველოსრთულად, სინამდვილეში ძაან მარტივია, სადმე თანხა რო გადარიცხო, (ან შოპინგისი დააპირო) ხო მაინც უნდა შეხვიდე ინტერნეტბანკინგში, ჰოდა წამებში ხდება ყველაფერი.

Posted by: murphy 13 Oct 2013, 22:09
გამარჯობათ უბრალოდ მაინტერესებს TBC Prime Card ის გამოყენებით თუ შეიძლება ამაზონზე რაიმეს ყიდვა

Posted by: spider77 21 Oct 2013, 12:13
QUOTE
გამარჯობათ

გაგიმარჯოს.


QUOTE
მაინტერესებს TBC Prime Card ის გამოყენებით თუ შეიძლება ამაზონზე რაიმეს ყიდვა

უპრობლემოდ.
წარმატებები ... smile.gif

Posted by: Giji-Gogo-Zeppelin 22 Oct 2013, 01:06
speechless№1

TBC ბანკის iCard არის კარგი ონლაინ შოფინგისთვის. წლიური მომსახურების საკომისიოა 10 აშშ დოლარი.

Posted by: Moor 24 Oct 2013, 00:09
საკრედიტო და სადებეტო ბარათებს შორის რა პრინციპული სხვაობაა, იცით?

არა, ხო? ვაი ვაი

Posted by: Mr-Banks 24 Oct 2013, 01:33
Moor
http://allbanks.ge/?page_id=24

Posted by: avto999 30 Oct 2013, 16:44
თუ იცით ექსპრეს ქარდით საღვარგარეთ გამოვიტან თანხას?

Posted by: ilelagi 3 Nov 2013, 19:02
შეიძლება აქ იყო ეს კითხვა, მაშინ მაპატიეთ.
რომელი ბარათიდანაა ყველაზე იაფი ბანკომატიდან ნაღდის გამოტანა?

Posted by: spider77 3 Nov 2013, 22:46
ilelagi
რომელი ბანკის ანგარიშიდანაც აპირებ თანხის განაღდებას (ანუ რომელი ბანკის ბარათიცაა), იმ ბანკის ბანკომატიდან თუ გაიტან, ხშირ შემთხვევაში 0%-ია.

თუ დააკონკრეტებ(თ) კითხვას (ანუ ფატქიური მოცემულობა რა არის}, უფრო დავაკონკრეტებ(თ) პაუხსაც ... biggrin.gif

Posted by: ilelagi 4 Nov 2013, 20:34
spider77
QUOTE
თუ დააკონკრეტებ(თ) კითხვას (ანუ ფატქიური მოცემულობა რა არის}, უფრო დავაკონკრეტებ(თ) პაუხსაც ...

კი ბატონო.
საქართველოს ბანკი + პრივატბანკი+ ლიბერტი+პროკრედიტბანკი.

Posted by: spider77 4 Nov 2013, 23:52
ilelagi
QUOTE
საქართველოს ბანკი + პრივატბანკი+ ლიბერტი+პროკრედიტბანკი

აბა რა გავიგო(თ) ესე?

შეგიძლია კითხვა ჩამოაყალიბო თავიდან ბოლომდე? ... ცოტა კონკრეტულად, ისე რომ მიკიბულ-მოკიბული არ იყოს.

სად (ანუ რომელ ქვეყანაში) აპირებ გამოტანას. თანხა რამდენია (ცოტა, ბევრი, ძალიან ბევრი). უნდა ჩაგირიცხონ. ქეშად შეტანილის გატანას აპირებთ. კონკრეტულად რომელიმე ბანკის ანგარიშზე უნდა ჩაირიცხოს თუ??? მოკლედ ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს.

Posted by: donrobita 5 Nov 2013, 00:56
QUOTE
რომელი ბარათიდანაა ყველაზე იაფი ბანკომატიდან ნაღდის გამოტანა?



"ძმატცი სესხი მინდა და რომელი ბანკი იძლევა იაფად?"

ესეთი კითხვაა დაახლოებით biggrin.gif

Posted by: ilelagi 6 Nov 2013, 11:35
donrobita
QUOTE
"ძმატცი სესხი მინდა და რომელი ბანკი იძლევა იაფად?" ესეთი კითხვაა დაახლოებით 

კი, "ჩაინიკი" ვარ biggrin.gif

spider77
QUOTE
სად (ანუ რომელ ქვეყანაში) აპირებ გამოტანას. თანხა რამდენია (ცოტა, ბევრი, ძალიან ბევრი). უნდა ჩაგირიცხონ. ქეშად შეტანილის გატანას აპირებთ.  კონკრეტულად რომელიმე ბანკის ანგარიშზე უნდა ჩაირიცხოს თუ??? მოკლედ ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს.

ქეშად გამოტანა(ბანკომატი, სალარო) მინდა თბილისში, კერძოდ ვფიქრობ ავიღო ან "პრივატბანკის" ან "საქართველოს ბანკის" საკრედიტო ბარათები.
ვნახე მაგათ საიტებზე და ბანკომატიდან გამოტანაზე არის დაახლოებით 4%, რაც ძვირია ჩემი აზრით.
ჰოდა, არის სხვა ბანკებში უფრო იაფი ეს ოპერაცია, ამის კითხვა მინდოდა.
გასაგებად ჩამოვაყალიბე?

Posted by: spider77 6 Nov 2013, 12:57
ilelagi
QUOTE
გასაგებად ჩამოვაყალიბე? 

არა.

მე დაგისვამ მაშინ კითხვას.

ფული ბანკისგან უნდა ისესხო, ვინემ უნდა ჩაგირიცხოს, ნაღდი უნდა შეიტანოს ანგარიშზე თუ საიდან, რა ფულს ელოდები???

ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

Posted by: ilelagi 6 Nov 2013, 13:21
spider77
QUOTE
მე დაგისვამ მაშინ კითხვას.ფული ბანკისგან უნდა ისესხო, ვინემ უნდა ჩაგირიცხოს, ნაღდი უნდა შეიტანოს ანგარიშზე თუ საიდან, რა ფულს ელოდები???ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

საკრედიტო ბარათზეა საუბარი, ანუ ფული ბანკმა უნდა ჩამირიცხოს (ბარათზე)

Posted by: spider77 6 Nov 2013, 14:07
ilelagi
QUOTE
საკრედიტო ბარათზეა საუბარი, ანუ ფული ბანკმა უნდა ჩამირიცხოს (ბარათზე)

მოკლედ, როგორც მივხვდი, ფული გჭირდება და გადაწყვიტე საკრედიტო ბარათის აღება.

ჩემი რჩევა:
თუ შემოსავალი გაქვს და ბანკში არ გაქვს რაიმე სახის სესხი, ჯობია სესხი აიღო და ის იხადო, ვიდრე საკრედიტო ბარათს შეეჭიდო.
ხოლო, თუ მაინცდამაინც საკრედიტო ბარათი გადაწყვიტე, მაშინ უნდა აიღო ყველა ბანკის ინფორმაცია, შეადარე ერთმანეთს მონაცემები და რომელსაც უფრო დაბალ პროცენტიანი ექნება ის აიღე. მანდ ბარათით განაღდების საკომისიოს გარდა ყურადღება მიაქციე თვითონ სესხის (არადა ეს თავისი შინაარსით სესია) წლურ პროცენტს.

და მაინც გირჩევ, პირდაპირ სესხი აიღე (თუ აუცილებლად გჭირდება ფული).

Posted by: ilelagi 6 Nov 2013, 14:29
spider77
QUOTE
თუ შემოსავალი გაქვს და ბანკში არ გაქვს რაიმე სახის სესხი, ჯობია სესხი აიღო და ის იხადო, ვიდრე საკრედიტო ბარათს შეეჭიდო.ხოლო, თუ მაინცდამაინც საკრედიტო ბარათი გადაწყვიტე,  მაშინ უნდა აიღო ყველა ბანკის ინფორმაცია, შეადარე ერთმანეთს მონაცემები და რომელსაც უფრო დაბალ პროცენტიანი ექნება ის აიღე. მანდ ბარათით განაღდების საკომისიოს გარდა ყურადღება მიაქციე თვითონ სესხის (არადა ეს თავისი შინაარსით სესია) წლურ პროცენტს.

გასაგებია.
მადლობთ.

Posted by: cruella 11 Nov 2013, 21:01
ჩვეულებრივ სადებეტო ბარათებს რომ აქვს განაღდების ლიმიტი ერთ დღეზე, ეგ 24 საათში განაღდების ლიმიტს გულისხმობს და არა თარიღით ხო ?

Posted by: არწივი9 13 Nov 2013, 19:32
ხალხო, მე ახლა მაქვს ბარათი VISA ELECTRON, მაგრამ გარკვეული მიზნისათვის მითხრეს რომ უნდა ავიღო VISA CLASSIC, საამისოდ "საქართველოს ბანკში" (იქ ავიღე რამდენიმე კვირის წინ VISA ELECTRON ბარათი) უნდა მივიდე? რა ეღირება ეს? rolleyes.gif

Posted by: რასტრელი 14 Nov 2013, 12:01
მეგობრებო გამარკვიეთ რა რომელია ამექსზე cvc ?

წინ რო აწერია მარჯვნივ 4 ნიშნა.. თუ უკან რო ბარათის ნომერი აწერია იმის ბოლო 4 ? biggrin.gif


ამექს ბლუზეა საუბარი



გავარკვიე.. წინა 4 ყოფილა smile.gif



Posted by: meocnebe777 29 Nov 2013, 14:28
გამარჯობათ.ვინმე თუ სარგებლობს ლიბერთის შოპინგ ქარდით.და მაინტერესებს პირობები,მოხმარებული თანხის რამდენ პროცენტს იკავებს ბანკი.და თუ რამე იცით იქნებ დაპოსტოთ.ბანკის ვებ გვერდზე ვერ ვნახე დაწვრილებიტი ინფორმაცია.ან ათვისებული თანხის დაფარვა როგორ ხდება და ა.შ.მადლობა

Posted by: mish77384377 21 Jan 2014, 18:52
მაინტერესებს თბს ბანკს რომ აქვს სატარიფო პაკეტს რომ აიღებ ბარათიდან ბანკომატით თანხის გატანა რომ უფასოა

ეგეთი რამე სხვა ბანკს რომელიმეს აქვს?

ანუ ბარათიდან ბანკომატით თანხის გატანა რომ ქონდეს უფასოდ

ეგება დამაკვალიანოთ smile.gif

Posted by: tbilisiforum 7 Feb 2014, 01:20
გამარჯობა, მაინტერესებს როგორ გავიგო რამდენი მაქვს ბარათზე ანგარიში? TBC-ბანკის კარტა მაქვს

Posted by: Internet_Contraband 12 Feb 2014, 00:19
ვინც ერკვევით, თუ არსებობს რომელიმე ისეთი ბარათი, რომლის დამზადებაც/ემისია აშშ-ში ხდება?

Posted by: spider77 12 Feb 2014, 13:42
tbilisiforum
QUOTE
გამარჯობა, მაინტერესებს როგორ გავიგო რამდენი მაქვს ბარათზე ანგარიში? TBC-ბანკის კარტა მაქვს

QUOTE
TBC-ბანკის კარტა მაქვს

შენია? ... wink.gif

თუ, იპოვე? ... fingal.gif


თუ შენია, მარტივია, ბანკომატში ჩადებ და ნახავ ბალანსს. ან ბანკში მიხვალ, ან ინტერნეტბანკინგით.
თუ სხვისია, მაშინ ჰოოო ... spy.gif

Posted by: Did_Giorgi 12 Feb 2014, 20:30
Internet_Contraband
QUOTE
ვინც ერკვევით, თუ არსებობს რომელიმე ისეთი ბარათი, რომლის დამზადებაც/ემისია აშშ-ში ხდება?

ონლაინ შესყიდვებისთვის თუ გინდა, საქართველოს ბანკის ამერიკან ექსპრესებია მასეთი, ოდითგანვე რეგისტრირდებოდა პეიპალზე ამერიკის მისამართით
საკრედიტოც არის და სადებეტოც
სხვა არცერთი
ადრე პროკრედიტს ჰქონდა სადღაც სერბეთში დაბეჭდილი ბარათები და გაუთავდათ მგონი smile.gif

Posted by: Internet_Contraband 13 Feb 2014, 02:25
Did_Giorgi
აჰამ. მადლობა.

ონალინ შესყიდვისთვის მინდა და რესპუბლიკა ბანკის დებიტს ჭედავს, გინდა თუ არა ბელგიაშია გამოშვებულიო. არადა რა შუაშია.


Posted by: kapa111 24 Feb 2014, 22:41
უცხოეთში შოპინგისთვის ყველაზე კარგი რომელიაა? რომელ ბანკში ავიღო რაღირს და ა.შ ვინ დამაკვალიანებთ?

Posted by: spider77 24 Feb 2014, 23:14
kapa111
QUOTE
უცხოეთში შოპინგისთვის ყველაზე კარგი რომელიაა? რომელ ბანკში ავიღო რაღირს და ა.შ ვინ დამაკვალიანებთ?


http://tbcbank.com.ge/ge/private/cards/icard/


Posted by: kapa111 25 Feb 2014, 15:09
spider77

17 წლისას შემიძლია ამის აღება?

Posted by: spider77 25 Feb 2014, 18:54
kapa111
QUOTE
17 წლისას შემიძლია ამის აღება?


კი yes.gif

Posted by: kapa111 25 Feb 2014, 19:07
spider77

დიდი მადლობა smile.gif უბრალოდ ონლაინ შეკვეტით ვერ გავიგე იქ სამსახური და რაღაცეები შესავსები და დავტოვო ცარიელი?

Posted by: avto9617 5 Jun 2014, 13:24
გამარჯობათ, მაინტერესებს master card როგორ ავიღო liberti banki ან saqartvelos banki აკეთებენ მაგას?

Posted by: donrobita 5 Jun 2014, 18:26
avto9617
ლიბერთი აკეთებს

ნებისმიერ სერვის-ცენტრში მიდი
ანგარიში გახსენი (6 ლარი ღირს წლიურად) და ოპერატორს უთხარი მასტერქარდი დაგიმზადოს (ისე ავტომატურად ვიზა კლასიკს ამზადებენ)

Posted by: Kobalty 6 Jun 2014, 10:30
spider77
donrobita
Did_Giorgi
ადრე სტანდარტ ბანკს ქონდა ხოლმე ვიზა თრეველის ტიპის ბარათი. ეხლაც აქვთ მაგრამ საშინელი პირობებით. (1000$-ია თვიური ლიმიტი sad.gif )
ხოდა სამოგზაუროდ, რომელიმე ტიპის ბარათს ხომ ვერ მირჩევდით, რომელიმე ბანკის?
ანუ ნაკლები ან სულაც ნულოვანი საკომისიო რომ ქონდეს, საზღვარგარეთ ბანკომატიდან გამოტანისას?

გმადლობთ..



Posted by: spider77 13 Jun 2014, 11:16
Kobalty
QUOTE
ან სულაც ნულოვანი საკომისიო რომ ქონდეს, საზღვარგარეთ ბანკომატიდან გამოტანისას?

ეგეთი ბარათი არ არსებობს.
ხოლო ბარათიდან განაღდების პროცენტი დამოკიდებულია არა იმაზე რომელი ბანკის ბარათი გაქვს, არამედ იმაზე რომელი ბანკის ბანკომატში ანაღდებ (ანუ იქაური ბანკი აწესებს პროცენტს და ვთქვათ რომელიმე კონკრეტულ ბანკომატში, აქაური რომელი ბანკის ბარათით აიღებ თანხას არანირი განსხვავება არაა, პროცენტს ერთნაირად ჩამოგაჭრის).

ასე, რომ აიღე "თიბისი ბანკის" სადებეტო ბარათი ნებისმიერი და უპრობლემოდ მოიხმარ საზღვარგარეთ, ტერმინალებში თუ გაატარებ საერთოდ არანაირი პროცენტი არ ჩამოგეჭრება. მიდი ნებისმიერ ფილიალში და უფრო დეტალურად აგიხსნიან (ანგარიშის გახსნა და ბარათის აღება უფასოა).

Posted by: Mr-Banks 13 Jun 2014, 11:40
Kobalty


აბა, ნახე ეს http://ge.vtb.ge/personal/cards/exclusive/227986/

Posted by: Moor 13 Jun 2014, 17:51
რეა განსხვავებაა, თბცს MC GOLD მექნება თუ VISA GOLD? ;(

Posted by: __AXL__ 14 Jun 2014, 00:08
გამარჯობათ, მოკლედ ანგარიშის გახსნა მინდა და არ ვიცი რომელი ბარათი ავიღო. რომელს მირჩევთ ? რომელია ყველაზე სანდო და კარგი? ევროპაში ვაპირებ წასვლას რამდენიმე წლით და იქ რომ უპრობლემოდ გამოვიყენო ისეთი მინდა

Posted by: Moor 14 Jun 2014, 01:20
__AXL__

ევროპაში სადაც იქნები, იქ აიღე ბარათი შენც

ლიბერთი ვიცი რო ვერ ქაჩავს, ერთხელ წამყვა მაგათი ბარათი და მარტო მაღაზიებში ვიყენებდი, თანხა ვერ გამოვიტანე

თბც და საქართველოს ბანკი ნორმალურია, მარა თუ დიდხანს აპირებ გაჩერებას იქაური რომელიმე ბანკის კლიენტი რო გახდე აჯობებს

Posted by: simato 21 Jun 2014, 19:47
გამარჯობა! მსურს ბარათის აღება ონლაინ შენაძენების განხორცილებისთვის(ძირითადათ) და რომელი უნდა ავიღო, სად და რა ჯდება?არასდროს არ მქონია არანაირი ბარათი და ვერ ვერკვევი მაგათში და იქნებ თქვენ მირჩიოთ რიმელი ჯობია.

p.s.რუსეთში მიწევს ხშირად გასვლა და იქნებ ისეთი ბარათი მირჩიოთ რომელიც ონლაინ შენაძენების გარდა რუსეთშიც შეიძლება გამომადგეს(თუ დამჭირდა) რამეში.

Posted by: DeNiro94 25 Jun 2014, 23:18
გამარჯობათ ექსპრეს ქარდით შევძლებ ოლაინ გადახდას უცხოეთში?

Posted by: pitershow 26 Jun 2014, 09:53
simato
QUOTE
გამარჯობა! მსურს ბარათის აღება ონლაინ შენაძენების განხორცილებისთვის(ძირითადათ) და რომელი უნდა ავიღო, სად და რა ჯდება?არასდროს არ მქონია არანაირი ბარათი და ვერ ვერკვევი მაგათში და იქნებ თქვენ მირჩიოთ რიმელი ჯობია.
p.s.რუსეთში მიწევს ხშირად გასვლა და იქნებ ისეთი ბარათი მირჩიოთ რომელიც ონლაინ შენაძენების გარდა რუსეთშიც შეიძლება გამომადგეს(თუ დამჭირდა) რამეში.


VTB ის ვიზა კლასიკი აიღე. ონლაინშიც ივაჭრებ და თან მოსკოვშიც თუ მიდიხარ, ვი თი ბი რუსული ბანკია მაინც wink.gif

Posted by: atila92 28 Jun 2014, 15:24
ვიზა ელექტრონზე ფულის შესატანად აუცილებლად ბანკში უნდა მიხვიდე?

Posted by: simato 28 Jun 2014, 17:08
pitershow
მადლობები)..............

Posted by: -gamer- 30 Jun 2014, 15:51
გამარჯობა,
ინტერნეტ საიტზე მინდა მივაბა ელექტრონული შესყიდვების სერვისი, ხომ ვერ მირჩევთ რომელ ბანკს მივმართო ამ საკითხზე, ანუ უცხოეთიდან ვიზა-მასტერკარდით რომ შეიძინონ ჩემი მომსახურება და აქაურ საბანკო ანგარიშზე ჩამერიცხოს თანხა.

Posted by: illmatic 23 Jul 2014, 11:40
გამარჯობა
საქართველოს ბანკის ექსპრესქარდს გამოვიყენებ ონლაინშოპინგისთვის იმ საიტებზე,რომლებიც მასტერქარდს იღებენ?
და ბარათის მოხმარების საკომისიო რამდენია და როდის ჩამოიჭრება? აქციის პირობებში მაქვს აღებული,შარშან ზაფხულს

Posted by: NikoloZoid 23 Jul 2014, 12:27
illmatic

შეძლებ

თვეში 1 ლარი ეჭრება მაგას მარტო. მეტი არაფერი

Posted by: illmatic 23 Jul 2014, 13:37
NikoloZoid
მადლობა 2kiss.gif

Posted by: __AXL__ 9 Aug 2014, 02:05
გამარჯობათ, ისეთი ბარათი მინდა რომ წლირად ძაან თავიც არ გაიგიჟოს და დიდი თანხა არ ჩამომაჭრას. სახარჯად არ მინდა დიდი მხარჯველი მე არ ვარ და უფრო ისეთი მინდა სადაც ფულს გააჩერებ შეაგროვებ ხოდა რას მირჩევთ? რა უნდა ვქნა თან ისეთი უნდა იყოს რომ ევროპაში ყველავარიანტში შევძლო გამოყენება

Posted by: avenged7fold 10 Aug 2014, 17:37
დაბლოკილი ბარათის აღდგენა შესაძლებელია?
მეგობარმა დაბლოკა თავისი ბარათი 2 კვირის წინ და ეხლა აღდგენა უნდა და რამდენად მალე ხდება ეს აღდგენა?

Posted by: /// RiDER 11 Aug 2014, 14:13
online გადახდებისთვის რომელ ბარათს მირჩევთ ???

სადებეტო ასევთქვათ.+ საკომისიოები რომ ნაკლები იყოს.

Posted by: NikoloZoid 11 Aug 2014, 22:28
avenged7fold

2 წამის საქმეა

/// RiDER

visa electron ან express card

პირველის ღირებულება 10 ლარია წლოური + 1 ლარი თვეში. მეორე მარტო 1 ლარი თვეში,ბარათი უფასოა

Posted by: spider77 17 Aug 2014, 23:14
/// RiDER
QUOTE
online გადახდებისთვის რომელ ბარათს მირჩევთ ???

სადებეტო ასევთქვათ.+ საკომისიოები რომ ნაკლები იყოს.




გადახედე. ვფიქრობ მოგეწონება.

http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/icard


Posted by: snex 30 Aug 2014, 02:09
საკუთსარი დიზაინით პლასტიკური ბარათის აღება შეიძლება სადმე? ადრე იყო რაღაცეები მაგრამ ზუსტად არ მახსოვს მგონი თავისი დიზაინებით ქონდათ

Posted by: hydrus 11 Oct 2014, 02:10
ამერიკაში ვარ 3 ჯერ პინკოდი შევიყვანე არასწორად ქართულ ბარათზე
დამებლოკა ბარათი? როგორ გავარკვიო ან როგორ მოვიქცე?

Posted by: spider77 13 Oct 2014, 14:51
hydrus
დაელოდე და მერე სცადე, მაგრამ თუ საბოლოოდ დაგავიწყდა პინკოდი და ვერ იხსნებ, მაშინ ვერაფერს ვეღარ იზავ.

წესით, ასეთ შემთხვევაში, ბარათის მფლობელი ან მისი ნდობით აღჭურვილი პირი (ნატურიუსის მიერ დამოწმებული) უნდა მოვიდეს ბანკში და განაახლოს ბარათი.

Posted by: hydrus 21 Oct 2014, 01:45
spider77
მადლობთ მოგვარდა პრობლემა მომიხსნეს ბლოკი ტელეფონითაც smile.gif

Posted by: billy 7 Nov 2014, 15:39
გამარჯობათ მაინტერესებს 2 რამ:
Visa Electron და Visa Classic შორის სხვაობა დიდია? (შოფინგი ძირითადად ამაზონიდან მექნება)
და მეორე კითხვა:
მინიმალური ნაშთი რას ნიშნავს?
Visa Electron-ს 0 აქვს და Visa Electron-ს 50

Posted by: _Lali_ 7 Nov 2014, 16:10
billy
ამაზონზე პრობლემა არ არის, შეგიძლია წყნარად გამოიყენო ელექტრონი. მე სულ ელექტრონით ვიწერ

ნაშთი ნიშნავს, რომ მუდმივად უნდა გედოს 50 ლარი ბარათზე და იმის ზემოთ შეგიძლია დახარჯო. ჩემი აზრით, დიდი სისუსლელეა. რომელ ბანკს აქვს ეგ?

Posted by: billy 7 Nov 2014, 16:30
_Lali_
საქართველოს ბანკს, ანუ 900 რომ ჩამერიცხება, 850 ლარი დამრჩება, ის 50 ლარი გაიყინება და იდება და იდება ეგრე სანამ ეგ კარტა მაქვს?
აზრი? ხელი თუ ვერ მოვკიდე, დაამატონ ეგ 50 ლარი მაშინ კარტის დამზადების ფასს და ექნებათ smile.gif

Posted by: _Lali_ 7 Nov 2014, 17:31
billy
მართალი გითხრა, არ ვიცი ზუსტად ეგ ნაშთი როგორ მუშაობს. ჯობია თვითონ საქ. ბანკში გაარკვიო.

მეც სულ მაგ ბანკის ბარათები მაქვს, მაგრამ ვიზა ელექტრონი და ვიზა კლასიკი, რომლებსაც არ სჭირდებათ ნაშთი

Posted by: billy 7 Nov 2014, 17:49
_Lali_
ვიზა კლასიკი თუ გაქვს ყველა ვარიანტში გაგიყინავს მაშინ smile.gif
http://bankofgeorgia.ge/retail/ge/plastic-cards/debit-cards/classic-standard

Posted by: _Lali_ 7 Nov 2014, 22:10
billy
უი, მართალი ხარ, შემშლია, ეხლა ვნახე და ექსპრეს ქარდი ყოფილა smile.gif

Posted by: LATITUD3777 15 Nov 2014, 04:41
გამარჯობათ ვიზა ელეკტრონზე საქ-ბანკის, უცხო ქვეყნიდან მაქსიმუმ რამდენი აშშ დოლარის გადმოგზავნაა შესაძლებელი? 2 - 3 მილიონი შესაძლებელია?? თუ სხვა ბარათი უნდა შეიქმნას ეგეთი სერიოზული ოპერაციის გამო ?


პ.ს ერთს თხოვეს რეკვიზიტები გამომიგზავნეო და სჯერა რო გამოუგზავნიან ამხელა თანხას lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: spider77 15 Nov 2014, 19:46
LАTITUDE
QUOTE
.ს ერთს თხოვეს რეკვიზიტები გამომიგზავნეო და სჯერა რო გამოუგზავნიან ამხელა თანხას


ფრთხილად იყოს, ემანდ იქით არ აახიონ.

Posted by: LATITUD3777 16 Nov 2014, 21:51
spider77

რა უნდა აახიონ, ფეხსაცმელს და ტანსაცმელს 5 წელიწადში ერთხელ ყიდულობს lol.gif lol.gif


არადა გაუგზავნა რეკვიზიტები ვიღაცას ეხლა ელოდება თვის ბოლოს 3 მილიონ დოლარსlol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: LaSKeN 17 Nov 2014, 12:21
საქართველოს ბანკის ექსპრეს ბარათით რომელზეც ლარშია შეგიძლია ამაზონზე იყიდო რამე? ავტომატურად აკონვერტირებს დოლარში? და რო ავიღო ეგ ინტერნეტ ბანკი ფასიანია?

Posted by: Cele 20 Nov 2014, 16:34
TBC ფეის აპარატიდან ლუბოი TBC ბარათზე ხო შევიტან თანხას? smile.gif

Posted by: spider77 20 Nov 2014, 18:37
Biancoceleste
QUOTE
TBC ფეის აპარატიდან ლუბოი TBC ბარათზე ხო შევიტან თანხას?

კი.




Posted by: theodous 22 Nov 2014, 17:30
ხალხო ლიბერტი ბანკის ცვვ2 სად ვახო?

მამაცემის პენსიის ბარატზე

აგდარიცხვა გვინდ აგავკეტოთ და smile.gif


ძლაინ გტხოოოოოვტ

Posted by: giorgi_psp3000 22 Nov 2014, 17:50
theodous
ამოატრიალე კარტა და უკან ეწერება სამ ციფრა რიცხვი და ეგაა


user posted image

user posted image

Posted by: spider77 22 Nov 2014, 21:26
theodous
QUOTE
მამაცემის პენსიის ბარატზე

აგდარიცხვა გვინდ აგავკეტოთ და


აჭარაბეთში ხო არ უნდა გადარიცხოთ? ... wink.gif

Posted by: ranhh 25 Nov 2014, 08:23
მასტერქარდის ბარათი სკირლ რო აწერია სად შეიძლება ავიღო ?

Posted by: donrobita 25 Nov 2014, 21:16
theodous
ბაგ პენსიის ბარათს შეზღუდული შესაძლებლობები აქვს

მარტო შეტანა, გადმორიცხული თანხის მიღება და განაღდება ბანკში, ბანკომატებში და ტერმინალებზე.

ვერსად ვერ გადარიცხავთ

Posted by: iphone_21 14 Dec 2014, 03:13
მირჩიეთ რა რომელიმე უწყინარი ბარათი, სადაც ყოველ თვე დამერიცხება სიმბოლური თანხა ლარში და გამოვიყენებ ბარათს მხოლოდ ბანკომატიდან ფულის ასაღებად. (არ მინდა % ხდა და ზედმეტი დანახარჯები)

Posted by: koba71786 21 Dec 2014, 13:36
გამარჯობათ
პლასტიკური ბარათების ტერმინალი მაქ აი ეს
VeriFone Vx610 Wireless Credit Card Terminal
და აქ სადმე ჩავაბარებ ან ვისთან მივიდე რომ იყიდოს? სულ ახალია თავის საბუთებით და ყველაფრით

მაღაზიებში ხომ ეს ტერმინალი გამოიყენება კარტით რომ იხდიან ფულს?

აი ესაა
http://products.merchantwarehouse.com/credit-card-machines/wireless-credit-card-terminals/verifone-vx610
http://www.1nps.com/product/verifone-vx610-mobile-credit-card-machine/
user posted image

Posted by: spider77 21 Dec 2014, 21:23
QUOTE
გამარჯობათ
პლასტიკური ბარათების ტერმინალი მაქ აი ეს
VeriFone Vx610 Wireless Credit Card Terminal
და აქ სადმე ჩავაბარებ ან ვისთან მივიდე რომ იყიდოს? სულ ახალია თავის საბუთებით და ყველაფრით


მოიპარე? spy.gif

Posted by: koba71786 22 Dec 2014, 00:13
spider77
მოვიპარე? რატო უნდა მომეპარა ან საიდან? spy.gif
იქნებ უცხოეთიდან გამომიგზავნეს.იქ მოიპარეს თუ არა ეგ არ ვიცი.როგორ გავიგო საზღვარგარეთ მოპარულია თუ არა? რამე იმეი კოდი ან რამე დამცავი აქ? ეხლა მართლა დამაინტერესაა :-D

Posted by: spider77 22 Dec 2014, 10:45
koba71786
QUOTE
იქნებ უცხოეთიდან გამომიგზავნეს.იქ მოიპარეს თუ არა ეგ არ ვიცი.როგორ გავიგო საზღვარგარეთ მოპარულია თუ არა?

ბევრმა არ იცის მაგ ნივთის პირდაპირი დანიშნულება და არის შემთხვევები რო იპარავენ როგორც ნივთს, მაგრამ ის არ იციან, რომ ეს კონკრეტული ნივთი ცალკე აღებული გამოუსადეგარია. ჯართში თუ ჩააბარებ და 2-3 ლარს თუ მოგცემ ვინმე, თორე ... არავის არ ჭირდება შენი ტერმინალი ... no.gif

Posted by: koba71786 24 Dec 2014, 01:16
spider77
QUOTE
ბევრმა არ იცის მაგ ნივთის პირდაპირი დანიშნულება და არის შემთხვევები რო იპარავენ როგორც ნივთს, მაგრამ ის არ იციან, რომ ეს კონკრეტული ნივთი ცალკე აღებული გამოუსადეგარია.

ცალკე აღებული კი მარა გამოყენებადი ხომ არის?
QUOTE
ჯართში თუ ჩააბარებ და 2-3 ლარს თუ მოგცემ ვინმე, თორე ... არავის არ ჭირდება შენი ტერმინალი ...

რატომ არ ჭირდებათ? მაღაზიებში ასეთი არ დგას?
თუ იცი მითხარი ასეთია მაღაზიებში რო დგას? smile.gif
მერე მეორე რამე პრობლემა შეიძლება შემექმნას საზღვარგარეთ მოპარული თუა? გაუხსნელი იყო ყუთში სულ ახალი
რამე იმეი კოდი აქ ამას?


Posted by: spider77 24 Dec 2014, 11:06
koba71786
QUOTE
ცალკე აღებული კი მარა გამოყენებადი ხომ არის?

QUOTE
თუ იცი მითხარი ასეთია მაღაზიებში რო დგას?

კი ეგეთი დგას მაღაზიებში, მაგრამ მაღაზიაში რო დგას იმას მაღაზია კი არ ყიდულობს ცალკე, არამედ ბანკი აძლევს უკვე ტავისი პროგრამით, ჩაწერილს.

ანუ შენ რო მიხვიდე მაღაზიაში და შესთავაზო, მინიმუმ დაგაპაშოლებენ, მაქსიმუმ პოლიციას გამოუძახებენ.
ბანკს რო მიადგე და შესთავაზო როგორც პროდუქტი, ეგრევე პოლიციას გამოუძახებენ, ბანკს თავისიც ოხრად აქვს გასასაღებელი, შენი 1 კინკილა რა ჯანდაბად უნდა.

ასე, რომ მოპარულია ეგ მეგობარო, მოპარულია სადღაცას და ვინც იპარავდა იმან არც იცოდა, რომ ეს ცალკე აღებული, აბსოლუტურად გამოუსადეგარი ნივთია.

Posted by: koba71786 24 Dec 2014, 20:02
spider77
მადლობა რჩევისთვის smile.gif

Posted by: MONEY2014 27 Dec 2014, 15:50
ბანკის ანგარიშის ნომერი როგორ გავიგო
ლიბერთი ბანკი
პლასტიკური ბარათი მაქ და მანდ ეწერება სადმე მონაცემებში თუ როგორ მოვიქცე?

Posted by: spider77 27 Dec 2014, 19:16
MONEY2014
QUOTE
პლასტიკური ბარათი მაქ და მანდ ეწერება სადმე მონაცემებში თუ როგორ მოვიქცე?

შენი ბარათია თუ სხვისი?

Posted by: nick2010 6 Jan 2015, 12:10
ხალხო ამ საკითხებში ძალიან ცოტა მესმის ამიტომაც თქვენი დახმარება მჭირდება. ელექტრონული საფულის გაკეთება მინდა ანუ პლასტიკური ბარათის რომლითაც შემეძლება ინტერნეტ გადახდების განხორციელება. ვმაგალითად იბაიდან ამაზონიდან და სხვა რომელიმე ქართული ინტერნეტ მაღაზიებიდან საქონლის გამოწერა. როგორც ვხვდები ყველაზე გავრცელებული ვიზა და მასტერქარდია. (ეს ორი სხვადახვა რაღაცაა ხომ biggrin.gif ) ამიტომ რომელ ბანკში უნდა მივიდა აღნიშნული ბარათის დასამზადებლად და რა თანხა უნდა გადავიხადო?

Posted by: gege84 6 Jan 2015, 12:31
nick2010
სტანდარტი საქართველო თბს მიდი ნებისმიერში. მე 6 წელია სტანდარტს ვიყენებ 30 ლარი ჯდება თუ არ მეშლება წელიწადში ეგ ბარათი

Posted by: nick2010 6 Jan 2015, 12:44
gege84

http://bankofgeorgia.ge/retail/ge/plastic-cards/debit-cards/classic-standard ეეს?

ამ სტანდარტით ნებისმიერი საიტიდან შევძლებ გამოწერას? მაგალითად ახლა მე ეს ბარათი Mantis.ge _ სთვის მჭირდება იქ კი ანგარისწორება ან ვიზათი ან მასტერქარდით უნდა მოხდეს

Posted by: _Lali_ 6 Jan 2015, 13:49
nick2010
ვიზა ელექტრონი მაქვს საქ. ბანკის, 10 ლარი ღირს
http://bankofgeorgia.ge/retail/ge/plastic-cards/debit-cards/electron-maestro
და მშვენივრად ვიწერ ამაზონი, იბეი და ა.შ. საიტებიდან და მაგ ქართულ საიტზეც გავა ალბათ, რადგან ვიზაა

Posted by: spider77 6 Jan 2015, 13:54
nick2010
ეს ჯობია (უფრო იაფიცაა):

http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/icard

Posted by: _Lali_ 6 Jan 2015, 13:57
spider77
ეგ ბარათი რამდენწლიანია?

იაფი მაშინაა, თუ 23 წლამდე ასაკის ხარ smile.gif

Posted by: nick2010 6 Jan 2015, 14:35
spider77

მანდედან ფულის გამოტანა შესაძლებელია? ანუ ბანკომატიდან რომ გამოვიტანო ან TBC Pay დან თუ შევძლებ ანგარიშის შევსებას

Posted by: spider77 6 Jan 2015, 15:27
nick2010
QUOTE
მანდედან ფულის გამოტანა შესაძლებელია? ანუ ბანკომატიდან რომ გამოვიტანო

ბანკომატიდან ვერ გამოიტან, მხოლოდ ინტერნეტით შოპინგზეა გათვლილი.
ძალიან მოსახერხებელი ბარათია. თუ მაინცდამაინც ბანკომატიდან გინდა გატანა, ინტერნეტბანკინგით გადასვავ საბარათე ანგარიშზე და გაიტან.

ფეის აპარატიდან თავისუფლად შეავსებ, გინდაც ინტერნეტბანკინგით სხვა ანგარიშიდან გადაირიცხავ და მომენტალურად ასახულია თანხა.

მოკლედ ინტერნეტბანკინგით აკონტროლებ ყველაფერს და ნებისმიერ დროს, ნებისმიერი თანხის გადასმების მერე მომენტალურად ხდება ანგგარიშზე ასახვა და ეგრევე შეგიძლია გამოყენება.


_Lali_
QUOTE
ეგ ბარათი რამდენწლიანია?

2 წლიანია.

Posted by: nick2010 6 Jan 2015, 15:36
კარგით მადლობა ხვალ უნდა გავაკეთებინო

Posted by: 30fyllos 7 Jan 2015, 16:16
გამარჯობათ რესპუბლიკა ბანკის ვისა ელექტრონით http://gadaixade.ge/Services.aspx აქედან გადავიხდი ინტერნეტის ფულს???????

Posted by: nick2010 14 Jan 2015, 14:57
დღეს გამოვიტანე ვიზა ელექტრონი თიბისიდან და ანგარიშის შევსება რომ მინოდა თიბისი ფეის აპარატმა დამიწერა კოდი არასწორია. ინტერნეტბანკინგში ვნახე და ამგარიშს აწერია "არაქტიური" რა ვქნა?

Posted by: _Lali_ 14 Jan 2015, 15:44
nick2010
თიბისი ბანკის ბარათებს მგონი აქტივაცია სჭირდება. ბანკომატში უნდა ჩადო, შეიყვანო პინ კოდი და მორჩა, გააქტიურდება

Posted by: giunagio5 14 Jan 2015, 20:36
ხალხო პლასტიკური ბარათის 16-ნიშნა კოდის დანიშნულება რა არის? გარდა იმისა რომ მისი მეშვეობით ვაკეთებთ ელექტრონულად რაღაცის ყიდვას

Posted by: spider77 14 Jan 2015, 22:56
giunagio5
QUOTE
ხალხო პლასტიკური ბარათის 16-ნიშნა კოდის დანიშნულება რა არის? გარდა იმისა რომ მისი მეშვეობით ვაკეთებთ ელექტრონულად რაღაცის ყიდვას

ცოტაა?

რა უცნაური კითხვაა.

შენთვის (კლიენტისთვის) შესაძლოა სხა დანიშნულება არც ჰქონდეს, მაგრამ სხვა თუ არაფერი, ბანკომატში ან პოსტერმინალში ტრანზაქციის განხორციელებისას ბარათის (და მისი მფლობელის) იდენტიფიცირება პროგრამულად პირველ რიგში სწორედ მაგ ნომრის მიხედვით ხდება.

Posted by: MONEY2014 16 Jan 2015, 15:40
QUOTE (spider77 @ 27 Dec 2014, 19:16 )
MONEY2014
QUOTE
პლასტიკური ბარათი მაქ და მანდ ეწერება სადმე მონაცემებში თუ როგორ მოვიქცე?

შენი ბარათია თუ სხვისი?

მამაჩემისაააააააა რა მნიშვნელობა აქვს

Posted by: spider77 16 Jan 2015, 17:19
MONEY2014
QUOTE
მამაჩემისაააააააა რა მნიშვნელობა აქვს


ვერ გაიგებ, არ გეტყვიან, აკრძალული აქვთ სხვაზე (თუნდაც შვილზე) გასცენ ინფორმაცია, თუ სათანადო მინდობილობა არ გააჩნია.


Posted by: AnEeEeE=]] 11 Feb 2015, 02:38
უცხოეთში გახსნილი ანგარიშიდან რო გამოვტანო ფული საქართველოს ბანომატით რამდენს ჩამომაჭრის საკომოსიოს ხოარ იცით??

Posted by: spider77 11 Feb 2015, 11:20
AnEeEeE=]]
QUOTE
უცხოეთში გახსნილი ანგარიშიდან რო გამოვტანო ფული საქართველოს ბანომატით რამდენს ჩამომაჭრის საკომოსიოს ხოარ იცით??

გააჩნია რომელი ბანკის ბანკომატით გაიტან, ყველას სხვადასხვა ტარიფი აქვს, ნამდვილად არ ვიცი რომელს რამდენი აქვს.

ისე ძაან ბევრს არ გაჭრის, ერთ ტრანზაქციაზე (თუ არ ვცდები) დაახლოებით 5-დან 10 ლარამდე მერყეობს.
ამიტომ თუ იღებ, ჯობია ერთ ჯერზე აიღო მეტი თანხა, ვიდრე ბევრჯერ და ცოტ-ცოტა.

Posted by: Google 15 Feb 2015, 19:27
ქართუ ბანკის ტექნიკური დოკუმენტაცია ხომ არავის გაქვთ ?

Posted by: Shredinger 18 Feb 2015, 18:59
გამარჯობათ. მოკლედ მაქვს სტუდენტური ვიზა ელექტრონი უკვე მეოთხე წელია.
მაქვს რამდენიმე კითხვები.

1) ამაზონზე როცა დავრეგისტრირდი შევიყვანე ჩემი ბარათის მონაცემები(16 ნიშნა ნომერი და ვადის გასვლის თარიღი).
არც CVC კოდი ჩამიწერია ამაზონზე და არც პინ კოდი.
როცა რაიმეს ვყიდულობ თანხას მაჭრის და ჩამომდის ნივთი ჩვეულებრივ მაგრამ:
როგორ აჭრის ჩემი ბარათიდან თანხას როცა არც პინ კოდი მაქ მითითებული და არც CVC თუ CVV კოდი(ბარათის უკანა მხარეს ბოლო 3 ციფრია რომ არის)??

და მეორე კითხვა:
2) როცა ბარათი ავიღე მომცეს პინ კოდი თავისთავად და მის ქვეშ აწერია პაროლი. ეს პაროლი რისთვის გამოიყენება?

Posted by: _Lali_ 18 Feb 2015, 20:22
Shredinger
ზოგიერთი ონლაინ საიტი არ ითხოვს CVC კოდს. ასეთია ზუსტად ამაზონი და პინ კოდი კი მხოლოდ იმისთვისაა, რომ ბარათით გამოიტანო თანხა ბანკომატიდან. ეგ კოდი საიტს არ აინტერესებს.

პაროლს რაც შეეხება, ინტერნეტ ბანკის პაროლი ხომ არ არის? ან ინტერნეტში ონლაინ გადახდების პაროლი?

Posted by: Desmond Miles 18 Feb 2015, 20:34
_Lali_
QUOTE
პაროლს რაც შეეხება, ინტერნეტ ბანკის პაროლი ხომ არ არის? ან ინტერნეტში ონლაინ გადახდების პაროლი?



არა.

ინტერნეტ ბანკის პაროლი ინტერნეტ ბანკისაა და ბარათის პაროლი - ბარათის.
* * *
Shredinger
QUOTE
2) როცა ბარათი ავიღე მომცეს პინ კოდი თავისთავად და მის ქვეშ აწერია პაროლი. ეს პაროლი რისთვის გამოიყენება?


მაგ: ტოტალიზატორებში, თანხის შეტანა - გატანაზე პაროლს ითხოვს და მაგ პაროლს შეიყვან.

Posted by: Shredinger 18 Feb 2015, 20:51
Дезмонд Майлс
_Lali_
გმადლობთ პასუხისთვის smile.gif

Posted by: avto9617 16 Mar 2015, 00:08
visa ბარათი რომელ ბანკში ავიღო რომელი ჯობია?

Posted by: რობი 19 Mar 2015, 14:29
ბრადცი 40$ ამეხა დღეს რაღაც დეით საიტიდან
საქ ანკის ექსპრესია ღამით წამერთვა დილას რო გავიღვიძე დავბლოკე ბარათი და რაც თანხა იყო გამოვიტანე
დაზღვევა არ ჰქონდა sad.gif
რაღაც განცხადებას დაგაწერინებთ ამონაწერში რო გადავა ეგ თანხაო
აქვს აზრი თუ მოვკვდე მშიერი? mad.gif
spider77
NikoloZoid

Posted by: spider77 19 Mar 2015, 18:58
რობი
ყველა ვარიანტში უნდა მიხვიდე და ეცადო შენსას.
სადაური საიტია, ქართული თუ უცხოური?

თუ ქართულია, ჩვენმა პოლიციამ დაამუღმა ეგეთი საქმეების გამოძიება.
უცხოურზე ცოტა რთულდააა საქმე.

უნდა დააზუსტო საიდან გაჟონა ინფორმაიცამ. თუ შენი კომპიდან მოგპარეს მონაცემები, მომავალშI არაა გამორიცხული მსგავსი რამ, ამიტომ ყურადღებით და ფრთხილად უნდა იყო(თ).

Posted by: NikoloZoid 19 Mar 2015, 20:47
რობი

აზრი კი აქვს,მარა მაინც ანაკომები მოიმარაგე biggrin.gif ამონაწერში რო გადავა მერე გამოჩნდება ვინ სად რამდენი წაიღო

Posted by: რობი 19 Mar 2015, 22:23
spider77
NikoloZoid
მადლობები 2kiss.gif
ვცდი მაინც ესეიგი yes.gif

Posted by: 1imereli1 19 Mar 2015, 22:44
avto9617
გააჩნია რისთვის გჭირდება .
რობი
დაზღვევა თუ არ გქონდა თითქმის შანსი არაა თანხის დაბრუნების .
თუ ის ტიპი იპოვეს და დააბრუნებინეს მაშინ კიდე ჰო biggrin.gif

Posted by: Taxmagido 28 Mar 2015, 15:03
გამარჯობათ, მოკლედ რომელ ბანკის ბარათს მირჩევთ? მარტო ონლაინ შოპინგისთვის მჭირდება, სხვა არაფერში არ ვიყენებ, პროკრედიტი არ გამაგონოთ :\ სხვა რომელ ბანკის იქნება უკეთესი პლუს იაფი, უაზრო საკომისიოებით რომ ტვინი არ გაღუნონ?

Posted by: spider77 28 Mar 2015, 20:20
Taxmagido
ზუსტად მაგისთვისაა განგუთვნილი თიბისის "აიქარდი".

მობილურით ვპოსტავ და ლინკს ვერ დაგიდებ.
შედი თიბისის საიტზე და იქ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებ.
რასაც ეძებ ზუსტად ისაა.

Posted by: Future> 2 Apr 2015, 19:33
ვტქქვათ არ ვიცი ჩემი ანგარიშის ნომერი და მაქ პლასტიკური ბარათი.
ასევე არ მაქ აიბანკი ან არ ვიცი მაქ თუ არა.

მოკლედ გავიგებ ანგარიშის ნომერს ბანკში მიუსვლელად?

Posted by: handsome777 3 Apr 2015, 00:19
მეგობრებო ვინმემ ხომ არ შეგიძლიათ მითხრათ უცხოური ტოტალიზატორი Bet-365.Com - დან რომელიმე ქართული ბანკის ბარათზე შეიძლება თანხის გადატანა? დიდი მადლობა წინასწარ ))

Posted by: spider77 3 Apr 2015, 11:50
Future>
QUOTE
გავიგებ ანგარიშის ნომერს ბანკში მიუსვლელად?

ვერა.

Posted by: Frederiko 8 Apr 2015, 21:07
გამარჯობათ! მაქვს საქართველოს ბანკის ექსპრეს ბარათი,როცა ებაიზე რამეს ვყიდულობ ყველაფერს ლარი მიჩვენებს დოლარია ევრო ეგრევე კონვერტაციას მიკეთებს პეიზე და ლარებში გადყავს.არადა ექსპრესზე 3 სხვადასხვა ვალუტის ანგარიში არის.
მინდა რომ როცა ევროა ან დოლარი პირ დოლარს ან ევროს ჩამოაჭრას და არანაირი კონვერთაცია როცა უცხოური ვალუტა მაქვს ანგარიშზე, როგორ მოვიქცე?
ბანკში მითხრეს პეიზე გავქსო მონიშნულიო და იმიტომ არისო არადა პო უმალცანიუ დოლარი აყენია და შემიძლია ევროზე გადავიყვანო მაგრამ ისევ ძველებურად აკეტებს.
რას მირჩევთ?

Posted by: spider77 8 Apr 2015, 21:45
Frederiko
QUOTE
რას მირჩევთ?

აიღე თიბისი ბანკის "აიქარდი".

Posted by: angelozistvaleba 8 Apr 2015, 22:07
Frederiko
მოგწერე საქ ბანკის თემაში თუ კიტხვა გაქ მომწერე

Posted by: anuuu 1 May 2015, 17:28
საზღვარგარეთ გამოსაყენებლად რომელ ბარათს მირჩევთ? ბანკომატიდან გამოტანა და შოპინგი რომ შევძლო და კარგი ტარიფები ქონდეს

Posted by: freedemocrat 1 May 2015, 19:38
anuuu
QUOTE
აზღვარგარეთ გამოსაყენებლად რომელ ბარათს მირჩევთ? ბანკომატიდან გამოტანა და შოპინგი რომ შევძლო და კარგი ტარიფები ქონდეს



http://ksb.ge/ge/retail/cards/special-cards/visa-travel

ამ ბარათს გირჩევ

Posted by: anuuu 4 May 2015, 11:25
QUOTE
freedemocrat

გაიხარე

Posted by: lasha16 4 May 2015, 12:55
გამარჯობათ

მინდა ისეთი საიტიდან ყიდვა როგორიცაა www.newegg.com
ან google wallet-ზე რომელი ბარათი ებმევა?



მაქვს paypal-ზე მიბმული ვერიფიცერბული ორი ლიბერთი ბანკის ვიზა ბარათი. newegg.com-დან როცა გავაკეთე შეკვეთა, ცოტახანში მომივიდა პასუხი რომ შეკვეთა ვერ გაკეთდება ვიდრე ამერიკულ ბარათს არ გამოვიყენებ. როგორც აღმოჩნდა საჭიროა ამერიკული ბარათი სადაც bill და delivery მისამართები ამერიკას უნდა ეკუთვნოდეს.

ვიცი ეს კითხვა ალბათ მილიონჯერ დაისვა მაგრამ, იქნებ ვინმემ მიმითითოს რა უნდა ვქნა.

Posted by: taamo 14 May 2015, 10:01
პლასტიკური ბარათის აღება მინდა და ხომ არ იცით ყველაზე დაბალი საკომისიო რომელ ბანკს აქვს ბარათებზე, ან იქნებ რომელიმე ბანკი საკომისიოს გარეშეც გასცემს პლასტიკურ ბარათს, საქართველოს ბანკი ამზადებს ექსპრეს ქარდს სრულიად უფასოდ და საკომისიოც არ ჩამოგეჭრებაო, მაგრამ ერთხელ უკვე მქონდა ეგ ბარათი და მეორედ უფასოდ აღარ მიმზადებენ biggrin.gif

Posted by: Lady_Bird 14 May 2015, 15:46
წავშლი შეცდომით დავპოსტე თემაში

Posted by: unluckyman 16 May 2015, 22:34
ამერიკან ეხპრესზე მაქვს თანხა, ბარათი დაკარგული მაქვს.

ფულის მოხსნა მინდა და ინტერნეტბანკინგით საკუთარ ანგარიშზე ვერ ვრიცხავ. არის რამე შანსი თანხის გამოტანის ბანკში მისვლის გარეშე?

Posted by: angelozistvaleba 16 May 2015, 22:50
unluckyman
ამექსიდან გადარიცხვა შეუძლებელია. სერვისცენტრიდან სამუსაო საათებში გამონაკლისის სახიტ გაიტან ბარათს ამექსიდან მერე უნდა არადგინო

Posted by: 1imereli1 17 May 2015, 00:06
taamo
QUOTE
პლასტიკური ბარათის აღება მინდა და ხომ არ იცით ყველაზე დაბალი საკომისიო რომელ ბანკს აქვს ბარათებზე, ან იქნებ რომელიმე ბანკი საკომისიოს გარეშეც გასცემს პლასტიკურ ბარათს, საქართველოს ბანკი ამზადებს ექსპრეს ქარდს სრულიად უფასოდ და საკომისიოც არ ჩამოგეჭრებაო, მაგრამ ერთხელ უკვე მქონდა ეგ ბარათი და მეორედ უფასოდ აღარ მიმზადებენ 


ლიბერთის აქვს უფასო მგონი მაგრამ ახალგაზრდა გოგო ხარ და რავიცი givi.gif

თიბისის ვიზა ელექტრონი ღირს 10 ლარი

დანარჩენი არ ვიცი smile.gif

რაც შეეხება ტარიფებს 0.2%ია განაღდება საშუალოდ ყველგან


Posted by: svanch1ka 17 May 2015, 13:59
ლიბერთის ვიზა ბარათით სასტუმრო დავჯავშნე და თავიდან ყინავენ თანხას(ამოწმებენ თუ რეალურია,თუ რაღაც მსგავსი) ხო და მომწერეს რომ არ გამოუვიდათ,მოთხოვნა გააგზავნეს თანხაზე მაგრამ არ მიუღიათ,სურათიც მომცეს ქვითრის... მაგრამ ლიბერთის ინტერნეტ ბანკში ორჯერ მეტი თანხა გამეყინა(ალბათ ერთხელ რომ უჩვენა რომ არ გამოუვიდათ მეორედ სცადეს),თვითონ ოპერაცია არ გამოჩენილა მაგრამ თანხა გაიყინა და ვერ ვიყენებ ვერც იმათ ვუმტკიცებ რომ გამეყინა თანხა და გააუქმონ ტრანზაქცია,მაინტერესებს რამდენხანს იქნება გაყინული ეგ თანხა? ან როგორ მოვიქცე ხომ არ იცი....

Posted by: 1imereli1 17 May 2015, 20:45
svanch1ka
QUOTE
რამდენხანს იქნება გაყინული ეგ თანხა?


სავარაუდოდ ერთი თვე . user.gif

Posted by: svanch1ka 17 May 2015, 21:25
1imereli1
მადლობა გამოხმაურებისთვის,მივწერე ლიბერთის,იმედია უფრო მალე მოგვარდება...

Posted by: lasha16 18 May 2015, 03:29
გამარჯობათ

მინდა ისეთი საიტიდან ყიდვა როგორიცაა www.newegg.com
ან google wallet-ზე რომელი ბარათი ებმევა?


Posted by: freedemocrat 18 May 2015, 13:21
svanch1ka
QUOTE
ლიბერთის ვიზა ბარათით სასტუმრო დავჯავშნე და თავიდან ყინავენ თანხას(ამოწმებენ თუ რეალურია,თუ რაღაც მსგავსი) ხო და მომწერეს რომ არ გამოუვიდათ,მოთხოვნა გააგზავნეს თანხაზე მაგრამ არ მიუღიათ,სურათიც მომცეს ქვითრის... მაგრამ ლიბერთის ინტერნეტ ბანკში ორჯერ მეტი თანხა გამეყინა(ალბათ ერთხელ რომ უჩვენა რომ არ გამოუვიდათ მეორედ სცადეს),თვითონ ოპერაცია არ გამოჩენილა მაგრამ თანხა გაიყინა და ვერ ვიყენებ ვერც იმათ ვუმტკიცებ რომ გამეყინა თანხა და გააუქმონ ტრანზაქცია,მაინტერესებს რამდენხანს იქნება გაყინული ეგ თანხა? ან როგორ მოვიქცე ხომ არ იცი....


იგივე მომივიდა ტბს ბარათზე, სასტუმროს მოაწერინე, რომ ერთხელ უკვე ჩამოგაკლდა თანხა და მერე ეგ გაგზავნე ბანკში

Posted by: svanch1ka 5 Jun 2015, 18:51
გამარჯობათ,გუშინ ჩემი ბარათით (ლიბერთის სადებეტო ბარათი) ინტერნეტში განხორციელდა გადახდა მესამე პირის მიერ და ლიბერთისგან მალევე მომივიდა შეტყობინება რომ დაიბლოკა დროებით ბარათი...შემდეგ მივწერე და მითხრეს,რომ განცხადება უნდა დავწერო და ამის შემდეგ გადაწყვეტენ დამიბრუნებენ თუ არა თანხას(აქამდე სასტუმროს დასაჯავშნად გამოვიყენე ჩემი ბარათის ინფორმაცია და ვერ დავჯავშნე,მომწერეს რომ ვერ განახორციელეს ტრანზაქცია მაგრამ მაგ დღეს და მის შემდეგ დღესაც რაღაც სხვა თანხები დამებლოკა,ანუ ვიღაცამ განახორციელა ტრანზაქცია,მერე მითხრეს რომ 30 დღეში ავტომატურად მოეხსნებოდა ბლოკი..) და მაინტერესებს რა სახის განცხადება უნდა დავწერო და უნდა დავწერო ამ განცხადებაში აქამდე დაბლოკილ თანხაზეც რომელიც ჯერ არ დამჯდარა ანგარიშზე თუ არა?
არის შანსი ეს დაბლოკილი თანხები დავიბრუნო?
გთხოთ მიპასუხეთ...

Posted by: ფუტბოლისტი 23 Jun 2015, 20:45
გამარჯობათ

VTB BANK ის ბარათი Visa Gold Universal ბარათი მაქვს

სამწუხაროდ როგორც გავიგე ამაზონზე ან ნებისმიერ ონლაინ საიტზე შოპინგის დროს სრულიად შესაძლებელია ჩემი ბარათის ინფორმაცია გამოიყენონ.. ბარათის ნომერი და მოქმედების ვადა სრულიად საკმარისია რომ გამოწერონ სხვადასხვა ნივთი..


თვითონ ბანკს არ აქვს რაიმე სახის დაცვის სისტემა არადა 50$ ვიხდი ამ ბარათში წელიწადში და ვიზას საიტზე ვნახე რომ დამატებითი უსაფრთხოებისთვის თუ ბანკმა მიმართა ვიზას, სპეციალურ პაროლს დაადებენ და პაროლის გარეშე ვერავინ გადაიხდის ამ ბარათით..


ხოდა კეთილო ხალხო დამეხმარეთ რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია და ალტერნატიული მეთოდებიც ხომ არ იცით?

პ.ს ჯერ არავინ იცის ბარათის მონაცემები smile.gif მაგრამ სტუდენტი ვარ, უცხოეთში მივდივარ სასწავლებლად და დაზღვეული არაფრისგან არ ვარ smile.gif)

Posted by: spider77 26 Jun 2015, 11:56
ფუტბოლისტი
QUOTE
პ.ს ჯერ არავინ იცის ბარათის მონაცემები

შენ რა იცი, იქნებ უკვე იციან? wink.gif
* * *


svanch1ka
QUOTE
მაინტერესებს რა სახის განცხადება უნდა დავწერო და უნდა დავწერო ამ განცხადებაში

რო მიხვალ რომელიმე ფილიალში, ადგილზე დაგაწერინებენ თვითონ.


QUOTE
არის შანსი ეს დაბლოკილი თანხები დავიბრუნო?

ყველანაირი შანსია,კიც, არაც და ა.შ.
გააჩნია დეტალებს, სად, რა ვითარებაში, რომელ საიტზე გადაირიცხა და ა.შ.

Posted by: Instructor 20 Jul 2015, 18:20
უცხოელ სტუმარს უნდა რომ თავისი მასტერქარდით გამოიტანოს თანხა ბანკომატიდან და როგორ გავიგო რომელ ბანკს ექნება ასეთ მასტერქარდის ბარათზე ყველაზე დაბალი საკომისიო?

Posted by: spider77 24 Jul 2015, 00:34
Instructor
QUOTE
უცხოელ სტუმარს უნდა რომ თავისი მასტერქარდით გამოიტანოს თანხა ბანკომატიდან და როგორ გავიგო რომელ ბანკს ექნება ასეთ მასტერქარდის ბარათზე ყველაზე დაბალი საკომისიო?

სცადე(თ) და ნახავ(თ) biggrin.gif

თუ ერთჯერადად აპირებთ თანხის განაღდებას, რომელიც მოგეწონოთ იმ ბანკომატიდან გაიტანეთ.
დიდი სხვაობა არაა რომელი ბანკის ბანკომატში გაანაღდებთ თანხას, დიდი დიდი 1 ლარი იყოს განსხვავება.

Posted by: gioio85 7 Aug 2015, 23:35
გამარჯობათ,

skrill ის ბარათს ვაკეთებ და მერე მინდა რომ მაგ ბარათით ქართული ბანკების ბანკომატებიდან მოვხსნა ფული, ხოდა რომელ ბანკს აქვს ყველაზე დაბალი საკომისიო ან რამდენია საკომისიო ვინმემ ხომ არ იცით?

Posted by: Davion 12 Aug 2015, 09:46
დოლარს ყველა ბანკომატი არ ანაღდებს, გონი ტბს და ქართუ ანაღდებს ბანკომატით, დანარჩენები ალბათ ლარში გადაიყვანენ თავისი ბანკის კურსით.
\gioio85
QUOTE
skrill ის ბარათს ვაკეთებ და მერე მინდა რომ მაგ ბარათით ქართული ბანკების ბანკომატებიდან მოვხსნა ფული

ეს საკომისიო თვითონ ამ სკრილის ბარათის პირობებში უნდა ეწეროს.

Posted by: gioio85 12 Aug 2015, 10:44
Davion
თვითონ სკრილი მგონი არაფერს არ მართმევს, რაღაც ეგრე ეწერა მაგათ წერილში, დამოკიდებულია თვითონ ბანკებზე რომლის ბანკომატიდანაც გაიტან ფულსო

Posted by: Davion 12 Aug 2015, 12:23
gioio85
QUOTE
თვითონ სკრილი მგონი არაფერს არ მართმევს,

როგორ არ გართმევს, 1.8ევროს გართმევს და თუ სხვა ვალუტაა გადაიყვანს თავისი კურსით, ამის გარდა ადგილობრივმა ბანკმაც შეიძლება პროცენტი დაქვითოსო.
https://www.skrill.com/en/personal/fees/?promo_id=16259633

Posted by: gioio85 12 Aug 2015, 14:26
Davion
ვიაიპი მომცეს და ეტყობა მაგის პროვილეგიებში შედის... მადლობა დახმარებისთვის up.gif

Posted by: INGATO 20 Aug 2015, 18:07
გამარჯობათ მოკლედ დღეს რაღაც სქრილლზე არასწორად გავაკეთე რამდენჯერმე გადარიცხვის დროს და ექაუნთი გამიყინეს და დოკუმენტები უნდა გავუგზავნო ეხლა რო ისევ ჩვეულებრივად ამუშავდეს და ერთი რაღაც ვერ გავიგე რომელი გამოდგება გასაგზავნად

Proof of registered address such as utility bill or bank statement issued within last three months. The bill or statement should contain your name and the address registered in your Skrill account.

აი რა უნდა გავუგზავნო ვერ მივხვდი ბოლომდე

Posted by: iBoss 22 Aug 2015, 12:12

შეიძლებაა რომ რომელიმე ბანკში ეურო/დოლარში შევიტანო თანხა და მათ ის ჯერ ლარში გადაიყვანონ თავიანთი კურსით და მერე მე უკან ისევ თავიანთი კურსით ეურო/დოლარში დამიბრუნონ?

არმინდა ასეთი რამე და სადმე ეგრე ხომ არ ხდება?

Posted by: Rebel=)) 23 Aug 2015, 23:37
მოგესალმებით, ძალიან მჭირდება დახმარება. შეიძლება არასწორ ადგილას ვსვამ კითხვას, მაგრამ გადამამისამართეთ სწორად თუ შეგიძლიათ.

მოკლედ, ერთ-ერთ საიტზე შევიძინე ნივთი, შემდეგ შეკვეთა გავაუქმე და საიტმა მომწერა ფულს დაგიბრუნებთო, ახლა არ მერიცხება და რაღაც ავტორიზაციის პრობლემას მწერს. ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?? ან ეს ტექსტი იქნებ ამიხსნათ რას ნიშნავს.
რაღაც კი გადავთარგმნე და მიხვდი რომ ბარათშიცაა პრობლემა, მაგრამ მაინც ვერ გამოვიტანე კარგად აზრი :/

Thank you for your email!

If your account is a debit card, our authorization may appear as a pending debit, but it is only a hold on the funds that we process when you place an order on our website. For most credit cards, the authorization will be labeled as an authorization or hold affecting your available credit, but not listed as an actual charge on any statement. We do not actually charge your card until the order has shipped.

Unfortunately, there is no mechanism for voiding an authorization - most banks remove authorizations from your account in 7-10 business days if they have not been captured. The time frame for the authorization to be removed is based on your individual banks practices.

Please remember, for your safety we urge you to never send your credit card information via e-mail.

Again, we apologize for the inconvenience that this authorization has caused for you!

Posted by: spider77 24 Aug 2015, 00:38
I_Boss
ეგეთი რამე რუსეთში ხდება, საქართველოში არ გამიგია, ყოველ შემთხვევაში დიდი ბანკები არ შვებიან.

Rebel=))
პირდაპირ იმ ბანკს მიმართე რომლის ბარათიც გაქვს.

Posted by: Davion 24 Aug 2015, 08:25
Rebel=))
ბარათი ალბათ (დიდი ალბათობით) სადებიტო გაქ, როცა გააფორმე ყიდვა დაიბლოკებოდა ის თანხა, როცა გააუქმე ყიდვა- დრო უნდა რომ ეს ბლოკი ამ თანხას მოეხსნას. ინტერნეტ ბამკით თუ შეგიძლია ბარათის ანგარიშის ნახვა გააკონტროლე რა ხდება ანგარიშის ისტორიასი, თუ არა-ბანკში უნდა მიხვიდე და იქ გაარკვიო.
მქონდა ანალოგიური შემთხვევა, დაბლოკილი იყო, მერე საერთოდ არ ჩანდა თანხა, ბოლოს დამიბრუნდა რამოდენიმე დღის შემდეგ. მოკლედ ბანკში უნდა მიხვიდე და იქ გაარკვიო.


Posted by: Rebel=)) 24 Aug 2015, 11:23
spider77
Davion
დიდი მადლობა მეგობრებო, ვითიბის ბარათია და მაგიტო აქვს პრობლემა ალბათ. ბარათი სადებეტოა, ხელფასი მერიცხება და საკრედიტოც რომ იყოს ერთდროულად მასეთი ბარათები არც აქვთ.
მივალ ბანკში და იმედია დამეხმარებიან :/

Posted by: TheAnswer 24 Aug 2015, 11:37
ყველაზე კარგი პირობები სადებეტო(ვიზა ბარათი) ბარათებში რომელ ბანკს აქვს?


თუ ყველა იგივეა?

Posted by: INGATO 24 Aug 2015, 14:23
სქრილს არავინ არ გაეკაროთ 400 ლარი გამიყინეს . ფულის გადარიცხვის დროს რამოდენიმეჯერ არასწორად შევიყვანე იმფორმაცია და ფული გამიქრეს . მაილზე მომწერე პირადობის ასლი გვინდაო რო ვერიფიკაცია გაგატაროთო და მერე ისევ დაგიბრუნებთო და უკვე 1 კვირაა არ მპასუხობენ არადა 5 მესიჯი გავუგზავნე smile.gif

Posted by: ParanoidAndroid 30 Aug 2015, 12:42
გამარჯობა
ბარათიდან 30 დოლარი ჩამომეჭრა დღეს და გადაირიცხა ლუქსემბურგში chkform.com-ზე, არადა მე ხელი არ მიხლია, ბანკში დავრეკე და ხო, საეჭვო ტრანზაქციაა, მაგრამ თანხა სანამ დაბლოკილია ჩვენ ვერაფერს ვიზამთო, თუ გადაირიცხა, მერე დავიწყებთ ძიებასო (სამშაბათს ან ოთხშაბათს)
ვინმეს გქონიათ ასეთი შემთხვევა? ან შეიძლება საერთოდ ვერ დავიბრუნო ფული?

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 30 Aug 2015, 12:47
ParanoidAndroid

იურიდიულად ბანკი უპირობოდ ვალდებულია ანგარიშზე დააბრუნოს აღნიშნული თანხა, მაგრამ ამის რეალიზაციისთვის სასამართლო დაგჭირდება, რადგან არამგონია რომელიმე ბანკმა ეს ვალდებულება თავისი ნებით შეასრულოს, ხოლო 30 დოლარის გამო...


Posted by: ParanoidAndroid 30 Aug 2015, 13:10
LEGEN_wait for it_DARY
ოპერატორმა მოკვლევის შემდეგ, თუ დამტკიცდა უკანანო ტრანზაქცია, დაგიბრუნდება თანხაო, მაგრამ არ მჯერა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეუძლიათ და რისი დამბრუნებლები არიან

Posted by: spider77 8 Sep 2015, 10:51
ParanoidAndroid
QUOTE
ვინმეს გქონიათ ასეთი შემთხვევა?

მსგავსი ფატი ძალიან ხშირია. სამწუხაროდ, შენ არ ხარ არც პირველი და არც უკანასკნელი.
ეგ ტრანზაქცია განხორციელებულია შენი ბარათის მონაცემების გამოყენებით.
ეს მონაცემები კი სხვისთვის (ამ შემთხვევაში ბოროტმოქმედისთვის) ცნობილი გახდა ან უშუალო კონტაქტის შედეგად (ხშირად ხდება, როცა თანამშრომელი ან ახლობელი აკეთებს ასეთ რამეს, ვისაც წვდომა აქვს შენს ბარათთან), ან კომპიუტერში სადაც შენი მონაცემები შეგყვას, ხაკერულად მოხსნილია ეგ ინფორმაცია (ისე ამას დიდი ხაკერობა არ სჭირდება), ძირითადად უცხოელების მიერ.

QUOTE
უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეუძლიათ

პირველ რიგში შენ ხარ პასუხისმგებელი შენი ბარათის მონაცემების დაცულობაზე..
ვიღაცა შენი სახელით და შენი პაროლით რო შევიდეს ვთქვათ შენს ინტერნეტბანკინგში, ვინაა დამნაშავე, შენ თუ ბანკი?
ასევეა ამ შემთხვევაშიც, მე რომ შენი ბარათი მეკავოს ხელში და ამაზონზე რაღაც ნივთი ვიყიდო, ვინაა დამნაშავე, ბანკი? თუ შენ, რომელმაც მე, შენს მეგობარს მომეცი საშუალება შენს ზურგს უკან ასეთი რამე გამეკეთებინა?
კაი არ ვარ შენი მეგობარი, ხაკერი ვარ (დამნაშავე ჩვეულებრივი) და შენს კომპიუტერში შემოვძვერი და ლოგებიდან შენი ბარათის მონაცემები მოვიპარე, შენს პირად კომპში ნორმალური ანტივირუსი თუ არ გიყენია და დაცული არ გაქვს ვინაა დამნაშავე, ბანკი?

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბანკი იკვლევს და თუ მართლაც დადასტურდა რომ ფროდი იყო, იჩენს კეთილ ნებას და ჩაგირიცხავენ შენს თანხას (ანუ ბანკი თავად გადის ზარალზე). ასე, რომ ცოტა თვითკრიტიკაც არ გვაწყენდა, ეგრევე მარტივ გამოსავალს რო ვეძებთ და თითს ვიშვერთ სხვისკენ.

ბანკი იურიდიულად არაა ვალდებული თანხა დაგიბრუნოს, თუ მისი ბრალეულობით არ მოხდა ყოველივე. ხოლო კეთილ ნებას გამოიჩენს თუ არა, ეს სხვა საქმეა. ასევე ზარალის ანაზღაურება და მისი დრო დიდ წილად იმაზეა დამოკიდებული ის ორგანიზაცია, რომელის ანგარიშზეც ჩაირიცხა შენი ბარათიდან მოხსნილი თანხა, აღიარებს თუ არა რომ იყო თაღლითური ტრანზაქცია (შენი განცხადების საფუძველზე შენი ბანკი მიმართავს იმათ, ისე რომ შენ არ გრევენ ამაში და ჩვეულებრივი სასამართლოს მსგავსი დავა იმართება. დამერწმუნე ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა და შენი ბანკი ყოველთვის ცდილობს მაქსიმუმს).


იცი რას გირჩევ?
ბარათი გამოცვალე და გაუფრთხილდი მის მონაცემებს.
და ინეტრენეტსივრცეში შოპინგისათვის კი გამოიყენე რამე დაცული ბარათი (ყველა ბანკს აქვს რაიმე ფორმის ბარათი ინტერნეტშოპინგზე მორგებული) და იქნები მაქსიმალურად დაცული.





LEGEN_wait for it_DARY
QUOTE
იურიდიულად ბანკი უპირობოდ ვალდებულია ანგარიშზე დააბრუნოს აღნიშნული თანხა

რომელ უპირიბო ვალდებულებაზე მესაუბრებით, იქნებ შესაბამისი საკანონმდებლო (ან სხვა) დოკუმენტიდან მომიყვანოთ რამე ციტატა?

ვთქვათ და თქვენ (კონკრეტულად თქვენ არ გგულისხმობთ) არ ხართ კეთილსნდისიერი კლიენტი და თქვენვე გადარიცხეთ თანხა ტოტალიზატორში, წააგეთ, მიხვდით რა სისულელე ჩაიდინეთ და გაიფიქრეთ, მოდი მივალ ბანკში და დავწერ განცხადებას, რომ მე არ გადამირიცხავს ეს ფული და ბანკი უპირობოდ დამიბრუნებს თანხას. იიფ რა კარგია ??? !!! givi.gif
რა, არ უნდა ჩატარდეს მოკვლევა? სინამდვილეში რა მოხდა, ვინ გადარიცხა და საიდან, არ უნდა გაირკვეს? fingal.gif

Posted by: Archer 20 Sep 2015, 23:56
ვსარგებლობ საქართველოს ბანკის მასტერქარდის ექსპრეს ბარათით. ჩართული მაქვს ფუნქცია, რომ მომივიდეს თითოეული განხორციელებული ოპერაციის შესახებ ინფორმაცია მობილურ ტელეფონზე სმს-ის სახით და მომდის ხოლმე კიდეც. დღეს ბილიარდი ვითამაშე და გადასახდელი იყო 15 ლარი და 50 თეთრი. გადავიხადე ბარათით, ხოლო მოლარემ ტერმინალიდან ამოსული ჩეკი არ მომაწოდა. არც მე მოვითხოვე რადგან მობილურზე უნდა მოსულიყო სმს ვიცოდი. სმს არ მოვიდა. ყურადღება არ მივაქციე. ახლა ინტერნეტბანკის მეშვეობით ვნახე რომ 17.50 ლარი ჩამოუჭრია. მომეშალა ნერვები. რატომ არ მომივიდა სმს?

Posted by: spider77 21 Sep 2015, 14:31
Archer
QUOTE
რატომ არ მომივიდა სმს?

შეიძლება ბანკის ბრალი არც იყოს.

Posted by: Archer 26 Sep 2015, 00:16
spider77
QUOTE
შეიძლება ბანკის ბრალი არც იყოს.

აბა ვისი ბრალია? განხორციელდა ტრანზაქცია. უნდა მოსულიყო სმს. არ მოვიდა

Posted by: spider77 26 Sep 2015, 11:20
Archer
QUOTE
განხორციელდა ტრანზაქცია. უნდა მოსულიყო სმს.

ტექნიკურ მხარეს ვგულისხმობ.

გავანებოთ ბანკს თავი, ვთქვათ ვიღაცამ გამოგიგზავნა სმს და შენ ვერ მიიღე შენს მობილურზე, გამომგზავნისგან დამუკიდებელი რაიმე ტექნიკური მიზეზის გამო, გამორიცხავ ასეთ ვარიანტს?

Posted by: Archer 27 Sep 2015, 20:38
spider77
რაღა მაინცდამაინც მაშინ მოხდა ეგ როცა 2 ლარით მომატყუეს biggrin.gif

Posted by: spider77 27 Sep 2015, 21:59
Archer
QUOTE
რაღა მაინცდამაინც მაშინ მოხდა ეგ როცა 2 ლარით მომატყუეს

სხვათაშორის ძალიან ხშირად ხდება და დაიმახსოვრეთ, სმს-ები მაინც და მაინც სანდო არაა და ზედმეტად ნუ დაეყრდნობით მას.
რაღაც მომენტში შეიძლება ვერც მიიღოთ იგი.

Posted by: 1imereli1 5 Oct 2015, 20:36
.............................................................................................

Posted by: Shiva> 28 Oct 2015, 16:13
მალე 18 წლის ვხდები და ჩემი საქმისთვის რამე ისეთი ბარათი მჭირდება ონლაინში რომ შევძლო თანხის სწრაფად, დაცულად და ეფექტურად .გადახდა / მიღება (ფეიფალზე დაბრუნებული ფულის აღებას კვირები რომ არ უნდებოდეს) . რომელი ბანკისას მირჩევთ?

Posted by: ხელცქვიტი 31 Oct 2015, 14:50
მინდა ასეთი რამე:
გავხსნა ანგარიში რომელიმე ბანკში, საიდანაც მინდა გადავრიცხო ფული უცხოეთში (ანუ მინდა ისეთი ანგარიში, საიდანაც გადარიცხვა ყველაზე იაფი დამიჯდება) და შემდეგ პერსპექტივაში ავიღო ბარათი ამავე ბანკში და ეს ბარათი მივაბა ზემოთხსენებულ ანგარიშს ისე, რომ როცა იმ ანგარიშზე ფული დაჯდება ბარათიდან შემეძლოს გამოტანა. ანუ უფრო გასაგები რომ იყოს, ბარათის აღება და იქიდან ფულის გადარიცხვა არ მაწყობს, იმიტომ რომ პროცენტს მაჭრიან - მირჩევნია სკრილით ან რამე ასეთით გადავრიცხო (უფრო ნაკლები ჯდება) და მერე საჭიროებისამებრ ბარათი ავიღო.
რომელ ბანკში შეიძლება ამის გაკეთება ყველაზე იაფად?

Posted by: spider77 2 Nov 2015, 13:31
ხელცქვიტი
QUOTE
რომელ ბანკში შეიძლება ამის გაკეთება ყველაზე იაფად?

ამ კითხვაზე რო ვინმემ გაგცეს პასუხი, უნდა იცოდეს ყველა ბანკის პროდუქტები (პრეისკურანტები და ა.შ.) ზეპირად biggrin.gif
ეჭვი მეპარება fingal.gif

QUOTE
სკრილით ან რამე ასეთით გადავრიცხო (უფრო ნაკლები ჯდება)

ვითომ?

და რა პრობლემაა, გახსენი აქაურ ბანკში საბართე ანგარიში, შეიტანე თანხა და ის ბარათი წაიღე.
ნებისმიერ ქვეყანაში პოსტერმინალში გაატარებ უპროცენტოდ და თუ ქეში დაგჭირდა ერთჯერადად გაანაღდებ და ეგაა (დაახლოებით 5 დოლარს მოგაჭრის, ყველა ბანკს სხვადასხვა ტარიფი აქვს).

Posted by: ხელცქვიტი 2 Nov 2015, 23:39
spider77
მადლობა პასუხისთვის.
დღეს ვიყავი და მოკლედ ასე გადავწყვიტე: ავიღებ ბარათს - 15 დოლარი ჯდება და ეგდოს - და ამ ბარათის ანგარიშიდან გადავრიცხავ ფულს. დიდი განსხვავება არაა - ასე 0,2%-ს, მინიმუმ 15 დოლარს ითხოვენ, ჩერეზ ინტერნეტი გადარიცხვა 20 დოლარი ჯდება. ამიტომ ხვალ რო მივალ ბარათის ასაღებად, ბარემ ფულს წავიღებ და გადავრიცხავ.

Posted by: ikooki 30 Jan 2016, 10:44
ამაზონ, 6პმ და მსგავსი საიტებისთვის რომელი ბარათი აჯობებს, რომელია ყველაზე იაფი? ksb ბანკის ვიზა კლასიკი კარგია?

Posted by: Anatoly_Onoprienko 24 Apr 2016, 17:40
ikooki
QUOTE
ksb ბანკის ვიზა კლასიკი კარგია?

კლასიკი რათ გინდა? რატო უნდა გადაიხადო ზედმეტი მე ამავე ბანკის ვიზა ელექტრონი მაქვს და მშვენივრად ვიწერ ამაზონიდან და იბეიდან 6პმ არ მიცდია.

Posted by: MaZarda 22 May 2016, 21:16
ისე რომ დაუკვირდე საქართველოში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვიზა ელექტრონი გექნება თუ ვიზა კლასიკი. ერთნაირად მუშაობენ, ამიტომ კლასიბებში ტყუილად ფული არ ყაროთ.

Posted by: Giorgijee 30 May 2016, 18:20
http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/debit-card-mix ამის აღებას ვაპირებ...

ანუ ეს ბარათები გასაღებივითაა

ანგარიშიდან თანხის გამოტანა მარტო ბარათითაა?

Posted by: Old Rap 31 May 2016, 16:09
ბარათის გაუქმებაროგორ ხდება? ანუ ანგარიშს რო აკეთებ ბარათიც ავტომატურად გჭირდება?
ან ბარათს თუ აიღებ ანგარიში გიკეთდება ავტომატურად?

Posted by: sandre545 1 Jun 2016, 23:11
Old Rap
შეგიძლია მარტო მიმდინარე ანგარიში გახსნა ბარათის გარეშე


ბარათს თუ იღებ ავტომატურად საბარათე ანგარიში გაქვს და შესაბამისად დამატებით მიმდინარე ანგარიშის გახსნა აღარ არის საჭირო

Posted by: Old Rap 3 Jun 2016, 10:48
QUOTE (sandre545 @ 1 Jun 2016, 23:11 )
Old Rap
შეგიძლია მარტო მიმდინარე ანგარიში გახსნა ბარათის გარეშე


ბარათს თუ იღებ ავტომატურად საბარათე ანგარიში გაქვს და შესაბამისად დამატებით მიმდინარე ანგარიშის გახსნა აღარ არის საჭირო


და მკითხა ინტერნეტით სარგებლობთო ? და რაგაც ინტერნეტი გააქტიურა ბარათზე და უსაფრთხოების რაგაც კიდე ... 6 ლარი ჩამარიცხინა

ეგ რას ნიშნავს ამაზონიდან და უცხოური საიტებიდან გამოსაწერად ?


და მაღაზიებში ნაღდი ფულის მაგივრად , ბარათით რო იხდიან ხოლმე ?

Posted by: }{David}{ 10 Jun 2016, 11:28
მოგესალმებით,

მინდა ისეთი ბარათი, რომლიდანაც საზღვარგარეთ ბანკომატიდან თანხის განაღდება იქნება უფასო.
რაც მოვიძიე, VTB-ის UNIVERSAL ბარათი და ტერაბანკს TRAVEL ბარათი.
VTB-ის გამოტანის თვიური ლიმიტი მეტი აქვს, მაგრამ 2ჯერ ძვირიც ჯდება TRAVEL ბარათზე.
იქნებ მირჩიოთ თუ რამე სხვა ვარიანტიც არსებობს ან ამათ შორის რომელი ჯობია.

Posted by: xidesha* 13 Jun 2016, 19:27
paypal ზე დავრეგისტრირდი და ბარათს რო ვამატებ ბარათის ნომერთან მიგდებს შეამოწმე და თავიდან ცადეო. სტუდენტური ვიზა ელექტრონია და რამე მაგის ბრალი ხო არაა?
link a card რო ვაწვები ვწერ მონაცემებს და მერე მიწერს this card is not accepted. please use a different card. რა უნდა??

Posted by: AVP 10 Aug 2016, 12:22
ხალხო რა მაინტერესებს სტუნდენტური ბარათის გამოყენება მინდა როგორც ვიზა ბარათის. და ექსპრეს ფეის აპარატებიდან შეიძლება ფულის ჩარიცხვ? თუ ბანკშია სასიარულო

Posted by: hipotenuza 12 Aug 2016, 03:01
აქაც დავპოსტავ ჩემი რა მიდის:

ამ საქართველოს ბანკის ბარათებს ჩამოკრული აქვთ ან მაგათ დამამზადებლებს ან პროგრამისტებს?

ჯერ 1 ტოტალიზატორიდან გადარიცხულ გადმორიცხულ ფულზე ხო სახე ეხევა ინტერნეტ და სმს ბანკინგსაც, ამონაწერშიც არ ჩანს 3 დღე და ვერც ასე აკონტროლებ ფულს ანუ

მერე კიდე ამ ბოლო დროს მაღაზიებში გადახდილ თანხაზე მესიჯი რომ მომდის ნაშთი რამდენი დამრჩა არ წერია, ადრე ეგ მაინც ეწერებოდა ეხლა ეგეც იშვიათად წერია

ნიხუიასიბეე, ამ დროს იმენა თაღლითობის სუნი მცემს ხოლმე და მე კიდე 10 და 20 ლარს ვერ ვაკონტროლებ მაქვს თუ არ მაქვს ვერა ვხვდები, და რო მგონია მაქვს თურმე არ მაქვს

რამე წესიერი ბარათი არ არსებობს? რესპუბლიკაზე რას მეტყვით ამ მხრივ როგორ მუშაობს

Posted by: spider77 13 Aug 2016, 23:49

Old Rap
QUOTE
ბარათის გაუქმებაროგორ ხდება? ანუ ანგარიშს რო აკეთებ ბარათიც ავტომატურად გჭირდება?
ან ბარათს თუ აიღებ ანგარიში გიკეთდება ავტომატურად?

პასუხი დაგვიანებულია, მაგრამ ვიცი რომ ეს საკითხი ბევრს აინტერესებს.
ბარათი რო აიღოთ ჯერ უნდა გაიხსნას საბარათე ანგარიში, რომელზეც მერე მიბმული იქნება ბარათი.
ანუ ბარათი ანგარიშის გარეშე არ არსებობს, ანგარიში ბარათის გარეშე კი.
თუ გინდათ ბარათის საერთოდ გაუქმება, საბარათე ანგარიში უნდა გააუქმოთ და არა კონკრეტულად ბარათი.
ბევრს ეშლება ეს ნიუანსი, ბარათს დააბლოკინებენ და გონიათ მორჩა, გაუქმებულია.
სინამდვილეში ასე არაა, უნდა მიბრძანდეთ თქვენი ბანკის რომელიმე ფილიალში და უნდა მოითხოვოთ იმ ანგარიშის გაუქმება, რომლზეც მიბმულია ეს ბარათი.


Giorgijee
QUOTE
ანგარიშიდან თანხის გამოტანა მარტო ბარათითაა?

ჩვეულებრივი სადებეტო ბარათია, შეგიძლია გამოიყენო ტერმინალშიც, ბანკომატშიც და ბანკიდანაც (ანგარიშიდან) შეგიძლია გაიტანო თანხა.

Posted by: Universe 24 Aug 2016, 21:38
რომელ ბანკში ჯობია ანგარიშის გახსნა, დაბალი პროცენტი რომ ჰქონდეს? ან უფასო აქვს რომელიმეს?

Posted by: Boyarg 15 Sep 2016, 23:08
ბარათი როცა მინუსებში გაქვს რამდენ ხანში უნდა მოასწროდ აფარვა რომ კიდევ არ გაიზარდოს დავალიანბა?

Posted by: spider77 25 Sep 2016, 15:12
Boyarg
QUOTE
ბარათი როცა მინუსებში გაქვს რამდენ ხანში უნდა მოასწროდ აფარვა რომ კიდევ არ გაიზარდოს დავალიანბა?

ბარათს გააჩნია, საკრედიტო თუ სადებეტოა.
თუ საკრედიტოა, პირობას გააჩნია და ა.შ.

Posted by: razer7 13 Oct 2016, 20:28
საქართველოს ბანკში ვაპირებ სტუდენტური ბარათის აღებას და უნდა ავირჩიო ან ვიზა ან მასტერქარდი. ყველაზე დაბალი კლასისაა ორივე(ელექტრონი და მაესტრო)..
რომელი ჯობია ამ შემთხვევაში და რა უპირატესობები აქვს? გამოწერაც მინდა შევძლო და იბეის აუქციონებზე თამაში

Posted by: leont 16 Oct 2016, 02:03
გამარჯობა მაინტერესებს
ხელფასი თი-ბი-სი ს კლასიკ ბარათზე რომ ჩამერიცხოს პრობლემა ხო არ იქნება?
რა განსხვავებაა სახელფასოსა და მაგ ბარათს შორის
ეს სახელფასო ბარათები "სავალდებულოა" თუ რომელ ბარათსაც გინდა იმას გამოიყენებ

Posted by: მილანელი 18 Oct 2016, 18:06
რომელიმე ბანკომატი 10 ან 20 დოლარიან კუპიურებს იძლევა?

Posted by: spider77 18 Oct 2016, 21:11
leont
QUOTE
რომელ ბარათსაც გინდა იმას გამოიყენებ


* * *

QUOTE
ხელფასი თი-ბი-სი ს კლასიკ ბარათზე რომ ჩამერიცხოს პრობლემა ხო არ იქნება?

არანაირი პრობლემა.
ხელფასს შენ რომელ ანგარიშზეც გინდა იმ ანგარიშზე ჩაგირიცხავენ.


Posted by: leont 19 Oct 2016, 04:09
QUOTE (spider77 @ 18 Oct 2016, 21:11 )
leont
QUOTE
რომელ ბარათსაც გინდა იმას გამოიყენებ


* * *

QUOTE
ხელფასი თი-ბი-სი ს კლასიკ ბარათზე რომ ჩამერიცხოს პრობლემა ხო არ იქნება?

არანაირი პრობლემა.
ხელფასს შენ რომელ ანგარიშზეც გინდა იმ ანგარიშზე ჩაგირიცხავენ.

ბარემ ერთიც
თბს ბარათზე რომ მოხდეს მაგალითად ხელფასის ჩარიცხვა
რაიმე პრობლემა იქნება?

Posted by: spider77 19 Oct 2016, 10:26
leont
QUOTE
თბს ბარათზე

ანუ თიბისი ბანკის რომლიმე ბარათზე?

არანარირი პრობლემა, ნებისმიერი საბარათე (ოღონდ საკრედიტო არა და არც "აიქაარდი") ანგარიში უნდა მიაწოდო ბუღალტერიას, იქ ჩაგერიცხება ხელფასი და აირებ უპრობლემოდ.

Posted by: leont 23 Oct 2016, 19:50
spider77
მადლობა ყურადღებისათვის
ოღონდ გვიან user.gif

Posted by: nv86 25 Dec 2016, 17:53
გამარჯობა.

ჩემი ბარათის ნომერი მინდა გავიგო. ძველი ბარათია რომელიც ადრე დავკარგე მერე გავაუქმებინე და სხვა ავიღე. მოკლედ ფეიფალზე ამ ძველი ბარათით დავრეგისტრირდი და ახლა მჭირდება ბარათის ნომერი. ბანკში რომ მივიდე არის შანსი ნომერი მითხრან?

Posted by: Desmond Miles 25 Dec 2016, 18:00
QUOTE (nv86 @ 25 Dec 2016, 17:53 )
გამარჯობა.

ჩემი ბარათის ნომერი მინდა გავიგო. ძველი ბარათია რომელიც ადრე დავკარგე მერე გავაუქმებინე და სხვა ავიღე. მოკლედ ფეიფალზე ამ ძველი ბარათით დავრეგისტრირდი და ახლა მჭირდება ბარათის ნომერი. ბანკში რომ მივიდე არის შანსი ნომერი მითხრან?

კი.
..................................

Posted by: nv86 25 Dec 2016, 18:02
Дезмонд Майлс
ვა მადლობა. ადრე ექსპრეს ფილიაში მგონი მითხრეს ბარათის ნომერი კონფიდენციალურია და ჩვენც არ ვიცითო თუ რაღაც ეგეთი. კონვერტში იმიტომ დევს დაბეჭდილი.


თუ მეშლება და ყველა ინფოს ინახავენ ბარათზე გარდა პინისა?

* * *
აუ ეხლა მითხრეს ბოლო 4 ციფრს გეტყვიან მარტოო.


ბლიად რაა

Posted by: spider77 27 Dec 2016, 11:47
nv86
და რათ გინდა ...

QUOTE
ადრე დავკარგე მერე გავაუქმებინე და სხვა ავიღე

ეგ მაინც აღარაა მოქმედი. მაინც ახალი ბარათის რეკვიზიტებით უნდა განახორციელო ტრანზაქციები, ძველს (გაუქმებულს) არანაირად აღარ მიიღებს არც ფეიფალი და არცერთი საგადამხდელო სისტემა.

Posted by: nv86 27 Dec 2016, 22:08
პაროლის აღსადგენად ვერიფიკაციისთვის მინდა.
ფეიფალზე პაროლიც დამივწყდა.

პაროლის რესეტისას მომდის მეილი გადავდივარ ლინკზე და მთხოვს საიდუმლო კითხვაზე პასუხს (არც ეგ მახსოვს) ან ბარათის ნომერს.


აქტიური რომ არიქნება ვიცი. უბრალოდ ანგარიში მქონდა ვერიფაიდ ფეიფალზე და მისი დაკარგვა არ მინდა. არც ფულს ვკარგავ არაფერი უბრალოდ ანგარიშის დაბრუნება მინდა 10 წელია უკვე ეგ ანგარიში მაქვს სადღაც.

Posted by: gig@@@ 10 May 2017, 14:13
თიბისის სადებეტო ბარათი "მიქსი" კარგია ეს ბარათი კმაყოფილი ხართ ? მიქსის აღება უფასოა ?

Posted by: freedemocrat 10 May 2017, 14:37
gig@@@
უფასოა.

უაზრობა ბარათია, ინტერნეტში ვერ გამოიყენებ, ბანკომატით და ტერმინალებით სარგებლობა შეგიძლია მხოლოდ.

Posted by: spider77 10 May 2017, 16:50
freedemocrat
QUOTE
ინტერნეტში ვერ გამოიყენებ

ამას თავისი დატვირთვა აქვს, რომ სხვა ვერ მოგიხსნას თანხა.

თუ მხოლოდ ინტერნეტში სარგებლობისთქვის გინდა ბარათი "აიქარდს" აიღებ.
თუ ინტერნეტი არ გინდა საერთოდ - მაშინ "მიქსს".
თუ ისიც გინდა და ისიც, ჩვეულებრივი სადებეტო მასტერ-ქარდი და ა.შ.

არჩევანი ამბავია. ვის რა სჭირდება და ვის რა ...

Posted by: gig@@@ 10 May 2017, 18:40
QUOTE (freedemocrat @ 10 May 2017, 14:37 )
gig@@@
უფასოა.

უაზრობა ბარათია, ინტერნეტში ვერ გამოიყენებ, ბანკომატით და ტერმინალებით სარგებლობა შეგიძლია მხოლოდ.

http://radikal.ru

freedemocrat

რავი ძმაო თიბისის კონსულტატი ჩათში მეუბნება გამოიყენებო.

Posted by: keen 13 May 2017, 19:56
ჩემს ონლაინ-შოპინგის სადებეტო ბარათს, თიბისის ვიზა კლასიკს, ვადა გასდის. ინტერნეტში შოპინგისთვის რომელი ბარათის აღება სჯობს, თან ფინანსებიც რომ დავზოგო?

QUOTE
მიქსის აღება უფასოა ?

http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/debit-card-mix
1 ლარი თვეში... ამ მიქსით ონლაინ უშოპინგია ვინმეს?

Posted by: gig@@@ 17 May 2017, 14:12
QUOTE (keen @ 13 May 2017, 19:56 )
ჩემს ონლაინ-შოპინგის სადებეტო ბარათს, თიბისის ვიზა კლასიკს, ვადა გასდის. ინტერნეტში შოპინგისთვის რომელი ბარათის აღება სჯობს, თან ფინანსებიც რომ დავზოგო?

QUOTE
მიქსის აღება უფასოა ?

http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/debit-card-mix
1 ლარი თვეში... ამ მიქსით ონლაინ უშოპინგია ვინმეს?

ეგ საკომისიო 1 ლარი ვიცი
ბანკში მიქსი ბარათის დამზადება / აღებისას რამეს თუ გადაგახდევინებენ ეგ მაენტერესებდა
ზოგი ბარათის დამზადება / აღება 10-12 ლარი ღირს და წინასწარ იხდი 10 ლარს მაგრამ ბარათის საგებლობის თვიური და წლიური საკომისიოს გადასახადი ცალკე სხვა თემაა.

Posted by: keen 17 May 2017, 15:17
QUOTE (gig@@@ @ 17 May 2017, 14:12 )
QUOTE (keen @ 13 May 2017, 19:56 )
ჩემს ონლაინ-შოპინგის სადებეტო ბარათს, თიბისის ვიზა კლასიკს, ვადა გასდის. ინტერნეტში შოპინგისთვის რომელი ბარათის აღება სჯობს, თან ფინანსებიც რომ დავზოგო?

QUOTE
მიქსის აღება უფასოა ?

http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/debit-card-mix
1 ლარი თვეში... ამ მიქსით ონლაინ უშოპინგია ვინმეს?

ეგ საკომისიო 1 ლარი ვიცი
ბანკში მიქსი ბარათის დამზადება / აღებისას რამეს თუ გადაგახდევინებენ ეგ მაენტერესებდა
ზოგი ბარათის დამზადება / აღება 10-12 ლარი ღირს და წინასწარ იხდი 10 ლარს მაგრამ ბარათის საგებლობის თვიური და წლიური საკომისიოს გადასახადი ცალკე სხვა თემაა.

მაგ. ელექტრონზე 10 ლარს იხდი და მორჩა, ყოველთვიურად აღარაფერია გადასახადი თუ სატარიფო პაკეტს არ აიღებ. ამ უკანასკნელს თუ იღებ, ბარათის 10 ლარს აღარ იხდი, როგორც ვიცი. კლასიკზე ეგრეა სატარიფო პაკეტის შემთხვევაში და ელექტრონზეც იგივე იქნება.

Posted by: sallyBourbon 22 May 2017, 16:12
გამარჯობა, დამაკვალიანეთ მსოფლიო სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში გადახდის გამოყენებისათვის რომელი ბარათია უკეთესი ?


Visa Electron / Maestro

თუ


Visa Classic / MasterCard StandarD .

მინდა ისეთი ბარათი რომელსაც საკომისიო არ აქვს გამოყენებისას და დოლარიდან იმ ვალუტაში სადაც მივდივარ კიდე ფულს არ მომაფცქვნის საკომისიო თუ მომსახურებისთვის smile.gif



Posted by: spider77 22 May 2017, 22:38
sallyBourbon
QUOTE
გამარჯობა, დამაკვალიანეთ მსოფლიო სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში გადახდის გამოყენებისათვის რომელი ბარათია უკეთესი ?

QUOTE
მინდა ისეთი ბარათი რომელსაც საკომისიო არ აქვს გამოყენებისას

ესეთი უნივერსალური ბარათი არ არსებობს.
პოს-ტერმინალშებში გადახდა ისედაც უპროცენტოა, ხოლო ბანკომატებში განაღდებისას პროცენტს აწესევს ის ბანკი, რომლისაცაა ბანკომატი და არა ბარათი.


ისე რაც უფრო მაღალი კლასის ბარათი გექნება მით უკეთესი.
რაც ჩამოთვალე იმათგან კლასიკი დანარჩენებზე პრესტიჟულია, ხოლო კლასიკზე უეკთესი "ვიზა გოლდ"-ია.
პრაქტიკული თვალსაზრისით არაფერი განსხვავება არაა თანხის განაღდების ლიმიტების გარდა. "გოლდს" მაინც აქვს გარკვეული უპირატესობა ზოგიერთ სავაჭრო ობიექტში და განსაკუთრებით სასტუმროებში.

Posted by: sallyBourbon 23 May 2017, 09:13
spider77


დიდი მადლობა..

კონსულტანტს რომ ვკითხე ვერ ამიხსნა კარგად ან მე ვერ გავიგე..


ვიზა კლასიკს ავიღებ და ეგაა..

Posted by: ninicool 22 Jun 2017, 00:08
ლიბერთი ბანკმა მითხრა, წელიწადში 6 ლარი ვიზა კლასიკზე. ოღონდ განაღდების საკომისიოაო. შოპინგისას არაფერი ეჭრება დამატებითო. მეც ასაღები მაქვს ახალი ბარათი. პროკრედიტმა 10 ლარი დააწესა ყოველთვიური საკომისიო და იქ ვაპირებ ანგარიშების დახურვას. ეხლა მეც აქტიურ ძიებაში ვარ უკეთესი ვარიანტის, რომ ანაბარი გადავიტანო და თან პლასტიკური ბარათი ავიღო ახალი.

თუ რამეს მირჩევთ, მადლობელი დაგრჩებით.

Posted by: mariachi 16 Jul 2017, 17:26
ამ პოსტს ყავს პატრონი??? მეც მაინტერესებს და აქაც დაისვა შეკითხვები ისეთი კარტა მირჩიეთ რომლითაც იოლად მოვახერხებ შოპინგს და ხელზეც გამოვითან ფეი პალიდან თანხას. თან რომ არ გამწეწოს ბანკმა

Posted by: spider77 17 Jul 2017, 23:47
mariachi
QUOTE
ამ პოსტს ყავს პატრონი???

რომელ პოსტს?


QUOTE
ისეთი კარტა მირჩიეთ რომლითაც იოლად მოვახერხებ შოპინგს

QUOTE
ხელზეც გამოვითან ფეი პალიდან თანხა

QUOTE
თან რომ არ გამწეწოს ბანკმა

ანუ მუქთად გინდა, ხომ?




ასეთი ბარათი არ არსებობს.

Posted by: mariachi 18 Jul 2017, 21:43
spider77 მუქთად კი არ მინდა ქალი ვარ და როგორ შევიგინო თორე საქართველოს ბანკი მართლა დასახურია... სრული იდიოტები ზიან... 2 კვირაზე მეტია გამაწამეს... ფეი პალზე გინდა თუ არა გამოიყენება ჩვენი ყველა ბარათიო და აღმოჩნდა რომ მასტერ კარდით ვერც ფულს ავიღებ და ვერ ვერაფერს ვიყიდი ინტერნეტით და რა ჯანდაბად მინდოდა აბა მიბმა მარტო... 3 $ გამომგზავნს აახია 1 დოლარი და 1.5 ევრო მე.. ახლა აპარატი გამომარტმევს კიდე საკომისიოს .. ახალი ვიზა ბარათის დამზადებაც ხო ფულია და ის 50 $ კი დაიხარჯა უკვე და ქონდეთ ისევ იმათ ასეთ უაზრობა ქვეყანაშო ვცხოვრობთ! კარტა ჩავხსენი და ეს მოსული თანხა 50 $ მაქ ახლა გაყინული.. იდიოტი ოპერატორების გამო აზრზე რომ არ არიან არაფრის... აქ გადავხედე თემას და ბევრი სხვავდა კითხვას და პასუხის გამცევი არავინ.. ამიტომ ვიკითხე პატრონი თუ ყავს თქო .. იქნებ ვინმემ იცის გამჯოსავალი ან ასეთ სიტუაციაში თუ მომხვდარა ვინმე... სულ ესაა

Posted by: Davion 19 Jul 2017, 08:40
mariachi
ამ თემის პოსტებს თუ დავუჯერებთ ვიზა უნდა ფეიფალს და არა მასტერქარდი:
https://forum.ge/?f=100&showtopic=34892522&st=0
ისე კი ბანკის მიერ ფეიფალის ხუშტურების ცოდნა მისასალმებელია მაგრამ არა სავალდებულო smile.gif
ლიბერთიში 6 ლარად წელიწადში შეგიძლია გახსნა ანგარიში თავისი ბარათით. მასტერქარდი არა, ვიზა მინდა-თქო smile.gif

პ.ს.
და რა პლიუსები აქ ამ ფეიფალს ვერ ვხვდები, საშოპინგოთ უშუალოდ ბარათით მეტია საკომისიო თუ რა?

Posted by: mariachi 19 Jul 2017, 16:11
Davion ვერც მე ვერ მივხვდი .. პირიქით ბევრად მეტი სახლაპორთო და სანერვიულოა .. ლამის ბაბუაჩემი სად გაჩნდა ის ცნობაც კი მომთხოვეს.. სრული იდიოტობაა

Posted by: J-Time 29 Jul 2017, 20:27
ვირტუალური ვიზა ბარათები მჭირდება 50+, პეიპალზე მისაბმელად, ხომ არ იცით რამე სანდო და იაფი?

Posted by: spider77 4 Aug 2017, 09:49
J-Time
თიბისი ბანკის "I Qard".
შედი ბანკის საიტზე და გადახედე პირობებს.
მობილით ვარ და ლინკს ვერ გაწვდი.

Posted by: J-Time 7 Aug 2017, 00:35
spider77
გმადლობ, 20 ლარი ღირს, მიქს ბარათი და ვიზა ელექტრონი 10 ლარი იგივე თი ბი სი ში

Posted by: spider77 7 Aug 2017, 13:51
J-Time
QUOTE
გმადლობ

არაფრის.

ვირტუალური ბარათიო რო დაწერე, იმიტომ მოგწერე "აიქარდი" ... smile.gif

Posted by: gig@@@ 12 Aug 2017, 17:32
Paypal მა ხო დამტანჯა

QUOTE
შეხვიდეთ www.paypal.com-ზე, აირჩიოთ საქართველო, დარეგისტრირდეთ და უშუალოდ საიტიდან მიაბათ თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათი paypal-ის სისტემას.


ამას რატომ გვატყუებენ ? ნებიემიერი არა ის კიდე

თიბისი ბანკის ბარათი მაქვს '' მიქსი '' MastesCard

გავიარე რეგისტრაცია Paypal-ზე ვერ მივაბი ეგ ბარათი სხვათაშორის საქართველოს ბანკის ჩვეულებრივი ექსპრეს ქარდი სამგზავროდ რომ ვიყენებთ ეგეც ვცადე და არც ეგ ებმევა

რომ წავიდე ბანკში და ვიყიდო კიდევ ახალი ბარათი რა გარანტია მაქვს რომ ეგეც გამომადგება ? ბანკის თანამშრომლებს რომ ვეკითხები და ყველაფერზე კის იძახიან არადა თვითონაც აზზე არ არიან რომელი ბარათი გამოგადგება Paypal-ზე.

თიბისი ბანკის '' მიქსი '' ბარათს როცა ვიღებდი ვკითხე Paypal-ზე ბანკის თანამშრომელს და მითხრა კიო კაცოო არაა პრობლემა მაგრამ ჩემი ფეხები ებმევა არაფერში მჭირდება ეს ბარათი მაქსიმუმ ონლაინ ტოტალიზატორებზე შევამსო ბალანსი და ვივუსზე დავფარო სესხი მეტი ვერაფერში ვიყენებ ამ სირობა ბარათს.


Paypal-ზე ebay -ზე და amazon-ზე უფასო ან 10 ლარიანი ბანკის ბარათი MastesCard ან VISA არც ერთი მიდის ? ოღონდ საკომისიო ცოტა იაფი რომ იყოს თვეში ან წელიწადში.

Posted by: Redman 15 Aug 2017, 13:09
QUOTE (gig@@@ @ 12 Aug 2017, 17:32 )
Paypal მა ხო დამტანჯა

QUOTE
შეხვიდეთ www.paypal.com-ზე, აირჩიოთ საქართველო, დარეგისტრირდეთ და უშუალოდ საიტიდან მიაბათ თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათი paypal-ის სისტემას.


ამას რატომ გვატყუებენ ? ნებიემიერი არა ის კიდე

თიბისი ბანკის ბარათი მაქვს '' მიქსი '' MastesCard

გავიარე რეგისტრაცია Paypal-ზე ვერ მივაბი ეგ ბარათი სხვათაშორის საქართველოს ბანკის ჩვეულებრივი ექსპრეს ქარდი სამგზავროდ რომ ვიყენებთ ეგეც ვცადე და არც ეგ ებმევა

რომ წავიდე ბანკში და ვიყიდო კიდევ ახალი ბარათი რა გარანტია მაქვს რომ ეგეც გამომადგება ? ბანკის თანამშრომლებს რომ ვეკითხები და ყველაფერზე კის იძახიან არადა თვითონაც აზზე არ არიან რომელი ბარათი გამოგადგება Paypal-ზე.

თიბისი ბანკის '' მიქსი '' ბარათს როცა ვიღებდი ვკითხე Paypal-ზე ბანკის თანამშრომელს და მითხრა კიო კაცოო არაა პრობლემა მაგრამ ჩემი ფეხები ებმევა არაფერში მჭირდება ეს ბარათი მაქსიმუმ ონლაინ ტოტალიზატორებზე შევამსო ბალანსი და ვივუსზე დავფარო სესხი მეტი ვერაფერში ვიყენებ ამ სირობა ბარათს.


Paypal-ზე ebay -ზე და amazon-ზე უფასო ან 10 ლარიანი ბანკის ბარათი MastesCard ან VISA არც ერთი მიდის ? ოღონდ საკომისიო ცოტა იაფი რომ იყოს თვეში ან წელიწადში.

6 ლარი ღირს ლიბერთის VISA ბარათი წელიწადში. ეგ მივაბი ეხლა paypal ს . რაც მიცდია მარტო ვიზა ბარათი ემატება. საქართველო , TBC . ლიბერთი. მარტო ვიზა ბარათები. სხვა ბანკები არ მიცდია

Posted by: revaza28 20 Oct 2017, 18:48
გამარჯობათ ვინმემ ხომ არ იცით შესაძლებელია თუ არა საკრედიტო ბარატების დამზადება დისტანციურად სხვა ქვეყნებში ბანკს მნიშვნელობა არ აქ და რომ ვიხმარო ფიზიკური ბარათის გარეშე... ანუ როდესაც ამ ბარათით გადავიხდი ან დავსვამ თანხას დაფიქსირდეს რომ ეს ბარათი საქართველს არ ეკუთვნის...

Posted by: pytgon 20 Oct 2017, 19:24
revaza28
საქართველოს ბანკებშ ეგ შეუძლებელია და ალბათ იქაც ეს სტანდარტები იქნება
ბარათი თუ არგაიტანე ისე აქტივაციას ვერ გაივლის და გამოუყენებელია
და ბარათის გატანა კიდე შეუძლია მხოლოდ პატრონს მინდობილ პირსაც კი არა დაჟე

Posted by: ნასა 18 Nov 2017, 19:05
ვიზა ბარათი რომელ ბანკს აქვს ყველაზე დაბალი საკომისიოთი? ინტერნეტ ბანკიც რომ ქონდეს და პეიპალზე ებმეოდეს.

Posted by: spider77 18 Nov 2017, 21:48
ნასა
ინტერნეტბანკი აღმოსავლეთ ევროპის ბანკებს შორის თიბისი ბანკს საუკეთესო აქვს, ბარათი პეიპალს ებმევა და საკომისიოც არ აქვს იმხელა რო ვეერ გაქაჩოთ (ზეპირად არ მახსოვს და ძაან ცოტაა).

Posted by: ნასა 18 Nov 2017, 23:09
QUOTE (spider77 @ 18 Nov 2017, 21:48 )
ნასა
ინტერნეტბანკი აღმოსავლეთ ევროპის ბანკებს შორის თიბისი ბანკს საუკეთესო აქვს, ბარათი პეიპალს ებმევა და საკომისიოც არ აქვს იმხელა რო ვეერ გაქაჩოთ (ზეპირად არ მახსოვს და ძაან ცოტაა).

ვნახე და წლიური ყველაზე დაბალი აქვს ლიბერთი ბანკს 6 ლარი. tbc 30 ლარი აქვს, საქართველოს 40 თუ 50.

Posted by: Davion 20 Nov 2017, 11:17
ნასა
ფეიფალისთვის თუ გინდა ვიზა უნდა შეუკვეთო და არა მასტერქარდი.

Posted by: _Lali_ 20 Nov 2017, 11:34
Davion
QUOTE
ვიზა უნდა შეუკვეთო და არა მასტერქარდი

არ არის აუცილებელი, მასტერქარდით ვიწერ ფეიფალით უპრობლემოდ

Posted by: Davion 20 Nov 2017, 14:36
_Lali_
მე ფეფალს არ ვიყენებ მაგრამ სადღაც წავიკითხე რომ განაღდებისას მასტერქარდს ქონდა პრობლემები, შეიძლება ეხლა გამოსწორდა.
აი აქ მაგალითად არის მაგ თემაზე შეკითხვა:
https://www.paypal-community.com/t5/About-Payments/How-do-I-withdraw-money-from-my-PayPal-account-in-Georgia/td-p/1128049?profile.language=en

Posted by: _Lali_ 20 Nov 2017, 15:12
Davion
განაღდებისას არ ვიცი რა სიტუაციაა. შეიძლება ადრე იყო პრობლემები, მაგრამ იმის მერე, რაც ფეიფალი შემოვიდა საქართველოში, მასტერქარდით ვიწერ სულ. სტუდენტური ბარათიც კი ებმება ფეიფალს უპრობლემოდ.

Posted by: Komponent 25 Nov 2017, 19:12
QUOTE
ვნახე და წლიური ყველაზე დაბალი აქვს ლიბერთი ბანკს 6 ლარი. tbc 30 ლარი აქვს, საქართველოს 40 თუ 50.

მეტროში რომ ბარათებს არიგებს, საქ ბანკი. მაგით ვყიდულობ ხოლმე საზღვარგარეთ, პეიპალსაც მიება და ინტერნეტ ბანკიც აქვს. გადასახადს კიდე, მგონი არაფერს ვიხდი. smile.gif

რა მაინტერესებს, (შეიძლება წერია კიდეც წინა გვერდებზე), ევროპის ქვეყნებში, რომელი აქაური ბანკის, რომელი ბარათი უფრო ვარგა? (იქაურ ბანკნომატებში და ა.შ)

Posted by: dendo 30 Nov 2017, 09:57
არც ერთი ბარათით არ უნდა ისარგებლო. რო გთავაზობენ ბოლომდე კიარ გეუბნებიან რა საშინელება სისტემები აქვთ. ხალხს გამოაქვს და მერე ვეღარ ფარავენ

Posted by: ნასა 30 Nov 2017, 10:20
QUOTE (Davion @ 20 Nov 2017, 11:17 )
ნასა
ფეიფალისთვის თუ გინდა ვიზა უნდა შეუკვეთო და არა მასტერქარდი.

ვიცი სტუდენტური და ერთი სხვა ბარათი უკვე მაქვს საქართველოს ბანკის ორივე master card. თანხა თუ ვერ გამოვიტანე აზრი არ აქვს ამეების მიბმას. ვიზაც მქონდა და ვადა გაუვიდა ახალ ბარათს ლიბერთიში ავიღებ ამათ საშინელი საკომისიოები აქვთ.

Posted by: n-i-c-k 20 Mar 2018, 21:04
sმარტივი ბარათი ჩინური UnionPay ს ბარათია და ვინმეს ხომ არ გამოგიყენებიათ ტაობაოზე და ალიექსპრესზე საყიდლად ?

user posted image


ლიბერტი ბანკმა Emoney Visa ბარათი გააუქმეს და მაგდაგვარი უფასო ვირტუალური ბარათი სხვა ბანკებს ხომ არ იცით რომ ჰქონდეს ?

Posted by: sevastopol 23 May 2018, 20:02
n-i-c-k
Yandex.Money.

შეიძლება იდენტიფიკაცია მოგთხოვოს ძალიან ბევრს თუ დახარჯავ.

Posted by: Alfred Shnobel 18 Jun 2018, 16:11
მოგესალმებით,
მსგავს შემთხვევაში არის რაიმე ხერხი, საქართველოში გახსნილი საბანკო პლასტიკური ბარათით გადავიხადო თანხა?
user posted image

Posted by: spider77 2 Sep 2018, 10:24
Alfred Shnobel
QUOTE
მოგესალმებით,
მსგავს შემთხვევაში არის რაიმე ხერხი, საქართველოში გახსნილი საბანკო პლასტიკური ბარათით გადავიხადო თანხა?

არანაირი პრობლემა.

Posted by: Alfred Shnobel 5 Sep 2018, 12:55
spider77
ლიბერთის მასტერქარდით თანხა დამიბლოკა და მერე ტრანზაქცია გაუქმდა.
თიბისით ცადა ახლობელმა და იმან შეძლო

Posted by: Luka251 29 Dec 2018, 21:30
offline transaction რას ნიშნავს? ტვინს მიბურღავს ერთი ინდოელი მერამდენე დღეა უკვე !

Posted by: giademe 22 Apr 2019, 12:25
განაახლეთ ეს თემა. ისევ დაიწყო სს ფულის მოპარვები, საქბანკის ექსპრეს ბარათიდან რომელიც სახელფასოდ მქონდა და დაზღვეული იყო მომიხსნეს მთლიანი თანხა, ბანკს ფეხებზე ვკიდივართ ყველა, მარტივად გიშორებენ, ის კი არა სადაზღვევო პირობებიც კი არ იციან ფილიალის მენეჯერებმა ან აკრძალული აქვთ დაგვეხმარონ. როგორ მოვიქცე თუ იცის ვინმემ?

* * *
განაახლეთ ეს თემა. ისევ დაიწყო სს ფულის მოპარვები, საქბანკის ექსპრეს ბარათიდან რომელიც სახელფასოდ მქონდა და დაზღვეული იყო მომიხსნეს მთლიანი თანხა, ბანკს ფეხებზე ვკიდივართ ყველა, მარტივად გიშორებენ, ის კი არა სადაზღვევო პირობებიც კი არ იციან ფილიალის მენეჯერებმა ან აკრძალული აქვთ დაგვეხმარონ. როგორ მოვიქცე თუ იცის ვინმემ?

Posted by: pytgon 22 Apr 2019, 12:52
giademe
მიზეზს რას გეუბნებიან რატომ არ აგინაზღაურებთო?
თანხა სადაა გადარიცხული ამონაწერში რა წერია

Posted by: giademe 23 Apr 2019, 07:06
QUOTE
მიზეზს რას გეუბნებიან რატომ არ აგინაზღაურებთო?
თანხა სადაა გადარიცხული ამონაწერში რა წერია

user posted image
user posted image

კიდევ გექნებათ კითხვები?
* * *
QUOTE
კიდევ გექნებათ კითხვები?

ეს მეორე სურათი გადახდის აპარატიდანაა, შევიტანე ის მონაცემი რაც სმს ით მომივიდა.
პოლიციაშიც განვაცხადე, მაგრამ როგორც ჩანს პოლიცია და საქბანკი არც ისე კარგ ურთიერთობაში არიან

Posted by: Luka251 13 Jun 2019, 19:43
ესეიგი რა ხდება ჩემს ბიზნესპარტნიორს აქვს სასტუმრო თბილისსა და ბათუმში (სახელებს შეგნებულად არ ვასახელებ) ხო და მოდის მსგავსი შინაარსის მეილები რო სურთ სასტუმროში დასვენება და გადახდა შეუძლიათ მხოლოდ ბარათით. ნუ შევყევით მიმოწერაში და ტიპმა გამოგვიგზავნა რამოდენიმე საკრედიტო ბარათის მონაცამებეი რომლებიც გადავამოწმეთ და ნაღდია. დღეს კი თვითონ გვწერს რო პრეავტორიზაცია გავუკეთოდ კონკრეტულ თანხას , შემდეგ მოვხსნათ და გავუგზავნოთ ჩეკების ასლები. გვაინტერესებს რაში ჭირდებათ მსგავსი რამ ან რა მიზანი აქვს ვიღაცის ბარათიდან ესე თანხის მოხსნას?

Posted by: sevastopol 14 Jun 2019, 01:17
Luka251
ალბათ კომპანიამ რომ აუნაზღაუროს.

მაგრამ მე მაინც ფიშინგი მგონია. ეარბნბ ან ბუქინგ ქომზე შესთავაზეთ თქვენი სასტუმროს ნომრის დაჯავშნა რომ თავი დაიზღვიოთ.

Posted by: grizly2 8 Aug 2019, 21:23
გამარჯობა, მეგობარმა დაკარგა ვიზას გოლდ ტიპის პლასტიკური ბართი.
თვითონ არაა საქართველოში ბანკში რო მივიდეს და დააბლოკინოს. რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს? თანხაც აქვს ანგარიშზე. პინ კოდი მის გარდა არავინ იცის

Posted by: cuda 10 Aug 2019, 02:01
რომელიმე ქართული ბანკი ამზადებს მეტალის ბარათებს?

Posted by: პაწა 17 Sep 2019, 23:21
Google Pay-ის რომელიმე ქართული ბარათი თუ ებმება, საიდანაც უკონტაქტო გადახდაა შესაძლებელი?

Posted by: sevastopol 18 Sep 2019, 02:03
პაწა
არცერთი, მაგრამ შეგიძლია ბანკების აპლიკაცია ჩაიწერო გადახდებისთვის თიბისი ვოლეთი და ბოგის წკაპი.

Posted by: პაწა 18 Sep 2019, 09:19
QUOTE (sevastopol @ 18 Sep 2019, 02:03 )
პაწა
არცერთი, მაგრამ შეგიძლია ბანკების აპლიკაცია ჩაიწერო გადახდებისთვის თიბისი ვოლეთი და ბოგის წკაპი.

მადლობა პასუხისთვის. გუგლ ფეის მუღამი ის აქვს, რომ აპლიკაციის ჩართვა არ გჭირდება, გადაატარებ და გადახდილია.

ფეიფელის მიბმა მოვახერხე, მაგრამ თანხა უნდა იყოს ზედ, ისე, ბარათიდან არ აჭრის

Posted by: ECOMASTER 26 Nov 2019, 10:52
პლასტიკური ბარათის ანგარიშის გახსნისას ზოგიერთ ბანკში ანკეტის შევსების დროს არის ასეტი შეკითხვა ხართ თუ არა მწვანე ბარათის მფლობელი. რა მიზნით ხდება ამ კითხვის დასმა? რისთვის ჭირდებათ ეს ინფორმაცია?

Posted by: sevastopol 26 Nov 2019, 15:48
ECOMASTER
ამერიკის მთავრობა ითხოვს რომ ყველა მისმა რეზიდენტმა პირმა შეავსოს FATCA.

https://www.rs.ge/6294#

Posted by: ECOMASTER 26 Nov 2019, 17:14
sevastopol



მადლობა.

Posted by: Luka251 17 Mar 2020, 20:18
VISANET ექაუნთის შესაქმნელად რა არის საჭირო?

Posted by: illmatic 19 Mar 2020, 12:02
სმარტივის პირობები მაინტერესებს
https://www.libertybank.ge/ka/produqtebi/chemtvis/angarishebi-da-baratebi/smartivi-unionpay-international
ადრე მქონდა კომუნალურებისთვის, საკომისიოს გარეშე ვიხდიდი

აქ მსგავსი ვერაფერი ვნახე

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)