forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (86) « პირველი ... 84 85 [86]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ფიზიკის და მათემატიკის ამოცანები,, სკოლის მასალა , ნაწილი III
არწივი9
სამაგალითო ქართველი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 46930
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 21 May 2018, 18:26  #52754704      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · aim · yim · msn
QUOTE (ibo @ 15 May 2018, 16:52 )
არწივი9
QUOTE
თუ შეიძლება მითხარით მატრიცებში განულება როგორ ხდება? ანუ როგორც ვიცი თუ მატრიცა დიდია მაშინ სასარგებლოა რომ დიაგონალის ქვემოთ ნულები დავსვათ და მაშინ გამოთვლა მკვეთრად მარტივდება, ეს როგორ გავაკეთო?

კონკრეტულად რისი გამოთვლა გინდა? მაგალითი მოიყვანე თუ შეგიძლია

მაგალითად ამის:
user posted image


--------------------
რაციონალიზმი ჩვენს ცხოვრებას ხდის სასარგებლოდ, ირაციონალიზმი კი საინტერესოდ

ამქვეყნად ყველაფერი იცვლება და მხოლოდ ცვალებადობაა მუდმივი (!)

კვანტური მექანიკა ესაა მეცნიერება კვანტის გამოდების შესახებ ;)
Datvlas-vin-gtxovs
ხ ე ვ ი ს ბ ე რ ი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1581
წევრი No.: 227474
რეგისტრ.: 28-December 16

გამოგზავნილია: 22 May 2018, 14:20  #52758816      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სხეული ვარდება 10მ სიმაღლიდან უსაწყისო სიჩქარით
რა იქნება მისი პოტენციური და კინეტიკური ენერგია დედამიწიდან 4 მეტრ სიმაღლეზე?


Eპ = mgh (m იყოს 1) = 40
Eკ = mv^2 / 2 = v^2 / 2
h (გადაადგილება) = v^2 + vნულ^2 / 2g
6 = v^2 / 20
v^2 = 120
Eკ = 60

This post has been edited by Datvlas-vin-gtxovs on 22 May 2018, 14:20


--------------------
შინდისფერია ოპელი
Echo Zvana
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1792
წევრი No.: 98470
რეგისტრ.: 26-August 09

გამოგზავნილია: 22 May 2018, 15:46  #52759408      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არწივი9
აა "ზედა სამკუთხა" პოზიციაზე მიყვანა? გაუსის ელიმინაცია ქვია მეთოდს (Gaussian elimination დაგუგლე თუ დამატებით ინფო გინდა).
წესები:
1. შეგიძლია ნებისმიერი სტრიქონი გაამრავლო ნებისმიერ კონსტანტაზე (ტოლობის მარჯვენა მხარეს შესაბმის სტრიქონშიც იგივეს აკეთებ).
2. შეგიძლია სტრიქონებს გაუცვალო ადგილები (მარჯვენა მხარესაც იგივე უნდა ქნა)
3. თითოეულ სტრიქონს შეგიძლია გამოაკლო/დაუმატო ნებისმიერი სხვა სტრიქონ(ებ)ი, ან ამ სტრიქონების ნებისმიერ კონსტანტაზე ნამრავლი (აქაც, ტოლობის მარჯვენა მხარესაც იგივეს უშვები შესაბამის სტრიქონებს). შენი მაგალითის შემთხვევაში შეგვიძლია ასე ვქნათ:
მეორე სტრიქონს გამოვაკლოთ 23/34-ჯერ პირველი სტრიქონი. მეორე სტრიქონის პირველ სვეტში მივიღებთ 0-ს, ამავე სტრიქონის მეორე სვეტში 87-51*23/34-ს. მესამე სტრიქონს ჯერ გამოვაკლოთ 46/34-ჯერ პირველი სტრიქონი (რათა მესამე სტრიქონის პირველ სვეტში მივიღოთ 0), შემდეგ გამოვაკლოთ ((25-46/34)/87)-ჯერ მეორე სტრიქონი. (რადგან წინა ოპერაციის შემდეგ მესამე სტრიქონის მეორე სვეტში მივიღეთ 25-46/34 და ახლა გვინდა რომ 0 დავსვათ ამ პოზიციაზეც ისე, რომ მესამე სტრიქონის პირველ სვეტში 0 უცვლელი დარჩეს. ეს 0 უცვლელი დარჩება, რადგან მეორე სტრიქონის პირველ სვეტში უკვე 0 გვაქვს მიღებული, ამიტომ მეორე სტრიქონი რამდენჯერაც არ უნდა გამოვაკლოთ ნებისმიერ სხვა სტრიქონს, პირველ პოზიციაზე მდგომ რიცხვს ვერ შევცვლით). ასე აგრძელებ დანარჩენ სტრიქონებზეც. თუ "კარგი" მატრიცაა და რიგებს სწორად გადაანაწილებ, მაშინ მე-n-ე სტრიქონზე მუშაობისას წინა სტრიქონებში უკვე გექნება პირველ n-1, n-2, n-3....1 პოზიციებზე ნულები.

This post has been edited by Echo Zvana on 22 May 2018, 15:47


--------------------
2 things are infinite: the universe and human stupidity; and I'm not sure about the universe @Albert
Datvlas-vin-gtxovs
ხ ე ვ ი ს ბ ე რ ი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1581
წევრი No.: 227474
რეგისტრ.: 28-December 16

გამოგზავნილია: 22 May 2018, 18:00  #52760348      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

Echo Zvana
ეს როგორ უნდა ჰო ვერ მეტყვი? ომის კანონს ავამუშავებდი მარა დავიბენი
პარალელურ შეერთებაში თუ ძაბვა მუდმივია, ის მეოთხე გამტარი რასთან შევკრიბო?
ან ამპერმეტრი ამ გამტარებზეც იგებს რამდენია დენის ძალა?

This post has been edited by Datvlas-vin-gtxovs on 22 May 2018, 18:02
Echo Zvana
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1792
წევრი No.: 98470
რეგისტრ.: 26-August 09

გამოგზავნილია: 22 May 2018, 22:29  #52761904      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Datvlas-vin-gtxovs
ფიზიკაში ნუბი ვარ. ეს ხალხი უფრო დაგეხმარება:
asphurcela
Uxeiro
oleg-i
lepori
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 7117
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 23 May 2018, 07:56  #52763394      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Datvlas-vin-gtxovs
QUOTE
ომის კანონს ავამუშავებდი მარა დავიბენი

რამ დაგაბნია? ელემენტარულია, მხოლოდ ომის კანონი გინდა.

ამპერმეტრი აჩვენებს მთლიან წრედში რა დენი გადის. ანუ ფაქტობრივად დენის წყარო რა დენს აწვდის წრედს.
მაშასადამე ეს დენი გადის სამეულში და იგივე დენი გადის მეოთხე რეზისტორშიც.
ვინაიდან ყველა რეზისტორი ტოლია. ამიტომ სამეულში გამავალი დენი არის ჯამი ამ სამ რეზისტორში ცალცალკე გამავალი დენისა.
სამეულისთვის ომის კანონი შეგიძლია დაწერო, რადგან მათზე ძაბვის ვარდნასაც ზომავ.
ანუ სამეული, როგორც ერთი მთლიანი რაღაც წინაღობა იქნება R(სამი ერთად)= U/I
ხოდა ვინაიდან ყველა რეზისტორი ტოლია, ამიტომ ეს დენი სამ ნაწილად იყოფა (მსგავსად მდინარისა, როცა ის სამ ტოტად იყოფა).
ე.ი. საძიებელი R =R(სამი ერთად)*3 =3U/I

ამდენად გამოთვლებისთვის მეოთხე ცალკე მდგომი რეზისტორის მნიშვნელობა (სიდიდე) არ გვაინტერესებს.
შემთხვევით მისი სიდიდე რომ სხვანაირი ყოფილიყო, რამე, განსხვავებული წინა სამეულისგან, გამოთვლა მაინც ისეთივე იქნებოდა.
უბრალოდ დენის სიდიდე იქნებოდა სხვა (რიცხვითი მნიშვნელობა).
ვინაიდან რიცხვითი მნიშვნელობები მოცემული არ არის, ამიტომ ზოგადი ამოხსნის პასუხი მაინც 3U/I იქნებოდა.

This post has been edited by asphurcela on 23 May 2018, 23:48


--------------------
Quad-Core i7-7700K 4.2 GHz
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2763
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 23 May 2018, 09:36  #52763618      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
asphurcela
QUOTE
ზოგადი ამოხსნის პასუხი მაინც U/3I იქნებოდა.

თითეული გამტარის წინაღობა განსაზღვრეთო, U/3I _ეს არაა სწორი. 3U/I ესაა სწორი : )

This post has been edited by Komponent on 23 May 2018, 09:38


--------------------
ბუნება საინტერესოა
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 7117
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 23 May 2018, 23:47  #52768733      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Komponent
კი, სწორეა 3 ზე უნდა გამემრავლებინა და არა გამეყო.

ანუ აქედან:
R =R(სამი ერთად)*3 რადგან ჯამური წინაღობა პარალელური შეერთებისას 3 ზე იყოფა.
ანუ სათითაოს შემთხვევაში 3 ზე მრავლდება.

ანუ 3U/I
dvbt2
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3018
წევრი No.: 203972
რეგისტრ.: 21-June 15

გამოგზავნილია: 24 May 2018, 00:15  #52768886      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს იქნებ ამომახსნეცინოთ ვინმემ რა. ვითომ ადვილია და ვერ გამოვიყვანე.

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
Untitled.png
asphurcela
<<<Amateur>>>


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 7117
წევრი No.: 819
რეგისტრ.: 6-April 02

გამოგზავნილია: 24 May 2018, 00:53  #52769084      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
dvbt2

x^3+abx^2=3x^2(ax+1)
x^3+abx^2=3ax^3+3x^2

3a = 1
ab = 3
a = 1/3
b = 3/a=9

ე.ი
a+b = 1/3 + 9 = 28/3
ანუ ბ)
dvbt2
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3018
წევრი No.: 203972
რეგისტრ.: 21-June 15

გამოგზავნილია: 24 May 2018, 10:12  #52770006      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
asphurcela
გაიხარე. რთულად მივდიოდი არა და მართლა მარტივი ყოფილა.
ibo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2698
წევრი No.: 9411
რეგისტრ.: 13-March 05

გამოგზავნილია: 24 May 2018, 17:12  #52772683      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არწივი9
QUOTE
მაგალითად ამის:

ეგ კი მივხვდი მარა კონკრეტულად რისთვის გჭირდება, მაგ. დეტერმინანტის დასათვლელად, განტოლებათა სისტემის ამოსახსნელად თუ რისთვის?

განტოლებათა სისტემის ამოსახსნელად თუ გინდა დაგიწერა უკვე ექო ზვანამ.

This post has been edited by ibo on 24 May 2018, 17:13
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (86) « პირველი ... 84 85 [86]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0579 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]