ესეიგი ფილოსოფიაში მაქვს მაგარი მურტალი ჩათვლა და მაგარ შარში ვარ 1 ივნისამდე უნდა გავუგზავნო 250 სიტყვიანი თემა, რომელიც უნდა ააწყო შემდეგი კითხვებისგან:
1. როგორ გესმით პლატონის ეს ფრაზა: ”ძველთაგანვე უთქვამთ, - ცოდნა გახსენებააო მხოლოდ”? რატომ - ”ძველთაგანვე”? ვინ არიან პლატონისთვის ”ძველები”?
2. რას ნიშნავს პლატონის ეს ფრაზა: ”პირველი იდეა, რომელშიც არაფერი შედის და საიდანაც არაფერი გამოდის”? რა არის ეს ”იდეა”? და ”მეორე იდეა” თუ ”არსებობს”, სადაც ყველაფერი პირიქითაა?
3. რატომ ფიქრობდა არისტოტელე (და არა მხოლოდ ის ბერძენთაგან), რომ ფილოსოფიის სამშობლო ეგვიპტეა? არადა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ფილოსოფიის სამშობლო საბერძნეთია - და ეს, მართლაც, ასეა!
4. კანტს მიაჩნდა, რომ დეკარტის ცნობილი გამონათქვამი - ”ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ” - მცდარია! რატომ მიაჩნდა ასე კანტს? და თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ ცდებოდა სინამდვილეში?
5. ”შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება თქვენ გაგათავისუფლებთ!”. რას ნიშნავს ამ გამონათქვამში სიტყვა ”თავისუფლება”? რისგან გვათავისუფლებს ჭეშმარიტება, ამ ფრაზის მიხედვით?
აი ესეთ უბედურ დღეში ვარ და ვინმეს შეუძლია დამეხმაროს, ან მირჩიოს საიდან დავწერო