ყოველ წელს სპორტულ პაკეტს ვყიდულობ.
ამ პაკეტში შედის ყველაფერი, ოღონდ ადამიანს არ ესროლო.
ინდაური მოვიტანე ერთხელ და მეორედ მაგ ფრინველისკენ გამხედავი არა ვარ.
ჩემები ნანადირევს პირს არ აკარებენ და მთელი ერთი კვირა იმას გეახლებოდით.
გარეული ძალიან ძარღვიანია.
წარმოიდგინეთ და კაი ხოშიანი ფრენაც შეუძლია, გარეული ძალიან ფრთხილია, თვალსა და ხელს შუა გაგიქრება, სირაქლემა მიმიქარავს, მაგათ რომ სირბილი იციან კიდო.
საშობაოდ ვყიდულობ ფერმისას, ძირითადად ბარკლის ძირებს, დავბრაწავ ღუმელში და მერე ჰაიდა საცივში ერთი ღამით.
გულის "ბამბაც" რბილი და წვნიანი აქვთ ფერმის ინდებს, გააჩნია როგორ მოამზადებთ.
ჰო, არ დამავიწყდეს, დამარინადებული და მერე შებოლილი, მშვენიერი რამე გამოდის.
ეს ფოტო ჩემი გადაღებულია.
ესენი დედლები არიან და მათზე ნადირობა არ შეიძლება აქაური კანონით, მხოლოდ ფოტოაპარატით "მოვინადირე".
This post has been edited by elchi on 24 Apr 2015, 11:59