15 წელიწადი მეყენა აბაზანაში გაზის წყლის გამაცხელებელი აბსოლუტურად უპრობლემოდ. აბაზანაში არის სამი გამწოვი. კონტროლი მისულა და ან მოხსენით ან გაზს ჩავჭრიო. მოხსნეს.
აბაზანა სახლის სიღრმეშია. რასაც ისინი ითხოვენ, რომ გაზის გამაცხელებელი ფანჯარასთან დადგეს, არის ფაქტობრივად შეუძლებელი. მინიმუმ 3 ოთახი უნდა დავანგრიო + აბაზანა. ან ცენტრალურზე გადავიყვანო და ამისთვის მთელი სახლი უნდა დავანგრიო.
ვნახე ორკამერიანი გამაცხელებლები სპეციალურად დახურული სივრცისთვის და კონტროლი ამბობს, რომ თავის დაზღვევის მიზნით - მაინც არა.
რამდენია ჯარიმა თვითნებურ დაყენებაზე? ესენი გიჟები ხომ არ არიან. ორთქლი არ დგება ოთახში ისეთი გაწოვაა აბაზანაში რომ ჩართავ და უბრალოდ ერთი დებილი ინსტრუქცია აქვთ მიღებული, რომ არა და მორჩა? რობოტებივით იმეორებენ.
15 წელი ეყენა უპრობლემოდ.
ეს ბაკები და 1 საათი რომ უნდა ელოდო - არ მევასება

ატმორი სავარაუდოდ გამყიდის
რამე გამოსავალი მითხარით.
This post has been edited by Ess on 6 Apr 2025, 16:04