სალამი ყველას. Wifi router-ზე მინდა დახმარება.
1 წლის წინ ჩემით ავარაჩიე და ვიყიდე linksys AC1600. ამ ბოლო პერიოდში შევატყვე რომ ვერ მუშაობს კარგად, განსაკუთრებით თუ ტელეფონით მოვინდომე ტორენტით გადმოწერა რამის, ტელეფონზე wifi ითიშება და ეწვალო უნდა რომ დაუკავშირდეს, თუმცა დიდხანს მაინც არ რჩება დაკავშირებული. ასევე სამსახუროს ლეპტოპიც კარგავს ხოლმე wifi-სთან კავშირს და vpn მეთიშება მაგის გმაო. ასევე რამეს თუ ვიწერ სხვა device-ები ჭედავს. Wifi router-ზე არია ტვ, 3 ტელეფონი და პლანშეტ/ნოუთბუქი დაერთებული.
ამ კორონას გამო რაც სახლში ვარ შევატყვე ეს პრობლემები და ჩემი როუტერის ბრალია თუ სილქნეტი ცოდავს?