forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (3) [1] 2 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ველოსპორტი, მარათონები, ტურნირები, რბოლები, ტურები, ლაშქრობები
iliailia03
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 489
წევრი No.: 132007
რეგისტრ.: 1-June 11

  გამოგზავნილია: 13 Sep 2012, 14:53  #32979692      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image


მოგესალმებით ყველას

სხვადასხვა სტატიები იდება და სხვადასხვა საიტებზე თავსდება ტურნირები. შეჯიბრებები, მე მინდა ამ ყველაფერს ერთიანად მოვუყარო თავი და კვირაში ერთხელ გონისძიება მოვაწყოთ. ეს ხალხს დაეხმარება უკეთესად გაცნობაში და ველო სპორტი წინ წაიწევს

თქვენი მოსაზრებები დაწერეთ
წინასწარ ყველას დიდი მადლობა
* * *
ტური ბირთვისებში. 16 სექტემბერი, კვირა.2012წ

user posted image

კვირას, 16 სექტემბერს იგეგმება ტურის მოწყობა ბირთვისის ციხის დასალაშქრად.
მსგავსი გასვლების დროს ხდება ახალი მეგობრების შეძენა, ამიტომ ველოდებით ახალ სახეებს.
მანძილი: რუსთავი – ბირთვისი 45 კმ, (15კმ გრუნტიანი , დანარჩენი მოასფალტებული), ფეხით სასიარულო დანიშნულების ადგილას 5–6 კმ.
გზის სირთულე: 40 % აღმართი. გამოუცდელებისთვის და მოუმზადებლებისთვის წამოსვლა მიზანშეწონილი არაა.
აუცილებელი მოთხოვნები: ჩაფხუტი, სათვალე, წყალი და საკვები
გისურვებთ წარმატებებს!


ბირთვისები
ბირთვისი არის ციხესიმაგრე ისტორიულ ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში-ახლანდელი თეთრი წყაროს რაიონი. (მიმდებარე ადგილებს მოსახლეობა ”ბირთვისებს” უწოდებს). პირველად ბირთვისი წყაროებში XI საუკუნეში მოიხსენიება,როდესაც კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზას ძემ შეიპყრეს თბილისისი ამირა და ბირთვისი ჩამოართვეს. ბირთვისი აუღებელ ციხესიმაგრედ ითვლებოდა, მისი მფლობელი კი პოლიტიკურად ბატონობდა მთელს ალგეთის ხეობაზე. მიუვალ კლდეებს შორის შექმნილი ბუნებრივი სიმაგრე დაცულია ციხის კედლებით და დაახლოებით ერთ კვადრატულ კილომენტრს მოიცავს. ყველაზე მაღალ კლდეზე დგას კოშკი ”შეუპოვარი”. ციხის მისასვლელი ჩაკეტილია კარიბჭით.
iliailia03
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 489
წევრი No.: 132007
რეგისტრ.: 1-June 11

გამოგზავნილია: 19 Sep 2012, 16:48  #33068723      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ველორბოლა რუსთავში 21 სექტემბერი

user posted image

პარასკევს, 21 სექტემბერს ქ.რუსთავში “რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრის” ორგანიზებით მოეწყობა ველორბოლა. რბოლაში მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათზე დიდების ხეივანთან. მსურველებს მონაწილეობა შეუძლიათ საკუთარი ველოსიპედებით, ველოსიპედები უნდა იყოს 26-იანი, ასევე რბოლაში მონაწილეობის მსურველთათვის, რომელთაც არ ჰყავთ საკუთარი ველოსიპედი “რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრი” რბოლის განმავლობაში უზრუნველყოფს ველოსიპედებით, ამ შემთხვევაში მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
რბოლის მარშრუტია დიდების ხეივანი-თბილისის ქუჩა-დიდების ხეივანი 2 წრე, მანძილი 8 კილომეტრი, პირველი სამი მონაწილე, რომელიც მინიმალურ დროში შეძლებს მანძილის დაფარვას დაჯილდოვდება სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით.
გისურვებთ წარმატებებს!
iliailia03
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 489
წევრი No.: 132007
რეგისტრ.: 1-June 11

გამოგზავნილია: 24 Sep 2012, 18:05  #33154098      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რუსთავი-თბილისი-ახალციხე

მოგესალმებით ყველას ეწყობა ტური რაბათის ციხის დასალაშქრად 29-30 სექტემბერს .

მსურველებმა მოგვწერეთ,
თან უნდა იქონიოთ წყალი და საკვები
აუცილებელია კარავი




user posted image

ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე პირველი ქალაქის ტიპის დასახლება გაჩნდა მდინარე ფოცხოვის მარცხენა სანაპიროზე, სადაც 1953 წელს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ენეოლითის ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნასახლარი, ეს ადგილი დღეს ცნობილია ,,ამირანის–გორა”-ს სახელით, რომელზეც არის ლომისის სალოცავის ნაშთები. ლეგენდის მიხედვით აქედან გადაუბრძანებიათ ლომისის ხატი ლომისას სალოცავში. ახალციხეში შემორჩენილია ასეთი ლექსი:„
ლომისას ჯაჭვი ჰკიდია
არვინ არ იცის ვისია,
ე ჯაჭვი ჩემი ძმისია
მესხეთით (შავშეთით) წამოღებული
შავგრემანაის ყმისია. “


ლომისის ხატიდან გამომდინარე ამ დასახლებულ პუნქტს ერქვა ლომისა, რომელიც მოიცავდა მდინარე ფოცხოვის მარცხენა სანაპიროს ამირანის გორიდან დღევანდელი რაბათის დასახლების ჩათვლით. ხოლო მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობდა რამდენიმე დასახლებული პუნქტი: მოღნისი, ზემო მარდა, ქვემო მარდა, ურია მარდა , ხვანა მარდა და მარდა, ასევე ქვემო ლაშიხევი.

ლომსიას წარმოშობა და სამცხის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად გახდომა, განაპირობა მისმა მოხერხებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ, რადგან იგი წარმოადგენს სტრატეგიულ გზაჯვარედინს, ქართლს, ჯავახეთს, აჭარა-იმერთსა და ტაო-კლარჯეთს შორის. ახალციხე წყაროებში XII საუკუნიდან იხსენიება, როცა სამცხის ათაბაგებმა - ჯაყელებმა - აღადგინეს და განაახლეს ციხე სიმაგრე ლომსია და მას ეწოდა ახალციხე.

XIII-XVII სს-ში ციხე-ქალაქი სამცხის ათაბაგ ჯაყელს ეკუთვნოდა და ამ საგვარეულოს მფლობელობაში იყო. 1578 წელს ოსმალებმა დაიპყრეს, ხოლო 1628 წლიდან ახალციხის საფაშოს ცენტრი გახდა.

1829 წელს როდესაც ქალაქი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. რადგანაც ძველი დასახლება ვეღარ იტევდა ახალმოსახლეებს, ქალაქი განვითარდა ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზე, რის შედეგადაც გაქრა ადრე არსებული მარდიების დასახლებები. ახალციხეს ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1840 წელს.
iliailia03
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 489
წევრი No.: 132007
რეგისტრ.: 1-June 11

გამოგზავნილია: 28 Sep 2012, 12:51  #33215859      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
28 სექტემბერს გავდივართ რუსთავიდან შარტავის ზეგლიდან საგამოს 10 საათზე და თბილისელები შემოგვიერთდებიან ორთაჭალაში 22:30წ- 23 საათამდე.
გისურვებთ კეთილ მგზავრობას
akosta
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8238
წევრი No.: 120956
რეგისტრ.: 12-September 10

გამოგზავნილია: 7 Oct 2012, 01:38  #33370878      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კაროჩე დადიხართ კიდევ?

ველო მყავს მარა სულ მარტო დავდივარ და მოვიწყინე.

არ არის არავინ ?

ერთად ვიაროთ...
iliailia03
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 489
წევრი No.: 132007
რეგისტრ.: 1-June 11

გამოგზავნილია: 7 Oct 2012, 23:43  #33384795      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩვენ კვირაში ერთხელ მაინც მივდივართ ტურებში და მითხარი შენი კოორდინატები სად შეიძლებ რომ დაგიკავშირდე და გეტყვით ხხოლმე თუ ვარჯიში გინდა ყოველ საგამოს ვარჯიშობთ მინიმუმ 100 კმ
akosta
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8238
წევრი No.: 120956
რეგისტრ.: 12-September 10

გამოგზავნილია: 8 Oct 2012, 02:57  #33387440      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
iliailia03

ხო რავი შემოგიერთდებოდით . მაინც სულ მარტო დავდივარ ....

ნომერს პმ-ში მოგწერ და მომწერე სად და როგორ ))))
iliailia03
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 489
წევრი No.: 132007
რეგისტრ.: 1-June 11

გამოგზავნილია: 14 Oct 2012, 12:34  #33476376      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შეჯიბრი ქროს–ქანთრიში - Mtb Cross Country race, turtle lake

user posted image

20 ოქტომბერი, 2012 , შაბათი.(Saturday)
მანძილი(Distance): 4400 მ
მიმართულება(Direction): კუსტბა– მთაწმინდის პარკი
გზის სირთულე: გრუნტიანი გზა. I- აღმართი, II- მოსწორებული მონაკვეთი III– დაღმართი.
მონაწილეებს გადაეცემათ ფასიანი პრიზები.
ინფორმაცია საბოლოო და დაზუსტებული არაა. სიახლეებს უახლოეს პერიოდში მოგაწვდით, როგორც კი გახდება ცნობილი
partana
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 7
წევრი No.: 143214
რეგისტრ.: 16-February 12

გამოგზავნილია: 16 Oct 2012, 20:55  #33510132      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით ყველას!
რომელ საათზე არის გასვლა და მონაწილეობის მისაღებათ რა არის საჭირო? გარდა ველოსიპედისა smile.gif
მართალია მოგების დიდი იმედი არ მაქვს რადგან ველოსიპედი არ მიწყობს ხელს და არც ფიზიკურად ვარ მწყობრში, მარა ძალიან ცოტა ველოსიპედისტებს ვიცნობ და სიამოვნებით გაგიცნობდით smile.gif
akosta
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8238
წევრი No.: 120956
რეგისტრ.: 12-September 10

გამოგზავნილია: 16 Oct 2012, 23:14  #33512662      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
სიამოვნებით გაგიცნობდით


მეც გავიცნობდი რადგან სულ მარტო მივევს სიარული და მოწყენილობა მკლავს
aleko91
რ ა ჭ ვ ე ლ ი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9045
წევრი No.: 18812
რეგისტრ.: 30-March 06

გამოგზავნილია: 17 Oct 2012, 22:54  #33526549      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim · yim
akosta
სად კატაობ ხოლმე?

------------
akosta
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8238
წევრი No.: 120956
რეგისტრ.: 12-September 10

გამოგზავნილია: 18 Oct 2012, 02:33  #33529277      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
aleko91

რავიცი მზიურში ჭავჭავაძის გამძირზე ყაზბეგზე პეკინზე ყველგან . შევიკრიბოთ რამოდენიმე და დავგაზოთ სადმე biggrin.gif
aleko91
რ ა ჭ ვ ე ლ ი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9045
წევრი No.: 18812
რეგისტრ.: 30-March 06

გამოგზავნილია: 18 Oct 2012, 07:34  #33529643      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim · yim
akosta
http://www.facebook.com/groups/143048102413802/
აქ დადიან ხოლმე პახოდებში yes.gif

* * *
akosta
http://www.facebook.com/groups/143048102413802/
აქ დადიან ხოლმე პახოდებში yes.gif
partana
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 7
წევრი No.: 143214
რეგისტრ.: 16-February 12

გამოგზავნილია: 18 Oct 2012, 16:17  #33534202      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მეც გავიცნობდი რადგან სულ მარტო მივევს სიარული და მოწყენილობა მკლავს

მე სამწუხაროდ გლდანში ვცხოვრობ და ცენტრისკენ თუ საქმე არ მაქვს არ გამოვდივარ sad.gif ისე გლდანთან ახლოს "მამკოდაში" არის მთები საიდანაც შეიზლება კარგად დაშვება wink.gif
akosta
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8238
წევრი No.: 120956
რეგისტრ.: 12-September 10

გამოგზავნილია: 18 Oct 2012, 20:05  #33536984      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
aleko91

რავიცი არამგონია პახოდი გავქაჩო ,ლიუბიტელი ვარ ჯერ )))
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) [1] 2 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0270 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]