forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ველოსიპედით მოძრაობის წესები
suffer
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 184732
რეგისტრ.: 12-April 14

გამოგზავნილია: 12 Apr 2014, 21:49  #40558252      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ არ ვიცოდი ეს თემა რომელ განყოფილებაში გამეხსნა მაგრამ რადგან ველოსიპედს ეხება სპორტი ვამჯობინე მოკლედ რა მაინტერესებს ველოსიპედით მოძრაობა საერთოდ საქართველოში და ნებისმიერ ქვეყნებში, ქალაქში მოძრაობა როგორ არის დაშვებული მანქანების დინების მიმართულებით თუ დინების საპირისპიროდ ანუ უფრო უსაფრთხო და პრაქტიკული რომელია. შეიძლება ორივე იყოს დაშვებული მაგრამ წესით და რიგით რომელია მაინტერესებს
Pickering
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 458
წევრი No.: 179641
რეგისტრ.: 11-January 14

გამოგზავნილია: 12 Apr 2014, 22:03  #40558435      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მანქანების დინების მიმართულებით, გზის კიდეზე...
rebelrebel
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 855
წევრი No.: 183439
რეგისტრ.: 18-March 14

გამოგზავნილია: 14 Apr 2014, 12:13  #40576664      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საინტერესოა თუ გაიშლება უფრო ეს თემა
Magnesium
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 312
წევრი No.: 183620
რეგისტრ.: 21-March 14

გამოგზავნილია: 14 Apr 2014, 16:09  #40579504      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ველოსიპედით მოძრაობის წესებს არეგულირებს საქართველოს კანონი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ.

რამდენიმე ამონარიდი ამ კანონიდან:

ველოსიპედი − სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აქვს სულ მცირე ორი ბორბალი (თვალი) და მხოლოდ ამ სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი პირის კუნთების ენერგიით, კერძოდ, სატერფულების ან სახელურების მეშვეობით მოძრაობს. ეს ტერმინი არ მოიცავს ინვალიდის ეტლს;

ველოსიპედს უნდა ჰქონდეს გამართული მუხრუჭი, საჭე და ხმოვანი სიგნალი, აღიჭურვოს წინ – შუქამრეკლითა და თეთრი ფერის ფარნით ან ფარით (დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრაობისათვის), უკან – შუქამრეკლით ან წითელი ფერის ფარნით, ხოლო ორივე გვერდითი მხრიდან – ნარინჯისფერი ან წითელი ფერის შუქამრეკლით.

დაუსახლებელ პუნქტში პირებმა, რომლებიც მართავენ ველოსიპედს, უნდა იმოძრაონ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულებით.

მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი გზას უთმობს მასზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითსა და ველოსიპედისტს, რომლებსაც უჭრის გზას.

გზაჯვარედინზე მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ქვეითს, რომელიც გზის იმ სავალ ნაწილზე გადადის, სადაც ის უხვევს, აგრეთვე ველოსიპედისტს, რომელიც კვეთს ამ სავალ ნაწილს საველოსიპედო ბილიკიდან.

1. ავტომაგისტრალზე აკრძალულია:
ა) ქვეითის, შინაური ცხოველების, ველოსიპედისტის, მოპედის, ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის, აგრეთვე სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა სიჩქარე ტექნიკური მახასიათებლით ან მათი მდგომარეობის გამო 40 კმ/სთ-ზე ნაკლებია;

3. ველოსიპედის, მოპედის, საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის), სასაპალნე და საჯდომი პირუტყვის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთრიგად, აგრეთვე გვერდულაზე, თუ ეს არ აბრკოლებს ქვეითს.


კიდევ სხვა ნიუანსებია ვისაც აინტერესებს დეტალურად უნდა წაიკითხოთ ზემოხსენებული კანონი.

მაგრამ მეეჭვება ამ კანონით თბილისს გაცდე ველოსიპედით smile.gif


--------------------
CCENT
CCNA R&S
CCNP R&S
CCNA Security
CCDA
CCDP
i_am_goddess
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1117
წევრი No.: 196519
რეგისტრ.: 14-January 15

გამოგზავნილია: 18 May 2015, 12:54  #44631343      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მდაჰ გვიან კი ვკითხულობ მაგრამ..
ავტობანზე ვერ გავალ მგონი ჰო ამ კანონის მიხედვით?


--------------------
mom..
Hawley
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2585
წევრი No.: 146308
რეგისტრ.: 6-April 12

გამოგზავნილია: 18 May 2015, 12:58  #44631379      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
i_am_goddess
გაინტერესებს ველოსიპედით ავტობანზე გასვლის შემთხვევაში დაგაჯარიმებენ თუ არა? ამ ქვეყანაში ყველას ###ზე ახატია ველოსიპედი, ჰოდა სადაც გინდა იქ გადი არავინ არ დაგაჯარიმებს.
i_am_goddess
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1117
წევრი No.: 196519
რეგისტრ.: 14-January 15

გამოგზავნილია: 18 May 2015, 13:02  #44631418      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Hawley
QUOTE
გაინტერესებს ველოსიპედით ავტობანზე გასვლის შემთხვევაში დაგაჯარიმებენ თუ არა? ამ ქვეყანაში ყველას ###ზე ახატია ველოსიპედი, ჰოდა სადაც გინდა იქ გადი არავინ არ დაგაჯარიმებს.

დაჯარიმება არ მინდა ჰო.. ფეხებზე კი კიდიათ მაგრამ ჩემზე გადაირევიან მე ხო ვიცი არა?
ეხლა ვიწყებ ველოთი მოძრაობას ქალაქში და გზის წესებიც არ ვიცი, როგორ უნდა ვიარო.. მაქსიმალურად უსაფრთხოდ.. ტროტუარზე ხო ვერ ავალ არა?

This post has been edited by i_am_goddess on 18 May 2015, 13:02
Hawley
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2585
წევრი No.: 146308
რეგისტრ.: 6-April 12

გამოგზავნილია: 18 May 2015, 14:02  #44631936      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
i_am_goddess
როგორ ვერ ახვალ კაცო, მთავარია ვინმეს არ დაეჯახო. მე 3 ჯერ დავეჯახე ადამიანს ველოთი, ოღონდ სამივეჯერ ტრასაზე და არა ტროტუარზე. გზის პირას იარე ხოლმე, ან ტროტუარზე. დანარჩენი უსაფრთხოება უკვე იმაზეა დამოკიდებული რამდენად კარგად იცი მართვა. ჯარიმას რაც შეეხება, მესამე ზოლშიც მივლია პატრულის გვერდით, მარჯვნივ მინდოდა შეხვევა და. ჰოდა არ დამაჯარიმა, სად დადიხარო ასე მითხრა. სადაც ფართე ტროტუარია, წერეთელზე მაგალითად. სულ ტროტუარზე იარე.
AraGviani
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 563
წევრი No.: 153908
რეგისტრ.: 10-September 12

გამოგზავნილია: 29 Jan 2019, 17:09  #54142495      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
ჩაძირული თემა ყოფილა. smile.gif თუ ვინმეს აინტერესებს, მიაწკაპუნეთ ამ წინადადებას.
ამოკრეფილია წესები, რომლებიც ველოსიპედს ეხება და სტატიაშივეა ბმული ოფიციალურ სრულ კრებულზეც.


--------------------
https://mobilisinmobilige.blogspot.com/
http://www.youtube.com/user/AraGviani/videos
AraGviani
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 563
წევრი No.: 153908
რეგისტრ.: 10-September 12

გამოგზავნილია: 20 Jun 2019, 15:55  #54839082      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
არის ასეთი აპლიკაცია https://www.komoot.com/ კომოტი. ჩემი აზრით და გამოცდილებით სტრავასთან შედარებით აქ ბევრად იოლია მარშრუტების დაგეგმვა და ნავიგაციაც კი. მთავარი ისაა, რომ მარშრუტს გირჩევს მხოლოდ იმ გზებით და ბილიკებით, რომლებზეც ნებადართულია ველოსიპედის მოძრაობა. დაჟე ველოსიპედის და მარშრუტის ტიპის მიხედვით შეგირჩევს გზებს. სამთო ველოსიპედის შემთხვევაში ბილიკებს და მთებში საძრომიალოებს მიანიჭებს უპირატესობას. როუდის შემთხვევაში უფრო გზებს მიანიჭებს უპირატესობას და ასე შემდეგ. ნუ, თითონ რომ მოხაზავს მარშრუტს, მერე შეიძლება და სასურველიცაა კორექტივები შეიტანო თუნდაც იქ, სადაც იცი როგორი გზებია ან გინდა გზად რამე მოინახულო. კაი რამეა.
ველოსიპედისტებისთვის ასევე ძალიან კარგია https://maps.me/download/ ანდროიდის ქართველი მომხმარებლებისთვის აკრძალულია და არ გამოჩნდება. ვისაც გაქვთ ამერიკული ექაუნთი და ყველა აპლიკაცია გიჩანთ შეუზღუდავად, შეგიძლიათ გადმოწეროთ. ამ აპლიკაციის ყველაზე მაგარი უპირატესობა ისაა, რომ რუკების გადმოწერა წინასწარ შეგიძლია, გუგლის ოფლაინ რუკებთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ადგილს იკავებს მეხსიერებაში, აქაც ირჩევ საწყის და საბოლოო წერტილს და ველოსიპედისთვის ავტომატურად გირჩევს მარშრუტს, რუკებს იყენებ ინტერნეტის გარეშე და ესაა ძალიან მაგარი და სასარგებლო რამე მოგზაურობისას და კიდევ ერთი სერიოზული უპირატესობა - რუკაზე დატანილია წერტილები, სადაც არის სასმელად ვარგისი წყაროები ან წყალი. წყალი ყველაზე ძვირფასი საგანძურია ველოსიპედით მოგზაურობისას. wink.gif
ყოველდღიური კატაობისთვის და ნაცნობ გზებზე მოძრაობისთვის სტრავას ვიყენებ. სტატისტიკაში და სოც.ქსელის ელემენტებში უკონკურენტოა. როცა სადმე უცნობ ადგილას მივდივარ, თან შორს, კომოტს ვიყენებ.
ისე, ცოტა ხნის წინ მცხეთაში დამჭირდა ერთი ორგანიზაციის მიგნება და გუგლის რუკაზე ის უბანი საერთოდ არ იყო ჩემდაგასაკვირად. გუგლის რუკები ვერც ველოსიპედისტებს გამოადგებათ საქართველოში იმიტომ რომ გუგლ მეფზე საქართველოში ველოსთვის ვარგის გზებზე საერთოდ არაა არანაირი ინფო. მემგონი გონიათ რომ აქ ველოსიპედები ჯერ არავის ყავს და ქვებით და კომბლებით დავრბივართ. sad.gif სტრავაზე და კომოტზე კი არამხოლოდ ახალი ქუჩები და უბნებია, ის შენობები და ორგანიზაციებიცაა დატანილი, რომლებსაც არ დაურეგისტრირებიათ გუგლის რუკებზე საკუთარი ფირმა და მისამართი. მაგალითისთვის კურაციოც ივარგებს თბილისში, რომელიც რამდენიმე თვეა რაც საბურთალოს ქუჩიდან ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩაზე გადავიდა. გუგლ მეფზე ლორთქიფანიძის ქუჩა კია, მაგრამ ის შენობები, რომლებიც აქ ეხლახანს აშენდა, არაა დატანილი. კომოტის და სტრავას რუკებზე კი არის შენობებიც და რომელ შენობაში რა ორგანიზაციაცაა, იმათი სახელებიც. wink.gif
kshaneli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1027
წევრი No.: 244329
რეგისტრ.: 22-July 18

გამოგზავნილია: 27 Jun 2019, 12:31  #54883732      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
AraGviani
მნადლობა ძალიან მაგარი აპლიკაციაა. ბევრ ველომოყვარულს გამოადგება
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0289 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]