Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მელომანია > წესები/სარჩევი/პრეტენზიები/კითხვები მოდერატორებთან


Posted by: JORJ MORISSONI 14 Nov 2007, 00:35
განყოფილების წესები

1. თემის გახსნისთვის აუცილებელია მოკლე ინფორმაცია [ჯგუფის, მომღერლის, სტილის] შესახებ ქართულ ენაზე . (ვიკიპედიიდან დაკოპირებული ბიოგრაფია არ არის საკმარისი) + ალბომის/სიმღერის გასაცნობი ან გადმოსაქაჩი ლინკი (მინიმუმ 2 სიმღერა). Uთუბის ლინკებით და წიპა "ვინ უსმენს ამ ჯგუფს?" პოსტით გახსნილი უინფორმაციო თემა დაიხურება.
2. იკრძალება ე.წ. VS თემების გახსნა (თემატურიც და არა თემატურიც) მაგ: Rock თუ Pop?
ან ან Oasis Vs Blur, ელექტრონიკა თუ როკი ბრატცი, ან გამოკითხვები რომელი გიტარისტი, ბასისტი ან ვოკალისტია საუკეთესო?
ამასთან ერთად, იკრძალება ისეთი დისკუსიის დაწყება, რომელიც წარმოშობს უაზრო კამათს/წყლის ნაყვას თემაზე, თუ რომელი მუსიკოსია უფრო უკეთესი (ეხება კონკრეტული ჯგუფის/მუსიკოსის თემას)
3. იკრძალება ულინკო და უინფორმაციო თემების გახსნა .
4. ყველანაირი სახის ოფფ-ტოპიკები , რომლებიც აბინძურებენ განყოფილებას.
აქ ასევე იგულისხმება სხვისი სურათების დადება და ამით უაზრო კაიფი. (მაგ მელომანიის სურათებში). აკრძალულია ამ თემაში უცნობი ხალხის და ცნობილი მსახიობების/მუსიკოსების და ა.შ. საკუთარი ფოტოს მაგივრად დადება.
5. თემის გახსნისას სავადებულოა ქვესათაურში ჟანრის/სტილის მიწერა.
მაგალითად - Prog Rock / Art Rock / Electronica ანუ გამოყოფილი სპეციალური სიმბოლოებით - დახრილი ხაზებით.
6. არაქართული ჯგუფის ან მომღერლის თემის გახსნისას სახელი აუცილებლად უნდა დაიწეროს ლათინურად.
7. წინადებების, პრეტენზიებისა და შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ მოდერაციას PM-ით.
8. ერთმანეთის, მუსიკალური სტილებისა და შემსრულებლების შეურაცხყოფა (ასეთები ეგრევე სასტიკად დაისჯებიან ). ამონარიდი ძველი წესებიდან: „თუ თვლით, რომ რომელიმე თემა თქვენს მელომანურ მეობას შეურაცხყოფს და ამ თემის დანახვისას შიგ შევარდნისა და იქაურობის წაპილწვის დაუძლეველი სურვილი გიჩნდებათ, ღრმად ჩაისუნთქეთ, მერე ამოისუნთქეთ, მერე ისევ ჩაისუნთქეთ, მერე ისევ ამოისუნთქეთ, მერე შედით სხვა ტოპიკში და მიიღეთ ვალერიანი. ან დიაზეპამი.
ეხლა რა იგულისხმება წაპილწვაში:
მუსიკის ლანძღვა, აზრს მოკლებული პოსტები ტიპა „ნახეთ რა მაგრა ვხუმრობ“, მორალის კითხვა, აზრს მოკლებული პოსტები ტიპა „რამე ხო უნდა დავპოსტო“. © Zyklon“. ასევე - ’ფუუუუუუუ ამას როგორ უსმენთ’, რწყევის სმაილიკი და ა.შ.
თემის წაბილწვისთვის და ნებისმიერ მუსიკოსზე ან ჯგუფზე რაიმე შეურაცხმყოფელის თქმისთვის პირდაპირ 40 % ვორნს მიიღებთ.
აკრძალვას ექვემდებარება შემდეგი ტიპის პოსტებიც - 'აუ პეპერსები მაგარია, მაგრამ მეტალიკა უფრო ასწორებს'. ასეთი ნაწერები იშლება გაფრთხილების გარეშე, შემდგომში უაზრო კამათის თავიდან ასაცილებლად.
9. ისეთი სურათების გამოქვეყნება, რომელიც არაა შეთანხმებული იმ მელომანთან, ვისიც ფოტოც იდება და ეს უკანასკნელი გამოთქვამს პროტესტს. პროტესტის შემთხვევაში აღნიშნულ სურათი წაიშლება. პოსტის ავტორი კი პირველ ჯერზე მიიღებს სიტყვიერ გაფრთხილებას. ამავე დროს, ნებისმიერ მუსიკალურ ტოპიკში არათემატური ფოტოს გამოქვეყნება. © humanoidi
10. მელომანიაში იკრძალება გინება/უხამსი სიტყვები დასაშვებია მხოლოდ სიმბოლოებით (მაგ: ბ&^ი ) და ა.შ.
11. შევეცადოთ ვწეროთ ქართული ასოებით , რა თქმა უნდა, არ იკრძალება სვა ენაზე პოსტვა , მაგრამ შევეცადოთ ქართულად
12. 100 გვერდზე ზემოთ თემები იხურება.
თემის შემდეგ ნაწილს ხსნის მომხმარებელი, რომელიც წინა თემაში ყველაზე მეტად აქტიურობდა (ან რომელიმე ყველაზე აქტიური მომხმარებელი). ამ პრინციპით მოიხსნება შემდეგი თემის ავტორის პრობლემა.
13. აკრძალულია ისეთი თემების გახსნა, სადაც თემის სათაური და ქვესათაური ნათლად არ იქნება ჩამოყალიბებული.
14. შემსრულებლის, ალბომის ან სიმღერის ძებნისას დაპოსტეთ თემაში - ძებნა-ძიება / გაცვლა-გამოცვლა (თემა აპინულია), წინააღმდეგ შემთხვევაში „აუ ბრატცი ეს სიმღერა მომაძებნინეთ“ და მსგავსი თემები დაიხურება. ასეთი თემის განმეორებით გახსნის შემთხვევაში ავტორი მიიღებს ვორნს. ასევე, თხოვნის ან რჩევისთვის გამოიყენეთ აპინული თემები.

15. უფუნქციო თემების ამოწევაზე ჩვენთან ასევე ვორნი ან ბანია. რას გულისხმობს ეს: ძველ, მიკარგულ, 2-3 წლის წინათ გახსნილ თემებს, რომელთა შინაარსიც არ არის პირდაპირ კავშირში მუსიკასთან და უფრო მეტად ხუმრობების ბუდეა, ვიდრე სადისკუსიო თემა. ვორნს ან ბანს მიიღებს ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ასეთ თემას მოიძიებს და დაპოსტავს მასში. მსგავსი თემების უმრავლესობა მომდინარეობს იმ დროიდან, როდესაც ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლო ნებისმიერი, თუნდაც არამუსიკალური შინაარსის თემის შექმნა მელომანიის განყოფილებაში. ამჟამად მსგავსი ინიციატივები აღარ მიიღება.
16. კონცერტების/მუსიკალური აქციების და ა.შ. ანონსი - მხოლოდ თემაში 'აფიშა'.
ცალკე მნიშვნელოვან ფესტივალებზე დასაშვებია ცალკე თემის გახსნაც. დანარჩენ შემთხვევაში, თუ ე.წ. 'ივენტი' DJ სეტის ან უბრალოდ ერთი საღამოს კონცერტის სახეს ატარებს - მხოლოდ 'აფიშაში'.
რაც მთავარია - ცალკე თემები საქართველოში მიმდინარე ფესტივალებზე იხსნება მხოლოდ ქართული მუსიკის ქვეგანყოფილებაში

აკრძალულია
● თემისთვის შეუსაბამო ტექსტის ჭარბად გამეორება, მაგალითად უაზროდ ღადაობა ჯგუფის (შემსრულებლის) მიმართ/
● იგივეა - საკუთარი აზრის ჯიუტად გამეორება სხვების აჟიტირების მიზნით. საკუთარი აზრის დასაბუთებულად დაფიქსირების შემდეგ (თუნდაც რამდენჯერმე) არ არის აუცილებელი, ყველას უმეოროთ, როგორც არ მოგწონთ დისკუსიის სუბიექტი.

[color=navy]აკრძალულია[/color]

● ერთი მუსიკალური კლიპის/ვიდეოს/ლაივის გასავრცელებლად ცალკე თემის გახსნა. ამისათვის არსებობს თავისუფალი თემა, ან კონკრეტული მუსიკოსის პირადი თემა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:
ხშირად ხდება, რომ სხვისი პოსტის ციტირების დროს თან ვაყოლებთ სურათებს, რომელიც იმ გამოხმაურებაშია ჩასმული. უმორჩილესი თხოვნა იქნება - ციტირების დროს ამოშალოთ სურათების ბმულები და დატოვოთ ტექსტი (სხვისი პოსტიდან).
გრაფიკული ფაილების დამუშავება ბევრ ეკრანს/კომპიუტერს უჭირს და გამოსახულებაც ხოლმე იჭედება - ეს ხშირი მოვლენაა ბევრი მომხმარებლის კომპიუტერზე.
იგივე ეხება Youtube-დან დადებულ ვიდეორგოლებს. მით უმეტეს, რომ მათი დამუშავება უფრო მეტად ჭირს.

Posted by: humanoidi 20 Sep 2008, 18:27
როგორ ვეძებოთ ძველი თემები:

ყველაზე დიდ პრობლემას განყოფილებაში რატომღაც ძველი თემების მოძიება წარმოადგენს. ამიტომ შევეცდები მარტივად ავხსნა როგორ შეიძლება ამ ფუნქციის გამოყენება.

1. "ძებნის" ბმული მდებარეობს ფრონტპეიჯის მარჯვენა ზედა კუთხეში.

Posted by: humanoidi 20 Sep 2008, 18:29
2. ამის შემდეგ წერ ჯგუფის სახელს გამოყოფილ გრაფაში (შემოხაზულია წითლად), ვთქვათ Massive Attack და Search Where-ში უთითებთ განყოფილება "მელომანიას" (შემოხაზულია ლურჯად).

Posted by: humanoidi 20 Sep 2008, 18:30
3. Search posts from... დააყენეთ "Any Date..."

Posted by: humanoidi 20 Sep 2008, 18:31
4. თუკი გსურთ შეიტყოთ ზუსტად არსებობს თუ არა თემა Massive Attack-ზე, Search tipe გადართეთ Show result as topics ხოლო Search Where - Search titles only (ორთავე ფუნქცია შემოხაზულია წითლად).

Posted by: humanoidi 20 Sep 2008, 18:32
5. ამის შემდეგ კი ვაჭერთ ძებნას, ანუ "Perform the search"-ის ღილაკს.

Posted by: humanoidi 20 Sep 2008, 18:32
6. რამდენიმე წამს ლოდინი მოგიწევთ და ამის შემდეგ თუ ჯგუფზე თემები არსებობს ამოგიგდებთ აუცილებლად.

Posted by: humanoidi 20 Sep 2008, 18:33
7. თუ თქვენ გაინტერესებთ რომელიმე ფორუმელის მიერ გახსნილი თემები, იყენებთ მარჯვენა გრაფას და დანარჩენი პროცედურა იგივეა.

Posted by: humanoidi 20 Sep 2008, 18:35
8. იმ შემთხვევაში, თუ ფორუმზე ძიება ფერხდება ან არ ფუნქციონირებს:
დავუშვათ, გვახსოვს, რომ არსებობდა თემა Foo Fighters ან პირველად ვართ ფორუმზე და გვსურს ამ თემის მოძიება.
შევდივართ www.google.com
ძიებაში ვწერთ foo fighters site:forum.ge და ძიების შედეგებში ვირჩევთ სასურველ ბმულს.
სხვა მსგავს შემთხვევებში ვანაცვლებთ სხვა შემსრულებლის სახელით.
ეს პუნქტი © Roverandom

Posted by: Roverandom 23 Jul 2009, 11:03
აქ შეიქმნება მელომანიის კატალოგი.
შემდგომში კვლავ დაემატება მასალა.

სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემა

http://forum.ge/?f=21&showtopic=34066145

▪ მელომანთა ბლოგები ▪

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


▪ ტექნიკური თემები ▪

- http://forum.ge/?f=21&showtopic=33594613
- http://forum.ge/?f=21&showtopic=33944442
- http://forum.ge/?f=21&showtopic=33984073
http://forum.ge/?f=21&showtopic=34005026
http://forum.ge/?showtopic=34014986

▪ მუსიკალური ჟანრები ▪

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Roverandom 23 Jul 2009, 12:29
▪ სარჩევი ▪

Posted by: Roverandom 23 Jul 2009, 12:31
▪ A ▪

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Roverandom 22 Aug 2009, 17:54
▪ B ▪

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: <Start> 25 Aug 2009, 20:10
▪ C ▪

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: <Start> 12 Sep 2009, 21:15
▪ D ▪

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Roverandom 12 Sep 2009, 21:19
▪ E ▪

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Roverandom 18 Sep 2009, 23:52
▪ F ▪

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Roverandom 3 Oct 2009, 14:38
▪ G ▪

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Roverandom 23 Jan 2010, 13:14
▪ H ▪

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Roverandom 12 Feb 2010, 17:54
▪ I ▪

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Roverandom 12 Feb 2010, 18:03
▪ J ▪

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Roverandom 9 Apr 2010, 23:52
▪K▪

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Roverandom 13 Apr 2010, 16:51
▪L▪

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Roverandom 14 Apr 2010, 11:57
▪M▪

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Roverandom 29 May 2010, 17:06
▪N▪

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Roverandom 2 Jun 2010, 12:52
▪O▪


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Та Любит Ту 5 Jan 2013, 18:21
ტატუს თემა სუფევს ამ განყში?

Posted by: ილიკო 6 Jan 2013, 11:30
Та Любит Ту

http://forum.ge/?showtopic=33614836&view=findpost&p=1884476

Posted by: G9339 1 Apr 2013, 21:24
http://forum.ge/?f=21&showtopic=34393236&st=1020

ძალიან გთხოვთ, თემას ერთმანეთს რო უერთებთ დატოვეთ რა ორიგინალური პოსტი რომელიც 9 წლის წინ გაკეთა და სხვის პოსტში ნუ სვავთ ისეთ რაღაცას რაც მაშინ არ დაუპოსტავს smile.gif

Posted by: antibanki 12 Aug 2013, 20:58
თქვენი აზრით რამდენად კეთილსინდისიერნი არიან საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციაში?

Posted by: Glorfindel 21 Aug 2013, 01:00
G9339
QUOTE
ძალიან გთხოვთ, თემას ერთმანეთს რო უერთებთ დატოვეთ რა ორიგინალური პოსტი რომელიც 9 წლის წინ გაკეთა და სხვის პოსტში ნუ სვავთ ისეთ რაღაცას რაც მაშინ არ დაუპოსტავს


განყოფილების სტანდარტია.

ბიოგრაფია საჭიროა თემის პირველ პოსტში.

Posted by: Starblind 27 Sep 2013, 04:03
http://forum.ge/?f=21&showtopic=34512231&st=240

QUOTE
მოკლედ, აქ დავდოთ ბალადები მხოლოდ მუსიკის ამ ორი მიმდინარეობიდან... არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება power, prog, doom, trash, თუ როკის ან მეტალის სხვა ქვე-ჟანრი...

განსაკუთრებით ორ ჯგუფს გამოვყოფდი ამ კატეგორიაში, როგორც ბალადების ხარისხით, ასევე რაოდენობით მათ შემოქმედებაში : Scorpions და Axel Rudi Pell,
ესენი მერე იყოს, ახლა კი სტრატოვარიუსით დავიწყებ, მათი უახლესი ალბომიდან ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა
Stratovarius - If The Story Is Over



ეს წარმოადგენს ამ თემის წინასიტყვაობას და მის დანიშნულებას : ) ვინმე მიანც შესულხართ და გინახავთ შიგნით რა ხდება? : ) სასინელი მკრეხელობა : ) ბალადის გარდა ალბათ ყველაფერია : ) ხალხი თვლის რომ თუ მუსიკა დაბალ ტონალობაშია ესეიგი ბალადაა : ) რა სარკაზმია მუსიკის მიმართ : ) და ხელს ნუ უწყობთ ესეთ დაჩლუნგებას საზოგადოების და რეაგირება მოახდინეთ : ) პოლიტიკურ თემაში ვინმემ აუქციონი რომ გამართოს და ამაზე რეაგირებას ახდენთ ანალოგიურია იქაც : ) უბრალოდ სირცხვილაი ვინმემ რომ ნახოს : )

Posted by: taj_mahal 11 Jan 2014, 23:02
Aღმოსავლური მუსიკის კლუბი არის ფორუმზეე???

Posted by: z125 13 Feb 2014, 09:43
U2-ს თემა სად გაქრა? ვეღარ ვპოულობ sad.gif

Posted by: rockataka 13 Feb 2014, 13:27
z125
http://forum.ge/?f=21&showtopic=33634219&st=1035

Posted by: z125 14 Feb 2014, 09:52
rockataka
ვაა სად იყო? მე გადავქექე მთელი მელომანია და არ იყო.

Posted by: rockataka 14 Feb 2014, 15:49
z125
სხვა დროს, ასეთ მარტივ ხერხს მიმართე: გუგლში ჩაწერე ჯგუფის(ან რასაც ეძებ) სახელი რომელსაც ეძებ და მიაწერე Tbilisis Forumi.ge wink.gif

Posted by: z125 14 Feb 2014, 21:09
rockataka
QUOTE
სხვა დროს, ასეთ მარტივ ხერხს მიმართე: გუგლში ჩაწერე ჯგუფის(ან რასაც ეძებ) სახელი რომელსაც ეძებ და მიაწერე Tbilisis Forumi.ge 

გუგლში რატომ? ფორუმის საძებნში ჩავწერე და არ ამოაგდო, ისედაც გადავქექე ყველა გვერდი. საინტერესოა სად იყო?

Posted by: rockataka 14 Feb 2014, 21:14
z125
ტურნეში იყო gigi.gif

Posted by: z125 14 Feb 2014, 21:31
rockataka
QUOTE
ტურნეში იყო   

როგორ მოხვდა "იქ"? მოდერატორმა მოისროლა? mad.gif

Posted by: jiorji 13 Jul 2014, 11:50
გამარჯობათ!შეკითხვა მაქვს ასეთი: ჩემი მუსიკალური ჯგუფისთვის სახელის შერჩევა მინდა და თავში არაფრი მოდის,არადა მაგრად მჭირდება,მაყურებლის წინაშე უნდა წარვსდგეთ,უკვე მასალა უნდა გამოვაქვეყნო რადიოთი და ტელევიზიით....თუ შეიძლება,რომ სადმე თქვენს განყოფილებაში თემა გავხსნა და ფორუმელებთან ერთად ვიმსჯელო თუ რა სახელი ვუწოდო ჩემს ჯგუფს.რას მირჩევთ?
ველი თქვენს გამოხმაურებას.პატივისცემით გიორგი!

Posted by: rockataka 14 Jul 2014, 08:46
jiorji
გახსენით ამ განყოფილებაში თემა, შესაბამისი სახელწოდებით და იმსჯელეთ რამდენიც გენებოთ. ))

Posted by: jiorji 14 Jul 2014, 11:34
მადლობა გამოხმაურებისთვის.კიდევ გკითხავთ თუ შეიძლება:რამდენი მომხმარებელი გყავთ საშუალოდ? თემა ძალიან სერიოზულია და მეტად მნიშვნელოვანი ჩემთვის და თუ იქნება დაცული ელემენტარულად კორექტულობა.
ჩაფიქრებული მაქვს პატარა ფულადი წახალისება გავაკეთო;ვინც საუკეთესო ვარიანტს შემომთავაზებს და მომეწონება,მას გადაეცემა ჯილდოდ და ეს არ იქნება არანაირი ბლეფი.ოფიციალურ კოორდინატებს დავდებ!
ახალი მომხმარებელი ვარ,ამიტომ მასწავლეთ როგორ შევქმნა თემა და რა შინაარსით დავწერო...ალბათ მოკლედ და ლაკონურად უნდა მოხდეს ხომ?
მაგ:დამეხმარეთ მუსიკალური ჯგუფის სახელის შერჩევაში......
წინასწარ დიდი მადლობა ყურადღებისთვის smile.gif

Posted by: rockataka 14 Jul 2014, 12:01
jiorji
QUOTE
განყოფილების წესები

1. თემის გახსნისთვის აუცილებელია მოკლე ინფორმაცია [ჯგუფის, მომღერლის, სტილის] შესახებ ქართულ ენაზე . (ვიკიპედიიდან დაკოპირებული ბიოგრაფია არ არის საკმარისი) + ალბომის/სიმღერის გადმოსაქაჩი ლინკი (მინიმუმ 2 სიმღერა). Uთუბის ლინკებით და წიპა "ვინ უსმენს ამ ჯგუფს?" პოსტით გახსნილი უინფორმაციო თემა დაიხურება.
2. იკრძალება ე.წ. VS თემების გახსნა (თემატურიც და არა თემატურიც) მაგ: Rock თუ Pop?
ან ან Oasis Vs Blur, ელექტრონიკა თუ როკი ბრატცი, ან გამოკითხვები რომელი გიტარისტი, ბასისტი ან ვოკალისტია საუკეთესო?
ამასთან ერთად, იკრძალება ისეთი დისკუსიის დაწყება, რომელიც წარმოშობს უაზრო კამათს/წყლის ნაყვას თემაზე, თუ რომელი მუსიკოსია უფრო უკეთესი (ეხება კონკრეტული ჯგუფის/მუსიკოსის თემას)
3. იკრძალება ულინკო და უინფორმაციო თემების გახსნა .


თქვენ გახსენით თემა ამ წესების დაცვით და შემდგომში მოდერაცია გააკონტროლებს ისევე, როგორც აკონტროლებს სხვა სახის თემებს ამ განყოფილებაში. yes.gif

QUOTE
რამდენი მომხმარებელი გყავთ საშუალოდ?

ამას ვერ გეტყვით. სამწუხაროდ, არ გვაქვს დაყენებული ამთვლელი პროგრამა.

Posted by: jiorji 14 Jul 2014, 12:07
ზემოთხსენებული ინფორმაცია თქვენ უნდა მოგაწოდოთ თუ რა ფორმით წარმოვადგინო?∅

Posted by: rockataka 14 Jul 2014, 12:11
jiorji
QUOTE
ზემოთხსენებული ინფორმაცია თქვენ უნდა მოგაწოდოთ თუ რა ფორმით წარმოვადგინო?

აი აქ შედით http://forum.ge/?act=Post&CODE=00&f=21 და შეავსეთ გამოყოფილი ველები. მერე დააჭირეთ ამ ღილაკს 'Post new topic' და გაიხსნება თემა. smile.gif

Posted by: jiorji 14 Jul 2014, 12:33
რაგაც თუ ისე ვერ გავაკეთე,ჩასწორება თუ შეიძლება მერე?

Posted by: rockataka 14 Jul 2014, 12:40
QUOTE
ჩასწორება თუ შეიძლება მერე?

კი, შეიძლება ჩასწორება.

Posted by: jiorji 14 Jul 2014, 12:50
შემიძლია მოგაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
Topic Title : დაგვეხმარეთ ჩვენი მოუსიკალური ჯგუფის სახელწოდების შერჩევაში.
Topic Description : ჯგუფი შესდგება 3 წევრისაგან (ტრიო).ასრულებს ქართულ ქალაქურ სიმღერებს ფონოგრამაზე და ასევე გიტარის თანხლებით.ის ვინც საუკეთესო სახელს შემოგვთავაზებს და მოგვეწონება, წავახალისებთ (ვთქვათ პირობითად 100 ლარის ) ოდენობით wink.gif)
სიმღერებს ავტვირთავ სადმე საიტზე,უბრალოდ არ მინდა რომ გავრცელდეს,რადიოში უნდა წარვადგინო ექსკლუზიურად,შეტანხმებული ვარ.რამოდენიმე სიმღერა უკვე ტრიალებს.მხოლოდ მოსმენა რომ შეძლონ ისე უნდა ავტვირთო სადმე ,მაგრამ არ ვიცი სად (თუ იდეას მომაწვდით მადლობა) smile.gif
ეს ინფორმაცია გაკმაყოფილებთ?თუ რამე შენიშვნა გაქვთ მითხარით.

Posted by: jiorji 15 Jul 2014, 20:26
თუ შეიძლება პასუხი გამომიგზავნეთ smile.gif

Posted by: rockataka 18 Jul 2014, 00:33
jiorji
QUOTE
სიმღერებს ავტვირთავ სადმე საიტზე,

ეს მოაგვარეთ და მერე გავხსნათ თემა wink.gif


Posted by: jiorji 18 Jul 2014, 00:58
QUOTE (rockataka @ 18 Jul 2014, 00:33 )
jiorji
QUOTE
სიმღერებს ავტვირთავ სადმე საიტზე,

ეს მოაგვარეთ და მერე გავხსნათ თემა wink.gif

უკვე ატვირთული მაქვს ჩემო ბატონო :
იხილეთ ახალ თემაში : http://forum.ge/?showtopic=34670520&hl=
* * *
QUOTE (jiorji @ 18 Jul 2014, 00:58 )
QUOTE (rockataka @ 18 Jul 2014, 00:33 )
jiorji
QUOTE
სიმღერებს ავტვირთავ სადმე საიტზე,

ეს მოაგვარეთ და მერე გავხსნათ თემა wink.gif

უკვე ატვირთული მაქვს ჩემო ბატონო :
იხილეთ ახალ თემაში : http://forum.ge/?showtopic=34670520&hl=

მოუხმეთ ფორუმელებს და ვიმსჯელოთ,თორემ როგორც ვატყობ კაციშვილი არ შემოდის აქ smile.gif

Posted by: jiorji 28 Jul 2014, 12:51
ეს რა მკვდარი ადგილი ყოფილა ტოოო....(

Posted by: აიეტი 13 Feb 2015, 15:47
მოდერატორს შევატყობინე და ვერანაერი პასუხი ვერ მივიღე....

აქაც ვიკითხავ, ესეთი პოსტები არ ისჯება?

Posted by: annavita 7 Nov 2015, 12:40
სალამი, ბოდიში, აქ თუ ვინმე იყურება ანუ ვინმეს ეყურება, კითხვა მაქვს. საგალობლები არის აქ სადმე? რეგენტებთან მაქვს კითხვა და სად ვიკითხო ვის ვკითხო ფორუმის ფარგლებში. გმადლობთ smile.gif

Posted by: Mavro 18 Jul 2016, 09:22
გამარჯობათ ხალხო, ვერ მიმასწავლით განყოფილებას ან თემას სადაც იუზერები პოსტავენ რომლებიც აპებით ან სხვადასხვა პროგრამებით მუსიკებს წერენ?

Posted by: kaonashi 19 Jun 2018, 12:16
ხალხოოო სალამი. იქნებ იცოდეთ ფირფიტების ნახვა სად შეიძლება გარდა მშრალი ხიდისა? დევიდ ბოუის ალბომი მინდა ნებისმიერი და სად ვნახავ? ჰეელფ რა

Posted by: Anonymous7788 5 Sep 2018, 11:03
https://forum.ge/?showtopic=35045657&view=findpost&p=53375599

humanoidi

მე განა მინდა გვერდების ასე გაწელვა
როგორ უნდა გავაკეთო ისე რომ გვერდი არ გაიწელოს?

Posted by: humanoidi 8 Sep 2018, 21:24
Anonymous7788
ბევრი ბმული არ დადო ერთად, გამოიზოგე.
ან ბოლო-ბოლო რაღაცეები სპოილერებში დამალე ხოლმე.

Posted by: Anonymous7788 9 Sep 2018, 09:28
QUOTE
ბევრი ბმული არ დადო ერთად, გამოიზოგე.
ან ბოლო-ბოლო რაღაცეები სპოილერებში დამალე ხოლმე.

გასაგებია

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)