forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (61) « პირველი ... 26 27 [28] 29 30 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> განვითარების გეგმა - ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში, მხოლოდ სარაგბო თემატიკა!..
GioWEED
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1581
წევრი No.: 201708
რეგისტრ.: 30-April 15

გამოგზავნილია: 12 Jan 2018, 23:27  #51988487      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
zura1993
მაგას ვამბობ მეც. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები ზუსტადაც.

სპორტში სადაც თავუსუფლად შეგვიძლია ტოპ 10ეულში შესვლა და ევროპის უმაღლეს საკლუბო ტურნირებში მონაწილეობა და შედეგებისთვის ბრძოლა.

პერსპექტივა არუს ძალიან დიდი. ქვეყნის გაპიარების, მაღალი შედეგებუსთვის, სპორტის განვითარების.

საბოლოოდ მაინც ქვეყანა იგებს ამ ხარჯებით. რაგბიმ უამრავ ადამიანს გააცნო ჩვენი ქვეყანა და კიდევ უფრო მეტ სიკეთეს გააკეთებს განვითარების შემთხვევაში


--------------------
"მთელი ღამე ერთად ვიწექით და არ მომცა. მაგარი პატიოსანი გოგო იყო" © ეს ტიპი ანტიკვარია ნამდვილი

"ელაპარაკე რეგვენსა ყ#ე შამაარტყი კედელსა" © ხალხური

"სიფხიზლით უფრო ვკაიფობ" © pekineli
Werner Voss
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7290
წევრი No.: 101680
რეგისტრ.: 5-October 09

გამოგზავნილია: 12 Jan 2018, 23:52  #51988648      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ისე პრო 12 ივით ჩვენ, რუსებმა და რუმინელებმა საერთო ჩემპიონატი რო ჩამოვაყალიბოთ, სიტყვაზე შავი ზღვის თასი, თქვენ როგორ ფიქრობთ მოგვცემს ეს რამეს?
NAPSTER
zonderator


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 23897
წევრი No.: 70603
რეგისტრ.: 11-September 08

გამოგზავნილია: 12 Jan 2018, 23:54  #51988662      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Werner Voss
QUOTE
ისე პრო 12 ივით ჩვენ, რუსებმა და რუმინელებმა საერთო ჩემპიონატი რო ჩამოვაყალიბოთ, სიტყვაზე შავი ზღვის თასი, თქვენ როგორ ფიქრობთ მოგვცემს ეს რამეს?


ბევრს არაფერს და პლიუს ამას ძვირი სიამოვნებაა (მარტო ფრენები წაიღებს ძალიან დიდ ფულს)


--------------------
სადმე საქართველოს ცაზე დიდმა ”###მზიდმა” ხო არ განიცადა კატასტროფა? © UZUL

2008-ში ხმა რომ გავრცელებულიყო, რუსი სამხედროები ქართველი მამაკაცების დასჯის მიზნით მათ ტრაკში #########ს აპირებენო, ომს არ წავაგებდით © ozzy_ka10

:amayi: © nuca
zura1993
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5043
წევრი No.: 68954
რეგისტრ.: 2-August 08

გამოგზავნილია: 13 Jan 2018, 00:37  #51988903      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
GioWEED
QUOTE
მაგას ვამბობ მეც. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები ზუსტადაც.

სპორტში სადაც თავუსუფლად შეგვიძლია ტოპ 10ეულში შესვლა და ევროპის უმაღლეს საკლუბო ტურნირებში მონაწილეობა და შედეგებისთვის ბრძოლა.

პერსპექტივა არუს ძალიან დიდი. ქვეყნის გაპიარების, მაღალი შედეგებუსთვის, სპორტის განვითარების.

საბოლოოდ მაინც ქვეყანა იგებს ამ ხარჯებით. რაგბიმ უამრავ ადამიანს გააცნო ჩვენი ქვეყანა და კიდევ უფრო მეტ სიკეთეს გააკეთებს განვითარების შემთხვევაში

გააკეთოს რაგბის კავშირმა კვლევა, თუ რა გავლენას მოახდენს საქართველოს პრო12-ში და ექვს ერში მოხვედრა: ეკონომიკურად, იმიჯის მხრივ, ქვეყნის ცნობადობის ამაღლების მხრივ, ტურიზმის მხრივ, ქვეყანაში დამატებითი სამუშაოების შექმნის მხრივ და ა.შ.

როცა ხელთ ექნებათ კვლევა ასე უფრო იოლად მიაღებინებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.
zaal1969
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3214
წევრი No.: 137153
რეგისტრ.: 19-October 11

გამოგზავნილია: 13 Jan 2018, 08:30  #51989721      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
zura1993
QUOTE
გააკეთოს რაგბის კავშირმა კვლევა, თუ რა გავლენას მოახდენს საქართველოს პრო12-ში და ექვს ერში მოხვედრა: ეკონომიკურად, იმიჯის მხრივ, ქვეყნის ცნობადობის ამაღლების მხრივ, ტურიზმის მხრივ, ქვეყანაში დამატებითი სამუშაოების შექმნის მხრივ და ა.შ.

როცა ხელთ ექნებათ კვლევა ასე უფრო იოლად მიაღებინებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.

გარდა ამისა ის ფინანსები,რაც დახარჯა სახელმწიფომ და უფრო მეტი კერძო პირმა წყალში გადაყრილი გამოვა, ან ვთამაშობთ კელტა ლიგაში ან უცილობელი სტაგნაცია გველის, თუ მოვახერხებთ და ვითამაშებთ მანდ საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით სარაგბო ქვეყნად!
irakli_f1
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 855
წევრი No.: 83534
რეგისტრ.: 29-January 09

გამოგზავნილია: 13 Jan 2018, 23:16  #51993814      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არადა ფინანსურად რომ მივუდგეთ, საერთოდ არ ჯდება ასტრონომიული თანხები პრო 14-ის ერთი ფრეინშიზა.

35 მორაგბე - საშუალო ხელფასი წელიწადში 30 ათასი დოლარი = დაახლოებით 1 მილიონი დოლარი სპორტმენების ხელფასში, რასაც სამწვრთნელო, სამედიცინო და სხვა შტაბის ხელფასები დავუმატოთ მაქსიმუმ ამის ნახევარი, ანუ 0.5 მილიონი. ჯამში გამოდის 1.5 მილიონი დოლარი ხელფასებში.

სახლი/გასვლის ფორმატი თუ იყო, წელიწადში 14 შინ / 14 გასვლა მოგვიწევს. ნამდვილად არ ვიცი, რა დაჯდება 14 გასლითი მატჩი, მაგრამ სავარაუდოდ 250 ათას დოლარს არ უნდა აცდეს + ამას დამატებითი ხარჯები.

ჩემი აზრით, წელიწადში 5 მილიონი დოლარი სრულად საკმარისი იქნება (საწყის ეტაპზე) ზედმეტიც კი 20+ მაღალი დონის მატჩისთვის.
lepori
მსხალი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4243
წევრი No.: 92698
რეგისტრ.: 1-June 09

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 12:14  #51995741      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
zaal1969
QUOTE
გარდა ამისა ის ფინანსები,რაც დახარჯა სახელმწიფომ და უფრო მეტი კერძო პირმა წყალში გადაყრილი გამოვა, ან ვთამაშობთ კელტა ლიგაში ან უცილობელი სტაგნაცია გველის, თუ მოვახერხებთ და ვითამაშებთ მანდ საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით სარაგბო ქვეყნად!

მთლად ასე გადაწყვეტითაც არ ვიტყოდი რომ სტაგნაცია გველის
არც არგენტინა თამაშობდა საკლუბო დონეზე მარა, ნაკრებმა გაცილებით უფრო მეტს მიაღწია ვიდრე ჩვენ
თუმცა კელტთა ლიგა რომ დაგვხატავს მაგაზე არ ვდავობ


--------------------
დო'დოო
giorgi77
_\-\_____\-\___


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24838
წევრი No.: 6355
რეგისტრ.: 11-September 04

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 13:48  #51996113      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არგენტინა სუპერ რაგბიმდე ვოდაკომზე თამაშობდა ერთი კლუბით საკმაოდ დიდ ხანს.
giushki
super-xv member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3631
წევრი No.: 86686
რეგისტრ.: 15-March 09

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 13:58  #51996151      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არგენტინას სანამ დავატოლებდეთ, მანამდე ის გადავთვალოთ რამდენი მაგათი უკანახაზელი თამაშობდა 2007-11 წლებში ტოპ ლიგებში, 9-10-15 ნომრებზე რა ხალხი ყავდათ და მერე ჩვენი უკანა ხაზი სად ვიყავით მაშინ და სად ვართ ეხლა. დღეს დღეისობით არცენტინა უცხოურ ლიგებში მოთამაშე, სულ რომ მეორე პიშო იყოს, აღარ ეძახის ნაკრებში, თუმცა ლეგიონერებიც ძალიან ხარისხიანები ყავთ.

პ.ს. არგენტინელრბი ბეჯითად სწავლობენ ახალ სტილს და ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს რომ დასუსტდნენ, მაგრამ 2019 ში გადათვლიან წიწილებს დარწმუნებული ვარ.

This post has been edited by giushki on 14 Jan 2018, 14:03
lepori
მსხალი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4243
წევრი No.: 92698
რეგისტრ.: 1-June 09

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 14:34  #51996300      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
giushki
QUOTE
არგენტინას სანამ დავატოლებდეთ, მანამდე ის გადავთვალოთ რამდენი მაგათი უკანახაზელი თამაშობდა 2007-11 წლებში ტოპ ლიგებში, 9-10-15 ნომრებზე რა ხალხი ყავდათ და მერე ჩვენი უკანა ხაზი სად ვიყავით მაშინ და სად ვართ ეხლა. დღეს დღეისობით არცენტინა უცხოურ ლიგებში მოთამაშე, სულ რომ მეორე პიშო იყოს, აღარ ეძახის ნაკრებში, თუმცა ლეგიონერებიც ძალიან ხარისხიანები ყავთ.

პ.ს. არგენტინელრბი ბეჯითად სწავლობენ ახალ სტილს და ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს რომ დასუსტდნენ, მაგრამ 2019 ში გადათვლიან წიწილებს დარწმუნებული ვარ.

მაგას ვამბობ მეც, რომ არგენტინელბმა თუ შეძლეს განვითარება ჩვენც შევძლებმეთქი (თუ ვიყოჩაღეთ) და გინესის ლიგაზე არ დამატება აპრიორი სტაგნაციას არ ნიშნავს
კიდევ გვაქვს რესურსი წინ წასვლის
anonimuri
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 155
წევრი No.: 211995
რეგისტრ.: 29-December 15

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 14:46  #51996372      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩემი ახალი სამოტივაციო ვიდეო ქართულ რაგბზე და ზოგადად სპორტზე , თუ მოგეწონებათ გააზიარეთ .
https://www.youtube.com/watch?v=o4vroP7IrA8
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2374
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 18 Jan 2018, 14:49  #52019736      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვინმეს სასკოლო პროგრამებთან ან განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამებთან ხომ არ გაქვს საქმიან-სამსახურეობრივი შეხება?

ოვალურ ამბებში მჭირდება



--------------------
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
The Previous Nick_Name: GiorgiG83
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2374
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 22 Jan 2018, 14:15  #52040999      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უქმად ჯდომასო და სადგისების პარტიის ცამორიგებისას რიგში დგომასო უქმად "შრომა" სჯობიაო და...

ვისაც სურვილი ექნება ხელის მოშველების, წინასწარ მადლობელი...

ვისაც არ დაეზარება გადაავლოს თვალი (ხორცშესხამხმდე მართალია ჯერ აკლია, მარგამ ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად კმარა)


სპორტი
სპორტის და ფიზკიკური აღზრდის, განათლების, როლი არამხოლოდ პიროვნების ჰარმონიული განვითარების ერთ-ერთი წინაპირობა, არამედ ჯანსაღი საზოგადოების, როგორც წარმატებული სახელმწიფოს შენების ქვაკუთხედი - მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ამ გზით ახალგაზრდების გაჯანმრთელება, გაჯანსაღება არ ნიშნავს მხოლოდ რაიმე დაავადების არქონას, ან მხოლოდ ამ დაავადების თავიდან აცილებას. ერის გენოფონდისთვის მნიშვნელოვანია ფიზიკურად ჯანსაღი თაობების აღზრდა. სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამები მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ადრეული ასაიდან ბავშვების შეგნებაში ინერგებოდეს ფიზიკური აქტივობის აუცილებლობა. ფიზიკური აქტივობა ხშირად ჯანმრთელობის დაცვის პრევენციის უპირველესი საშუალებაა ისევე, როგორც სოციალური, თუ მატერიალური კეთილდღეობის საწინდარიც.
სპორტულ აქტივობას და სპორტში ჩართულობას ჯანმრთელობის გამაჯანსაღებელი ფუნქციის გარდა დიდი სოციალური როლი აკისრია, თუ ძალიან ხმამაღალ ფრაზად არ ჩავთვლით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი როლიც.
სპორტისა და ფიზიკური აქტივობისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულება სპორტის სასკოლო სასწავლო პროგრამების, გეგმების, მოთხოვნებმა უნდა განსაზღვრონ. დაწყებითი, საბაზისო თუ ზოგადი სასკოლო ასაკის მოზარდების პიროვნებებად, საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებაში სპორტული განათლების-აღზრდის როლი მნიშვნელოვანია:
სპორტი ადრეულ ასაკში ასოცირდება მხოლოდ თამაშთან და რადგან თამაში საინტერესოა, მისით დაკავება არ მოითხოვს განსაკუთრებულ უნარებს და ცოდნას, რაც იძლევა საშუალებას მოიცვას ყველა ასაკის მოზარდი მიუხედავად ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობებისა.
სპორტული აქტივობისადმი ისეთი დამოკიდებულება, როგორიც არის თამაში და სათამაშო აქტივობა მასში ჩართულ პირებს უმუშავებს:
- დამოუკიდებლობის განცდას, რადგან აქტივობისას, შეჯიბრისას დამოუკიდებლად უწევთ წამოჭრილი სიტუაციური პრობლემების გადაჭრა და გადაწყვეტა;
- გადაწყვეტილებების მყისიერად მიღების უნარს;
- სოციალური ინტერაცქიის და მუდმივი კომუნიკაციის დამყარების აუცილებლობას თანაგუნდელებთან;
- აუმჯობესებს ფიზიკურ და გონებრივ უნარებს;
სპორტი ხელს უწყობს მოსწავლეთა და მოზარდთა ფსიქო-ფიზიკურ განვითარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის, როგორც ფასეულობის და საშუალების განმტკიცებას და განვითარებას, კერძოდ:
- სამართლიანი თამაშის პრინციპის გაცნობას და დანერგვას;
- გუნდური სულისკვეთების გამომუშავებას;
- ინდივიდუალური და გუნდური თვითაგამოხატვის შესაძლებლობას;
- ურთიერთდახმარების განცდის გამომუშავებას;
- შინაგანი დისციპლინის გამომუშავებას;
- გუნდური (კოლექტიური) დისციპლინის არსის აღქმას;
- ინდივიდუალური თუ ერთობლივი აქტივობის დაგეგმვას;
- პასუხისმგებლობის გრძნობის, როგორც ინდივიდუალრუი, ისე გუნდური, გაჩენას და განაწილებას;
- ლიდერული თვისეების გამომუშავებას;
- გუნდში ურთიერთგაგების დამკვიდრებას, კოლეგიალობის პრინციპის გაჩენას;
- არაძალადობრივ ურთიერთქმედებას.

სახელმწიფოთა წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევა გახლავთ ნარკომანია, რომლის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციის კომპლექსურობა საგანამანათლებლო, ჯანდაცვის, სამართალდამცავი და არამატრო სისტემების საზრუნავი ხდება, თუმცა პრევენციის ეფექტურობის მნიშვნელოვანი წილი არამხოლოდ საგანმანათლებლო არამედ სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სპორტულ საგანმანათლებლო აქტივობაზეც მოდის, რადგან სპორტული თამაშები იმ ღირებულებების თუ ფასეულებობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რაც ეწინააღმდეგება ნარკომანიის შესაძლო წინაპირობებს:
- წაგების ღირსეულად მიღების შესაძლებლობა;
- მიღწეულით და მიღწევით მოთხოვნილების დაკმაყოფიელბა;
- ჯანსაღი ცხოვრების წესის, როგორც ფასეულობის და სისტემის აღქმა და ცხოვრებაში დანერგვა;
- საკუთარი ძალებით მოპოვებული წარმატებით სიამოვნების მიღება;
- საკუთარი თავის პოვნა და თვითდამკვიდრება გუნდში, სოციუმში;
- ჯანსაღ თანატოლებთან (გუნდთან) იდენტობის განცდა;

XXI საუკუნეში ჯერ კიდევ მძვინვარებს ისეთი მოვლენა რასაც სოციალური მარგინალიზაცია ეწოდება. თუმცა აღნიშნულის პრევენციის ერთ-ერთ საშუალებას, ასევე სპორტი და სპორტული აქტოვობები/თამაშები წარმოადგენს (სოციალურად დაუცველი, დევნილი, ობოლი, მზრუნველობამოკლებული, შშმპ (შშმპ სპეც პროგრამებით) და სხვა) - სხვადასხვა და პრაქტიკულად ყველა ჯგუფის უმტკივნეულო და ბუნებრივი ინტეგრაციის საშუალება საზოგადოებაში - სწორედ გუნდურობის და გუნდში თითოეული წევრის ინდივიდუალიზმის ხაზგამის პრინციპიდან გამომდინარე - უპირველესად - მოზარდებში გაუცხოების გადასალახად.
ასვე უნდა ვახსენოთ ისეთი სასკოლო ეპიდემია რასაც ე.წ. „ბულინგი“ ჰქვია, რომელიც შეიძლება წააგავს, მარგამ განსხვავდება სოციალური მარგინალიზაციის შინაარსისგან. ე.წ. „ბულინგი“, რაც ადამიანის ჩაკეტილობას, რიგი კომპლექსების თუ ფობიების, არასრულფასოვნების განცდას იწვევს, ასევე აფერხებს მოზარდის შესაძლებლობას საკუთარი ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობები წარმოაჩინოს, ჰარმონიულად განვითარდეს და ადგილი დაიმკვირდოს სოციუმში, გარდა ამისა „ბულინგის“ პრევენცია პირდაპირ აისახება მოზარდთა შორის აგრესიის დონის შემცირებაში, რაც საზოგადოებრივი საზრუნავის გარდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრობლემაა.
გარკვეულ ეტაპზე სპორტული აქტივობა და აღზრდა მოზარდებში ახდენს ფიზიკური და გინებრივი შესაძლებლობების გამოწრთობას:
- იხვეწება მოძრაობები
- ხელის თუ ფეხის მოტორიკა ვითარდება
- ვითარდება სხეულის კოორდინაცია
- ვითარდება „გაბნეული მხედველობის“ უნარი
- ინერგება სოციალური კონტაქტები, რომელიც დროთა განმავლობაში მყარდება
- იზრდება სოციალური ინტეგრაციის ფარგლები
- სამართლიანი თამაშის პრინციპი სპორტული ატივობის ერთერთ ქვაკუთხედად გვევლინება
- ფიზიოლოგიური თვალსაზრისით დადებით მომენტებზე აქ არ შევჩერდებით***

სპორტის ცხოვრების წესად დანერგვის და სპორტის სწავლების მიზანი ასევე არის ფიზიკური განათლების მიღების გარდა:
- ყოველდღიურობაში აქტიური შრომისა და დასვენების მნიშვნელობის გააზრდება და დანერგვა
- აქტიური შრომა თუ დასვენება მოიცავს ინფორმაციულ სიახლეებს, შემეცნებით ელემენტებს
- ჯანმრთელი და რაციონალური კვების წესად ქვეცა
- პირადი თუ საზოგადოებრივი ჰიგიენის საჭიროების გაცნობიერება
- მავნე თუ მანკიერ ჩვევებზე შეგნებულად, საკუთარი ნებით უარის თქმა და აღნიშნულის ტირაჟირება
- ადამინაბეთან ურთიერთობების სწავლება და მათთან სოციუმში თანაცხოვრების საზოგადო პრინციპების დაცვა
- უმწეოთა მიმართ თანაგრძნობის გაჩენა, დახმარების აღმოჩენის საჭიროება სოციალური როლით და პირადი ნებით გამოხატული

აქვე ხაზგასასმელია, რომ სპორტს, როგორც სასწავლო დისციპლინას ყოველ ეტაპზე (ასაკობრივი დიფერენციის გათვალისწინებით, თავისი სპეციფიკა გააჩნია, რომლის ძირითადი პრინციპებია სპორტულ აქტივობაში ჩართული პირების გონებრივი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზაობა დაძლიოს კონკრეტული ეტაპი და შემდგომი ეტაპის დასაძლევად გარდა მზაობისა გააჩნდეს სურვილი.

საფეხურები:
სასკოლო პერიოდის საფეხურებად კლასფიკიაციისას რამდენიმე ძირითადი პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ - ფიზიკური შესაძლებლობები, გონებრივი შესაძლებლობები, აქტივობისადმი ინტერესი, აქტივობისადმი არსებული ინტერესით ნაკარნახევი დამოკიდებულება თავად აქტივობისადმი, ფსიქოლოგიური მზაობა ინტერესის გაღრმავების.
ამ მხრივ ოთხ ეტაპიანი დაყოფა ალბათ მისაღებია:
user posted image

პ.ს.
გაგრძელება და სქოლიოები და ამბები იქნება - საბოლოო მიზანია ეს "კონცეპციის მაგვარი" დავიყვანო რაგბის როლამდე


Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2374
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 25 Jan 2018, 14:56  #52058946      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს ყველაფერი საიდან მობერილ სიოს მოჰყვა...
მეგობრულად გამაცნეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტირების მაბები და თურმე საგანამანლებლო ლიცენზიის მქონე სასწავლო დაწესებულებას, მითუმეტეს თუ პროფესიულია - შეიძლება განესაზღვროს დაფინანსება 70 K და ზემოთ...

ამიტომ ვითხოვე განათლების სისტემაში ვინმე ხომ არ არის ჩართული და დაკავშირებული მეთქი
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2374
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 29 Jan 2018, 13:45  #52082482      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?news...%83%91%E1%83%90

ნამდვილ წევრთა სია


http://site.rugby.ge/_rugby/files/2018%20%...83%90%20pdf.pdf

ერთ ხმოსნები
ორ ხმოსნები
და
სამ ხმოსნები

ხარების 3 ხმა, აიას 1 ხმა, ფოთის 2 ხმა და 2 ხმაც ლოკომოტივს, რკ კახეთის 2 ხმა, სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება ქუთაისიდან 2 ხმით და 1-1 ხმით ხვამლი (შპს) და ხომლი (ააიპ) იმენნა ქართული კინოფილმი და გაუტანელი გრენლანდია მახსენდება, მარგამ 3 ხმოსანი არმაზი...

რაინდობა დაახლოებით ვიცით რა დამსახურებისთვისაც არის, ჩოხოსნობა 70 წლიანი ნოსტალგიის მერე დაბრუნდა - ეგეც ახსნადია, მარგამ ეს ხმოსან-მგოსნობა ვინ რამდენ ბანიანია რაზეა მიბმული?
მაინინგის რა პრინციპია?

პ.ს.
ოღონდ აი მართლა მაინტერესებს - Just Curiosity, nothing more...
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (61) « პირველი ... 26 27 [28] 29 30 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0374 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]