forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> 2017-18 * ჩემპიონთა თასი, XXIII სეზონი
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15107
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 20 Oct 2017, 10:28  #51532888      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

ძველებური ბონუსები

ევროპის "ჩემპიონთა თასის" სტარტზე ბოლო ორი წლის ფალავანმა -
ლონდონის "სარასენსმა" სტუმრად 44 ქულით მოსრა ნორს’ჰემპთონი


Ovaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))

მორიგი, XXIII სეზონის წინ 20-გუნდა დასში შეიცვალა 5 მონაწილე: საფრანგეთმა ერთი ადგილი დაკარგა -- ელიტაში ვეღარ მოხვდნენ 4-გზის ჯილა ტულუზი და ბორდო; სამაგიეროდ, ლა’როშელი პირველად შეიჭრა ბობოლებში

ინგლისს ვეღარ წარმოადგენს სეილი, მაგრამ ისევ გამოჰყავს ბასი და ჰარლი’ქვინზი; იტალიის კვოტაში ძებრე ტრევიზომ ჩაანაცვლა, უელსის ოსპრეიზმა კი რჩეულებში შეცვალა ირლანდიის ქონოთი

125 მეტრი 6 გაჭრაზე

პირველი რაუნდის 10 მატჩიდან 6 მასპინძელმა მოიგო, სამი - სტუმარმა და ერთიც ფრედ დასრულდა. გაიცა 8 ძველებური ბონუსი - 3 პრემია და 5 ნუგეში; ამასთან, ორ მატჩში ორივე გუნდმა შეირგო დამატებითი ქულა

ჰეთ-თრიქი ვერავინ შეასრულა! სარასენსის უელსელმა გარემარბმა, ლიამ ვილიამსმა ხაზი 6-ჯერ გაჭრა და 125 მეტრი მოინავარდა; მონპელიეს გარემარბმა’ვე, ფიჯელმა ნემანი ნანდოლომ 21 სოლოზე 11-ჯერ გააბითურა ლენსთერელი მბოჭავები

რასინგის ფიჯელმა მეორე’ ხაზელმა, ლეონე ნაკარავამ 10 ოფლოუდი შეასრულა - დაჭერილმაც ამოაგდო ბურთი, ყველაზე მეტი - 21 ბოჭვა კი მოუგროვდათ მესამე’ხაზელებს - ჟიუდიკალ კონკორიეს (კლრ) და ჯექ ქონანს (ლენ)

ფრანგებს გაუჭირდათ

სარასენსმა ამ შემოდგომაზე’ვე, "ავივა პრემიერ’შიპის" გახსნაზეც, თვიქნემში * 41:3 მოუგო პირველი ტაიმი ნორს’ჰემპთონს, ამჯერად კი სტუმრად სულ 8 ლელო დაუდო და * 57:13 დაანგრია

წინა გათამაშების ფინალისტმა, კლერმონმა უელსში მესამე მეოთხედში 16 ქულითაც გაუსწრო ოსპრეიზს, გამარჯვება კი იმით’ღა დაიბევა, რომ ბოლო წუთზე სქოთ სპედინგმა შორიდან გაიტანა ჯარიმა * 26:21

გაუჭირდა 3-გზის (2013-15) ჩემპიონ ტულონსაც -- შინ თავიდან * 18:0 უგებდა დასავლეთი უელსის კლუბს. ამაში გადასულმა ლი ჰაფ’პენიმ საათის თავზე * 20:18 დააწინაურა სტუმრები. და მაინც, ბოლოს სულ გრანდმა უტია და დაამარცხა ჯიუტი ჰლანეჰლი * 21:20

პიატაუს სიჩაუქით

პარასკევ საღამოს, ტურნირის პირველ მატჩში, ბრამბიზიდან (ავს) ალსთერში განათხოვრებულ ქრისჩენ ლეალიაფანოს 3:9-ზე ტელე’ რეფმა ლელო გაუუქმა, მაგრამ ბელფასთის კლუბი უმალ ორჯერ ეწია მიზანს ექს-ბლუზ’ელი (ზელ) ჩარლი პიატაუს სიჩაუქით, და ვოსპსი *19:9 ძლია

ინგლისის პრემიერმა, ექსეთერმა სეზონის პირველი მარცხი * 24:15აგემა გლაზგოს, ვისაც აფრიკის ორი კლუბის - ჩიტაზისა და ქინგზის ამატებით განვრცობილ "გინეს პრო"ში აქამდე 6-ვე თამაში მოეგო

ბოლო "ტოპ 14"-ის წრიული სტადიის მომგებმა ლა’როშელმა კოხტა, "ტრადიციული ფრანგული" რაგბით შეაქცია "მომცრო თვიქნემის" პუბლიკა და ბონუსით * 34:27 ძლია ჰარლიქვინზი

სტუმრებს 6 გოლით 14 ქულა შესძინა 31 წლის ინგლისელმა რაიან ლემბმა, ვისთვისაც ლა’როშელი კარიერის მეექვსე (!) კლუბია

ნანდოლოს დუბლი

სხვა სამი მატჩიდან ფრანგებმა მოიგეს, წააგეს და ფრედ დაასრულეს თითო

პარიზის რასინგმა 6’ წუთზევე ჩააბა ბრძოლაში ექს-შარქს’ელი (აფრ) პეთ ლემბი, ვისაც ლამის მთელი წელი გაუცდა ტვინის შერყევის გამო, და * 22:18 ძლია ინგლისის ლესთერი

დაბლინში გუნდებმა მოისაკლისეს ბობოლა 10 ნომრები - ლენსთერელი ჯონი სექსთონი და მონპელიელი არონ ქრუდენი, ვინაც ზე’რაგბს ჩიფსში (ზელ) თამაშობდა

ვირგლა ნანდოლომ [ფოტოზე] ორი ლელო მიითვალა, მასპინძლებიდან კი მაგრად ითამაშა ზურგმა (#15) ჯო ქარბრიმ -- ლენსთერმა 67’ წუთზე მეოთხე ლელოც გაიტანა და * 24:17 გაიმარჯვა

კასტრი - მანსთერის ჯახის დასკვნით ნახევარ საათში ანგარიში აღარ შეცვლილა * 17:17 -- არადა, ბოლოსკენ სტუმრებმა რაქში აშკარად დაარღვიეს წესი, ფრანგთა არხენტინელმა მგეზავმა, ვენხამინ ურდა’პიშეტამ კი ქარში თითო ჯარიმა და არეკნი დაახაია

ტესტებს გამოაკლდნენ

ნულზე ერთად’ერთი თამაში დასრულდა -- ბასმა ტრევიზო * 23:0გაასაღა, მაგრამ ორი სინბინი ხომ მიიღო და პრემიამდეც ორი ლელო დააკლდა. მეტიც, იტალიელები 0:6-ზე მთელი 10 წუთი უტევდნენ და ინგლისის კლუბი ორჯერ ბეწვზე გადაურჩა ლელოს

ამ მატჩის შემდეგ ტრიბუნალზე გაირჩა "ბოკე" ფრანსუა ლოუსა და "აძური" მარკო ფუზერის საქმე. პირველს მეტოქის თვალის თით’ყოფა ბრალდებოდა, მეორეს კი - კბენა. ლოუს სასჯელად სამი კვირა დაუდგინდა, ხოლო ფუზერი გაამართლეს

რაუნდმა შეიწირა ორი კელტი ოსტატი: ნორს’ჰემპთონის უელსელ გარემარბს, ჯორჯ ნორსს მუხლი ეტკინა, კლერმონის შოტლანდიელ 9 ნომერს, გრეიგ ლეიდლოუს კი წვივში ძვალი გაუტყდა. შედეგად, ორივე გამოაკლდა ნოემბრის ტესტებს


ევროპის "ჩემპიონთა თასი" 2017-18

პირველი რაუნდი

(( ათიდან 7 თამაშის თორენთ’ბმული იხილეთ საითზე, სტატიაში ))


<< პირველი ჯგუფი

ალსთერ (ირლ) 19:9 ვოსპს (ინგ)

2ლ: სთოქ’დეილ მაკ’ქლოსქი; 3ჯ: ქუნი, ლეალიაფანო 2 -
3ჯ: დეილი, გოპერთ 2 / სბ: ბასეთ

რეფ ვაით’ჰაუს (უელ) @ 13/10 ბელფასთ, ქინგ’სპენ (15 291)

0:3(4) 3:3(15) 3:6(40+3) /
3:9(47) 8:9(55) 13:9(57) 16:9(70) 19:9(75სბ)

ჰარლიქვინზ$(ინგ) 27:34 ლა’როშელ$(სფრ)

3ლ: მეთიუზ მერჩანთ ქოლიე; 3გ 2ჯ: მ.სმით -
4ლ: ფორბს დუმეირუ (2 4) პრიზო; 4გ 2ჯ: ლემბ / სბ: გურდონ

რეფ მიტრეა (იტა) @ 14/10 ლონდონ, თვიქნემ სთუპ (11 705)

0:7(4) 3:7(10) 3:10(13) 10:10(16) 10:17(26) 10:24(32) 17:24(34) /
17:31(46$) 17:34(53) სბ(55ლ) 24:34(63) 27:34(80)


<< მეორე ჯგუფი

ნორს’ჰემპთონ (ინგ) 13:57 სარასენს$(ინგ)

ლ: ჰეივუდ; გ: მალინდერ; 2ჯ: მაილერ / სბ: რიბანს -
8ლ: ლ.ვილიამს (1 3) ბარით ქლარქ კოხ მ.ვუნიპოლა ლოზოვსკი სპენსერ; 7გ ჯ: ფარელ

რეფ გაიუზერ (სფრ) @ 15/10 ფრენქლინ გარდენზ (13 320)

3:0(9) 3:7(13) 3:10(17) 3:17(22) 3:22(29) 6:22(34) 6:29(40+$სბ) /
6:36(43) 6:43(66) 6:50(68) 13:50(77) 13:57(78)

ოსპრეიზ$(უელ) 21:26 კლერმონ (სფრ)

3ლ: ვებ ევანს (2 3) 3გ: ბიგარ -
2ლ: რაკა სპედინგ; 2გ: პარა; 4ჯ: პარა 3, სპედინგ / სბ: სთრეთლ

რეფ ბრეის (ირლ) @ 15/10 სვონზი, ლიბერთი (7 458)

0:7(5) 0:14(11) 7:14(19) 7:17(23) 7:20(28) /
სბ(45კ) 7:23(53) 14:23(62) 21:23(75) 21:26(80)


<< მესამე ჯგუფი

ლენსთერ$(ირლ) 24:17 მონპელიე$(სფრ)

4ლ: ქარბრი ფან’დერ’ფლიერ ჰენშოუ დეილი; 2გ: ნათევა რ.ბირნ / სბ: ა.ბირნ -
2ლ: ნანდოლო; 2გ ჯ: პინარ

რეფ ბარნს (ინგ) @ 14/10 დაბლინ, არ’დი’ეს (15 995)

5:0(18) 12:0(27) 12:7(39) /
19:7(45) 19:14(64) 24:14(67$) 24:17(71)სბ(75ლ)

ექსეთერ (ინგ) 24:15 გლაზგო (შტლ)

3ლ: ჰ.ვილიამს ჰილ სიმონდს; 3გ ჯ: სთინსონ -
2ლ: სიმორ ლ.ჯოუნზ; გ ჯ: რასელ

რეფ რუის (სფრ) @ 14/10 სენდი პარქ (10 672)

0:3(7) 0:10(12) 7:10(18) 14:10(27) /
17:10(43) 17:15(44) 24:15(79)


<< მეოთხე ჯგუფი

რასინგ (სფრ) 22:18 ლესთერ$(ინგ)

3ლ: ნაკარავა ბ.ლე’რუ ტომა; 2გ: ირიბარენ; ჯ: მაშნო / სბ: ვაკატავა -
2ლ: ჰემილთონ მეი; გ 2ჯ: ფორდ

რეფ ლეისი (ირლ) @ 14/10 პარიზ’ი, ივ დიუ მანუარ (9 333)

0:7(4) 7:7(19) 7:10(22) 14:10(25) 19:10(29) 19:15(35სბ) /
22:15(58) 22:18(77)

კასტრ (სფრ) 17:17 მანსთერ (ირლ)

2ლ: რ.ებერზონ დიუმორა; 2გ ჯ: ურდაპიშეტა / სბ: ებერზონ -
2ლ: ზიბო ქილ’ქოინ; 2გ ჯ: ბლაინდელ / სბ: მარი

რეფ ქარლი (ინგ) @ 15/10 პიერ ფაბრ (9 577)

სბ(5მ) 7:0(13) 7:7(32) 14:7(34) 14:10(39სბ) /
14:17(48) 17:17(51) დას(80+2)


<< მეხუთე ჯგუფი

ბას (ინგ) 23:0 ტრევიზო (იტა)

2ლ: მერსერ ბრუ; 2გ 3ჯ: ლუის / სბ: ოთერაქ დან -
სბ: ფუზერ

რეფ ადამსონ (შტლ) @ 14/10 რექ (13 160)

3:0(3) 6:0(6) სბ(27ბ) 13:0(40+) /
16:0(47სბ) სბ(60ბ) 23:0(72)

ტულონ (სფრ) 21:20 ჰლანეჰლი$(უელ)

2ლ: ესკონდ გირადო; გ: ბელო; 3ჯ: ბელო 2, ტრენ’დიუკ / სბ: ბონევალ -
2ლ: მაკ’ნიქოლ ჰაფ’პენი; 2გ 2ჯ: ჰაფ’პენი / სბ: ბერნ

რეფ პირს (ინგ) @ 15/10 ფელიკს მეიოლ (13 882)

7:0(7) 10:0(10) 15:0(12) 18:0(23) 18:3(33) სბ(37ტ) /
18:10(43) 18:17(50) 18:20(60) 21:20(64) სბ(80+2ჰ)


ბორჯღალოსნები # წთ’ პ/ს მ ^ ოფ ბჭვ -შ -ჯ

მიხო ნარიაშვილი (მნპ) 1 -68 3/9 1 0 0 13/2 0 1
დუდუ ქუბრიაშვილი (მნპ) 18 +52 0/1 0 0 0 1/1 0 0

მამუკა გორგოძე (ტლნ) 5 ! 2/19 14 0 2 9/2 0 2
ლევან ჩილაჩავა (ტლნ) 18 +20-34+64 0/5 5 0 0 1/0 1 0

+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; პ/ს პასი/სოლო,
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ოფ ოფლოუდი,
ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა), -შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა


ად 1 რაუნდი ქ სხვ ლ მ-წ*ფ გატ:გაშ $

1 ლა’როშელ (სფრ) 5 +7 4 1-0 34:27 1
2 ალსთერ (ირლ) % 4 +10 2 1-0 19:09 0
3 ჰარლიქვინზ (ინგ) 1 -7 3 0-1 27:34 1
4 ვოსპს (ინგ) 0 -10 0 0-1 09:19 0

1 სარასენს (ინგ) 5 +44 8 1-0 57:13 1
2 კლერმონ (სფრ) % 4 +5 2 1-0 26:21 0
3 ოსპრეიზ (უელ) 1 -5 3 0-1 21:26 1
4 ნორს’ჰემპთონ (ინგ) 0 -44 1 0-1 13:57 0

1 ლენსთერ (ირლ) 5 +7 4 1-0 24:17 1
2 ექსეთერ (ინგ) % 4 +9 3 1-0 24:15 0
3 მონპელიე (სფრ) 1 -7 2 0-1 17:24 1
4 გლაზგო (შტლ) 0 -9 2 0-1 15:24 0

1 რასინგ (სფრ) 4 +4 3 1-0 22:18 0
2 კასტრ (სფრ) 2 =0 2 0-0*1 17:17 0
2 მანსთერ (ირლ) 2 =0 2 0-0*1 17:17 0
4 ლესთერ (ინგ) 1 -4 2 0-1 18:22 1

1 ბას (ინგ) 4 +23 2 1-0 23:00 0
2 ტულონ (სფრ) 4 +1 2 1-0 21:20 0
3 ჰლანეჰლი (უელ) 1 -1 2 0-1 20:21 1
4 ტრევიზო (იტა) 0 -23 0 0-1 00:23 0

დებულება >> http://www.epcrugby.com/europeanrugbychampionscup/rules.php

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;
რვაზე ნაკლებით წაგება (ნუგეში) ანდა
მეოთხე ლელოს გატანა (პრემია) - თითო (!) ბონუსი ($)

თაი’ბრეიქი = ტოლ ქულაზე: პირისპირ (^) 1) მეტი საცხრილო ქულა,2) უკეთესი სხვაობა, 3) მეტი ლელო; მთელ ჯგუფში
4) უკეთესი სხვაობა, 5) მეტი ლელო, 6) ნაკლები დისკვალიფიკაცია; 7) ყომარი

პლეი’ოფში: ხუთივე ჯგუფის ჯილა + სამი უკეთესი მეორე (%)


შემდგომი განრიგი

ჯგუფური რაუნდები: 20-22/10; 8-10/12 და 15-17/12
2018 * 12-14/01 და 19-21/01

მეოთხედ’ფინალები 30/03-1/04, ნახევარ’ფინალები 20-22/04

ფინალი: შაბ 12/05 @ ბილბაო, სან’მამეს (ესპ)

@


--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში
Ovaluri.comxa.com/2018 და FB.COM/OVALURI
< შევიდა ფარში და სამქულიანი ჩააგდო
& დებოში (დენბოშის) დეპოში
@ ჰაკკეი ეტო ნე რეგბი, ბლინდაააჟ..! >
# ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
samxara91
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4709
წევრი No.: 134276
რეგისტრ.: 29-July 11

გამოგზავნილია: 21 Oct 2017, 16:57  #51540585      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლეინსთერმა 22 მეტრი ათრია მოლში გლაზგო და გასახდელში გაატანა ლელო givi.gif


http://www.vipleague.ws/rugby/515154/2/gla...eam-online.html

This post has been edited by samxara91 on 21 Oct 2017, 16:58
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15107
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 30 Oct 2017, 12:36  #51586428      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ძაან დაგვიანებული მიმოხილვა -- სისრულისთვის

(( ნეტა ვინმე თუ უყურებთ ამ შეჯიბრს? ))



user posted image

საქმეები გაირჩა

ევროპის "ჩემპიონთა თასს" ორი რაუნდის შემდეგ მაქსიმუმით - 10 ქულით -
მოწინავეობს სამი ქვეყნის თითო ჯილა: სარასენსი, ლა’ როშელი და ლენსთერი


Ovaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))

მეორე რაუნდის 10 მატჩიდან ექვსში მასპინძელმა იმარჯვა და ოთხში სტუმარმა. პრემიის მომტანი, მეოთხე ლელო 20-დან 9 (!) გუნდმა დადო, ნუგეში ხუთმა წაგებულმა მიითვალა, ორმა ძლეულმა კი ცხრილში ერთბაშად 2 ქულაც ჩაიწერა

შესრულდა ორი ჰეთ’თრიქი - ოღონდაც, ერთსა და იმავე მატჩში. გაიცა 8 ყვითელი ბარათი, ტრიბუნალმა კი, შემოდგომის ტესტების წინ, სამი ბობოლა ინგლისელის საქმე გაარჩია:

ბურჯ ჯო მარლერს (ჰრლ) სამი კვირით აუკრძალა თამაში, 8 ნომერ ნეითან ჰიუზს (ვსპ) - ორით, ხოლო შარის’თავი კვაჭი, დილან ჰართლი (ნორ) სულაც გაამართლა, ესაო და გადაყრაზე უცაბედად (!) უთავაზა სიფათში რაბა სლიმანსო (კლრ)

ხვანჯები ამით არ დასრულებულა: ჰარლიქვინზმა იჩივლა, მარლერი ნაკრებში არ გამოუძახიათ, რის გამოც სასჯელში საკლუბო თამაშებიც უნდა ჩაეთვალოსო. ჰოდა, "ვარდებმა" ჯოს თუ მაინც უხმეს ტესტებზე, ოღრაშული დებულებით, დაგეგმილზე ადრე (!!) გაუვა ბანი

და კიდევ, "დამოუკიდებელმა ექიმმა" გაარჩია დარეტიანებული მორგან პარას (კლრ) დაბრუნების ფაქტი და რეფს - ბენ ვაით’ჰაუსს იმაზე’ღა მიუთითა, არ უნდა გეჩქარა - დიაგნოზის გამოტანამდე საჯაროდ არ უნდა გეთქვა, ტვინი შეერყაო

მოლით მიძალება

(( ვიდეო’რჩეულის - ჰაი’ლაითების - სანახავად საითზე, სტატიაში დაწკაპეთ ანგარიშზე ))

ევროპის ბოლო ორი წლის ფალავანმა, სარასენსმა 55’ წუთზეღა * 24:20 გატეხა უელსის ოსპრეიზი, ვისაც მოთელვაზე გამოაკლდნენ ნაკრების მარბიელნი - დენ ლიდიეთი და ჯასთინ თიპურიქი:

დენ ევანსმა ნიქ თომპქინსს სალელოე პასზე წინ რომ ჩაუკრა ხელი, ერთბაშად დაისაჯა 7’ქულიანითა და სინბინით, კაც’ნაკლულ სტუმრებს კი უელსელმავე ლიამ ვილიამსმაც დაუდო ლელო * საბოლოოდ 36:34

ლა’როშელი შინ პირველად მართავდა ევრო’ელიტის მატჩს. სტუმარი, ალსთერი, ყოჩაღად იყო მესამე მეოთხედის შუამდე, მაგრამ ამ დროს დაემტვრა ბრამბიზიდან (ავს) ნათხოვარი პლეი’მეიქერი, ქრისჩენ ლეალიაფანო და აირია - 7 წუთში სამი ლელო გაუშვა * 17:41

ლენსთერმა სტუმრად ძლია "გინეს პრო"ს ლიდერი გლაზგო: მეორე მეოთხედში ბურჯმა ქიან ჰილიმ ორჯერ დაასრულა მოლით მიძალება, მერე კი 17 ქულის მომხვეჭმა ჯონი სექსთონმაც წაიპასავა ექს’ბრამბი სქოთ ფარდ’(ის)თან * 34:18

ნიღბით მოთამაშემ

ორ-ორი მოგება კიდევ ოთხ გუნდსა აქვს

კლერმონის 10 ნომერს, 16-კეპოსან კამი ლოპესს 23’ წუთზე მოტყდა კოჭი და ხუთი თვით გამოვიდა მწყობრიდან, მაგრამ მის ნაცვლად შესულმა შარლი კასონმა ორი ლელო გაუტანა ნორს’ჰემპთონს. ბურჯმა სლიმანიმ ჰართლი’ზე ჯავრი იყარა და თავადაც მოიხილა სინბინი; ხოლო ფრანგებმა ბონუსით იმარჯვეს * 24:7

ინგლისის პრემიერი, ექსეთერი ბოლო მეოთხედში სტუმრად, შერკინებით მოერია მონპელიეს და გამარჯვების მომტანი ჯარიმა გაუტანა * 27:24, მანამდე კი ბრამბი’ყოფილმავე, ჯესი მოგმა ყვითელი ხომ მიიღო და თავისივე გუნდელი, ბოკე რუან პინარიც შეიწირა

ტულონის ნრლ’ელმა ვარსკვლავმა, სემი რა’ნდრა’ნდრამ 62’’ წამზევე დაალელოვა ტრევიზო, მაგრამ ევროპის სამგზის ჩემპიონს მერე ისე წაუვიდა საქმე, რომ სირენის შემდეგაც აგებდა: ნიღბით მოთამაშე ირლანდიელმა იენ მაკ’ქინლიმ 7 გოლი (2გ 5ჯ) გაუტანა, ფრანგებმა კი ფრანსუა ტრენ-დიუკის ჯარიმითღა მოიგეს * 30:29

62’ წუთზეღა

დღეს’დღეობით ტულონს ვაილდ’ქარდიღა ერგება, რაკი სხვაობით ისევ ჩამორჩება ბასს. ამან ქარსა და წვიმაში, სტუმრად * 18:13 იმითღა ძლია უელსის ჰლანეჰლი, რომ თავის ყოფილ კლუბს 6 ჯარიმა გაუტანა რის პრისთ’ლენდმა, და ნაკრების სხვა წევრებიც - ტაულაპე ფალეტაუ, ლუქ ჩართერისი და ალედ ბრუ - ინგლისელთა მხარეს რაგბობდნენ!

აღინუსხა ორი რბევა: ლესთერის ტონგელმა ბექმა, ტელუსა ვეაინუმ სამჯერ რომ დაალელოვა კასტრი, სხვაობამ 44 ქულას უწია, მაგრამ ფრანგებმა მერე იქეთ დადეს სამი და * 29:54-ღა წააგეს; ვოსპსის ძირით ფიჯელმა მარბიელმა, ზემოთ’ხსენებულმა ჰიუზმა კი ბევრჯერ დაიფრინა ჰარლი’ქვინზის მბოჭავები * 41:10

ტიპიური, ლელო’მწირი, ევრო’რაგბი გაჩაღდა ქარიან ლიმრიქში - ანგარიში 62’ წუთზეღა გაიხსნა: ქონორ მარიმ მოგერიებაზე დაუფარა მაკსიმ მაშნოს. მერე იენ ქითლიმ ააცილა იოლი ჯარიმა, მაგრამ საიმონ ზიბოს პასით მანსთერი მეორედაც ეწია მიზანს, ხოლო რასინგს ვეღარც ფიჯელი მორკინალის, ლეონე ნაკარავას ლელომ უშველა * 7:14


ევროპის "ჩემპიონთა თასი" 2017-18

მეორე რაუნდი


<< პირველი ჯგუფი

ლა’როშელ$(სფრ) 41:17 ალსთერ (ირლ)

5ლ: სინზელ ვიტო გურდონ აგიონ ითონ; 5გ: ლემბ, ბალ 2, გოიო 2:2ჯ: ბალ -

2ლ: ლეალიაფანო ბოუ; 2გ: ლეალიაფანო ქუნი; ჯ: ლეალიაფანო

რეფ ოუენს (უელ) @ 22/10 მარსელ დეფლონდრ (16 ათასი)

7:0(4) 7:7(11) 7:10(16) 10:10(23) 13:10(28) /
20:10(52) 27:10(61) 34:10(65$) 41:10(67) 41:17(71)

ვოსპს$(ინგ) 41:10 ჰარლიქვინზ (ინგ)

5ლ: რობსონ ვეიდ (2 5) ჯონსონ ბასეთ; 5გ: გოპერთ 4, მილერ; 2ჯ: გოპერთ -

ლ: საილი; გ ჯ: მ.სმით / სბ: ბრაუნ მარლერ

რეფ რეინალ (სფრ) @ 22/10 ქოვენთრი, რიკოჰ (12 806)

7:0(5) 14:0(9) 14:3(12) სბ(32ჰ) 21:3(34) /
სბ(50ჰ) 24:3(55) 24:10(61) 27:10(65) 34:10(69$) 41:10(73)


<< მეორე ჯგუფი

კლერმონ$(სფრ) 24:7 ნორს’ჰემპთონ (ინგ)

4ლ: ლი კასონ (2 3) ფალგუ; 2გ: პარა / სბ: სლიმანი -

ლ: დეი; გ: მალინდერ / სბ: ჰართლი ბრუქს

რეფ ვაით’ჰაუს (უელ) @ 21/10 მარსელ მიშელენ (18 444)

7:0(8) სბ(30ნ) 14:0(40) /
19:0(41) 19:7(50) სბ(60ჰ) სბ(61კ) 24:7(65$)

სარასენს$(ინგ) 36:34 ოსპრეიზ$$(უელ)

შ + 4ლ: ვაილზ ბრიც ლმ.ვილიამს თომპქინს; 3გ ჯ: ფარელ -

4ლ: დ.ევანს (1 2) ვოთქინს ქროს; 4გ 2ჯ: ბიგარ / სბ: ევანს

რეფ მიტრეა (იტა) @ 21/10 ლონდონ, ალიანს (9 045)

7:0(9) 7:7(12) 7:14(20) 7:17(26) 10:17(34) 17:17(40+2) /
17:20(45) 24:20(55შ+სბ) 29:20(61$) 29:27(69) 36:27(74) 36:34(79$)


<< მესამე ჯგუფი

გლაზგო (შტლ) 18:34 ლენსთერ$(ირლ)

2ლ: ჰოგ სიმორ; გ 2ჯ: რასელ -

4ლ: ჰილი (1 2) სექსთონ რიდ; 4გ: სექსთონ 3, რ.ბერნ; 2ჯ: სექსთონ

რეფ გარსეზ (სფრ) @ 21/10 სქოთს’თაუნ (7 351)

0:3(3) 3:3(15) 10:3(17) 10:10(26) 10:17(40+4) /
10:24(46) 15:24(49) 18:24(64) 18:27(68) 18:34(76$)

მონპელიე$$(სფრ) 24:27 ექსეთერ (ინგ)

4ლ: ტომანე პაიოგ ნანდოლო (3 4) 2გ: პაიოგ / სბ: მოგ -

3ლ: არმანდ (1 3) ვითენ; 3გ 2ჯ: სთინსონ

რეფ ლეისი (ირლ) @ 22/10 ალტრად (9 541)

5:0(7) 5:7(19) 5:10(21სბ) 10:10(25) 17:10(40+) /
17:17(44) 24:17(47$) 24:24(65) 24:27(72)


<< მეოთხე ჯგუფი

ლესთერ$(ინგ) 54:29 კასტრ$(სფრ)

7ლ: მეი (1 5) ბ.იანგს ვეაინუ (3 4 6) მალუფ; 5გ: ჯჯ.ფორდ 4, ჯო.ფორდ; 3ჯ: ჯჯ.ფორდ -

4ლ: ტიულუ დ.სმით (2 3 4) 3გ ჯ: ქოქოთ / სბ: მაპა’პალანგი

რეფ ქლენზი (ირლ) @ 21/10 ველფორდ როუდ (18 304)

3:0(2) 3:3(7) 6:3(10) 9:3(15) 16:3(18) 23:3(27) 28:3(29) 35:3(36$) /
42:3(44) 47:3(47) სბ(52კ) 47:10(53) 54:10(57) 54:17(67) 54:24(74) 54:29(77$)

მანსთერ (ირლ) 14:7 რასინგ$(სფრ)

2ლ: მარი ქონვეი; 2გ: ქითლი -
ლ: ნაკარავა; გ: ირიბარან

რეფ დოილ (ინგ) @ 21/10 ლიმრიქ, სომონდ პარქ (22 054)

0:0 / 7:0(62) 14:0(71) 14:7(77)


<< მეხუთე ჯგუფი

ჰლანეჰლი$(უელ) 13:18 ბას (ინგ)

ლ: სთ.ევანს; გ 2ჯ: ჰაფ’პენი - 6ჯ: პრისთ’ლენდ

რეფ პუატ (სფრ) @ 20/10 პარქ’ი’სქარლეთს (11 479)

0:3(6) 3:3(9) 3:6(11) 10:6(23) 10:9(30) 10:12(37) /
10:15(56) 10:18(69) 13:18(74)

ტრევიზო$(იტა) 29:30 ტულონ (სფრ)

2ლ: ვრეკს გორი; 2გ 5ჯ: მაკ’ქინლი -

2ლ: რა’ნდრა’ნდრა ტუისოვა; გ 6ჯ: ტრენ-დიუკ

რეფ ქარლი (ინგ) @ 21/10 მონიგო (5 ათასი)

0:7(2) 7:7(8) 7:10(11) 14:10(29) 14:13(37) /
17:13(42) 17:18(46) 17:21(51) 20:21(60) 20:24(63) 23:24(67) 23:27(72) 26:27(74) 29:27(79) 29:30(80+3)


ბორჯღალოსნები # წთ’ პ/ს მ ^ ოფ ბჭვ -შ -ჯ

მიხო ნარიაშვილი (მნპ) 1 -65 0/8 7 0 0 9/0 0 2
დუდუ ქუბრიაშვილი (მნპ) 18 +65 0/2 3 0 0 2/1 1 0

ლევან ჩილაჩავა (ტლნ) 18 +50 0/0 0 0 0 4/0 0 0
მამუკა გორგოძე (ტლნ) 19 +55 0/3 0 0 0 5/1 0 0

+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; პ/ს პასი/სოლო,
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ოფ ოფლოუდი,
ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა), -შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა


ად 1 რაუნდი ქ სხვ ლ მ-წ*ფ გატ:გაშ $

1 ლა’როშელ (სფრ) 10 +31 9 2-0 75:44 2
2 ვოსპს (ინგ) 5 +21 5 1-1 50:29 1
3 ალსთერ (ირლ) 4 -14 4 1-1 36:50 0
4 ჰარლიქვინზ (ინგ) 1 -38 4 0-2 37:75 1

1 სარასენს (ინგ) 10 +46 13 2-0 93:47 2
2 კლერმონ (სფრ) % 9 +22 6 2-0 50:28 1
3 ოსპრეიზ (უელ) 3 -7 7 0-2 55:62 3
4 ნორს’ჰემპთონ (ინგ) 0 -61 2 0-2 20:81 0

1 ლენსთერ (ირლ) 10 +23 8 2-0 58:35 2
2 ექსეთერ (ინგ) % 8 +12 6 2-0 51:39 0
3 მონპელიე (სფრ) 3 -10 6 0-2 41:51 3
4 გლაზგო (შტლ) 0 -25 4 0-2 33:58 0

1 ლესთერ (ინგ) 6 +21 9 1-1 72:51 2
2 მანსთერ (ირლ) 6 +7 4 1-0*1 31:24 0
3 რასინგ (სფრ) 5 -3 4 1-1 29:32 1
4 კასტრ (სფრ) 3 -25 6 0-1*1 46:71 1

1 ბას (ინგ) 8 +28 2 2-0 41:13 0
2 ტულონ (სფრ) % 8 +2 4 2-0 51:49 0
3 ჰლანეჰლი (უელ) 2 -6 3 0-2 33:39 2
4 ტრევიზო (იტა) 1 -24 2 0-2 29:53 1

დებულება >> http://www.epcrugby.com/europeanrugbychampionscup/rules.php

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება (ნუგეში)
ანდა მეოთხე ლელოს გატანა (პრემია) - თითო (!) ბონუსი ($)

თაი’ბრეიქი = ტოლ ქულაზე: პირისპირ (^) 1) მეტი საცხრილო ქულა,2) უკეთესი სხვაობა, 3) მეტი ლელო;
ჯგუფ ეტაპზე 4) უკეთესი სხვაობა, 5) მეტი ლელო, 6) ნაკლები დისკვალიფიკაცია; 7) ყომარი

პლეი’ოფში: ხუთივე ჯგუფის ჯილა + სამი უკეთესი მეორე (%)


შემდგომი განრიგი

ჯგუფური რაუნდები: 8-10/12 და 15-17/12
2018 * 12-14/01 და 19-21/01

მეოთხედ’ფინალები 30/03-1/04, ნახევარ’ფინალები 20-22/04

ფინალი: შაბ 12/05 @ ბილბაო, სან’მამეს (ესპ)

@
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9089
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 30 Oct 2017, 14:17  #51586918      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
ნეტა ვინმე თუ უყურებთ ამ შეჯიბრს?

ჩელენჯის თამაშებს ვუყურე ერთი-ორს,ისიც რუსული კლუბების თამაშებს და ისიც იმიტომ რომ იმ დროს სხვა არაფერი იყო და სამსახურში უსაქმოდ ვიჯექი smile.gif ისე კი ვადევნებ თვალს!
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15107
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 14 Dec 2017, 13:31  #51833058      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

ინგლისელთა ვაება

ევროპის "ჩემპიონთა თასის" მესამე რაუნდში დამარცხდა
ინგლისის შვიდივე (!) კლუბი და თოვლმაც არია განრიგი


Ovaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები = ქვემოთაა ! ))

ინგლისს ასეთი რამ აქამდე არასოდეს დამართნოდა, სხვა’ ფრივ კი ათიდან ხუთი მატჩი’ღა მოიგო მასპინძელმა და ამდენივეც – სტუმარმა

პრემია ოციდან 9 გუნდმა მიითვალა – მათ შორის, სამმა წაგებულმა! ოთხმა ძლეულმა ნუგეში აიღო, ტრევიზომ კი ერთბაშად 2 ქულა შეჰმატა აქტივს. გაიცა 12 ყვითელი და ორიც წითელი ბარათი, ლიდერი კი ხუთიდან სამ ჯგუფში შეიცვალა

მალინდერი მოხსნეს

ინგლისის 12-გუნდა პრემიერ’შიპში 10 რაუნდის შემდეგ პირველ ადგილზეა ჩემპიონი, ექსეთერი. მეორეზე მყოფი გლოსთერი ამ ევრო’ სეზონში ქვემოთ, "ჩელენჯ"ზე რაგბობს, "ავივას" კიბეზე კი სხედან:

ევროპის ბოლო ორი წლის ჯილა სარასენსი (მესამე საფეხურზე), ბასი (4), ვოსპსი (5), ლესთერი (6), ჰარლიქვინზი (7) და ნორს’ჰემპთონი (10), რომელმაც ამდენი მარცხი რომ ვეღარ იგუა, სამშაბათს დაითხოვა 51 წლის ჯიმ მალინდერი, ვის ხელ’ქვეითაც 2014 წელს პრემიერი გახდა

ორშაბათს, თვითერით

პროგრამის თვალი, ბოლო ფინალის რე’მატჩი, სარასენს – კლერმონი ბუნებამ ხომ შეაფერხა და ოფიციოზმა მთლად დააკნინა: ბარნეთში, სტადიონისკენ მისასვლელი გზები რომ დაითოვლა, მატჩი – ფანთა უსაფრთხოების მომიზეზებით – გადაიდო

ამაზე სტუმარმა, კლერმონმა, ერთი ამბავი ატეხა, ბიჭებს კვების რეჟიმი დაერღვევათო, შვეიცარიაში მოკალათებულმა ორგანიზატორმა, ეპკრ-მა კი ისე, რომ მასპინძელს არც ჰკითხა, თამაში ორშაბათისთვის გადაიტანა და ეგეც ბრძანა, რაგბი უმაყურებლებოდ (!) გაიმართებაო

სარასენსი ოფიციოზს არ შეეპუა და სამუშაო დღეს, თვითერით (!) მაინც იხმო ფანობა, მაგრამ 300 ათასი გირვანქა კი იზარალა, ხოლო კლერმონი ისე გამწარდა, რომ * 46:14 დაანგრია ფალავანი – თანაც ფიჯელმა ალივერეტი რაკამ ჰეთ’თრიქი 25 წუთში შეასრულა!

შეიცურა და აიღო

ექსეთერს შინ, სენდი პარქზე, ერთი წელი იყო, არ წაეგო, მაგრამ ამ ჯერზე ბედმა უმტყუნა – 3:8-ზე ლელოსკენ გაჭრილი ჯექ ნოული შონ ქრონინმა კისერში ჩავლებით რომ შეაჩერა, ფრანგმა რეფმა კელტს სინბინი აკმარა, ხოლო საჯარიმო ლელო არ ჩათვალა; ლენსთერმა კი ბოლო მეოთხედში 10 ქულაც მოკრიფა * 18:8

ბასი საათის თავზე * 20:14 იგებდა ტულონში, რაკი "გაფრანგებულ" ქრის ეშთონს მოგერიება მოეჭრა, მაგრამ მერე "ლე ბლეს" ნორჩმა მგეზავმა, ანტონი ბელომ შეიცურა და აიღო, ინგლისელთა შტურმი კი თერნოვერით მოიგერია "ბოკე" დვეინ ფერმიულენმა * 24:20

ვოსპსი ტოპ 14-ის ლიდერს, ლა’როშელს ეახლა და 11-ლელოიან სეირში * 29:49 გაბითურდა, ლესთერმა კი მანსთერში შარშანდელივითაღარ წააგო * 0:38 – ანგარიში ამჯერად უფრო ჰუმანური * 10:33 გამოვიდა

14 კაცის ამარა

ჰარლიქვინზი თოვლში [ფოტოზე] დაუხვდა ალსთერს და ქრის რობშოუ და დანი ქეა "შერყევის ტესტის" ვერ’ჩაბარების გადამკიდე ზედიზედ რომ მოისაკლისა * 5:17 დამარცხდა

ნორს’ჰემპთონი საათის თავზე შინ * 8:43 ჩამორჩა ოსპრეიზს და თუმც მერე 4 ლელო დადო, მაინც უქულოდ დაშვრა * 32:43

"გინეს პრო 14"-ში უძლეველი გლაზგო შინვე, შესვენების წინ გატეხა ორმა სინბინმა და 7-ქულიანმა * 29:22 მონპელიეს სასარგებლოდ

ფრანგულ დარბში კასტრმა 77’ წუთზე გაუსწრო რასინგს, ვინაც მერე ორი ჯარიმა ააცილა და ეგრევე * 13:16 წააგო

მაჩანჩალა ტრევიზომ კი, ვინაც შუა პირველი ტაიმიდან 14 კაცის ამარა თამაშობდა, ბოლოსკენ კიდეც გაუსწრო მასპინძელს, მაგრამ მერე ჰლანეჰლიმ მაინც გაიტანა ორი ლელო * 33:28


ევროპის "ჩემპიონთა თასი" 2017-18

მესამე რაუნდი

(( თორენთები -- საითზე, სტატიაში ))


<< პირველი ჯგუფი

ჰარლიქვინზ (ინგ) 5:17 ალსთერ (ირლ)

ლ: სინქლერ –

ლ: სთოქ’დეილ; 4ჯ: ქუნი

რეფ გაიუზერ (სფრ) @ 10/12 ლონდონ, სთუპ (8 327)

0:3(6) 0:8(26) /
5:8(50) 5:11(62) 5:14(69) 5:17(79)

ლა’როშელ$(სფრ) 49:29 ვოსპს$(ინგ)

6ლ: აგიონ ბურგარი მბოტია (3 6) რატე (4 5) 5გ: ბრ.ჯეიმზ 3, ლემბ 2; 3ჯ: ჯეიმზ –

5ლ: მილერ იანგ დეილი სიმპსონ სთიუართ; 2გ: გოპერთ / სბ: იანგ დე’იონხ

რეფ ლეისი (ირლ) @ 10/12 მარსელ დეფლონდრ (16 ათასი)

3:0(8სბ) 3:5(11) 10:5(13) 17:5(18) 17:12(23) 24:12(27) 27:12(35) სბ(37ვ) 30:12(40+) /
35:12(47$) 35:17(61) 42:17(65) 42:24(70$) 42:29(75) 49:29(79)


<< მეორე ჯგუფი

ნორს’ჰემპთონ$(ინგ) 32:43 ოსპრეიზ$(უელ)

5ლ: ჰართლი გრუმ ჰორნ ტუალა ჰ.მალინდერ; 2გ: მალინდერ; ჯ: მაილერ / სბ: მალინდერ –

6ლ: დნ.ევანს (1 5) ჰაბერ’ფილდ ჰასლერ (3 6) ფონოტია; 5გ ჯ: სმ.დევის / სბ: ჰასლერ მაკ’ქასქერ; წბ: დირკსენ

რეფ რუის (სფრ) @ 9/12 ფრენქლინ გარდენზ (8 105)

3:0(17) სბ(18ო) 3:3(21) 3:10(29) 3:17(39) /
3:24(47) 3:31(50$) 8:31(53) 8:38(57) 8:43(60) 13:43(64) 20:43(67) 27:43(69$) 32:43(72) სბ-სბ(72)წბ(78ო)

სარასენს (ინგ) 14:46 კლერმონ$(სფრ)

შ + ლ: ქრუზ; გ: ფარელ –

6ლ: რაკა (1 2 3) ფლ.ფან’დერ’მერვე ფოფანა ტოიავა; 5გ 2ჯ: პარა სბლი

რეფ ოუენს (უელ) @ 11/12 ლონდონ, ალიანს (2 811)

0:7(14) 0:14(22) 0:21(26) 7:21(28შ+სბ) 5:24(32) /
5:31(48$) 5:38(61) 5:41(64) 12:41(74) 12:46(77)


<< მესამე ჯგუფი

გლაზგო$(შტლ) 22:29 მონპელიე$(სფრ)

3ლ: სარტო (1 3) ჯ.თერნერ; 2გ ჯ: რასელ / სბ: თერნერ ჯ.გრეი –

შ + 3ლ: გალეტიე (1 2) ი.დიუ’პლესი; 2გ ჯ: ფ.სტეინ

რეფ ქარლი (ინგ) @ 8/12 სქოთს’თაუნ (7 351)

3:0(4) 3:5(10) 10:5(14) 17:5(25) სბ(28გ) 17:12(34) 17:19(38შ+სბ) /
17:26(49$) 22:26(58) 22:29(71)

ექსეთერ (ინგ) 8:18 ლენსთერ (ირლ)

ლ: შორთ; ჯ: სთინსონ / სბ: ჰ.ვილიამს –

2ლ: სექსთონ ქონან; გ: ნათევა; 2ჯ: სექსთონ ნათევა / სბ: ქრონინ

რეფ პუატ (სფრ) @ 10/12 სენდი პარქ (12 606)

სბ(17ე) 0:5(21) 3:5(25) 3:8(32) /
სბ(43ლ) 8:8(54) 8:11(62) 8:18(72)


<< მეოთხე ჯგუფი

კასტრ (სფრ) 16:13 რასინგ$(სფრ)

ლ: ვაი’პულუ; გ 3ჯ: ურდაპიშეტა –

ლ: მაკა; გ 2ჯ: მაშნო

რეფ პირს (ინგ) @ 9/12 პიერ ფაბრ (8 538)

0:3(11) 3:3(21) 6:3(33) 6:6(36) /
6:13(52) 13:13(74) 16:13(77)

მანსთერ$(ირლ) 33:10 ლესთერ (ინგ)

4ლ: მარშალ ზიბო ო’მანი კლუტე; 2გ 3ჯ: ქითლი –

ლ: სექერ; გ ჯ: ჯჯ.ფორდ

რეფ გარსეზ (სფრ) @ 9/12 ლიმრიქ, სომონდ პარქ (23 503)

3:0(8) 10:0(21) 13:0(27) 20:0(32) 20:3(36) 23:3(38) /
28:3(56) 28:10(66) 33:10(68$)


<< მეხუთე ჯგუფი

ჰლანეჰლი$(უელ) 33:28 ტრევიზო$$(იტა)

5ლ: გრ.დევის (1 2) ბერნ სთ.ევანს ესქვის; 4გ: ჰაფ’პენი 3, პაჩელ / სბ: ჯმ.დევის –

4ლ: ბარბიერი ჰეივორდ ესპოზიტო რუძა; 4გ: ალენ / წბ: მინტო

რეფ რეინალ (სფრ) @ 9/12 პარქ’ი’სქარლეთს (6 856)

7:0(3) 14:0(7) 14:7(15) წბ(24ტ) 21:7(28) 21:14(38) /
21:21(58) სბ(62ჰ) 21:28(71$) 28:28(77$) 33:28(79)

ტულონ (სფრ) 24:20 ბას$(ინგ)

3ლ: ნონუ მეთიუსონ ბელო; 3გ: ტრენ-დიუკ 2, ბელო; ჯ: ტრენ-დიუკ –

2ლ: ვოთსონ ჯოზეფ; 2გ 2ჯ: პრისთ’ლენდ / სბ: ქუქ

რეფ ბრეის (ირლ) @ 9/12 ფელიკს მეიოლ (13 541)

0:3(13) 0:10(16) 7:10(36) 7:13(40+) /
სბ(50ბ) 14:13(52) 14:20(62) 17:20(67) 24:20(78)


ბორჯღალოსნები # წთ’ პ/ს მ ^ ოფ ბჭვ -შ -ჯ

მიხო ნარიაშვილი (მნპ) 1 ! 8/8 10 0 0 7/3 0 1
კოტე მიქაუტაძე (მნპ) 19 +74 0/0 0 0 0 3/0 0 0

ლევან ჩილაჩავა (ტლნ) 3 -31 1/2 1 0 0 1/0 0 2

+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; პ/ს პასი/სოლო,
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ოფ ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა),
-შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა


ად 3 რაუნდი ქ სხვ ლ მ-წ*ფ გატ:გაშ $

1 ლა’როშელ (სფრ) 15 +51 15 3-0 124:073 3
2 ალსთერ (ირლ) 8 -2 5 2-1 053:055 0
3 ვოსპს (ინგ) 6 +1 10 1-2 079:078 2
4 ჰარლიქვინზ (ინგ) 1 -50 5 0-3 042:092 1

1 კლერმონ (სფრ) 14 +54 12 3-0 096:042 2
2 სარასენს (ინგ) % 10 +14 15 2-1 107:093 2
3 ოსპრეიზ (უელ) 8 +4 13 1-2 098:094 4
4 ნორს’ჰემპთონ (ინგ) 1 -72 7 0-3 052:124 1

1 ლენსთერ (ირლ) 14 +33 10 3-0 076:043 2
2 ექსეთერ (ინგ) ^ % 8 +2 7 2-1 059:057 0
3 მონპელიე (სფრ) 8 -3 10 1-2 070:073 4
4 გლაზგო (შტლ) 1 -32 7 0-3 055:087 1

1 მანსთერ (ირლ) 11 +30 8 2-0*1 064:034 1
2 კასტრ (სფრ) 7 -22 7 1-1*1 062:084 1
3 რასინგ (სფრ) ^ 6 -6 5 1-2 042:048 2
4 ლესთერ (ინგ) 6 -2 10 1-2 082:084 2

1 ტულონ (სფრ) 12 +6 7 3-0 075:069 0
2 ბას (ინგ) % 9 +24 4 2-1 061:037 1
3 ჰლანეჰლი (უელ) 7 -1 8 1-2 066:067 3
4 ტრევიზო (იტა) 3 -29 6 0-3 057:086 3

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება (ნუგეში)
ანდა მეოთხე ლელოს გატანა (პრემია) - თითო (!) ბონუსი ($)

თაი’ბრეიქი = ტოლ ქულაზე: პირისპირ (^) 1) მეტი საცხრილო ქულა,2) უკეთესი სხვაობა, 3) მეტი ლელო;
ჯგუფ ეტაპზე 4) უკეთესი სხვაობა, 5) მეტი ლელო, 6) ნაკლები დისკვალიფიკაცია; 7) ყომარი

პლეი’ოფში: ხუთივე ჯგუფის ჯილა + სამი უკეთესი მეორე (%)


შემდგომი განრიგი

ჯგუფური რაუნდები: 15-17/12, 2018 * 12-14/01 და 19-21/01

მეოთხედ’ფინალები 30/03-1/04, ნახევარ’ფინალები 20-22/04

ფინალი: შაბ 12/05 @ ბილბაო, სან’მამეს (ესპ)

სთრიმები

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/
http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html

@
Levan ch
აღმართე წარმატება!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4119
წევრი No.: 174885
რეგისტრ.: 14-October 13

გამოგზავნილია: 14 Dec 2017, 17:22  #51834279      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ტაიგერსი ძაან უნამუსოდ აგებს, დააბრუნონ კოკერილი
ამ შარლატანებს რატო ანდობენ ამხელა გუნდს ტეხავს.


--------------------
Green and Gold...
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9089
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 16 Dec 2017, 12:14  #51842853      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Johannes Jonker,Nico Janse Van Rensburg, Jan Serfontein,Francois Steyn,Bismarck Du Plessis,Henry Immelman, მონპელიეს აფრიკელები რომლებიც დღეს იწყებენ smile.gif ამდენი ბური აფრიკის ნაკრებში აღარ არის biggrin.gif
BigG
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1147
წევრი No.: 226004
რეგისტრ.: 14-November 16

გამოგზავნილია: 16 Dec 2017, 12:52  #51843022      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დააკვირდით მონპელიეს შემადგენლობას. რამხელა სიღრმე აქვს. მე მგონი მარქაფა უფრო მაგრია, ვიდრე სასტარტო. ალბათ, მქვრთნელმა სპეციალურად ააწყო ასე. პირველ ტაიმში დაღლიან და შემდეგ გადაუვლიან. გლაზგოს სიღრმე არა აქვს.

Montpellier: 15 Jesse Mogg, 14 Gabriel N’gandebe, 13 Frans Steyn, 12 Jan Serfontein, 11 Nemani Nadolo, 10 Aaron Cruden, 9 Benoit Paillaugue, 8 Louis Picamoles, 7 Julien Bardy, 6 Kelian Galletier, 5 Konstantine Mikautadze, 4 Nicholaas van Rensburg, 3 Johannes Jonker, 2 Romain Ruffenach, 1 Grégory Fichten

Replacements: 16 Bismarck du Plessis, 17 Mikheil Nariashvili, 18 Mohamed Haouas, 19 Julien Delannoy, 20 Fulgence Ouedraogo, 21 Enzo Sanga, 22 Henry Immelman, 23 Timoci Nagusa
giorgi77
_\-\_____\-\___


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24428
წევრი No.: 6355
რეგისტრ.: 11-September 04

გამოგზავნილია: 16 Dec 2017, 14:34  #51843481      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
6 Kelian Galletier მაგრად ითამაშა წინა თამაში, ერთერთი საუკეთესო იყო
Levan ch
აღმართე წარმატება!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4119
წევრი No.: 174885
რეგისტრ.: 14-October 13

გამოგზავნილია: 19 Dec 2017, 21:04  #51862742      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ტაიგერსმა სახელი გადაირქვას კატები ან კურდღლები დაირქვას..
ყოველთვის მიკვირს ამათ რომ ყავთ ისეთი დებილი მწვრთნელები დიდ გუნდებში როგორ ხვდებიან ხოლმე.

ერთი ეს კიდე
user posted image
ამის ბადრი შუბლაძე დედა #####ან

This post has been edited by Levan ch on 19 Dec 2017, 21:08
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15107
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 20 Dec 2017, 17:34  #51867181      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

ათიდან შვიდმა – მეორედაც

ევროპის "ჩემპიონთა თასის" მეოთხე – რევანშთა რაუნდში
წინა ვიქენდზე წაგებული 10 გუნდიდან ჯავრი მეტოქეზე სამმაღა იყარა


Ovaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები = ქვემოთაა ! ))

დავიწყოთ "მამაო ჩვენო"თი:

ათიდან 8 მატჩი მასპინძელმა მოიგო და ორი’ღა – სტუმარმა; ლიდერი ხუთიდან ერთად-ერთ – მეხუთე ჯგუფში შეიცვალა; პრემია ოციდან 8 გუნდმა შეირგო, ნუგეში კი ათიდან ოთხმა ძლეულმა მიითვალა; გაიცა 14 ყვითელი და ერთიც წითელი ბარათი, ხოლო ინგლისის 7 ხელ’ მოცარული კლუბიდან რევანში ორმა’ღა აიღო, და ორივემ – შინ

წინა უქმეებზე წაგებისთვის ჯავრი იყარეს ვოსპსმა, რასინგმა და ბასმა, სხვა შვიდმა (!) მოგებულმა კი მეორედაც ძლია მეტოქე. რაგინდარა შეჯიბრში ზედიზედ მეშვიდედ (!) დამარცხდა ბოლო ორი წლის ფალავანი სარასენსი, ვისაც ტრავმები მართლაც რომ მიეძალა, მაგრამ წარუმატებელი წყება მხოლოდ ამის ბრალი ვერასგზით ვერ იქნება

ეგრეც არ დაუდიათ

სარკინოზები კლერმონ-ფერანში თავიდან 13 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ მესამე მეოთხედში წინ უკვე ფრანგები იყვნენ და თან ისე, რომ ლელო ეგრეც არ დაუდიათ. თამაში ფრედ მთავრდებოდა, ბურჯი რიჩარდ ბარინგთონი ცენტრთან რომ დაჯარიმდა. ჰოდა, "აფრიკელი" სქოთ სპედინგი "პორტუგალ" მორგან პარას მატჩში მეორედაც შეეხიდა და შორიდან გაიტანა გამარჯვების გოლი * 24:21

ირლანდიის სამმა კუთხემ დედა-ინგლისს კვლავ დაუმარცხა სამი ბობოლა კლუბი: მანსთერმა უდისციპლინო ლესთერი გასვლაზე დააშამათა იენ ქითლის გოლებით * 25:16, მატიო რეინალმა კი ზედ შესვენების წინ მეხუთედაც (!) რომ დააჯარიმა ნაკრების ბურჯი დენ ქოული, მას ყვითელი ბარათიც უჩვენა

ალსთერმა შინ 28 ქულით გააბურთავა ჰარლიქვინზი * 52:24, ლენსთერს კი, ექსეთერთან, შერყევის გამო თუმც 3’ წუთზევე გამოაკლდა ჯონი სექსთონი და პირველ ტაიმში ორი სინბინიც მიიღო – "ფიჯელი" ისა ნათევას გოლებითა და ლუქ მაკ’გრასის ლელოთი გამარჯვება მაინც დაბლინელებს დარჩათ * 22:17

სერიოზულად მოეკიდნენ

რაგბის სამშობლო საშობაოდ გაახარეს მხოლოდ ვოსპსმა და ბასმა:

ქოვენთრის ხიზნებმა ელიოთ დეილის დუბლით ნისლში გააბითურეს ტოპ 14-ის ლიდერი ლა’როშელი * 21:3, აბანო-ქალაქმა კი 48’’ წამზევე დაალელოვა ტულონი და ენთონი ვოთსონის დუბლით * 26:21 რომ მოუგო, ორი პირისპირ ჯახის ჯამში 1 ქულითაც აჯობა

ოსპრეიზს გავერანებულ ნორს’ჰემპთონთან ორი ლელო შეაწია შეცვლაზე შესულმა ჰავბექმა რის ვებმა * 32:15

რასინგმა უპრობლემოდ აიღო რევანში კასტრთან * 29:7

ჰლანეჰლი ტრევიზოში სტუმრობას სერიოზულად მოეკიდა, ბონუსი 46’ წუთზე დაიბევა და სულ ბოლოსღა გაუშვა ორი ლელო * 31:12

მონპელიემ კი მესამე მეოთხედში გატეხა გლაზგო: ფიჯელმა ნემანი ნანდოლომ რომ დაჯაბნა თომი სიმორი, უმალ ბურმა ნიკო იანსე-ფან’რენსბერგმაც დაუფარა ბოქს’ქიქზე ალი პრაისს. საბოლოოდ * 36:26


ევროპის "ჩემპიონთა თასი" 2017-18

მეოთხე რაუნდი

(( თორენთები -- საითზე, სტატიაში ))
http://ovaluri.comxa.com/2017/RC/20_EPCR-R4.htm

<< პირველი ჯგუფი

ალსთერ$(ირლ) 52:24 ჰარლიქვინზ$(ინგ)

6ლ: მაკ’ქლოსქი გილროი პიატაუ ო’ქონორ ქუნი თრიმბლ; 5გ 4ჯ:ქუნი –

4ლ: მ.სმით ვოქერ რ.ჩიზომ ვორდ; 2გ: სმით / სბ: სინქლერ

რეფ რუის (სფრ) @ 15/12 ბელფასთ, ქინგ’სპენ (15 646)

3:0(5) 6:0(10) 6:5(14) 13:5(19) 13:12(31) 16:12(34) /
23:12(46) 26:12(51) 31:12(56) 31:17(59) სბ(61ჰ) 38:17(63$) 38:24(68$) 45:24(73) 52:24(80+)

ვოსპს (ინგ) 21:3 ლა’როშელ (სფრ)

3ლ: დეილი (1 2) ქრუზ; 3გ: დეილი 2, სიპრიანი –

ჯ: ბრ.ჯეიმზ

რეფ ქლენზი (ირლ) @ 17/12 ქოვენთრი, რიკოჰ (12 931)

7:0(12) / 14:0(48) 14:3(60) 21:3(74)


<< მეორე ჯგუფი

ოსპრეიზ$(უელ) 32:15 ნორს’ჰემპთონ (ინგ)

4ლ: დ.არხიპ ვებ (2 4) თიპურიქ; 3გ 2ჯ: სმ.დევის –

2ლ: ჰ.მალინდერ გიბსონ; გ: მალინდერ; ჯ: ფრანსის

რეფ მიტრეა (იტა) @ 17/12 სვონზი, ლიბერთი (6 947)

5:0(2) 8:0(25) 11:0(31) /
11:5(46) 11:8(50) 18:8(57) 25:8(67) 32:8(70$) 32:15(80+3)

კლერმონ (სფრ) 24:21 სარასენს$(ინგ)

8ჯ: პარა 6. სპედინგ (4 8) / სბ: აბენდენონ –

2ლ: სპენსერ ლოზოვსკი; გ 3ჯ: ფარელ / სბ: სქელთონ ფიგაშო

რეფ ბრეის (ირლ) @ 17/12 მარსელ მიშელენ (18 808)

0:3(4) 0:6(7) 0:13(10) 3:13(18) 6:13(22) 9:13(33სბ) 12:13(40+2) /
15:13(48) 18:13(54) 18:16(60) სბ(61კ) 18:21(63) სბ(66ს) 21:21(73) 24:21(78)


<< მესამე ჯგუფი

მონპელიე$(სფრ) 36:26 გლაზგო$(შტლ)

5ლ: ნანდოლო რიუფენაშ ჰ.იმელმან (3 5) პეიოგ; 4გ: პეიოგ; ჯ: ფ.სტეინ / სბ: ბ.დიუ’პლესი –

4ლ: ბრაუნ პ.ჰორნ გრიგ ჯ.ჰორნ; 3გ: პ.ჰორნ 2, რასელ / სბ: რ.ჯექსონ

რეფ დოილ (ინგ) @ 16/12 ალტრად (11 ათასი)

0:7(3) 7:7(7) 7:14(14) 14:14(17) 14:19(19) /
21:19(46) 26:19(48$) 33:19(68) 33:26(71$) 36:26(78) სბ-სბ(80)

ლენსთერ (ირლ) 22:17 ექსეთერ$(ინგ)

ლ: ლ.მაკ’გრას; გ 5ჯ: ნათევა / სბ: ჰილი ფარდი –

2ლ: სქინერ ქოუვან-დიქი; 2გ ჯ: სთინსონ

რეფ გაიუზერ (სფრ) @ 16/12 დაბლინ, ავივა (40 064)

0:7(3) 3:7(12) სბ(18ლ) 3:10(29) 3:17(32სბ) 6:17(39) 9:17(40+5) /
12:17(56) 15:17(64) 22:17(67)


<< მეოთხე ჯგუფი

რასინგ$(სფრ) 29:7 კასტრ (სფრ)

4ლ: ნაკარავა ვაკატავა დიუპიშო (3 4) 3გ: მაშნო 2, ირიბარან; ჯ: მაშნო / წბ: იმოფ –

ლ გ: ქოქოთ / სბ: სონსონ ქოქოთ

რეფ ბარნს (ინგ) @ 16/12 პარიზ’ი, ივ დიუ მანუარ (9 067)

7:0(6) 14:0(17) 17:0(25) 17:7(32) სბ(36კ) /
22:7(60) წბ-სბ(64) 29:7(70$)

ლესთერ (ინგ) 16:25 მანსთერ (ირლ)

ლ: თეით; გ 3ჯ: ჯჯ.ფორდ / სბ: ქოულ –

ლ: სტანდერ; გ 6ჯ: ქითლი / სბ: ჯნ.რაიან

რეფ რეინალ (სფრ) @ 17/12 ველფორდ როუდ (23 100)

3:0(3) 3:3(11) 10:3(15) 10:6(24) 10:9(34) 10:12(40) სბ(40+ლ) /
10:19(44) 13:19(52) 16:19(61სბ) 16:22(73) 16:25(78)


<< მეხუთე ჯგუფი

ტრევიზო (იტა) 12:31 ჰლანეჰლი$(უელ)

2ლ: მ.იოანე; გ: მაკ’ქინლი / სბ: ძანი ა.ესპოზიტო –

4ლ: მაკ’ნიქოლ ესქვის გრ.დევის (3 4) 4გ ჯ: ჰაფ’პენი

რეფ პუატ (სფრ) @ 16/12 მონიგო (2 600)

0:3(9) 0:10(14) სბ(21ტ) 0:17(25) 0:24(38) /
სბ(43ტ) 0:31(46$) 5:31(78) 12:31(80+)

ბას (ინგ) 26:21 ტულონ$(სფრ)

3ლ: ობანო ვოთსონ (2 3) გ 3ჯ: პრისთ’ლენდ –

2ლ: მეთიუსონ მანოა; გ 3ჯ: ტრენ-დიუკ

რეფ ოუენს (უელ) @ 16/12 რექ (14 422)

7:0(2) 10:0(10) 13:0(13) 13:7(19) 13:10(27) 18:10(28) 18:13(36) 23:13(40+) /
23:18(42) 26:18(56) 26:21(65)


ბორჯღალოსნები # წთ’ პ/ს მ ^ ოფ ბჭვ -შ -ჯ

ვიტო კოლელიშვილი (კლრ) 20 +73 0/0 0 0 0 1/0 0 0

კოტე მიქაუტაძე (მნპ) 5 -68 1/8 7 0 0 10/2 0 1
მიხო ნარიაშვილი (მნპ) 17 +48 3/5 1 0 0 6/0 0 0

+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; პ/ს პასი/სოლო,
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ოფ ოფლოუდი,
ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა), -შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა


ად 4 რაუნდი ქ სხვ ლ მ-წ*ფ გატ:გაშ $

1 ლა’როშელ (სფრ) 15 +33 15 3-1 127:094 3
2 ალსთერ (ირლ) % 13 +26 11 3-1 105:079 1
3 ვოსპს (ინგ) 10 +19 13 2-2 100:081 2
4 ჰარლიქვინზ (ინგ) 2 -78 9 0-4 066:144 2

1 კლერმონ (სფრ) 18 +57 12 4-0 120:063 2
2 ოსპრეიზ (უელ) % 13 +21 17 2-2 130:109 5
3 სარასენს (ინგ) 11 +11 17 2-2 128:117 3
4 ნორს’ჰემპთონ (ინგ) 1 -89 10 0-4 067:156 1

1 ლენსთერ (ირლ) 18 38 11 4-0 098:060 2
2 მონპელიე (სფრ) % 13 +7 15 2-2 106:099 5
3 ექსეთერ (ინგ) 9 -3 9 2-2 076:079 1
4 გლაზგო (შტლ) 2 -42 11 0-4 081:123 2

1 მანსთერ (ირლ) 15 +39 9 3-0*1 089:050 1
2 რასინგ (სფრ) 11 +16 9 2-2 071:055 3
3 კასტრ (სფრ) 7 -44 8 1-2*1 069:113 1
4 ლესთერ (ინგ) 6 -11 11 1-3 098:109 2

1 ბას (ინგ) ^ 13 +29 7 3-1 087:058 1
2 ტულონ (სფრ) 13 +1 9 3-1 096:095 1
3 ჰლანეჰლი (უელ) 12 +18 12 2-2 097:079 4
4 ტრევიზო (იტა) 3 -48 8 0-4 069:117 3

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება (ნუგეში)
ანდა მეოთხე ლელოს გატანა (პრემია) - თითო (!) ბონუსი ($)

თაი’ბრეიქი = ტოლ ქულაზე: პირისპირ (^) 1) მეტი საცხრილო ქულა,2) უკეთესი სხვაობა, 3) მეტი ლელო;
ჯგუფ ეტაპზე 4) უკეთესი სხვაობა, 5) მეტი ლელო, 6) ნაკლები დისკვალიფიკაცია; 7) ყომარი

პლეი’ოფში: ხუთივე ჯგუფის ჯილა + სამი უკეთესი მეორე (%)


შემდგომი განრიგი

ჯგუფური რაუნდები: 2018 * 12-14/01 და 19-21/01
მეოთხედ’ფინალები 30/03-1/04, ნახევარ’ფინალები 20-22/04
ფინალი: შაბ 12/05 @ ბილბაო, სან’მამეს (ესპ)


სთრიმები

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/
http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html

@
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9089
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 20 Dec 2017, 19:22  #51867775      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
დავიწყოთ "მამაო ჩვენო"თი:

biggrin.gif
Levan ch
აღმართე წარმატება!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4119
წევრი No.: 174885
რეგისტრ.: 14-October 13

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 23:31  #51999533      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Castres Olympique 39-0 Leicester Tigers

ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15107
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 19 Jan 2018, 16:43  #52025930      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

თუ არაფერი შეიცვალა

ევროპის "ჩემპიონთა თასის" ბოლო ჯგუფური რაუნდის წინ
მხოლოდ დაბლინის "ლენსთერმა" დაიბევა მეოთხედ’ფინალის შინ თამაში


Ovaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები = ქვემოთაა ! ))

ჯგუფებს სამი ირლანდიური და ორიც ფრანგული გუნდი მოწინავეობენ, ინგლისის 7 კლუბიდან კი, სადღეისო ვითარებით, პლეი’ოფში ვერცერთი ვერ გადის

მეხუთე რაუნდის 10 მატჩიდან 8 მასპინძელმა მოიგო, ერთი ფრე დასრულდა და მხოლოდ უელსის "ჰლანეჰლიმ" იმარჯვა სტუმრად; მეოთხე ლელოს დადებისთვის დაწესებული პრემია ოციდან 8 გუნდმა შეირგო, ნუგეში კი 9 ძლეულიდან სამმა’ღა მიითვალა

გაიცა ერთობ ცოტა – 6 ყვითელი და ერთიც წითელი ბარათი; ლიდერი ორ ჯგუფში – პირველსა და მეხუთეში შეიცვალა; სა-პლეი’ოფო რვეული თაი’ბრეიქის მიხედვით დალაგდება. ჰოდა, თუ არაფერი შეიცვალა, მეოთხედ’ფინალში გუნდები ასე შეწყვილდებიან:

ლენსთერ (ირლ) 1 – 8 ოსპრეიზ (უელ)
კლერმონ (სფრ) 2 – 7 ლა’როშელ (სფრ)
ტულონ (სფრ) 3 – 6 ჰლანეჰლი (უელ)
ალსთერ (ირლ) 4 – 5 მანსთერ (ირლ)

მეკურტუმე და მორმონები

ლენსთერმა გლაზგო სულ 8-ჯერ დაალელოვა, პრემია კი 35’ წუთზევე დაიბევა * 55:19

მანსთერი რასინგს ახალ, ნანტერის დარბაზში ბოლო 5 წუთამდეც უგებდა, მაგრამ მერე კიდევ ორი ჯარიმა შეაგდო პარიზელმა მაკსიმ მაშნომ * 34:30
ალსთერმა შინ, წვიმასა და ქარში * 20:13 ძლია ლა’როშელი და პირველი ჯგუფის ლიდერობა ჩამოართვა

კლერმონი გასვლაზე, ბოლო მეოთხედში დადგა და ორი ლელო მიირთვა აშლილი ნორს’ჰემპთონისგან, ვინაც სექტემბრის აქეთ ახლაღა მოიგო ზედიზედ ორი * 34:21

ტულონმა კი * 36:0 მოსრა ტრევიზო, მაგრამ ორმაგ შარშიც გაეხვია:

თამაშის ბოლოს, კინკლაობისას, მატიო ბასტარომ მეკურტუმეობა რომ დასწამა სებასტიან ნეგრს – მახვშებმა "ჰომო’ფობი მორაგბე" სამი კვირით განკვეთეს და კლუბის პატრონის, მურად ბუჯელალის გამონათქვამთა მოკვლევასაც შეუდგნენ, რაკი ამან მოთამაშე დაიცვა (!) და იგივე მამები მორმონებად მოიხსენია

ფეხ’ბურთი ითამაშეს

ინგლისელთა საქმე ცუდადაა – პლეი’ოფში ხომ ვერ ხვდებიან და ნაკრების ორი მოთამაშეც მოისაკლისეს:

მუხლ-მორჩენილ "სარასენ" (სარკინოზ) ბილი ვუნიპოლას ახლა მაჯა მოტყდა და მთელს "ექვს ერს" გამოტოვებს, ხოლო "ვოსპმა" (კრაზანა) ჯეიმზ ჰასქელმა ურჯუკობისთვის წითელი მიიღო და ოთხ კვირას იუქმებს

სარასენზმა და ოსპრეიზმა ფეხ’ბურთი ითამაშეს – ლელო არ დაუდიათ; სამაგიეროდ, გავიდა ათიდან ათი (!) ჯარიმა – ოუენ ფარელი ბოლო ორი წლის ფალავანს რომ დააწინაურებდა, უელსელი დენ ბიგარი მალევე ათანაბრებდა. ფრე * 15:15

აწ უკვე ქოვენთრის ვოსპსი "მომცრო თვიქნემზე" 21:0 და 28:12 უგებდა ჰარლიქვინზს, მაგრამ ჰასქელის გაძევების შემდეგ "ჯამბაზებმა" მაინც შეიტანეს მეხუთე ლელო * 33:28

ინგლისის ჩემპიონმა, ექსეთერმა შინ * 41:10 დაანგრია ტოპ 14-ის ლიდერი – მონპელიე, ვისაც 9 ნომრად მეოთხე არჩევანი – ჩვენი გელა აფრასიძე ეყენა

ბასი შინ, მესამე მეოთხედში, უკვე 3:29 აგებდა ჰლანეჰლი’სთან და საბოლოოდ * 17:35 დამარცხდა, სახე’ და ღირსება’დაკარგულმა ლესთერმა კი კასტრში დუბლი რომ მიავლინა * 0:39 მოისრა


ევროპის "ჩემპიონთა თასი" 2017-18

მეხუთე რაუნდი

(( თორენთები -- საითზე, სტატიაში ))
http://ovaluri.comxa.com/2018/S1/18_EPCR-R5.htm


<< პირველი ჯგუფი

ალსთერ (ირლ) 20:13 ლა’როშელ$(სფრ)

3ლ: ბესთ სთოქ’დეილ თიმონი; გ ჯ: ქუნი –

ლ გ 2ჯ: ბალე / სბ: იორდან

რეფ ბარნს (ინგ) @ 13/01 ბელფასთ, ქინგ’სპენ (15 004)

0:3(9) 0:6(16) სბ(23ლ) 5:6(28) 10:6(35) / 10:13(44) 17:13(46) 20:13(50)

ჰარლიქვინზ$(ინგ) 33:28 ვოსპს$$(ინგ)

5ლ: რ.ჩიზომ ლენგ ქეა ელია ჯ.ჩიზომ; 4გ: ლენგ, სმით 3 / სბ: ბოის –

4ლ: ისთმონდ ნზმ.ქარ ჯონსონ მექინ; 4გ: სიპრიანი / წბ: ჰასქელ

რეფ პუატ (სფრ) @ 13/01 ლონდონ, სთუპ (11 705)

სბ(16ჰ) 0:7(18) 0:14(21) 0:21(32) 5:21(35) 12:21(40+2) /
12:28(57$) 19:28(66) 26:28(71$) წბ(76ვ) 33:28(80+)


<< მეორე ჯგუფი

ნორს’ჰემპთონ$(ინგ) 34:21 კლერმონ (სფრ)

5ლ: ჰარისონ ნ.ტუიტავაკე ფოდენ ქ.პისი რაინახ; 3გ ჯ: მალინდერ –

2ლ: გროსო ტოიავა; გ 3ჯ: პარა

რეფ ქლენზი (ირლ) @ 13/01 ფრენქლინ გარდენზ (8 253)

0:7(3) 5:7(13) 5:12(16) 5:15(31) 10:15(32) /
13:15(43) 20:15(46) 20:18(49) 20:21(58) 27:21(65$) 34:21(74)

ოსპრეიზ (უელ) 15:15 სარასენს (ინგ)

5ჯ: ბიგარ –

5ჯ: ო.ფარელ / სბ: ვაილზ

რეფ ლეისი (ირლ) @ 13/01 სვონზი, ლიბერთი (9 158)

0:3(6) 0:6(20) 3:6(31) 3:9(34) 6:9(40+2) /
9:9(45) 9:12(48) სბ(66ს) 12:12(72) 12:15(76) 15:15(80)


<< მესამე ჯგუფი

ექსეთერ$(ინგ) 41:10 მონპელიე (სფრ)

6ლ: იუერს ს.სიმონდს ვუდბერნ (3 4) ვაით არმანდ; 4გ: სთინსონ 3, ჯ.სიმონდს; ჯ: ჯ.სიმონდს –
ლ: ნანდოლო; გ ჯ: ქრუდენ

რეფ ოუენს (უელ) @ 13/01 სენდი პარქ (11 427)

7:0(29) /
7:3(53) 14:3(55) 19:3(58) 26:3(65$) 31:3(69) 38:3(75) 38:10(79) 41:10(80+2)

ლენსთერ$(ირლ) 55:19 გლაზგო (შტლ)

8ლ: მერფი ნათევა (2 6) ქრონინ ფარდი (4 8) სექსთონ ჯ.ლოუ; 6გ: სექსთონ 3, რ.ბერნ 3; ჯ: სექსთონ / სბ: მერფი –

3ლ: მატავალუ (1 3) აშ; 2გ: პ.ჰორნ თომსონ

რეფ მიტრეა (იტა) @ 14/01 დაბლინ, არ’დი’ეს (15 947)

7:0(9) სბ(11ლ) 7:7(18) 14:7(21) 17:7(24) 24:7(33) 29:7(35$) 34:7(39) /
41:7(58) 41:12(62) 48:12(69) 48:19(72) 55:19(79)


<< მეოთხე ჯგუფი

რასინგ (სფრ) 34:30 მანსთერ$(ირლ)

3ლ: ნიონგა ონდრო შარჟევსკი; 2გ 5ჯ: მაშნო –

3ლ: კლაინ ერლს ქრ.ფარელ; 3გ: ქითლი; 3ჯ: ქითლი 2. მარი

რეფ ქარლი (ინგ) @ 14/01 ნანტერ, ჲჳ არენა (16 155)

7:0(4) 10:0(9) 10:7(22) 13:7(40+) /
18:7(43) 18:14(47) 18:21(52) 21:21(55) 21:24(57) 21:27(64) 28:27(66) 28:30(74) 31:30(76) 34:30(78)

კასტრ$(სფრ) 39:0 ლესთერ (ინგ)

5ლ: ურდაპიშეტა კონბეზუ (2 3) ბეთლ (4 5) 4გ: ურდაპიშეტა 3, ლე’ბური; 2ჯ: ურდაპიშეტა / სბ: ბეთლ –

#

რეფ ბრეის (ირლ) @ 14/01 პიერ ფაბრ (8 400)

7:0(2) 10:0(15) 13:0(21) 20:0(26) სბ(34კ) 27:0(40) /
32:0(48$) 39:0(78)


<< მეხუთე ჯგუფი

ბას (ინგ) 17:35 ჰლანეჰლი$(უელ)

2ლ: ბანაჰან მერსერ; 2გ ჯ: ბერნს –

4ლ: ბერნ ესქვის პარქს სქ.ვილიამს; 3გ 3ჯ: დნ.ჯოუნზ / სბ: ბარქლეი

რეფ გარსეზ (სფრ) @ 12/01 რექ (13 822)

0:7(12) 3:7(22სბ) 3:12(25) 3:19(33) 3:22(40) /
3:29(53$) 10:29(58) 10:32(69) 17:32(74) 17:35(80)

ტულონ$(სფრ) 36:0 ტრევიზო (იტა)

5ლ: ბელო ტუისოვა (2 4) ბასტარო ბონევალ; 4გ: ბელო 3, ტრენ-დიუკ; ჯ: ბელო –

#

რეფ პირს (ინგ) @ 14/01 ფელიკს მეიოლ (13 489)

7:0(8) 10:0(39) /
17:0(44) 24:0(54) 29:0(58$) 36:0(69)


ბორჯღალოსნები # წთ’ (ფ/)პ/ს მ ^ ო ბჭვ -შ -ჯ

დათო ზირაქაშვილი (კლრ) 18 +62 0/1 1 0 0 3/0 0 0
ვიტო კოლელიშვილი (კლრ) 23 +62 0/0 0 0 0 3/0 0 0

გელა აფრასიძე (მნპ) 9 -70 7/62/3 8 0 1 7/1 2 0
მიხო ნარიაშვილი (მნპ) 1 -46 3/7 3 0 0 5/0 0 1
კოტე მიქაუტაძე (მნპ) 5 -63 0/7 3 0 0 10/0 1 0

ვასო კაკოვინი (რას) 17 +53 1/0 0 0 0 2/0 0 0

+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; (ფ/)პ/ს (ფეხი/)პასი/სოლო,
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ო ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა),
-შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა


ად 5 რაუნდი ქ სხვ ლ მ-წ*ფ გატ:გაშ $

1 ალსთერ (ირლ) 17 +33 14 4-1 125:092 1
2 ლა’როშელ (სფრ) % 16 +26 16 3-2 140:114 4
3 ვოსპს (ინგ) 12 +14 17 2-3 128:114 4
4 ჰარლიქვინზ (ინგ) 7 -73 14 1-4 099:172 3

1 კლერმონ (სფრ) 18 +44 14 4-1 141:097 2
2 ოსპრეიზ (უელ) % 15 +21 17 2-2*1 145:124 5
3 სარასენს (ინგ) 13 +11 17 2-2*1 143:132 3
4 ნორს’ჰემპთონ (ინგ) 6 -76 14 1-4 101:177 2

1 ლენსთერ (ირლ) 23 +74 19 5-0 153:079 3
2 ექსეთერ (ინგ) 14 +28 15 3-2 117:089 2
3 მონპელიე (სფრ) 13 -24 16 2-3 116:140 5
4 გლაზგო (შტლ) 2 -78 14 0-5 100:178 2

1 მანსთერ (ირლ) 16 +35 12 3-1*1 119:084 2
2 რასინგ (სფრ) 15 +20 12 3-2 105:085 3
3 კასტრ (სფრ) 12 -5 13 2-2*1 108:113 2
4 ლესთერ (ინგ) 6 -50 11 1-4 098:148 2

1 ტულონ (სფრ) 18 +37 14 4-1 132:095 2
2 ჰლანეჰლი (უელ) % 17 +36 16 3-2 132:096 5
3 ბას (ინგ) 13 +11 9 3-2 104:093 1
4 ტრევიზო (იტა) 3 -84 8 0-5 069:153 3

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;
რვაზე ნაკლებით წაგება (ნუგეში) ანდა მეოთხე ლელოს გატანა (პრემია) - თითო (!) ბონუსი ($)

თაი’ბრეიქი = ტოლ ქულაზე: პირისპირ (^) 1) მეტი საცხრილო ქულა,2) უკეთესი სხვაობა, 3) მეტი ლელო;
ჯგუფურ ეტაპზე 4) უკეთესი სხვაობა, 5) მეტი ლელო, 6) ნაკლები დისკვალიფიკაცია; 7) ყომარი

პლეი’ოფში: ხუთივე ჯგუფის ჯილა + სამი უკეთესი მეორე (%)


ბოლო ჯგუფური რაუნდი

დღე ... ჯგ წყვილები საქ

შაბ 20/01

3 გლზ – ექს, მნპ – ლენ @ 17.00
2 სარ – ნორ, კლრ – ოსპ @ 19.15
5 ჰლა – ტლნ, ტრვ – ბას @ 21.30

კვი 21/01

4 ლსთ – რას, მნს – კსტ @ 17.00
1 ვსპ – ალს, ლრშ – ჰრლ @ 19.15

მეოთხედ’ფინალები: 30/03-1/04, ნახევარ’ფინალები: 20-22/04

ფინალი: შაბ 12/05 ბილბაო, სან’მამეს (ესპ) @ 19.45 საქ


სთრიმები

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/
http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html

@
BigG
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1147
წევრი No.: 226004
რეგისტრ.: 14-November 16

გამოგზავნილია: 21 Jan 2018, 23:25  #52038424      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სერიოზული თამაშები გველოდება:

30 მარტი - 1 აპრილი - მეოთხედფინალები:
Leinster v Saracens
Scarlets v La Rochelle
Munster v Toulon
Clermont v Racing 92

აპრილი 20-22, ნახევარფინალები:

Leinster or Saracens v Scarlets or La Rochelle
Munster or Toulon v Clermont or Racing 92

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0355 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]