რეპი, დაბსტეპი, მე პირადად მომწონს, მეხმარება აგრესიის დახარჯვაში, ოღონდ აგრესიული რეპი, საინტერესო მესიჯებით და აგრესიული დაბსტები.
ჯაზს განსაკუთრებულ ჟანრად არასდროს აღვიქვამდი და ასე გამორჩეულად არ მიცდია მომესმინა,
მაგრამ ზოგიერთი კომპოზიცია მომწონებია, ზოგიერთი სასტიკად - არა.
მეგონა, რომ მუდმივად თუ არა, პერიოდულად მაინც, შემიძლია მოვუსმინო ყველაფერს, რომელშიც მუსიკოსს თავისი ხასიათი აქვს ჩადებული.
თუმცა, ახლა აღმოვაჩინე, რომ ბევრი რამეა, რასაც ვერ ვუსმენ და მათგან უმეტესობა აღიარებულია, როგორც კარგი მუსიკა.
ერთ-ერთია "ქოლდფლეი" და მისი მსგავსი წიკვინობებიც მანდვე, ვეერ ვიიტან მაგ უაზრობებს... ქოლდფლეის ერთადერთი სიმღერა მომწონს.
სამაგიეროდ, მიყვარს ფოლკი ყველა ქვეყნისა და მის მოტივებზე შექმნილი კომპოზიციები.
რეგი და ლათინური ჰანგები, ბოსა ნოვა, ბლუზი, არაკლასიკური როკი და კიდევ უამრავი, რომელიც სულ მსიამოვნებს.
ახლა ამას ვუსმენ, ჩემი სიყვარულია ჟორიკა (მაგრამ იუთუბში რაცაა, მარტო ეგენი მომისმენია
)
This post has been edited by ______ on 23 Sep 2017, 11:29