მეც მყავდა მტრედები.
მყავდა რა, ყოველ დღე საჭმელს ვუყრიდი და სულ მოდიოდნენ ერთსა და იმავე დროს.
თუ საკენკის დაყრას დავაგვიანებდი ფანჯარაზე ნისკარტით მიკაკუნებდნენ და ხმამაღლა ღუღუნებდნენ.
დაახლოებით, ერთი თუ ორი წლის წინ სასაცილო რაღაც შემემთხვა.
ახალი ნანახი მაქვს საშინელებათა ფილმი სულებზე თუ მოჩვენებებზე, სახლში მარტო ვარ და დავდივარ დაზაფრული.
უცებ მესმის როგორ ღუღუნებს რაღაც სამზარაულოში, გამწოვ მილში. ეს ჩემი ძაღლიც გაგიჟდა ამ ხმაზე და ვიფიქრე,მორჩა, ერთიბუა ჩემს სამზარეულოშიც დასახლდა-მეთქი.
მომდევნო დღეებში ისევ მესმოდა ფხაჭუნის ხმა, მაგრამ ვერ ვბედავდი მენახა რა იყო.
ბოლოს დედაჩემმაც მიაქცია ყურადღება და დაასკვნა ვირთხა იქნებაო.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოვხსენით ბადე და შევიხედე მილში და დამხვდა სულ თეთრი, ქათქათა, ძალიან ლამაზი შეშინებული და დამშეული მტრედი.
დაახლოებით, ერთი კვირა მყავდა. თავიდან არც კი დაფრინავდა. აივანზე რომ გამყავდა უბრალოდ, დასეირნობდა.
ერთ დღესაც რომ გავიყვანე, ფრიიიიიიიი წავიდა.
მერე მაიმარკეტზე ვნახე ისეთი მტრედები, ვიღაც ყიდდა, შინაურები ყოფილან.
იმედი მაქვს დაბრუნდა თავის პატრონთან.
აი, ასეთი იყო.