#53135304 · 21 Jul 2018, 15:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ,
მყავს მანქანა, რომელიც არის ჩემი მეგობრის სახელზე (ნომრები ეკარგებოდა და მთხოვა დროებით სანამ მანქანას იყიდია მე დამეყენებინა). სანამ თვითონ კითხვაზე გადავალ. მინდა გითხრათ, რომ სულ ყოველთვის პარკირებას ვყიდულობ და ასე ვთქვათ არ ვარღვევ ამ კუთხით წესებს. ფიზიკურად ვმუშაობ ვაკეში და ნუ მოგეხსენებათ პარკირება ძნელია ამ უბანში. ამიტომ ხშირად ფაქტიურად კიკეთში ვაყენებდი და ტაქსით მივდიოდი ხოლმე ოფისში : )). ჩემ ოფისთან არის 4 პარკინგის ადგილი და წინ არის კორპუსი, რომლის კედელთან დაახლოებით 13 ჯერ დავაყენე. ნუ რათქმაუნდა დამაჯარიმეს მაგრამ იმის, გამო რომ მე პარკირებას ვყიდულობ არაა ადგილი და მოკლედ ყელში ამომივიდა სითიპარკის პარპაში არ გადამიხდია. თუ მომიტანდენ სახლში მაშინ გადავიხდიდი. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ჩემს მეგობარს ჩააბარეს 18 მაისს. მეც მითხრა, იმ მომენტში არ მქონდა თანხა . 04.06 იდან დავიწყე ასე ვთქვათ ჩალიჩი გადახდაზე. ინტრნეტ ბანკით ვაცადე ვერ გადავიხადე. მერე დავრეკე ბანკში და მითხრეს სისტემა შეიცვალა და პრობლემააო. ვცადე გადახდის აპარატიდანაც გადახდა (საქართველოს სოლო აპარატით) მაგრამ აქედანაც ვერ გადავიხადე. მერე ბანკირს დაურეკე და იმანაც ვერ გადაიხადა. მოკლედ ერთი 8 დღე ვიწვალე. ჩემთვის ვიფიქრე პრობლემა თუ აქვთ სავარაუდოდ შემინდოებნ ცოდვებს თქო. ერთხელაც პროსტა შევამოწმე და ეს ჩემი 10 ლარიანი ჯარიმები რომლის საერთო გადასახდელი თანხა 130 ლარს შეადგენდა. გახდა 1400 ზე მეტი. დავრეკე სითი პარკში აუხსენი მარა ჩემი ფეხები. წივილიკივილი ამიტეხეს. მერე ცოტა მერე კიდე დავრეკე და ვთხოვე ვინმეს ნომერი ვისთანაც მორიგებას შევძლებდი და ძირს გადამხდევინებდნენ. მარა ვერაო. ეგეთი რამე არ არსებობსო.
მაინტრესებს რამე ბერკეტი მაქვს, რომ სანამ აღსრულება დამიყადაღებს რამე უშველო ამ საქმეს და ვიღაცასთან ერთ მაგიდასთან დავჯდე და ვესაუბრო ამ თემაზე მერე კი გადაწყვეტილებას მიიღებს. ვიცი, რომ სასამრთლოზე შემიძლია წასვლა მარა ვიცი გაიწელება ჩვენი დებილური კანონდებლობის გამო. მთელი 7 თვე ან მეტი საბუთები უნდა მომივიდეს გაუგზავნო მომივიდეს გაუგზავნო. ამიტომ მჭირდება დახმარება საკონსულტაციო მაინც. როგორ მოვიქცე. ქვეყანაში რომელსაც საკამოდ დიდ ფულს უხდი ყოველ თვე. კითხვაზე პასუხის გამცემიც ვერ ვნახე. ვერ ვნახე ორგანო, რომელიც დაიცავს თავის მოქალაქეს და 10 ლარიან ჯარიმაზე 15 ჯერ დიდ საურავს არ დაადებენ. ამიტომ ვწერ აქ. თუ ვინმე წაიკითხავთ და რამეს მირჩევთ მადლობელი ვიქნები. აზრზე არ ვარ რა ვქნა. მეცინება თან. მერიაში დავრეკე ჩვენ ვერ გიშველითო. : )) არა და ყოველ თვე ჩემს შრომის ანაზღაურების 20 % დაუკითხავად ჭამენ ისე, რომ არც კი ადგებათ ყელზე. ვერ ვშელით ვერაფერს და მაგის თანხებს მაინც ნუ ვჭამთო. : )) ხო და ესე მოკლედ წინასწარ მადლობა. * * * მგონი სხვაგან მოვხვდი. მადლობა მაინც. თქვენ იცით.
ადმინ დახურე თემა.
--------------------
ხევისბერი - ,,აბჯარს არ ირგებს ფხოველი, აბჯარი ვაჟის გულია"
|