Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > აგრობიზნესი > ჩინური კაკალი


Posted by: Legal Alien 15 Nov 2013, 00:00
გამარჯობათ,

მაინტერესებს, გსმენიათ თუ არა ვინმეს ჩინური კაკლის შესახებ, სად შეიძლება მისი შეძენა დიდი რაოდენობით (მინ. 100 კგ) და რა ღირს ? მადლობა წინასწარ...

Posted by: Legal Alien 16 Nov 2013, 19:28
არავინ არ იცით? : (((((((((((((((

Posted by: Presidental 17 Nov 2013, 18:44
Legal Alien
საქართველოში გინდათ ყიდვა, თუ ჩინეთში. 100კგ-ს ჩინეთიდან ვერ იყიდით. ხარისხით ქართულს არ ჩამოუვარდება, პირიქით
* * *
მაგრამ აქ ძვირია ნიგოზი, ძვირი როგორ თითქმის აქაური და საქართველოს ფასი ერთია. მიწისთხილი, ლობიო, ნიორი, ფისტაშკა და ა.შ. იაფია აქ

Posted by: Legal Alien 17 Nov 2013, 21:20
Presidental

არა, აქ მინდა ყიდვა და არც იცით სად შევძლებ მაგ რაოდენობის, ან მეტის (1 ტონაც) ყიდვას ?

Posted by: Librarian 17 Nov 2013, 21:34
QUOTE (Legal Alien @ 15 Nov 2013, 00:00 )
გამარჯობათ,

მაინტერესებს, გსმენიათ თუ არა ვინმეს ჩინური კაკლის შესახებ, სად შეიძლება მისი შეძენა დიდი რაოდენობით (მინ. 100 კგ) და რა ღირს ? მადლობა წინასწარ...

არაფერი არ ვიცი sad.gif


რატო დაინტერესდი ისე???



რახან ჩინურია იაფი იქნება?

Posted by: Legal Alien 17 Nov 2013, 21:38
Librarian

არა, მაგიტომ არა. უბრალოდ ჩემ ახლობელს სჭირდება

Posted by: shkoda13 18 Nov 2013, 21:11
ჩინუკრი კაკალი ყურძენივით რომ ისხავს ეგ არის ხო? ეგ ძმაო გურიაშია ეგ ხეები :დ

Posted by: Legal Alien 19 Nov 2013, 00:48
shkoda13

იცნობ ვისაც მოყავს ? შევისყიდი აუცილებლად 1 ტონას თუ დამაკვალიანებ ვისთან მივიდე smile.gif

Posted by: iko-iko 19 Nov 2013, 10:44
მოგრძო კაკლები რომაა მაგას იძახი? გრძელი და უნაოჭო ლებნები რომ აქვს?

თუ მაგ კაკალზეა საუბარი მაშინ ეგ ძალიან გავრცელებულია ლაგოდეხში, იქაური ვინმე უნდა ნახო რომ დაგიმზადოს.

Posted by: Legal Alien 20 Nov 2013, 00:27
iko-iko

მადლობა smile.gif

ისე ხომ არ იცნობ ლაგოდეხში ვისაც მოყავს ეგ კაკალი ?

Posted by: iko-iko 20 Nov 2013, 13:09
არა ერთ ლაგოდეხელთან ვიყავი ადრე და იქ იყო მთელ სოფელსი გამწკრივებული ვებერთელა კაკლები, კაკლისგან ცოტა განსხვავებული ფოთოლი აქვს და თვითონ ნიგოზი უგემრიელესი იყო, სუ ზეთი გასდიოდა

Posted by: Mrs.aravin 4 Dec 2016, 03:55
Legal Alien
კი გასულა მას მერე სამი წელი ,მაგრამ კიდევ ხომ არ გაინტერესებს ჩინური კაკალი? biggrin.gif

Posted by: iko-iko 10 Jan 2017, 15:49
Mr.aravin
biggrin.gif

ჩემი კაკალი უკვე წამოიზარდა ამასობაში ალბათ ერთ ორ წელიწადში ნაყოფის მოსხმასაც დაიწყებს

Posted by: koba1980 11 Jan 2017, 00:01
მაგარი ზეთოვანია,რბილი თხელი ნაჭუჭი აქვს.
მოკლედ თუ მოისხა ვერ აუხვალ შეგროვებას,ისე იშვიათად უდგათ ეგ ხალხს,უფრო დეკორაციის თვალსაზრისით რგავენ ვიდრე სანაყოფედ.
ისე პეკანი ქვია ნამდვილი სახელი. biggrin.gif

http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: Mrs.aravin 11 Jan 2017, 00:45
iko-iko
biggrin.gif აბა,წარმატებები მაშინ lol.gif

koba1980
QUOTE
უფრო დეკორაციის თვალსაზრისით რგავენ ვიდრე სანაყოფედ.

არადა როგორი გემრიელია.ერთხელ გოზინაყიც კი გავაკეთე მოხალულით,სასწაული იყო

Posted by: koba1980 11 Jan 2017, 01:56
QUOTE (Mr.aravin @ 11 Jan 2017, 00:45 )

არადა როგორი გემრიელია.ერთხელ გოზინაყიც კი გავაკეთე მოხალულით,სასწაული იყო

გემრიელი კია მაგრამ კულინარიაში ნაკლებად გამოიყენება .
განა იმიტომ რომ ცუდია,პირიქით კარგია და გემრიელი მაგრამ იმდენად ზეთოვანია აშავებს კერძებს რაცარუნდა გაფცქვნა.
მაგილითად საცივს. givi.gif gigi.gif biggrin.gif

Posted by: niko0099 24 Sep 2023, 15:53
koba1980 მე მირგია ვანში 7 წელია და ჯერ ერთი ნაყოფიც ამ მოუცია, 3-4 მეტრი იქნება სიმაღლით და კარგი შეფოთლილია. რაიმე "დედალ-მამალი" ხომ არ იცის თუ მეტი დრო უნდა რომ დაიწყოს ნაყოფიერება.

Posted by: moonlight 12 Nov 2023, 04:56
Პეკანი რატო არაა პოპულარული ვერ გავიგე ...ყველა აქებს ისხავს ბევრს და ამდროს ყველა ამ უაზრო ჩენდლერს რგავს.

Posted by: moonlight 29 Jan 2024, 10:19
Კიდევ გავიმეოროთ კითხვა. Აქვს დიდი მოსავალი როგორც ბევრმა თქვა გემრიელია და ხარისხიანი. Რატომ არ ირგვება პლანტაციები_პეკანის?



Posted by: moonlight 30 Mar 2024, 20:04
იმიტო რო ბარე ორს ახატია კაკალიც და პეკანიც.გავკარი ასეთ პრიორიტეტებს...
წერე და იკითხეა ეს სფეროც როგორც სხვა ყველაფერი, საქ,_ლოში.

ქოცებს რო გავდე

Posted by: amsona69 31 Mar 2024, 20:03
QUOTE
 ჩინური კაკალი,

ალბათ პეკანს გულისხმობ, პეკანს ეძახიან ჩინურ კაკალს.niko0099
QUOTE
მე მირგია ვანში 7 წელია და ჯერ ერთი ნაყოფიც ამ მოუცია, 3-4 მეტრი იქნება სიმაღლით და კარგი შეფოთლილია

პეკანზე თუა საუბარი პეკანი 15-16 წლის მერე ისხამს მანამდე არა....
moonlight
QUOTE
Პეკანი რატო არაა პოპულარული ვერ გავიგე ...ყველა აქებს ისხავს ბევრს და ამდროს ყველა ამ უაზრო ჩენდლერს რგავს.

ცუდი გასარჩევია, ხელით ძლივს არჩევ და ეხლა ტონობით რომ მოისხამს და დაბერტყავს ადამიანი იმას რა გაარჩევს?... დანადგარზე არ ირჩევა კარგად.

* * *
QUOTE
Კიდევ გავიმეოროთ კითხვა. Აქვს დიდი მოსავალი როგორც ბევრმა თქვა გემრიელია და ხარისხიანი. Რატომ არ ირგვება პლანტაციები_პეკანის?

ყველაფრით ხარისხიანია, ცხიმიანობა მაღალი აქვს გემრიელია... მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის ცუდი გასარჩევია და ამიტომ არ ეტანებიან მასიურად.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)