Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშენებლობა და რემონტი > ლამინატის დაგება მთელ სახლში


Posted by: Piluka 24 May 2022, 18:40
გამარჯობათ, მაინტერესებს ესეთი რაღაც. ლამინატი მინდა დავაგო მთელ სახლში ერთნაერი, ერთიანად და ზოგი მეუბნება რომ ყველა ოთახის კართან უნდა ჩაიჭრასო რადგან ამოიბურცებაო. რამდენად რეალურია რო ეგ მოხდეს? ვინმეს ხომ არ გქონიათ მსგავსი გამოცდილება? ჩაჭრების გარეშე რა თქმა უნდა ბევრად ლამაზი მგონია რო გამოვა

Posted by: datwi65 27 May 2022, 21:58
Piluka
სწორედ უთქვამთ ლამინადი მოძრავია და პარკეტივით მყარად არ იგება სამოძრაო სჭირდება როგორც პეღიმეტრზე ისე ოთახების გადასვლებში

Posted by: PAINKILLER 31 May 2022, 11:58
QUOTE (Piluka @ 24 May 2022, 18:40 )
გამარჯობათ, მაინტერესებს ესეთი რაღაც. ლამინატი მინდა დავაგო მთელ სახლში ერთნაერი, ერთიანად და ზოგი მეუბნება რომ ყველა ოთახის კართან უნდა ჩაიჭრასო რადგან ამოიბურცებაო. რამდენად რეალურია რო ეგ მოხდეს? ვინმეს ხომ არ გქონიათ მსგავსი გამოცდილება? ჩაჭრების გარეშე რა თქმა უნდა ბევრად ლამაზი მგონია რო გამოვა

კართან არაფრის ჩაჭრა არ უნდა, მთავარია კედლებთან ჰქონდეს ადგილი დატოვებული, რომ გაფართოების საშუალება ჰქონდეს ყველა მხარეს პერიმეტრზე



საერთოდ მდფ-ის კარი უნდა დააყენო იატაკის დაგების შემდეგ, ანუ ზემოდან ლამინატზე დგება კარის ჩარჩო და არანაირი ღრეჩო არ რჩება ლამინატსა და ჩარჩოს შორის


QUOTE
სწორედ უთქვამთ ლამინადი მოძრავია და პარკეტივით მყარად არ იგება სამოძრაო სჭირდება როგორც პეღიმეტრზე ისე ოთახების გადასვლებში

datwi65


პარკეტსაც სჭირდება ადგილის დატოვება კედელთან, და საერთოდ ნებისმიერ ხის ან მსგავსი მასალის იატაკს სჭირდება გაფართოებისთვის რაღაც ადგილი, გინდა დაწებებული იყოს, გინდა დაჭედებული და გინდა უბრალოდ დადებული ბეტონზე

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)