პირველი რა მინდა ვთქვა:
დილით ჩავედი ეზოში და რას ვხედავ ჩემი პოლოს ბამპერზე ფორთოხლისხელაზე პლასტმასა იყო ამოტეხილი მრგვლად. თან ნატეხი არსად არ ეგდო
ნამდვილად ვიცი რო არავისთვის და არაფრისთვის არ მიმირტყია!
და გინდა მიმერტყა ეგრე მრგვლად მანქანა და კედელი ვერ ამოტეხავდა
სადაც მანქანა მეყენა მაგის წინ მამაჩემის გარაჟია და არამგონია იქ ვინმეს მიერტყა, შეიძლება სხვაგან გამიტეხა ვინმემ 1-2 დღის წინ
ჰოდა ვინც იყავი, დამიმტვრიე მანქანა და აითსე შენი ოჯახში ვირბინე YLეამოგდებულმა მთელი დღე, დედას###### შენი
ეხლა მთავარი პრობლემა
დილით ხო ჩავედი და გატეხილი ბამპერი დამხვდა მანქანაზე.
ჩავჯექი მანქანაში, გადავწიე ,,ზაჟიგანია'' . ერთი ჩაიფრუტუნა და გაჩერდა სტარტერი (
მეთქი ფარები დამრჩა წუხელ ან მაგნიტოფონი ან რამე. იქვე დაღმარტზე დავაგორე, დავქოქე და კონსერვატორიაში წავედი.
ერთ საათში ისევ დავბრუნდი მანქანასთან და ჩვეულებრივ სტარტერით დაიქოქა. მერე საღამოს საქმეზე ვიყავი გასასვლელი, ჰოდა ამასობაშიც დამიღამდა...
ფარები როგორც ჩავრთე ,,პრიბორებზე'' შევატყე რო ნათებამ მოიკლო. ცოტახანში კიდევ უფრო მოიკლო, ფარებსაც მოაკლდა ნათება
მერე ABSმა და აირბაგის ნათურებმაც ამინთეს, (დაბალი ძაბვის გამო აღარ მუშაობდნენ ეტყობა)
მერე 7 ზე საბურთალოზე გავჩერდი, ჰოდა რო გადავწიე აღარ დაიქოქა! მივაწექი იქვე მიცკევიჩზე, კარგად ავაკრეფინე და დავქოქე.
დავადექი სახლის გზას ვაზისუბნისკენ. როგორც გავიარე 100-200 მეტრი ფარებანთებულმა ეგრევე ფარებმა მოუკლეს ნათებას და სულ უფრო და უფრო ცოტა შუქით ანათებდნენ. მერე თანდატან ყველა ,,პრიბორი'' აინთო
, მივხვდი რო ტრაკისკენ მიდიოდა საქმე და გადაჯედილ მოძრაობაში ფარები გამოვრთე, მარტო გაბარიტებით ვმოძრაობდი, მერე თანდათან გაბარიტებსაც იგივე დაემართა.
ბოლოს გაბარიტებიც გამოვრთე. თან ვჩქარობდი ძალიან მეთქი ისე არ დაჯდეს რო ,,სვეჩებისთვის'' დენი აღარ დარჩეს და შუა გზაზე არ დამტოვოს თქო. უნდა გენახათ როგორ მიყურებდა ხალხი, გადატვირთულ მოძრაობაში ფარებჩამქრალი რო ვგაზაობდი
(ვინც შემაგინეთ ერთი არ აგცდეთ)
ამასობაში ავლაბარშიც მივედი. პატრული- მარეგულირებელი იდგა შუქნიშანზე, გამწარებული ხელებს იქნევდა. გადი გადიო ყველას უყვიროდა... რო დამინახა მომაშტერდა, რაღაცა დამიყვირა, რო დავინახე ფარები ჩავრთე, მარა ფარები როგორც ჩავრთე მანქანას წამოისლოკინა და ქვრებოდასავით... ამისგამო ჩემდაუნებლიედ სვლა შემინელდა. პატრულმა აქ არ გააჩერო წადი!!!! წადი!....... ოღონდ ფარები აანთეო მომაძახა. ფარებს რას ავანთებდი
))) მოვგაზე იქიდან. ჰოდა ისიც იყო გავიფიქრე რო მეთქი გავედი სამშვიდობოს თქო. ქეთევან წამებულის პარალელურ ქუჩაზე, ავლაბრის სიღრმეში სადღაც ჩემი პოლო გაჯორდა
სულ ბოლომდე დაჯდა ეტყობა აკუმულატორი
და ისედაც გასაცობებული გზა უარესაც ჩავჭედე
მერე როგორც იქნა ამიქციეს გზა სხვა მანქანებმა.
იქვე ქუჩა ჩადიოდა და როგორ იქნა იქ ჩავაგორე, პატარა დაღმართზე ,,ზადნით'' დავქოქე და სახლისკენ გავაგრძელე გზა ფარებჩამქვრალმა.
მოხვევისნიშანზეც კი ჩაქრობისკენ მიდიოდა მანქანა. ისე ამოვგაზავდი ვაზისუბანში ფარები ხო ჩამქრალი მქონდა, მოხვევის ნიშანიც არსად მიხმარია და არც მუხრუჭი, იმიტო რო მუხრუჭის ფარებზეც ქვრებოდა
როგორც იქნა ამოვაღწიე ვაზისუბნის მეოთხეში, პირამიდასთან პატრული დავინახე და ავანთე ფარები. როგორც ავანთე ჩაქვრა პოლო
. კიდევ კარგი იმდენი ინერცია მქონდა აღებული რო მეოთხეს მეორეში ჩემ სახლამდე თავისი ,,ხოდით'' მივგორდი .
რო გავაჩერე მანქანა მაინც შევამოწმე გამორთულზე ფარები და ყვითლად ანათებდა უკვე. სიგნალსაც ვერ იძლევა ისეა დამჯდარი აკუმულატორი
რისი ბრალი შეიძლება იყოს მიხვდით ვინმე?!
1)აკუმულატორი თუ მოკვდა , ,,ხოდზე'' ხო მაინც არ უნდა ქრებოდეს მანქანა?
2) თუ დინამო მოკვდა დილით რო ვერ დაიქოქა, მერე როგორღა დაქოქა, ანუ დატენა, მარა ფარებიანად ვეღარ მოერია ეტყობა
3) ან შეიძლება აკუმულატორიც კარგია და დინამოც, მარა სადმე სქემაში ამოკლებს მანქანა
ამ დღეებში ვინმე ელექტრიკთან მივიყვან სადმე ახლოს. რა შეიძლება ჭირდეს ვერავინ მიხვდით?