ერთი გადავიტანე შარშან ოქტომბერში. ერთი დღე მქონდა სიცხე 37.5 და თვალები ცოტა დამძიმებული ცოტა უხასიათო შეგრძნება თუმცა დიდი არაფერი... მეათე დღეს დავკარგე ყნოსვა მაგრამ მეთერთმეტე დღეს მომივიდა.... ორი კვირა გამოკეტილი ოთახში, მიუხედავად იმისა რომ ვიყავი იზოლირებული, ოჯახის წევრებსაც გადაედოთ და ასე რომ მოვიხადეთ ყველამ... მეორედ თებერვალში შემხვდა, 8 კაცი ვიჯექით სუფრაზე შინაურ წრეში, ერთი წამდაწუმ ცხვირს იხოცავდა და თვალები შეწითლებული ჰქონდა, ხუმრობითაც კი ვეუბნებოდით კორონა არ გქონდესო... მოკლედ მეოთხე დღეს გავიგე რომ ამ 8 კაციდან 3 დაწოლირა მძიმე სიპტომებით სავადმყოფოში ქუთაისში იწვნენ... ერთი სახლში იწვა... სხვებთან გადავრეკე და რავი თავს კარგად ვგრძნობო... დამაინტერესა ჩავედი პოლიკლინიკაში და დავიტესტე ამომივიდა დადებითი თუმცა სიპტომები არ მქონია ისეთი რაც პირველ ჯერზე... მერე თბილისში მოვდიოდი და თბილისშიც დავიტესტე უკვე პისიარით... აქაც დადებითი... ერთი ამოვიხვნეშე რას ვიზამდი და ჩავიკეტე სახლში 10 დღით რადგან 4-5 დღე ისედაც გასული იყო ... ვერ გაიგებ ვისზე როგორ იმოქმედებს... ამიტომ მაინც ინდივიდუალურია და დაძალებას მე არ ვემხრობი, რომელი საუკუნეა რომ ვინმე გათოკო და ძალით აცრა ან კიდე შეზღუდო სამსახურის მხრივ, ვისაც ეშინია აიცრას და თუ აცრილია და გარანტირებული, აუცრელის რატომ ეშინია?..ამაშია საქმე თორემ პირადად მე წინააღმდეგი არ ვარ ამ ვაქცინაციის.
აგერ მაგალითიც კი მოვიყვანე რომ მამაჩემი წავიდა და აიცრა, მითუმეტეს გადატანილი აქვს იოლ ფორმებში... რომ ვკითხე რატომ აიცერიო, რავი აბა მთავრობამ გამოაცხადა და ალბათ საჭიროაო...
This post has been edited by procesora on 6 Dec 2021, 19:03