Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > განათლება > Study Abroad


Posted by: Brock 4 Dec 2016, 01:07
ამ თემას ვფიქრობ ზედმეტი ახსნა და განმარტება არ სჭირდება, ვუზიარებთ და ვაწვდით ერთმანეთს ყველა იმ ინფორმაციას რაც საზღვარგარეთ სწავლას ეხება და უკავშირდება ამა თუ იმ საფეხურზე და დონეზე... ასევე სურვილისამებრ ვწერთ და ვუწევთ რეკომენდაციებს ამა თუ იმ სასწავლებლებს პირადი გამოცდილების შედეგად თუ სანდო ინფორმაციული წყაროების დაყრდნობით...

შენიშვნა: სანამ რაიმე ინფორმაციას თუ აღნიშნულ თემასთან მიმართებაში დამაკავშირებელ რაიმე საჭირო მასალას გააზიარებდეთ თუ ვინმე სხვას გაუზიარებდეთ, იქამდე შეეცადეთ დარწმუნდეთ მასალის თუ ინფორმაციის წყაროს სისწორეში რათა სხვები არ შეიყვანოთ შეცდომაში...

პირველი ნაწილის ბმული: https://forum.ge/?f=79&showtopic=33855069

http://pix.ge/

Posted by: ნინა411 4 Dec 2016, 01:14
ვფიქსირდები თემაში. საფრანგეთში სწავლასთან დაკავშირებით თუ რაიმე გაინტერესებთ, შეგიძლიათ მკითხოთ user.gif

Posted by: Irakli2013 4 Dec 2016, 19:00
QUOTE
ჩრდილოეთ ევროპა (ნორვეგია, შვედეთი, ლიტვა, ლატვია ესტონეთი და ა.შ) სხვა


თუ წავალ საზღვარგარეთ სასწავლებლად, ამ ქვეყნებიდან რომელიმეში.

Posted by: abes777 10 Dec 2016, 02:49
ამერიკა რატომ არ არის სიაში? რით "ჩამოუვარდება" ჩამოთვლილებს.

Posted by: Brock 10 Dec 2016, 12:55
abes777
ამერიკა და კანადაზე ცალკეა თემა...

Posted by: __ნიკოლოზი__ 11 Dec 2016, 00:09
გამარჯობა. გასაგებია, რომ გუგლი ბიძია ბევრ ინფოს მომცემს, მაგრამ, თუ შეიძლება, აქაურმა გამოცდილებმა რომ მიპასუხოთ:
ბიზნესის ადმინისტრირება დამთავრებულს სად ურჩევდით მაგისტრატურას. სკოლის ქულები ისეთი, უკეთესი რომ არ შეიძლება. ინსტიტუტის ქულები ნორმალური. ინგლისური პრობლემა არაა. უნარები- პრობლემა არაა.
სწავლის საფასური წელიწადში $10000 არ აღემატებოდეს. გართობა-გაგულაება ნორმალური. წასვლა და სწავლა რომ ღირდეს.

Posted by: LOLZ 11 Dec 2016, 03:20
__ნიკოლოზი__
QUOTE
$10000

ეს მხოლოდ სწავლის თუ საცხოვრებლადაც?

Posted by: __ნიკოლოზი__ 11 Dec 2016, 15:49
LOLZ
მხოლოდ სწავლის. ანუ ეგ ის თანხაა რაზე მეტიც არ მიღირს.

Posted by: Brock 15 Dec 2016, 00:08
__ნიკოლოზი__

უნგრეთს გირჩევდი პირველ რიგში თუ რასაც ქვია მაგ ბიუჯეტში გინდა სწავლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით...

Posted by: abes777 15 Dec 2016, 03:34
Brock
ეგ საკითხი მეც მაინტერებს.
რატომ გამოარჩევ უნგრეთს? სასწავლებლის გამოყოფაც ხომ არ შეგიძლია? ბუდაპეშტში მაგალითად.
ინგლისური მანდ 20 პროცენტმა თუ იცის და რანაირად..

Posted by: Brock 15 Dec 2016, 14:44
abes777

იმიტომ გამოვარჩიე რომ აღნიშნული ბიუჯეტისთვის და ასევე პროგრამისთვის რაც იუზერმა მოითხოვა ერთ ერთი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია რადგან სწავლის ხარისხი და დონე ძირითად შემთხვევაში შედარებით უფრო მაღალია ვიდრე დანარჩენ საშუალო ან ღარიბ ევროპულ ქვეყნებში... თან რაც მთავარია ცხოვრება ძვირი არ არის იდმენად როგორც დასავლეთში და დასავლეთ ევროპას დონით იმდენად არ ჩამოუვარდება როგორც სხვა ღარიბი ევროპული ქვეყნების სასწავლებლები..

ინგლისურიც იციან ძირითადად...

ცხოვრება კიდე გერმანიაზე უფრო იაფია 450-500 ევრო გინდა მაინც საშუალოდ...

Posted by: abes777 15 Dec 2016, 14:45
Brock
ცოტა მეტი ფინანსების შემთხვევაში უკეთესს რომელს გამოარჩევდი? კონკრეტული უნივერსიტეტიც თუ შეგიძლია..
ტალინში გარბის აქედან ხალხი. მანდ რა სიტუაციაა.

Posted by: Brock 16 Dec 2016, 22:36
abes777
QUOTE
ცოტა მეტი ფინანსების შემთხვევაში უკეთესს რომელს გამოარჩევდი?


გააჩნია რამდენია ეს ცოტა მეტი და რა გინდა შენ უფრო და რა არის შენთვის უფრო პრიორიტეტული დიპლომის ხარისხი, სწავლის ხარისხი თუ გართობა შესაბამისი გარემო...

QUOTE
ტალინში გარბის აქედან ხალხი. მანდ რა სიტუაციაა.


ტალინის ტექონოლოგიური ხშირად ჩამოდის თბილისში და აწყობს გამოცდებს ან იღებენ საერთაშორისო სერთიფიკატების საშუალებით ხალხს... ესე პოპულარულიც იმიტომ არის ამ ბოლო დროს ჩვენთან რომ აიტი და ტექნიკურ პროფესიებზე სწავლება უფასო აქვთ და ასევე სტეპენდიების შესაძლებლობა აქვთ სტუდენტებს...
მერე ისიც ემატება მაგას რო ევროპულ საერთშორისო დიპლომს იძლევიან რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და უნივერსიტეტშიც კარი პირობებია თუმცა ყველას არ შესწევს ძალა შეეგუოს იქაურ ჰავას რადგან ძალიან ცივა...

Posted by: PoisonnIvy 18 Dec 2016, 16:23
ვინმე აისეკით ყოფილხართ?

რა ხდება რა არის საჭირო წასასვლელად,ანუ როცა უკვე იმათგან დადებით პასუხს იღებ

Posted by: Brock 19 Dec 2016, 21:08
PoisonnIvy

საჭირო საბუთებს თვითონ მოგაწვდიან რითიც უნდა შეხვიდე ვიზაზე... დანარჩენი ჯამრთელობის ცნობა ყველა ვარიანტში, დაზღვევის პაკეტი და შეიძლება აცრებიც მოგთხოვონ...
ბ ჰეპატიტზე თხოვენ აცრის ცნობას განსაკუთრებით საქართველოდან ვინც მიდიან ხოლმე, ამერიკაში წასასვლელად კიდე უფრო მეტი სამედიცინო აცრების ცნობა ჭირდებათ...

Posted by: PoisonnIvy 19 Dec 2016, 21:12
Brock
მადლობა,ბროკ rolleyes.gif

დღეს მაქვს სკაიპ გასაუბრება,გავარკვევ კარგად დეტალებს.
იმედია გავაღწევ აქედან ცოტა ხნით მაინც

Posted by: Brock 19 Dec 2016, 21:41
PoisonnIvy
QUOTE
იმედია გავაღწევ აქედან ცოტა ხნით მაინც


პაბეგში ხარ ანუ...

წარმატებები... : ))

Posted by: LOLZ 20 Dec 2016, 17:54
PoisonnIvy
ე.ი. არსებობს ძებნის ფუნქცია ფორუმზე, რომელიც არის ძალიან მარტივი: https://forum.ge/?act=Search&f=79
შეხვალ, ჩაწერ საძიებო სიტყვას და პარამეტრებს და ამომგიგდებს შესაბამის თემას.
სხვაგანაც მოგწერე რომ არსებობს აიზეკის თემა, სადაც ბევრ კითხვაზეა პასუხი. რომ მოგეძებნა, იპოვიდი და აღარ დაპოსტავდი სხვა თემებში tongue.gif https://forum.ge/?act=Search&f=79

Posted by: PoisonnIvy 20 Dec 2016, 20:21
LOLZ
რატო მეჩხუბებით ყველა,ღმერთმანი

რა,დავიჯერო არ კითხულობს ხალხი სხვადასხვა თემაში არაფერს? biggrin.gif

ან სად მომწერე,ვერ მივხვდი

Posted by: LOLZ 20 Dec 2016, 21:19

PoisonnIvy
უი, შენ არ ყოფილხარ smile.gif)) რამდენიმე დღის წინ ვიღაცამ იკითხა კიდევ. და შენ მეგონე smile.gif)) კროსპისტინგი ჰქვია ერთი და იმავე შეტყობინების დატოვებას სხვადასხვა თემებში და არ შეიძლება. შეძლებისდაგვარად ვებრძვი smile.gif)

Posted by: PoisonnIvy 20 Dec 2016, 23:30
LOLZ
მომიტევებია biggrin.gif

Posted by: Hed 21 Dec 2016, 21:07
Brock
QUOTE
აღმოსავლეთ ევროპა ( რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა ა.შ)

QUOTE
სამხრეთ ევროპა ( საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, კვიპროსი ა.შ)



რუსეთში და მოლდოვაში არის რამე იაფფასიანი სასწავლო პროგრამები ?
და რუმინეთზე და ბულგარეთზე თუ იცი რამე.

ბაკალავრიატი მაინტერესებს, მესამე კურსზე ვარ yes.gif

Posted by: LOLZ 21 Dec 2016, 23:18
Hed
არის მაგრამ ძებნა უნდა. სხვისი არ ვიცი და მე პირადად არ მიღირს რომ დრო დავხარჯო და აქ დაგიდო პირდაპირი ლინკები. smile.gif დაგუგლე და ბევრ ინფორმაციას იპოვი.

Posted by: Brock 21 Dec 2016, 23:52
Hed

ქვეყნებს რომლებიც არ არიან ევროკავშირში არ გირჩევდი სწავლას რადგან საერთაშორისო დიპლომს არ გასცემენ...

რუმინეთში სწავლას რაც შეეხება რუმინულ- ამერიკულ უნივერსიტეტს ქართველი წარმომადგენელი ყავს რომელიც დაგეხმარება სურვილებისამებრ...

ბულგარეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლები კიდე საქართველოში არ მახსენდებიან საერთშორისო გამოფენებზე არასდროს მაგრამ შეგიძლია შენ თვითონ დაეკონტაქტო მათ უნივერსიტეტებს... ტოპ უნივერსიტეტების ჩამონათვალი მიეცი და ისე დაიწყე... მერე შეგიძლია აქ იკითხო ამა თუ იმ უნივერსიტეტზე რამე (თუ ვინმე გამოჩნდა კომპეტენტური გიპასუხებს) ან შენ თვითონ გაარკვიო და მოიძიო ინფორმაცია...

ადრეც მაქვს ნათქვამი და ახლაც იგივეს გავიმეორებ: საერთაშორისო გამოფენამდე (სანამ ჩატარდება) ან რაიმე მსგავს ღონისძიებამდე, შეგიძლიათ არ დაკარგოთ დრო და თავად მოიძიოთ უნივერსიტეტები ამა თუ იმ ქვეყნებში...

Posted by: LOLZ 4 Jan 2017, 21:24
ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ვის აინტერესებდა? საბუთების მიღება დაიწყო.

Posted by: Shredinger 4 Jan 2017, 21:31
LOLZ
QUOTE
ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ვის აინტერესებდა? საბუთების მიღება დაიწყო

მადლობა.
რა მაინტერესებს შენ გადმოსახედიდან ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი როგორია? გამოცდილი ხარ მაინც ეგეთ ამბებში და გეცოდინება. მთლად ისეც არმინდა აქ რომ გეპეია ისეთი პონტი იყოს იქაც.

Posted by: LOLZ 5 Jan 2017, 02:09
Shredinger
ნწნწ biggrin.gif გეპეის რას ერჩი ნეტა გამაგებინა tongue.gif
რომ დაგუგლო ნახავ რომ ტალინის ტექნოლოგიური საკმაოდ კარგ უნივერსიტეტად ითვლება. თან რაღაც სპეციალობებზე დაფინანსებებიც აქვთ (მთლიანი ან ნაწილობრივი). სხვაგან ჩაბარებასაც გირჩევდი. იმიტომ რომ ყველა უნიში მოსახვედრად დიდი კონკურენციაა. ესტონეთში კი (ქართველი) სტუდენტების ნაკადი იზრდება წლიდან წლამდე.

Posted by: abes777 5 Jan 2017, 03:14
საინტერესოა რატომ მიაწყდნენ ესტონეთს და არა გერმანიას მაგალითად. გერმანიაში ხომ უფასოა სწავლა.

Posted by: LOLZ 5 Jan 2017, 03:22
abes777
გერმანიაში ცხოვრებაა ფასიანი. წელიწადში 9000 ევრომდეა საჭირო. ესტონეთსი მაგის ნახევარი თანხაც საკმარისია. და თანაც ესტონური უნივერსიტეტები საინფორმაციო სესიებს ატარებენ ხშირად

Posted by: სქაილაინ 6 Jan 2017, 00:26
გამარჯობა! მაინტერესებს ვინმე თუ ყოფილხართ ერასმუსის გაცვლითი პროგრამით რუმინეთში იასის უნივერსიტეტში შემეხმიანეთ პმ ან აქ დაწერეთ თქვენი გამოცდილება.

Posted by: Brock 6 Jan 2017, 20:57
abes777
quote]საინტერესოა რატომ მიაწყდნენ ესტონეთს და არა გერმანიას მაგალითად. გერმანიაში ხომ უფასოა სწავლა.[/quote]

QUOTE
გერმანიაში ცხოვრებაა ფასიანი. წელიწადში 9000 ევრომდეა საჭირო.


და + უფასო პროგრამები გერმანულია ძირითადად, საქართველოში კიდე მეტი წილი ინგლისური იციან...

Skyline R33 Widebody

ერასმუსი გამათლებაა საერთოდ ყველგან თუ რა სასტავში მოხვდები თვითონ შენი ანუ ერამუსელების რადგან ერასმუსელები ძირითადად ერთად მოძრაობენ, ერთად უტარდებათ ლექციები და ღინიესძიებები და ფართებიც ერთად აქვთ შესაბამისად თვითონ ერასმუს ნაბორში უნდა გაგიმართლოს რა... რუმინეთში კიდე არ ვიცი რა ხდება მარა ერასმუსით ასე თუ ისე ყველა ევროპულ ქვეყნებში სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან ხალხი ასე რომ არამგონია მოიწყინი მაგ მხრივ თან ბუჰარესტი კარგი ქალაქია....

Posted by: Shredinger 11 Jan 2017, 21:45
ტალინის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა მემგონი უფასო პროგრამები გააუქმა და ფასიანი გახადა. ყველა არ მინახავს მაგრამ კომპს მეცნიერებაზე და კიბერ უსაფრთხოებაზე უფასო იყო სწავლა. ახლა კიდე 6000 ევროა წელიწადში:
http://www.ttu.ee/?id=25424

თუმცა დაფინანსებას სთავაზობენ ხალხს ისეთს რომლებიც ყველაზე კარგები იქნებიან.

Posted by: banana001 11 Jan 2017, 21:53
Shredinger
1 წელიც მოეთმინათ :@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@

Posted by: Shredinger 11 Jan 2017, 21:58
banana001
სად ვერ გავძვერი smile.gif


ერთი სასტავ თქვენც ნახეთ რა რაღაც არ მჯერა ჩემი თვალების. არადა წინა წლებში ამაყობდნენ უფასო პროგრამებით. თან ახლა მგონი ინგლისურის ტესტის გაართულეს, speaking დაამატეს biggrin.gif

ეტყობა წინა წლებში მარტივი ინგლისურით და უფასო პროგრამებით ძალიან ბევრი ინდუსი და ჯოკრის მოთამაშე ქართველებით აივსო ხოდა მიხვდნენ რო ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა - ალბათ biggrin.gif

Posted by: banana001 11 Jan 2017, 22:00
QUOTE (Shredinger @ 11 Jan 2017, 21:58 )
banana001
სად ვერ გავძვერი smile.gif


ერთი სასტავ თქვენც ნახეთ რა რაღაც არ მჯერა ჩემი თვალების. არადა წინა წლებში ამაყობდნენ უფასო პროგრამებით. თან ახლა მგონი ინგლისურის ტესტის გაართულეს, speaking დაამატეს biggrin.gif

ეტყობა წინა წლებში მარტივი ინგლისურით და უფასო პროგრამებით ძალიან ბევრი ინდუსი და ჯოკრის მოთამაშე ქართველებით აივსო ხოდა მიხვდნენ რო ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა - ალბათ biggrin.gif

აუ ეს რა ქნეს, ყველაფერი აწყობილ დალაგებული მქონდა უკვე,

ვნახე მეც და ბაკალავრიც ფასიანია უკვე, 2000 ევრო, დაჟე ახალი პროგრამა დაამატეს, ზუსტად ის რაც მე მინდოდა და ის კიდე 2400 ღირს წელიწადში facepalm.gif





ტყ............

Posted by: Brock 11 Jan 2017, 22:08
მასე მუშაობს რეკლამა და პიარი აბა რა გეგონათ.. თავიდან იზიდავენ ხალხს და შემდგომ ყველაფერს თავის ადგილს უჩენენ...

QUOTE
ეტყობა წინა წლებში მარტივი ინგლისურით და უფასო პროგრამებით ძალიან ბევრი ინდუსი და ჯოკრის მოთამაშე ქართველებით აივსო


რომლებიც სავარაუდოდ პირველივე სემესტრში მალევე გამოყარეს და ახლა უკვე ნორმალურ ხალხს შეუშვებენ ფასიან პროგრამებზე ძირითადად და მათ დაამთავრებინებენ...

Posted by: banana001 11 Jan 2017, 22:15
მე ხო ბედი არა მაქ რა........... 1 წელიც ყოფილიყო უფასო...

ვითომ არ შეცვლიან სამომავლოდ არაფერს ? ან რამე დაფინანსებებს არ გასცემენ ამ კონკრეტული პროგრამისთვის ?

Posted by: LOLZ 11 Jan 2017, 22:47
banana001
Shredinger
40-დან 30 ადგილზე უფასო სწავლის შანსია. და რას წუწუნებთ smile.gif
banana001
რა დროს შენი მაგისტრატურაა, ჯერ ბაკალავრზე ჩააბარე biggrin.gif

კიდევ არის ესტონეთის მთავრობის სტიპენდიები. და კიდევ სხვა რაღაცეებიც tongue.gif

Posted by: Shredinger 12 Jan 2017, 00:41
LOLZ
Brock
მოკლედ ესტონეთში უნდა მოვხვდე უეჭველი!
მაგ დაბრკოლებას არ შევუშინდები.

ხოდა რა კითხვა მაქვს, როგორც ისინი(ესტონელები) ამბობენ საუკეთესები შეირჩევიანო აი ამ შერჩევის მომენტში ყველაზე მეტად რას ექცევა ყურადღება? IELTS ქულებს,სამოტივაციო წერილს,CV,სამუშაო გამოცდილება თუ რა?

მე მაგალითად მინდა კიბერ უსაფრთხოებაზე. ამ დარგში მსოფლიოში ყველაზე აღიარებული და ნომერ პირველი კომპანიის სერტიფიკატი მაქვს. უფრო კონკრეტულად ამ კომპანიის: https://www.sans.org/
ასევე სამუშაო გამოცდილებაც 1 წელი მაქ ზუსტად ვერ ვიტყვი სად მაგრამ კარგ ადგილას ვარ ამ სპეციალობით.
ასევე მიღებული მაქვს 1 სხვათაშორის ესტონეთში მოღვაწეობს ერთი კომპანია რომელიც ტრენინგებს ატარებს კიბერ უსაფრთხოების მხრივ და მაგ ესტონული კომპანიის სერტიფიკატიც მაქვს smile.gif საქართველოში იყვნენ ჩამოსული წინა წელს.
ასევე ამ კომპანიის სერტიფიკატიც: https://www.icann.org/

ხოდა იმედია ეს ზემოთ რაც დავწერე დიდ როლს ითამაშებს biggrin.gif
ინგლისურიც კარგად ვიცი ახლა ielts ჩავაბარებ და ეგაა.

Posted by: LOLZ 12 Jan 2017, 02:14
Shredinger
კარგი რეკომენდაციები გჭირდება. კიდევ CV კარგად შედგენა. ნიშნებიც კარგი. რა ვიცი, ყველა კომპონენტი მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით სამოტივაციო. უნდა იყოს ძალიან კონკრეტული.
ბევრ რამეზეა ჩარიცხვა დამოკიდებული, მათ შორის სხვა კანდიდატების მონაცემებზეც.

Posted by: marimari11 12 Jan 2017, 02:21
სამოტივაციოზე რამე რჩევები მომეცით.აზრზე არ ვარ როგორ იწერება

Posted by: LOLZ 12 Jan 2017, 03:12
marimari11
ერაზმუსზე აგზავნი? https://gijmaj.wordpress.com/2010/05/25/motivationletter/

Posted by: Shredinger 12 Jan 2017, 09:41
LOLZ
მადლობა და ვთქვათ ჩავირიცხე მაგრამ აღმოჩნდა რომ დაფინანსება ვერ მოვიპოვე და მომიწევს 6000 ევროს გადახდა წელიწადში. ამ დროს ხომ შემიძლია უარი ვთქვა და აღარ წავიდე?

Posted by: LOLZ 12 Jan 2017, 13:48
Shredinger
კი შეგიძლია. ან დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს მოძებნი

Posted by: marimari11 12 Jan 2017, 13:50
LOLZ
არა უნივერსიტეტში გერმანიაში


ისე არც ერთ უნივერსიტეტს არ ეწერა რომ სარეკომენდაციო წერილი უნდოდაspy.gif აქაც რომ გავიკითხე და ვკითხე გერმანელებს არ ითხოვენ სავალდებულო არააო
თუ ეგ სტიპენდიებზეა ხოლმე უფრო?

Posted by: LOLZ 12 Jan 2017, 14:06
marimari11
რასაც ითხოვენ მხოლოდ ის საბუთები გაგზავნე. უნივერსიტეტის საიტზე ეწერება ჩამონათვალი. ზოგი უნივერსიტეტი სამოტივაციოსაც არ ითხოვს smile.gif

Posted by: Brock 12 Jan 2017, 16:59
marimari11

სამოტივაციო სხვა არის და სარეკომენდაციო სხვა... ჯერ გაიგე რომელი გინდა ან თუ ორივეს ითხოვს შენი უნივერსიტეტი...

მაგას კიდე როგორც წესი მიღებისას ითხოვენ და შენ ხომ უკვე იქ ხარ, ახლა გთხოვენ?

Posted by: Shredinger 12 Jan 2017, 19:12
LOLZ
მოკლედ შენ და კიდე სხვები რო არ იყვნენ რა. მადლობთ მოხმარებისთვის smile.gif
შემდეგში კიდე შეგაწუხებთ თუ კითხვა გამიჩნდა.

Posted by: abes777 14 Jan 2017, 14:11
ჯარის ამბებში რა ხდება თუ ზამთრის სემესტრიდან აბარებ? ანუ, მეოთხე კურსს რომ დახურავ ზამთრის სემესტრამდე ხომ არის გარკვეული დრო. ამ დროის მანძილზე თუ მოწვევა მოვიდა, როგორ ავადებ?

Posted by: benefit123 15 Jan 2017, 14:41
ინფორმატიკას ვსწავლობ პირველ კურსზე ვარ და სწავლის გაგრძელება მინდა საზღვარგარეთ და რას მირჩებთ რომელი ქვეყანა კარგი ამ განხრით და ასევე ბიუჯეტური? ოღონდ სალაპარაკო ენა ინგლისური რო იყოს (რუსულიც შეიძლება)

Posted by: LOLZ 15 Jan 2017, 15:16
benefit123
სალაპარაკო რომ ინგლისური იყოს, ასეთი ქვეყნებია ამერიკა, კანადა, ავსტრალია, ბრიტანეთი. მაგრამ ძვირებია. ბალტიისპირეთი, პოლონეთი, უნგრეთი და კიდევ იქნება სხვა შედარებით იაფი ქვეყნები. ეს და წინა თემაც ჩაათვალიერე და ბევრ ინფოს ნახავ.

Posted by: gigajoj 15 Jan 2017, 21:20
Universitat Pompeu Fabra am universitetshi vinme scavlobs an vinmes sabutebi gaugzavnia?

Posted by: benefit123 18 Jan 2017, 00:19
LOLZ
რაღაცეები გადავიკითხე მაგრამ ვერაფერი ვნახე ჩემ ფაკულტეტზე ინტერნეტშიც რასაც ვნახულობ მინიმუმ 10 000 დოლარია სასწავლებელი და მაგდენს ვერ გავქაჩავ რამე უფრო ბიუჯეტური მინდა 5000 მარტო სწავლა რო მიჯდებოდეს მაქსიმუმ და ცხოვრებამაც რო ძაან არ გამწეწოს. რუსულ ენოვანი ქვეყნებიც მაწყობს

Posted by: LOLZ 18 Jan 2017, 01:24
benefit123
გადაკითხვა კი არა ჩაჯდომა და საფუძვლიანი ძებნა უნდა. სად ეძებე? დაგუგლე?

Posted by: webdesigner93 18 Jan 2017, 11:35
TTU-ში ვფიქრობ საბუთების გაგზავნას, იგივეს ხომ არ აპირებთ ვინმე აქედან ?

Posted by: banana001 18 Jan 2017, 16:14
webdesigner93
მომავალ წელს თუ ჩავთვლით კი biggrin.gif მე ვაპირებ

რა პროგრამაზე აგზავნი ?

Posted by: LOLZ 18 Jan 2017, 16:57
banana001
შენ გირჩევია ისე გააკეთო როგორც გეუბნებიან sa.gif

webdesigner93
რა გაინტერესებს დაწერე

Posted by: Brock 18 Jan 2017, 17:04
benefit123

ტალინის ტექნოლოგიური ინფორმატიკის მხრივ კარგია ძალიან, თან მაგაზე მგონი ისევ უფასოა სწავლა თუ არადა შვედეთს გირჩევ და ნორვეგიას ცივ კლიმატს თუ გაუძლებ იქაც უფასოა სწავლა ოღონდ დორმი 350-400 ევრო ღირს თვეში მარა სამაგიეროდ კვებაზე, მგზავრობაზე და მსგავს წვრილმანზე სტუდენტური როცა გაქ საკმაოდ კარგი შეღავათები გექნება...

Posted by: webdesigner93 18 Jan 2017, 18:08
LOLZ
QUOTE
რა გაინტერესებს დაწერე

ვინმე თუ აპირებს უბრალოდ წელს ჩაბარებას საცხოვრებლის გაზიარება მინდა smile.gif დანარჩენი თუ რაიმე კითხვა გამიჩნდა დავწერ აუცილებლად, მადლობა.

Posted by: benefit123 19 Jan 2017, 14:06
Brock
გადავიკითხე ტალინის უნივერსიტეტის გვერძე და კომპიუტერული მეცნიერების ან software engineering ვერაფერი ვნახე ბაკალავრიატზე და შეგიძლია დამილინკო თუ იცი რო აქვთ ფაკულტეტი ინფორმატიკის

Posted by: Shredinger 20 Jan 2017, 23:58
ტალინში როცა მიდიხარ სასწავლებლად რა ჯობია ბინა იქირაო ცალკე თუ საერთო საცხოვრებელში იცხოვრო?

Posted by: Asklipiodotaa 21 Jan 2017, 13:15
გამარჯობა, თსუს გაცვლით პროგრამაში (მგონი ერასმუს+) სტუდენტის GPA-ს რამდენად ექცევა ყურადღება?

Posted by: LOLZ 21 Jan 2017, 20:13
Shredinger
როცა სიტუაცია არ იცი კამპუსი სჯობია. პირველი სემესტრი მაინც.

Posted by: mGeLo777 21 Jan 2017, 20:16
წელს ვამთავრებ
ვერაფერი ვე რ ვიპოვე სად წავიდე არ ვიცი რა :@

mad.gif

ეხლა ბულგარეთზე ვფიქრობ drug.gif


Posted by: Muuki96 22 Jan 2017, 13:35
მევლანას გაცვლითი პროგრამით არის ვინმე წასული?თურქეთში მინდა წასვლა მეორე კურსზე ვარ და მაინტერესებს

Posted by: Brock 25 Jan 2017, 15:36
Shredinger

მე უფრო გირჩევდი საერთო საცხოვრებელს იმისათვის რომ შეეჩვიო სტუდენტებს, უცხოელებს, ახალი ხალხი გაიცნო რაც იმაშიც დაგეხმარება რომ ენის ბარიერი, დონე გაიუმჯობესო... თან თავიდან ადაპტირებისთვის, უნივერსიტეტში რეგისტრაციებზე და მსგავს რამეებზე დორმითორიში იპოვი ყოველთვის ვინმეს ვინც დაგეხმარება... მერე თუ სურვილი გაგიჩნდება შეგიძლია ცალკე იქირაო ბინა...

mGeLo777

გააჩნია რას ეძებ, როგორ სასწავლებელს, რა ბიუჯეტში და არის შენი პრიორიტეტი...


Posted by: mGeLo777 25 Jan 2017, 16:16
Brock
სადაც ვსწავლობ იქ რომ გავაგრძელო მომიწევს 2250 ლარის გადახდა
ბათუმის შოთაში მაგისტრატურაზე,ტურიზმზე


ვეძებ სასწავლებელს 1 წელი რომ 1კ ევრო ღირდეს ან უფრო <



მოვძებნე ყველაზე იაფი ბულგარეთში არის

გავაგრძელებ ძებნას biggrin.gif


Posted by: abes777 25 Jan 2017, 21:15
ესეთი რამე თუ არის შესაძლებელი: დაამთავრე ბაკალავრი. გაქვს დიპლომი. გაგზავნე უცხოეთში საბუთები ისევ იმავე პროფესიაზე ან მსგავსზე. პირველ კურსზე დაგსვამენ თუ არის შანსი რომ 4ზე დაგსვან? ანუ წინა საგნები ჩაგითვალონ, ბოლო კურსის გამო კიდე დიპლომი რომ აიღო კიდე.

Posted by: LOLZ 25 Jan 2017, 21:22
mGeLo777
სწავლა ერთია და საცხოვრებელი ხარჯები დამატებითი თანხაა. გერანიაშიც შეგიძლია ნახო უნივერსიტეტები სადაც წელიწადში 1000 ევროზე ნაკლებს გადაიხდი. ანუ ეს სწავლის გადასახადი არ იქნება.
* * *
abes777
მაშინ ბაკალავრიატზე უნდა შეიტანო საბუთები და კრედიტების სტრანსფერი მოსთხოვო უნივერსიტეტს. მაგრამ ძალან ცოტა აკეთებს ამას. სათიათაოდ უნდა მოწერო და ჰკითხო თუ შეიძლება და როგორ შეიძლება. თუ დაგთანხმდნენ, რაღაცეებს ჩაგითვლიან რაღაცეებს არა. და განსხვავებულების ჩაბარება მაინც მოგიწევს. რად გინდა ასე რომ იწვალებ თავს, პირდაპირ მაგისტრატურაზე ჩაბარე tongue.gif

Posted by: abes777 25 Jan 2017, 21:27
QUOTE (LOLZ @ 25 Jan 2017, 21:22 )
mGeLo777
სწავლა ერთია და საცხოვრებელი ხარჯები დამატებითი თანხაა. გერანიაშიც შეგიძლია ნახო უნივერსიტეტები სადაც წელიწადში 1000 ევროზე ნაკლებს გადაიხდი. ანუ ეს სწავლის გადასახადი არ იქნება.
* * *
abes777
მაშინ ბაკალავრიატზე უნდა შეიტანო საბუთები და კრედიტების სტრანსფერი მოსთხოვო უნივერსიტეტს. მაგრამ ძალან ცოტა აკეთებს ამას. სათიათაოდ უნდა მოწერო და ჰკითხო თუ შეიძლება და როგორ შეიძლება. თუ დაგთანხმდნენ, რაღაცეებს ჩაგითვლიან რაღაცეებს არა. და განსხვავებულების ჩაბარება მაინც მოგიწევს. რად გინდა ასე რომ იწვალებ თავს, პირდაპირ მაგისტრატურაზე ჩაბარე tongue.gif

ორი წელი წვალებას ერთი არ ჯობია?
მაგისტრატურა აქ მინდა მაინც. იქ თუ გავივლი მერე აქაც უნდა გავიარო.
თან იქ რო ვიქნები გავერკვევი მაგისტრატურისთვის დაფინანსებებში და ამბებში.
შვედეთი გამისწორდებოდა მარა უაზრო ფასები აქვს. უცხოეთში მბას არ ვანიჭებ იმხელა მნიშვნელობას რისი გადახდაც მომიწევს.

თან ერთი ტიპი ვიცი შვედეთში წავიდა 2.2 გპა, იელტს 6.5 ქონდა და არაფერს იხდის. არ ვიცი ასე დაბალი შედეგები როგორ დაუფინანსეს. დავკარგე საკონტაქტო რო ვკითხო რა და როგორ.

Posted by: Brock 25 Jan 2017, 21:39
abes777

ეგ არ გამოვიგა რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნები არა ევროპულქვეყნებს საგნებს არ უთვლიან... მხოლოდ დიპლომს აღიარებენ ჩვენსას თუ აკრეტირებულია...

შენ რაც გინდა ეგ გამოდის თუ იქ გაქვს სიტყვაზე გავლილი სემესტრი და გამოხვედი უნივერსიტეტიდან და მოგინდა სხვა ევროკავშირის წევრ ქვეყნის უნივერსიტეტში გადასვლა... მაგ შემთხვევაში მაგ ნიშნების ფურცელს იღებ და მიდიხარ უნივერსიტეტში ან წერ მეილზე... სადაც უკვე არ დაგეთანხმებიან ან არა გადაყვანაზე იქნება ეს ტრანსფერზე თუ ისე საგნების ჩათვლაზე..
ასე რომ შენს შემთხვევაში ახლა ყველაზე კარგი ვარიანტია თუ მასტერზე ჩააბარებ...

abes777

ლიტვა, ლატვია, ბულგარეთი, რუმინეთი, კვიპროსი, ესტონეთი ერთ დონეზე არიან თითქმის ხარისხის დიპლომის რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნებია და საერთაშორისო დიპლომს გასცემენ.... სად უფრო იაფია სწავლა და საცხოვრებელი რა ჯდება კიდე ეგ უნივერსიტეტზეა დამოკიდებული... მაგალიტად შეიძლება რუმინეთში რომელიღაც ქალაქში უფრო ძვირი იყოს სწავლა ვიდრე ესტონეთში როცა ესტონეთში უფრო იაფი იყოს ამ დროს საცხოვრებელი... კვება და მსგავსი ხარჯები კიდე თითქმის ერთ დონეზეა მაგ ქვეყნებში უბრალოდ იცოდე რომ დედაქალაქში და მთავარ პირველ ან მეორე ქალაქში უფრო ძვირია და მესამე, მეოთხე, მეხუთე ქალაქებში ან რავიცი სოფლებში კიდე უფრო იაფია ბევრად.. biggrin.gif

Posted by: LOLZ 25 Jan 2017, 22:05
abes777
ერთწლიანი მაგისტრატურებიც არსებობს
QUOTE
მაგისტრატურა აქ მინდა მაინც. იქ თუ გავივლი მერე აქაც უნდა გავიარო.

ბატონო? biggrin.gif
ჯარში რომ არ წახვიდე? facepalm.gif
რეალურად სწავლა თუ გინდა რა ერთ ადგილს ტკეპნი, მაგისტრატურას რომ დაამთავრებ დოქტორანტურაზე გააგრძელე.

Posted by: abes777 25 Jan 2017, 22:37
LOLZ
ჯარში არც ასე მივდივარ და არც ისე. ჯარისთვის ვერ მოვცდები.
ფეისპალმის გარეშე, კი, აქ მირჩევნია მაგისტრატურა გაუში, კავკასიაში ან თავისუფალში.
სადღაც ჭ კლასის ესტონეთის ინსტიტუტში კი არა, აქედან ჰარვადში, მიტში და მსგავსებში წასულები იყვნენ იქ პირველ ადგილზე და რატომ გიკვირს მე თუ აქ მირჩევნია? ვთვლი, რომ თუ სწავლა გინდა აქაც ისწავლი.
დოქტორანტურა ვაფშე არ მჭირდება, ბიზნესით ვარ დაკავებული. იდეაში არც მაგისტრატურა მჭირდება მარა არის ჯერჯერობით ცოტა დრო და გავივლი. ამიტომ ვარჩევ ნორმალური გადასახადით ნორმალურ ხარისხს და არა მაღალი გადასახადით მაღალ ხარისხსს.

Posted by: LOLZ 25 Jan 2017, 22:56
abes777
ტარტუ არაა ჭ კლასი, აქაურებზე უფრო რეიტინგულია smile.gif ხარისხიც და აკადემიური შესაძლებლობებიც უკეთესი აქვს. ეგ თუ არ გინდა ვინ გაძალებს, წადი ჰარვარდში smile.gif

Posted by: Brock 25 Jan 2017, 23:08
abes777

შენ ხარ ჩამოუყალიბებელი და ამავე დროს გაურკვეველი ... ესტონეთი გასცემს საერთაშორისო დიპლომს და ჭ კლასი მაგასთან შედარებით ყველა არა ევროპული ქვეყნების უნივერსიტეტებია..

კავკასიის უნივერსიტეტს კიდე როგორც ესე უნივერსიტეტს კიდე გეპეი ჯობია და იცი რატომ? იმიტომ რომ გეპეი სახელმწიფოა...

Posted by: abes777 25 Jan 2017, 23:33
Brock
საერთაშორისო ცნკბადობით ჯობია. სწავლის თვალსაზრისით კავკასიიდან მეტს წამოიღებ ვკდრე გპიდან. სწავლა თუ გინდა ორივეგან ისწავლი.
მეტი ჩამოყალიბება რა საჭიროა. წასვლა საჭიროა. ვიკითხე რაღაც. დეტალების დაკონკრეტება აუცილებელია რისთვის რა და როგორ? ვიღაცისთვის სწავლაა უცხოეთში მნიშვნელოვანი. ვიღაცისთვის ყოფნა და მცირე დროის დათმობა იქ სწავლისთვის.
LOLZ
რეიტინგულიბა არ ნიშნავს უკეთესობას. გპი უფრო რეიტინგულია ვიდრე თუნდაც თავისუფალი.


თემას ნუ გადაუხვევთ. რჩევა-დარიგების, ინფორმაციის მიწოდების თემაა. ვიკითხე და გავიგე, რომ საგნების 75% ვერ ჩათვლიან.

Posted by: gigajoj 26 Jan 2017, 19:14
Brock
LOLZ
abes777
მე იცით რა მიკვირს საზღვარგარეთი რატომ ჰგონიათ საოცრება? მაგალითისთვის ავიღოთ ესტონეთში დამთავრებული მაგისტრატურა ეკონომიკაში და აქ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში დათავრებული მაგისტრატურა ეკონომიკაში. თქვენი აზრით რომელი აჯობებს?

ასევე განვიხილოთ, სამედიცინო უნივერსიტეტში დამთავრებული Medical Doctor და გერმანიაში დამთავრებული მედიცინა. ახლა არ დამიწყოთ, გერმანიაში უკეთესი სწავლებააო. იქიდან აქ ჩამოდიან, რომ ეგ პროგრამა ისწავლონ და შემდეგ თავიანთ ქვეყნებში ბრუნდებიან.

შედით სამედიცინო უნივერსიტეტში და ნახავთ თუ რომელი ქვეყნებიდან ჩამოდის ხალხი. უნივერსიტეტს 53 ქვეყნიდან ჰყავს სტუდენტები. ქართველების პრობლემა მუდამ ერთი იყო და იქნება. დავაფასოთ ქართული პროდუქტი. დოლარი იმიტომ არის ასე გაქცეული, რომ არ ვაფასებთ ქართულ პროდუქტს. არ ჯობია ქართველს ვაშოვნინოთ ფული, ვიდრე იმ ფასად იგივე ხარისხი მოგვივიდეს საზღვარგარეთ?

მეც მივდივარ საზღვარგარეთ რომ ვისწავლო ენათმეცნიერების კონკრეტული დარგი, მაგრამ იქ მივდივარ იმის გამო, რომ აქ ის დარგი არ ისწავლება უბრალოდ.

კიდევ კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ პირადი გამოცდილებიდან. 1 სემესტრი ვიყავი წასული პოლონეთში სასწავლებლად, უნივერსიტეტმა გამგზავნა აქ ვსწავლობ მაგისტრატურას ინგლისურ ფილოლოგიაში. მართალი რომ გითხრათ გაგიკვირდებათ, იქაური სწავლა და აქაური სწავლა მხოლოდ იმით არის განსხვავებული, რომ იქ უფრო მეტ დროს უთმობენ პრაქტიკულ დავალებებს. რაც შეეხება სწავლების ხარისხს ჩემს უნივერსიტეტში უკეთესია, მაგალითად უფრო მეტად კომეპეტენური კადრი ასწავლის, მაგრამ განსხვავება ნაკლებია. რაც შეეხება ადმინისტრაციული კუთხით, ის უნივერსიტეტი, სადაც ვსწავლობდი ჩემს უნივერსიტეტს ვერც დაუდგება გვერდით. რაღაც მინდოდეს საქართველოს უნივერსიტეტში, შეიძლება ლექტორებმა მთელი უნივერსიტეტი ააწრიალონ, იქ კიდევ სამი კვირა მადევნინეს ნიშნებზე

Posted by: LOLZ 27 Jan 2017, 02:07
gigajoj
QUOTE
მე იცით რა მიკვირს საზღვარგარეთი რატომ ჰგონიათ საოცრება? მაგალითისთვის ავიღოთ ესტონეთში დამთავრებული მაგისტრატურა ეკონომიკაში და აქ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში დათავრებული მაგისტრატურა ეკონომიკაში. თქვენი აზრით რომელი აჯობებს?

გააჩნია ეკონომიკის რომელ მიმარტულებას სწავლობ და რა მიზნები გაქვს. საქართველოში თუ აპირებ ფერმის მოწყობას და მართვას, შეიძლება აქ სჯობდეს დამთავრება იმიტომ, რომ ადგილობრივ ბიზნეს-გარემოს გაეცნო და ადგილობრივი კანონმდებლობა კარგად შეისწავლო. + სხვა ნიუანსებიც. კიბერუსაფრთხოებას კი საქართველოში ვერ შეისწავლი. ერთადერთი არაფორმალური სასწავლებელი არის CASE რომელსაც ფასიანი კურსები აქვს. ასეა ძალიან ბევრი დარგი და სიახლეები თუ გინდა აქ რთული საპოვნელია. ამას გარდა, ევროპის და ამერიკის კარგ უნივერსიტეტებში გაცილებით უეკთესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აქვთ. ლიცენზირებული პროგრამები. უფრო მეტი, ვიდრე ქართულ უნივერსიტეტებში.
ამერიკულ უნივერსიტეტში მაგალითად ყველა ზედ გვყვებოდა საერთაშორისო სტუდენტებს. შეიძლება სხვაგან არაა მასე. შეიძლება ამერიკის სხვა უნივერსიტეტში საერთოდ არ მიაქციონ არავის ყუუადღება. ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ანალოგიურად, აქაური გამოცდილება კარგიც მაქვს და ცუდიც.
საზღვარგარეთ სწავლა ძალიან ბევრი მიზეზის გამო ღირს:
1. პირველ რიგში, დამოუკიდებლად ცხოვრებას დაგადაწყვეტილების მიღებას სწავლობ. და ხედავ რისი გაკეთება შეგიძლია. აქ რომ ყველა შენიჭირიმეშენგენაცვალე და თავს გევლება, დილით საუზმეს გახვედრებენ, მშობლებთან ცხოვრობ, გიუთოვებენ, გილაგებენ, გზის ფულს გაძლევენ და ეს ყველაფერი ნორმალურად მიაჩნიათ, იქ თავიდან ბოლომდე საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული. ბევრი მალევე ჭედავს და დეპრესიაში ვარდება smile.gif
2. აკადემიური ლიტერატურა, მიდგომები და მეთოდოლოგიები დასავლეთში უფრო წინაა. სანამ აქ ახალ სახელმძღვანელოს შემოიტანენ, იქ უკვე მოძველებულია ის და სხვა ახალი მოდის. ამის გარდა, სამეცნიერო ბაზებზე ხელმისაწვდომობა აქ უფრო ნაკლებია. განვითარება თუ გინდა იქ უფრო მეტი შანსებია.
3. გართობა და სტუდენტური ცხოვრება. და მოგზაურობის შესაძლებლობა. შენ რამდენად გიყვარს სხვა ადგილების მონახულება არ ვიცი მაგრამ ბევრი ევროპაში ყოფნის პერიდში სხვადასხვა ქალაქებშიც მიდის. ესეც ერთგვარი გამოცდილებაა.

Posted by: Shredinger 27 Jan 2017, 13:14
LOLZ
QUOTE
პირველ რიგში, დამოუკიდებლად ცხოვრებას დაგადაწყვეტილების მიღებას სწავლობ. და ხედავ რისი გაკეთება შეგიძლია. აქ რომ ყველა შენიჭირიმეშენგენაცვალე და თავს გევლება, დილით საუზმეს გახვედრებენ, მშობლებთან ცხოვრობ, გიუთოვებენ, გილაგებენ, გზის ფულს გაძლევენ და ეს ყველაფერი ნორმალურად მიაჩნიათ, იქ თავიდან ბოლომდე საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული. ბევრი მალევე ჭედავს და დეპრესიაში ვარდება

აი ჩემი მთავარი მიზანი რა არის როცა მინდა წავიდე სასწავლებლად უცხოეთში smile.gif
მინდა ჩამოვყალიბდე რაღაცნაირად და მყარად დავდგე და შევიცნო ჩემი თავი.

მეორე პლანზეა უკვე სწავლა smile.gif

Posted by: Brock 28 Jan 2017, 19:27
gigajoj
QUOTE
მაგალითისთვის ავიღოთ ესტონეთში დამთავრებული მაგისტრატურა ეკონომიკაში და აქ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში დათავრებული მაგისტრატურა ეკონომიკაში. თქვენი აზრით რომელი აჯობებს?

ასევე განვიხილოთ, სამედიცინო უნივერსიტეტში დამთავრებული Medical Doctor და გერმანიაში დამთავრებული მედიცინა. ახლა არ დამიწყოთ, გერმანიაში უკეთესი სწავლებააო. იქიდან აქ ჩამოდიან, რომ ეგ პროგრამა ისწავლონ და შემდეგ თავიანთ ქვეყნებში ბრუნდებიან.


რა თქმა უნდა ნებისმიერი ევროპის ქვეყნებში დამთავრებული ხარისხი ჯობია საქართველოში დამთავრებულს იმ კუთხით რომ იქ დამთავრებული ითვლება საერთაშორისო დიპლომად რომელსაც ევროპა სცნობს ქართული დიპლომისგან და განსხვავებით, იმიტომ რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებზეა საუბარი და ხარისხიც მაღალია...

სწავლა კიდე როგორც ესე ყველა ქვეყანაში და ქვეყნის უნივერსიტეტში თავისებურია პროგრამის ჩათვლით და მერე რაც მთავარია ადგილობრივი სტუდენტებისგან განსხვავებით ხშირად უცხოელებს სხვა პროგრამა აქვთ ისევე როგორც იქ ქართული უნივერსიტეტებისგან და განსხვავებით დიდი ყურადღება ეთმობა პრაქტიკულ მეცადინეობებს და ტრენინგ კურსებს თვითონ სწავლის პერიოდში და რაც მთავარია სწავლის დამთავრების შემდგომ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ინთერშიფით წავიდნენ სხვადასხვა ქვეყნებში სამუშაოდ, მათ შორის ანაზღაურებადი ინთერშიფით და შემდგომ დასაქმების პერსპექტივა აქვთ თვითონ იქ, განსაკუთრებით ტექნიკურ, საინჟინრო და პროგრამული მიმართულებით ვინც არის...

QUOTE
შედით სამედიცინო უნივერსიტეტში და ნახავთ თუ რომელი ქვეყნებიდან ჩამოდის ხალხი. უნივერსიტეტს 53 ქვეყნიდან ჰყავს სტუდენტები.


გაცვლითი პროგრამა და ერასმუსი (მუნდუსი და პლიუსი) სხვა არის და თვითონ უნივერსიტეტის სტუდენტი სხვა... სამედიცინო უნივერსიტეტში თვითონ უნივერსიტეტის (ხარისხის სტუდენტი) ქართველის გარდა როგორც ესე უცხოელი ძირითადად არიან ინდოეთიდან და ისიც გაჭვირვებული ინდოეთის ქალაქებიდან და შესაძლებლობების მქონე პირები ვითაც იმის საშუალება არ აქცთ რომ ევროპაში, ამერიკაში ან კანადაში წავიდნენ სასწავლებლად თორე ინდოელები როგორც ესე ყველგან არიან მოდებულები როგორც ღარიბ ევროპის ქვეყნებში, ისე საშუალო ან დასავლეთით ისევე როგორც ამერიკასა და კანადაში....

Posted by: gigajoj 29 Jan 2017, 01:08
Brock
QUOTE
რა თქმა უნდა ნებისმიერი ევროპის ქვეყნებში დამთავრებული ხარისხი ჯობია საქართველოში დამთავრებულს იმ კუთხით რომ იქ დამთავრებული ითვლება საერთაშორისო დიპლომად რომელსაც ევროპა სცნობს ქართული დიპლომისგან და განსხვავებით, იმიტომ რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებზეა საუბარი და ხარისხიც მაღალია...

QUOTE
მაგალითისთვის ავიღოთ ესტონეთში დამთავრებული მაგისტრატურა ეკონომიკაში და აქ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში დათავრებული მაგისტრატურა ეკონომიკაში. თქვენი აზრით რომელი აჯობებს?

ასევე განვიხილოთ, სამედიცინო უნივერსიტეტში დამთავრებული Medical Doctor და გერმანიაში დამთავრებული მედიცინა. ახლა არ დამიწყოთ, გერმანიაში უკეთესი სწავლებააო. იქიდან აქ ჩამოდიან, რომ ეგ პროგრამა ისწავლონ და შემდეგ თავიანთ ქვეყნებში ბრუნდებიან.

რაც არ იცი ის არასოდეს ილაპარაკოთ!!!

დამისახელე ესტონეთის კურსდამთავრებული ქართველი, რომელიც მსოფლიო ბანკში და მსგავსი დონის ორგანიზაციებში მუშაობდეს. შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ISET-ის კურსდამთავრებული უფრო კარგი ტიპშა ჩანს, რადგან ეს სკოლა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

საზღვარგარეთს აქვს ერთი დიდი პლიუსი, რაც არის დამოუკიდებლად ცხოვრება, უცხო კულტურას გაცნობა და უცხო ენის ცოდნის გაღრმავება.
QUOTE
სამედიცინო უნივერსიტეტში თვითონ უნივერსიტეტი

უნივერსიტეტში სწავლობენ სტუდენტები 53 ქვეყნიდან, როგორიცაა: საფრანგეთი გერმანია, ქუვეითი, კანადა იტალია, ესტონეთი და სხვ.
ესტონეთი თუ ასეთი განვითარებულია, იქ რატომ არ სწავლობენ ესტონელი სტუდენტები? კიდევ ვამბობ და ვიტყვი კიდეც, რომ ქართველმა ქართველის ფასი არ იცის რა არის. უბედურება ისაა, რომ საქართველოს ქართველებზე მეტად უცხოელები აფასებენ. შეიძლება რომელიმე უნივერსიტეტში არ გვქონდეს ისეთი სწავლების დონე, როგორიც საზღვარგარეთ მოითხოვება, მაგრამ ის რომ ნებისმიერი სტუდენტი მედიცინის ან ეკონომიკის სასწავლებლად მიდის საზღვარგარეთ ეგ არის ტრიპაჩობა. ყურის ძირში გაქვს უნივერსიტეტი, სადაც გაქვს საშუალება მოიპოვო სტიპენდია და ისწავლო ეკონომიკის დარგი, რას გარბიხარ სხვაგან? მაგრამ საზღარგარეთ რომ ამთავრებ მაგარი ტიპი ხარ არა და შეიძლება იქ დამთავრებულმა წინადადებას წინადადება ვერ გადააბას.

Posted by: Brock 29 Jan 2017, 12:23
gigajoj
QUOTE
რაც არ იცი ის არასოდეს ილაპარაკოთ!!!

დამისახელე ესტონეთის კურსდამთავრებული ქართველი, რომელიც მსოფლიო ბანკში და მსგავსი დონის ორგანიზაციებში მუშაობდეს


lol.gif

და რა შუაშია საერთოდ ეგ? მე თვითონ დიპლომის ხარისხზე ვთქვი წინა პოსტში და შესაძლებლობებზე შანსების ალბათობით იმ მიზეზით რომ თვითონ იქ უქმნიან მეთქი ხშირად სამუშაოს დაწყების საშუალებას და პირობებეს ვიდრე ჩვენთან... თორე მასე ბანგლადეში შეიძლება ქონდეს ადამიანს დამთავრებული სასწავლებელი და ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიოს რიგი მიზეზების და გამო როგორებიც არის დაბადებიდან უზადო ნიჭი და საკუთარ თავზე მუშაობა და შემდგომ გარკვეულწილად ცხოვრებში გამართლება ან ვინმემ რომ წაიყვანოს სადაც ასევე გამართლება, ასევე სერიოზულ ორგანიზაციაში მუშაობდეს ადამიანი მარა უნიჭი იყოს და დაბალი განათლება ქონდეს მარა პატრონი ყავდეს და ნაცნობობით იყოს მოწყობილი...

საიდან სად მიდიხარ... გასაგებია რომ მოგწონს შენი უნივერსიტეტი მარა ეგ იმის საშუალებას არ გაძლევს რომ რეალობას აცდენილი აზრები დააფიქსირო როგორიც საქართველოში მიღებული ხარისხი რომ ჯობია გერმანიისას და მსგავსი...
QUOTE
უნივერსიტეტში სწავლობენ სტუდენტები 53 ქვეყნიდან, როგორიცაა: საფრანგეთი გერმანია, ქუვეითი, კანადა იტალია, ესტონეთი და სხვ.


შენ თუ მართლა ფიქრობ რომ გერმანიიდან და იტალიიდან ან რომელიმე მსგავსი განვითარებულ ქვეყნიდან სასწავლებად ჩვენს უნივერსიტეტში (სრულ პროგრამაზე და არა გაცვლითზე) ჩამოდიან, აქ სრულდება შენთან საუბარი... smile.gif

Posted by: gigajoj 29 Jan 2017, 13:44
QUOTE
მე თვითონ დიპლომის ხარისხზე ვთქვი წინა პოსტში და შესაძლებლობებზე შანსების ალბათობით იმ მიზეზით რომ თვითონ იქ უქმნიან მეთქი ხშირად სამუშაოს დაწყების საშუალებას და პირობებეს ვიდრე ჩვენთან

ISET ან სხვა უნივერსიტეტი მისი დონის უნივერსიტეტი არ უქმნის?
QUOTE
გასაგებია რომ მოგწონს შენი უნივერსიტეტი მარა ეგ იმის საშუალებას არ გაძლევს რომ რეალობას აცდენილი აზრები დააფიქსირო როგორიც საქართველოში მიღებული ხარისხი რომ ჯობია გერმანიისას და მსგავსი

მე არ ვამბობ ასე გადაჭრით, არსებობს კონკრეტული უნივერსიტეტის პროგრამები, რომლებიც საშუალებას იძლევა საქართველოშივე მიიღო მაღალი დონის განათლება.
QUOTE
შენ თუ მართლა ფიქრობ რომ გერმანიიდან და იტალიიდან ან რომელიმე მსგავსი განვითარებულ ქვეყნიდან სასწავლებად ჩვენს უნივერსიტეტში (სრულ პროგრამაზე და არა გაცვლითზე) ჩამოდიან,

შენ ამბობ, რომ იქ უნივერსიტეტში ტყუილად გამოაკრეს ის დროშები?
უნივერსიტეტში რომ შედიხარ და იტალიელი ან ესტონელი სტუდენტი გხვდება მაგას როგორ ამიხსნი?

მე არ ვამბობ, რომ გადასარევი უნივერსიტეტებია საქართველოში, მაგრამ სამედიცინო უნივერსიტეტი, სან დიეგოს უნივერსიტეტი, ეკონომიკის საერთშორისო სკოლა უკვე ჩემი აზრით სხვა რამეზე მეტყველებს და რაც ამ უნივერსიტეტებში ისწავლება იმ პროფესიის შესასწავლად სხვაგან წახვიდე უბრალოდ უტვინობაა

Posted by: Gooramos 30 Jan 2017, 14:27
კომპიუტერულ ტექნოლოგიებში(ინფორმატიკა, IT ა.შ) მაგისტრატურა მინდა და რომელ ქვეყანას მირჩევთ? ჯერ უნივერსიტეტი არ დამიმთავრებია და ბოლო წელი უცხოეთში რომ გავაგრძელო რა არის საჭირო?

Posted by: benefit123 30 Jan 2017, 15:53
Gooramos
მაგას ვეძებ კაი ხანია უნივერსიტეტის იქ დამთავრება მინდა და შვედეთის მეტი ვერაფერი ვიპოვნე

Posted by: AnEeEeE=]] 30 Jan 2017, 17:01
QUOTE
ISET ან სხვა უნივერსიტეტი მისი დონის უნივერსიტეტი არ უქმნის?

არ გაიშვას აისეტში მიღებული ცოდნა რააა biggrin.gif არვიცოდე მაინც, ქართველ ლექტორებს გონიათ მგონი ბევრ მასალას თუ აყრიან სტუდენტს კაი სწავლებაა ის, ყველა სტუდენტი წინა წლის ტესტებს იზუთხავს , წიგნს კაციშვილი არ კითხულობს , წიგნის კითხვა თუ დაიწყე ვერ მოასწრებ ვერაფერს და ნორმალურ ქულასაც ვერ აიღებ დაფინანსებისთვის biggrin.gif მეორე კიდე, ჩემინაცნობი ვინც სწავლობდა მანდ (მემინდოდა ერთი პერიოდი ჩაბარება და კარგად ვცი რა სიტუაციაა , პროსტა სამსახურთან ვერ ვათავსებდი და არ მიღირდა სამსახურის დაკარგვა) რო დაამთავრა ჩემ დაქალთან გავუწიე რეკომენდაცია სამსახურის პონტში ,თორე ისე რჩებოდა დდ აი რო გაქვთ რა რაღაც წარმოდგენები დდ აისეტი არა კვახი დდ

Posted by: LOLZ 30 Jan 2017, 18:03
gigajoj
დროშები არაა არგუმენტი biggrin.gif ბევრ უნივერსიტეტს აქვს გამოფრიალებული სხვა ქვეყნების დროშა, თუ მისი ერთი წარმომადგენელი მაინც სწავლობდა იქ. მნიშვნელობა არ აქვს 1 კვირა იყო, 1 სემესტრი თუ მთელი პროგრამა დახურა. ამით ხაზს უსვამენ რომ საერთაშორისო სტუდენტებისთვისაც მომხიბვლელია ეს კონკრეტული უნი. ერთგვარი მარკეტინგული ხრიკია. კონკრეტული მონაცემები დადე - რამდენი % არის უცხოელი სტუდენტი, დავუშვათ სამედიცინოში და იგივე ტარტუში.
"ხარისხს" რაც შეეხება - ნორმალური უცხოეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული აკეთებს გაცილებით უკეთეს კვლევას და ანალიტიკურ მასალას, ვიდრე ქართულის.
აკადემიური გარემო - ჩემი გამოცდილებით - საზღვარგარეთ გაცილებით უკეთესი. მეტი წიგნი, უკეთესი და უახლესი ტექნიკა, სამეცნიერო რესურსების მეტი ხელმისაწვდომობა.
QUOTE
ესტონეთი თუ ასეთი განვითარებულია, იქ რატომ არ სწავლობენ ესტონელი სტუდენტები?

რა გინდა თქვა, რომ მთელი ესტონეთის სტუდენტობა საქართველოში ჩამოდის სასწავლებლად? lol.gif კარგი რა biggrin.gif რამდენიმემ თუ მოინდომა აქ სწავლა დიდი ამბავი biggrin.gif მასე ყველა ქვეყანას ჰყავს გამსვლელი და შემომსვლელი სტუდენტებიც, მათ შორის ერაზმუსით. და მათი რაოდენობა დროთა განმავლობაში შეიძლება კიდევ გაიზარდოს.

Posted by: Brock 30 Jan 2017, 22:07
gigajoj
QUOTE
ISET ან სხვა უნივერსიტეტი მისი დონის უნივერსიტეტი არ უქმნის?


არც ერთ უნივერსიტეტს არ აქვს მსგავსი პროგრამა საქართველოში რომ სტუდენტები დაასაქმონ ან ტრენინგზე გაუშვან სადმე... დასაქმების მხრივ იქ ევროპაში და უცხოეთში სპეციალურ ივენთებზე და ღონისძიებებზე მოდიან ხოლმე კომპანიები უნივერსიტეტში ან თვითონ უნივერსიტეტი იწვევს მათ და სტუდენტებს სთავაზობენ სხვადასხვა შემოთავაზებებს, თავიანთ სავიზიტო ბარათს აძლევენ, ეცნობიან მათ უნარებს სივის მიხედვით ან გასაუბრებით....

QUOTE
მე არ ვამბობ ასე გადაჭრით, არსებობს კონკრეტული უნივერსიტეტის პროგრამები, რომლებიც საშუალებას იძლევა საქართველოშივე მიიღო მაღალი დონის განათლება.


მე სადმე ვთქვი მერე რომ განათლების მიღება არაა შესაძლებელი მეთქი? მგონი არა, საქართველოში კი არა ბანგლადეშიც შეგიძლია გარკვეულ უნივერსიტეტში მიიღო კარგი თეორიული ცოდნა თუ იმეცადინებ და პროგრამას მიყვები მარა არა ტრენინგი, პრაქტიკის შესაძლებლობა ისე როგორც ეს ევროპაში ან ამერიკა, კანადაში შეგიძლია...


QUOTE
სამედიცინო უნივერსიტეტი,


სამედიცინოს ვინც ამთავრებს თბილისში (ბაკალავრს) ძალიან ბევრი მიდის და აგრძელებს სწავლას უკრაინაში, თურქეთში ან პოლონეთში რადგან სწავლის გაგრძელების პროცესი ბევრად უფრო ნაკლები გამოსდით ვიდრე თბილისში და შემდეგ პრაქტიკასაც იქ გადიან...

Posted by: LOLZ 30 Jan 2017, 22:12
Brock
დასაქმების გარანტია არ ვიცი მაგრამ ფრიუნის და საქართველოს უნივერსიტეტს აქვთ კარიერული განვითარების დეპარტემენტი თუ რაც ჰქვია. სტუდენტებს ეხმარებიან სივის შედგენა და სამუშაო უნარების განვითAრებაში. კიდევ ვიცი რომ ფრიუნი ზოგჯერ თავისივე სტუდენტებს ასაქმებს. რა თქმა უნდა, შესაბამისი შესარჩევი პროცედურის შემდეგ. ილიაუნიშიც არის მსგავსი რამე

Posted by: Brock 30 Jan 2017, 22:22
LOLZ

კარიერული განვითარების დეპარტამენტი ვიცი კაცო... მარა აი კომპანიები რომ მოდიან მოწვევით მითუმეტეს სხვა ქვეყნებიდან სტუდენტების დასაქმების მხრივ მსგავსი რამე არ ვიცი მე რომელიმე საქართველოს უნის რომ ქონდეს..

QUOTE
კიდევ ვიცი რომ ფრიუნი ზოგჯერ თავისივე სტუდენტებს ასაქმებს


არ მსმენია მაგაზე...

Posted by: LOLZ 30 Jan 2017, 22:35
Brock
დასაქმების ფორუმები ჰქვია მაგათ და რამდენად აკეთებენ ქართული უნივერსიტეტები, ინფორმაცია არ მაქვს.
მგონი ჯიპას ჰქონდა.
QUOTE
არ მსმენია მაგაზე...

მე მყავს მასეთი ნაცნობი smile.gif

Posted by: gigajoj 30 Jan 2017, 23:34
LOLZ
QUOTE
რა გინდა თქვა, რომ მთელი ესტონეთის სტუდენტობა საქართველოში ჩამოდის სასწავლებლად?

სადმე დავწერე ეგ? მე აღვნიშნე ის რომ თუ ესტონეთში არის ასე განვითარებული მედიცინა და სხვ. რატომ ჩამოდიან აქ სასწავლებლად?

მე არ ვამბობ, რომ გპი სჯობია რომელი ევროპულ უნივერსიტეტს, მაგრამ არსებობს რაღაც უნივერსიტეტები (ზევით უკვე ჩამოვთვალე, რომლებიც გაუტოლდებიან სხვა ბევრ ევროპულ უნივერსიტეტს)

მაგალითად სამედიცინოში სწავლა ღირს 12000 დოლარი, 6 წლის განმავლობაში 72000 დოლარს იხდის სტუდენტი. საზღვაგრეთ ამაზე ნაკლებად ან დაახლოებით ამ ფასად ვერ ისწავლის?

კიდევ მოგიყვან მაგალითს, სამედიცნო უნივერსიტეტს აქვს პროგრამა საფრანგეთის უნივერსიტთან თანამშრომლობით ანუ მაგისტრატურა Public Policy. ქართველს, რომელსაც ამ სფეროს სწავლა უნდა საფრანგეთში სხვა უნივერსიტეტში რატომ უნდა წავიდეს? ბევრად ნაკლები დაუჯდება აქ ცხოვრება იქ კიდევ დღეში მინიმუმ 40-50 ევრო გინდა საშუალოდ (ბინის ქირა არ ითვლება)

ახლა განვიხილოთ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა, რომლის კურსდამთავრებულები სწავლობენ ოქსფორდის, კემბრიჯის, ჰარვარდის და სხვა ცნობილ უნივერსიტეტებში. დიდი ნაწილი მუშაობს მსოფლიო ბანკის ფილიალებში. შენი აზრით, მსოფლიო ბანკის ფილიალში უტვინოს ან ვინმე მიღებს? უტვინო კიდევ ვერ ისწავლის ამ სკოლაში, რადგან სწავლის მიმრთ გაუსაძლისი პირობები აქვთ, შეიძლება ნერვებმა გიმტყუნოს და თავიც კი დაანებო.

ახლა განვიხილოთ სან დიეგო, სან დიეგოში სწავლა ქართველებისთვის 8000 დოლარამდეა, თუ სახელწიფო გრანტს მოიპოვებ კიდევ უფრო ნაკლები და თუ კარგი ქულები გექნება შეიძლება უფასოდაც ისწავლო, ორი წელი ამერიკაში გაგიშვებენ ისწავლო.

მეტი რაღა გინდათ? მაგრამ ქართველი ყოველთვის ტრაკს ათამაშებდა და ახლა უნდა იამაყოს რომ ორჯერ ეიფელის კოშკიდან გადმოიჭყიტა და ესტონელ გოგო ბარში დაკერა, ბოლოს ქართველი დამსაქმებელი დაბოლდება და იფიქრებს, უჰჰჰ რას ამბობ, ეს იქ ნასწავლია და აქ ყველაფერს დამიბღრდნისო biggrin.gif

საზღვაგარეთ სწავლას რა თქმა უნდა პლიუსი აქვს დიდი: ენობრივ უნარებს გააუმჯობესებ (მაგრამ თუ გინდა აქაც დახვეწავ მაგას), დამოკიდებელ ცხოვრებას ისწავლი და ქვეყნიდან ქვეყანაში იმოგზაურებ.
* * *
LOLZ
პოლონეთში სწავლისას, გავიცანით ერთი ქართველი ბიჭი ჯიგარი ტიპია, მაგრამ რათ გინდა? სწავლა არ უნდა და დიდად ნიჭიც არ დაჰყვა. ერასმუსით წავიდა და არ იკითხავ როგორ?

თვითონ არის ლტოლვილი და ერასმუსის ერთი კრიტერიუმი ისაა, რომ ლტოლვილებისთვის აქვს გამოყფილი ცალკე სტიპენდიები, ამის სტიპენდიანტი ,,გახდა" და დაამთავრა იაქური უნივერსიტეტი.
ვხედავდი რასაც სწავლობდა ეს ბიჭი, თავისი ძმაკაცები სულ წიგნებში იყვნენ, მაგრამ ეს ხან რომელი კლუბიდან გამოვიდოდა ხან რომელიდან. ახლა კი ერთ რამეს გეტყვი, მე როგორც პოტენციური დამქირავებელი და დამსაქმებელი მის სივს როგორც კი მივიღებ, დავჭმუჭნი და არც კი განვიხილავ სამომავლოდ, რადგან ვიცი რასაც წარმოადგენს, ტიპს მაგისტრატურა აქვს დამთავრებული იქ და ინგლისურად ორ წინადადებას ვერ იტყვის გადაბმულად უშედომოდ და თავის სფეროში ხომ საერთოდ ორი წინადადებით ვერ გეტყვის რა არის მარკეტინგი

თუ სწავლა გინდა და ნიჭიერი ხარ, აქაც შესძლებ პრობლემა არაა

Posted by: Brock 31 Jan 2017, 13:10
LOLZ

ნუ სივის შედგენა და მაგაში დახმარება დიდი ვერაფერია, ჩვეულებრივი მარტივი ვორდის სამუშაოა რა.. შენ რეალურად დასაქმება იკითხე რამდენად რეალურია თორე...

Posted by: Gooramos 2 Feb 2017, 17:59
benefit123
შვედეთში რა პირობებია?

Posted by: demna_ 2 Feb 2017, 23:19
gigajoj
კონკრეტულად რომელ პოლონურ უნიზე საუბრობთ ?

Posted by: gigajoj 2 Feb 2017, 23:36
demna_
University of Lodz ar vambob, rom cudi universitetia, magram arc isetia, rom magalitad saqartvelos universitets sjobdes (alasanias)

Posted by: benefit123 5 Feb 2017, 23:58
ჰოლანდიის უნივერსიტეტებზე თუ გსმენიათ რამე მაგალითად Free university შემიძლია თუ არა გავაკეთო ტრანსფერი პირველი კურსიდან

Posted by: abes777 6 Feb 2017, 00:47
QUOTE (Gooramos @ 2 Feb 2017, 17:59 )
benefit123
შვედეთში რა პირობებია?

შვედეთში ძალიან ძვირია .

Posted by: benefit123 7 Feb 2017, 17:58
ჰოლანდიის უნივერსიტეტებზე თუ გსმენიათ რამე მაგალითად Free university შემიძლია თუ არა გავაკეთო ტრანსფერი პირველი კურსიდან

Posted by: Brock 7 Feb 2017, 20:13
benefit123

ანუ გადასვლა გინდა ქართული უნივერსიტეტიდან თუ ერასმუსზეა საუბარი? თუ გადასვლა გინდა არ გამოვა ეგ ამბავი რადგან არ ცნობენ ჩვენ საგნებს ისინი და მერე ნიშნების ფურცელით რომელი კურსებიც გაიარე არც მაგას ცნობენ ცალკე რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის საქართველო და არც ინგლისურად ისწავლება საგნები, განსხვავებული საგნები და სულ სხვა პროგრამა კიდე ცალკე და მოკლედ დაივიწყე.. ან ერასმუსი ან დაამთავრე ის უნივერსიტეტი სადაც ხარ და მერე შეეცადე იქ ჩააბარო...

Posted by: benefit123 7 Feb 2017, 20:48
Brock
ერასმუსით რა როგორ ხდება? და ყველაზე ოპტიმალური ქვეყანა, ქალაქი, უნივერსიტეტი რომელია ტექნიკური ფაკულტეტების მხრივ. უფრო ცომპიუტერული მეცნიერება სადაც არის ის მაინტერესებს

Posted by: Brock 9 Feb 2017, 21:44
benefit123

ერასმუსი გაცვლითი პროგრამაა, რაც უნდა ქონდეს შენს უნივერსიტეტს... და ისე სრულ პროგრამაზე გააჩნია შენ ბიუჯეტს, იმის და მიხედვით... გადახედე თემას და ნახავ აქაც საკმარის ინფორმაციას...

Posted by: bodzashvili 10 Feb 2017, 01:03
კანადაში სწავლის შესახებ რაინფორმაციას ფლობთ

Posted by: __ნიკოლოზი__ 10 Feb 2017, 02:08
ვისტულაზე გსმენიათ რამე ?

Posted by: tako44 10 Feb 2017, 16:15
gigajoj
შენ კი დაჭმუჭნი და გადააგდებ მის სივს, მაგრამ ვინც არ იცის მისი შესაძლებლობების შესახებ, ის უპირველესს მას დაურეკავს გამომდინარე მონაცემებიდან smile.gif

Posted by: Brock 10 Feb 2017, 21:18
__ნიკოლოზი__

ქართველები არიან ბლომად და კარგი უნივერსიტეტია...

bodzashvili


ამას მიწერე...

https://forum.ge/?showuser=153739

Posted by: bodzashvili 10 Feb 2017, 22:11
Brock
ვის?
QUOTE
Brock

Posted by: marimari11 10 Feb 2017, 22:13
bodzashvili
ვისი ლინკიც დაგიდო
აუთდორას

Posted by: Nicolas_ 13 Feb 2017, 23:35
მაინტერესებს დაბალი GPA-ის (2ზე ქვემოთ sad.gifsad.gif )პირობებში რამდენად რეალურია საზღვარგარეთ უფასო მაგისტრატურაზე ჩაბარება? და საერთოდ ცდად თუ ღირს?

Posted by: marimari11 13 Feb 2017, 23:36
Nicolas_
რა ფაკულტეტზე გინდა

Posted by: Nicolas_ 13 Feb 2017, 23:38
მარიამ, იურიდიული. ვიცი ბევრნი ვართbiggrin.gif

Posted by: Lemarc 13 Feb 2017, 23:54
QUOTE
GPi ჩვენი ტკივილიაbiggrin.gif

თუ GPA? user.gif

Posted by: Nicolas_ 14 Feb 2017, 00:10
Lemarc
მართალი ხარ.ჩავასწორეbiggrin.gif

Posted by: elodin 14 Feb 2017, 00:21
QUOTE (Nicolas_ @ 13 Feb 2017, 23:35 )
მაინტერესებს დაბალი GPA-ის (2ზე ქვემოთ sad.gifsad.gif )პირობებში რამდენად რეალურია საზღვარგარეთ უფასო მაგისტრატურაზე ჩაბარება? და საერთოდ ცდად თუ ღირს?

უნივერსიტეტს გააჩნია და ქვეყანას.. ზოგადად გაგიჭირდება

Posted by: LOLZ 14 Feb 2017, 10:56
Nicolas_
უფასოზე კი არა რომ ჩაგრიცხონ ეგ უნდა გაგიკვირდეს biggrin.gif თუმცა უნივერსიტეტს გააჩნია. შეიძლება ზოგმა ჩაგრიცხოს მაგრამ დაფინანსებაზე ძალიან მეეჭვება. მით უმეტეს იურიდიულზე. ძალიან მაღალი კონკურენცია იქნება.
თუ გაქვს სამუშაო გამოცდილება, სხვადასხვა აქტივობები და მიღწევები, შეიძლება შანსები გქონდეს.
ყველაზე რეალურია რომ რამე იაფი უნივერსიტეტი ნახო და შენით გადაიხადო.

Posted by: Brock 14 Feb 2017, 16:52
Nicolas_

უფასო დაივიწყე, საერთოდ ფასიანმაც რომ მიგიღოს მადლობა თქვი და ისიც რომელიმე დაბალ რეიტინგულმა უნივერსიტეტმა...


Posted by: Nicolas_ 14 Feb 2017, 17:09
LOLZ
Brock
ხო მეც ესე ვიცოდი.მადლობაsmile.gif "ლიჟბი" სადმე ჩაბარებას ისევ აქ ჩაბარება ჯობია ალბათsmile.gif)

Posted by: LOLZ 14 Feb 2017, 17:48
Nicolas_
აქ ჩააბარე, პირველი სემესტრი კარგად დახურე და მერე ერაზმუსით სცადე 1-2 სემესტრი

Posted by: Brock 14 Feb 2017, 20:32
LOLZ
ერასმუსით სერთიფიკატის გარდა რა ხეირი მერე ?... არც არაფერი...

Posted by: LOLZ 14 Feb 2017, 22:03
Brock
გამოცდილება და ცოტა ხანს ევროპაში ბოდიალი smile.gif)

Posted by: Brock 14 Feb 2017, 23:44
LOLZ


და გამოცდილება დორმითორიში ძინ ძინის, პივების სმის და გართობა 80% და სამომავლოდ სამსახურის ინტერვიუში ვითომ ტრენინგ კურს გადიოდა და თავს აკლავდა სწავლას... lol.gif

მე მქონდა 400 ევრო თვეში ერთი სემესტრი ერასმუსით როცა ვიყავი... რადგან ერასმუს + პროგრამა იყო და უცხოეთიდან ვიყავი წასული ერასმუსზე ... საქართველოდან რომ ვყოფილიყავი წასული მუნდუსი მექნებოდა და 1000 ევრო... : ((

მამენტ არც 400 იყო ცუდი მარა 1000 ევროთი საშუალო დონის ევროპის ქვეყანაში უფრო საკაიფოდ ვიქნებოდი ...

Posted by: LOLZ 15 Feb 2017, 00:30
Brock
ძინძინი თუ წიგნებში თავით გადაშვება - ამას ალბათ ადგილზე გადაწყვეტს biggrin.gif რატომ გგონია რომ ყველა საგულაოდ ჩადის biggrin.gif ვიღაც ხომ სწავლობს კიდეც smile.gif)

Posted by: juli_26 15 Feb 2017, 15:13
ინგლისში ერთთვიან ენის კურსებზე რომელი ვიზაა საჭირო?

მოკლევადიანია და სტუდენტური ვიზა არაო და ვეღარ გავიგე.

Posted by: Brock 15 Feb 2017, 16:35
LOLZ
QUOTE
რატომ გგონია რომ ყველა საგულაოდ ჩადის  ვიღაც ხომ სწავლობს კიდეც )


იმიტომ რომ ერასმუსის ფუნქცია და არსი უფრო გართობა, ახალი ქალაქის, უნივერსიტეტის კულტურის გაცნობაში და რასაც ქვია სტუდენტურ ფართებში მდგომარეობს ვიდრე სწავლაში... ეგ კი არა თვითონ პროგრამაც კი ადგილობრივი სტუდენტებისთვის და ერასმუსელებისთვის სხვადასხვაა და უფრო მეტს თხოვენ სწავლას ადგილობრივებს... მარა მთლადაც არ უნდა მიუშვა თორე შეიძლება ყველაფერი შეგეტენოს... ისე კი 90% და მეტი ერასმუსით ვინც მიდის დაბრუნდები თავის უნივერსიტეტში ერთი ან რამოდენიმე საგნით შეტენილი ბრუნდება... biggrin.gif

მე მაგალითად ერასმუსმა სწავლის მხრივ მაგარი გამაფუჭა... საერთოდ ყველანაირ რამსებს ავცდი მაგ მხრივ როცა ერასმუსით ვიყავი და როგორც ესე ერასმუსელი რომ ვესწრებოდი ყველა უნივერსიტეტის ფართებს, ივენტებს თუ ისე ღამის ცხოვრებით როგორც ვცხოვრობდი... ახლა რომ წავალ უკვე ერასმუს მოვერიდები რადგან მეყო... : ))

juli_26

საელჩოში დარეკე ინგლისის და გეტყვიან...

Posted by: juli_26 15 Feb 2017, 16:42
Brock

საელჩოში დავრეკე და ვიზები ჩვენ არ გვეხება და სავიზო ცენტრს ტელეფონი არა აქვსო.

Posted by: Brock 15 Feb 2017, 17:02
juli_26

ვაა უცნაურია... ეგეთი რამე პირველად მესმის... არადა მე როცა მჭირდება ვიზა და ახლაც რომ შევიტანე კიდევ განცხადი წინა თვეს საელჩოში დავრეკე და იქიდან დამინიშნეს მიღება სპეციალურ დროსა და საათზე როცა მიღების ვიზიტებია რომ განაცხადი შეიტანა... დაჟე რა საბუთები გჭირდება რომ წარადგინო მაგასაც გიხსნიან ტელეფონში...

Posted by: LOLZ 15 Feb 2017, 21:10
juli_26
სჯობია დაგუგლო UK visa for 1 month course ან რამე ასეთი.
ან რომ აგზავნიან კურსებზე, იმ სააგენტოებს დაურეკო და ჰკითხო smile.gif
* * *
Brock
QUOTE
უფრო მეტს თხოვენ სწავლას ადგილობრივებს

იმიტომ რომ ადგილობრივი 99% უნდა დარჩეს და ადგილობრივი შრომის ბაზარი შეავსოს. და ერაზმუსელი რას ისწავლის და სად წაიღებს სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ smile.gif) საქმეს არ უფუჭებენ არც მას და არც უნივერსიტეტს.
QUOTE
ისე კი 90% და მეტი ერასმუსით ვინც მიდის დაბრუნდები თავის უნივერსიტეტში ერთი ან რამოდენიმე საგნით შეტენილი ბრუნდება...

სადაა მეგა ფეისპალმი biggrin.gif
აბა რა მუღამი აქვს საგნის შესატენად სხვა ქვეყანაში წასვლას? lol.gif
ვინ გექაჩებოდა ყველა ფართიზე biggrin.gif შერჩევით წასულიყავი tongue.gif


Posted by: Brock 15 Feb 2017, 21:47
LOLZ
QUOTE
აბა რა მუღამი აქვს საგნის შესატენად სხვა ქვეყანაში წასვლას?


საგნის შესატენად არავინ არ მიდის მარა იქ რომ ხვდები ორი ვარიანტია ან უნდა ფართი მენი იყო ან ისწავლო... ორივე ერთად არ გამოდის ერასმუსის პერიოდში... ან სწავლას გააფუჭებ და ისე რა ისწავლი, ერთი, რამოდენიმე ან უკიდურეს ვარიანტში ყველაფერი შეგეტენება ან კიდევ შენ ერასმუსელებთან ერთად ვერ იქნები, მათთან ფართებზე ვერ ივლი და ესე... მასეა, მასე biggrin.gif ახლა ამის აღწერა რთულია როგორი მომენტია მაგ მხრივ მარა ერთხელ შენც თუ მოხვდები ერასმუსით სადმე, მიხვდები რაზეც არის საუბარი... : ))

ერასმუსი და ერასმუსელები= პინოქიო რომ სკოლის მაგივრად გასართობად წავა მიახლოებით ეგეთი თემაა... xD

Posted by: marimari11 15 Feb 2017, 22:10
LOLZ
კურსელი მყავდა ბიჭი სულ Aზე სწავლობდა.წავიდა პრაღაში 2 სემესტრი ერასმუსით.1 ჩაბარებული საგნით ჩამოვიდა lol.gif facepalm.gif facepalm.gif
QUOTE
ორი ვარიანტია ან უნდა ფართი მენი იყო ან ისწავლო... ორივე ერთად არ გამოდის ერასმუსის პერიოდში..

ეს თქვა იმანაც.

თან არ უნდოდა დაბალ ქულებზე დახურვა საგნების მერე GPA გაუფუჭდებოდა.დაკარგა 1 წელი მაგრამ სამაგიეროდ ყველაფერი მოიარა.ჩამოვიდა უკან არც შეტენილი საგნები უჩანს ბაზაში და თსუში აგრძელებს ისევ A ზე სწავლას.წითელ დიპლომს გამოიტანს ეხლა

Posted by: banana001 15 Feb 2017, 22:38
Brock
marimari11
ეგ ზოგადად ეგრეა მაგრამ ამ შემთხვევაში რატო ხდება ეგრე, სულ ისეთი სიტუაციაა რო სწავლისთვის დრო არ გრჩება ? biggrin.gif

Posted by: Asklipiodotaa 16 Feb 2017, 04:45
ერასმუს პლიუსზე 2.5 ჯიპიეით ყოფილა შემთხვევა რომ წასულა ხალხი?

Posted by: Shredinger 16 Feb 2017, 20:30
1) მაგ ერასმუსით ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
2) რა განსხვავებაა ერასმუსით წახვალ თუ შენით იჩალიჩებ სწავლის დაფინანსებასაც და ა.შ?

Posted by: LOLZ 16 Feb 2017, 22:28
Shredinger
QUOTE
1) მაგ ერასმუსით ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

საიტზე უწერიათ.
QUOTE
2) რა განსხვავებაა ერასმუსით წახვალ თუ შენით იჩალიჩებ სწავლის დაფინანსებასაც და ა.შ?

ანუ შენით რომ გადაიხდი?
პირველ რიგში გადამხდელებს შორის იქნება განსხვავება. მერე კიდევ უნივერსიტეტებში. ერაზმუსს ძალიან შეზღუდული პროგრამები აქვს. იმის გარდა არაფერს დაგიფინანსებს. შენ თუ სხვა რამე გინდა, მოძებნე დამოუკიდებლად, არც არავინ გიშლის.

Posted by: Brock 16 Feb 2017, 23:39
Shredinger

თვითონ შენს უნივერსიტეტს უნდა ქონდეს გაცვლითი პროგრამის ანუ ერასმუსის პროგრამა რომელიც სტუდენტებს მოგივათ როგორც ესე შემოთავაზება...

კონკურსშუ უნდა მიიღო მერე მონაწილეობა და გააირო ეტაპობრივად... მე უცხოეთიდან რომ წავედი სამ ეტაპობრივი გამოცდა გავიარე... წერა, მოსმენა და გასაუბრება და თუ არ ვცდები საქართველოში მუნდუსის გამოცდაც ანალოგიურია... მოკლედ მაგ სამი გამოცდის შედეგად ბ2 უნდა დაგიფიქსერდეს ენის დონე... ბოლოს კი გასაუბრებაზე გახვალ ხელმძღცანელობასთან სადაც ინეცეატევაზე უნდა ისაუბრო თუ რატომ გინდა წასვლა და რას მოელი ერასმუსიდან...

Posted by: Asklipiodotaa 17 Feb 2017, 03:49
QUOTE (Asklipiodotaa @ 16 Feb 2017, 04:45 )
ერასმუს პლიუსზე 2.5 ჯიპიეით ყოფილა შემთხვევა რომ წასულა ხალხი?

user.gif

Posted by: LOLZ 17 Feb 2017, 11:44
Asklipiodotaa
დარეკე ადგილობრივ ოფისში და ჰკითხე. მხოლოდ GPA არ წყვეტავს მიღებას.

Posted by: guliko88 17 Feb 2017, 17:18
1 weli saqartveloshi ro viswavlo karg universitetshi, ar aris shesadzlebeli transferi da swavlis gagrzeleba evropis an amerikis karg universitetshi?

Posted by: Brock 17 Feb 2017, 20:58
guliko88

შესაძლებელია თუ შენ უნივერსიტეტს აქვს ამის პროგრამა.. იკითხე თუ არადა განათლების საერთაშორისო გამოფენებზე იარე როცა ტარდება ხოლმე და იქ დაელაპარაკე ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს...

Posted by: LOLZ 17 Feb 2017, 21:11
guliko88
ენის ტესტის ჩაბარება მაინც მოგიწევს. ამერიკისEტვის მეორეც დაგჭირდება. კრედიტების ტრანსფერზე იშვიათად თანხმდება უნივერსიტეტი, და დიდი შანსია რომ ისევ 1 კურსიდან მოგიწიოს სწავლის დაწყება.

Posted by: Brock 17 Feb 2017, 21:14
LOLZ

მაგას მგონი ერასმუსი აინტერესებდა და არა გადასვლა...

გადაყვანით პირველი კურსი კი არა ოთხი კურსიც რომ დახუროს ისეც არ გადაიყვანენ და პირველ კურსზეც არ დასვამენ...

Posted by: LOLZ 17 Feb 2017, 21:43
Brock
ერაზმუსი სხვა თემაა smile.gif კრედიტების ტრანსფერი თუ უნდა უფრო მეტი ოფლის დაღვრა მოუწევს.

Posted by: guliko88 17 Feb 2017, 23:03
gasagebia toefl da sat chabareba momiwevs, aris ise shesadzlebeli gagrzeleba 1 kursis shemdeg?

Posted by: LOLZ 17 Feb 2017, 23:22
guliko88
სატ ამერიკისთვის. ევროპისთვის უმეტესად არ დაგჭირდება. ერაზმუსით თუ წასვლა 1 ან 2 სემესტრი ამ შემთხვევაში კრედიტების ტრანსფერი შეიძლება გაგაკეთებინონ. მაგრამ თუ იქ წასვლა და დამთავრება გინდა ერაზმუსი არ გამოგადგება. თავიდან უნდა ჩააბარო უნივერსიტეტში. პირველი კურსის პირველი სემესტრიდან დაგაწყებინებენ მაინც. 1% ან უფრო ნაკლები არის იმის შანსი რომ აქაური კრედიტები ჩაგითვალონ.

Posted by: benefit123 18 Feb 2017, 00:12
რა გამოცდების ჩაბარებაა საჭირო ევროპის უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად? უფრო ტეკნიკურ ფაკულტეტებზე მაინტერესებს განხსვავება თუა გამოცდებში.

Posted by: LOLZ 18 Feb 2017, 00:25
benefit123
toefl/ielts და შეიძება GMAT მოგთხოვონ მაგისტრატურაზე. SAT ბაკალავრიატშI. მაგრამ ყველა უნიში არაა ასე. ამიტომ ინდივიდუალურად უნდა ნახო ტესტების მოთხოვნები.

Posted by: Brock 18 Feb 2017, 01:01
benefit123

საერთაშორისო სერთიფიკატი თუ არა შეიძლება ალტერნატიული ვარიანტიც ქონდეთ მსურველთათვის (ზოგ უნივერსიტეტს აქვს ) მაგალითად როგორც ტესტირება ონლაინში ან სკაიპ ინტერვიუ... თუ თბილისში ჩამოდიან როგორც ტალინის ტექნოლოგიური ან გარკვეული უნივერსიტეტები აქვე დაწერ ტესტს და წარმატებით დაწერის შემთხვევაში ჩაირიცხები...

Posted by: benefit123 18 Feb 2017, 10:39
რა უნივერსიტეტებსაც გადავხედე sat ის ჩაბარება მიწევს უეჭველი და ielts ის და აქედან უნდა ჩავაბარო ეს გამოცდები თუ იქ უნდა ჩაბიდე და ჩავაბარო?

და ამ გამოცდებისთვის სად უნდა მოვემზადო?

Posted by: Brock 18 Feb 2017, 10:55
benefit123

თბილისში კურსებია სპეციალური საერთაშორისო სერთიფიკატებისთვის როგორც IELTS ისე TOEFL-სთვის... ერთ ერთი საკმაოდ კარგი ცენტრია საერთაშორისო სახლი მაგისთვის.. შემდეგ კი გამოცდაზე გასვლა შეგიძლია თვითონ თბილისში სადაც შენის ენის დონის ზღვარი ფიქსირდება და ჩაჭრით არ იჭრები...

Posted by: benefit123 18 Feb 2017, 10:56
Brock
და სატის ჩაბარება როგორ ხდება?

Posted by: Brock 18 Feb 2017, 11:08
benefit123
http://www.americancouncils.ge/ge/sat/

Posted by: benefit123 18 Feb 2017, 11:43
მადლობა...................................................

Posted by: tokuna11 18 Feb 2017, 17:19
ტარტუს უნივერსიტეტი
ვილნიუსის უნივერსიტეტი
ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი
მასარიკის უნივერსიტეტი
ლოძის უნივერსიტეტი
ვინმემ ხომ არ იცით, ამათგან სამართლის ფაკულტეტი რომელს აქვს ყველაზე კარგი ?

Posted by: LOLZ 18 Feb 2017, 17:19
tokuna11
რას ნიშნავს შენთვის "კარგი?" ან სამარტლის რა მიმართულების შესწავლა გინდა?

Posted by: tokuna11 18 Feb 2017, 17:34
LOLZ
ნორმალური სწავლა რომ იყოს, 1 სემესტრით წასვლა ღირდეს. თსუ-ს აქვს გაცვლითი პროგრამა ახლა და ეგ ვარიანტებია მხოლოდ.
მიმართულებას რაც შეეხება, სამოქალაქოს ვაპირებ, მე-2 კურსზე ვარ ჯერ და ბოლომდე გადაწყვეტილიც არ მაქვს (ერთი ის ვიცი, რომ სისხლის სამართალი გამორიცხულია smile.gif ).


"ერასმუს +"-ს და "ერასმუს მუნდუს"-ს შორის რა განსხვავებაა ?

Posted by: Brock 18 Feb 2017, 21:02
tokuna11

უნივერსიტეტები რაც ჩამოთვალე მაგათან სწავლის ხარისხის და დონის მხრივ შედარებით მაღალია მასარიკი ჩეხეთის, თან სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები მაგათ საკმაოდ კარგი აქვთ... ასევე გართობითაც ბევრად უფრო გასართობია ჩეხეთი სტუდენტებისთვის ვიდრე ესტონეთი, ლიტვა და პოლონეთი... ცხოვრებაკიდე შედარებით ძვირია ჩეხეთში ვიდრე დანარჩენ ქვეყნებში რაც იქნა ნახსენები მაგრამ არც მთლად ისეთი რო რამე... მაგალითისთვის ლიტვაში თუ გინდა სულ მცირე 250-300 ევრო თვეში ჩეხეთში გინდა 350-400 მინიმუმ... ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ რადგან ნამყოფი ვარ როგორც ლიტვაში ისე პოლონეთშიც და ჩეხეთშიც... ესტონეთში არ ვარ ნამყოფი მარა მანდაც სავარაუდოდ ლიტვის და პოლონეთის მსგავსი ფასები იქნება ან შეიძლება ცოტა მეტიც...

თუ რაიმე მიზეზით ლიტვას გადაწყვიტავ ან მანდ მოხვდები კიდე ერასმუსით ვილნიუსის უნივერსიტეტს გირჩევ ვიდრე ვიტაუტას რადგან ვილნიუსის უნივერსიტეტი დედაქალაქშია (მეტი გასართობი საშუალება, საინტერესო სტუდენტური ცხოვრება) და მერე ზოგადად ლიტვაში ყველაზე კარგ უნივერსიტეტადაც ეგ ითვლება...


ერასმუს პლიუს და მუნდუს შორის კიდე განსხვავება დაფინანსებაშია.. მუნდუსში 1000 ევრო აქვთ თვეში, როცა პლიუსში განსაზღვრულია ქვეყნების მიხედვით და ბევრად ნაკლებია...

Posted by: Mari Paranoid 18 Feb 2017, 22:38
მოკლედ 28 ის ვხდები მალე, სულ მგონია დავაგვიანე და ეს ფაქტორი მკლავს. მარა მაინც არ ვეშვები წასვლის იდეას.

10 წლიანი მრავალფეროვანი გამოცდილება მაქვს მედიაში მუშაობის. თუმცა არა მედიის, არამედ ჰუმანიტარული მიმართულებით მინდა მაგისტრატურაზე ჩავაბარო, უფრო ლიტერატურათმცოდნეობა, რაც ასეთი დეფიციტურია. ძირითადად ბიზნესი, სამართალი, ეკონომიკა და სოციოლოგია ლიდერობს ჩამოთვლილ პროგრამებში.

თუმცა იმასაც ვხვდები, ჩემი სამუშაო გამოცდილება უფრო მედიის მიმართულებით დამეხმარება...

ყველა ვარიანტში მინდა დაფინანსებით წასვლა. ამ დამატებითი სახსრების მოძიების ეფექტური გზები თუ იცით, დაწერეთ და კიდევ, ბუდაპეშტში ვინც ისწავლეთ, გამოჩნდით.



Posted by: davita32 18 Feb 2017, 22:44
გერმანიაში მაგისტრატურაზე სასწავლებლად რა არის მინიმალური ბაკალავრიატის მინიმალური GPA რომლითაც სტუდენტი შეძლებს სწავლის გაგრძელებას? 2.33 მაქვს და ვიპოვი ნეტა რამეს?

Posted by: tokuna11 18 Feb 2017, 22:50
Brock
დიდი მადლობა love.gif

Posted by: Brock 19 Feb 2017, 00:39
Mari Paranoid

შენ რა განხრითაც გინდა წასვლა დაფინანსებით და მითუმეტეს უფასოზე გაგიჭირდება პროგრამის ნახვა...

davita32
QUOTE
2.33

ცოტააა გაგიჭირდება...
tokuna11
არაფრის... smile.gif

Posted by: LOLZ 19 Feb 2017, 00:56
Mari Paranoid
დაგვიანებული სწავლა არასოდესაა smile.gif მაგისტრატურა გინდა ხო? რამენაირად დააკავშირე შენი მედია-გამოცდილება ლიტერატურასთან. მაგალითად, დაწერე რომ ლიტერატურის მიმართულებით გიწევდა სტატიების ან სიუჟეტების მომზადება. მერე ჩაგითრია და მოგინდა რომ ცოდნა გაგეღრმავებინა.

Posted by: Mari Paranoid 19 Feb 2017, 01:20
LOLZ

ინგლისური ფილოლოგია დავამთავრე და მაინორად მქონდა ჟურნალისტიკა. ახლა მაგისტრატურა მინდა, ხო რაღაცნაირად უნდა გადავაჯაჭვო, თან ახლაც საკმაოდ კარგ პოზიციაზე ვარ და იმედია ეს ფაქტორიც დამეხმარება.

მაინტერესებს ლიტერატურა, გენდერი, ადამიანის უფლებები - ამ კუთხით ვიცი რთული ინება რაიმეს პოვნა rolleyes.gif

ასაკს რაც ეხება, ვიცი 28 წელი, ბევრი არაა მარა დაგვიანებულია მაინც და ამას ვერასდროს შევეგუები...

Posted by: LOLZ 19 Feb 2017, 01:37
Mari Paranoid
გენდერის შესახებ საკმაოდ ბევრი პროგრამაა. ადამიანის უფლებებზეც. მაგ სამის შერწყმაზე კი რა მოგახსენო smile.gif
28 წლის ჩვენთან ჰგონიათ დაგვიანებული თორემ 30-40-50 წლამდეც სწავლობენ tongue.gif კარგიცაა, იმიტომ რომ უნივერსიტეტის გარდა გამოცდილებაც გაქვს რაც ძალიან დასაფასებელია. სხვანაირი მიდგომები გექნება საკითხების მიმართ.
* * *
Mari Paranoid
ინგლისური ფილოლოგია თუ გაქვს დამთავრებული შეიძლება ტესტის ჩაბარება არ დაგჭირდეს.

Posted by: Brock 19 Feb 2017, 16:59
დღეს ამომიგდო სქროლვისას ნეტში და დავდებ ამ ინფოს აქაც, ვფიქრობ ბევრისთვის საინტერესოა...

https://postimg.org/image/xhn591kkn/https://postimage.org/app.php


Posted by: Mari Paranoid 19 Feb 2017, 22:09
LOLZ

ვაიმე ეგ როგორ? სად გავარკვიო?


Posted by: LOLZ 19 Feb 2017, 22:44
Mari Paranoid
პირადში მოგწერ ცოტა გვიან

Posted by: Mari Paranoid 19 Feb 2017, 23:35
LOLZ

კარგი, გელოდები chups.gif

Posted by: Asklipiodotaa 20 Feb 2017, 02:03
კარგი სამოტივაციო როგორ დავწერო? მაგალითები/ლაიფჰაკები თუ გაქვთ, მითხარით. user.gif

Posted by: PoisonnIvy 20 Feb 2017, 02:24
Asklipiodotaa
ხვალ გამოგიგზავნი თუ გინდა 2 სამოტივაციოს
ერასმუსით წასულებისას

Posted by: LOLZ 20 Feb 2017, 02:33
PoisonnIvy
ჩემთანაც გამოუშვი პლზ. მაინტერესებს.

Posted by: AnEeEeE=]] 20 Feb 2017, 09:13
ხალხო და ვინმე ხომ არ ხართ ვინც ტარტუში quantitative economics სწავლობს? ან ხომ არ იცნობთ ვინმეს? რაღაც კითხვები მაქვს=))

Posted by: Brock 20 Feb 2017, 17:03
ვიზაც მომცეს და ამ კვირაში უკვე აუფირდეზეინ ჯორჯიადან იევროპაში... bis.gif

Posted by: Mari Paranoid 20 Feb 2017, 22:27
PoisonnIvy

მეც გამომიგზავნე cry.gif

Brock

გილოცავ, იმედია, მეც მალე დავწერ მაგას bis.gif

Posted by: PoisonnIvy 21 Feb 2017, 02:20
მეილები მომწერეთ ყველამ პირადში

Posted by: demna_ 21 Feb 2017, 11:14
Mari Paranoid
არანაირად არ არის დაგვიანებული smile.gif 29 წლის ვარ მე და ეხლა ვაბარებ მაგისტრატურას. მართლა არ ვიცოდი რა მინდოდა და რა მაინტერსებდა. აი შარშან ჩამოვყალიბდი როცა ტურიზმის სფეროში დავიწყე მუშაობა და მომეწონა. ამიტომ ეხლა ვგზავნი მეც საბუთებს .სამუშაო სტაჟი და გამოცდილება დავაგროვე და პროსტა "მაგისტრის დიპლომი მქონდეს" არაა ჩემთვის ამოცანა. რაც მაინტერესებს ის მინდა შევისწავლო

Posted by: Brock 21 Feb 2017, 16:15
სამაგისტრო და დოქტურანტურა გვიან არასდროს არის თუ მაინც და მაინც საპენსიო ასაკში არ ხარ... 35-45 წლამდე ხალხი სწავლობენ და ზიან ლექციებზე...

Posted by: tokuna11 21 Feb 2017, 22:18
PoisonnIvy
მეც გამომიგზავნე რა user.gif
* * *
ერასმუსის გასაუბრება რა ტიპისაა დაახლოებით? რას გეკითხებიან? biggrin.gif

Posted by: ნინა411 25 Feb 2017, 11:28
ხვალ არის რედისონში საინფორმაციო შეხვედრები ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან და ვისაც გაინტერესებთ, იცოდეთ მაინც

Posted by: tokuna11 25 Feb 2017, 19:05
თსუ-ს ინგლისურენოვან გაცვლით პროგრამაში მიგიღიათ ვინმეს მონაწილეობა?
ერთი სამოტივაციო არის მხოლოდ საჭირო სარეგისტრაციოდ და ერთ წერილში როგორ დავწერო ყველა უნივერსიტეტზე სადაც გაგზავნა მინდა?
სიტყვაზე, 3 უნივერსიტეტში თუ ვაგზავნი, სამივეზე ერთ სამოტივაციოში როგორ დავწერო?
კოორდინატორს რომ ვკითხე კი, აუცილებლად ერთში ისაუბრებ ყველაზეო და ვინმეს თუ შეგიძლიათ მაგალითი მაჩვენეთ ისეთი სამოტივაციო წერილის, რომელშიც რამდენიმე უნივერსიტეტია ნახსენები user.gif

Posted by: LOLZ 25 Feb 2017, 19:08
tokuna11
სამივე უნივერსიტეტი ხომ ერთი მიმარტულებით იქნება.და რატომ გინდა იმ მიმარტულებაზე საზღვარგარეთ სწავლა ეგ უნდა დაწერო.

Posted by: tokuna11 25 Feb 2017, 19:44
LOLZ
უბრალოდ, რამდენი ნიმუშიც ვნახე, ყველაში კონკრეტული უნივერსიტეტია ნახსენები და დავიბენი biggrin.gif
ესე იგი, შესავალში სამივე უნივერსიტეტი ვახსენო და შემდეგ მხოლოდ პროგრამაზე/მიმართულებაზე?

Posted by: Heinz Doofenshmirtz 25 Feb 2017, 19:58
tokuna11
მე მინდოდა, მაგრამ მგონი სტიპენდია საკმაოდ ცოტაა. user.gif


Posted by: LOLZ 25 Feb 2017, 20:02
tokuna11
ის ნიმუშები სამისთვის ერთად იყო დაწერილი თუ კონკრეტული უნივერსიტეტისთვის?

Posted by: tokuna11 25 Feb 2017, 20:20
LOLZ
ყველა ნიმუში კონკრეტულისთვისაა დაწერილი.
ინსტრუქციებიც ვნახე და მითითებულია, რომ "კარგად გაერკვიეთ იმ უნივერსიტეტის პროგრამებში, რომელშიც აგზავნით", "ახსენით რატომ მოგწონთ ამ კონკრეტული უნივერსიტეტის შემოთავაზებული პროგრამები" და ა.შ.
პროსტა რამდენიმე უნივერსიტეტზე ამდენს ერთ სამოტივაციოში ვერ დავწერ, სისულელე გამოდის biggrin.gif

Heinz Doofenshmirtz
QUOTE
მე მინდოდა, მაგრამ მგონი სტიპენდია საკმაოდ ცოტაა. 

ხო, 100 ევროზე მეტი არსად იყო მგონი, ეგეც მაქსიმუმ sad.gif

Posted by: Gary Oldman 26 Feb 2017, 15:07
გამარჯობა,ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართალს ვამთავრებ ზაფხულში და მინდა მაქსიმუმ იანვარში წავიდე საზღვარგარეთ,ჩემივე პროფესიით 1 წლიან მაგისტრატურაზე,6 ათასი საშუალო ბიუჯეტი

Posted by: LOLZ 26 Feb 2017, 16:10
Gary Oldman
უნდა მოძებნო უნივერსიტეტები რომლებსაც ზამთრის სემესტრშიც აქვთ მიღება. ბალტიისპირეთი, უნგრეთი, ჩეხეთი ნახე

Posted by: tako44 26 Feb 2017, 23:58
Mari Paranoid
მასტერის გაკეთება შეგიძლია ბუდაპეშტში, სიუში (CEU), მე ვფიქრობდი თავის დროზე მანდ მედიევისტიკას, მაგრამ მიმართულების შეცვლას ვფიქრობ ახლა საერთოდ. დაფინანსება, რამდენადაც ვიცი, აქვთ ან სრული, ან ნაწილობრივი. შეიძლება დაეკონტაქტო და გაგარკვევენ ყველაფერში.
პ.ს. არასდროს არის გვიან. შენზე უფროსი ვარ და სულაც არ ვიზღუდავ თავს ასაკის ამბავში smile.gif
ეს ჩვენთანაა, რომ გაწერილი გეგმის მიხედვით უნდა დაასრულო სწავლების სამივე საფეხური, თორემ ხალხი სიკვდილამდე სწავლობს! smile.gif

Posted by: Mari Paranoid 27 Feb 2017, 00:17
tako44

საინტერესოა, თან ტურისტულად მინდა მარტში მანდ ჩასვლა და ბარემ მივალ უნიშიც chups.gif

Posted by: bodzashvili 27 Feb 2017, 21:04
Brock
ნორვეგიაში სწავლისთვის რა არი საჭირო.

Posted by: Brock 27 Feb 2017, 22:37
ძლივს ჩავაღწიე... თურქეთის აეროპორტში პრობლემები შემექმნა.. გვიან ჩაფრინდა თვითფრინავი და სანამ გადავჯდებოდი შემდეგ რეისზე გაფრინდა .. biggrin.gif თურქეთში მომიწია გათენება ერთი ღამით და შემდგომ უკვე აუფიდერზეინი ვქენი წარმატებით...

წარმატებები თქვენც... smile.gif

bodzashvili

ცნობა რომ გაქვს დამთავრებული აკრეტირებული სკოლა, კოლეჯი, უნივერსიტეტი (გააჩნია რა ხარისზე აბარებ), ჯამრთელობის ცნობა, ნასამართლეობის ცნობა და სხვა დანარჩენს აცრების ჩათვლით უნივერსიტეტი გაგაცნობს (ყველა უნივერსიტეტს და ქვეყანას თავისი წესდება და თავისებურება აქვს)... სხვა მხრივ სწავლა უფასოა ნორვეგიაში მარა ცხოვრება საკმაოდ ძვირი...

Posted by: bodzashvili 27 Feb 2017, 23:02
Brock
რა ენის ცოდნა სავალდებულო?

Posted by: Gary Oldman 28 Feb 2017, 00:27
LOLZ
ხოდა რა სად როგორ მოვძებნო ეგ არ ვიცი user.gif

Posted by: Brock 28 Feb 2017, 21:33
bodzashvili

ინგლისური გადის თავისუფლად...

Posted by: bodzashvili 28 Feb 2017, 22:48
Brock
დავუშვათ სასწავლო ვიზით წავედი. და იდეაში სამუშაოს პონტში გავაკეთე რა სახის პრობლემა შეიძლება შემექმნას?

Posted by: PoisonnIvy 2 Mar 2017, 14:09
მოკლედ,არ ვიყავი აქეთ.
ვინც მომწერეთ ეხლა გამოვგზავნე ყველასთან და შეამოწმეთ

Posted by: Brock 2 Mar 2017, 16:47
bodzashvili

სამუშაოდ სასწავლო ვიზით ვერ წახვალ რადგან საელჩოში გთხოვენ ოფიციალურ საბუთს რომ ხარ ჩარიცხული ამა თუ იმ უნივერსიტეტში (მოწვევის წერილი) და ამასთანავე გადახდილ თანხას უნივერსიტეტში... ასე რომ დაივიწყე ეგ გეგმა.. თუ მუშაობა გინდა და სწავლა ეგ შესაძლებელია თუ შესაბამისი ცხრილი გექნება სადაც ლექციებზე ხელი არ შეგეშლება და თან დასწრება არ იქნება სავალდებულო და რაც მთავარია თვითონ უნივერსიტეტი თუ მოგცემს უფლებას რომ იმუშაო ნახევარგანაკვეთზე....

Posted by: maxouni 4 Mar 2017, 15:43
გემანიაში კონკრეტული უნივერსიტეტის სტუდენკოლეჯი წერილებზე არ მპასუხობს და არის ვინმე (ან მომსახურება) ვინც მათთან დაკავშირებაში დამეხმარება?

Posted by: tokuna11 4 Mar 2017, 17:50
ერასმუსით წასასვლელად აუცილებელია ენის საერთაშორისო სერტიფიკატი ყველა უნივერსიტეტში?
ისე, ევროპაში TOEFL ჯობია თუ IELTS? თუ არ აქვს საერთოდ მნიშვნელობა.
ბარემ, ხომ არ იცით, თბილისში სად ჯობია ტოეფლის ან იელტსის კურსის გავლა? user.gif

Posted by: Brock 4 Mar 2017, 20:53
maxouni

არიან სააგენტოები თბილისში რომლებიც მაგაზე მუშაობენ რომ ვითომ პარტნიორები არიან იმათი მარა მე არ გირჩევდი რადგან უმეტესობა არ არის პარტნიორი და უბრალოდ ისეთებზე აკეთებენ ფულს ვინც ენა არ იცის და გოიმია ანუ გუგლში დაძვრებიან რასაც ეტყვიან მომინახე ან თუ გაქვთო და იმის და მიხედვით ეუბნებიან მერე პასუხს რასაც იპოვიან, შემდგომ კი ფულს ახდევინებენ მაგაში ან წილში ჯდებიან პროცენტებით..

მე გირჩევდი თუ ენა იცი ტელეფონზე დაურეკო საიტიდან მაგათ კოორდინატორებს და დაელაპარაკო ან თუ საიტზე სკაიპ ქოლი აქვთ იქიდან დაამატო და ისე დაუკავშირდე, აუხსნა ყველაფერი...

მეილზე რომ წერ უმეტესობა გვიან ამოწმებს ხოლმე ან სპამში ვარდება შენი შეტყობინება...

tokuna11

ევროპაში TOEFL უფრო გადის და მომზადებით საერთაშორისო სახლი ამზადებს მაგ პროგრამისთვის...

Posted by: banana001 4 Mar 2017, 21:12
Brock
TOEFL თუ IELTS-ს ? ანუ არასწორად ვიცი, რომ: TOEFL უფრო ამერიკაშია მიღებული ხოლო IELTS კი ევროპაში ?

Posted by: AnEeEeE=]] 6 Mar 2017, 09:37
QUOTE
TOEFL უფრო ამერიკაშია მიღებული ხოლო IELTS კი ევროპაში ?

ეგრეა

Posted by: Scoorp 7 Mar 2017, 12:46
QUOTE (banana001 @ 4 Mar 2017, 21:12 )
Brock
TOEFL თუ IELTS-ს ? ანუ არასწორად ვიცი, რომ: TOEFL უფრო ამერიკაშია მიღებული ხოლო IELTS კი ევროპაში ?

სწორად გცოდნია
მაგრამ ტოეფელითაც წასულა ბევრი ევროპაში
გადამწყვეტი არამგონია იყოს ეგ,საბოლოო ჯამში

Posted by: Brock 7 Mar 2017, 16:55
banana001
ტოეფელით აბარებენ ევროპაში ძირითადად და რავიცი... მე იშვიათად შემხვედრია ვინმე IELTS გამოცდაზე რომ გასულიყო ევროპაში წასასვლელად... ისე შეგიძლია თუ უნივერსიტეტს აქვს ეგ საშუალება პირდაპირ მათი გამოცდა ჩააბარო და ისე მოეწყო... მე მასე მოვიქეცი მაგალითად...

წარმატებები...

Posted by: banana001 7 Mar 2017, 17:43
Brock
მასეც ვაპირებ, ტალინის ტექნოლოგიურს აქვს ეგ ტესტი, ეხა რო იყვნენ თებერვალში ჩამოსულები დავწერე მაგათი ტესტი და 17 მარტამდე იქნება პასუხები (იმედია ჩავაბარე biggrin.gif თუ არადა მომავალ წელსაც მაქვს კიდევ შანსი chups.gif )

Posted by: Brock 7 Mar 2017, 18:13
banana001

ეგენი განმეორებით ტესტებსაც ატარებენ ხოლმე... ყველაფერს აკეთებენ რომ ჩააბარონ და მეტი მიიღონ... ასე რომ ყურადღებით იყავი.. წარმატებები...

Posted by: Mari Paranoid 7 Mar 2017, 18:59
banana001

რა ტესტი დაწერე? უფრო დეტალურად აღწერე რა

Posted by: banana001 7 Mar 2017, 19:12
Mari Paranoid
თავისი ინგლისურის ტესტი ქონდა სამივე ესტონეთის უნივერსიტეტს (Tallinn University Of Technology - ამათ უფასო ქონდათ, Tallinn University ამათაც ქონდათ ოღონდ არვიცი ფასიანი იყო თუ არა და University of Tartu - ამათც თავისი ქონდათ ოღონდ 30 თუ 40 ევრო ღირდა)
მე ტალინის ტექნოლოგიურის ტესტი დავწერე და სულ შედგებოდა 40 საკითხისგან, თავიდან იწყებოდა მარტივი გრამატიკული საკითხებით და შემდეგ რთულდებოდა და ბოლოს დასაწერი იყო მიზეზი თუ რატომ გინდოდა ამ უნივერსიტეტში სწავლა,
საერთო ჯამში ძალიან მარტივი ტესტი იყო yes.gif

Posted by: Mari Paranoid 7 Mar 2017, 19:28
Brock

როდის იქნება განმეორებით ხომ არ იცი?

Posted by: LOLZ 7 Mar 2017, 21:01
Mari Paranoid
მაგ ტესტებს სხვა უნივერსიტეტებში ვერ გამოიყენებ. მხოლოდ იმ კონკრეტულში სადაც აბარებ. smile.gif

Posted by: benefit123 7 Mar 2017, 22:49
რა საბუთებია საჭირო რო ჩემით ჩავაბარო გერმანიის უნივერსიტეტებში ინგლისურ ენოვან ფაკულტეტზე ?

Posted by: demna_ 8 Mar 2017, 11:54
LOLZ
ეს რას ნიშანვს ხომ არ იცი ?
""უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე უპირობო ჩარიცხვის წერილი (გარდა ფინანსური პირობისა."

უპირობო ჩარიცხვის წერილი ჩვეულებრივი ჩარიცხვა არ არაა? რომ მიმიღებენ და ეს გარდა ფინანსური პირობა ვერ ვხვდები რას გულისხმობენ

Posted by: menina55 8 Mar 2017, 12:37
დავფიქსირდები




____________________

Posted by: akamore 8 Mar 2017, 12:48
demna_
ზოგჯერ შეიძლება უნივერსიტეტში ისე გააგზავნო საბუთები რომ ენის გამოცდა არ გქონდეს ჩაბარებული. თუ უნივერსიტეტს სხვა წინაპირობები მოეწონა, მოგწერს წერილს რომ იმ პირობით ჩაგრიცხავს თუ კონკრეტულ ვადამდე (თვითონ მოგწერს როდემდე) ჩააბარებ ენის გამოცდას. როცა ენის გამოცდას ჩააბარებ და დამაკმაყოფილებელ ქულას მიიღებ, უნივერსიტეტი მოგწერს რომ უპირობოდ ხარ ჩარიცხული. ანუ ენის გამოცდა პირობა იყო.

Posted by: LOLZ 8 Mar 2017, 12:54
demna_
უპირობო ჩარიცხვა - ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. ჩაგრიცხეს და ეგაა. smile.gif არის კიდევ conditional offer - როცა რაღაც პატარა პირობას ვერ აკმაყოფილებ, მაგალითად ტესტის ქულა არ გაქვს საკმარისად მაღალი, ან სარეკომენდაციო წერილს აკლია ხელმოწერა/ბლანკი და გთხოვენ რომ გამოასწორო/შეავსო ეს ინფო.
"გარდა ფინანსური პირობა" ნიშნავს რომ სხვა ყველაფერს უნდა აკმაყოფილებდე. გადასახადის გარდა smile.gif

Posted by: Expecto Patronum 8 Mar 2017, 13:04
ბავშვებო, GMAT და IELTS-ის ჩაბარებას ითხოვენ სხვადასხვა უნივერსიტეტებში, აქედან ბევრს გექნებათ ესენი ჩაბარებული,ვინც ბიზნესის განხრითაა.
რამე რჩევები ხომ არ გაქვთ? სად შეიძლება რომ ვისწავლო და ა.შ მაგისტრატურაზე
იმაზეც არ ჩამოვყალიბებულვარ ჯერ,რომელ ქვეყანაში მინდა სწავლა, მთავარია - იაფი იყოს.
უფასო უნივერსიტეტებში მოხვედრის შანსი თუ არის მაღალი ქულებით, და რომელს მირჩევდით? (და საშუალოდ რამდენი უნდა იყოს ეს ქულები?)
გერმანული ენა არ ვიცი და GPA-ც დაბალი მაქვს (2.7)

Posted by: banana001 8 Mar 2017, 13:06
ესტონეთმა წელს არ იქნება განმეორებითი ტესტები საქართველოშიო, ასე მიპასუხეს.

ესეიგი მინდა IELTS-ს ის აღება, დრო მაქვს 1 წელზე ცოტა მეტი (ნუბი არ ვარ, ინგლისური ნორმალურად ვიცი, სადღაც B1-სა და B2-ს შორის, უფრო B2) ხოდა სად მირჩევთ რო მოვემზადო ? ჯერ მინდა რო უბრალოდ ინგლისური დავხვეწო და შემდეგ ბოლო 2-3 თვე მოვემზადო სპეციალურად IELTS გამოცდისთვის, გამოუშვი ვარიანტები chups.gif

Posted by: demna_ 8 Mar 2017, 13:29
LOLZ
akamore
მადლობა ძალიან დიდი smile.gif ცოტა ავიბენი მეთქი რა ხდება.
ისე განათლების საერთაშორისო ცენტრს ჩვენთან სწავლის და ცხოვრების დაფინანსების თხოვნით რომ მივმართო ერთად ნამეტანი მომივიდა ? sad.gif ძვირ ქვეყანაში არ მივდივარ და დიდად არ დავაწვებუ კისერზე biggrin.gif

Posted by: LOLZ 8 Mar 2017, 13:32
demna_
სადაა ეს "ჩვენთან?" smile.gif)
შეგიძლია რაც გინდა ის სთხოვო, დაზღვევის და ფრენის ჩათვლით. smile.gif მერე თვითონ წყვეტავენ რა თანხა მოგცენ.
* * *
ე.ი. იმდენერ იწერება ერთი და იგივე კითხვები რომ ხდკ უნდა გავაკეთო და ბლოგზე დავდო biggrin.gif

Posted by: demna_ 8 Mar 2017, 13:56
LOLZ
კაი ეხლა ნუ მამადლი ერთ პასუხს biggrin.gif ვერ მოძებნი როცა დრო არ გაქვს მთელი თემის კითხვებს და პასუხებს, ისე ეგ კარგი აზრია smile.gif აქვე რო იყოს სტიპენდიების თემაში ეგეც კაი იქნება

Posted by: Brock 8 Mar 2017, 13:56
Mari Paranoid

როცა ჩამოდიან ეგენი განმეორებითს ყოველთვის აკეთებენ ხოლმე ტესტებს და მიწერე საიტიდან როდის ჩამოხვალთქო ან ედუ.გუიდ თუ რაღაც ქართული საიტი როა მაგათ მიწერე და გეტყვიან და როდის ჩამოდიან...
თანამშრომლობენ ეგენი მაგათთან...

Expecto Patronum

უფასოა სწავლა ჩრდილოეთისკენ არის(ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი) მარა დორმითორი 350-400 ევრომდე ჯდება თვეში და სწავლა საკმაოდ რთულია მანდ და მომთხოვნები არიან..
banana001
კერძოზე მოემზადე კარგ რეპეტიტორთან და გრამატიკაზე გაამახვილებინე ყურადღება და კიდევ თემების წერაში და დახვეწაში...

Posted by: benefit123 8 Mar 2017, 21:44
რა გამოცდებია საჭირო პირველი კურსიდან რო წახვიდე ინგლისურ ენოვან ფაკულტეტზე რომელიმე ტექნიკურ უნივერსიტეტში სადაც კომპიუტერულ მეცნიერებას ასწავლიან

Posted by: LOLZ 8 Mar 2017, 22:01
benefit123
ენის ტესტი აუცილებლად. toefl/ielts რომელიმე. ზოგი ასევე იღებს FCE, ან სხვა ტესტსაც. და ა.შ. https://gijmaj.wordpress.com/2010/11/01/studyabroadtips/. შეიძლება ზოგიერთ ქვეყანას ან უნივერსიტეტს განსხვავებული მოთხოვნები ჰქონდეს.

Posted by: kote_mseravi 10 Mar 2017, 20:50
ვინმემ ხოარ იცით ერასმუს+ მაგისტრატურაზე ორი ან მეტი უნიდან რო მოგივიდეს სტიპენდიაზე თანხმობა, მაგ დროს რა ხდება? შეგიძლია ყველას დაეთანხმო და მერე ახსნა განმარტების გარეშე მარტო ერთში წახვიდე?

Posted by: LOLZ 10 Mar 2017, 22:23
kote_mseravi
რა ხდება და ერთს მიწერ მოვდივარო, მეორეს ეტყვი სხვაგანაც ჩავირიცხე და მეყოლეთ ვარდივითო smile.gif) ოღონდ უფრო დიპლომატიურად. ყველას რანაირად დაეთანხმები, ბევრად გაიჭრები? lol.gif

Posted by: kote_mseravi 10 Mar 2017, 22:57
wink.gif) ანუ ტაიმინგის ამბავია რა. პასუხი სხვადასხვა დროს მოდის სტიპენდიაზე. ვთქვათ ერთი მოვიდა დადებითი, მეორეს პასუხი არის 1 თვეში, იქამდე ეს ერთი ითხოვს დათანხმებას, დავუშვათ მეორე(რომლიდანაც პასუხი უფრო გვიანაა) უფრო პრიორიტეტულია. ამ დროს პირველს რომ დავეთანხმო და მეორედან დადებითი პასუხი მოვიდეს და იმასაც დავეთანხმო და პირველში აღარ წავიდე ეგ თუ მოჟნა? ანუ პირველს რა უნდა მივწერო მაშინ?

Posted by: LOLZ 10 Mar 2017, 23:18
kote_mseravi
ვაჰ....... გენათალე ტაიმინგში lol.gif
ჯერ ერთი რა დარწმუნებული ხარ რომ ორივე ჩაგრიცხავს smile.gif)
მერე კიდევ.. ჯერ პირველს თუ დაეთანხმები და მერე მეორეს.. მაინც უნდა მიწერო პირველს და დიდი ბოდიშებით აუხსნა სიტუაცია. სარეზერვო სიაც ექნებათ ასე რომ ის ადგილი შესავსები არ დარჩება smile.gif
და მაინცდამაინც წასვლის წინა დღეს არ უნდა მიწერო. როგორც კი გაარკვევ მეორის ამბავს მაჲნვე.
ანდა სჯობია რომ პირველმა თუ ჩაგრიცხა და პასუხი მალე მოგთხოვა, უთხარი რომ რაღაც პერიოდში ელოდები მეორის პასუხს და თუ შეიძლება მანამდე მოცდა.. მაგრამ შეიძლება უარი გითხრას და ამორიცხოს კიდეც tongue.gif

Posted by: Brock 10 Mar 2017, 23:28
kote_mseravi

პირველს მიწერე თქვენთან მინდოდა ჩაბარება მარა სხვა ქვეყანაში ჩემი ბიოლოგიური დედა ვიპოვე თქო რომელსაც ახლა ჩემი დახმარება ესაჭიროება და ფული მჭირდება ძალიანო და მოდით ბარეღამ ერთი ან ორი სემესტრის მაინც ჩამირიცხეთ და მთელი ცხოვრება თქვენი მადლიერი ვიქნებიო...

Posted by: kote_mseravi 11 Mar 2017, 01:17
LOLZ
FML ფირსტ ვორლდ ფრობლემს )) უფრო ზუსტად რომ ავღწერო სიტუაცია: tuition waiver მომცა ერთმა ვთქვათ, მეორემ შესაძლოა + სტიპენდიაც მომცეს ესეთ სიტუაციაში რაც რეალურად ხდება მაგის მიწერა თუ მოსულა ეთიკურად? დავეთანხმო, შემდეგ მივწერო რომ მეორემ + სტიპენდიაც მომცა და ამიტომ მირჩევნია ის-თქო?

Posted by: LOLZ 11 Mar 2017, 01:38
kote_mseravi
ფაქტის წინაშე რომ დადგები მერე გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი.
ვთქვათ მოგწერეს მაგრამ ინტერნეტი გაგეთიშა და შუქი ჩაქრა.. რა გინდა რომ ქნა მაგ დროს..

Posted by: benefit123 16 Mar 2017, 17:36
დიდი ხნის ძებნის შემდეგ მივედი ორ დასკვნამდე გავარკვიე ყველაფერი საზღვარგარეთ წასვლის შესახებ რაც მჭირდებოდა კერძოდ გერმანიაში და ერთი შეკითხვა მაქვს ორი წასვლის ვარიანტი მაქვს ან გერმანიაში უნდა წავიდე და იქ დავამთავრო ბაკალავრიატი ან აქ გავაგრძელო სწავლა და მეორე კურსიდან მიყოლებული ყოვლელ ახალ კურსზე ერთი სემესტრი ვიარო გაცვლითი პროგრამებით თან სწავლის მხრივ კარგად ვსწავლობ და 80 ქულაზე დაბლა არ დამიხურია საგანები და ინგლისურიც ვიცი და რომელი ჯობია ვერ გავიგე ზოგი იძახის ერასმუს + ით ვინც წავიდაო ყველა შეტენილი საგნით ჩამოვიდაო ან უნდა ისწავლო ან უნდა გააერთოო და უმეტესობა ერთობაო

Posted by: Georgian_Girl 16 Mar 2017, 17:47
ხალხნოოო დამეხმარეთ რაა ინგლისური ენის მასწავლებელი მირჩიეთ ვინმე პროფესიონალი გთხოოოვთ

Posted by: LOLZ 16 Mar 2017, 21:18
Georgian_Girl
ამ თემაში ნახე: https://forum.ge/?f=79&showtopic=34449772
და კიდევ ამ თემაში: https://forum.ge/?f=79&showtopic=33767945

Posted by: Brock 17 Mar 2017, 00:33
benefit123

ერასმუზე მართლა მასეა ან უნდა ისწავლო ან უნდა გაერთო რაც ჩემი პირადი გამოცდილებითაც მაქვს დაწერილი როცა შესაბამის ქვეყანაში ხარ... თუ ისეთ ქვეყანაში წახვედი სადაც ნაკლები ფართებია და ზოგადად დვიჟენია არ არის აქტიური გართობის თვითონ ქალაქში შეგიძლია ისწავლო კიდეც და გაერთო თანაბრად მარა როცა კარგ და კაი გასართობ ქვეყანაში ხარ სადაც სტუდენტების კოლექტივი (ერასმუსები განსაკუთრებით) ისეთი შეგხვდება რომლებიც ერთად დვიჟენიობენ როცა რამე ივენთი ეძრობა მაშინ არჩევანის გაკეთება მოგიწევს რადგან ორივე ერთად უკვე აღარ გამოვა... ნუ მამენტ ფულლ თაიმზეც რომ წახვიდე იგივე გერმანია, ჩეხეთში და მსგავს ქვეყანაში იქაც იგივე არ არისო შეიძლება გაიფიქრო შენ ან ვინმე სხვას გაუჩნდეს კითხვა მარა არა არ არის მასე რადგან დიდი განსხვავებაა როცა ფულ თაიმით ხარ და როცა ერასმუსით იმიტომ რომ ერასმუსით შენ ძირითადად ერასმუსის ჯგუფთან ხარ როგორც ლექციებზე ( ჯგუფელებთან) ისე თვითონ დორმშიც ერთად ამწესებენ ხოლმე ერასმუსებს ცალკე კორპუსში როცა ფულლ თაიმის დროს ერასმუსელი უნივერსიტეტში არ გეყოლება ჯგუფში ( ძალიან ცოტა უნივერსიტეტია რომელიც ერთად სვავს ერასმუსებს და ფულ თაიმებს ჯგუფში) და არც მათთან იქნები კორპუსში.. თუ ვინცობაა და ისე მოხვდა მათ დორმის კორპუსში მოხვდი კიდე მათ სართულზე არ გაგამწსებენ მაინც... მერე კიდე ერასმუსების გვერდზე არ ხარ სადაც ეგენი არიან და ივენთ,ფართების შემოთავაზებები მოსდით და ისინიც თუ შენ არ დაუახლოვდი და ძალით თუ არ ჩაეწერე მათ სასტავში შენთან არ არიან ისე ახლოს როგორც ფულ თაიმთან და პახოდუ იციან რომ ფულ თაიმი ხარ და გერიდებიან...

Posted by: fatdata758 18 Mar 2017, 00:38
ვინმე არ იცით რეალური ფულს რო იღებდეს და ჩალიჩობდეს უნივერსიტეტების მოძებნაში ?

Posted by: marimari11 18 Mar 2017, 00:45
benefit123
რა დიდი ფიქრი მაგას უნდა?წადი გერმანიაში
სად გერმანიის ბაკალავრი და სად თბილისის

Posted by: AnEeEeE=]] 20 Mar 2017, 10:32
benefit123
QUOTE
დიდი ხნის ძებნის შემდეგ მივედი ორ დასკვნამდე გავარკვიე ყველაფერი საზღვარგარეთ წასვლის შესახებ რაც მჭირდებოდა კერძოდ გერმანიაში და ერთი შეკითხვა მაქვს ორი წასვლის ვარიანტი მაქვს ან გერმანიაში უნდა წავიდე და იქ დავამთავრო ბაკალავრიატი ან აქ გავაგრძელო სწავლა და მეორე კურსიდან მიყოლებული ყოვლელ ახალ კურსზე ერთი სემესტრი ვიარო გაცვლითი პროგრამებით თან სწავლის მხრივ კარგად ვსწავლობ და 80 ქულაზე დაბლა არ დამიხურია საგანები და ინგლისურიც ვიცი და რომელი ჯობია ვერ გავიგე ზოგი იძახის ერასმუს + ით ვინც წავიდაო ყველა შეტენილი საგნით ჩამოვიდაო ან უნდა ისწავლო ან უნდა გააერთოო და უმეტესობა ერთობაო


სადაც გინდა თავის დამკვიდრება იქ უნდა წახვიდე და ისწავლო, აქ თუ გინდა დარჩენა და მუშაობა ჯობია აქ ისწავლო და ხალხსაც გაიცნობ იმ სფეროში რაშიც გინდა , რომ იმუშავო,ხოლო წასვლა თუ გინდა საერთოდ ჯობია ახლავე წახვიდე,რა თქმა უნდა=))

Posted by: LOLZ 20 Mar 2017, 22:21
benefit123
სხვებს რას უყურებ, შენი მიზნები თუ გაქვს მიყევი იმათ. ისინი ვინც მარტო საგულაოდ მიდიან ევროპაში ბევრ რაღაცას აფუჭებენ - თავისთვისაც და სხვებისთვისაც. როდესაც გაცვლითი პროგრამების საერთო სტატისტიკა გუარესდება, შეწყვეტავენ და სტუდენდები ვეღარ წავლენ. ან დაფინანსებას შეამცირებენ. ან საქართველოს ამოიღებენ. ან კონკრეტულ უნივერსიტეტს, რომლის სტუდენტებსაც შეტენვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ გარიცხავენ პროგრამიდან.
შენზეა დამოკიდებული რას იზამ, საგნებს შეიტენი თუ ისწავლი და განვითარდები. დისკოთეკები, ქალაქები, წვეულებები არსად არ გაგექცევა. უნიმ თუ გაგრიცხა, სხვა სასწავლებელში ჩარიცხვა გაგიჭირდება. უნდა აირჩიო რა გინდა. სხვებს რას უყურებ.

Posted by: Brock 21 Mar 2017, 13:20
LOLZ

როცა სადმე მიდიხარ ვაბშეტა რომ იცოდე ჯერ შენ თავს უნდა დაუსვა კითხვა თუ რა გინდა და საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე უნდა წახვიდე... მაგალითად თუ ფართები და გართობა გინდა ძირითადად მაშინ ისეთ უნივერსიტეტში უნდა წახვიდე და ქვეყანაში სადაც ნაკლებად მომთხოვნი სწავლაა, თავისუფალი გრაფიკია.. თუ თანაბრად გინდა ორივე როგორ მოასწრო მაშინ საშუალო სწავლის და მოთხოვნის უნიში თუ შესასამის ქვეყანაში უნდა წახვიდე და თუ თვლი რომ სწავლა გინდა ძირითადად ან საერთოდ გართობა ნაკლებად გაინტერესებს ისეთ უნიში და ქვეყანაში უნდა წახვიდე სადაც მასეთი ეგ სტანდარტებია... ეგ ყველაფერი კიდე რაც აღინიშნა განისაზღვრება უნივერსიტეტის სასწავლო განრიგით, სქემით... რიგ შემთხვევებში შეიძლება ქვეყნის მიხედვით მდებაორებით და ასევე ქალაქებით...
მაგალითად დასავლეთში სწავლა რთულია განსაკუთრებით გერმანიაში და ბელგიაში მარა მანდაც ოდნავ შემსუბუქებულ ვარიანტებს მიაგნებ თუ ტოპ უნივერსიტეტებს არ ამოარჩევ და ასევე თუ დედაქალაში არ ისწავლი... (რაც უფრო შორეულ ქალაქში ხარ ქვეყნის სწავლა დედაქალათან შედარებით ხშირად უფრო ადვილია ისევე როგორ ცხოვრება და ხაჯები ნაკლებია) და ესე...

Posted by: benefit123 21 Mar 2017, 19:25
დღეს ვიყავი ტრენინგზე ერასმუს + ის შესახებ და ადრინდელთან შედარებით ძალიან ცუდად არისო წასვლის ვარიანტებიო შემცირებული სტიპენდიები და ხარჯი დიდი გიწევსო თან რაც არ მომეწონა ის იყო რო ნორმალური უნივერსიტეტები ითხოვენ 30 ივე კრედიტის შევსებას და ჩემი საგნები რასაც აქ ვსწავლობ არ ემთხვევა არცერთი უნივერსიტეტის საგნებს მიწევს რამდენიმე საგნის დამატება შემდეგ აქ რო დავბრუდნები იმ საგნების აქ დამატება და ერთი სემესტრის თავიდან გავლა ერთი სიტყვით პირობები არ მომეწონა თან ხარჯი იმდენი გამომდის ერასმუსით რო არ მიღირს. ეხლა გერმანიაზე ვჩალიჩობ და პირველ კურსზე მუშაობას თუ შევძლებ და წელიწადში დაახლოებით რამდენი ევრო დამჭირდება?

Posted by: LOLZ 21 Mar 2017, 19:37
Brock
რა მნიშნვნელობა აქვს როგორ უნიერსიტეში სწავლობ. ნებისმიერი გაგაგდებს თუ მინიმალური მოთხოვნები არ დააკმაყოფილე. აგერ უკვე დაიწერა დაფინანსების შემცირების შესახებ. და ამისი ერთ-ერთი მიზეზი უსაქმური ფეხებზემკიდია ტიპები არიან.

benefit123
გერმანიაში წელიწადში 8.5-9.000 ევრო გჭირდება. და იმის იმედით ნუ წახვალ რომ ჩასვლის შემდეგ მუშაობით გადაიხდი. მინიმუმ ერთი წლის თანხა უნდა გედოს ანგარიშზე რომ ვიზა მოგცენ.

Posted by: marimari11 21 Mar 2017, 19:58
benefit123
გერმანიაში სტუდენტური ვიზით ოფიციალურად 450 ევროს გამოუშავების უფლება გაქვს რაც შეიძლება გეყოს სახლისთვის(თუ იაფად იშოვე საერთო საცხოვრებელი 200-300ევრო სადღაც ასე.ესეც ძვირიან ქალაქებში არა. დაზღვევისთვის და ცოტა დაგრჩეს კიდე ჭამისთვის.კიდე შეგიძლია იმუშავო არაოფიციალურად მაგრამ ამდენი მუშაობთ სწავლისთვის დრო ცოტა დაგრჩება.
ვიზისთვის გინდა 8640 ევრო ყოველ თვე 720 ევროს გამოტანის უფლება გაქვს

Posted by: benefit123 21 Mar 2017, 21:09
თვეში სადღაც 600-700 ევრო მეყოფა ანუ ცოტა რო გავიჭირვო? კიდე იმის მეშინია რო სწავლა როგორ იქნება თავიდან სანამ ენას კარგად არ გავიტეხავ მგონია რო რამე შემეტენება

Posted by: Brock 21 Mar 2017, 22:15
LOLZ
QUOTE
რა მნიშნვნელობა აქვს როგორ უნიერსიტეში სწავლობ. ნებისმიერი გაგაგდებს თუ მინიმალური მოთხოვნები არ დააკმაყოფილე.


ის მნიშვნელობა აქვს რომ ზოგ უნივერსიტეტში რაც მინიმალური მოთხოვნაა სწავლის დასაკმაყოფილებლად ის სხვაში შეიძლება საკმაოდ კარგიც კი იყოს, საშუალო ან დამაკმაყოფილებელი...

(სწავლის გაქაჩვაზეა აქ საუბარი საკუთარი უნარები, შესაძლებლობიდან და გამომდინარე და არა არაფრის კეთებაზე)
marimari11

გერმანიაში სწავლა + მუშაობა ერთად აი რავიცი და არარეალურად მეჩვენება თუ ძაან პროფი არ ხარ როგორც ესე შენს სპეციალობაში და მერე ზოგადად ენა როცა შენთვის პრობლემას არ წარმოდგენს... იმიტომ რომ საკმაოდ რთულია მანდ სწავლა ისევე როგორც ბელგიაში, დაჟე არა წამყვან უნივერსიტეტებში და არა მთავარ ქალაქებში...

Posted by: Lady_Bird 23 Mar 2017, 10:16
ხომ არ იცით ევროპის ქვეყნებში სტუდენტის ყოველთვიური ხარჯი რამდენია , საცხოვრებელი, კვება, ტრანსპორტი და ა.შ
გერმანია, საფრანგეთი ჩეხეთი მაინტერესებს ძირითადად

Posted by: Brock 23 Mar 2017, 22:16
Lady_Bird

გერმანიაში 600-650 ევრო გინდა . ჩეხეთში კი 350-400 ევრო საშუალოდ როგორც სტუდენტმა ისე რომ იცხოვრო... საფრანგეთზე კიდე ვერაფერს გეტყვი დაზსუტებით მარა ერთი ვიცი რომ ძვირია საკმაოდ..

Posted by: LOLZ 23 Mar 2017, 22:27
Brock
მინიმალური მოთხოვნა სადაც არის და გამსველი ქულების მიღება უფრო ადვილია, იქ არ-სწავლა 10ჯერ მეტი უპასუხისმგებლობაა.
თუ ვერ სწავლობს სტუდენტი, იმავე სემესტრიდან სჯობია რომ წამოვიდეს. მაგრამ ქართველების შემთხვევაში "ვერ"-ზე უფრო "არ" სწავლა მგონია. ეზარებათ ცოტა მეტად ტვინის განძრევა, აქ რომ იოლ ქულებს არიან შეჩვეულები. შრომისმოყვარე და მიზანმიმართული ადამიანი არ შეიქმნის პრობლემებს ევროპულ უნივერსიტეტში.

Posted by: Brock 23 Mar 2017, 22:57
LOLZ

ვიმეორებ შეიძლება სწავლობდე, ცდილობდე მარა ვერ გაქაჩო როცა სხვა ქვეყანაში გაქაჩო (უცხოეთზეა საუაბრი)... იგივე ლოგიკით რაც ერთ ქვეყანაში თუ უნიში მინიმალურია შეიძლება ის სხვა ქვეყანაში ნორმალური და კარგიც იყოს... ანუ როგორ გითხრა კიდე სხვანაირად თუ ერთ ქვეყანაში გამოცდებს ძლივს აბარებ, ვერ აბარებ და თემებს რასაც წერ დაბალ ქულებს გიწერენ შეიძლება სხვაგან რომ წახვიდე სადაც ნაკლებად რთული სწავლაა უფრო კარგად ისწავლო...

ამას ვამბობ 100% რომ მასეა და არა ერთის მაგალითზე ვიძახი ამას..

ისეთები ვინც არ სწავლობენ პროსტა კიდე ეგ საერთოდ სხვა თემაა მასეთები საქართველოშიც ირიცხებიან... და ბოლოს საქართველოს სწავლის სისტემაზეც მასეთი წარმოდგენა ნუ გაქ არის უნივერსიტეტები სადაც საკმაოდ კარგი ხარისხის სწავლაა და რთულიც... უბრალოდ ის მომენტია რომ რაც არ უნდა დაამტავრო საქართველოში საერთაშიორისო დიპლომს ვერ აიღებ რადგან ევროკავშირში არ არის საქართველო...

Posted by: menina55 24 Mar 2017, 19:43
გამარჯობა მეგობრებო
ერთი კითხვა მაქვს

მაინტერესებს იტალიაში უნივერსიტეტები ფასიანი?
და მხოლოდ იტალიურ ენაზე შეიძლება თუ მაგ. მხოლოდ ინგლისურითაც შეიძლება?
ფლორენციის უნივერსიტეტებში რა ხდება ესეც მაინტერესებს თუ იცით ვინმემ.

Posted by: Lemarc 25 Mar 2017, 02:14
ევროპაში მსურს სწავლის გაგრძელება MBA-ზე . რომელი ქვეყნის რომელ უნივერსიტეტს მირჩევდით? 10,000 $-ს რომ არ აღემატებოდეს სწავლის საფასური მთლიანობაში?

Posted by: Brock 25 Mar 2017, 13:57
menina55
იტალიაში სწავლა ფასიანი და ცხოვრება, სწავლის ჩათვლით ერთ ერთი უძვირესია...
ფლორენციის უნივერსიტეტთან შეხება არ მქონია მარა ჩემი ნაცნობია ახლა წასული ფერარას რაღაც უნიში ერასმუსით და კმაყოფილია...

Lemarc

სპეციალობას გააჩნია ისე კი მაგ ბიუჯეტში ბევრი ვარიანტია... ჩეხეთში ისწავლი თავისუფლად პრაღაში და დაჟე ამერიკაშიც გაქ შანსი რომ მოეწყო რომელიმე უნივერსიტეტში.. თუ გერმანული იცი კიდე გერმანია ან ბელგია კარგი ვარიანტია...

Posted by: charliXL 27 Mar 2017, 18:15
მეგობრებო იქნებ ცოტა გამარკვიოთ, წელს ბაკალავრს ვამთავრებ და მომავალ წელს მინდა მაგისტრატურაზე ჩაბარება, მაგრამ მინდა უცხოეთში და სიმართლე გითხრათ ვერ ვერკვევი როგორ რა ხდება, ეს წელი მინდა ვიმუშავო რომ ფული ავაგროვო და ენა უფრო დავამუღამო, აქ კი გადავიკითხე მაგრამ დიდად ვერ გავერკვიე..

Posted by: marimari11 27 Mar 2017, 18:25
Brock
QUOTE
გერმანიაში სწავლა + მუშაობა ერთად აი რავიცი და არარეალურად მეჩვენება

ეგრეა ძალიან ბევრი უცხოელი სტუდენტი.აღარ მახსოვს მუშაობაზე რა დავწერე მაგრამ დავწერდი ალბათ მარტო 450 ევროს გამომუშავების უფლება რომ გაქვს.სრულ განაკვეთზე ვერც იმუშავებ ოფიციალურად.გავიცანი აქ ქართველებიც ეგრე მუშაობდნენ და თან სწავლობდნენ.ახერხებდნენ როგორღაც.ადამიანს გააჩნია რა სპეციალობასაც გააჩნია ალბათ რას სწავლობ
სრულ განაკვეთზე და ბევრი მუშაობა რა თქმა უნდა ძალიან რთულია დიდი ალბათობით საგნებიც შეგეტენება მაგრამ 450 ევროიანი სამუშაოები და სწავლა ჩვეულებრივი მოვლენაა.
QUOTE
თუ ძაან პროფი არ ხარ როგორც ესე შენს სპეციალობაში და მერე ზოგადად ენა როცა შენთვის პრობლემას არ წარმოდგენს...

შენი სპეციალობით ვერ იმუშავებ რა თქმა უნდა
ბევრი კიდევ ასე აკეთებს: არდადაგებზე მუშაობს ბევრს არაოფიციალურად და აგროვებს ცოტა მეტ თანხას
* * *
LOLZ
QUOTE
აქ რომ იოლ ქულებს არიან შეჩვეულები

რავიცი ჯავახიშვილმა გამითეთრა თმა vis.gif facepalm.gif ჯენაში მიდიან ხოლმე ჯავახიშვილიდან სტუდენტები და ისანი მეუბნებოდნენ დავისვენეთო givi.gif 4თვეში 21 გამოცდას რომ ვწერდი მე მაგათ სემესტრის ბოლოს ჰქონდათ დასაწერი ან გამოცდა ან პროექტი

Posted by: AnEeEeE=]] 28 Mar 2017, 09:33
marimari11
QUOTE
ჯენაში მიდიან ხოლმე ჯავახიშვილიდან სტუდენტები და ისანი მეუბნებოდნენ დავისვენეთო  4თვეში 21 გამოცდას რომ ვწერდი მე მაგათ სემესტრის ბოლოს ჰქონდათ დასაწერი ან გამოცდა ან პროექტი


ეგ გაცვლითებს ეხებათ , ჩვეულებრივი სტუდენტი თუ ხარ სახეს აგახევენ biggrin.gif biggrin.gif



Posted by: Brock 29 Mar 2017, 02:06
marimari11
QUOTE
ეგრეა ძალიან ბევრი უცხოელი სტუდენტი.აღარ მახსოვს მუშაობაზე რა დავწერე მაგრამ დავწერდი ალბათ მარტო 450 ევროს გამომუშავების უფლება რომ გაქვს.სრულ განაკვეთზე ვერც იმუშავებ ოფიციალურად.გავიცანი აქ ქართველებიც ეგრე მუშაობდნენ და თან სწავლობდნენ.ახერხებდნენ როგორღაც.ადამიანს გააჩნია რა სპეციალობასაც გააჩნია ალბათ რას სწავლობ


სწავლაში მე კარგ ან სულ მცირე ნორმალურ დონეზე სწავლას ვგულიხმობ ანუ საშუალო ქულებზე/ნიშნებზე ისე რომ საგნები კი არა საგანი არ შეგეტენოს და გერმანიაში როგორც ჩემთვის ცნობილია უმეტესობა ვინც მასე სწავლობს და პარალელულად მუშაობს ერთ საქმეს აგდებს ხშირად და არ გამოდის წესიერად.. კერძოდ ან სამსახურს ანებებენ თავს რადგან სწავლას ვეღარ ახერხებენ ან როგორც ხდება და რაც ხდება მანდ ხშირად საგნები ეტენებათ და გარიცხვის კანდიდატები არიან რადგან საკმაოდ რთულია გერმანიაში სწავლა ვიმეორებ და ამაში გასაკვირი არაფერია მასე რომ ემართება ბევრს... მუშაობა კი არა ისე რომ ისწავლო და გაქაჩო ეგეც დასაფასებელია მითუმეტეს ისე რომ დაამთავრებს ვინმე რომ საგანი არ შეეტენა ან თუ შეეტენება იმდენი ან ისეთი კრედიტის თუ არ შეეტენება რო გადასავადებელი ქონდეს სხვა სემესტრში ეგ საგანი...

QUOTE
შენი სპეციალობით ვერ იმუშავებ რა თქმა უნდა
ბევრი კიდევ ასე აკეთებს: არდადაგებზე მუშაობს ბევრს არაოფიციალურად და აგროვებს ცოტა მეტ თანხას


შენს სპეციალობაში საგანი ვიგულიხმე რასაც სწავლობ და არა მუშაობა შენი პროფესიით... ;d
არდადეგებზე მუშაობა კიდე სხვა თემაა და მოჟნა კაფე-ბარ რესტორნებში ეგეც იმ შემთხვევაში თუ დორმი არ იხურება მაგ არდადეგებზე რაც უნივერსიტეტის შინაგან წესზეა დამოკიდებული (ზოგ უნიში არდადეგებზე ხურავენ დორმს და ზოგში არა)...

დორმის გარეშე ბინის ქირაობა და + კომუნალურები კიდე საკმაოდ ძვირია გერმანიაში... იმ მუშაობით რაზეც იმუშავებ უბრალო სამუშაოზე და 450-500 ევროს გამოიმუშავებ ბინის ქირა და კომუნალურებში არ გეყოფა მარტო ნე ტო შრო რომ ფული დააგროვო არდადეგებზე...

Posted by: marimari11 29 Mar 2017, 11:06
Brock
მაინცდამაინც მიუნხენში თუ არ ცხოვრობ გეყოფა ოთახისთვის და კომუნალურებისთვის.დაზრვევითვისაც შეიძლება დაგრჩეს
აქაც ეგრეა იქირავებ ერთ ოთახს სახლში შეიძლება იყოთ ასე 4-5 და უფრო იაფია.დიდ ქალაქებში უფრო ძვირია მიუნხენია ძაან ძვირი და ჰამბურგი drug.gif drug.gif
მოკლედ ქალაქს გააჩნია
AnEeEeE=]]
QUOTE
ჩვეულებრივი სტუდენტი თუ ხარ სახეს აგახევენ 

გამოცდებით?

Posted by: Brock 29 Mar 2017, 14:30
marimari11
QUOTE
აქაც ეგრეა იქირავებ ერთ ოთახს სახლში შეიძლება იყოთ ასე 4-5 და უფრო იაფია.


მასე რამოდენიმე რომ ცხოვრობს იმყოფინებ და იმუშავებ არდადეგებზე ისე რომ ფული დაგრჩეს მარა მაქამდე რომ მიხვიდე ჯერ ჯგუფელი ან მეგობრები უნდა გყავდეს ისეთები ვისაც დაითანხმებ მაგაზე... თან მერე ნდობიც მომენტიც არის და ცოტა სარისკოა ეგ თემა მითუმეტეს როცა ახალგაცნობილი გყავს ვიღაცეეები მასთან ერთად გადადიხარ მასე... ფული რომ მოგპაროს ვინმემ ან რამე ნივთი ხელს ვერავის დაადებ და დარჩები ჰაერში...

მე მასე ვერ ვიცხოვრებდი, მაქსიმუმ ერთან ვიყო ისიც ისეთთან ვისაც პრობლემა არ ექნება მუსიკას ავუწიო დავუწიო ნებისმიერ დროს ან როცა მინდა მაშინ ვინმე შემოვიყვანო თუ გავიყვანო... მასეთი კიდე ერთი ერთში რომ შევეწყო ყველანაირად ჯერ რუმ მეითი არ მყოლია და სინგლ ოთხს ვიღებ უკვე ბოლო პერიოდია და ჩემ გემოზე ვარ დორმში...

Posted by: LOLZ 4 Apr 2017, 13:00
Brock
QUOTE
ფული რომ მოგპაროს ვინმემ ან რამე ნივთი ხელს ვერავის დაადებ და დარჩები ჰაერში...

ასეთი შემთხვევები გქონია? მე არა. და ჯერჯერობით არც გამიგია რომ რუმმეითისთვის ვინმეს რამე ცუდი გაეჩალიჩებინოს. მაქსიმუმ მაცივარში მისი მომზადებლი საკვებისკენ წაუცდეთ ხელი, ამაზე სერიოზული ძირითადად არაფერი ხდება. ყველას აქვს პირადი სივრცე და სხვებისას არ არღვევს. შეიძლება თვეც ისე გავიდეს რომ ერთმანეთს არც დაელაპარაკონ.
ურთიერთOბებში პრობლემები ყოველტვის არსებობს, ოჯახის წევრებიც ვერ ეწყობიან ერთმანეთს მაგრამ ცხოვრობენ ერთ სივრცეში.

Posted by: Brock 4 Apr 2017, 21:37
LOLZ
QUOTE
ჯერჯერობით არც გამიგია რომ რუმმეითისთვის ვინმეს რამე ცუდი გაეჩალიჩებინოს.


მე არ მქონია მაგრამ ყოფილა არა ერთი მსგავსი შემთხვევა.. რუმეიტს რომ ფული ან ნივთი ეკარგებოდა (ღირებული) და ეჭვი რომ ქონდა თავის რუმეიტზე რადგან მის მეტი არავინ ყავდა ოთახში სადაც ის ნივთი თუ ფული ედო...

კიდე მეტსაც გეტყვი ოთახი ვისაც დაუტოვებია ცოტახნით ღიად და ვანაში შესულა, გამოსვლისას ტელეფონი არ დახვედრია იმიტომ რომ მოუპარიათ... მსგავსი რამის მომსწრე თავად ვარ და რომ იცოდე ერთი ეგეთი ტიპი ქართველი იყო... არა ერთი ტელეფონი აქვს მასე მოპარული და მერე ჩაბარებული იქვე ლომბარდში, ძველ ტელეფონებში თუ ისე გაყიდული... ასე რომ თუ არ დაგმართნია ეგ იმას არ ნიშნავს რომ არ ხდება..

Posted by: LOLZ 6 Apr 2017, 22:32
Brock
რამდენად ხშირად ხდებოდა ეგ, ან რომელი უნივერსიტეტის კამპუსში? მაგ დროს უნდა დარეკო ან პოლიციაში, ან კამპუსის დაცვასთან. თუ რუმმეითზეა საუბარი, ჯერ უნდა დაელაპარაკო. ოღონდ "შენ ხომ არ აიღე" ტექსტით არა. უნდა უთხრა რომ აქ იდო შენი ტელეფონი, რომელიც ვეღარ გიპოვია. და რადგან დაკარგე პოლიციაში აპირებ დარეკვას მის საპოვნელად. მერე ცოტა ხანს უნდა გახვიდე რომ საშუალება მისცე დადოს, თუ მისი აღებულია. თუ არადა მართლა დარეკო და მერე ნივთსაც იპოვიან და ქურდსაც კარგი დღე არ დაადგება.
რუმმეითთან ერთად ვიცხოვრე მთელი წელი და არასოდეს ჩემი ნივთებისთვის არ დაუკარებია ხელი, მაცივარშიც ორივეს ცალკე განყოფილება გვქონდა. თუ რამე უნდოდა ყოველთვის მეკითხებოდა აღების ნებართვას. ანალოგიურად ვიქცეოდი მეც. და ჩემს კამპუსშიც არასოდეს გამიგია მსგავსი შემთხვევა.


QUOTE
არა ერთი ტელეფონი აქვს მასე მოპარული და მერე ჩაბარებული იქვე ლომბარდში

შენ თუ იცოდი ე.ი. სხვებმაც იცოდნენ და ან რატომ აგრძელებდნენ მასთან ურთიერთობას ან რატომ არ რეკავდნენ პოლიციაში? rolleyes.gif

Posted by: Lady_Bird 7 Apr 2017, 15:41
მოკლედ ასეთი რამე მაინტერესებს, SAT მოსამზადებლად კალკულაატორი მინდა, რაც მირჩიეს ამაზონზე ყველა 300 ლარს ცდება , აქ ხომ ვერ ვიყიდი სადმე ან ლინკები ხომ არ იცით სად შეიძლება რომ ვიყიდო ამაზონის გარდა უფრო იაფად, ამ კურსის ბრალია ყველაფერი facepalm.gif facepalm.gif

Posted by: LOLZ 7 Apr 2017, 19:14
Lady_Bird
ასეთი რა კალკულატორია? ბიბლუსსა და სხვა დიდ მაღაზიებში რომ მოძებნო, არ იქნება?

Posted by: რეამინაცია 8 Apr 2017, 10:34
Lady_Bird
300 ლარი? Texas Instruments (TI-85ის მაგვარი) კალკულატორი გინდა (თუმცა ესენიც არ ღირს ამდენი მემგონი)?

თუ მაინცდამაინც ფიზიკური კალკულატორი არ გინდა შეგიძლია კომპიუტერზე დააყენო TI ემულატორი https://wabbit.codeplex.com ან თუ graphing არ გჭირდება და უბრალოდ ფუნქციები და ფორუმლებია საჭირო, შეგიძლია http://speedcrunch.org სცადო.

Posted by: Lady_Bird 9 Apr 2017, 10:24
რეამინაცია
კი მაგ ფირმის არის მაგრამ გრაფინგიც აქვს . გრაფინგიც ჭირდება თან გამოცდაზეც ხომ უნდა გამოიყენოს.
ვნახავ სავარჯიშოდ რისი ჩამოტვირთვა

Posted by: Brock 11 Apr 2017, 23:59
LOLZ
QUOTE
მაგ დროს უნდა დარეკო ან პოლიციაში, ან კამპუსის დაცვასთან. თუ რუმმეითზეა საუბარი, ჯერ უნდა დაელაპარაკო. ოღონდ "შენ ხომ არ აიღე" ტექსტით არა. უნდა უთხრა რომ აქ იდო შენი ტელეფონი, რომელიც ვეღარ გიპოვია.


ტელეფონის მოპარვის ფაქტები პირადად ვიცი ოღონდ რუმეითისგან არა... აი შენი და შენი რუმეითის ოთახი როა და რომ გამოდიხარ იქვე სადაც ვანა,ა ტუალეტია საერთო მეორე სინგლ ოთახთან ანუ სინგლ ოთახში ვინც იყო ის რომ იპარავდა... და მასე როგორც შენ ამბობ რომ აქ იდო რადგან მასე გახსოვს და აღარ არის და ხელი გაიშვირო ვინმეზე არ გამოვა... იმიტომ რომ შეუძლიათ გითხრან იქნებ კარგად არ გახსოვსო ან სადმე დადე და ახლა ვერ პოულობო და მრავალი სხვა... მოკლედ რომ ვთქვათ მკვდარი თემაა ეგ ბაზარი როცა კამერები არ აყენია.. კამერებს კიდე შიგ ოთახებში თუ სინგლიდან დაბლიდან გასასვლელში არავინ აყენებს გასაგები მიზეზების და გამო...

QUOTE
რუმმეითთან ერთად ვიცხოვრე მთელი წელი და არასოდეს ჩემი ნივთებისთვის არ დაუკარებია ხელი


რაც არ შეგმთხვევია არ ნიშნავს რომ არ ხდება....

Posted by: alex727 22 Jun 2017, 16:41
აქ რა ხდება ეს სხვაგან გადაინაცვლა თემამ

Posted by: Red111 24 Jun 2017, 19:23
სამართალზე(კერძოდ საჯარო,ადმინისტრაციულ სამართალზე) ევროკავშირის რომელ ქვეყანას მირჩევთ

Posted by: giojavaxa 27 Jun 2017, 01:46
გამარჯობა
ვსწავლობ ისტორიაზე და ალბათ მაინორად კულტურის კვლევებს ავიღებ
მსურს გავიარო მაგისტრატურა ევროპაში ან აშშ-ში
ინგლისური ვიცი b1.1-ის საწყის დონეზე.

ხომ ვერ დამეხმარებით ან რა წიგნებით ან რა საიტებით გავაგრძელო ენის სწავლა ჩემით ?

Posted by: taamo 5 Jul 2017, 19:19
მაგისტრატურა მინდა გავიარო უცხოეთში, ხომ ვერ მეტყვით შეიძლება თუ არა დაფინანსების მიღება რომელიმე ქვეყანაში სწავლისათვის? ან საერთოდ რომელ ქვეყანაში შეიძლება წავიდე, წარმოდგენა არ მაქვს საიდან და როგორ დავიწყო ძიება rolleyes.gif

Posted by: bnj 5 Jul 2017, 20:03
ჩემსავით, თუ ვინმე XII კლასში გადადის და აშშ-ში, კოლეჯში სწავლას გეგმავს, მომწეროს smile.gif

Posted by: LOLZ 5 Jul 2017, 20:05
taamo
https://gijmaj.wordpress.com/2010/11/01/studyabroadtips/ smile.gif

Posted by: Brock 6 Jul 2017, 01:40
taamo
QUOTE
მაგისტრატურა მინდა გავიარო უცხოეთში, ხომ ვერ მეტყვით შეიძლება თუ არა დაფინანსების მიღება რომელიმე ქვეყანაში სწავლისათვის?


დაფინანსება მთლიანი და ნაწილობრივი ამერიკას აქვს, კონკურსის სახით გამოცდით...

Posted by: taamo 6 Jul 2017, 10:25
QUOTE (Brock @ 6 Jul 2017, 01:40 )
taamo
QUOTE
მაგისტრატურა მინდა გავიარო უცხოეთში, ხომ ვერ მეტყვით შეიძლება თუ არა დაფინანსების მიღება რომელიმე ქვეყანაში სწავლისათვის?


დაფინანსება მთლიანი და ნაწილობრივი ამერიკას აქვს, კონკურსის სახით გამოცდით...

სად ვნახო ეგ ინფორმაცია? ............

Posted by: LOLZ 6 Jul 2017, 12:43
taamo
ამერიკის მაგისტრატურას სჭირდება TOEFL/IELTS და GRE/GMAT, გააჩნია სპეციალობას. ამ გამოცდების გარეშე არ მიგიღებენ. დანარჩენი - ინტერნეტში. სათითაოდ უნდა მოძებნო უნივერსიტეტები, შენი სპეციალობა, ინფორმაცია მათ გვერდზე დაფინანსების შესახებ.

Posted by: Mari Paranoid 7 Jul 2017, 21:18
full postal address of the institution-ამაში რომ 1, Chavchavadze Ave, 0179 Tbilisi, Georgia -ს ვწერ, მიწერს Please give the full postal address of the institution at which you studied/are studying და ხომ არ იცით რა ჯანდაბა უნდა? ეგ არის მისამართი და სხვა რა უნდა დავამატო?

Posted by: Brock 8 Jul 2017, 23:38
სემესტრიც დავხურე და დავუბრუნდი ცოტა ხნით ჯორჯიას....


Posted by: AnEeEeE=]] 10 Jul 2017, 09:11
taamo
ამერიკის საელჩოს საიტზე ნახე ფულბრაითის სტიპენდია, თუ მაგის ხლაფორთის თავი გაქვს გააგზავნე , აგერ მე რამდენი წელია მინდა და საშინლად მეზარება biggrin.gif

Posted by: sanfol 10 Jul 2017, 10:38
AnEeEeE=]]
QUOTE
ამერიკის საელჩოს საიტზე ნახე ფულბრაითის სტიპენდია, თუ მაგის ხლაფორთის თავი გაქვს გააგზავნე , აგერ მე რამდენი წელია მინდა და საშინლად მეზარება

მაგდენს რო შრომობ და წვალობ მაგიტო არ გამოგდის არაფერი

Posted by: AnEeEeE=]] 10 Jul 2017, 10:42
sanfol
QUOTE
მაგდენს რო შრომობ და წვალობ მაგიტო არ გამოგდის არაფერი

რაზე ამბობ მაგას

Posted by: taamo 10 Jul 2017, 13:57
QUOTE (AnEeEeE=]] @ 10 Jul 2017, 09:11 )
taamo
ამერიკის საელჩოს საიტზე ნახე ფულბრაითის სტიპენდია, თუ მაგის ხლაფორთის თავი გაქვს გააგზავნე , აგერ მე რამდენი წელია მინდა და საშინლად მეზარება biggrin.gif

ეგ ვნახე, მაგრამ იმდენი დოკუმენტი სჭირდებათ, ვერ ვასწრებ მაგის შეგროვებას. რეკომენდაცია მარტო 3 უნდა ლექტორებისგან/მასწავლებლებისგან

Posted by: AnEeEeE=]] 10 Jul 2017, 14:16
taamo
მაშინ შემდეგ წელს დაელოდე შემოდგომამდე არ იქნება სხვა სტიპენდიები,

მარა ისე გეცადა ეს სხვაგან , რომ ცადო ჯერ მიღებული უნდა იყო უნიში, ბევრ უნიში აპლიკაცია რომ განიხილონ შენი 100 ევრო უნდა მიათხლიშო , არანაკლებ გასაწეწია სხვებიც =))

Posted by: sanfol 10 Jul 2017, 20:36
QUOTE (AnEeEeE=]] @ 10 Jul 2017, 10:42 )
sanfol
QUOTE
მაგდენს რო შრომობ და წვალობ მაგიტო არ გამოგდის არაფერი

რაზე ამბობ მაგას

2kiss.gif

Posted by: ninicool 10 Jul 2017, 22:00
Mari Paranoid
QUOTE
full postal address of the institution-ამაში რომ 1, Chavchavadze Ave, 0179 Tbilisi, Georgia -ს ვწერ, მიწერს Please give the full postal address of the institution at which you studied/are studying და ხომ არ იცით რა ჯანდაბა უნდა? ეგ არის მისამართი და სხვა რა უნდა დავამატო?

შეიძლება ორ სტრიქონზე უნდა დაწერო მისამართი და ეგ იგულისხმება

Posted by: LOLZ 10 Jul 2017, 23:52
taamo
QUOTE
ეგ ვნახე, მაგრამ იმდენი დოკუმენტი სჭირდებათ, ვერ ვასწრებ მაგის შეგროვებას. რეკომენდაცია მარტო 3 უნდა ლექტორებისგან/მასწავლებლებისგან

ნწნწ biggrin.gif დიდი ამბავი ცოტა თავი შეიწუხო და საბუთები მოამზადო smile.gif)) სამაგიეროდ ამერიკის უნივერსტეტში ისწავლი სრული დაფინანსებით. და მარტო ფულბრაიტი არა, ბნებისმიერი უნივერსიტეტი და სასტიპენდიო პროგრამა იგივე საბუთებს ითხოვს. წვრილმანებშია განსხვავება. დავუშვათ იმაში, რომ ზოგი 2 რეკომენდაციას ითხოვს, ზოგი 500 სიტყვიან მოტივაციას და ა.შ. საზღვარგარეთ სწავლას და, მით უმეტეს, დაფინანსების აღებას ბევრი დრო და შრომა სჭირდება.

Posted by: menina55 11 Jul 2017, 11:50
იცით რა მაინტერესებს
გერმანიაში მაგისტრატურაზე როგორ უნდა მოხვდე ?
იქ რო გაიარო მთლიანი მაგისტრატურა.

რითი მიგიღებს იქაური უნივერისტეტი? რა უნდა წარუდგინ?

და რა ღირა ?

Posted by: AnEeEeE=]] 11 Jul 2017, 11:52
menina55
QUOTE
იცით რა მაინტერესებს
გერმანიაში მაგისტრატურაზე როგორ უნდა მოხვდე ?
იქ რო გაიარო მთლიანი მაგისტრატურა.

რითი მიგიღებს იქაური უნივერისტეტი? რა უნდა წარუდგინ?

და რა ღირა ?

დაგუგლე biggrin.gif

Posted by: taamo 11 Jul 2017, 13:06
QUOTE (LOLZ @ 10 Jul 2017, 23:52 )
taamo
QUOTE
ეგ ვნახე, მაგრამ იმდენი დოკუმენტი სჭირდებათ, ვერ ვასწრებ მაგის შეგროვებას. რეკომენდაცია მარტო 3 უნდა ლექტორებისგან/მასწავლებლებისგან

ნწნწ biggrin.gif დიდი ამბავი ცოტა თავი შეიწუხო და საბუთები მოამზადო smile.gif)) სამაგიეროდ ამერიკის უნივერსტეტში ისწავლი სრული დაფინანსებით. და მარტო ფულბრაიტი არა, ბნებისმიერი უნივერსიტეტი და სასტიპენდიო პროგრამა იგივე საბუთებს ითხოვს. წვრილმანებშია განსხვავება. დავუშვათ იმაში, რომ ზოგი 2 რეკომენდაციას ითხოვს, ზოგი 500 სიტყვიან მოტივაციას და ა.შ. საზღვარგარეთ სწავლას და, მით უმეტეს, დაფინანსების აღებას ბევრი დრო და შრომა სჭირდება.

არ მეზარება, უბრალოდ ვერ ვასწრებ.. smile.gif სჯობს, კარგად გავერკვიო ყველაფერში და მერე ვიზრუნო სად გავაგზავნი საბუთებს. smile.gif

Posted by: LOLZ 11 Jul 2017, 13:17
menina55
გერმანიაში სწავლის შესახებ არის ცალკე თემა და ისიც ნახე. ახალი არ გახსნა sa.gif givi.gif

Posted by: marimari11 11 Jul 2017, 13:23
QUOTE (menina55 @ 11 Jul 2017, 09:50 )
იცით რა მაინტერესებს
გერმანიაში მაგისტრატურაზე როგორ უნდა მოხვდე ?
იქ რო გაიარო მთლიანი მაგისტრატურა.

რითი მიგიღებს იქაური უნივერისტეტი? რა უნდა წარუდგინ?

და რა ღირა ?

სკოლის ბოლო 3 წლის ნიშნები
ატესტატი
შეიხლება ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებიც დაგჭირდეს
ბაკალაბრის დიპლომი
დიპლომის დანართი
გერმანული ენის ც1.გოეთე არა ოღონდ ტესტდაფი 4×4 ზე ან დსჰ2
ზოგი ფაკულტეტი ინგლისურის ბ2 საც ითხოვს მაგრამ უფრო დაბალი ქულებით ვთქვატ აიელტისის 5.5
საიტზე უწერიათ სკოლაში 6 წელი თუ გაქვს ნასწავლი ინგლისური მაგის ცნობაო.მე გამომეპარა ინგლისურზე :| სერთიფიკატი არ ამიღია და სკოლიდან ავიღე ცნობა.რამდენად გამომადგება არ ვიცი.ვნახოთ

ბავარიაში ერთმა უნივერსიტეტმა აპოსტილით დამოწმებული მომთხოვა
ბამბერგში ულმში და 1-2 სხვა უნივერსიტეტში ჩემს ფაკულტეტზე (ფსიქოლოგია) მისაღები ტესტი იყო დასაწერი


პ.ს ქულებიც მაღალი გინდა

uni-assist ით დარეგისტრირებას ითხოვს ბევრი.ჯერ ამას უნდა გაუგზავნო საბუთები და მერე თვითონ გადააგზავნიან.შენს საბუთებს შეამოწმებენ.
პირველი უნივერსიტეტი 75 ევრო ღირს დემდეგი 15.

Posted by: LOLZ 11 Jul 2017, 13:24
taamo
ტესტებია მანდ ჩასაბარებელი, მაგრამ ახლა არც გთხოვენ, სექტემბრისთვის მოგიწევს თუ გადახვედი შემდეგ ეტაპზე. დანარჩენი რა გინდა:
- 3 რეკომენდაცია
- დიპლომისა და ნიშნების ფურცლის ატვირთვა. ინგლისური დამოწმებული თარგმანი
- შეიძლება სამოტივაციო იყოს დასაწერი
ზოგადად ისეთი არაფერია რასაც მონდომებული ადამიანი 20 დღეში ვერ გააკეთებს smile.gif)
უბრალოდ თუ ახლა არ გააკეთებ ამ შანსს დაკარგავ წელს. 2018 წლის ზაფხულამდე აღარ გამოცხადდება და მისი ფინალისტები უკვე 2019-ში წავლენ. და ისიც უნდა გახსოვდეს რომ აპლიკაციის გაგზავნა გამარჯვებას არ ნიშნავს smile.gif

Posted by: menina55 11 Jul 2017, 15:16
QUOTE (marimari11 @ 11 Jul 2017, 13:23 )
QUOTE (menina55 @ 11 Jul 2017, 09:50 )
იცით რა მაინტერესებს
გერმანიაში მაგისტრატურაზე როგორ უნდა მოხვდე ?
იქ რო გაიარო მთლიანი მაგისტრატურა.

რითი მიგიღებს იქაური უნივერისტეტი? რა უნდა წარუდგინ?

და რა ღირა ?

სკოლის ბოლო 3 წლის ნიშნები
ატესტატი
შეიხლება ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებიც დაგჭირდეს
ბაკალაბრის დიპლომი
დიპლომის დანართი
გერმანული ენის ც1.გოეთე არა ოღონდ ტესტდაფი 4×4 ზე ან დსჰ2
ზოგი ფაკულტეტი ინგლისურის ბ2 საც ითხოვს მაგრამ უფრო დაბალი ქულებით ვთქვატ აიელტისის 5.5
საიტზე უწერიათ სკოლაში 6 წელი თუ გაქვს ნასწავლი ინგლისური მაგის ცნობაო.მე გამომეპარა ინგლისურზე :| სერთიფიკატი არ ამიღია და სკოლიდან ავიღე ცნობა.რამდენად გამომადგება არ ვიცი.ვნახოთ

ბავარიაში ერთმა უნივერსიტეტმა აპოსტილით დამოწმებული მომთხოვა
ბამბერგში ულმში და 1-2 სხვა უნივერსიტეტში ჩემს ფაკულტეტზე (ფსიქოლოგია) მისაღები ტესტი იყო დასაწერი


პ.ს ქულებიც მაღალი გინდა

uni-assist ით დარეგისტრირებას ითხოვს ბევრი.ჯერ ამას უნდა გაუგზავნო საბუთები და მერე თვითონ გადააგზავნიან.შენს საბუთებს შეამოწმებენ.
პირველი უნივერსიტეტი 75 ევრო ღირს დემდეგი 15.

სკოლის ნიშნებიც???????????

სერიოზულად?

ეს რა უბედურრბაა. თუ დაბალი მყავს?
მაგრამ უნივერსიტეტში მაღალი ქულები თუ მაქვს?

---------
ეს ინგლისურები უეჭველი საჭიროა?

________

აი ამ ყველაფრის მომზადებას ალბათ კაი დრო ჭირდება არა? საზრუნავია წინასწარვე ხომ?
ეს არჩევა უნივერსიტეტების მერე იქ გადაგზავნა ამ საბუთების და პასუხს - რამდენი დრო უნდა? საიდან ჯობს გაკეთება საქართველოდან თუ მანდ რო იქნები


-------------
პს . ყველაზე კაი უნი რომელია? თან ამასთან ერთად იაფი.
ბერლინის უნები ვიცი დანარჩენიი? აი მაგალითად ბაიერნში რა ხდება მაგ მხრივ?
კიდე ვერ გავიგე ამ უნივერსიტეტებს ჰოხშულეებს ეძახიან? თუ ეგ სხვა რამეა?





Posted by: marimari11 11 Jul 2017, 17:32
menina55
QUOTE
სკოლის ნიშნებიც???????????

კი ბევრი ითხოვს ხოლმე.
მგონი სკოლის სასუალოს და უნივერსიტეტის საშუალოს მერე აჯამებენ
ზუსტად არ ვიცი
QUOTE
ეს ინგლისურები უეჭველი საჭიროა?

არა გააჩნია უნივერსიტეტს და ფაკულტეტს ეგ უკვე კონკრეტულად უნივერსიტეტების საიტზე უნდა ნახო
QUOTE
აი ამ ყველაფრის მომზადებას ალბათ კაი დრო ჭირდება არა? საზრუნავია წინასწარვე ხომ?

კი რა ვიცი...სკოლის ნიშნებს დაჭირდება რამდენიმე დღე, აპოსტილს თუ გააკეთებ 2 კვირა კიდე მაგას უნდა

QUOTE
ეს არჩევა უნივერსიტეტების მერე იქ გადაგზავნა ამ საბუთების და პასუხს - რამდენი დრო უნდა?

დედლაინების დამთავრებინდა მაქსიმუმ 6 კვირა.4დან 6 კვირამდე
სადღაც წავიკითხე ასე ეწერა.მეც პასუხს ველოდები
QUOTE
საიდან ჯობს გაკეთება საქართველოდან თუ მანდ რო იქნები

საქართველოდან საბუთების გამოგზავნა ჯდება ძვირი
რამე საბუთი რომ დაგაკლდეს და შენ გერმანიაში რომ იქნები სხვამ უნდა ირბინოს შენს მაგივრად და ა.შ
QUOTE
პს . ყველაზე კაი უნი რომელია? თან ამასთან ერთად იაფი.


სწავლა უფასოა უნივერსიტეტებში.გამონაკლისია baden württemberg-ის მიწა
3000 ევრო ღირს წელი
ახლა Nordrhein-Westfalen-საც უნდა სწავლის გადასახადის შემოღება.
QUOTE
ყველაზე კაი უნი რომელია?

ფაკულტეტის მიხედვით უნდა ნახო რეიტინგები
QUOTE
კიდე ვერ გავიგე ამ უნივერსიტეტებს ჰოხშულეებს ეძახიან? თუ ეგ სხვა რამეა?

ჰოხშულე სხვაა უნივერსიტეტი სხვა.ისე ჰოხშულეც უნივერსიტეტს ნიშნავს :დ
ჰოხშულე უფრო პრაქტიკაზეა ორიენტირებული როგორც მივხვდი

რა ფაკულტეტზე გინდა?

Posted by: menina55 11 Jul 2017, 17:56
არ ვიცი როგორ უნდა ავირჩიო უნივერსიტერი რთული საქმეა. ფაკულტეტიც არ ვიცი.
აპოსტილი რას ნიშნავს?
შენ რომელ უნის პასუხს ელოდები?


______
სემესტრულად გადასახსელია ხო?

Posted by: marimari11 11 Jul 2017, 18:26
menina55
სემესტრულად გაფასახადია ასე 200 300 ევრონდე მაქსიმუმ და მაგაშიც სემესტრის სამგზავრო ბილეთი შედის

აპოსტილი კეთდება იუსტიციის სახლში 20 ლარი ღირს 1 საბუთი.დოკუმენტის ნამდვილობას ამოწმებს

რა სფეროში ხარ? :დ ბაკალავრიატზე რა ისწავლე


* * *
menina55
ხო კიდე სადმე თუ გინუშავია შენს სფეროში გამოცდილება თუ გაქვს ცნობები

Posted by: menina55 11 Jul 2017, 18:40
QUOTE (marimari11 @ 11 Jul 2017, 18:26 )
menina55
სემესტრულად გაფასახადია ასე 200 300 ევრონდე მაქსიმუმ და მაგაშიც სემესტრის სამგზავრო ბილეთი შედის

აპოსტილი კეთდება იუსტიციის სახლში 20 ლარი ღირს 1 საბუთი.დოკუმენტის ნამდვილობას ამოწმებს

რა სფეროში ხარ? :დ ბაკალავრიატზე რა ისწავლე


* * *
menina55
ხო კიდე სადმე თუ გინუშავია შენს სფეროში გამოცდილება თუ გაქვს ცნობები

იურიდიულზე ვსწავლობ.


ანუ სემესტრულად 300ევრო + ამას საცხოვრებლის თანხა 300ევრო
+ კვება 200ევრო

ძაან ბევრი გამოდის არა?
ამგვარად ვერ შევძლებ .

_____________
ერთი გზა რჩება - რამე დაფინანსების .
სხვანაირად არ გამომივა.


Posted by: mGeLo777 11 Jul 2017, 19:31
ბულგარეთის უნივერსიტეტებს ვწერ და არცერთი არ მწერს პასუხს დავიტანჯე facepalm.gif


თვეში 350$ რომელ ქვეყანაში მეყოფა საცხოვრებლად? საერთო საცხოვრებლის თანხაც რომ შედიოდეს

biggrin.gif

Posted by: marimari11 11 Jul 2017, 19:53
menina55
ვიზის მისაღებად 8640 ევრო უნდა გედოს ანგარიშზე.720 ევროს გამოტანის უფლება გექნება ყოველ თვე
ან ვინმე გერმანიის მოქალაქემ რომელსაც გარკვეული შემოსავალი აქვს დაფინანსების ცნობა დაგიწეროს
ქართული დაფინანსებით ხდებოდა ადრე.ახლა იშვითადად

დაფინანსება შეგიძლია DAAD სცადო
იურიდიულზე დაგუგლე და ნახე ქულები.NC- ასე მიაწერე და გამსვლელ ქულებს ამოგიყრის
გერმანულ სისტემაში ჩვენ იქულების გადასაყვანი ფორმულა ცალკეა https://www.wiwi.uni-frankfurt.de/fileadmin/user_upload/dateien_international/Downloads/Bayerische_Formel.pdf
მაგრამ როგორც გითხარი მგონი სკოლის ბოლო სამი წლის ქულებსაც ითვლიან.

Posted by: sanfol 11 Jul 2017, 19:56
საქართველოში რო ისწავლოთ ეგ არ გინდათ?

მიდით მიდით გაამდიდრეთ უცხოური უნივერსიტეტები up.gif

Posted by: mGeLo777 11 Jul 2017, 19:58
sanfol
ბსუ-ში სწავლას ნაღდად სჯობს სადმე სხვაგან ისწავლო




Posted by: Brock 11 Jul 2017, 20:30
menina55

გერმანიაში სწავლა უფასოა ძირითად უნივერსიტეტებში მაგრამ ცხოვრება ძვირია... ყველაზე მინიმუმ 650-700 ევრო გინდა რომ იცხოვრო როგორც გაჭვირვებულმა სტუდენტმა... ნუ ქალაქსაც გააჩნია... ასე რომ თუ თანხაზე გაქვს აქცენტი გაკეთებული გერმანიას ნუ აირჩევ იმის გამო რომ უნივერსიტეში სწავლა უფასოა მითუმეტეს იმ შემთხვევაში თუ ენა არ იცი კარგად (თან ნახევარგანაკვეთზე გინდა მუშაობა) ან შენ თავზე მეტი მუშაობა თუ გჭირდება რათა მასალა გაიგო საფუძვლიანად და შედეგად პროგრამა დაძლიო რათა სემინარებზე, და განსაკუთრებით ჩათვლებსა თუ გამოცდებზე არ ჩაფლავდე...

Posted by: tokuna11 11 Jul 2017, 21:29
უნივერსიტეტების უმრავლესობა მწერს, რომ ბ2 ინგლისური უნდათ. ielts-ის ზუსტ ქულას, რაც მიღებისთვისაა საჭირო, ვეკითხები და არ მპასუხობენ.
ხოდა, 5.5-6.5 არის B2 ინგლისური? რაც ვეძებე, ზოგგან განსხვავებულად წერია და ზუსტად არ იცით ვინმემ? user.gif

Posted by: marimari11 11 Jul 2017, 22:44
tokuna11
მე ჯერ 5.5 ზე მეტი არსად შემხვედრია.ბ2 აწერია და 5.5 უნდათ
გერმანულის ც1 რომ გთხოვენ ინგლისურს აღარ გთხოვენ ძაან მაღალს როგორც მივხვდი

რა დებილი ვარ ეგ როგორ გამომეპარა facepalm.gif ნერვები მეშლება

Posted by: menina55 11 Jul 2017, 23:47
QUOTE (marimari11 @ 11 Jul 2017, 19:53 )

დაფინანსება შეგიძლია DAAD სცადო

მთლიანად ანაზღაურებს?
მთელ მაგისტრატურას. ?



________________
მაგრამ ალბათ დიიდი კონკურსიც იქნება .

Posted by: marimari11 12 Jul 2017, 00:07
menina55
კი მგონი 1000 ევროა თუ 1200
ზუსტად არ ვიცი
საკაიფოდ გეყოფა
QUOTE
მაგრამ ალბათ დიიდი კონკურსიც იქნება .

კი

Posted by: menina55 12 Jul 2017, 01:06
QUOTE (marimari11 @ 12 Jul 2017, 00:07 )
menina55
კი მგონი 1000 ევროა თუ 1200
ზუსტად არ ვიცი
საკაიფოდ გეყოფა
QUOTE
მაგრამ ალბათ დიიდი კონკურსიც იქნება .

კი

მაშინ კარგი საშუალება ყოფილა ნამდვილად.
კარგია ძალიან .

მაგრამ აქ როგორღა ხდება შერჩევა?


Posted by: LOLZ 12 Jul 2017, 01:16
menina55
QUOTE
არ ვიცი როგორ უნდა ავირჩიო უნივერსიტერი რთული საქმეა.

ვაჰ smile.gif)) სად, როგორ გარემოში გინდა სწავლა, რა სპეციალობის, როგორ არ იცი smile.gif) ან იფიქრე ცოტა ხანს და ჩამოყალიბდი რა არის შენთვის პრიორიტეტი, უნივერსიტეტის რეიტინგი თუ დაფინანსება.
ესეც ნახე - https://gijmaj.wordpress.com/2010/07/22/hcu/
დაფინანსებებს რაც შეეხება, ბევრი შესაძლებლობაა მაგრამ კონკურენცია ასევე ძალიან დიდია. შეიძლება ერთ პროგრამაზე 700-100 და მეტი განაცხადიც შევიდეს. და ჩასარიცხი იყოს 15, მაქსიმუმ 25 კანდიდატი. smile.gif



mGeLo777
QUOTE
ბულგარეთის უნივერსიტეტებს ვწერ და არცერთი არ მწერს პასუხს დავიტანჯე


თვეში 350$ რომელ ქვეყანაში მეყოფა საცხოვრებლად? საერთო საცხოვრებლის თანხაც რომ შედიოდეს

რას წერ გააცნია. საიტზე არ უდევტ ინფორმაცია? )
$350 არა და 350 ევრო ბალტიისპირეთი, პოლონეთი, შეიძლება ჩეხეთი-უნგრეთიც.

Posted by: menina55 12 Jul 2017, 11:15
მადლობა ამდენი გამოხმაურებისთვის
გაიხარეთ ხალხოოოო

მაინტერესებს ის რომ

ჯერ აქ უნდა ჩავაბარო ეგ მაგისტრატუტა და მერე უნდა მიიღო მანაწილეობა ამ უცხოურ პროგრამებში?

თუ აქ არ მოგიწევს ჩაბარება?

Posted by: Brock 12 Jul 2017, 12:59

QUOTE
თვეში 350$ რომელ ქვეყანაში მეყოფა საცხოვრებლად? საერთო საცხოვრებლის თანხაც რომ შედიოდეს




ბალტიისპირეთი (ყველგან ესტონეთის ჩათვლით) და ასევე პოლონეთი... ლოდზი როა ქალაქი და მანდ უნივერსიტეტი მაგას აქებენ ძალიან.. ჩემი ნაცნობი იყო მანდ და ძალიან კმაყოფილია... პატარა ქალაქი, პოლონეთში, ცხოვრება საკმაოდ იაფი სხვა ბევრ ევროპის ქვეყნებთან და ქალაქებთან შედარებით, გართობა, კარგი გარემო...

Posted by: LOLZ 12 Jul 2017, 14:30
menina55
ე.ი. გაქვს 2 ვარიანტი:
1. ჩააბარო აქ მაგისტრატურაში და მერე გაცვლითი სემესტრით წახვიდე რამდენიმე თვე ევროპაში. მერე ბრუნდები, აქვე ასრულებ სწავლას და იღებ აქაურ დიპლომს.
2. ჩააბარო პირდაპირ ევროპის ან ამერიკის მაგისტრატურაში. ამისათვის ენის + უნარების გამოცდებს (რასაც უნი ითხოვს) აბარებ აქ, საბუთებს აგზავნი უნივერსიტეტში. თუ ჩაგრიცხავენ + ფინანსებიც გექნება მერე მიდიხარ 1 ან 2 წლით (მაგისტრატურის ხანგრძლივობის ვადით). მიიღებ იქაურ დიპლომს.

Posted by: tokuna11 12 Jul 2017, 19:21
marimari11
QUOTE
მე ჯერ 5.5 ზე მეტი არსად შემხვედრია.ბ2 აწერია და 5.5 უნდათ

მადლობა jump.gif

Posted by: Brock 15 Jul 2017, 01:11
ვფიქრობ საკმაოდ სასარგებლო ინფორმაციაა... ერთ ერთი სპეციალობა თუ არ ვცდები პოლიტოლოგია თუ რაღაც დიპლომატიის სფერო (უცხოელმა მეგობარმა მითხრა/მომწერა) ამ უნივერსიტეტში ამ წლისათვის აქვთ უფასო (სწავლა) + სტეპენდიის შანსით...

ასე რომ ვინც ამ წლისათვის გეგმავთ რამეს იჩქარეთ საკმაოდ კარგი ვარიანტი ჩანს... პოლონეთი...

ადგილებიც სავარაუდოდ შეზღუდული იქნება...

http://www.ahe.lodz.pl/en

Posted by: Rebel=)) 15 Jul 2017, 19:02
გამარჯობა,
თუ არსებობს ისეთი კომპანია რომელიც მომაძებნინებს სასურველ კურსს ვადისა და სხვა დამატებითი მოთხოვნების გათვალისწინებით ?

Posted by: Red111 15 Jul 2017, 19:25
QUOTE (Brock @ 15 Jul 2017, 01:11 )
ვფიქრობ საკმაოდ სასარგებლო ინფორმაციაა... ერთ ერთი სპეციალობა თუ არ ვცდები პოლიტოლოგია თუ რაღაც დიპლომატიის სფერო (უცხოელმა მეგობარმა მითხრა/მომწერა) ამ უნივერსიტეტში ამ წლისათვის აქვთ უფასო (სწავლა) + სტეპენდიის შანსით...

ასე რომ ვინც ამ წლისათვის გეგმავთ რამეს იჩქარეთ საკმაოდ კარგი ვარიანტი ჩანს... პოლონეთი...

ადგილებიც სავარაუდოდ შეზღუდული იქნება...

http://www.ahe.lodz.pl/en

ჩამონათვარი ვერ ვნახე რაც უნდა გავაგზავნო sad.gif

Posted by: Brock 15 Jul 2017, 20:55
Red111

კოორდინატორს მიწერე აღნიშნული სპეციალობის მეილზე ან საერთოდ დაურეკე...

Posted by: benefit123 20 Jul 2017, 16:56
გამარჯობა. ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში საშუალო ხარჯების ქვეყანა რომელია თვეში 1500 ლარზე მეტი რო არ დამეხარჯოს და უნივეერსიტეტიც ძაან ძვირი რო არ იყოს? კერძოდ უფრო ტექნიკური უნივერსიტეტი მაინტერესებს ან ისეთი მათემატიკა დაპროგრამება ფიზიკა და მსგავსი ფაკულტეტები რო ქონდეს? ასევე სწავლა ინგლისურ ან რუსულ ენაზე რო იყოს

Posted by: Brock 23 Jul 2017, 12:27
benefit123

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ესტონეთში...

Posted by: benefit123 23 Jul 2017, 14:17
Brock
ძალიან მომწონს ეგ უნივერსიტეტი მაგრამ კომპიუტერული მეცნიერება მგონი მარტო მაგისტრატურაზე აქვთ

Posted by: Brock 26 Jul 2017, 19:49
benefit123

ეგენი ამატებენ ხოლმე პროგრამებს და გადახედე ბაკალავრის ჩამონათვალს... თუ არადა ისევ ესტონეთში ტარტუს უნივერსიტეტს გირჩევ... მაგათ აქვთ როგორც მახსოვს ინფორმატიკა და პროგრამირების ბაკალავრიატები და თანაც როგორც უნივერსიტეტი საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობს... ერთი ეგაა ტალინში არ არის...

Posted by: ქართლოსი 17 Aug 2017, 07:57
QUOTE
აღმოსავლეთ ევროპა ( რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა ა.შ)



აქ რა უნდა ისწავლო.

Posted by: gabro777 20 Aug 2017, 16:16
ხალხო, შესაბამისი თემა ვერ ვიპოვე და აქ დავწერ
საშუალო ქულა მაქ 69 ( 1 შეტენილი საგანი ), და ერაზმუსით შევძლებ წასვლას სადმე?
სამაგიეროდ 3 ძალიან კარგი რეკომენდაცია შემიძლია ავიღო, ერთი ილიასი სადაც ვმუშაობდი და აუგს ვერავინ იტყვის ჩემზე, მეორე საკმაოდ სერიოზული კვლევითი ორგანიზაციის სადაც ეხლაც ვმუშაობ, და ერთი ახალგაზრდული საერთაშორისო ორგანიზაციის რომელსაც კარგად იცნობენ ევროპაში ( უკანასკნელი ორი, პირდაპირ და ირიბად უკავშირდება იმას რასაც ვსწავლობ )

ხოდა, რავი ვცადო?

Posted by: LOLZ 24 Aug 2017, 12:20
უკვე სტიპენდია/ვიზა რომ გაქვს მიღებული და შემდეგ როგორ მოემზადო გასამგზავრებლად - ამ საკითხების შესახებ დავიწყე წერა. რამდენიმე პოსტს დავდებ ბლოგზე. ესეც ერთ-ერთი მათგანი -https://gijmaj.wordpress.com/2017/08/24/predeparture2/
იმედია დაგეხმარებათ. smile.gif

gabro777
სცადე აუცილებლად. ოღონდ შედეგი არაა გარანტირებული smile.gif არც დადებითი, არც უარყოფითი.

Posted by: Brock 24 Aug 2017, 22:30
ქართლოსი

ძინ-ძინი...

gabro777

შეგიძლია ცადო მარა მეეჭვება გამოგივიდეს რადგან მე როცა მივიღე ერასმუსის კონკურსში მონაწილეობ (ადრე) და უფლება რომ დამრთეს მაგის, ეგ იმის შედეგად რომ კარგი ნიშნები მქონდა...

Posted by: subterranean 26 Aug 2017, 23:42
QUOTE (LOLZ @ 24 Aug 2017, 12:20 )
უკვე სტიპენდია/ვიზა რომ გაქვს მიღებული და შემდეგ როგორ მოემზადო გასამგზავრებლად - ამ საკითხების შესახებ დავიწყე წერა. რამდენიმე პოსტს დავდებ ბლოგზე. ესეც ერთ-ერთი მათგანი -https://gijmaj.wordpress.com/2017/08/24/predeparture2/
იმედია დაგეხმარებათ. smile.gif


არადა, ამათგან ნახევარზე მეტ საკითხებზე წასვლამდე თავის შეწუხება და ტვინის ჭყლეტა ნამდვილად არ ღირს war.gif

Posted by: LOLZ 27 Aug 2017, 08:10
subterranean
მაინც რომელი მიგაჩნია უმნიშვნელოდ?

Posted by: Brock 1 Sep 2017, 13:47
თხოვნა იყო ამ თემაზე და ვწერ ინფოს...

2017 წლის პირველი მაისია ბოლო ვადა ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში საბუთების მიღება საქართველოს მოქალაქეებისათვის...

მეტი ინფორმაციისათვის..

https://www.ttu.ee/studying

Posted by: George944 19 Oct 2017, 17:35
თუ ვინმეს ჰქონია გამოცდილება, რამდენად აღიარებენ უცხოური (ევროპული, ამერიკული, კანადური) უნივერსიტეტები ქართულ 4 წლიან ბაკალავრს კერძო უნივერსიტეტებიდან? სახელმწიფო უნივერსიტეტებთან შედარებით.

Posted by: Lady_Bird 11 Dec 2017, 13:26
აშშ -ს უნივერსიტეტებში საბუთების გაგზავნის გამოცდილება ვისაც გაქვს ხომ ვერ დამეხმარებით ამ ორი ფორმის შევსების ნიუანსებში Certification of Finances და ISFAA

Posted by: Lady_Bird 13 Dec 2017, 13:37
tax return form -ის ანალოგიურ ფორმას ჩვენთან რა ქვია, როგორ მოვიკითხო შემოსავლებში და გვაქვს თუ არა ანალოგიური ?

Posted by: White88 25 Dec 2017, 03:10
გამარჯობა
ავსტრიაში ხომ არ სწავლობთ ვინმე?

Posted by: LOLZ 27 Dec 2017, 22:55
Lady_Bird
მსგავსი არაფერი გვაქვს. რამდენიმე წლის წინ იყო საშემოსავლოს დაბრუნება მათთვის, ვისად 6000 ლარზე ნაკლები ჰქონდა წლიური და მერე ეგეც გააუქმეს.
* * *
White88
რა გაინტერესებს დაწერე და იქნებ გამოჩნდეს ვინმე smile.gif

Posted by: Bestpc 9 Jun 2018, 19:13
მოგესალმებით

ძალიან მინდა საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა ევროპა-ამერიკა)) დამთავრებული მაქვს თბილისში მაგისტრატურა ბიზნეს ადმინისტრირების განხრით. თუ შესაძლებლობა იქნება არც IT-ს მიმართულებით სწავლაზე არ ვიტყვის უარს...
ჩემ შემთხვევაში რა პროგრამები შეიძლება გამომადგეს რომ უფასოდ ვისწავლო საზღვარგარეთ ? როგორც გამიგია სადოქტორო პროგრამებზე იძლევიან დაფინანსებას, მოკლედ გთხოვთ იქნებ დამაკვალიანოთ...

Posted by: kapaferdo 13 Jun 2018, 13:40
რა ჩამკვდარია ეს თემა

მასტერზე ან სადოქტოროზე რომელ ქვეყანაში შეიძლება სასწავლებლად წასვლა? რომელ პროგრამებს აფინანსებენ

Posted by: LOLZ 15 Jun 2018, 13:42
Bestpc
სწავლა თუ გინდა, უნივერსიტეტში უნდა ჩააბარო. ენის სერტიფიკატი უეჭველი დაგჭირდება, თუ აქ ინგლისურად არ გაქვს დამტავრებული. + სხვა ტესტიც შეიძლება. ამერიკის დოქტორანტურაზე - GRE აუცილებლად. + კვლევის თემას და/ან პუბლიკაციის ნიმუშებიც შეიძლება მოითხოვონ. ქვეყნების და სპეციალობის მიხედვით განსხვავდება მოთხოვნები. აირჩიე რა ქვეყანა გინდა და კონკრეტულ უნივერსიტეტებში ნახე რა გირდება ჩასაბარებლად. სექტემბრის ბოლოს იხსნება სააპლიაკციო პროცესი. დეკემბერ-იანვარში მთავრდება ძირითადად, თუ დაფინანსებაც გინდა. ასე რომ სწარაფად უნდა მიიღო გადაწყვეტილებები.

kapaferdo
ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება სადაც გული გაგიწევს givi.gif მთავარია შენ რა გინდა და სად გინდა.

Posted by: tokuna11 15 Jun 2018, 14:08
ვილნიუსის უნივერსიტეტში გისწავლიათ ვინმეს? მაგათი დორმითორი, საულეტეკის 39-ში მდებარე, ძაან ცუდია, თუ იცით?

Posted by: Bestpc 17 Jun 2018, 22:24
მადლობა გამოხმაურებისთვის

ამ ეტაპზე ამერიკა მაინტერესებს ვეძებ ინტერნეტში მაგრამ ვერ ვნახე სრული დაფინანსებით რა პროგრამები აქვთ სადოქტოროზე. რამე საიტი ხო არ იცი სადაც კონკრეტული პროგრამები არის ჩამოთვლილი ?

Posted by: Overmars 18 Jun 2018, 10:28
გამარჯობა,

მსურს გავაგრძელო სწავლა ამერიკაში მასტერსზე, მარა თან მინდა რო გამოცდილებაც მივიღო იქ სამუშაო

რამდენად შესაძლებელია რომ აქედან ჩავიდე დავამთავრო უნივერსიტეტი და შემდგომში დავრჩე რაღაც პერიოდით მაინც სამუშაოდ? რამდენად მომცემს იგივე ვიზა ამის საშუალებას ან რამდენად მარტივი იქნება ამ სასმახურის მოძებნა ხო ვერ მეტყვით?

Posted by: Ladiesman 18 Jun 2018, 12:15
QUOTE (tokuna11 @ 15 Jun 2018, 14:08 )
ვილნიუსის უნივერსიტეტში გისწავლიათ ვინმეს? მაგათი დორმითორი, საულეტეკის 39-ში მდებარე, ძაან ცუდია, თუ იცით?

გააჩნია ცუდს რას ეძახი. 20 კვადრატი ოთახია 2-2 ლოგინით.

ცოტა ანტისანიტარიაა))

Posted by: LOLZ 19 Jun 2018, 20:44
Overmars
მარტივი ამერიკელებისთვის არ არის და შენ მით უმეტეს ფიანდაზებს არავინ გაგიშლის smile.gif
სწავლის პერიოდში სტუდენტს აქვს შეზღუდული სამუშაო უფლება (კვირაში 20 საათამდე). ძირითადად კამპუსში მუშაობენ ხოლმე. მაგრამ მაგ სამსახურებზეც დიდი კონკურენციაა. სტუდენტობის პერიოდში სხვა ორგანიზაციაში (არა-უნივერსიტეტი) თუ იპოვი რამეს, 20 საათზე მეტს ოფიციალურად არავინ დაგასაქმებს. და უფრო მაგარი უნდა იყო ვიდრე ადგილობრივები. დამთავრების შემდეგ 1 წელი შეგიძლია დარჩენა და შენი სპეციალობით სამსახურის დაწყება. მაგ დროს ისევ სტუდენტური ვიზა გექნება. მაგრამ ამასაც თავისი ვადები და პროცედურები აქვს. სამუშაო ვიზის მიღება უფრო მეტი თავისტკივილია.
ჰოდა რომ ჩააბარო...ეგეც კაი გრძელი და ხარჯიანი პროცესია. ტესტები, საბუთების გაგზავნა და ა.შ... ამ შემოდგომას რომ გაუშვა საბუთები, 2019-ის სექტემბერში შეგეძლება წასვლა.

Bestpc
ყველა მიმართულებით არსებობს სადოქტორო პროგრამები. დაგუგლე PhD in .... in the USA და ამოგიყრის. ან რომელიმე უნივერსიტეტის საიტზე შედი და დაათვალიერე.

Posted by: execution 19 Jun 2018, 20:56
მოკლედ, იდეალურ ვაირანტში მინდა Combined Masters & PhD პროგრამა შტატებში, ანუ PhD რომაა მიზანი და გზაში master ს იღებ. და მინდა teaching assistant ან research assistant პოზიციაც რომ $$$ ებში არ გავიწეწო.

როგორი შანსებია რამე იცით?

Computer Science მინდა machine learning ფოკუსით. ახლა Computer Engineering მე3 კურსი დავამთავრე და 3.5 მაქვს GPA. თსუ და SDSU(san diego state university) დიპლომი მექნება.

თუ არადა სადმე ნორმალურ ქვეყანაში რა შანსებია? ანუ $$$ ების მხრივ თუ იქნება ხელშეწყობა ნაკლებად პრესტიჟულ რამეზე წავალ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ვერ გავქაჩავ გადახდას.

Posted by: LOLZ 19 Jun 2018, 21:35
execution
ასისტენტობას იმ შემთხვევაში შემოგთავაზებენ, თუ შესაბამისი ცოდნა და სქილები გაქვს. მინდაზე არაა smile.gif) რამდენიმე უნიში უნდა გაგზავნო საბუთები რომ რომელიმემ შენთვის სასურველი პირობებით მიგიღოს. შანსებზე რა გითხრა... შანსები არის, გააცნია შენ რა მონაცემები გაქვს, როგორია კონკურენცია, უნივერსიტეტის ჩარიცხვის პოლიტიკა და ა.შ. ვერავინ მოგვემს გარანტიას რომ ადაც საბუთებს გაგზავნი აუცილებლად ჩაირიცხები, ვარსკვლავებსაც რომ წყვეტდე ციდან smile.gif
კიდევ არის აქაური განათლების საერთაშორისო ფონდი, საიდანაც შეგიძლია სტიპენდიის მიღება. ანუ უნივერსიტეტი რომ ჩაგრიცხავს, მერე მოდიხარ ამ ფონდთან და სთხოვ დაფინანსებას.

Posted by: execution 20 Jun 2018, 09:31
LOLZ
GPA არ მაქვს ცუდი და research ის გამოცდილება მაქვს უკვე. პირველი ავტორი არ ვარ მაგრამ თანაავტორი ვარ რამდენიმე undergraduate research paper ის. Major GPA არ ვიცი ზუსტად რამდენი მაქვს, ეგ უფრო მაღალი მაქვს, General Education საგნები მიგდებს GPA ს.
და სანამ დავამთავრებ მინდა ერთი ისეთი paper დავწერო პირველი ავტორი სადაც ვიქნები და კარგ შემთხვევაში სადმე დავაფაბლიშო.
ეგ თუ გავაკეთე ალბათ ცუდი შანსები არ იქნება.

რავიცი აბა. 1 წელი მაქვს წინ და მოვიფიქრებ რამეს biggrin.gif

Posted by: tokuna11 20 Jun 2018, 12:26
Ladiesman
QUOTE
გააჩნია ცუდს რას ეძახი. 20 კვადრატი ოთახია 2-2 ლოგინით.

ცოტა ანტისანიტარიაა))

ანტისანიტარია ცუდია sad.gif
სამზარეულო როგორია? ან ტუალეტი?
როგორც გავიგე, საულეტეკის 4-ში ბევრად უკეთესი დორმია და გადასვლის შანსები არის?

Posted by: Ladiesman 20 Jun 2018, 13:05
QUOTE (tokuna11 @ 20 Jun 2018, 12:26 )
Ladiesman
QUOTE
გააჩნია ცუდს რას ეძახი. 20 კვადრატი ოთახია 2-2 ლოგინით.

ცოტა ანტისანიტარიაა))

ანტისანიტარია ცუდია sad.gif
სამზარეულო როგორია? ან ტუალეტი?
როგორც გავიგე, საულეტეკის 4-ში ბევრად უკეთესი დორმია და გადასვლის შანსები არის?

საულეტეკიო 4 შო ვიყავი მე და თითქმის იგივეა. ის გამსხვავებაა, რომ 4 ში ლუტველები ცალკე ცხოვრობენ (ვერ გადახვალ იმათ მხარეს) და 38 ში ერთად იქნებით.

ორი დერეფანია 1 სართულზე: 1 ბიჭების და მეორე გოგონების.

1 Dერეფანს თითო ვანა- ტუალეტი აქვს. და სამზარეულო 1 აქვს ერთ სართულს. მაცივარიც ერთია თავიდან არ ეტეოდა არაფერი სანამ სხვებმა ოთახებში არ დაიდგეს ცალკე lol.gif

დანუტე მაგ დორმის გამგე მაგარი ჯიგარი სავეცკი ქალია ჭაჭაზე გიჟდება lol.gif

ისე დამავიწყდა ცენტრში როა დორმი კიდე (იგივე ფასი ქონდა მგონი) იქ არის ძალიან ძალიან მაგარი სიტუაცია მაგრამ თუ საულეტეკიოზე სწავლობ (ალბათ იურიდიულზე ან ბიზნესზე ხარ) 6 გაჩერებაა. და ზამთარში სიცივეში ძაან ტეხავს.

და იმ მეორე დორმში (ცენტრში) კიდევ დაცვაა და უცხოს რეგისტრაციის გარეშე ვერ აიყვამ ))

Posted by: LOLZ 20 Jun 2018, 13:10
execution
უნიში, სადაც საბუთებს შეიტან, შენს სპეციალობაზე შეიძლება შესული იყოს 500-დან 1000-2000 განცხადება. ახლა წარმოიდგინე თუნდაც 500 კაცში შენნაირი კარგი და შენზე უკეთესი GPA რამდენს ექნება. მაგის გარდა დამატებითი აქტივობები და მიღწევები გჭირდება. თუ დოქტორანტურას აპირებ, ასევე - კარგი და საინტერესო კვლევის თემა. რომელიც ტექნიკურად უნდა იყოს უნაკლოდ შესრულებული. უნდა იცოდე შენ რა გაინტერესებს, ასევე შეხვიდე უნის საიტზე და ნახო რა მიმართულებების ხელმძღვანელები ჰყავთ. ძალიან ბევრი პატარ-პატარა დეტალია რომელიც უნდა გაითვალისწინო.

Posted by: tokuna11 20 Jun 2018, 13:42
Ladiesman
QUOTE
1 Dერეფანს თითო ვანა- ტუალეტი აქვს. და სამზარეულო 1 აქვს ერთ სართულს

sad.gif

როდის იყავი ისე, შენ? მითხრეს რომ დაახლოებით 3 წლის წინ გაურემონტებიათ 4 ნომერი და ახლა ბევრად უკეთესიაო.

QUOTE
ისე დამავიწყდა ცენტრში როა დორმი კიდე (იგივე ფასი ქონდა მგონი) იქ არის ძალიან ძალიან მაგარი სიტუაცია მაგრამ თუ საულეტეკიოზე სწავლობ (ალბათ იურიდიულზე ან ბიზნესზე ხარ) 6 გაჩერებაა. და ზამთარში სიცივეში ძაან ტეხავს.

კი, იურიდიულზე ვარ და მანდვეა იურიდიულის კორპუსი, მაგიტომ მოვხვდი საულეტეკიოზე.

Posted by: Ladiesman 20 Jun 2018, 14:42
QUOTE (tokuna11 @ 20 Jun 2018, 13:42 )
Ladiesman
QUOTE
1 Dერეფანს თითო ვანა- ტუალეტი აქვს. და სამზარეულო 1 აქვს ერთ სართულს

sad.gif

როდის იყავი ისე, შენ? მითხრეს რომ დაახლოებით 3 წლის წინ გაურემონტებიათ 4 ნომერი და ახლა ბევრად უკეთესიაო.

QUOTE
ისე დამავიწყდა ცენტრში როა დორმი კიდე (იგივე ფასი ქონდა მგონი) იქ არის ძალიან ძალიან მაგარი სიტუაცია მაგრამ თუ საულეტეკიოზე სწავლობ (ალბათ იურიდიულზე ან ბიზნესზე ხარ) 6 გაჩერებაა. და ზამთარში სიცივეში ძაან ტეხავს.

კი, იურიდიულზე ვარ და მანდვეა იურიდიულის კორპუსი, მაგიტომ მოვხვდი საულეტეკიოზე.

2 წლის წინხ

ჰო იქაც შეგიძლია გადახვიდე. ბევრს ვიცნობ თუ გინდა ფბ პმ ში მომწერე და რამე თუ დაგჭორდეს wink.gif

მანდვე საულეტეკიო 4 თან არის ბენზინკალონკა მანდ დატესტე ჰოთდოგები და კოლეჯ პაბია მანდვე ძააან კაი სტუდენტური სიტუაციაა და ლუდიც იაფია ))


Posted by: tokuna11 20 Jun 2018, 15:03
Ladiesman
QUOTE
2 წლის წინხ

ჰო იქაც შეგიძლია გადახვიდე. ბევრს ვიცნობ თუ გინდა ფბ პმ ში მომწერე და რამე თუ დაგჭორდეს 

მანდვე საულეტეკიო 4 თან არის ბენზინკალონკა მანდ დატესტე ჰოთდოგები და კოლეჯ პაბია მანდვე ძააან კაი სტუდენტური სიტუაციაა და ლუდიც იაფია ))

მადლობა love.gif

Posted by: Ladiesman 20 Jun 2018, 15:38
QUOTE (tokuna11 @ 20 Jun 2018, 15:03 )
Ladiesman
QUOTE
2 წლის წინხ

ჰო იქაც შეგიძლია გადახვიდე. ბევრს ვიცნობ თუ გინდა ფბ პმ ში მომწერე და რამე თუ დაგჭორდეს 

მანდვე საულეტეკიო 4 თან არის ბენზინკალონკა მანდ დატესტე ჰოთდოგები და კოლეჯ პაბია მანდვე ძააან კაი სტუდენტური სიტუაციაა და ლუდიც იაფია ))

მადლობა love.gif

თავიდან სალენტო და კოკაინი არ გაგიდწორდება (კლუბებია პრივე) მარა მერე მიხვდები რო უკეთესი კლუბი არ არსებობს მანდ lol.gif

კიდე პასტაა ზედა საულეტეკიოსთან რესტორანი მანდ აქვთ ჩილის სუპი ლობიოთი ცხარე აი ზე გელოაქ ეხლაც მენატრება

Posted by: execution 20 Jun 2018, 16:01
QUOTE (LOLZ @ 20 Jun 2018, 13:10 )
execution
უნიში, სადაც საბუთებს შეიტან, შენს სპეციალობაზე შეიძლება შესული იყოს 500-დან 1000-2000 განცხადება. ახლა წარმოიდგინე თუნდაც 500 კაცში შენნაირი კარგი და შენზე უკეთესი GPA რამდენს ექნება. მაგის გარდა დამატებითი აქტივობები და მიღწევები გჭირდება. თუ დოქტორანტურას აპირებ, ასევე - კარგი და საინტერესო კვლევის თემა. რომელიც ტექნიკურად უნდა იყოს უნაკლოდ შესრულებული. უნდა იცოდე შენ რა გაინტერესებს, ასევე შეხვიდე უნის საიტზე და ნახო რა მიმართულებების ხელმძღვანელები ჰყავთ. ძალიან ბევრი პატარ-პატარა დეტალია რომელიც უნდა გაითვალისწინო.

მართალია

უბრალოდ დარწმუნებული არ ვარ რაზე ვარ წამსვლელი მაგ ყველაფრისთვის

research ერად მუშაობა მინდა
researcher რომ არ ვიყო და ნორმალურ ქვეყანაში გადავცხოვრდე ეგეც წავა,
თვითონ master&phd მუღამი საერთოდ არ მაქვს, მგონია რომ აქ როგორი ბანძიცაა ისეთი იქნება მეთქი, უბრალოდ ზედა 2 მიზეზიდან რომელიმეში თუ დამეხმარება ვარ წამსვლელი მაგაზე.



Posted by: tokuna11 20 Jun 2018, 17:08
Ladiesman
QUOTE
თავიდან სალენტო და კოკაინი არ გაგიდწორდება (კლუბებია პრივე) მარა მერე მიხვდები რო უკეთესი კლუბი არ არსებობს მანდ 

ეგ არა უშავრს, როგორც ვიცი მთელი დორმი მანდ დადის სულ და შევეჩვევი იმედია biggrin.gif

დორმზე უფრო მეფიქრება ახლა user.gif

Posted by: LOLZ 20 Jun 2018, 18:30
execution
აქაური და ამერიკული უნივერსიტეტები ბევრი რამით განსხვავდება. თუნდაც რესურსებით, პოტენციალით და პერსპექტივებით. სწავლების მეთოდებითაც.შეიძლება გაგიმართლოს პროფესორებში, შეიძლება არა. შენზეც ბევრი რამეა დამოკიდებული - რა გინდა, რას წამოიღებ. საგნები - ახლა თითქმის ყველა ნორმალურ უნის უდევს სილაბუსები საიტებზე. ჩაუჯექი და ნახავ რა გინდა, რა გჭირდება.
გარემოც განსხვავებულია. კამპუსების უმეტესობა ქალაქგარეთაა, დიდი სამყაროსგან მოწყვეტილი. პატარა უნიში თუ მოხვდი, ხალხიც ცოტა იქნება და ჯგუფებიც პატარა.

გარკვეული ფინანსებიც უნდა გაითვალისწინო. აქ თუ ინგლისურად სწავლობ ტოეფელი არ დაგჭირდება. ცნობას წარადგენ და ეგაა. GRE -ის ჩაბარებას მაინც მოგთხოვენ. + სააპლიკაციო გადასახადები და ა.შ.
მთავარია ჯერ განსაზღვრო რა გინდა. ზოგადი სპეციალობები ძალიან ბევრია. რაც უფრო დაკონკრეტდები შენი ხეირი biggrin.gif ძებნაც გაგიადვილდება და კვლევის თემის მოფიქრებაც.
რთული ნამდვილად არაა, უბრალოდ შრომატევადია.

Posted by: Enuka99 24 Jun 2018, 18:06
პოლონეთში მივდივარ სექტემბერში და Académie Andrzej Frycz Modrzewski de Cracovie აქ ვაპირებ ჩაბარებას. ვინმეს ხო არ გსმენიათ რამე?

Posted by: Sunwell 24 Jun 2018, 23:56
გამარჯობათ, მაინტერესებს როგორ შეიძლება ჩაირიცხო ევროპული უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე? ანუ რა პროცედურების გავლაა საჭირო?

თუ იცით რაიმე ცენტრი ან სააგენტო ვინც დამაკვალიანებს

Posted by: LOLZ 25 Jun 2018, 00:12
Sunwell
ეს თემა თავიდან ბოლომდე ყურადღებით რომ წაიკითხო სააგენტოებს არც კი ახსენებ smile.gif)
ქვეყანას გააჩნია. ატესტატი, ნიშნების ფურცელი და ენის სერტიფიკატი აუცილებლად გჭირდება. დანარჩენი - უნივერსიტეტის მოთხოვნებიდან გამომდინარე. შეიძლება CV, სამოტივაციო და რეკომენდაციებიც მოგთხოვონ. და/ან სხვა დოკუმენტებიც.
სტიპენდია თუ გინდა, უნდა იცოდე რომ უფრო დიდი კონკურენციაა დაფინანსებებზე. და გარანტირებულიც არ არის.

Posted by: Lady_Bird 27 Jun 2018, 15:57
გერმანიაში თუ სწავლობთ ან სწავლობდით ვინმე ბლოკირებული ანგარიშის გახსნა სამ ბანკშია შესაძლებელი და დოჩე ბანკს რაიმე უპირატესობები აქვს Fintiba და X patri-სთან შედარებით. ნაკლი ის აქვს რომ საბუთების გაგზავნა უნდა და მგონი დროშიც უფრო გაწელილი პროცესია, რას მირჩევთ? Fintiba -ს ონლაინ გახსნის სერვისი აქვს და უფრო სწრაფად გვარდება

Posted by: nanu 28 Jun 2018, 09:14
იტალიაში ვინც სწავლობთ
პრეისკრიციონეს პროცედურასთან დაკავშირებით მაქვს კითხვები, გამომეხმაურეთ smile.gif)

Posted by: chukius 28 Jun 2018, 11:51
გამარჯობათ ხალხო.

მოკლედ ვარ 25 წლის, მაგისტრი. ბაკალავრიატი თსუ-ში დავამთავრე ფსიქოლოგია. მინდა საზღვარგარეთ მაგისტრატურა ან დოქტორანტურა დაფინანსებით და სტიპენდიით ( gigi.gif ).

კარგი ის არის, რომ ჩემი პროფესიით ვმუშაობ თითქმის 5 წელია უკვე, სამაგისტრო ნაშრომის წარდგენაც შემიძლია კომისიისთვის, რომელშიც 100-დან 100 ქულა ავიღე ილიაუნიში. მაგისტრატურა დავამთავრე საშუალო 89.4 ქულით. ანუ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ორი დიდი პრობლემა მაქვს:

1) ის რომ ინგლისური ბ1 დონეზე ან უკეთეს შემთხვევასი ბ2 მინუსით ვიცი, მაგრამ ამას მოვაგვარებ. უკვე მივედი ინგლისურზე 3 თვეა და გადაწყვეტილი მაქვს იქამდე ვიარო, სანამ ტოეფელში კარგ ქულას არ ავიღებ.

2) ბაკალავრიატი, როგორც ქართველი ბიჭების უმრავლესობამ ჯოკერში და სასმელში გავლიე. GPA ბაკალავრიატზე მაქვს 1.0. facepalm.gif gigi.gif

ხოდა ფულბრაიტზე მინდოდა ბედის ცდა მომავალ წელს, მაგრამ ეგენი ბაკალავრიატის ქულებსაც ითხოვენ და რა ვქნა სად გამოვყო თავი ამ ჩემი 1.0.-იანი ჯიპიეით? არადა მაგისტრატურაზე კარგად შევუბერე, სამუშაო გამოცდილებაც მაქვს, კვლევებიც მაქვს და ინგლისურზეც ვიხოდები. მოკლედ ყველაფერია, მაგრამ ეხლა მთელი ცხოვრება ყველა სერიოზულ ვარიანტზე უარი უნდა ვთქვა იმის გამო, რომ 17-20 წლის ასაკში მეკიდა სწავლა? sad.gif

არ არის რამე ვარიანტი რომ არ მიაქციონ ყურადღება ამას?


Posted by: AnEeEeE=]] 28 Jun 2018, 11:57
QUOTE
ფულბრაიტზე მინდოდა

ერთს უშვებენ მარტო როგორც გავიგე დ მეც ვაპირებდი გაგზავნას , კაი ჯიპიეიც მაქვს,მარა მაინც დავიკიდე, ერთი ძაან ცოტაა biggrin.gif

Posted by: LOLZ 28 Jun 2018, 12:30
chukius
ბაკალავრიატის ნიშნების გარეშე არფერი გამოვა. გინდა-არ გინდა სადაც არ უნდა ჩააბარო ყველგან მოგიწევს გაგზავნა. მით უმეტეს სტიპენდიაზე.
მარტო ნიშნებზე არაა. მიღწევები, მოტივაცია და ა.შ. და თან სხვების მონაცემები, უნივერსიტეტის პოლიტიკა უცხოელი სტუდენტებისთვის... ნებისმიერ შემთხვევაში უნდა სცადო. wink.gif
AnEeEeE=]]
ფულბრაიტი 10-15 კაცს უშვებს. ვინ გითხრა რომ მარტო ერთს არჩევენ?



* * *
Lady_Bird
ეს თემა ჩაათვალიერე და სადმე იქნება მაგ კითხვაზე პასუხი givi.gif
https://forum.ge/?f=79&showtopic=33587057

Posted by: chukius 28 Jun 2018, 12:59
LOLZ
QUOTE
მარტო ნიშნებზე არაა. მიღწევები, მოტივაცია და ა.შ. და თან სხვების მონაცემები, უნივერსიტეტის პოლიტიკა უცხოელი სტუდენტებისთვის... ნებისმიერ შემთხვევაში უნდა სცადო.

მიღწევებს არაუსავს ჩემი ასაკისთვის. რეკომენდაციებიც კარგი მექნება. სხვებს რაც შეეხება, მე ისეთი მიმართულებით მინდა გაგრძელება, სულ 30 კაცი ვართ მაგ პროფესიის ამ ქვეყანაში და იქიდან არავინ აპირებს ფულბრაიტზე შეტანას მგონი biggrin.gif თან აშშ-ში აქტუალურია ეგ საქმე.


უბრალოდ გასაუბრებამდე თუ მივედი 100% დამისვამენ მაგ კითხვას რატო გქონდა ასეთი ცუდი ნისნებიო და რითი გავაპრავო ვერ ვხვდები.

Posted by: LOLZ 28 Jun 2018, 14:24
chukius
ჩემთვის ნიშნებზე არც ერთ გასაუბრებაზე არ უკითხავთ smile.gif სადმე სამოტივაციოშივე უნდა გააპრავო ცუდი ნიშნები smile.gif ჯოკრის თამაშის გარდა რას აკეთებდი ბაკალავრიატზე? სამსახური გქონდა?

ფულბრაიტზე სპეციალობებით არ ირჩევენ. კანდიდატს აფასებენ და მის პოტენციალს. დაბრუნების შემდეგ რას გააკეთებს/შეცვლის ქვეყანაში.
ფულბრაიტზე J1 ვიზას გაძლევენ, თავისი 2-years home residency requirement-ით, ანუ გავალდებულებენ რომ დაბრუნდე და მინიმუმ 2 წელი გაატარო შენს ქვეყანაში. ამის გაკეთება თუ არ გინდა მაშინ დამოუკიდებლად უნდა ჩააბარო უნივერსიტეტებში.

Posted by: AnEeEeE=]] 28 Jun 2018, 14:30
LOLZ
QUOTE
ფულბრაიტი 10-15 კაცს უშვებს. ვინ გითხრა რომ მარტო ერთს არჩევენ?

ნამდვილად იცი? ჩემმა თანამშრომელმა მითხრა როდისღაც ასე :/

Posted by: LOLZ 28 Jun 2018, 14:56
AnEeEeE=]]
კი, ნამდვილად ვიცი. და წელს უფრო გაზრდიან რაოდენობას.
ქართველების ნახვა თუ გინდა წლების მიხედვით https://www.cies.org/fulbright-scholars.

Posted by: chukius 29 Jun 2018, 11:04
LOLZ
QUOTE
ჩემთვის ნიშნებზე არც ერთ გასაუბრებაზე არ უკითხავთ

ალბათ იმდენად კარგი ნიშნები გქონდა, რომ არც იყო განსახილველი აღარაფერი.

QUOTE
სადმე სამოტივაციოშივე უნდა გააპრავო ცუდი ნიშნები

ეს კარგი იდეაა up.gif მადლობა.

QUOTE
ჯოკრის თამაშის გარდა რას აკეთებდი ბაკალავრიატზე? სამსახური გქონდა?

არაფერს განსაკუთრებულს. სამსახური მე-4 კურსიდან მაქვს. კარგი ის არის, რომ გამიმართლა სამსახურებში და თავიდანვე ჩემი პროფესიით ვმუშაობ. მერე მაგისტრატურაზეც კონკრეტულად იმაზე გავაგრძელე, რაზეც ვმუშაობდი დ ისევ იგივე თემაში ვარ. ანუ გამოცდილება კარგი მაქვს.

QUOTE
ფულბრაიტზე J1 ვიზას გაძლევენ, თავისი 2-years home residency requirement-ით, ანუ გავალდებულებენ რომ დაბრუნდე და მინიმუმ 2 წელი გაატარო შენს ქვეყანაში. ამის გაკეთება თუ არ გინდა მაშინ დამოუკიდებლად უნდა ჩააბარო უნივერსიტეტებში.

არა, არა, დარჩენას არ ვაპირებ არსად. ოჯახი მყავს და შვილები, სულ რომ არ მავალდებულებდნენ ისედაც უკან დავბრუნდებოდი.

ისე ინგლისურის ქულას აზრი აქვს? ანუ თუ ითხოვენ ტოეფელის 80-ზე მეტს მაგალითად, აქვს მნისნელობა 90 მაქვს თუ 100 ქულა? არის ეგ პრიორიტეტული?

Posted by: LOLZ 29 Jun 2018, 13:00
chukius
ჩატში შემოდი და რაღაცეებს გეტყვი

QUOTE
ისე ინგლისურის ქულას აზრი აქვს? ანუ თუ ითხოვენ ტოეფელის 80-ზე მეტს მაგალითად, აქვს მნისნელობა 90 მაქვს თუ 100 ქულა? არის ეგ პრიორიტეტული?

მინიმალური მითხოვნა აქვთ, თუ არ ვცდები 81. ამის ზემოთ თუ გექნება კარგია, მაგრამ ქვემოთ არ უნდა იყოს.

Posted by: execution 4 Jul 2018, 11:38
LOLZ
მთლიანი თემა გადავიკითხე, მაგრამ რჩევა მაინტერესებს, სტაჟიანი ჩანხარ :დ



მოკლედ, GPA მაქვს 3.55, მე4 კურსზე გადავედი ახლა, ინგლისურენოვან Comp. Engineering პროგრამაზე. თსუ ს და SDSU ს კალიფორნიულ დიპლომს მომცემენ. მანამდე ცოტა დამივარდება კიდე GPA :დ 3.78 მქონდა შარშან ამ დროს
სკოლის ნიშნები კარგი მქონდა ბოლო კლასების, რამდენიმე 9 იანი თუ იქნება შერეული. ძირითადად ზოგადი განათლების სანგები მიგდებს GPA ს.

ხოდა კვლევის და extra-curricular აქტივობების გამოცდილებაც მაქვს ძირითადად machine learning (AI) სთან დაკავშირებულ თემებზე.


ხოდა სრულად დაფინანსებულ ვარიანტს ვეძებ, და რას ფიქრობ რა ვარიანტები მაქვს? Computer Science მინდა

სურვილის მიხედვით დალაგებული ახლა რა ვარიანტებიც ვიცი:
!)ამერიკაში არ გამოვა დიდი ალბათობით მაგრამ ვცდი მაინც.მანდ სრული მარტო ფულბრაითია და ჩემი მონაცემებით წასულა ვინმე? :დ მეეჭვება
2)DAAD მოჟნა, გერმანულს რომ ჩავუჯდე.
3)ტალინი,ტარტუ
4)ან კიდე აქ ჩაბარება და პირველი სემესტრის მერე ერასმუსით ევროპაში წასვლა, მაგრამ ეს დროებითი პონტი არ მომწონს :დ

სხვა რა ვარიანტია? :დ ან რას ფიქრობ ყველაზე კაი შანსი სად მექნება, ან ჩემ მაგივრად რას იზამდი? :დ

ბოდიში სემაწუხებლად ბევრი კითხვა თუა :დ
* * *
ამერიკაში სრულ დაფინანსებას ვერ ავიღებ მაგრამ ნორმალური სქოლარშიფი რომ მომცენ და ასისტენტის პოზიციას დამპირდნენ ვარ მაგაზე წამსვლელი master + PhD combined პროგრამაზე.

Posted by: LOLZ 4 Jul 2018, 13:22
execution
QUOTE
!)ამერიკაში არ გამოვა დიდი ალბათობით

რატომ არ გამოვა?

მაგისტრატურაზე სკოლის ნიშნები არ გჭირდება. იშვიათად თუ მოგთხოვს რომელიმე ქვეყანა/უნი. მაგრამ მაგ ეტაპზე როგორც წესი მხოლოდ ბაკალავრის ქულები აინტერესებთ.
არ ვიცი ფულბრაიტის გამარჯვებულების მონაცემები ასე რომ ვერ გეტყვი შენნაირები იყვნენ თუ განსხვავებულები smile.gif შეგიძლია დაგუგლო და ნახო რა გამოცდილება/მიღწევები ჰქონდათ.
შეგიძლია ასევე დამოუკიდებლად ჩააბარო და მთავრობის სტიპენდიაზე შეიტანო განაცხადი. iec.gov.ge
შენს ადგილზე დავიწყებდი უნივერსიტეტების დაგუგვლით, რომელს აქვს ის პროგრამა რაც მინდა რომ ვისწავლო. და ვნახავდი მათი დაფინანსების შესაძლებლობებს. შრომატევადი სამუშაოა . და შენს მეტი არც არავინ გააკეთებს. smile.gif
დანარჩენი კიდევ - ტოეფელი არ გჭირდება რადგან ინგლისურად სწავლობ. ამერიკისთვის ალბათ GRE. ნახე შენს სპეციალობაზე რას ითხოვენ. დაიწყე მეცადინეობა. ინტერნეტში უამრავი რესურსია. დღეში 15-30 წუთი რომ დაუთმო კარგად გახვალ გამოცდაზე.
* * *
ჰოდა რას აიღებ და რას ვერა მაგას წინასწარ ნუ წყვეტავ smile.gif) შეიძლება რამდენიმე უნიმ მოგცეს დაფინანსება, შეიძლება არც ერთმა. მაგას ვერავინ გეტყვის წინასწარ. შენი სცადე, მაქსიმალური ჩადე აპლიკაციაში და შედეგსაც ნახავ.

Posted by: execution 4 Jul 2018, 14:51
LOLZ
მართალი ხარ
დეტალურად გადავხედავ და ვცდი ყველაფერს smile.gif

მადლობა

Posted by: impossiblegirl 4 Jul 2018, 15:05
execution
ჯიარი უნდა ჩააბარო და მაღალი ქულა აიღო რომ ამერიკაში სამაგისტრო-სადოქტოროზე მოხვდე , ასეთს ვიცნობ რამდენიმეს, ისე რთულია რა თქმა უნდა=))

Posted by: tako44 7 Jul 2018, 23:21
impossiblegirl
ყველა ფაკულტეტი ჯიარს არ ითხოვს, უმეტესობა ითხოვს, მაგრამ ყველა - არა.

Posted by: hidden 11 Jul 2018, 18:51
გამარჯობა მესამე კურზე გადავდივარ და შესაძლებელია ჩემთვის მობილობით რომელიმე უცხოურ უნივერსტიტეტში გავაგრძელო სწავლა პირველი სემესტრიდან თუ არა მეორე სემესტრიდან მაინც

Posted by: LOLZ 11 Jul 2018, 20:34
hidden
შენს უნივერსიტეტში უნდა იყოს მობილობის პროგრამები. თავისი მოთხოვნები და ვადები ექნება. უნის საიტზე ნახე, ან ადმინისტრაციაში იკითხე.

Posted by: Brock 21 Jul 2018, 22:33
tokuna11

ვილნიუსის უნივერსიტეტში არ მისწავლია მარა ნამყოფი ვარ თვითონ მთავარი კორპუსის შენობაშიც და დორმითორის პირობებიც ვიცი...

საკმაოდ კარგი რეპუტაციის უნივერსიტეტია და თვითონ ადგილობრივებსაც უჭირთ მანდ მოხვედრა...

მოკლედ დორმითორი ვილნიუსში მყოფი უნივერსიტეტებიდან ერთ ერთი საუკეთესო აქვთ...

მიკოლას რომერის აქვს კიდე კარგი დორმი მარა მაგათ საშხაკე აქვთ საერთო... ციხეში როა ქალები და კაცები ცალ ცალკე ერთად რომ არიან მასე... biggrin.gif

სხვა მხრივ თვითონ ვილნიუსში თუ გინდა ვილნიუსის უნივერსიტეტს გირჩევ პირველ რიგში...

მარა თუ ინგლისური არ იცი იმდენად კარგად ან ცოტა მეზარება ტიპი ხარ სწავლასთან მაგ უნივერსიტეტს არ გირჩევ რადგან სარისკოა... საკმაოდ სერიოზული სიმკაცრე და დისციპლინა აქვთ...

ასე რომ თუ ეგ პრობლემა გაქვს როგორც ესე მაშინ მოკოლას რომერის გირჩევ...



Posted by: tokuna11 23 Jul 2018, 12:06
Brock
QUOTE
ვილნიუსის უნივერსიტეტში არ მისწავლია მარა ნამყოფი ვარ თვითონ მთავარი კორპუსის შენობაშიც და დორმითორის პირობებიც ვიცი...

საკმაოდ კარგი რეპუტაციის უნივერსიტეტია და თვითონ ადგილობრივებსაც უჭირთ მანდ მოხვედრა...

მოკლედ დორმითორი ვილნიუსში მყოფი უნივერსიტეტებიდან ერთ ერთი საუკეთესო აქვთ...

მიკოლას რომერის აქვს კიდე კარგი დორმი მარა მაგათ საშხაკე აქვთ საერთო... ციხეში როა ქალები და კაცები ცალ ცალკე ერთად რომ არიან მასე...

სხვა მხრივ თვითონ ვილნიუსში თუ გინდა ვილნიუსის უნივერსიტეტს გირჩევ პირველ რიგში...

მარა თუ ინგლისური არ იცი იმდენად კარგად ან ცოტა მეზარება ტიპი ხარ სწავლასთან მაგ უნივერსიტეტს არ გირჩევ რადგან სარისკოა... საკმაოდ სერიოზული სიმკაცრე და დისციპლინა აქვთ...

ასე რომ თუ ეგ პრობლემა გაქვს როგორც ესე მაშინ მოკოლას რომერის გირჩევ...

გაცვლითი პროგრამით მივდივარ უკვე, გადაწყვეტილია biggrin.gif

ძალიან კარგი, თუ ნორმალური დორმია, თორე სურათებიდან საშინელება ჩანდა.
მადლობა jump.gif

Posted by: AnEeEeE=]] 23 Jul 2018, 12:11
execution
QUOTE
machine learning (AI) სთან დაკავშირებულ თემებზე.

ძაან მაგარი თემაა ეს, ახალი და აქტუალური, განათლების ცენტრიდანაც სცადე, ბევრი მიდის მაგ პროგრამით, პროსტა ის უტეხავს რო ვალდებულება გაქვს მერე ჩამოსვლის=))

Posted by: execution 23 Jul 2018, 12:52
QUOTE (AnEeEeE=]] @ 23 Jul 2018, 12:11 )
execution
QUOTE
machine learning (AI) სთან დაკავშირებულ თემებზე.

ძაან მაგარი თემაა ეს, ახალი და აქტუალური, განათლების ცენტრიდანაც სცადე, ბევრი მიდის მაგ პროგრამით, პროსტა ის უტეხავს რო ვალდებულება გაქვს მერე ჩამოსვლის=))

განათლების ცენტრი ეს? http://iec.gov.ge/

Posted by: x360Soulja 23 Jul 2018, 13:05
მოკლედ, გადაწყვეტილი მაქვს აქ, რომ მოვრჩები მასტერს კიდევ 1 გავიარო უცხოეთში. CEU -ში მინდა საერთაშორისო ურთიერთობებზე.



ახლა ვნახე How to Apply ვიდეო და ერთი საინტერესო დეტალი აღმოვაჩინე.



ვიდეოში როგორც ამბობენ, საჭიროა IELTS ან TOEFL, მაგრამ არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიცო.


როგორც გავიგე თუ BA ან MA ინგლისურ ენაზე გაქვს გავლილი არ გთხოვენ სერტიფიკატს.


ამ ეტაპზე არც IELTS/TOEFL არ მაქვს, რადგან დროებითია სულ ვფიქრობდი რომ საჭირო დროს უნდა ამეღო მერე ვადა რო არ გასვლოდა.


ვინც იქ სწავლობთ ან გაქვთ ინფორმაცია, ცნობის გაგზავნის შემთხვევაში, რომ მასტერი ინგლისურად მაქვს დამთავრებული (თეზისის დაწერაღა დამრჩა სექტემბერში) აღარ მომთხოვენ სერტიფიკატებს?





2:40 -დან საუბრობენ ამ თემაზე.




user posted image


პ.ს. თან ახლა ისეთ სამსახურში ვარ სადაც უმეტესწილად ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნის გამო ამიყვანეს, პრინციპში სარეკომენდაციო წერილში მაგას დამიწერს უფროსი.
* * *
იმის აღნიშვნა დამავიწყდა, რომ ამ ეტაპზე თეზიზის გამოკლებით მასტერზე 3.62 მაქ GPA, ბაკალავრი 3.55 -ით დავამთავრე.


საკმარისია ხო განაცხადის გასაკეთებლად?


Posted by: AnEeEeE=]] 23 Jul 2018, 15:21
execution
QUOTE
განათლების ცენტრი ეს? http://iec.gov.ge/

აჰაა

Posted by: execution 23 Jul 2018, 15:34
QUOTE (AnEeEeE=]] @ 23 Jul 2018, 15:21 )
execution
QUOTE
განათლების ცენტრი ეს? http://iec.gov.ge/

აჰაა

მადლობა yes.gif

Posted by: execution 29 Jul 2018, 11:07
DAAD ს არდადეგები აქვს აგვისტოს შუა რიცხვებამდე და ვერ ვეკითხები ხოდა თქვენ ხომ არ იცით ინგლისურენოვან პროგრამაზე თუ ვსწავლობ და ამერიკულ უნივერსიტეტში ვირიცხები(ნუ ტექნიკურად/იურიდიულად :დ თორე საქართველოში ვარ) მაინც მჭირდება სერთიფიკატი?

ჩემს TOEFL ს ვადა გაუვიდა და თავიდან მიწევს რამის აღება? :დ

LOLZ ხომ არ იცი

Posted by: LOLZ 29 Jul 2018, 11:17
execution
რამდენი ხანია რაც სწავლობ? პროგრამის მოთხოვნებს გააჩნია. ხოგი ითხოვს რომ 1 წელი მაინც იყოს, ზოგი - დამთავრებული გქონდეს. წესით არ უნდა მოგთხოვონ მაგრამ მაინც გადამოწმება სჯობია. როდის აქვს საბუთების გაგზავნის დედლაინი?
* * *
უნივერსიტეტს გამოართვი დოკუმენტი რომ სწავლა ინგლისურ ენაზეა და კითხვასთანე ერთად ეგეც გაუგზავნე. უფრო დამაჯერებელი იქნები smile.gif
ტოეფელს როდის გაუვიდა ვადა?

Posted by: execution 29 Jul 2018, 11:37
LOLZ
მადლობა, ჯერ ბევრი დროა :დ პირველ ნოემბრამდე, უბრალოდ წინასწარ ვარკვევ :დ
3 წელია ვსწავლობ უკვე, მე4 ზე გადავდივარ,

2015 ში ავიღე და მგონი 1 თუ 2 წელი აქვთ მაგათ :დ მაგრამ მაინც არ წავა :დ ახლა ვიპოვე და B2 აწერია :დ



Posted by: LOLZ 29 Jul 2018, 12:22
execution
ცნობა უნივერსიტეტიდან უეჭველი გააკეთე. დიდი ალბათობით გადაგრჩენს ტოეფელს smile.gif რომ დაამთავრებ, მერე საერთოდ აღარ დაგჭირდება აკადემიური ტესტები smile.gif
2015-ში ჩაბარებული უკვე აღარ იმოქმედებს biggrin.gif

Posted by: execution 29 Jul 2018, 12:48
QUOTE (LOLZ @ 29 Jul 2018, 12:22 )
execution
ცნობა უნივერსიტეტიდან უეჭველი გააკეთე. დიდი ალბათობით გადაგრჩენს ტოეფელს smile.gif რომ დაამთავრებ, მერე საერთოდ აღარ დაგჭირდება აკადემიური ტესტები smile.gif
2015-ში ჩაბარებული უკვე აღარ იმოქმედებს biggrin.gif

მადლობა
გამოსადეგი ინფოა :დ

Posted by: tokuna11 13 Aug 2018, 18:38
მაგისტრატურაზე ისეთი პროგრამები არსებობს, რომლებიც სწავლის გარდა ცხოვრების ხარჯებსაც აფინანსებენ?
გაცვლითი პროგრამა არ მინდა, პირდაპირ სხვაგან ჩაბარებას ვგულისხმობ.
ინგლისურ ენაზე რომ იყოს, იურიდიული ფაკულტეტი.

Posted by: LOLZ 13 Aug 2018, 19:51
tokuna11
კი არსებობს, მაგრამ ხანგრძლივი ძებნა სჭირდება. კონკურენციაც დიდია და შენი მიღწევებიც უნდა გიწყობდეს ხელს რომ სრული დაფინანსება გამოგიყონ.
iec.gov.ge -ც აფინანსებს მთლიანად ან ნაწილობრივ მაგისტრატურებს, სახელმწიფო ფონდია.

Posted by: tokuna11 15 Aug 2018, 17:01
LOLZ
მადლობა

...............

Posted by: gigajoj 15 Aug 2018, 19:34
tokuna11
chevening-ის პროგრამა აფინანსებს სრულად, მაგრამ აქ გასვლა ძალიან რთულია.

ასევე ერასმუსიც აფინანსებს სრულად სწავლასა და ცხოვრებას

Posted by: tokuna11 16 Aug 2018, 12:33
gigajoj
QUOTE
chevening-ის პროგრამა აფინანსებს სრულად, მაგრამ აქ გასვლა ძალიან რთულია.

მადლობა.

QUOTE
ასევე ერასმუსიც აფინანსებს სრულად სწავლასა და ცხოვრებას

გაცვლითი პროგრამა საბოლოო ვარიანტად მაქ შემონახული, ჯერ ამ 1 წლიანებს ვცდი biggrin.gif

კიდევ ხომ არ იცით რაიმე ამ chevening-ის მსგავსი?

Posted by: LOLZ 16 Aug 2018, 14:12
tokuna11
ერაზმუსი მარტო გაცვლითი სემესტრები არაა უნივერსიტეტებს შორის. შეგიძლია ჩააბარო დამოუკიდებლად მაგისტრატურაზე და მიიღო სრული დაფინანსება.

Posted by: tokuna11 16 Aug 2018, 15:24
LOLZ
ეგ არ ვიცოდი. მხოლოდ გაცვლითები მეგონა ერასმუსით. შეგიძლია დამილინკო რაიმე, სადაც მეტ ინფორმაცაის ვნახავ ასეთ სრულ სამაგისტრო ერასმუსის პროგრამებზე?

Posted by: LOLZ 16 Aug 2018, 15:29
tokuna11
აქაა https://eacea.ec.europa.eu/erasmus-plus/library/emjmd-catalogue_en

შემოდგომაზე უნდა შეამოწმო, ზოგი ახალი ემატება, ზოგი უქმდება

Posted by: tokuna11 16 Aug 2018, 15:33
LOLZ
მადლობა.
სამართალი არ აქვთ საერთოდ sad.gif

Posted by: LOLZ 16 Aug 2018, 17:36
tokuna11
უნდა ეძებო და იპოვი, აბა როგორ გინდა biggrin.gif
+ უნდა გქონდეს ჩაბარებული შესაბამისი ტესტები
2019-ის შემოდგომით თუ გინდა წასვლა, ახლა - 2018-ში უნდა გაგავნო საბუთები. უნივერსიტეტების უმეტესობა სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში ხსნის სააპლიაკციო სისტემას. დაფინანსებას რომელიც ითვალისწინებს - დეკემბერ-იანვარში აქვთ დედლაინები.
ჰოდა თუ მართლა რამე გინდა, დროზე დაიკაპიწე ხელები biggrin.gif და ჩემს ბლოგზეც ნახე, ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მიდევს.

Posted by: tokuna11 16 Aug 2018, 21:57
LOLZ
გამომიგზავნე რა შენი ბლოგი biggrin.gif

Posted by: execution 21 Aug 2018, 22:12
QUOTE (LOLZ @ 16 Aug 2018, 15:29 )
tokuna11
აქაა https://eacea.ec.europa.eu/erasmus-plus/library/emjmd-catalogue_en

შემოდგომაზე უნდა შეამოწმო, ზოგი ახალი ემატება, ზოგი უქმდება

ვა რა კაი რაღაც გააძრე

მარტო გაცვლითები მეგონა მეც


ბლოგი შეგიძლია დალინკო? :დ

Posted by: LOLZ 21 Aug 2018, 23:08
execution
ჩემს პროფილში დევს ლინკი. სწავლა საზღვარგარეთ კატეგორიაში მიდევს ბევრი ინფორმაცია. ისე ბევრ რამეზე ვწერ smile.gif)

Posted by: Ermalo 24 Aug 2018, 17:31
მეგობრებო პოლონეთის საელჩოში რა საბუთები უნდა წარვადგინო ეროვნული ვიზისთვის როგორც სტუდენტმა უნივერსიტეტის მოწვევის გარდა? და ბილეთი მხოლოდ ერთი გზა მინდა ხო ჩვეულებრივად?

Posted by: LOLZ 26 Aug 2018, 13:22
Ermalo
პოლონეთის საელჩოს საიტზე იდება საჭირო საბუთების ჩამონათვალი და იქ ნახე. თუ რამე კითხვა გექნება, სჯობია იქვე დარეკო.

Posted by: .Ruud 24 Sep 2018, 16:00
ჰოლანდიაში რა იდიოტურად არის სამუშაო საათები სტუდენტებისთვის განსაზღვრული drug.gif კვირაში 10 საათი wtf

Posted by: tokuna11 27 Sep 2018, 14:41
LLM-ს და ჩვეულებრივ MA-ს (სამართლის მიმართულებით) შორის რა განსხვავებაა? რასაც ვეძებ პროგრამებს, სტიპენდიები ძირითადად ლლმ-ზეა და ყველა ითხოვს წინაპირობად ლლბ-ს და არა უბრალოდ ბაკალავრს სამართლის მიმართულებით, იმის გამო რომ ჩვეულებრივ ბაკალავრზე სხვა საგნების არჩევაც შეგვიძლია, გარდა სამართლის მიმართულებისა.

Posted by: AnEeEeE=]] 27 Sep 2018, 15:01
QUOTE
სტიპენდიები ძირითადად ლლმ-ზეა

ლლმზე რა სტიპენდიები ნახე biggrin.gif

Posted by: აგრაფინა 5 Oct 2018, 10:54
Brock
QUOTE
ამერიკა და კანადაზე ცალკეა თემა...


სად არის ეს თემა, ვერ ვნახე და თუ შეგიძლიათ დალინკეთ რა smile.gif

მოკლედ ასეთი სიტუაციაა, სამედიცინოს მე-3 კურსის სტუდენტი, 3+ GPA, IELTS ტესტის ჩაბარებას ახლა გეგმავს და მინიმუმ 6.5 -7.5 შედეგით.

უნდა ამერიკის უნივერსიტეტში სწავლა, თანახმაა პირველი კურსიდან დაიწყოს, ოღონდ რა თქმა უნდა სამედიცინოზე ვერა (ძალიან ძვირია), არამედ მომიჯნავე სპეციალობაზე, მაგ. Public Health, Occupational Therapy ან რამე ამდაგვარი. აქვს ამერიკაში მუშაობის გამოცდილება (არაპროფესიული), J1 ვიზით, სტუდენტური პროგრამით.

ამერიკის უნივერსიტეტებში სწავლის საშუალო საფასური მერყეობს 12,000-დან 25,000 და რა თქმა უნდა არის უფრო ძვირიანი უნივერსიტეტებიც, ამას ემატება საცხოვრებელი თანხა.

ოჯახს შეუძლია ნაწილობრივ დაფინანსება. რა შანსები აქვს, რომ სქოლარშიფი აიღოს, ღირს თუ არა ცდა. ცხადია, მთლიანად არ დააფინანსებენ, მაგრამ დაახლოებით რამდენს შეიძლება ელოდეს.

ან რამე ისეთი კოლეჯი ან უნივერსიტეტი ხომ არ იცით, შედარებით ნაკლები გადასახადით და ნორმალური რეიტინგით.

მადლობა წინასწარ.

Posted by: LOLZ 7 Oct 2018, 19:01
აგრაფინა
ვერავინ ვერ მოგცემს სტიპენდიის გარანტიას და რაც დაწერე არაა საკმარისი სტუდენტის შანსების შესაფასებლად. შეიძლება ძლიერი კანდიდატიც იყოს მაგრამ არ მიიღონ და/ან არ დააფინანსონ გარკვეული კრიტერიუმების გამო. ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კონკრეტული უნივერსიტეტი. ვერც იმას გეტყვიან რა სქოლარშიფის აღების შანსი აქვს. კოლეჯის შერჩევას რაც შეეხება, სჯობია თვითონ სტუდენტმა მოძებოს იმის მიხედვით რისი სწავლაც უნდა. ერთი და იმავე სახელწოდების პროგრამებსაც კი განსხვავებული საგნები და სილაბუსები შეიძლება ჰქონდეს.
kent state university ნახე, კარგი პროგრამები აქვს, + რესურსები + კარგი რეპუტაცია და ძვირიც არ არის.

ჰოდა.. სააპლიკაციო მასალებზე კარგი მუშაობაა საჭირო რომ საკუთარი მიღწევები და მიზნები ეფექტურად "ითარგმნოს"

ამერიკის თემა სადღაც ქვედა გვერდებზეა. ან ფორუმზე ძებნის ფუნქცია გამოიყენე და იოლად იპოვი.

Posted by: აგრაფინა 8 Oct 2018, 00:28
LOLZ

პირველ რიგში მადლობა, ვნახე kent state university და საინტერესო პროგრამები აქვთ და ასევე დაფინანსების ვარიანტებიც, ღირს ცდად.

სტიპენდიის გარანტიას რომ ვერავინ მისცემს აპლიკანტს, ეს გასაგებია. კოლეჯს კი, თვითონ შეარჩევს ინტერესების შესაბამისაც, რა თქმა უნდა.

მე აქ დავწერე მინიმალური მონაცემები, სტიპენდიის მიცემის ძირითადი კრიტერიუმი, რამდენადაც ვიცი, აკადემიური მოსწრებაა. ნუ სოციალური აქტივობები და სამუშაო გამოცდილება, ასეთი არსებობის შემთხვევაში?

სააპლიკაციო მასალებზე მუშაობა საინტერესოა, რაღაც გამოცდილებაც პირადად მეც მაქვს, ერთხელ ოქსფორდის უნივერსიტეტმა დამაფინანსა სრულად, მეორედ - ფორდჰემის, თან ძალიან ადვილად, ოღონდ იქ სასერთიფიკატო პროგრამებზე იყო საუბარი. smile.gif

Posted by: LOLZ 8 Oct 2018, 14:54
აგრაფინა
აკადემიურ მოსწრებასთან ერთად სხვა რაღაცეებსაც უყურებენ: აკადემიური და არააკადემიური აქტივობები, მიღწევები... ერთ სპეციალობაზე (15-20 ადგილი ალბათ) შეიძლება 2000-ზე მეტი განაცხადი იყოს შესული და წარმოიდგინე რა რთული იქნება გადარჩევის პროცესი. ამიტომ CV, სამოტივაციო, რეკომენდაციები ძალიან დიდი ყურადღებით უნდა იყოს შედგენილი. შეიძლება ძალიან მაგარი კანდიდატიც იყოს მაგრამ უნივერსიტეტმა არც კი ჩარიცხოს. თავის შიდა კრიტერიუმებზე + გეოგრაფიულ ლიმიტებზეც (რომელი რეგიონიდან/ქვეყნიდან რამდენი სტუნდენტი უნდა მიიღონ) + სხვა კანდიდატების მონაცემებზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული.

Posted by: CloUd_NiNe 13 Oct 2018, 21:22
ქართული მაგისტრის დიპლომით ჩვეულებრივ შეიძლება ჩაბარება დოქტურანტურაზე უცხოეთში? თუ მანამდე საზღვარგარეთ მაგისტრატურის გავლა ჯობია?
ისიც არის რომ სამაგისტრო ნაშრომში კარგი ქულა ვერ მივიღე თავის დროზე

Posted by: LOLZ 13 Oct 2018, 21:39
CloUd_NiNe
QUOTE
ქართული მაგისტრის დიპლომით ჩვეულებრივ შეიძლება ჩაბარება დოქტურანტურაზე უცხოეთში?

კი, თავისუფლად ჩააბარებ. მთავარია მიღების მოთხოვნები დააკმაყოფილო

Posted by: CloUd_NiNe 14 Oct 2018, 02:56
LOLZ
თუმცა, ქართული დიპლომით საქართველოს ფარგლებს გარეთ დასაქმების შანსი შეუძლებელი თუ არა ძალიან მცირეა
ამიტომ შეიძლება დასაწყისისთვის უცხოეთში მაგისტრატურა ჯობდეს და ამის მერე დოქტურანტურაზე ფიქრი, არ ვიცი biggrin.gif

Posted by: execution 16 Oct 2018, 13:55
DAAD ს ვფიქრობდი მაგრამ ჩემი ჯგუფიდან აბარებს სასტავი სავარაუდოდ იგივე ფაკულტეტებზე/უნიებში და ჩემზე უკეთესი აკადემიური ამბები აქვთ :|

რამე მაინც შევავსებ მარა რამე ისეთი პროგრამები უნდა მოვძებნო ბევრმა რომ არ იცის :დდდდ

ბიუროკრატიული ჩუკენობაა მთელი უნვიერსიტეტის ამბები

ჩემით მინდა ვისწავლო, მარა ისეთი ინტერესები მაქვს აკადემიაშია ყველა ვინც მმაგითაა დაკავებული და თვითნასწავლი აკადემიაში ვერ გაიჩითები და ვერსად ვერ წახვალ საქართველოდან sad.gif


Posted by: LOLZ 16 Oct 2018, 16:23
CloUd_NiNe
სადაც არ უნდა იყო, დასაქმება მხოლოდ დიპლომზე არაა დამოკიდებული. სხვა უნარები + მიღწევებიც უნდა გქონდეს, + საკუთარი თავის პრეზენტაცია შეგეძლოს ეფექტურად. ასე რომ მარტო საბუთებზე და დიპლომებზე ნუ ჩაიციკლები smile.gif
დოქტორანტურა რად გინდა? აკადემიაში გინდა მოხვედრა?

Posted by: CloUd_NiNe 18 Oct 2018, 02:02
LOLZ
მართალია, უბრალოდ არ ვარ დარწმუნებული რომ ქართული დიპლომით საზღვარგარეთ დასაქმება შესაძლებელია
თან ბოლო დროს სპეციალიზაციის შეცვლაც მინდა (სამართლის დარგებს ვგულისხმობ) მაგრამ ამისთვის ალბათ მაგისტრატურა ჯობია
თუმცა ისიც მართალია რომ მარტო დიპლომზე არაა დამოკიდებული კარიერული წინსვლა
QUOTE
აკადემიაში გინდა მოხვედრა?

უარს არ ვიტყოდი
QUOTE
დოქტორანტურა რად გინდა?

არ მაქვს გადაწყვეტილი რომ ნამდვილად ვაპირებ, მაგრამ როგორც ერთ-ერთ ვარიანტს განვიხილავ

Posted by: AnEeEeE=]] 18 Oct 2018, 09:28
ჩევენინგზე შეგაქვთ ვინმეს? რა საშინელი ესსებია user.gif

Posted by: execution 19 Oct 2018, 14:03
AnEeEeE=]]
you are eligible if you have at least 2,800 hours of work experience sad.gif


აუ ერასმუსზე რამდენი პროგრამაა ვიბნევი რომ შევდივარ რომელიმე საიტზე :დდდდ

Posted by: LOLZ 19 Oct 2018, 14:13
AnEeEeE=]]
რა თემებზეა ესეები?

execution
ნწნწ biggrin.gif რა უნდა პროგრამების გაცხრილვას biggrin.gif

CloUd_NiNe
დოქტორანტურაში თუ ჩააბარებ, კვლევა, სწავლება, ანალიტიკური მუშაობა უნდა გინდოდეს. და ისეთ სამსახურებშიც არ აგიყვანენ სადაც მაგისტრის დიპლომს ითხოვენ (ნორმალურ ქვეყანაში smile.gif ) ასე რომ კარგად მოიფიქრე რად გინდა და ხარისხის მიღების შემდეგ რას გააკეთებ. დოქტორობა გარკვეულ პერსპექტივებს გიხსნის და რაღაც გზებსაც გიკეტავს.

Posted by: AnEeEeE=]] 19 Oct 2018, 15:04
execution
QUOTE
you are eligible if you have at least 2,800 hours of work experience 

ჰო user.gif , ძაან პატარებისთვის არარი=))

QUOTE
რა თემებზეა ესეები?

ლიდერშიფზე და ნეთვორქინგზე ძირითადად

Posted by: execution 19 Oct 2018, 15:08
QUOTE (LOLZ @ 19 Oct 2018, 14:13 )
execution
ნწნწ biggrin.gif რა უნდა პროგრამების გაცხრილვას biggrin.gif

გაცხრილვა მარტივია მაგრამ,
რომელ საიტზე? :დდდდ

ეგეც გასარკვევი მაქვს + სხვა პროგრამებზეც მინდა შEტანა აპლიკაციის და მაგაშია საქმე :დდდდ
user posted image

Posted by: LOLZ 19 Oct 2018, 15:45
execution
EMJMD Catalogue რომ აწერია, ეგაა შენი საიტი smile.gif ყველა სამაგისტრო პროგრამა მანდ დევს.

Posted by: Haidi 19 Oct 2018, 16:56
აქ არის ვინმე ვინც გერმანიაში წავიდა პროფესიული სწავლების პროგრამით ?

Posted by: marimari11 19 Oct 2018, 18:04
Haidi
აუსბილდუნგს გულისხმობ?

Posted by: LOLZ 19 Oct 2018, 19:01
AnEeEeE=]]
QUOTE
ჰო  , ძაან პატარებისთვის არარი=))

ასაკი არაფერ შუაშია, შეიძლება პატარაც იყო მაგრამ გქონდეს რაღაც გამოცდილება. თან მანდ ინტერნშიფებსაც თვლიან, მოხალისეობასაც, ნახევარ და სრულგანაკვეთიან სამსახურსაც. კარგად წაიკითხე ინსტრუქციები, 2800 საათი "მსუქნად" ჟღერს მაგრამ ადვილი საჩვენებელია smile.gif)

ახლა 15-16 წლის ტიპებისთვის რომ არაა ეს სტიპენდია, ორჯერ ორია smile.gif და არც მარტო სწავლაზე გადაყოლილი სტუდენტებისთვის smile.gif პრაქტიკული გამოცდილება, თუნდაც უმნიშვნელო, საინტერესო გამოცდილებას აძლევს ადამიანს. და რეალურ სიტუაციას აჩვენებს თავის სფეროში. თეორიები ბრიტანეთში თქვენზე კარგად იციან, რაც უნიკალურ კანდიდატად გაქცევთ არის ის, რასაც აკეთებთ და რისი პრეზენტაციაც შეგიძლიათ.

QUOTE
ლიდერშიფზე და ნეთვორქინგზე ძირითადად

smile.gif მერე რა. პატარა წარმატებასაც შეგიძლია გრძელი კუდი გამოაბა givi.gif

Posted by: Haidi 19 Oct 2018, 20:12
marimari11

კი,თან კონკრეტულად Hotel -ის Ausbildung მაინტერესებს


Posted by: CloUd_NiNe 19 Oct 2018, 20:41
LOLZ
გადაწყვეტილებების მიღება მიჭირს როცა საქმე ჩემს ცხოვრებას და მომავალს ეხება biggrin.gif
ეგ კი არა ისიც ვერ გადავწყვიტე უცხოეთში სასწავლებლად წასვლა მირჩევნია თუ უფრო მეტი სამუშაო გამოცდილების დაგროვება
იმდენს ვფიქრობ რა არის ჩემთვის უკეთესი და რა მირჩევნია რომ მერე ვიბნევი

Posted by: AnEeEeE=]] 19 Oct 2018, 21:48
LOLZ
არა მე ვაკმაყოფილებ,დაჟე ინთერნშიფს არც მივუთითებ რა ჯანდაბად მინდა დდ
ზემოთ დაწერა ვიღაცამ და მაგაზე ვუთხარი, ნუ სტუდენტი ვერ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, რომც დააკმაყოფილოს არამგონია დიდი შანსი ქონდეს, საშუალოდ ვისაც უშვებენ 3 წლიანი გამოცდილება აქვთ როგორც მახსოვს

Posted by: charliXL 21 Oct 2018, 20:33
რა მაინტერესებს მაგისტრატურის ჩაბარება მინდა საზღვარგარეთ ჯერ არ გადამიწვეტია კონკრეტულად სად და ჯერ ვერც ვერკვევი იქნებ გამარკვიოთ თადარიგი რომ დავიჭირო, ჯერ ის მაინტერესებს ბაკალავრი რომ დავამთავრე ჩემ ჯიპიაის განიხილავენ უნივერსიტეტები უეჭველიი და ყველგან ერთნაირი ქულაა გამსვლელი თუ სხვადასხვაა?

Posted by: LOLZ 21 Oct 2018, 22:50
charliXL
წინა გვერდებზე ნახავ მაგ და სხვა კითხვებზე პასუხს.

Posted by: charliXL 22 Oct 2018, 10:37
LOLZ
გადავიკითხე და ჯიპიაიზე ვერ ვნახე

Posted by: AnEeEeE=]] 22 Oct 2018, 13:14
charliXL
განიხილავენ მაგას რა ნახვა უნდა , ზოგს აქვს მინიმალური ზღვარი დაწესებული, ზოგგან მარტო კონკურსით წყვიტავენ

Posted by: იანგული* 27 Oct 2018, 11:40
A Cumulative Grade Point Average (CGPA) of at least 75% of the scale maximum | 4.0 ჯიპიეი სისტემაში 3.5 ია?

Posted by: LOLZ 27 Oct 2018, 13:57
იანგული*
3.0 გამოდის

Posted by: იანგული* 27 Oct 2018, 19:58
LOLZ

QUOTE
3.0 გამოდის


ნამდვილად იცი?

Posted by: LOLZ 28 Oct 2018, 21:41
იანგული*
ლოგიკურად, მათემატიკურად და აკადემიურად ასეა. თუ არ გჯერა რასაც აქ გიწერს გამოცდილი ხალხი, შენით დაგუგლე boli.gif

Posted by: იანგული* 28 Oct 2018, 22:30
LOLZ
დავგუგლე და ყველგან სხვანაირად წერია და მაშინ შენ გენდობი biggrin.gif 7.5/10 მჭირდება მინიმუმ ჰოლანდიური სისტემით და ეგრე გამოდის.

პ.ს. რამე პირადი გამოცდილება გაქვს ჰონალდიაში სწავლასთან დაკავშირებით?

Posted by: LOLZ 28 Oct 2018, 22:49
იანგული*
მინიმუმს ნუ დაუმიზნებ. კონკურენციაში 0.00001 ქულაც გადამწყვეტია tongue.gif შეეცადე მინიმალურზე მაღალი ქულები გქონდეს.
ჰოლანდია არა, ამერიკაში კი. და 1-2 სხვა ქვეყანაშიც smile.gif)
ჰოლანდია ნაკლებად მაინტერესებს, ცივი მგონია biggrin.gif

Posted by: იანგული* 28 Oct 2018, 23:02
LOLZ
მადლობა love.gif

Posted by: LOLZ 29 Oct 2018, 00:23
იანგული*
კონკრეტულ უნის მისწერე შენი ქულები და ჰკითხე თუ აკმაყოფილებს მათ კრიტერიუმს.
ჰოლანდია რატომ აირჩიე?

Posted by: იანგული* 29 Oct 2018, 00:28
LOLZ
კიდევ რა მაინტერესებს, 1 წელიწადში ვამთავრებ ბაკალავრიატს და მერე ისევ ბაკალავრიანტზე მინდა ჩაბარება და მაგ დროს გთხოვენ უნივერსიტეტის დიპლომს და GPA-ს?

QUOTE
ჰოლანდია რატომ აირჩიე?

ფსიქოლოგიის განხრით მინდა და რასაც გადავხედე და წავიკითხე, ჰოლანდია საუკეთესო ვარიანტია. ძალიან ძლიერი უნივერსიტეტები და საერთაშორისო გარემოა, მითუმეტეს სტუდენტურ ქალაქებში. გერმანია/საფრანგეთი/ბელგიაზეც ვფიქრობდი, მაგრამ ბაკალავრიატები 90% შემთხვევებში საკუთარ ენაზე აქვთ, ან ინგლისურად, ოღონდ იმ პირობით, რომ მათი ენაც უნდა იცოდე B1/B2 დონეზე. ხარისხის მიხედვით ვაკეთებ არჩევანს პირველ რიგში.

QUOTE
კონკრეტულ უნის მისწერე შენი ქულები და ჰკითხე თუ აკმაყოფილებს მათ კრიტერიუმს.


მივწერ, კი. თავიდან ძალიან კარგად დავიწყე როცა ჩავაბარე და მერე საკაიფოდ ავურიე, ეხლა ისევ ვალაგებ biggrin.gif

Posted by: LOLZ 29 Oct 2018, 12:06
იანგული*
რად გინდა მეორე ბაკალავრიატი? პირდაპირ მაგისტრატურაზე ჩააბარე, დრო რატომ უნდა დაკარგო smile.gif მაგისტრის დიპლომითაც უფრო კონკურენტუნარიანი იქნები ადგილობრივ გარემოში, თუ დარჩენას მოისურვებ smile.gif და ენის სწავლაც გჭირდება, უკეთესი ადაპტაციისათვის smile.gif მარტო ინგლისურით რთულია უცხოენოვან ქვეანაშჲ ცხოვრება.

QUOTE
მერე ისევ ბაკალავრიანტზე მინდა ჩაბარება და მაგ დროს გთხოვენ უნივერსიტეტის დიპლომს და GPA-ს?

უნივერსიტეტს გააჩნია, ბევრი ითხოვს. სადაც ჩაბარებას აპირებ მის ვებგვერდზე გადაამოწმე. თუ გაურკვევლადაა ეგ საკითხი, მიმღებ კომისიას მიწერე.

Posted by: იანგული* 29 Oct 2018, 16:01
LOLZ
QUOTE
რად გინდა მეორე ბაკალავრიატი? პირდაპირ მაგისტრატურაზე ჩააბარე, დრო რატომ უნდა დაკარგო  მაგისტრის დიპლომითაც უფრო კონკურენტუნარიანი იქნები ადგილობრივ გარემოში, თუ დარჩენას მოისურვებ  და ენის სწავლაც გჭირდება, უკეთესი ადაპტაციისათვის  მარტო ინგლისურით რთულია უცხოენოვან ქვეანაშჲ ცხოვრება.


პრობლემა ის არის, რომ სამართლიდან მინდა ფსიქოლოგიაზე ჩაბარება. 99% კარგი უნივერსიტეტების ბაკალავრის ფსიქოლოგს ითხოვს მთავარ წინაპირობად baby.gif

Posted by: LOLZ 29 Oct 2018, 16:19
იანგული*
თავისუფალი კრედიტების სახით აიღე ფსიქოლოგიის საგნები, ან მაინორი არ გქონდა? + ტრენინგები გაიარე, + ონლაინ კურსები. + სტაჟირება გაიარე რომელიმე ორგანზიაციაში. და მიწერე უნივერსიტეტებს, იქნებ მიგიღონ ასეთი მონაცემებით მაგისტრატურაზე. ახალ ბაკალავრზე კიდევ 3-4 წელი უნდა დაკარგო და რად გინდა.

Posted by: იანგული* 30 Oct 2018, 11:02
QUOTE (LOLZ)
სტაჟირება გაიარე რომელიმე ორგანზიაციაში


ეს ცოტა რთულია :დ

Posted by: LOLZ 30 Oct 2018, 12:17
იანგული*
ადვილი ფაფის ჭამაც არაა givi.gif
მიზნის მიღწევა თუ გინდა, ბევრი რამე უნდა ისწავლო და გააკეთო

Posted by: იანგული* 31 Oct 2018, 00:54
LOLZ
ეგ თავისთავად. სხვა რამ ვიგულისხმე biggrin.gif

Posted by: CloUd_NiNe 11 Nov 2018, 20:12


მე ვინც ვიცი უმეტესობა უცხოეთში სწავლის მერე ისევ საქართველოში ბრუნდება და ნეტავ რატომ, რთულია იქ დასაქმება?

Posted by: execution 11 Nov 2018, 20:23
აუ მე დავიკიდე რა წასვლა
უნივერსიტეტი ისე შემზიზღდა ამ მე4 კურსზე რომ ვერ ავიტან კიდე 2 წელს ასეთ რამეს :დდდ
სხვა გზით წავალ

TOEFL ში ტყუილად გადავყარე ფული :დ
ისე წინა საღამოს დავიწყე მეცადინეობა და მარტო 1 რიდინგი და 1 ლისენინგი გავაკეთე :დ
ჰოდა მაგის კვალობაზე 107 არაა ცუდი ჰო?
reading 28, listening 30, writing 26, speaking 23


Posted by: LOLZ 11 Nov 2018, 21:14
execution
ძალიან მაგარი ქულაა, ნებისმიერ უნივერსიტეტში ჩაირიცხები. გილოცავ
აქაურ და საზღვარგარეთის უნივერსიტეტებს შორის, მათ შორის აკადემიურ და სტუდენტურ ცხოვრებას შორის ცა და დედამიწასავით განსხვავებაა tongue.gif ასე რომ ტყუილად გეზარება, დაიკაპიწე ხელები და აგზავნე აპლიკაციები smile.gif სწორედ ახლაა დრო.

CloUd_NiNe
დასაქმებაც რთულია, ცხოვრებაც და ბევრი ყველაფერიც. გააჩნია კიდევ ვინ რისთვის მიდის, რა პროგრამით და ა.შ. ბევრი რამის გამო შეიძლება თქვას ადამიანამ უცხოეთში დარჩენაზე უარი.

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 13 Nov 2018, 17:14
execution
QUOTE
უნივერსიტეტი ისე შემზიზღდა ამ მე4 კურსზე რომ ვერ ავიტან კიდე 2 წელს ასეთ რამეს :დდდ
სხვა გზით წავალ


რა სფეროა ტუ საიდუმლო არაა ;დ?
ჩემს ტყავზე ვცდი რას ნიშნავს ექვს წლიანი ბაკალავრი მართლა ჯოჯოხეთია იმენა sad.gif
მესმის შენი

Posted by: execution 13 Nov 2018, 21:20
c.h.I.g.u.r.h.
computer engineering
ანუ ცუდი არაა, პროსტა მე აღარ მინდა :დ კონკრეტული ინტერესები მაქვს და ის რაღაცეები ვისწავლო მირჩევნია უფრო computer science სთან დაკავშირებული,
მაგრამ არ მევასება ეს სისტემა რა :დ დავალებები და დედლაინები და 1000 სისულელის სწავლა, რომელიც შეიძლება არ გაინტერესებდეს

4-5 საგანი გავიარე რომელიც მომეწონა :დ
დანარჩენებშიც ზოგი ცუდი საგანი არ იყო როგორც ასეთი, მაგრამ არ მიყვარს გამოცდისთვის ზედაპირულად რომ ვსწავლობ რამეს :დ ჰოდა სიღრმისეულად რომ ისწავლო უნდა გაინტერესებდეს და დრო დაუთმო, ჰოდა ყველაფერზე არ გამოდის ეგრე :დ პრიორიტეტები


LOLZ
რავი, ნორმ. უნიში ალბათ მოვხვდები მაგრამ დაფინანსების რა მოგახსენო :დ + მეზარება :დ


აქამდე საკაიფოდ კაი GPA მქონდა მაგრამ ისე ამომივიდა ყელში რომ ამ სემესტრში მგონი საგანიც მეტენება :დდდდ

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 13 Nov 2018, 21:33
execution
QUOTE
მაგრამ არ მევასება ეს სისტემა რა :დ დავალებები და დედლაინები და 1000 სისულელის სწავლა, რომელიც შეიძლება არ გაინტერესებდეს

4-5 საგანი გავიარე რომელიც მომეწონა :დ


ეე არ იცი შენი როგორ მესმის ;დ
ცოდნის დიდ ნაწილს მეც კაკრაზ ჩემით ვიღებ + პლიუს რამდენიმე საჭირო საგანი.
ნელ-ნელა ვხვდები, ბაკალავრის არის ხშირ შემთვევაში დროის ფუჭი კარგვა

Posted by: marimari11 13 Nov 2018, 21:47
QUOTE (execution @ 13 Nov 2018, 18:20 )

მაგრამ არ მევასება ეს სისტემა რა :დ დავალებები და დედლაინები და 1000 სისულელის სწავლა, რომელიც შეიძლება არ გაინტერესებდეს

4-5 საგანი გავიარე რომელიც მომეწონა :დ
დანარჩენებშიც ზოგი ცუდი საგანი არ იყო როგორც ასეთი, მაგრამ არ მიყვარს გამოცდისთვის ზედაპირულად რომ ვსწავლობ რამეს :დ ჰოდა სიღრმისეულად რომ ისწავლო უნდა გაინტერესებდეს და დრო დაუთმო, ჰოდა ყველაფერზე არ გამოდის ეგრე :დ პრიორიტეტები


LOLZ
რავი, ნორმ. უნიში ალბათ მოვხვდები მაგრამ დაფინანსების რა მოგახსენო :დ + მეზარება :დ


აქამდე საკაიფოდ კაი GPA მქონდა მაგრამ ისე ამომივიდა ყელში რომ ამ სემესტრში მგონი საგანიც მეტენება :დდდდ

უფ ეგ ყველგან ეგრეა
მეც რამდენ საგანს ვაგირებ ეგრე


დაიწყე რეივერობა და დაიკიდე სწავლა ხო? givi.gif
არ გაიფუჭო გპა მაინც
წასვლასაც გირჩევ თუ გამოგივა. გერმანიაში დაადზე შეგიძლია ცადო ინგლისურ პროფრამებსაც აფინანსებენ
* * *
იანგული*
სამართლის მაგისტრატურით ფსიქოლოიაზე თითქმის არ გაქვს შანსი
მეც ფსიქოლოგიაზე ვარ გერმანიაში. ყველა უნივერსიტეტი ვნახე როცა ვაგზავნიდი საგნებს და ყველგან ფსიქოლოგიას ითხივდნენ
ალკე იყო გაწერილი რა განხრაზე რამდენი კრედიტი უნდა გქონოდა. მაინორით მაგდენ კრედიტს ვერ დააგროვებდი

Posted by: execution 13 Nov 2018, 22:23
QUOTE (marimari11 @ 13 Nov 2018, 21:47 )
დაიწყე რეივერობა და დაიკიდე სწავლა ხო? givi.gif
არ გაიფუჭო გპა მაინც
წასვლასაც გირჩევ თუ გამოგივა. გერმანიაში დაადზე შეგიძლია ცადო ინგლისურ პროფრამებსაც აფინანსებენ

ჰო ვიცი დაადზე, პირველ ნოემბრამდე ქონდათ ვადა, მაგის გამო გავედი TOEFL ზე
IELTS ზე გავდიოდი მაგრამ არ ესწრებოდა იმ თვეში

პროსტა მერე მაინც დამეზარა საბუთებზე სირბილი, სამოტივაციო წერილი, სარეკომენდაწიო წერილი, CV, ა.შ. და არ შემიტანია განაცხადი :დდდდ
სასწავლებლად არ ვარ მე არსად წამსვლელი :დ სხვა გზით თუ წავალ ეგაა :დ
არადა კაია გერმანია user.gif

ჰოდა უნით შანსი არაა წავიდე მგონი, ალერგია მაქვს უკვე :დ
მეგობრები უნივერსიტეტში რა ხდება მაგაზე რომ იწყებენ ლაპარაკს თავის მოკვლა მინდა ხოლმე, ან იმათი მოკვლა

რეივების ბრალი არაა :დ

Posted by: mGeLo777 14 Nov 2018, 00:58
აპლიკაციის დროს ბაკალავრის GPI აქცევენ უფრო მეტ ყურადღებას თუ მაგისტრატურის?

მოკლედ ბაკალავრი არ მახსოვს მგონი 1.8 მქონდა თუ 2,ეხლა მაგისტრატურას ვამთავრებ 3.5 მექნება GPI და მაქვს შანსი რომ სადმე უფასოდ გავიჩითო?


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



ბულგარეთში ვნახე 500 ევროდ მანდ რომ ჩავირიცხო სტუდენტური ვიზა რომ ავიღო 2 წლიანი და საერთოდ დავიკიდო უნივერსიტეტი რამე პრობლემა შემექმნება 2 წელში??

Posted by: LOLZ 14 Nov 2018, 02:11
mGeLo777
QUOTE
აპლიკაციის დროს ბაკალავრის GPI აქცევენ უფრო მეტ ყურადღებას თუ მაგისტრატურის?

წინა გვერდებზეა ამ და სხვა ბევრი კითხვის პასუხი და მოძებნე.

QUOTE
ბულგარეთში ვნახე 500 ევროდ მანდ რომ ჩავირიცხო სტუდენტური ვიზა რომ ავიღო 2 წლიანი და საერთოდ დავიკიდო უნივერსიტეტი რამე პრობლემა შემექმნება 2 წელში??

კი, შეგექმნება. უნივერსიტეტი გაგრიცხავს და გაგიუქმდება სტუდენტური ვიზაც.
* * *
execution
შენი გადასაწყვეტია რას იზამ smile.gif მერე დაკარგული შანსები არ ინანო smile.gif
უნის მოძებნა, დაფინანსებით მით უმეტეს, საკმაოდ შრომატევადია. სასურველი პროგრამის პოვნაც შეიძლება. მაგრამ შენი მომავლისთვის თუ დრო არ გემეტება... სჯობია საერთოდ შეეშვა საზღვარგარეთ სწავლაზე ფიქრს smile.gif

Posted by: execution 14 Nov 2018, 14:39
LOLZ
დრო კი მემეტებქ კაცო, უბრალოდ უნივერსიტეტი მიმაჩნია დროის ფლანგვად

Posted by: LOLZ 14 Nov 2018, 18:51
execution
უნივერსიტეტს გააჩნია smile.gif ნიშნები არ გაიფუჭო, შეიძლება მერე ისევ მოგინდეს საზღვარგარეთ წასვლა.
თU მოძებნი, პროგრამები ნახე, საგნების სილაბუსებიც კიდევს ხოლმე საიტებზე. პროგრამის მიხედვით გააკეთე არჩევანი.

Posted by: tokuna11 18 Feb 2019, 14:42
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში მასტერზე გისწავლიათ ვინმეს?

გასაუბრება დამინიშნეს ახლა სკაიპში და ვინმეს რამე თუ გაგიგიათ, როგორი გასაუბრება აქვთ, რას გეკითხებიან და ა.შ., მომწერეთ რა user.gif

Posted by: Brock 18 Feb 2019, 15:07
tokuna11

გასაუბრების შემთხვევაში უბრალოდ დაგელაპარაკებიან გარკვეულ თემებზე თუ შენ თავზე გამოგკითხვანე რაღაცეებს რათა დაადგინონ როგორი დონე გაქვს ენის...


Posted by: tokuna11 18 Feb 2019, 16:12
Brock
ზოგადი კითხვები იქნება, სტანდარტული? რატომ აირჩიე ეს უნივერსიტეტი, რას ელოდები პროგრამისგან და ა.შ.?
თუ შეიძლება თემატური კითხვებიც იყოს? სამართლის ფაკულტეტზე ვაგზავნი და შეიძლება რამე კითხვები იყოს პროგრამასთან კავშირში?

Posted by: LOLZ 18 Feb 2019, 17:09
tokuna11
შეიძლება სამუშაო გამოცდილებაზე შეგეკითხონ, რას აკეთებდი, რა მიღწევები გაქვს... ან შენს ინტერესებზე და მიზნებზე - რისი სწავლა გინდა, რისი შეცვლა... თუ რამე კონკრეტულ პროექტებში გაქვს მონაწილეობა მიღებული, შეიძლება მის დეტალებზეც გკითხონ

Posted by: fermina 19 Feb 2019, 02:43
კანადის გამოცდილება ხომ არ გაქვთ ვინმეს? ანუ ან უნივერსიტეტის ან კოლეჯის ბაკალავრიატში ჩაბარების, ან ტრანსფერის.

მაინტერესებს, რამდენად რთულად იღებენ, რა მოთხოვნები აქვთ, როგორი პროცესია. პირადი გამოცდილება ძალიან დამეხმარება. ზოგადად ინტერნეტში რა ინფორმაციაც დევს, მოვიძიე.

უნივერსიტეტი თუ უფრო რთულია და ძვირია, ხომ არ ღირს community college-ში ჩაბარება პირველ ეტაპზე და მერე გადასვლა უნიში.


Posted by: LOLZ 19 Feb 2019, 03:52
fermina
ძალიან უნდა იჩალიჩო ისეთი უნივერსიტეტის საპოვნელად, სადაც ტრანსფერის უფლებას მოგცემენ.
მიღების პროცედურები და საბუთები იგივეა, რაც ამერიკის ან სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებში, შეიძლება მცირე განსხვავება იყოს. დაფინანსება უფრო ნაკლებადაა, ვიდრე ამერიკაში.
რამდენიმე უნივერსიტეტში უნდა გაგზავნო საბუთები და რომელიღაცაში მიგიღებენ. შეიძლება ყველამ მიგიღოს, ან ზოგმა, ან არც ერთმა. მარტო ერთისთვის მიმართვა არ ღირს. 2-4 ნორმალურია. თუ რესურსები გეყოფა, მეტიც შეიძლება.

Posted by: fermina 19 Feb 2019, 10:24
LOLZ
QUOTE
ძალიან უნდა იჩალიჩო ისეთი უნივერსიტეტის საპოვნელად, სადაც ტრანსფერის უფლებას მოგცემენ.
მიღების პროცედურები და საბუთები იგივეა, რაც ამერიკის ან სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებში, შეიძლება მცირე განსხვავება იყოს. დაფინანსება უფრო ნაკლებადაა, ვიდრე ამერიკაში.
რამდენიმე უნივერსიტეტში უნდა გაგზავნო საბუთები და რომელიღაცაში მიგიღებენ. შეიძლება ყველამ მიგიღოს, ან ზოგმა, ან არც ერთმა. მარტო ერთისთვის მიმართვა არ ღირს. 2-4 ნორმალურია. თუ რესურსები გეყოფა, მეტიც შეიძლება.


მადლობა, 5 უნივერსიტეტში და 2 კოლეჯშია აპლიკაციები გაგზავნილი, უბრალოდ ამ სკოლის ბოლო კლასების ტრანსკრიპტები არის ცოტა პრობლემური და იქნებ მაგას აცდეს აპლიკანტი, მითუმეტეს რომ უნივერსიტეტის 2 კურსი დახურული აქვს და შესაბამისი საგნების ამონაწერი და თარგმანი გაკეთებული და იქნებ სკოლა აღარ მოითხოვონ. ტრანსფერის იმედი უფრო იმიტომ არის, რომ პრესტიჟული სპეციალობის ფაკულტეტიდან (მედიცინა, სახელმწიფო გრანტით სახელმწიფო უნივერსიტეტში) გადასვლა უნდა Health Science-ს ან მომიჯნავე სპეციალობაზე და იქნებ ესეც იყოს გასათვალისწინებელი ფაქტორი.

Posted by: LOLZ 19 Feb 2019, 18:00
fermina
მარტო ტრანსკრიპტებით არ იღებენ გადაწყვეტილებას, ძალიან ბევრი ფაქტორია. თუ ბაკალავრიატში აბარებს, სკოლის ნიშნებს უეჭველი მოითხოვენ. კონკრეტული უნივერსიტეტის საიტებზე უნდა ეწეროს ტრანსფერის წესები და პირობები, თუ არ წერია შეგიძლიათ admission office-ს მიწეროთ და ჰკითხოთ როგორ ხდება.

Posted by: fermina 19 Feb 2019, 20:52
LOLZ
QUOTE
მარტო ტრანსკრიპტებით არ იღებენ გადაწყვეტილებას, ძალიან ბევრი ფაქტორია.


რა თქმა უნდა, ვიცი, სამოტივაციო, ექსტრა-კურიკულარ ექტივითები, აკადემიური დახასიათებები და ა.შ.

კი, ყველგან ყველაფერი წერია იდეაში, მაგრამ ყოველთვის არ არის დაკონკრეტებული მაგ. სკოლის ტრანსკრიპტები საჭიროა თუ არა და რაღაც ნიუანსები. ალბათ პირადი კომუნიკაცია უკეთესია.

Posted by: LOLZ 20 Feb 2019, 02:19
fermina
როცა რამეში ეჭვე გეპარება, სჯობია პირდაპრ უნივერსიტეტს დაეკონტაქტო.
სკოლის ნიშნებსაც გააჩნია smile.gif ქართულ ლიტერატურაში თუ დაბალი ქულა ექნება, ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს biggrin.gif სპეციალობასთან დაკავშირებულ საგნებში (ბიოლოგია და ა.შ.) სასურველია ჰქონდეს კარგი შედეგები. + უნივერსიტეტშიც თუ კარგი ქულები აქვს, შეიძლება გადაფაროს სკოლა. მაგრამ მაინც ვერავინ გეტყვის ზუსტად, რის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას. გააჩნია კონკურენციას, სხვების მონაცემებს, საერთაშორისო სტუდენტების მისაღებ რაოდენობას და ა.შ.

Posted by: fermina 20 Feb 2019, 09:51
LOLZ
QUOTE
fermina
როცა რამეში ეჭვე გეპარება, სჯობია პირდაპრ უნივერსიტეტს დაეკონტაქტო.
სკოლის ნიშნებსაც გააჩნია  ქართულ ლიტერატურაში თუ დაბალი ქულა ექნება, ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს  სპეციალობასთან დაკავშირებულ საგნებში (ბიოლოგია და ა.შ.) სასურველია ჰქონდეს კარგი შედეგები. + უნივერსიტეტშიც თუ კარგი ქულები აქვს, შეიძლება გადაფაროს სკოლა. მაგრამ მაინც ვერავინ გეტყვის ზუსტად, რის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას. გააჩნია კონკურენციას, სხვების მონაცემებს, საერთაშორისო სტუდენტების მისაღებ რაოდენობას და ა.შ.


ოკ მადლობა, კი პირდაპირ უნივერსიტეტებთან აქვს კონტაქტი, უფრო სწორად ახლა გამოვიდნენ ხაზზე ასე ვთქვათ, მას მერე, რაც ოფიციალურად მიიღეს აპლიკაციები და ვნახოთ, რა იქნება.

Posted by: tokuna11 20 Feb 2019, 11:55
LOLZ
Brock
მადლობა
.................

Posted by: kote_mseravi 21 Feb 2019, 00:22
სალამი, გემანიაში მაგისტრატურაზე მთხოვენ სკოლიდან ნიშნების ფურცელს, ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი გამოცდილება? მაქვს ქართული ვერსია ნიშნების ფურცლის, დედანი, მაინტერესებს ინფო თარგმანთან დაკავშირებით და ა.შ. მადლობა წინასწარ.

Posted by: fermina 21 Feb 2019, 01:04
kote_mseravi
QUOTE
სალამი, გემანიაში მაგისტრატურაზე მთხოვენ სკოლიდან ნიშნების ფურცელს, ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი გამოცდილება? მაქვს ქართული ვერსია ნიშნების ფურცლის, დედანი, მაინტერესებს ინფო თარგმანთან დაკავშირებით და ა.შ. მადლობა წინასწარ.


მიიტანე ნოტარიუსთან, ათარგმნინე იქ და დაამოწმებინე თარგმანი ნოტარიალურად. უნდა კითხო, თუ დასკანირებული ვარიანტი აკმაყოფილებთ, ელ-ფოსტით გაუგზავნი, თუ მაინცდამაინც ქაღალდის ვერსია უნდათ, ალბათ დამოწმებულ ასლს გააკეთებინებ დედანის ასევე ნოტარიუსთან და ფოსტით გააგზავნი. შეიძლება მოგთხოვონ, რომ თავად სკოლამ გააგზავნოს.

ძაან მარაზმია მე თუ მკითხავ მაგისტრატურაში სკოლის ნიშნების მოთხოვნა. თან ჩვენი სკოლის, ნეტა რამეს მაინც ნიშნავდეს ეს ნიშნები, გინდ კარგი და გინდ ცუდი.

Posted by: fermina 27 Feb 2019, 14:31
LOLZ

მაინც დავწერ აქ, პირველი Admission Offer იორკის უნივერსიტეტიდან, ტორონტო, სასურველ ფაკულტეტზე smile.gif
ახლა მოლაპარაკება წავა ალბათ დაფინანსებაზე და სტიპენდიაზე, თორემ ისე ძვირია, 20,000-მდე წელიწადში.

მთავარია პროცესი დაიძრა და რომელიმე გამოვა საბოლოოდ.


Posted by: LOLZ 27 Feb 2019, 14:52
fermina
ოფერში არ უწერია დაფინანსების შესახებ?
სხვებსაც დაელოდეთ, შეიძლება უკეთესი პირობებით ჩაგრიცხონ. პირველივეს არ დათანხმდეთ.

Posted by: fermina 27 Feb 2019, 15:07
LOLZ
QUOTE
fermina
ოფერში არ უწერია დაფინანსების შესახებ?
სხვებსაც დაელოდეთ, შეიძლება უკეთესი პირობებით ჩაგრიცხონ. პირველივეს არ დათანხმდეთ.


რა თქმა უნდა. დაფინანსების მოთხოვნა არ ყოფილა პირველ ეტაპზე ჩვენი მხრიდან, აპლიკაციას არ ჰქონია ამის ოფცია, შემდეგ უნდა მოხდეს მოლაპარაკება, როგორც მივხვდი.

ამასობაში სხვებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას და ვნახოთ ვინ რას შესთავაზებს. კოლეჯი ყველა ვარიანტში გამოვა და მისაღებია, თვითონვე შეძლებს თავის სწავლის დაფინანსებას მეტწილად, კარგი co-op პროგრამები აქვთ კოლეჯებს და თან კანადა სტუდენტის მეუღლეს/პარტნიორს ოფიციალური მუშაობის უფლებას ანიჭებს.

Posted by: LOLZ 27 Feb 2019, 15:44
fermina
აბა ვებსაიტზე ნახე დაფინანსების შესახებ ინფორმაცია.
ნებისმიერ შემთხვევაში კარგი ამბავია, გილოცავთ smile.gif
მგონი iec.gov.ge-ც აფინანსებს ბაკალავრიატს, ნახეთ აბა. იქნებ გადასახადის რაღაც ნაწილი მაინც მიიღოთ.

Posted by: fermina 27 Feb 2019, 15:49
LOLZ
QUOTE
აბა ვებსაიტზე ნახე დაფინანსების შესახებ ინფორმაცია.
ნებისმიერ შემთხვევაში კარგი ამბავია, გილოცავთ
მგონი iec.gov.ge-ც აფინანსებს ბაკალავრიატს, ნახეთ აბა. იქნებ გადასახადის რაღაც ნაწილი მაინც მიიღოთ.


დიდი მადლობა 2kiss.gif
კი, საიტზე უდევთ სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამები, საკმაოდ გრძელი ჩამონათვალია.

QUOTE
iec.gov.ge

როგორც მახსოვს, მხოლოდ მაგისტრატურას, მაგრამ მაინც გადავამოწმებ. ისე რა წესია smile.gif

და უნამუსოდ დიდი სხვაობაა კანადის მოქალაქეებსა და უცხოელებს შორის სწავლის გადასახადებს შორის.

Posted by: LOLZ 28 Feb 2019, 02:34
fermina
სხვადასხვა პროგრამები აქვთ. ზოგი ქვეყნის ბაკალავრიატის სტიპენდიის ადმინისტრირებასაც უზრუნველყოფენ.
უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი დაფინანსება ყველაზე ნაღდია.
სტუდენტურ ვიზაზე მთელი წლის სასწავლო და საცხოვრებელი ხარჯები უნდა აჩვენოთ საბანკო ამონაწერში.

QUOTE
და უნამუსოდ დიდი სხვაობაა კანადის მოქალაქეებსა და უცხოელებს შორის სწავლის გადასახადებს შორის.

ყველა ქვეყანაში ასეა, მათ შორის ღვთისმშობლის წილხვედრში givi.gif
განსაკუთრებით დიდი ქვეყნების მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტებს აქვთ ლამის 2-3მაგი გადასახადები უცხოელებისთვის.

Posted by: fermina 28 Feb 2019, 10:11
LOLZ
QUOTE
სტუდენტურ ვიზაზე მთელი წლის სასწავლო და საცხოვრებელი ხარჯები უნდა აჩვენოთ საბანკო ამონაწერში.


ამას რამეს მოვუხერხებთ, უბრალოდ 20,000-ის გადახდა წელიწადში პლუს საცხოვრებელი ხარჯი ძალიან ბევრია.

მაშინ, როცა საკმაოდ ნორმალური კოლეჯი მაქსიმუმ 12,000 ჯდება. შეიძლება კოლეჯში წასვლა, მერე ცოტა ფეხის მოკიდება და ტრანფერი უნივერსიტეტში.

თავისთავად, იორკის უნივერსიტეტი რომ სჯობს კოლეჯს, გასაგებია, მაგრამ არც კოლეჯია ცუდი ვარიანტი, ჩვეულებრივი საბაკალავრო პროგრამები აქვთ. მერე მაგისტრატურა შეიძლება უნივერსიტეტში.

ახლა საერთაშორისო განათლების ცენტრის გვერდს გადავხედე, დავრეკავ კიდეც, მე ასე ვიცი, რომ მარტო მაგისტრატურას აფინანსებენ.

Posted by: tokuna11 28 Feb 2019, 11:21
დებრეცენის უნივერსიტეტში გისწავლიათ ვინმეს?

Posted by: mGeLo777 15 Mar 2019, 22:06
დუსერდოლფის უნივერსიტეტი ითხოვს აპლიკაციის hard copy-ის ფოსტით გაგზავნას და ვინმეს გქონიათ გამოცდილება საქართველოს ფოსტით თუ შეიძლება?




აქვე ტრენტოს უნივერსიტეტში ხო არ ყოფილხართ ვინმე?

Posted by: LOLZ 16 Mar 2019, 03:22
mGeLo777
შეიძლება, 2-3 კვირაში ჩადის. საქფოსტის დაჩქარებულიტ სადღაც 5-7 დღე სჭირდება. საიტზე, გზავნილის წონისა და დანიშნულების ქვეყნის მიხედვით ნახავ ზუსტად რა თანხა დაგჭირდება.
ასევე არის შედარებით ძვირი და სწრაფი მომსახურების შესაზლებლობები - DHL, FEDEX და მათი მსგავსები.

პ.ს. hard copy რომელი საუკუნეა givi.gif
პ.პ.ს. დროზე გაგზავნე, +1 კვირა მაინც გაითვალისწინე იმისთვის, რომ გზავნილმა შეიძლება დაიგვიანოს ჩასვლა (ყოველ შემთხვევაში, რა იცი რა ხდება). და რომ გაგზავნი, უნისაც მიწერე, დღეს გამოვუშვი საბუთები ფოსტით და რომ მიიღებთ, დამიდასტურეთ აუცილებლად თქო.

Posted by: dory123 27 Mar 2019, 14:01
მოგესალმებით ყველას,იტალიაში მინდა მაგისტრატურის გავლა და რამე საშუამავლო კომპანია ხომ არ იცით რომელიც მომეხმარება საბუთების მოგროვებაში და ზოგადად მთლიანად ჩარიცხვის პროცესში?[COLOR=red][FONT=Impact]

Posted by: dory123 3 Apr 2019, 13:52
მეგობარმა მირჩია კომპანია LOGOS და ძალიან მიქო,თქვენ ხომ არაფერი გსმენიათ?

Posted by: sanfol 3 Apr 2019, 14:20
dory123
არ ვიცი შენით ვერ გააგზავნი? იქ რო რამე დაგჭირდეს მერე ვინ გიშველის?

Posted by: guruli99 5 Apr 2019, 00:36
გამარჯობათ,მაქვს ძალიან დიდი სურვილი საზღვარგარეთ სწავლის,მაგრამ ძალიან დაბალი ქულები მაქვს,მესამე კურსზე ვარ,ეგებ ვინმემ რაიმე იცოდეთ,თუა შანსი სადმე წასვლის,ვერ ვსწავლობდი და ეხლა ძალიან ვნანობ..არის რაიმე სადმე ისეთი სადაც აკადემიურ მოსწრებას არ უყურებენ,იმედი მაქვს გამომეხმაურებით

Posted by: LOLZ 9 Apr 2019, 09:34
guruli99
ყველგან კონკურენციაა. ქულები მნიშვნეელოვანია, თუმცა არა გადამწყვეტი. დარჩენილ სემესტრებში უეჭველი უნდა გააუმჯობესო. რამდენიმე ვარიანტი გაქვს:
- გაგზავნო საბუთები თვითდაფინანსებით (ანუ შენ რომ გადაიხადო სწავლა + ცხოვრება). თუმცა უნის მინიმალური ჩასარიცხი მოთხოვნების დაკმაყოფილება მაინც მოგიწევს.
- აქ ჩააბარო მაგისტრატურაში და ერაზმუსის გაცვლითი სემესტრით წახვიდე სადმე.

ამ თემასაც გადახედე, ძალიან ბევრ კითხვაზე დევს დეტალური პასუხი

Posted by: guruli99 10 Apr 2019, 02:20
მადლობა გამოხმაურებისთვის,ესე იგი ვერსად ვერ აგიყვანენ დაბალი ქულებით (((ეჰ რა ცუდია...მერე აქაური მაგისტრატურის მობილობით აღარ მოითხოვს ეგ ერასმუსი ბაკალავრის დიპლომს ვითომ?ან ბაკალავრიატები თუა უფასოდ საზღვარგარეთ და როგორ ხდება მაგ შემთხვევაში

Posted by: LOLZ 10 Apr 2019, 15:09
guruli99
შეიძლება აგიყვანონ, მაგრამ არა რეიტინგულმა უნივერსიტეტებმა. ქულების გარდა ათას სხვა რაღაცას აქცევენ ყურადღებას. არც ისე ცნობილ და არც ისე დიდ უნივერსიტეტში შეიძლება გქონდეს შანსები. გადაჭრით ვერავინ გეტყვის ვერც კი-ს და ვერც არა-ს. დაფინანსების აღებაზე კიდევ უფრო ცოტა შანსია. შენით უნდა გადაიხადო. იმიტომ რომ სტიპენდიას აძლევენ იმას ვისაც აქვს კარგი აკადემიური და პროფესიული მიღწევები, სხვადასხვა გამოცდილებები და ა.შ.

Posted by: Girolamo. 11 Apr 2019, 22:39
LOLZ
როგორც ჩანს გარკვეული ხარ ამ საკითხში და მაგისტრატურაზე დაფინანსების მიღება მაგალითად, ვენის უნივერსიტეტის დონის სასწავლებელში მინიმუმ რა მონაცემებს საჭიროებს, მიახლოებით ხომ არ შეგიძლია მითხრა? აი, მაგალითად 4.0 გპა და 7.0 ielts იძლევა მთლიანად დაფინანსების გარანტიას?

Posted by: CloUd_NiNe 11 Apr 2019, 23:19
ევროპაში სწავლის დროს ცხოვრების ხარჯებს როგორ ფარავთ?
ბინის ქირა, კვება და სხვა ხარჯები როგორ უნდა გადაიხადო?

Posted by: LORD VOLDEMOR 11 Apr 2019, 23:36
CloUd_NiNe
ფულით უმეტესად

Posted by: LOLZ 12 Apr 2019, 00:03
Girolamo.
ციდან ვარსკვლავებს რომ წყვეტდე, თუ შენზე მაგრები არიან, ან შენზე მეტად შეესაბამებიან გარკვეულ კრიტერიუმებს, კაპიკს არ გაღირსებს არც ერთი უნივერსიტეტი.
სადაც ჩაბარება გინდა, შედი იმ საიტზე და ნახე რას ითხოვენ, რამდენს აფინანსებენ და ა.შ. ყველაფერი დაწვრლებით ეწერებათ. ყველას თავისი მოთხოვნა აქვს, აზრი არ აქვს აქ "დაახლოებით" რაღაცეების ჩამოწერას. თვითონ უნდა დახარჯო დრო, გადაწყვიტო სად გინდა და იქ ნახო.

Posted by: CloUd_NiNe 12 Apr 2019, 01:04
LORD VOLDEMOR
biggrin.gif ეგ მეც ვიცი
პარალელურად მუშაობენ თუ რამე დაფინანსება აქვთ ეგ მაინტერესებდა

Posted by: mGeLo777 14 Apr 2019, 23:27
ტრენტოში არ სწავლობთ ბიჯო ვინმე????????????

Posted by: რეამინაცია 15 Apr 2019, 15:41
CloUd_NiNe
QUOTE
ეგ მეც ვიცი
პარალელურად მუშაობენ თუ რამე დაფინანსება აქვთ ეგ მაინტერესებდა


ძალიან ზოგადი კითხვაა.
გააჩნია ვინ, სად და როგორ.

რა თქმა უნდა თუ სრულ დაფინანსებას მოიპოვებ, ყველაზე კარგი ვარიანტია. მარტო სწავლის გადასადი რომ გაანულო არც ეგაა ცუდი.

თუ არა და მუშაობა + სესხი/საკუთარი ჯიბე. ქირის და ზოგადი ხარჯების დაფარვა მუშაობის რეალისტურია. მაგრამ მაგალითად თუ დიდ ბრიტანეთში სწავლობ და წელიწადში 15000+ ფუნტის გადახდა გიწევს სწავლაში მაგას არამგონია part-time მუშაობით გაწვდე.

Posted by: ბზბზბზზზ 20 May 2019, 14:35
გამარჯობა,

IELTS ტესტის ცაბარებას ვაპირებ ამ ზაფხულს და სექტემბრიდან მაგისტრატურის გაგრძელებას, ბაკალავრის საფეხურზე ჩატოვებული მაქვს ერთი ინგლისურენოვანი საგანი ჯიპიეი ნორმალური 3.5 მაქვს თურაღაც და ჩატოვებულმა საგანმა ერასმუსზე შეიძლება შემიშალოს ხელი?

Posted by: benefit123 25 May 2019, 19:37
გთხოვთ არ გაატაროთ

გამარჯობა. მოკლედ 2.5 მაქ გპაი ქულა და მესამე კურსს ვხურავ უკვე არც თუ ისე ცუდი ქულებით. ვფიქრობ რომ მეოთხე კურსზე ავქაჩავ 3.5 ამდე. ვაპირებ იელტს გამოცდის ჩაბარებას. მინდა მაგისტრატურაზე წასვლა კომპიუტერულ მეცნიერებაზე. მაინტერესებს ყველაფერი ვინმემ ამ მიმართულებაზე თუ რამე იცით სად, როგორ, როგორია? აქ ვმუშაობ ამ სფეროში და საკმაოდ კარგი გამოცდილებაც მაქ და რამე პლიუსად ჩაითვლება სადმე მოსახვედრად? ყველაზე მთავარი ისაა რომ თუ წავალ მინდა რომ ვიმუშაო კიდეც და დროის ამბავი მაინტერესებს როგორ მექნება რადგან სამსახურს უეჭველი დავითრევ თუ დრო მექნება. მოკლედ გამოცდილებს გისმენთ სად ჯობია როგორ უნდა მოვიქცე? რამე ისეთი ხო არა რაც უნდა ვიცოდე, ყველაფერი მაინტერესებს

Posted by: White88 2 Jul 2019, 15:22
გამარჯობა, 1 წლიან ენის კურსებზე რომ წავიდე ჩეხეთში ან ესპანეთში მაგ შემთხვევაში რა ტიპის ვიზას გასცემენ? მაინტერესებს სტუდენტურ ვიზას თუ გასცემენ და თუ მექნება ნახევარ განაკვეთზე მუშაობის უფლება ამ ერთი წლის განმავლობაში

Posted by: LOLZ 2 Jul 2019, 17:44
White88
სტუდენტურ ვიზას მოგცემენ და ყველა უფლება გექნება, რაც ამ ვიზით არის გათვალისწინებული. ოღონდ ვია რომ მიიღო, კურსის საფასური + საცხოვრებელი ხარჯი სრულად უნდა გქონდეს.

Posted by: ჰერცოგი_ალბა 2 Jul 2019, 17:51
გამარჯობათ smile.gif

ერთი ცოტა უცნაური შეკითხვა მაქვს.

ესე იგი მე ახლა აქ საქართველოში ვამთავრებ დოქტორანტურას ბიოლოგიის განხრით და აქაურობით უკმაყოფილო სულაც არ ვარ, მაგრამ უცხოეთში სწავლა მაინც მინდა, ინგლისურად რათქმაუნდა.

მე მინდა ან მეორე დოქტორანტურა (დაახლოებით იგივე სფეროში), გაგიკვირდებათ და არც მაგისტრატურაზე ვიტყოდი უარს (იგივე ან ცოტა მონათესავე სფეროში. მე მაგისტრატურა ერთ სფეროში (ბიოლოგია) მაქვს დამთავრებული და დოქტორანტურას მეორე, ცოტა განსხვავებულ (მაგრამ ესეც ბიოლოგიაა) სფეროში ვამთავრებ. ჰოდა მაგისტრატურა მინდა ამ მეორე სფეროში რომლის შესაბამისი მაგისტრატურა არ მაქვს გავლილი).

ხომ ვერ მეტყვით ევროპის/კანადის უნივერსიტეტები მიიღებენ სტუდენტს მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში როცა არსებითად ესენი აქ საქართველოში უკვე გავლილი მაქვს? შეიძლება კი გაუკვირდეთ „უკან“ დაბრუნება და ამათი ლამის მეორედ/განმეორებით სწავლა რად გინდაო, მაგრამ ეს მე ვიცი რატომაც მინდა smile.gif ჰოდა ევროპულ უნივერსიტეტებს რაიმე შეზღუდვა თუ აქვთ? ან დაფინანსების ამბავი როგორ არის ხოლმე ასეთ, სპეციფიკურ შემთხვევაში? რაიმე (დადებით როლს) ითამაშებს ჩემი (იმ დროისათვის) უკვე დამთავრებული დოქტორანტურა?

Posted by: LOLZ 2 Jul 2019, 18:10
ჰერცოგი_ალბა

QUOTE
მე მინდა ან მეორე დოქტორანტურა (დაახლოებით იგივე სფეროში)

საზღვარგარეთ დოქტორანტურა არის მინიმუმ 3 წელი (ბრიტანეთი-ევროპა), ან 5-10 წელი (ამერიკა-კანადა და კიდევ სხვა ქვეყნები). აქაური დოქტორანტურის შემდეგ კიდევ თუ გაივლი იქ, პირდაპირ პენსიაზე გახვალ lol.gif
ეს ხუმრობით. და სერიოზულად - მეეჭვება ერთი დოქტორის ხარისხით მეორეზე მიგიღონ, თან მონათესავე სპეციალობაზე. 2 დოქტორის ხარისხი რად გინდა? biggrin.gif

QUOTE
არც მაგისტრატურაზე ვიტყოდი უარს

კაი დროსაა. smile.gif ძალიან ცოტა შანსია რომ ჩაგრიცხონ. დოქტორის ხარისხით მაგისტრატურაზე უკვე overqualified ხარ და ძალიან გაუგებარია რატომ გინდა "ჩამოლაბორანტება", როცა დოქტორის ხარისხით უკვე შეგიძლია მაგისტრებს ასწავლო tongue.gif

პოსტდოკები ეძებე შენს სფეროში.

Posted by: ჰერცოგი_ალბა 2 Jul 2019, 18:34
LOLZ
QUOTE
მეეჭვება ერთი დოქტორის ხარისხით მეორეზე მიგიღონ, თან მონათესავე სპეციალობაზე. 2 დოქტორის ხარისხი რად გინდა?

მე ცოტა სხვა მხრივ მინდა კვალიფიკაცია მივიღო, საამისოდ ან სწავლაა საჭირო (მაგისტრატურა) ან კვლევა (დოქტორანტურა)

QUOTE
როცა დოქტორის ხარისხით უკვე შეგიძლია მაგისტრებს ასწავლო

სხვისთვის სწავლების არავითარი სურვილი არ მაქვს. მე თვითონ მინდა რაღაც ახალი ვისწავლო და გამოვიკვლიო

Posted by: LOLZ 2 Jul 2019, 18:46
ჰერცოგი_ალბა
მონათესავე თუ არის, მაშინ პოსტდოკის დროს იმუშავე მაგაზე.

Posted by: ჰერცოგი_ალბა 2 Jul 2019, 18:56
LOLZ
QUOTE
მონათესავე თუ არის, მაშინ პოსტდოკის დროს იმუშავე მაგაზე.

ნუ მეტნაკლებად მონათესავეა რა smile.gif

ამიტომ მეც ზუსტად არ ვიცი, პოსტდოკი სჯობია (სადაც მაინც ცოტათი განსხვავებული ცოდნა/მიდგომაა საჭირო) თუ დოქტორანტურა? თუ გამოვიდოდა მე დოქტორანტურის წინააღმდეგი სულაც არ ვარ rolleyes.gif


აქ რის კიდევ ერთი მიზეზი (ვერ დავასახელებ ოღონდ) რის გამოც მაგისტრატურა-დოქტორანტურა (ანუ თითქოს "უკან" დაბრუნება) ჩემთვის მისაღებია და მინდა გავიგო ასეთი რამე ევროპული უნივერსიტეტების შემთხვევაში მისაღებია თუ არა.
ან იქნება უბრალოდ არ ღებულობენ ასეთ სტუდენტს?

Posted by: AnEeEeE=]] 12 Jul 2019, 11:33
ხალხო ერასმუსის ჯოინთ მასტერებზე ვინც ხართ ან ყოფილხართ იქნება მომწეროთ, ვიზის ამბები მაინტერესებს ცალცალკე აიღეთ ყველა ქვეყნისთვის?

Posted by: რეამინაცია 12 Jul 2019, 23:21
ჰერცოგი_ალბა
QUOTE

აქ რის კიდევ ერთი მიზეზი (ვერ დავასახელებ ოღონდ) რის გამოც მაგისტრატურა-დოქტორანტურა (ანუ თითქოს "უკან" დაბრუნება) ჩემთვის მისაღებია და მინდა გავიგო ასეთი რამე ევროპული უნივერსიტეტების შემთხვევაში მისაღებია თუ არა.
ან იქნება უბრალოდ არ ღებულობენ ასეთ სტუდენტს?


ასე კატეგორიულად არ მიგიღებენო არ ვიტყოდი, უბრალოდ შერჩევისას შეკითხვა ჩნდება თუ რატომ გინდა მეორე დოქტორანტურა. ბევრ ევროპულ უნივერსიტეტში დოქტორანტურა უბრალო სასწავლო პროგრამად არ განიხილება, ძალიან ბევრი დოქტორანტის მოტივაციაზე არის დამოკიდებული. მაგისტრატურაზე შეიძლება ათრიო სტუდენტი დიპლომამდე, დაბალი მოტივაციის შემთხვევაშიც, დოქტორანტურაზე არ გამოვა ეგ. შესაბამისად მოტივაციას აქცევენ ყურადღებას. დოქტორანტურის აზრი იმაში მდგომარებს რომ კვლევის უნარ-ჩვევები მიიღო. უფრო საგნობირივი ცოდნის მიღება თუ გინდა, მაგისთვის პოსტდოკიც გამოდგება. ძალიან ბევრი ხალხი დოქტორანტურის მერე სულ სხვა მონათესავე სფეროში ან ქვესფეროში გადადის პოსტ-დოკის დროს.

თუმცა ბოლოს მაინც ქვეყანას და უნივერსიტეტს გააჩნია. ინგლისში მაგალითად სადაც დოქტორანტურა ფასიანია, საშუალო დონის უნივერსიტეტი მკვდარს აიყვანს, ფულს თუ გადაიხდის, დოქტორანტურიან სტუდენტს კი არა biggrin.gif. ისეთ ადგილებში სადაც უფასოა, ან სულაც დაფინანსებული (ანუ ხელფასს და ხელფასს გიხდიან), და სადაც პროფესორებს მეტი ეთქმით სტუდენტების აყვანა, არ აყვანაში, იქ უფრო რთულია. ასევე სხვაობაა, სტრუქტურულ სადოქტორო პროგრამებსა, და უფრო ტრადიციულ პროგრამებს შორის. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელს მოწონხარ, არ აქვს დიდი მნიშვნელობა ვინ ხარ და რა დიპლომი გაქვს, თუ ზოგად პარამეტრებს აკმაყოფილებ.

Posted by: ჰერცოგი_ალბა 13 Jul 2019, 00:09
რეამინაცია
QUOTE
უბრალოდ შერჩევისას შეკითხვა ჩნდება თუ რატომ გინდა მეორე დოქტორანტურა

QUOTE
შესაბამისად მოტივაციას აქცევენ ყურადღებას

კი რათქმაუნდა, ასეთ დროს მოტივაციის წერილს ხომ ითხოვენ და მე შემიძლია ვრცლად დავწერო რას ვეძებ, რატომ ვეძებ და ა.შ.

QUOTE
ბევრ ევროპულ უნივერსიტეტში დოქტორანტურა უბრალო სასწავლო პროგრამად არ განიხილება

კი ვიცი, სწავლა+კვლევა ერთადაა, მე ეს მაწყობს

QUOTE
დოქტორანტურის აზრი იმაში მდგომარებს რომ კვლევის უნარ-ჩვევები მიიღო

კი, ასეა, მინდა ეს

QUOTE
ძალიან ბევრი ხალხი დოქტორანტურის მერე სულ სხვა მონათესავე სფეროში ან ქვესფეროში გადადის პოსტ-დოკის დროს.

მე ახლომონათესავე სფეროს ვეძებ, მაგრამ შესაფერისი განათლების ცოტათი მომატება მჭირდება

QUOTE
უფრო საგნობირივი ცოდნის მიღება თუ გინდა, მაგისთვის პოსტდოკიც გამოდგება

პოსტდოკი ამისთვისაა? spy.gif მე ეგ უფრო მუშაობა/კვლევის ამბავი მეგონა


QUOTE
ასევე სხვაობაა, სტრუქტურულ სადოქტორო პროგრამებსა, და უფრო ტრადიციულ პროგრამებს შორის

ისე ამათ შორის რა სხვაობაა კარგად არ ვიცი

Posted by: რეამინაცია 13 Jul 2019, 02:07
ჰერცოგი_ალბა
QUOTE
პოსტდოკი ამისთვისაა? spy.gif მე ეგ უფრო მუშაობა/კვლევის ამბავი მეგონა


უმეტეს შემთხვევაში პოსტდოკი CV-ის და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალებაა, სანამ პოზიციას (ასისტენტ პროფესორი) მოძებნი. ზოგ სფეროში ერთი ან ნახევარი პოსტდოკია საკმარისი, ზოგგან 4იც არ გეყოს შეიძლება smile.gif

კვლევა არის ძირითადი მოვალეობა რა თქმა უნდა, მაგრამ კვლევა ასევე მოიცავს ახლის შესწავლას. ეგრე დღესდღეობით ევროპის ბევრ ქვეყანაში დოქტორანტურაში მაქსიმუმ 2-4 კურსი იყოს, ისიც კვლევის მეთოდებზე, დანარჩენი ისევ კვლევაა. და მაგიტომ ვამბობ, ანუ ბოლოს მაინც შენით უნდა გაიგნო გზა პოსტდოკშიც და დოქტორატურაშიც. დოქტორანტურაში რა თქმა უნდა ხელმძღვანელი გყავს, თუმცა კარგი პოსტდოკის შემთხვევაშიც (სადაც მარტო იაფ მუშახელად არ გიყურებენ) გეყოლება ვინმე ვინც "გაგზრდის". სფეროს გააჩნია რა თქმა უნდა ისევ და ისევ.

ამას იმიტომ ვამბობ რომ ისე არ გამოვიდეს რომ დრო დაკარგო ტყუილა უბრალოდ, თუ არა ორ-დოქტორანტურიანი ხალხის მეტი რა არის.


QUOTE
ისე ამათ შორის რა სხვაობაა კარგად არ ვიცი

ე.წ. structured doctoral program უფრო ახალი ხილია და მიზნად ისახავს სადოქტორო პროგრამების სტანდარტიზაცია მოახდინოს. ამ შემთხვევაში როგორც წესი მიღება ცენტრალურად ხდება. ანუ როგორც ბაკალავრი/მაგისტრატურა, ცხადდება მიღება, არის გარკვეული ადგილების რაოდენობა და გარკვეული კრიტერიები (ენის სერტიფიკატები, ნიშნები, კვლევის გეგმა და ა.შ.), მიღების დამთავრების შემდეგ აყავთ ხალხი რომელიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ასეთ პროგრამებს აქვთ გაწერილი "გრაფიკი", პირველი წელი საკურსო სამუშაოები და კვლევის გეგმის დახვეწა; მეორე წელი, მონაცემების შეგროვება; მესამე წელი, წერა; მეოთხე წელი, დისერტაციის დამთავრება და დაცვა. ან რაიმე ამდაგვარი (ზოგგან სამ წელზეა გათვლილი, ზოგგან 5ზე).

ტრადიციული პროგრამების შემთხვევაში, მიღების პროცესი ინიცირებულია ხელმძღვანელის მიერ. ანუ ხელმძღვანელს აქვს დაფინანსება, ან რაიმე პროექტი და სურს დოქტორანტი რომელიც ამ პროექტზე იმუშავებს. შემდეგ ხელმძღვანელი/ფაკულტეტი აცხადებს ვაკანსიას, ან ეძებენ შიგნიდან (მაგისტრატურის სტუდენტებში) მსურველებს. ამ შემთხვევაში ძირითადად, ხელმძღვანელი/ჯგუფი გადაწყვეტს კრიტერიუმებს. თვითონ დოქტორანტურის პროცესიც უფრო ნაკლებადაა გაწერილი. როგორც წესი იწყებ პროექტში და მუშაობ იქამდე სანამ ხელმძღვანელი ჩათვლის რომ "მზად" ხარ (ან სანამ ფული გამოილევა biggrin.gif), ეს შეიძლება გაგრძელდეს 3-6-8 წელი, გააჩნია ქვეყანას/უნივერსიტეტს/სფეროს.


QUOTE
კი რათქმაუნდა, ასეთ დროს მოტივაციის წერილს ხომ ითხოვენ და მე შემიძლია ვრცლად დავწერო რას ვეძებ, რატომ ვეძებ და ა.შ.

ჩემი რჩევა იქნება, მიუხედავად იმისა structured პროგრამაა თუ უფრო ტრადიციული, ყველა შემთხვევაში ეცადო ჯერ სასურველ პროფესორს/ფაკულტეტს/ჯგუფს დაუკავშირდე და იმათგან დაიბევო ინტერესი. თუ საქართველოში შენს ფაკულტეტზე პროფესორებს ნაცნობები/კოლაბორატორები ჰყავთ სასურველ უნივერსიტეტში საზღვარგარეთ ღირს მათთან დაკავშირება. ბრმად აპლიკაციის გაგზავნას მაგ შემთხვევაში რამოდენიმე ნეგატივი აქვს. 1) მიღების შანსებია ნაკლები. ანუ რაც არ უნდა კარგი აპლიკაცია გქონდეს თუ შენი ინტერესები არ ემთხვევა არცერთი ხელმძღვანელის თუ ჯგუფის ამჟამინდელ ინტერესებს არ მიგიღებენ. 2) შეიძლება მიგიღონ, მაგრამ აღმოჩნდე არამოტივირებული ხელმძღვანელის ხელში რომელიც მინიმუმ დროს დაგახარჯავს. ეს განსაკუთრებით იმ ადგილებში სადაც დოქტორანტურაში ფულს იხდი (ინგლისი/ამერიკა), რადგან მანდ ხშირად ზეწოლაა პერსონალზე დოქტორანტები აიყვენონ.

Posted by: MirMax 18 Jul 2019, 18:48
მოკლედ რაღაც პრობლემა მაქვს აპოსტილზე მე გავუკეთე დიპლომს დანამდვილება მერე ეს დანამდვილებული დიპლომი წავიღე აპოსტილზე და გაუკეთეს აპოსტილი ამ ფურცლების უკან ხოდა მთარგმნელი მეუბნება დიპლომის უკანა ფურცელზე უნდა იყოს აპოსტილიო წავედი იუსტიციაში და იქ მითხრეს როცა მარტო დიპლომი შემოგაქვს აპოსტილზე მაშინ დიპლომის უკანა ფურცელზე უკეთებენ აპოსტილს ხოლო სხვა ინსტანციიდან როცა მოგაქვს დნამდვილებასთან ერთად რაც იქნება ბოლო ფურცელი იმის უკანო. ხოდა ხალხი მეუბნება არ არის სწორი და ეგ შენ დანამდვილებას გაუკეთეს აპოსტილი და არა დიპლომსო იმენა დიპლომის უკანა ფურცელზე უნდა იყოსო რომ აპოსტილიო. და ვერ გავიგე ვერაფერი პრობლემა შემექნება ესე რო წავიღო საელჩოში?

Posted by: LOLZ 18 Jul 2019, 22:45
MirMax
ვინ არის ეს "ხალხი", რამდენად კომპეტენტურია? არ დაუჯერო "ხალხს", რასაც ოფიციალურად გეუბნებიან (ამ შემთხვევაში სერვისის პროვაიდერი იუსტიციის სახლი), იმას დაუჯერე. თუ კიდევ ეჭვი გეპარება, მაშინ მოძებნე შესაბამისი კანონი ან კანონქვემდებარე აქტი, რომელიც აპოსტილით დამოწმების წესს არეგულირებს და იქ ნახე.

Posted by: macdemarco 21 Jul 2019, 22:03
გამარჯობა,

იტალიის სტუდენტურ ვიზას ხო არ იღებთ ვინმე ეხლა ან ხო არ აგიღიათ?

მოკლედ, ცოტა ხნის წინ მოვრჩი სწავლას, ავიღე 240 კრედიტი, მაგრამ აკადემიური კალენდარი ილიაში 27 ივლისს მთავრდება და აქადან 1 თვეში მომცემენ კვალიფიკაციის მინიჭების ცნობას. მაგრამ დედლაინი 10 აგვისტოა (Pre-Enrollment-ის საბუთები უკვე ჩაბარე) დავწერე განცხადება და მომცეს ცნობა, სადაც წერია რომ მე დავაკმაყოფილე ყველა საჭირო კომპონენტი, ავიღე 240 კრედიტი და აუცილებლად მომენიჭება კვალიფიკაცია აკადემიური კალენდრის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში.

რამდენიმე რაღაც მაინტერესებს:

1. თუ უნივერსიტეტს არ აქვს იმ ფაქტთან პრობლემა, რომ დიპლომს შედარებით გვიან ავიღებ, საელჩოში შეიძლება რამე პრობლემა შემიქმნან?
2. ამ ცნობის აპოსტილით დამოწმება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში ხდება, მაგრამ იქ მითხრეს იუსტიციაში უნდა ჩააბაროთო, არადა მათ საიტზე აღწერილი პროცედურა და იუსტიციაში, რაც მითხრეს ერთმანეთისგან განსხვავდება.
3. მხოლოდ ამ ცნობის დამოწმება და თარგმნა არის საჭირო Declaration of Value-სთვის, თუ ნიშნების ფურცლისაც?

მადლობა.

Posted by: MirMax 22 Jul 2019, 17:30
LOLZ
QUOTE
MirMax
ვინ არის ეს "ხალხი", რამდენად კომპეტენტურია? არ დაუჯერო "ხალხს", რასაც ოფიციალურად გეუბნებიან (ამ შემთხვევაში სერვისის პროვაიდერი იუსტიციის სახლი), იმას დაუჯერე. თუ კიდევ ეჭვი გეპარება, მაშინ მოძებნე შესაბამისი კანონი ან კანონქვემდებარე აქტი, რომელიც აპოსტილით დამოწმების წესს არეგულირებს და იქ ნახე.

მოკლედ მივიტანე ეს ჩემი დიპლომი ჯერ დანამდვილებული და მერე დააპოსტილებული საელჩოში და არ მიიღეს ცალკე დიპლომს უნდა ედოს აპოსტილი და ნათარგმნი უნდა იყოს და ცალკე დიპლომის ნამდვილობასო და ნათარგმნი უნდა იყოსო მე ვუთხარი ხო ხედავ აპოსტილში ბევრი დოკუმენტი როა და შეკრულია ესეიგი რაც მანდ არის დოკუმენტები ის ყველაფერი ანუ ნადვილობა და დიპლომი დამოწმებულია თქო და იურიდიულად სწორია თქო და აპოსტილ დადებული თქო. კაროჩე არ მიიღეს. კიდე მომთხოვეს ატესტატის აპოსტილი და თარგმნა,დიპლომის აპოსტილი და თარგმნა ერთად, ნიშნების ფურცლის აპოსტილი და თარგმნა და ასევე ყველა აპოსტილის თარგმნა იტალიურად არადა ინგლისურად აწერია და ზუსტად ვიცი რო აპოსტილებს თარგმნა არ უნდა. კაროჩე რა ეს ყველაფერი მომთხოვეს DICHIARAZIONE DI VALORE დიკიარაციონე დი ვალორე სთვის.

Posted by: LOLZ 8 Sep 2019, 03:39
სტიპენდიების კატალოგი გავაკეთე, https://gijmaj.wordpress.com/2019/09/08/scholarship-catalogue/ ამერიკული და ბრიტანული სტიპენდიებია. გადახედეთ და აბა თქვენ იცით. smile.gif
მერე ევროპა-აზიასაც დავამატებ.

Posted by: AnEeEeE=]] 9 Sep 2019, 09:23
https://www.mes.gov.ge/content.php?id=218&lang=geo

აი აქ დევს კიდე ბევრი სტიპენდიები

Posted by: LOLZ 9 Sep 2019, 15:33
AnEeEeE=]]
მაგის გარდა 50-მდე სტიპენდიის შესახებ დავდებ საერთო ჯამში biggrin.gif მოვიცლი, დავალაგებ და გამოვაქვეყნებ. ბევრი დამოუკიდებელი სტიპენდიაა, კონკრეტული უნივერსიტეტიდან ან საერთაშორისო ფონდიდან. და რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეებისთვის.

Posted by: AnEeEeE=]] 11 Sep 2019, 09:32
LOLZ
QUOTE
აგის გარდა 50-მდე სტიპენდიის შესახებ დავდებ საერთო ჯამში  მოვიცლი, დავალაგებ და გამოვაქვეყნებ. ბევრი დამოუკიდებელი სტიპენდიაა, კონკრეტული უნივერსიტეტიდან ან საერთაშორისო ფონდიდან. და რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეებისთვის.
\\
აჰაა ძაან კარგს იზავ

Posted by: ჰერცოგი_ალბა 3 Oct 2019, 23:47
LOLZ
თუ იცი უცხოეთის უნივერსიტეტებში სივის გაგზავნის დროს რაიმე ფორმატს/შაბლონს იყენებენ თუ არა?

Posted by: LOLZ 4 Oct 2019, 01:18
ჰერცოგი_ალბა
ზოგი ევროპული უნივერსიტეტი ევროპასის ფორმატში ითხოვს. თუ მოთხოვნა არ აქვს, შეგიძლია ნებისმიერი სახით გაუგზავნოს. შენს ინტერესშია რომ გამართული, კარგი სტრუქტურის გქონდეს

Posted by: ჰერცოგი_ალბა 4 Oct 2019, 16:49
QUOTE (LOLZ @ 4 Oct 2019, 01:18 )
ჰერცოგი_ალბა
ზოგი ევროპული უნივერსიტეტი ევროპასის ფორმატში ითხოვს. თუ მოთხოვნა არ აქვს, შეგიძლია ნებისმიერი სახით გაუგზავნოს. შენს ინტერესშია რომ გამართული, კარგი სტრუქტურის გქონდეს

ანუ ასეთი ფორმატი ზოგადად მისაღებია?
https://europass.cedefop.europa.eu/sites/default/files/cv-example-1-de_de.pdf

Posted by: LOLZ 4 Oct 2019, 19:54
ჰერცოგი_ალბა
კი მისაღებია. თუმცა რაღაცეების ამოღება სჭირდება.
ვორდსაც აქვს სივის ფორმატები, ინტერნეტშიც ბევრი დევს. შეარჩიე და სექციები დაალაგე იმის მიხედვით, იმ კონკრეტული პროგრამისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია.
* * *
https://gijmaj.wordpress.com/2016/04/20/cv/ ნახე, დაგეხმარება.

Posted by: Fizikismama 9 Oct 2019, 10:07
ვინმემ ხომ არ იცით შემთხვევით. IELTs-ის გამოცდა გაზაფხულზე რომ დავწერო(ცხადია ადგილები თუ იყო), შემოდგომის სემესტრში შევძლებ, წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, სასურველ უნივერსიტეტში სწავლის დაწყებას? ანუ ეს თვითონ ტესტზეა დამოკიდებული თუ უნივერსიტეტზე თუ ჩემზე, რამდენად სწრაფად შევძლებ საჭირო საბუთების მოძიებას. ანუ სასურველ უნივერსიტეტში სწავლის დაწყებამდე, რამდენი ხნით ადრე უნდა დავწერო ეს ტესტი თქვენი გამოცდილებით, რომ პრობლემა არ შემექმნას ჩარიცხვებზე ან სხვა რაიმეზე?

Posted by: LOLZ 10 Oct 2019, 03:47
Fizikismama
შენს ადგილზე "შემთხვევით" ამ თემასაც გადავიკითხავდი და ჩემს ბლოგსაც გადავავლებდი თვალს smile.gif
IELTS და ტოეფელს 2 წელი აქვს ვადა, მთავარია ჩაბარების მომეტში არ იყოს გასული ეს 2 წელი.
ერთი მომენტიცაა, რომ ინგლისი მაგალითად, ითხოვს ჩასვლის დროს მოქმედი IETS ქულას. ანუ, პირობითად, 2020-ის შემოდგომას თუ აგზავნი საბუთებს, უნი სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს, სანამ სავიზო საბითებს შეაგროვებ და ა.შ... 2021-ის სექტემბერში მოგიწევს ჩასვლა და ამ დროისათვის უნდა გქონდეს მოქმედი IELTS. თუ არადა ახლიდან მოგიწევს ჩაბარება.
სხვა ქვეყნებს არ აქვთ ეს მოთხოვნა.
https://gijmaj.wordpress.com/2010/11/01/studyabroadtips/
სხვა პოსტებსაც ჩაყევი, ყველა შესაძლო კითხვაზე დევს პასუხი.

Posted by: Fizikismama 10 Oct 2019, 09:29
LOLZ
დრო არ მქონდა სამწუხაროდ 35 გვერდის წასაკითხად, სადაც ჩემ კითხვაზე პასუხი ან იქნებოდა, ან არა ხოდა ვიკითხე, არც თქვენს ბლოგზე მსმენია რაიმე, მაგრამ ეხლა ვიცი და გავეცნობი <333
მადლობა <333

Posted by: LOLZ 10 Oct 2019, 13:35
Fizikismama
საზღვარგარეთ სწავლისთვის მომზადების პროცესი ძალიან დიდ დროს და მოთმინებას მოითხოვს. თუ არც ერთი გაქვს და არც მეორე სჯობია აქედანვე შეეშვა. smile.gif ფინანსურადაც უნდა მოემზადოს, საწყის ეტაპზეც ბევრი დანახარჯია. და ბევრი უნდა იკითხო, ისეთი გვერდები. სადაც შეიძლება ვერ იპოვო ის რაც გინდა.

Posted by: Fizikismama 10 Oct 2019, 15:01
LOLZ
ძალიან ბევრ დროს რომ მოითხოვს მაგიტომ არ მაქვს სხვა დანარჩენისთვის ეგ დრო <333

Posted by: LOLZ 10 Oct 2019, 16:20
Fizikismama
შენი საქმის შენ იცი მაგრამ საკუთარ თავს დროს თუ არ დაუთმობ, არავინ გაგიკეთებს საქმეს. მით უმეტეს თუ უნის მოძებნას და მსგავს თემებს ეხება. ან თუ გაგიკეთებს, ვერ იქნება მთლად ის, რაც შენ გჭირდება. + მეტი ენერგიის/რესურსის დახარჯვა მოგიწევს სხვისი შეცდომების გამოსწორებაში.
პირადად მე ძალიან ბევრჯერ მაქვს იმ კითხვებზე პასუხი გაცემული, რაც შენ დასვი, და სხვებზეც. აღარ მიღირს ჩემი დრო იმად, რომ უკვე მილიონჯერ ნათქვამი კიდევ ერთხელ გავიმეორო. ყველა შესაძლო კითხვაზე ყველა შესაძლო პასუხი არის ფორუმზეც, ჩემს ბლოგზეც და ინტერნეტშიც. წარმატებებს გისურვებ.

Posted by: gvelis_wiwila 10 Oct 2019, 19:59
QUOTE
ფულბრაიტზე


QUOTE
ბაკალავრიატის ნიშნები


შეგიძლია თამამად დაიკიდო თუ სხვა რამეში ვარგიხარ. აგერ შეტანილი მაქვს და სიმღერ სიმღერით გავედი ბოლო ეტაპამდე

Posted by: LOLZ 11 Oct 2019, 02:50
gvelis_wiwila

გილოცავ smile.gif ტესტებიც ჩაბარებული გაქვს? თუ აირექსი გაბარებინებს?

Posted by: x360Soulja 12 Oct 2019, 00:14
CEU-ში სწავლობთ ვინმე? IELTS მინდა ავიღო დეკემბერში და იანვრისთვის მოვაგროვო საჭირო საბუთები და გავუშვა აპლიკაცია, უბრალოდ ვენაში ძალიან ძვირია ცხოვრება და ეგ მაბრკოლებს. ბევრი ვეძებე და როგორც აღმოვაჩინე, საერთო საცხოვრებელი არ აქვთ ჯერ, ქალაქში ყველაზე იაფად ნორმალური ბინები თვეში 300–400 ევროდან იწყება, რაც მხოლოდ ბინისთვის ძვირია ამას + ტრანსპორტი. გრანტი რომც აიღო, მაინც ძალიან ძვირი გამოდის. user.gif




რაღაც გვერდიც აქვთ სადაც ალუმნებს და მოქმედ სტუდენტებს წერ კითხვებით და იდეაში უნდა გიპასუხონ, მაგრამ ერთს მივწერე – ვინც იმ მომენტში რამდენიმე წუთით ადრე იყო შემოსული – თუმცა არ უპასუხია.


ორბანი უნდა დაკიდო ერთი ადგილით რა user.gif



ბუდაპეშტი ბევრად კარგი ვარიანტი იყო ვენაზე, პირველ რიგში თანხების ამბავში user.gif



* * *
ხო დამავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ მაგისტრატურაზე მინდა სწავლა. ანუ აქ დამთავრებული მაქვს უკვე, მაგრამ კიდევ ერთი მინდა.


თან 1 წლიანი პროგრამა რომ აქვთ ეგ არის ძალიან კარგი. ტარტუზეც ვფიქრობდი ერთი პერიოდი, მაგრამ კიდევ ორი წელი სწავლა უკვე პერებორი იქნება. user.gif



Posted by: LOLZ 12 Oct 2019, 00:21
x360Soulja
რა სპეციალობაზე გინდა სწავლა?
ერთწლიანი მაგისტრატურები ინგლისშიცაა, გერმანიაშიც, ზოგიერთ ამერიკულ უნივერსიტეტშიც
* * *
ჩატში შემოდი აბა

Posted by: gvelis_wiwila 12 Oct 2019, 11:40
QUOTE
ტესტებიც ჩაბარებული გაქვს? თუ აირექსი გაბარებინებს?


ეხლა ვაბარებ, უცებ გამომიცხადეს 1 კვირაში უნდა ჩააბარო ჯიარიო და მათემატიკის აზრზე არ ვარ )) ტოიფელსაც ვაბარებ

Posted by: LOLZ 12 Oct 2019, 14:41
gvelis_wiwila
მე-6-7 კლასების მათემატიკაა. ონლაინ დევს ბევრი წიგნი და გადახედე მათ. სტრუქტურას და გაკეთების რჩევებს მიაქციე ყურადღება. და ტერმინებიც დაიმახსოვრე biggrin.gif

Posted by: gvelis_wiwila 12 Oct 2019, 17:45
QUOTE
მე-6-7 კლასების მათემატიკაა.


ახლა გავაკეთე და 80დან 6 მქონდა სწორი ) ტესტი პარასკევსა))) ნუ ინგლისურით ამოვქაჩავ მარა მაინც ტეხავს sad.gif

Posted by: არწივი9 12 Oct 2019, 21:20
რა მინდა გავიგო, cover letter და personal statement ეს ერთიდაიგივე არაა? ეს ხომ ის დოკუმენტია სადაც წერ ვინ ხარ და რას ელი ამათუიმ უნივერსიტეტიდან/სამუშაოდან?

Posted by: LOLZ 13 Oct 2019, 18:14
gvelis_wiwila
biggrin.gif ჯიარის წიგნები დევს ინტერნეტში და მათ გადახედე. თან ქართულადაც მოძებნე მათემატიკის ახსნები, პროცენტები, წილადები და მსგავსი თემებია. დიდი არაფერი უნდა გახსენებას smile.gif

Posted by: subspecieaeternitatis 13 Oct 2019, 21:59
ერაზმუს+ ის გაცვლითი პროგრამისთვის ვაგროვებ საბუთებს, ვაგზავნი 2 უნივერსიტეტში (აპლიკაცია ერთიანია). მაინტერესებს ორივე უნივერსიტეტისთვის ერთიანი, უნივერსალური სამოტივაციო წერილი უნდა დავწერო? რაღაც აბსურდს ჰგავს. როგორც ვიცი თითოეული უნივერსიტეტი კონკრეტულად მასზე მორგებულ სამოტივაციო წერილს ითხოვს.

Posted by: LOLZ 16 Oct 2019, 23:42
subspecieaeternitatis
ეგ აპლიკაცია ორივეში ერთდროულად იგზავნება? თუ ერთნაირი აპლიკაციები აქვს ორივე უნის?

Posted by: Fizikismama 22 Oct 2019, 15:28
LOLZ
მოკლედ საფუძვლიანად გადავიკითხე მთელი თემა, ხოდა კიდევ მაქვს რაღაც კითხვები, პირველ რიგში მაინტერესებს, რაიმე ხარისხობრივი მნიშვნელობა ააქვს რომელი პროგრამით წახვალ სასწავლებლად, თუ დაფინანსება გინდა, მაგისტრატურის კუთხით? (ვგულისხმობ არა სტიპენდიის რაოდენობას და ა.შ, არამედ რომელიმე პროგრამით წასვლა უკეთესი ხარისხის სწავლას გაძლევს თუ ეს უშუალოდ უნივერსიტეტს ეხება და მაგალითად შეიძლება ერასმუსით წასული სტუდენტიცა და სხვა პროგრამით წასული სტუდენტიც ერთ ჯგუფში ისხდნენ და ერთი და იმავე ხარისხის ცოდნას იღებდნენ, ნუ ცხადია სასწავლებლისგან, თავად შეიძლება ერთი სწავლობდეს, ერთი არა).

კიდევ გადავხედე LOLZ-ისა და AnEeEeE=]]-ს დადებულ სასტიპენდიო პროგრამების სიებს და მადლობა მაგისთვის, ველოდები ლოლზის მიერ დაპირებულ "ევროპულ" სიასაც.

კიდევ მაინტერესებს, რაიმე საიტი ხომ არ იცით, სადაც უნივერსიტეტები იქნება ჩამოწერილი, რომ გადავავლო თვალი და ავირჩიო შესაბამისი უნივერსიტეტის, შესაბამისი ფაკულტეტი და შემდგომ გავეცნო ინფორმაციას, რა საბუთები ჭირდებათ და ა.შ.

ერთი საიტი აქ ეწერა, ერასმუსის საიტი რომ არის, მეორე გუგლში ვნახე masterportal და სხვა ხომ არ იცით კიდევ რამე გამოსადეგი ამდაგვარი?


Posted by: LOLZ 22 Oct 2019, 15:38
Fizikismama
Gradschools.com ნახე, დანარჩენს მოგვიანებით დავწერ

Posted by: Fizikismama 22 Oct 2019, 16:13
LOLZ
მადლობა

Posted by: LOLZ 22 Oct 2019, 21:52
Fizikismama
ხარისხობრივი განსხვავებები რა თქმა უნდა არის. სად ამერიკის ან ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამა და სად თუნდაც ბალტიისპირეთის სტიპენდიები. რეიტინგით ამერიკული და ბრიტანული სკოლები ბევრად უსწრებენ ევროპულს. რეიტინგები კიდევ ჰაერიდან არ მოდის biggrin.gif
ყველა უნი გაძლევს უნიკალურ ცოდნას, კონტაქტებს, განვითარების შესაძლებლობას. ასევე ყველას აქვს თავისი უნიკალური სკოლები, მეთოდები, მიდგომები და ა.შ. მაგალითად საერთაშორისო ურთიერთობების ერთი ზოგადი სპეციალობის ქვეში სხვადასხვა ტიპის განათლებას შეიძენ ნიუ იორკის უნივერსიტეტში და ვილნიუსის უნივერსიტეტში. ასევე პროფესორებიც - ზოგს ექნება საერთაშორისო გამოცდილება, ზოგს -არა. ზოგს ექნება მთავრობებისთვის მუშაობის გამოცდილება, ზოგი საკუთარ ქალაქს და თეორიებს არ იქნება გაცდენილი...
ერაზმუსს რაც შეეხება - ყველა სემესტრში სხვადასხვა უნიში სწავლობ. საკმაოდ კარგი დაფინანსებაა და ასევე ბევრი ხლაფორთი დასჭირდება, დაწყებული გამგზავრების სამზადისით ყოველ 5-6 თვეში, დამთავრებული დოკუმენტების მოწესრიგებით ყოველი ახალი ქვეყნისთვის. თუ ამდენი ჩალიჩის ხალისი არ გაქვს, სჯობია თავიდანვე არ შეიტანო საბუთები. დაზოგავ უამრავ რესურსს + ნერვებს.
გაცვლითი პროგრამების და ჩვეულებრივი სტუდენტები ძირითადად ერთად სწავლობენ. რას წამოიღებ ლექციებიდან, უკვე შენზეა დამოკიდებული.
უნდა გადაწყვიტო იმის მიხედვით რა გინდა - რისი სწავლა, რა ტიპის პროფესიულ სკოლებში წრეებში ინტეგრაცია, რამდენად ახლოს გსურს ყოფნა ოჯახთან და ა.შ. შენს გარდა ამას ვერავინ გააკეთებს. "ოღონდ სტპენდია ავიღო და რაც უნდა ის იყოს" დამოკიდებულებაც მოსულა.
სჯობია რამდენიმე პროგრამაზე შეიტანო განაცხადი და არ გქონდეს იმის იმედი, რომ რომელიმეში ფინალამდე გახვალ. დარწმუნებული იყავი, შენზე მაგარი ძალიან ბევრი აპლიკანტი იქნება smile.gif კონკურენცია არის ძალიან დიდი. კარგ საბუთებთან ერთად ცოტა გამართლებაც გჭირდება. შეიძლება ყველამ აგირჩიოს, შეიძლება არც ერთმა.

Posted by: Fizikismama 23 Oct 2019, 12:28
LOLZ
QUOTE
ხარისხობრივი განსხვავებები რა თქმა უნდა არის. სად ამერიკის ან ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამა და სად თუნდაც ბალტიისპირეთის სტიპენდიები. რეიტინგით ამერიკული და ბრიტანული სკოლები ბევრად უსწრებენ ევროპულს. რეიტინგები კიდევ ჰაერიდან არ მოდის

არა ეს ცხადია ასეა biggrin.gif სხვა რამე ვიგულისხმე, ვერ ავხსენი კარგად. ანუ ერასმუსი ხომ არის ევროპის კავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა, ხოდა ეს უფრო პრესტიჟულად და შესაძლებლობების მოცემის ამბავში უფრო ეფექტურად ხომ არ ითვლება-თქო, ვიდრე უშუალოდ კონკრეტული უნივერსიტეტის სტიპენდიათქო, მგონი სწორად ჩამოვაყალიბე ამჯერად. (ნუ ცხადია ახლა ოქსფორდი რომ გაძლევს თავისივე სტიპენდიას ეგ უმჯობესია, ვიდრე ერასმუსი რომ გიშვებს, რავიცი უნგრეთის საშუალო დონის უნივერსიტეტში, მაგრამ მე ერთი დონის უნვიერსიტეტებში ვიგულისხმე. მაგალითად ერასმუსით წასვლა სიტყვაზე ტარტუს უნივერსიტეტში უფრო მეტ შესაძლებლბოებს გაძლევს თუ უშუალოდ ტარტუს მიერ მოცემული სტინედია, თუ ამ შემთხვევაში ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და უბრალოდ, რომელი უკეთესი პირობებით გაძლევს მაგ სტიპენდიას ეგ არის და ეგ?)



QUOTE
თუ ამდენი ჩალიჩის ხალისი არ გაქვს, სჯობია თავიდანვე არ შეიტანო საბუთები. დაზოგავ უამრავ რესურსს + ნერვებს

მართალი ხარ, თავიდანვე უშუალოდ უნივერსიტეტის დაფინანსებას ვუმიზნებდი, მინდა, რომ ერთ უნივერსიტეტში ჩავაბარო და ვისწავლო წელიწადნახევარი თუ ორი წელი, რამდენიანიც იქნება პროგრამა, ერთ ქალაქში ვიცხოვრო, უშუალოდ ცხოვრებას რაც შეეხება და მერე წყნარად დავბრუნდე უკან, არ მინდა ეს სიარული იქით აქეთ და სულ ახალი საბუთების გროვება. მაგრამ ეხლა ამ თემას და შენს ბლგოსაც რომ გადავავლე თვალი, ვნახე რაღაც სახელმწიფო დაფინანსების პროგრამები, როგორც ჩვენი სახელმწიფოს, ისე უშუალოდ სადაც მიდიხარ იმ სახელმწიფოს, ხოდა ზოგადად რაც გსმენია, თუ გსმენია, ამ სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაზე, ბევრი ადამიანი მიდის? და არის რეალურად გამჭირვალე და ობიექტური? და კიდევ ამაზე ინფორმაცია დაზუსტებით ვერსად მოვიპოვე, რაღაც ჭორებივით გავიგე, ანუ როდესაც უცხო ქვეყნისაგან, რომლის მოქალაქეც არ ვარ, მინდა დაფინანსების აღება, შესაბამისი ქვეყნის საელჩოში უნდა მივიდე ხო ზუსტი ინფორმაციისთვის და ა.შ?


QUOTE
სჯობია რამდენიმე პროგრამაზე შეიტანო განაცხადი

კი, ესეც ვაპირებ

Posted by: LOLZ 23 Oct 2019, 17:36
Fizikismama
უნდა გადახედო თუ აქვთ ალუმნების ჯგუფი ან ორგანიზაცია, რა ტიპის კავშირები აქვთ.. შეიძლება კონკრეტულმა უნიმ უფრო მეტი მოგცეს, ვიდრე პროგრამამ.
ერაზმუსის სტიპენდია ტარტუში შეიძლება მეტი იყოს, ვიდრე ესტონეთის მთავრობის. მაგრამ გადახედე სხვა შესაძლებლობებსა, როგორც გითხარი ალუმნების, ნეთვორქინგი, სხვადასხვა შესაძლებლობები და ა.შ. გააჩნია რა არის პრიორიტეტი.

სახელმწიფოს დაფინანსებულ პროგრამას გააჩნია. ამერიკაში 10 - 15, ჩივნინგზეც დაახლოებით ასე. საქართველოს მთავრობის გრანტებს 50+ ადამიანი იღებს. ყველა პროგრამაზე ინდივიდუალურად უნდა ნახო. გამჭვირვალობაზე რა გითხრა... სადაც მე მქონდა საბუთები შეტანილი პროცესების უმეტესობა გასაგები იყო, არსებობდა კონკრეტული კრიტერიუმები და შეფასებაც მეტნაკლებად ობიექტური იყო.
თუ სადმე ვერ გაიმარჯვე, მიზეზი ჯერ საკუთარ თავში უნდა ეძებო და მერე დააბრალო შემფასებლის არაობიექტურობას

Posted by: onisepolski 24 Oct 2019, 12:23
2.2 ჯიპიაი :დ და ტოეფელის ქულა 120 მაქვს რამის შანსი ამერიკაში დაფინანსების მოპოვების?

Posted by: Fizikismama 25 Oct 2019, 15:30
LOLZ
გასაგებია, მადლობა დიდი :*

Posted by: onisepolski 25 Oct 2019, 19:30
QUOTE (onisepolski @ 24 Oct 2019, 12:23 )
2.2 ჯიპიაი :დ და ტოეფელის ქულა 120 მაქვს რამის შანსი ამერიკაში დაფინანსების მოპოვების?

იქნებ დამეხმაროდ და მიპასუხოდ sad.gif

Posted by: LOLZ 26 Oct 2019, 04:12
onisepolski
ტროლებს არ ვეხმარებიდ ბრად boli.gif

Posted by: onisepolski 26 Oct 2019, 16:03
რა ტროლი ვიკითხე დახმარება მჭირდება და თუ შესაძლებელია გამცეთ პასუხი

Posted by: LOLZ 27 Oct 2019, 00:48
onisepolski
არ მჯერა რომ ტოეფელში 120 აიღე.

Posted by: onisepolski 27 Oct 2019, 10:27
რატომ არის ეგეთი რთული დაიჯერო? :დ

Posted by: gvelis_wiwila 9 Nov 2019, 13:12
მოკლედ 108 ავიღე ტოიფელში და 305 ჯიარში

ჯიარისთვის 2 დღე ვემზადებოდი და ტოიფელზე საათიც არ მიმეცადინია და თავს ვირწმუნებ რომ არაა ურიგო შედეგი )

Posted by: კეცალკოატლი 9 Nov 2019, 13:47
QUOTE
რეიტინგით ამერიკული და ბრიტანული სკოლები ბევრად უსწრებენ ევროპულს

ბრიტანული გერმანულსაც უსწრებს?

Posted by: რეამინაცია 9 Nov 2019, 19:42
QUOTE
რეიტინგით ამერიკული და ბრიტანული სკოლები ბევრად უსწრებენ ევროპულს


რეიტინგების უდიდესი ნაწილი ზომავს იმას თუ რამდენად ამერიკურია/ბრიტანულია უნივერსიტეტი (ანუ ზომავს იმ პარამეტრებს რომელსაც ამ ორ ქვეყანაში აქცევენ ყველაზე მეტ ყურადღებას). შესაბამისად არაა გასაკვირი. რეიტინგებს ყოველთვის სკეპტიკურად უნდა შეხედო.

იმაზე არაა რა თქმა უნდა ლაპარაკი რომ ოქსფორდის უნივერსიტეტი, მერსებურგის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტს ჯობია. მაგრამ მაგას არც უნდა რეიტინგები.

Posted by: LOLZ 11 Nov 2019, 03:47
gvelis_wiwila
ტოეფელში ძალიან მაგარი შედეგია და ჯიარი არ ვიცი, არ მახსოვს მათი შეფასების სისტემა

Posted by: AnEeEeE=]] 12 Nov 2019, 18:19
ამ ბოლო დროს ვფიქრობ phd -ც ხოარ მვაყოლო თქო, იაპონიის სტიპენდიები ვნახე და ძაან დავინტერესდი ნეტა რა შანსია მანდ მოხვედრის user.gif ან ქართველი თუ ყოფილა საერთოდ გრიპს როა მაგათ პროგრამაში სადოქტოროზე.

Posted by: LOLZ 12 Nov 2019, 18:36
AnEeEeE=]]
მიაყოლე თუ გინდა. და თუ იცი როგორ გამოიყენებ. რაღაც კატეგორიის სამსახურებში ვეღარ იმუშავებ დოქტორის ხარისხით
* * *
სტიპენდიის გვერდი დაათვალიერე, ექნებათ ან ქვეყნების ჩამონათვალი, ან სტიპენდიანტები სია, ან ორივე ერთად smile.gif)
ქართველები დიდად არ სწყალობენ აზიას smile.gif არადა ძალიან კარგი პროგრამები და უნივერსიტეტების.

Posted by: AnEeEeE=]] 12 Nov 2019, 18:46
LOLZ
QUOTE
მიაყოლე თუ გინდა. და თუ იცი როგორ გამოიყენებ. რაღაც კატეგორიის სამსახურებში ვეღარ იმუშავებ დოქტორის ხარისხით

ერთ წლიან გეფს გავაკეთებ ალბათ მაინც და შემდეგ წელს დავიწყებ დაგზავნას, ჰო აი მაგაზე ვფიქრობ ხარისხი რო გაქვს მერე ზოგგან უკვე ოვერქუალიფაიდ ხარ, პროსტა ჩემი ტიპაჟIდან გამომდინარე ჩვეულებრივი სამსახური მწყინდება და მგონია კვლევითი საქმე უფრო საჩემოათქო და თან კიდე იმასაც ვითვალისწინებ , რომ შეიძლება ძაან ძნელი იყოს და ეგრეც არმინდა რო თავი შევაკლა დდდდ ისე ხალხს ვისაც შევეკითხე დოქტორანტებს აქ გერმანიაში არაა ეგეთი რთულიცო დ მარა იაპონიაში თუ გამომივიდა იაპონელები მომკლავენ მაგათი work ethic -ის მეშინია biggrin.gif რამდენი ფაქტორია დდ არადა მინდა აზიაშI რაღაც პერიოდი ცხოვრება მაინტერესებს იქაურობა.

Posted by: LOLZ 14 Nov 2019, 03:05
AnEeEeE=]]
სცადე, იქნებ აქეთ შეაშინო biggrin.gif
თუ რამეა, ათასი გაცვლითი პროგრამაა დოქტორანტურის სტუდენტებისთვისაც. და იმ პროგრამებსაც გამოიყენებ სულ რომ არ ჩარჩე იაპონიაში :დ

Posted by: AnEeEeE=]] 15 Nov 2019, 16:43
LOLZ
QUOTE
ა იმ პროგრამებსაც გამოიყენებ სულ რომ არ ჩარჩე იაპონიაში :დ

ჰაჰა ჰო biggrin.gif

Posted by: qwerty010203 22 Nov 2019, 15:04
ზოგადად ამ ერაზმუსისთვის რის მიხედვით არჩევს კომისია სტუდენტებს?

3 უნივერსიტეტზე მქონდა გაგზავნილი.
ბაკალავრიატზე ვარ, 4 გპა, ინგლისურის ტესტშიც კარგი ქულა მქონდა, სამოტივაციო ცალ-ცალკე დავწერე სამივე უნისთვის (და ყველა სხვადასხვა სტილში, ერთი სტანდარტული, მეორე არაორდინალური biggrin.gif, მესამე საშუალო ამ ორს შორის) და გასაუბრებები 3-4 წუთიანი იყო ერთი და იგივე კითხვებით, რაც მკითხეს ნორმალურად ვუპასუხე, მეეჭვება მაგ კითხვებისთვის ვინმეს ვერ ეპასუხა ისეთი მარტივი იყო.
და საბოლოოდ ჰოსთ უნივერსიტეტიდან რეჯექთი კი არა აქედანაც არ წარმადგინა არც ერთში საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტმა.

ვინმე ყოფილხართ ერაზმუსით? რა არის საბოლოოდ საჭირო ვერ გავიგე. რავი მეტი რა უნდა ვქნა რომ ამარჩიონ, ყველანაირი მოტივაცია გამინადგურდა.

Posted by: LOLZ 23 Nov 2019, 02:06
qwerty010203
კრიტერიუმები საიტზე არ უწერიათ?
მარტო კარგი ქულები არაა საკმარისი, დამატებით აქტივობებს და სხვა მიღწევებსაც უყურებენ.

Posted by: qwerty010203 23 Nov 2019, 12:00
LOLZ
დამატებითი აქტივობებიც მაქვს მარა არ უყურებენ მაგას.
4 კრიტერიუმია:
1) გპა, რომელიც 40 ქულით ფასდება
2) სამოტივაციო - 10 ქულა
3) საგნების თავსებადობა 10 ქულა
4) გასაუბრება - 10 ქულა.

მოკლედ, არ ვიცი რა...

Posted by: AnEeEeE=]] 23 Nov 2019, 21:22
qwerty010203
გული არ დაიწყვიტო კიდ ერთხელ სცადე, მე ბაკალავრზე ვიყავი და მაგისტრატურაზე ვერ წავედი დდდ ვაფშე უარიც არ მომივიდა იმენა, ადრე ეგრე არ იყო სხვათაშორის რო ჯერ აქედან არჩევდნენ , მაგარი ბანძობაა რო შეცვალეს, მარა არუნდა დანებდე მაინც, რომელლ ფაკულტეტზე ხარ ისე?

Posted by: LOLZ 24 Nov 2019, 03:31
qwerty010203
QUOTE
ერთი სტანდარტული, მეორე არაორდინალური , მესამე საშუალო ამ ორს შორის

ესენი ახსენი რას ნიშნავს რა biggrin.gif

QUOTE
გასაუბრებები 3-4 წუთიანი იყო

ძალიან ცოტაა. მინიმუმ 10-15 წუთია ნორმალური გასაუბრება biggrin.gif
რა გკითხეს?
კითხვები როგორც წესი სტანდარტულია ყველა კანდიდატისთვის. იმიტომ კი არ გეკითხებიან რომ ჩაგჭრან, არამე იმიტომ რომ შენი ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები გაიგონ და შეგაფასონ რამდენად მზად ხარ საზღვარგარეთ სწავლისათვის.
შეფასებები დამოკიდებულია ბევრ რამეზე: შენს ნიშნებზე, პრეზენტაბელურობაზე, კომისიის წევრების ობიექტურობაზე, სხვა კანდიდატების მიღწევებსა და პოტენციალზე და ა.შ.
ჰოდა... შეგიძლია დეპარტამენტიდან გამოითხოვო შენი შეფასების შესახებ ინფორმაცია: კრიტერიუმების მიხედვით რა ქულებით შეაფასეს. კონკრეტული კომისიის წევრების სახელი და გვარების გარეშე და იკითხო რატომ მოგანიჭეს X ქულა. უნდა გააანალიზო სად იყო შენი სუსტი მხარე და შემდეგ მის გაძლიერებაზე იმუშაო. და კიდევ სცადო. იმდენჯერ, სანამ არ მოგცემენ დაფინანსებას smile.gif

Posted by: Onyx′ 14 Jan 2020, 17:27
ბაკალავრი როცა გაქვს დამთავრებული აქ და ისევ ბაკალავრზე აბარებ უცხოეთში, ამ დროს გპა-ს აქცევენ მაინც ყურადღებას?

Posted by: 123... 25 Feb 2020, 11:23
თუ ვინმემ იცით ან გამოცდილება გაქვთ სამედიცინოს დამთავრების შემდეგ რომელ ქვეყანაშია ყველაზე გამართლებული და შესაძლებელი სწავლის გაგრძელება?

Posted by: zentia 27 Feb 2020, 18:53
გამარჯობა თუ იცით აქ ბაკალავრის დამთავრების შემდეგ ამერიკაში რომ გავაგრძელო სწავლა პრე მედ სქულიდან შესაძლებელია ? თუ მაინცდამაინც მედ სქულიდან უნდა დავიწყო რადგან აქაური ბაკალავრი დამთავრებული მაქვს ?

Posted by: x360Soulja 29 Feb 2020, 01:57
CEU-ში რა ჟუტკი გასაუბრება ქონიათ :დდ



დღეს მქონდა გასაუბრება, ზოგად კითხვებს ველოდებოდი, მაგრამ ტექნიკური და კონკრეტული კითხვები დამაყარეს მომავალ სამაგისტრო თემასთან დაკავშირებით, 10 წუთიანი ინტერვიუ იყო და ტვინის საკმაოდ დაძაბვა დამჭირდა შესაბამისი პასუხები, რომ მიმეცა :დ




მაგრამ სრული სიურპრიზი მაინც გასაუბრების ბოლოს, admission test-ის ლინკის ჩაგდება იყო. 12 წუთში 18 კითხვაზე უნდა გამეცა პასუხი.



ამ ეტაპზე მაგას საერთოდ არ ველოდი :დ



ხოდა რავი, თუ ვინმე მომავალში აპირებთ ამ უნივერსიტეტში საბუთების გაგზავნას, გაითვალისწინეთ მაინც. ეს ინფო, რომ მქონოდა დღეს გასაუბრებამდე, ბევრად მარტივად წავიდოდა ყველაფერი - მამენტ ძალიან რტულად არც ამ შემთხვევაში განვითარდა მოვლენები, მაგრამ მაინც user.gif




მთავარია გრანტი მომცენ user.gif

Posted by: Brock 1 Mar 2020, 15:23
123...

თუ იაფად გინდა უკრაინაში...

Onyx′

არა...

ტოეფელი ან აი ელ სი უნდა გქონდეს...

მეორე ვარიანტი თუ ეგენი არ გაქვს თუ საშუალებაა მაგისი უნივერსიტეტის გამოცდა ჩააბარო ენაში...

Posted by: qwerty010203 13 Mar 2020, 10:58
AnEeEeE=]]
LOLZ
ახლა ვნახე, მადლობა გამოხმაურებისთვის.

------------------------

მოკლედ, ისე ამეშალა ნერვები ტოეფელი 1 წლით ადრე ჩავაბარე ამის გამო. :დ
105 / 28 / 29 / 23 / 25
წესით მომავალში მაგისტრატურისთვისაც გამოდგება ეს ქულა.
ისევ თუ არ გამოვიდა გაცვლითი აღარ ყოფილა საშველი. :დ

Posted by: Onyx′ 28 Mar 2020, 22:57
Brock
მადლობა

University entrance qualification (“Hochschulzugangsberechtigung”) იგივე სკოლის დიპლომია ხო?

ეს ორი

user posted image

Posted by: Tom.my 30 Mar 2020, 00:24
Onyx′

არა, სკოლის დიპლომი სხვაა. ზოგ უნივერსიტეტს შიდა გამოცდები აქვს და მაგის ჩაბარება გიწევს.

პ.ს. განათლების საერთაშორისო ცენტრთან ვის გქონიათ შეხება?

Posted by: qwerty010203 13 Jun 2020, 23:29
ვილნიუსიდან მომივიდა პასუხი გაცვლითზე და ისე ვითარდება სიტუაცია, სავარაუდოდ, ვირუსის გამო ვერ წავალ. facepalm.gif

ჩემი იღბლის დედასაც ######. up.gif

Posted by: deiar123 13 Aug 2020, 07:35
http://shortcoursesportal.com/ - რამე ესეთი პრაქტიკული საიტი არიცით, გადავატრიალე ყველაფერი ვერმოვნახე არადა აქ ყველაკურსი არუნდა იყოს.

Posted by: IONx64 14 Aug 2020, 12:49
სალამი მეგობრებო.

თქვენი მდახმარება მჭირდება ერთ საკითხში. მეგობარმა მთხოვა ამ საკითხზე მომეძია ინფორმაცია: ფლორენციის ხელოვნების აკადემია.
მანდ სწავლაზე სტიპენდიებზე რავი ყველაფერზე ამ საკითხში.

მადლობელი ვიქნები თუ დამეხმარებით ინფორმაციით რესურსით და რჩევებით.

Posted by: ბანჯოო 14 Aug 2020, 17:17
სადმე ევროპაში, ამერიკაში ან კანადაში არსებობს ისეთი კოლეჯი, სადაც უფასოდ ვისწავლი და ვიცხოვრებ? :დ

Posted by: White88 22 Dec 2020, 21:17
გამარჯობა, თბილისში რაიმე ორგანიზაცია ან ვინმე კერზო პირი არის ვინც საბუთების შეგროვებაში და უნივერსიტეტში ჩარიცხვაში დაგეხმარება, ვგულისხმობ რეგისტრაციას, საჭირო დოკუმენტაციის მოგროვებას და ყველა იმ გზას რომელსაც გადის ადამიანი უნივერსიტეტში მიღებამდე. გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ რათქმაუნდა.

Posted by: არავინ- 13 Mar 2021, 03:02
იენას უნივერსიტეტში თუ ხართ ვინმე ნამყოფი და რამდენად კმაყოფილი ხართ?

Posted by: Lekso-Dav 13 Mar 2021, 03:11
QUOTE
სადმე ევროპაში, ამერიკაში ან კანადაში არსებობს ისეთი კოლეჯი, სადაც უფასოდ ვისწავლი და ვიცხოვრებ? :დ

უფასოდ ისწავლი ევროპაში არაა პრობლემა

მაგრამ ცხოვრება არაა უფასო თუ სტიპენდია არ მოიპოვე

Posted by: Mochiguman 13 Mar 2021, 03:49
Lekso-Dav

ემმ, გერმანიის გარდა დასავლეთ ევროპაში/სკანდინავიაში სად არის უფასოდ სწავლა თუ ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მოქალაქე არ ხარ? სკანდინავიურ ქვეყნებშიც უკვე კაი ხანია საკმაოდ დიდი ფასებია ინგლისურენოვან პროგრამებზე. ნუ, შვედეთში დოქტორანტურაა უფასო მხოლოდ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)