აი რატო გადადგა ვასო, მოეკითხება კეზერაშვილის ტევეს?
საზოგადოებრივი მაუწყებელი ტვ „ფორმულას“ დასჯას მოითხოვს კომედიური სკეტჩის გამო
1 საათის წინ
https://www.radiotavisupleba.ge/a/30792452.htmlსაზოგადოებრივი მაუწყებელი კომუნიკაციების კომისიას საჩივრით მიმართავს და მოითხოვს, "სამაგალითოდ დაისაჯოს" ტელეკომპანია "ფორმულა", მის ეთერში გასული კომედიური სკეტჩის გამო.
"კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია პირველი არხის სახელით ეთერში (თუნდაც "იუმორის" სახით შეფუთული) კონტენტის მომზადება და ეთერში გაშვება", - წერია საჩივარში.
"ფულის წყალში გადაყრის ჩემპიონატის ფინალი" - იუმორისტული გადაცემა "ფსკერის" ეს სკეტჩი "ფორმულას" ეთერში 11 აგვისტოს გავიდა. კომიკოსები აშარჟებენ ჯანდაცვის სამინისტროს, საპენსიო ფონდს, საქართველოს რკინიგზასა და სპორტისა და კულტურის სამინისტროს. სკეტჩის ბოლო მონაკვეთში წამყვანი ამბობს:
"ჩვენ, საზოგადოებრივ მაუწყებელს კი ისღა დაგვრჩენია, რომ შემდეგი წლისთვის უკეთ მოვემზადოთ, რადგან ფინალში გასასვლელად 69 მილიონის წყალში გადაყრა საკმარისი არ აღმოჩნდა".
სკეტჩში გამოყენებული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგო, მაუწყებლის გადაცემა "ახალი დღის" ლოგო და ვიზუალური შეფუთვა. ამის გამო, საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ "ფორმულამ" დაარღვია საავტორო უფლებები და შეცდომაში შეიყვანა აუდიტორია, რითაც დაარღვია "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ნორმები".
ამასთან, ფეისბუკზე განთავსებულ ვიდეოში, მარცხენა ზედა კუთხეში მითითებულია გადაცემა "ფსკერის" ლოგოც.
"მიგვაჩნია, რომ იუმორისტულ სკეტჩად შეფუთული პირველი არხის გადაცემის "ახალი დღე" უნიჭო იმიტაცია, განზრახ მიმართული იყო მაყურებლის შეცდომაში შეყვანაზე, რადგან პირველი არხის სახელით და "არაიუმორისტული" ფორმით, გადაცემა "ფსკერის" სახელით გავრცელდა პოლიტიკური კონტექსტის მქონე კონტენტი", - წერია საჩივარში, რომელსაც კომუნიკაციების კომისია, სავარაუდოდ, 20 აგვისტოს განიხილავს.
This post has been edited by მაწო:-) on 19 Aug 2020, 21:37