#57045313 · 25 Oct 2020, 23:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იაპონური ენის ონლაინ-სწავლება სპეციალურად დამუშავებული პროგრამის საშუალებით.
2020 წლის 5 ნოემბრიდან იაპონური ენის და კულტურის ცენტრი იწყებს იაპონური ენის ონლაინ-სწავლების ჯგუფების შედგენას, სპეციალურად დამუშავებული პროგრამის საშუალებით. ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი პროფესიონალებისგან, რომლებმაც შექმნეს საქართველოში პირველი იაპონურენოვანი ვებგვერდი iaponia.ge. გამოუშვეს პირველი იაპონურ-ქართული ლექსიკონი. დაამუშავეს სპეციალურად გაქართულებული იაპონურის გაკვეთილები და ასწავლიან მოწაფეებს ამ პროგრამის საშუალებით. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია ინტერნეტის და გამოცდილი პედაგოგების საშუალებით, ხელმისაწვდომი გავხადოთ რეგიონებში იაპონური ენის შესწავლა. კვირაში იქნება სამი 1 საათიანი გაკვეთილი. პირველი ორი კვირა გაკვეთილები იქნება უფასო, რათა მოსწავლე გაეცნოს სწავლის პროცესს და პირობებს და შემდეგ გადაწყვიტოს, უღირს თუ არა სწავლის გაგრძელება. შემდეგში შედგება 5-7 კაციანი ჯგუფები. ფასი ჯგუფური სწავლის შემთხვევაში იქნება 65 ლარი. შესაძლებელია ინდივიდუალური მასწავლებლის აყვანაც, ამ შემთხვევაში საფასური იქნება 125 ლარი. ორი კვირის განმავლობაში გაკვეთილები ჩატარდება ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი 8 და 9 საათზე. ჯგუფების შედგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება სხვა დროების არჩევაც. სწავლის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე bilingua.ge
--------------------
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始, 有名萬物之母。
https://bilingua.ge/
|