მინდა მივმართო ფორუმის უფროსებს...
თუ შეხვალთ კლასიკური მუსიკის განყოფილებაში ნახავთ, რომ კაციშვილი აღარაა. ამის ძირითად მიზეზი არის ის, რომ არ იხსნება ქვეთემები. მაგალითად, მე თუ გავხსნი თემას "ვაგნერი VS ვერდი", შემოვა მოდერი და ეგრევე მიახურავს და მეტყვის, რომ ვაგნერის თემა არსებობს და იქ დაპოსტეო ან VS თემების გახსნა არ შეიძლებაო. არადა "ვაგნერი VS ვერდი"-ს თემატიკა ძალიან ფართო და სიღრმისეულია. ამაზე გაუთავებლად შეიძლება კამათი და საინტერესო აზრების გამოხატვა.
ან თუნდაც ბახის მუსიკის სიმბოლიკა-კოდირებაზე რომ გავხსნა ცალკე თემა, მოდერი დახურავდა და მეტყოდა რომ ბახის თემაში დაპოსტეო.
ანუ იუზერს ეძლევა საშუალება, რომ ქვეთემები გაიხსნას, შესაბამისად ზემოთ აღნიშნულ თემაში დაპოსტვა უინტერესო გახდა.
მაქვს მოკრძალებული თხოვნა, რომ დაიშვას ქვეთემების გახსნის უფლება, შესაბამისად კლასიკ. მუსიკის განყოფილებაც გამოცოცხლდებოდა