40 საუკუნის შუმერული ხელნაწერი გვიამბობს შუმერთა კავკასიური წარმოშობის შესახებავტორი: თორნიკე ფხალაძე
არქეოლოგიური აღმოჩენებით და ენობრივი კავშირებით, ასევე უძველესი შუმერული ტექსტებით ირკვევა, რომ შუმერები მესოპოტამიაში ჩრდილოეთის მთიანი მიწებიდან მივიდნენ, ხოლო ზოგიერთნი კი ჩრდილოეთიდან ზღვის გავლით ჩავიდნენ მესოპოტამიაში. შუმერის ჩრდილოეთით მთიანი მიწები კავკასიაა. ხოლო ჩრდილო კავკასიიდან უკრაინაში გადადიოდა კუკუტენი ტრიპილიას ცივილიზაცია, რომელიც შესაძლოა მივიჩნიოთ იმ კულტურად, რომელსაც შუმერები არათას ეძახდნენ. ხოლო დღევანდელ მეცნიერებაში ცნობილია, როგორც კუკუტენი ტრიპილიას (Cucuteni Trypilia) კულტურა. რომელიც იწყება 20, 000 (ოცი ათასი) წინ ძველი წელთაღრიცხვით. უკრაინაში ნაპოვნია უამრავი კარად ჩამოყალიბებული ქალაქური დასახლებები, პროტოშუმერული დამწერლობის ნიშნებით და იქვე უძველესი ობსერვატორია.
შუმერში კი აღმოაჩინეს 40 საუკუნის ხელნაწერი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. მე-20 საუკუნით და მას ჰქვია ლუ-დინგირ-რა (Lu-dingir-ra), რომელიც შესრულებულია შუმერული, ლურსმნული დამწერლობით და მისი ტექსტიც გაიშიფრა. გთავაზობთ ამ 40-საუკუნოვანი ტექსტის ქართულ თარგმანს, სადაც ავტორი შუმერების წარმომავლობაზე საუბრობს:
"ჩვენ გადმოვსახლდით აქ, სადაც ახლა ვცხოვრობთ ათასობით წლის წინ, მაგრამ მათ არ შეეძლოთ ჩაეწერათ თუ ზუსტად საიდან მოვიდნენ, ვინაიდან მაშინ წერა არ იცოდნენ. მოგვიანებით, სამეფო სასახლის ცნობისმოყვარე ჟამთააღმწერლებმა და არქივარიუსებმა შეისწავლეს ზეპირგადმოცემანი და ცდილობდნენ გაერკვიათ ყველაფერი წარსულის შესახებ. ჩვენი ხალხი მოვიდა ამ მიწაზე მთიანი ქვეყნიდან - მდებარე ჩვენგან ჩრდილო აღმოსავლეთით. ასევე გამოდმოცემულია, რომ ზოგიერთი ჩვენი წინაპართაგანი მოვიდა ზღვის მეშვეობით აღმოსავლეთიდან, მიწიდან რომელსაც ერქვა დილმუნი. ამ მიგრაციის მიზეზი როგორც თქმულია, იყო შეტევა აუხსნელი გვალვებისა იმ თბილ და წვიმიან ქვეყანაში. დიდმა ენლილმა დაგვასახლა ჩვენ შავთმიანნი (შავთავიანნი) ამ მიწებზე. ჩემი კვლევებისა და წინაპართა გადმოცემების თანახმად ჩვენ ჩვენს თავს ვუწოდეთ შავთავიანნი იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ჩვენს მოსვლამდე ცხოვრობდა ქერათმიანი ხალხი ცისფერი თვალებით. მე არ შემიძლია წარმოვიდგინო ასეთი პიროვნება და არ ვფიქრობ, რომ ასეთი ხალხი ლამაზები იქნებოდნენ. თავად მე კი არასოდეს შემხვედრია ასეთი ხალხი
ჩემს ქვეყანაში."
როგორც ვხედავთ ეს ხელნაწერი აშკარად მიანიშნებს, რომ ორი სხვადასხვა ადგილიდან მოხდა შუმერების წინაპართა მიგრაცია მესოპოტამიისკენ - კავკასიიდან პირველი ნაკადის წასვლაზე და მეორე ნაკადი წამოვიდა მესოპოტამიისკენ სავარაუდოდ ჰარაპას კულტურიდან ან მის ახლოს მოსახლე ხალხებიდან - დღევანდელი პაკისტანიდან, ავღანეთიდან და ჩრდილო ინდოეთის ტერიტორიებიდან. ან ყაზახეთის ტერიტორიებიდან კასპიის ზღვის გავლით. აქამდე მიწათმოქმედება შუმერში ეგონათ რომ წარმოიშვა, ახლა კი უკვე ცნობილია, რომ საქართველოში წარმოიშვა მიწათმოქმედება. სელის მოყვანა აქ 330 საუკუნის წინ დაიწყეს, როცა შუმერში ეს მხოლოდ 130 საუკუნის წინ მოხდა. კერძოდ ჭიათურაშია ძოძუანას მღვიმეში აღმოჩენილი პირველი ნაქსოვი ქსოვილი, რომელიც დამზადებულია სელისგან, რომელიც მოიყვანეს ადგილობრივმა მიწათმოქმედებმა შემოგარენ ტერიტორიებზე და შემდეგ ამ სელისგან მოქსოვეს ტანსაცმელი. ეს ნიშნავს, რომ სამიწათმოქმედო ცოდნა პროტოშუმერებმა აქედან წაიღეს მესოპოტამიისკენ გადასახლებისას, ხოლო იქ შემდეგ სრულყვეს, როდესაც აღმოჩნდნენ ნაყოფიერი ნახევართვარის ტერიტორიებზე ტიგროსისა და ევფრატის ნაპირებზე. რაც შეეხება ენობრივ კავშირებს - მსგავსება აშკარა და უდავოა შუმერულის, სვანურის, მეგრულის, ვაინახურის და დაღესტნის ზოგიერთი უძველესი ეთნოსის ენებს შორის.
This post has been edited by Катеньки on 23 Dec 2020, 21:56
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.