აღნიშნულ კომპანიაზე მანამდეც მედო აქ პოსტი. გვერდი განახლდა, დაემატა ინფორმაცია თანამშრომლების შესახებ, ასევე მობილური ტელეფონის აპლიკაცია, ძალიან მალე დაიდება ახალი ვიდეო მათი ფერმების შესახებ, ასევე რამდენიმე დღეში დაემატება Visa/Mastercard-ის მხარდაჭერა.[B]
აქვე, ქვემოთ გთავაზობთ ძველ ტექსტს, რომელიც მედო აღნიშნული კომპანიის შესახებ:
კონტრაქტების ხანგრძლივობა გაზარდეს 2 წლამდე, ასევე გვერდზე დაამატეს კალკულატორი, მიღწეულია შეთანხმება და რამდენიმე კვირაში გვერდს ექნება Visa/Master Card-ის მხარდაჭერა, ამ კვირის ბოლომდე, ან მაქსიმუმ მომავალ კვირას განახლდება გვერდის დიზაინი, საიტს დაემატა გუნდის "თაბი" სადაც ყველა თანამშრომელზე ინფორმაცია და ლინკიდინის ექაუნთია მიბმული. კონტრაქტების გაშვებამდე გამოქვეყნდება სრული ვიდეო რეპორტაჟი და ინტერვიუ მაინერების ლოკაციაზე ქუთაისში. თავად კონტრაქტებიც მალე დაიდება და იქნება ასევე ლიმიტირებული. ანუ, როგორც მანამდე იყოს, დაიდო კონტრაქტები, გაიყიდა ყველა კონტრაქტი და დაიხურა ფერმის შემდგომ გაძლიერება-განახლებამდე. ასევე ვიყავი ქვემოთ, ბმულში მითითებული კომპანიის ოფისში. დავიწყოთ იქიდან, რომ კომპანია ზოგადად არც აპირებდა საქართველოზე "მუშაობას", უფრო უცხოეთზე იყო ორიენტირებული (უკრაინა, რუსეთი), თუმცა მაინც გადაწყვიტეს, რომ რადგან ფერმები საქართველოშია, აქაც დაეშვათ ქლაუდ მაინინგი. აღნიშნული კომპანია არ არის ისეთი "უსაზღვრო" რესურსების, უფროსწორედ მუდმივი კონტრაქტების მქონე როგორც სხვა ცნობილი უცხოური კომპანიები. თავიანთ ფერმას, რომელიც ქუთაისში აქვთ, თავისუფალ სავაჭრო ზონაში, აძლიერებენ, უკვე შეიტანეს ახალი მაინერები და დამონტაჟების პროცესი მიმდინარეობს. მთლიანობაში თავიანტი ფერმის სიმძლავრიდან გამომდინარე იქნება კონტრაქტების რაოდენობაც, რომელიც როგორც აქამდე, გაიყიდა და დაიხურა, ასევე ეხლაც მასე იქნება. მინიმალური კონტრაქტები იქნება 50GH/s-ზე (ფასი დამოკიდებული იქნება ბიტკოინის ფასზე). ერთი სიტყვით კონტრაქტები შეზღუდული რაოდენობის იქნება და ვინც მოასწრებს ყიდვას მოასწრებს ! ახალი კონტრაქტების დადების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა წერილი მოხვდეს ე.წ. SPAM FOLDER-ში და ამიტომ შეამოწმეთ ხოლმე აღნიშნული ფოლდერი. ასევე უკვე აქვთ მობილური ტელეფონის აპლიკაციის ბეტა ვერსია (google play-ზე შეგიძლიათ ნახოთ, თუმცა სრულად მალე ჩაეშვება და გვერდზე თავად დადებენ). იგეგმება სრულყოფილი საფულეს შექმნა (მათ შორის გადაცვლის ფუნქცია და სხვადასხვა კრიპტოვალუტის მხარდაჭერა, ყიდვა-გაყიდვა), გვერდს ასევე დაემატება ქართული ენა, დამატებითი ფოტო და ვიდეო მასალის განთავსება, ასევე კომპანია აპირებს ჩაუშვას ICO (მიმდინარეობს white paper-ზე მუშაობა და მოკლედ გავიგებთ მალე). არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ რაც კი შენიშვნა, თუნდაც რეფერალურ სისტემაზე მიმიცია, გამოასწორეს, ანუ შენიშვნებისა და იდეებისთვის ღია არიან და არგუმენტირებულ შენიშვნასა თუ იდეას ღებულობენ ! ძირითადი აქცენტი აქვთ ბიტკოინის მაინინგზე, თუმცა შესაძლოა დაამატონ სხვა კრიპტოვალუტაც, მოხდება ასევე ოფისის ცვლილება (მისამართიდან დაწყებული და ა.შ.), დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს ქუთაისში, თავიანთ ფერმაში შეტანილი ახალი მაინერების მონტაჟი (ფაქტიურად ამთავრებენ უკვე). უკვე დაამატეს Cold Wallet-ი, შემნახველი ანგარიშის იდენტური სერვისი, დახვეწეს რეფერალური სისტემის სორტირების ფუნქცია, ასევე დამატებით მივეცი სხვადასხვა იდეა თუ შენიშვნა კიდევ უფრო მეტად დახვეწის კუთხით და ა.შ.).
მინდა ხასგაზმით ავღნიშნო, რომ მე არ ვარ ამ კომპანიის არც თანამშრომელი, არც წარმომადგენელი, ამიტომ დამატებითი ინფორმაციის მიღებას გირჩევთ თავად კომპანიისგან ! ასევე იმედია ითვალისწინებთ რისკებს (თუნდაც ელემენტარული იმას, რომ კრიპტოვალუტები შეიძლება გაუფასურდეს - რისიც არ მჯერა). გისურვებთ ყველას წარმატებებს ! ესეც სარეგისტრაციო ბმული:
https://goo.gl/fH77xyესეც მათი ფერმის ვიდეო:
https://www.youtube.com/watch?v=n92hIlghEqM&t=3s