Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > ოქრო


Posted by: anamch 3 Sep 2006, 13:04
ტუ არ შეწუხდებით იქნებ დადოთ მაღალი დონის საიუველირო მაღაზიების მისამრთები...

სადაა თბილისში ყველაზე პრესტიჟული ამ ტიპის საქონლისთვის მაღაზიები ან სალონები?


ვაგზლის ბაზრობის გარდა?
პლზ!
* * *
და კიდევ თუ არის ქალაქში ცნობილი ბრენდების კარერას, გუჩის სხვების ნაკეთობები და სად?

Posted by: Sunflower 3 Sep 2006, 17:08
anamch
კარერა და გუჩI არა, მაგრამ შოპარდი და სხვები, მგონი გრისოგონოც ჰქონდათ თუ არ ვცდები, ალბატროსში აქვთ (ჭავჭავაძეზე). არჩევანი დიდი არაა, მაგრამ საკმაოდ გემოვნებიანი. ნუ ფასებიც შესაფერისია.
კიდევ არის ერთი საიუველირო მარკო პოლოს გვერდზე.
და კიდევ ერთი დიადემაა მარჯანიშვილზე.
ხო, კლონდაიკის ქსელშიც აქვთ გარკვეული ბრენდები.
სხვა რაღაც არ მახსენდება

Posted by: anamch 4 Sep 2006, 07:48
Sunflower
დიდი მადლობები.... tongue.gif ..................................

Posted by: chupa82 2 Feb 2009, 14:23
თუ იცით რა არის ახლა ოქროს ფასი? (ჯართს რომ ეძახიან).

Posted by: sexi-bicola 2 Feb 2009, 14:50
თამარ დაიმონდი რუსთაველზე ფოსტის წინ

Posted by: Miaferro 3 Feb 2009, 14:04
კარტიე რუსთაველზე.... ოპერის გვერდზე... კამნადც კარგი არჩევანია ხოლმე

Posted by: jellyboss 3 Feb 2009, 14:39
www.zarapxana.ge ეწვიეთ ზარაფხანის მაღაზიებს აბაშიძეზე - ჭავჭავაძეზე და სავაჭრო ცენტრ ჯითისიში smile.gif

Posted by: ozzy_ka10 3 Feb 2009, 18:52
QUOTE
ტუ არ შეწუხდებით იქნებ დადოთ მაღალი დონის საიუველირო მაღაზიების მისამრთები...

თუ არ შეწუხდებით ისიც დაწერეთ რა დაცვის მექანიზმები აქვთ. დაცვის შეცვლის პერიოდები და მთავარი სეიფის კოდი... user.gif

პ.ს. ძალიან მჭირდება...

Posted by: xxx0001 4 Feb 2009, 14:50
მისამართებს კი დადებ მაგრამ მე ფასებიც მაინტერესებს

Posted by: safety 5 Feb 2009, 08:53
http://nbg.gov.ge/index.php?m=409
აგერ არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცადებული პასი 999 პრობაზე.


და სხვა საბაზრო პასები ხომ არ იციტ სად შეიძლება იკოს?

Posted by: irakli3443 24 Feb 2009, 14:40
გაუმარჯოს

თუ შეგიძლიათ გამარკვიოთ ოქროს "პრობებში" ანუ ყველაზე მაღალი რომელია და ბაჯაღლო რომელია? და რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან.

და ყველაზე ძვირიანი ბაჯაღლოა? თუ მაგაზე ძვირიც არსებობს?

და არის თუ არა ერთი და იგივე პრობის მქონე სიტყვაზე თურქულ და რუსულ ოქროს შორის განსხვავება.? და რაშია ეს განსხვავება.

მადლობთ
* * *
და საადაა ყველაზე კარგი მაგაზია ანუ რო არ აფერისტობდნენ.

და რელაურად კარგი ოქრო იყოს?

Posted by: Did_Giorgi 24 Feb 2009, 15:11
ოქროს ''პრობა'' ანუ სინჯი გვიჩვენებს წმინდა ოქროს შემცველობას ნაკეთობაში. მარტო ოქროსგან არაფერი არ კეთდება იმიტომ რომ ძალიან რბილი ლითონია ოქრო, ამიტომ ყოველთვის შეიცავს მინარევებს: ვერცხლს, სპილენძს, კობალტს და კიდე ათას ნაგავს ურევენ. სინჯი აღნიშნავს პირობითად მეტალის 1000 ნაწილაკიდან რამდენია ოქრო. შესაბამისად ბაჯაღლო შეიცავს 958 ნაწილაკს ოქროსას, ჩვეულებრივი ოქრო - 583-ს. ამას გარდა ბევრი სინჯი არსებობს კიდე - იმის მიხედვით რამდენიცაა სუფთა ოქროს შემცველობა.

ყველაზე მაღალი ხარისხისაა ე.წ. ''ჩისტატა'' სინჯი აქვს 999. ამ ჩისტატის სახით ინახავენ ხოლმე ოქროს. ფილმებში როა 1 კილოიანი კუბიკები ეგაა ჩისტატის.....

დანარჩენი სხვამ დაწეროს, დავიღალე smile.gif
***
Miaferro
სინჯი არ შეიძლება 1000 ზე მეტი იყოს. ის რაც შენ თქვი 999 არის და არა 9999

yes.gif

Posted by: Miaferro 24 Feb 2009, 15:14
რუსული და თურქული ოქრო იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ შეხედავ იქაც მიხვდები და ყველაზე მაღალი ხარისხის ოქროა 9999 , ლონდონის და ტოკიოს ბირჟებზე მხოლოდ ამ სინჯის ოქრო დაიშვება, სხვა არა smile.gif) იფ იფ კარგია ძააან, იდზეც ეტყობა რა... smile.gif

Posted by: irakli3443 24 Feb 2009, 15:19
QUOTE (Did_Giorgi @ 24 Feb 2009, 15:11 )
ოქროს ''პრობა'' ანუ სინჯი გვიჩვენებს წმინდა ოქროს შემცველობას ნაკეთობაში. მარტო ოქროსგან არაფერი არ კეთდება იმიტომ რომ ძალიან რბილი ლითონია ოქრო, ამიტომ ყოველთვის შეიცავს მინარევებს: ვერცხლს, სპილენძს, კობალტს და კიდე ათას ნაგავს ურევენ. სინჯი აღნიშნავს პირობითად მეტალის 1000 ნაწილაკიდან რამდენია ოქრო. შესაბამისად ბაჯაღლო შეიცავს 958 ნაწილაკს ოქროსას, ჩვეულებრივი ოქრო - 583-ს. ამას გარდა ბევრი სინჯი არსებობს კიდე - იმის მიხედვით რამდენიცაა სუფთა ოქროს შემცველობა.

ყველაზე მაღალი ხარისხისაა ე.წ. ''ჩისტატა'' სინჯი აქვს 999. ამ ჩისტატის სახით ინახავენ ხოლმე ოქროს. ფილმებში როა 1 კილოიანი კუბიკები ეგაა ჩისტატის.....

დანარჩენი სხვამ დაწეროს, დავიღალე smile.gif

მადლობა. კაი ინფორმაციისთვის. მართლ არ ვიცოდი და აიი გავნათლდი ცოტაოდენ

და ერთი შეკითხვაც, და სიტყვაზე ბაჯაღლოს ფასი რა არის დღეს?

ან საიტი ხომ არ იცი? სადა ყოველდღიური ფასები?
* * *
QUOTE (Miaferro @ 24 Feb 2009, 15:14 )
რუსული და თურქული ოქრო იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ შეხედავ იქაც მიხვდები და ყველაზე მაღალი ხარისხის ოქროა 9999 , ლონდონის და ტოკიოს ბირჟებზე მხოლოდ ამ სინჯის ოქრო დაიშვება, სხვა არა smile.gif) იფ იფ კარგია ძააან, იდზეც ეტყობა რა... smile.gif

აუ იცი დიადემა რო ამაღაზია მანდ მივედი და ვკითხე თურქული თუ რუსული თქო, და ქალმა გამლანძღა. ოქრო ოქრო არისო, და ეგეთი ტერმინი არ არსებობსო.
ხმა არ ამოვიღე რო არ ვიცოდი მაგიტო.

ანუ არსებობს. წავალ ხვალ თავს ვარტყმევინებ კედელზე. gigi.gif

Posted by: Did_Giorgi 24 Feb 2009, 15:24
უნცია ოქროს ოფიციალური ფასი აქ შეგიძლია ნახო: www.reuters.com ან აქ smile.gif www.sb24.ge smile.gif

საქართველოში ცოტა სხვა ფასები მოქმედებს ორონდ, საიდან დგინდება კაცმა არ იცის: ვაგზალზე რომ არის დიდი ბირჟა ოქროსი იქ უნდა იკითხო. 40-42 დოლარი იყო გრამი ბოლოს თუ არ ვცდები.......

Posted by: Mr-President 24 Feb 2009, 15:32
QUOTE
სადა ყოველდღიური ფასები?


http://nbg.gov.ge/index.php?m=409

Posted by: irakli3443 24 Feb 2009, 15:32
QUOTE (Did_Giorgi @ 24 Feb 2009, 15:24 )
უნცია ოქროს ოფიციალური ფასი აქ შეგიძლია ნახო: www.reuters.com ან აქ smile.gif www.sb24.ge smile.gif

საქართველოში ცოტა სხვა ფასები მოქმედებს ორონდ, საიდან დგინდება კაცმა არ იცის: ვაგზალზე რომ არის დიდი ბირჟა ოქროსი იქ უნდა იკითხო. 40-42 დოლარი იყო გრამი ბოლოს თუ არ ვცდები.......

მადლობ

და უნცია რა არის? ერთი უნცია ერთი გრამია?
* * *
QUOTE (Did_Giorgi @ 24 Feb 2009, 15:24 )
უნცია ოქროს ოფიციალური ფასი აქ შეგიძლია ნახო: www.reuters.com ან აქ smile.gif www.sb24.ge smile.gif

საქართველოში ცოტა სხვა ფასები მოქმედებს ორონდ, საიდან დგინდება კაცმა არ იცის: ვაგზალზე რომ არის დიდი ბირჟა ოქროსი იქ უნდა იკითხო. 40-42 დოლარი იყო გრამი ბოლოს თუ არ ვცდები.......

და მანდ როგორ დავიანგარისჰო გრამი რა ღირს?

Posted by: Mr-President 24 Feb 2009, 15:40
irakli3443
QUOTE
ერთი უნცია ერთი გრამია?


ერთი უნცია 31.1 გრამია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით 1 გრამი ღირს 61 ლარი.

Posted by: irakli3443 24 Feb 2009, 15:45
QUOTE (Mr-President @ 24 Feb 2009, 15:40 )
irakli3443
QUOTE
ერთი უნცია ერთი გრამია?


ერთი უნცია 31.1 გრამია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით 1 გრამი ღირს 61 ლარი.

აუ შეგაწუხე მარა მაინტერესებს

ეროვნული ბანკის მიხედვით 1 გრ = 61 ლარს. ეგ გასაგებია და რომელი ოქრო გირს ეგ ფასი? რომელი პრობის? თუ ეგ მაქსიმალურია 999?

Posted by: Mr-President 24 Feb 2009, 15:48
irakli3443
QUOTE
ეგ გასაგებია და რომელი ოქრო გირს ეგ ფასი?


ეგ მეც მაინტერესებს. smile.gif

Posted by: irakli3443 24 Feb 2009, 15:49
QUOTE (Mr-President @ 24 Feb 2009, 15:48 )
irakli3443
QUOTE
ეგ გასაგებია და რომელი ოქრო გირს ეგ ფასი?


ეგ მეც მაინტერესებს. smile.gif

lol.gif lol.gif lol.gif

ანუ თუ 999 გირს 61 ლარი ბაჯაღლო უფრო ნაკლები ეგირება ხო? ლოგიკურად თუ ვიმსჯელეთ
* * *
Did_Giorgi

იქნებ დაგვეხმარა და გაგვარკვიო?

Posted by: Did_Giorgi 24 Feb 2009, 15:53
QUOTE
irakli3443

QUOTE
ეგ გასაგებია და რომელი ოქრო გირს ეგ ფასი?



ეგ მეც მაინტერესებს. 


ეგ არის ის 999 სინჯი, მაგ საიტზევეა მაგ მონეტების აღწერაში


შემადგენლობა: AU 999.9


********

QUOTE
Did_Giorgi

იქნებ დაგვეხმარა და გაგვარკვიო?


ოქროშნიკი კი არ ვარ biggrin.gif

Posted by: irakli3443 24 Feb 2009, 15:56
Did_Giorgi

ანუ 958 ბაჯაღლოს ფასი
და რაღაც 750 ყოფილა , ამის ფასს ვერ გავიგებ?

Posted by: Did_Giorgi 24 Feb 2009, 15:59
მაგის ფასი ოქროს ბირჟაზე..... ოფიციალური ფასი მარტო ჩისტატის დგინდება, დანარჩენი შეთანხმებით....

რუსულ და თურქულ ოქროზე რო კითხულობდი - განსხვავება არის ფერში (სხვადასხვა დანამატებს იყენებენ) სინჯი ორივესი თანაბარია. უბრალოდ ქართველებს ყვითელი ოქრო გვიყვარს და მაგიტომ ჩაგრავენ თურქულს, ანდა რუსული ძველებური ნივთი როცაა ნაკეთობის ღირებულებით ჯობნის იგივეწონიან თურქულ ნივთს....

Posted by: irakli3443 24 Feb 2009, 16:08
ოკ მადლობა.

და კარგი მაღაზიები არ იცით?

Posted by: Did_Giorgi 24 Feb 2009, 16:14
რისი ყიდვა გინდა საერთოდ?? ნაკეთობას როცა ყიდულობ ბევრად განსხვავდება ფასი წონის ღირებულებისაგან. ის ეოქროს ბირჟას გირჩევდი, ყველაზე იაფი მანდაა. თან ასე თუ ისე სანდოცაა უფრო მეტად

Posted by: irakli3443 24 Feb 2009, 16:44
QUOTE (Did_Giorgi @ 24 Feb 2009, 16:14 )
რისი ყიდვა გინდა საერთოდ?? ნაკეთობას როცა ყიდულობ ბევრად განსხვავდება ფასი წონის ღირებულებისაგან. ის ეოქროს ბირჟას გირჩევდი, ყველაზე იაფი მანდაა. თან ასე თუ ისე სანდოცაა უფრო მეტად

ნიშნობის ბეჭდები მინდა. ჩვეულებრივები რა. ნუ ბაჯაღლოსი რომ იყოს რავი


მარა ოქროს ბირჟაზე რავი საშიში არისო ყველა იძახის მაგარს იტყუებიანო.

ანუ სანდო რამე მაგაზია მინდა

Posted by: oraguli73 24 Feb 2009, 17:16
ნიშნობის ბეჭდები მინდა. ჩვეულებრივები რა. ნუ ბაჯაღლოსი რომ იყოს რავი


მარა ოქროს ბირჟაზე რავი საშიში არისო ყველა იძახის მაგარს იტყუებიანო.

ანუ სანდო რამე მაგაზია მინდა

ყველაზე სანდო ვარიანტია იყიდო საჭირო ცონის 999.9 ოქრო ეროვნულ ბანკში და მიიტანო ნორმალურ ხეოსანთან.
ჯერ ერთი რომ ზუსტად გეცოდინება რა შემცველობის არის და მერე ფერსაც რომელსაც გინდა იმას აირჩევ - თუ რუსული მოგწონს სპილენძს გაურევ თუ ევროპული ვერცხლს და კობალტს

Posted by: irakli3443 24 Feb 2009, 18:16
QUOTE (oraguli73 @ 24 Feb 2009, 17:16 )
ნიშნობის ბეჭდები მინდა. ჩვეულებრივები რა. ნუ ბაჯაღლოსი რომ იყოს რავი


მარა ოქროს ბირჟაზე რავი საშიში არისო ყველა იძახის მაგარს იტყუებიანო.

ანუ სანდო რამე მაგაზია მინდა

ყველაზე სანდო ვარიანტია იყიდო საჭირო ცონის 999.9 ოქრო ეროვნულ ბანკში და მიიტანო ნორმალურ ხეოსანთან.
ჯერ ერთი რომ ზუსტად გეცოდინება რა შემცველობის არის და მერე ფერსაც რომელსაც გინდა იმას აირჩევ - თუ რუსული მოგწონს სპილენძს გაურევ თუ ევროპული ვერცხლს და კობალტს

მადლობა


ანუ ბანკი იმედია მომყიდის

Posted by: PINK 24 Feb 2009, 18:23
მოკლედ როგორ აქვთ გატეხილი სახელი ამ ოქრომჭედლებს : ( არადა უმეტესობა მართლა პატიოსნად მუშაობს... : (

Posted by: oraguli73 24 Feb 2009, 18:25
QUOTE
ანუ ბანკი იმედია მომყიდის


რა თქმა უნდა მოგყიდიან

2009-02-24 15:00:00


საინვესტიციო მონეტების რეალიზაცია ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში და საქართველოს ეროვნული ბანკის რეგიონულ ფილიალებში. ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) 10.00 სთ-დან 15.30 სთ-მდე (შესვენება 13.00-14.00 სთ). 1000, 300, 100, 50, 25 და 10 ლარის ნომინალის მონეტების გასაყიდ ფასს საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს ყოველდღიურად ლონდონის ძვირფასი ლითონების ზოდების ბაზრის ასოციაციის მიერ დადგენილი ფასების მიხედვით

http://www.nbg.ge/index.php?m=409

Posted by: Miaferro 27 Feb 2009, 23:15
QUOTE (Did_Giorgi @ 24 Feb 2009, 15:11 )

Miaferro
სინჯი არ შეიძლება 1000 ზე მეტი იყოს. ის რაც შენ თქვი 999 არის და არა 9999

yes.gif

ვიციიიიsmile.gif ზედმეტჯერ დამჭირა ხელი ღილაკზე....ჩქქარი წერის ბრალია... wink.gif

Posted by: LE-1_4EveR 16 Mar 2010, 22:56
თუ იცით, ეროვნულ ბანკში 999,9 ოქროს არ იბარებენ? user.gif

Posted by: irakli3443 20 Mar 2010, 13:15
QUOTE (LE-1_4EveR @ 16 Mar 2010, 22:56 )
თუ იცით, ეროვნულ ბანკში 999,9 ოქროს არ იბარებენ? user.gif

აუ ეგ მეც მაინტერესებს.

თუ ეროვნული ბანკიდან ვიკიდე მათი მონეტების ნომინალები 999.9 სინჯით.

მომინდა 5 თვის მერე გაყიდვა. ეროვნული ბანკი იყიდის ნეტა?

და რომელი კურსით იყიდის?

Posted by: Grlfona 20 Mar 2010, 13:42
საქართველოს ბანკის ბარათებში ვინ ერკვევით ?

კონკრეტულად ვიზა ელექტრონში..

ბანკების განყოფილებაში არავინ არააა და აქ დავწერე

Posted by: Did_Giorgi 20 Mar 2010, 23:43
Gr1fonaa
QUOTE
საქართველოს ბანკის ბარათებში ვინ ერკვევით ?

კონკრეტულად ვიზა ელექტრონში..

ბანკების განყოფილებაში არავინ არააა და აქ დავწერე

cry.gif
sad.gif
QUOTE
თუ იცით, ეროვნულ ბანკში 999,9 ოქროს არ იბარებენ?

LE-1_4EveR
ოქროს სახით არ ჩაიბარებენ, მაგრამ
QUOTE
თუ ეროვნული ბანკიდან ვიკიდე მათი მონეტების ნომინალები 999.9 სინჯით.

მომინდა 5 თვის მერე გაყიდვა. ეროვნული ბანკი იყიდის ნეტა?

მაგას იყიდის კი irakli3443
QUOTE
და რომელი კურსით იყიდის?

საიტზე უდევთ, ყოველ დღე იცვლება ფასები : http://www.nbg.gov.ge/index.php?m=409

Posted by: Jasper Morello 9 Aug 2010, 01:04
ბარემ აქ დავპოსტავ, რამე ინტერნეტ მაღაზია ხომ არ იცით ზარაფხანის საიტის გარდა სადაც შეიძლება ავარჩიო საქორწინო ბეჭდები???

Posted by: anatoreli 9 Aug 2010, 11:33
Jasper Morello
QUOTE
ბარემ აქ დავპოსტავ, რამე ინტერნეტ მაღაზია ხომ არ იცით ზარაფხანის საიტის გარდა სადაც შეიძლება ავარჩიო საქორწინო ბეჭდები???

ქართული არ არსებობს ეგეთი...მიდი იუველირთან და იქ აარჩიე ჯობია wink.gif

Posted by: Gig@ 25 Oct 2010, 12:14
ოქროს ბირჟაზე(ვაგზალზე) არსებული ფასები სადმე ნეტში შეიძლება რომ ინახო? ვინმე ანახლებ ინფორმაციას?

ერთი ნაცნობი მყავდა რომლიც პერიოდულდად მაწვდიდა ინფოს მაგრამ ეხლა აღარ არის იქ. სინჯების მხიედვით საინტერესიოა როგორ იცვლება ფასები ჩვენს ბაზარზე, ეროვნულის საიტზე მხოლოდ 999-ს ფასი დევს და ისიც მემგონი kitco.com-იდან მოაქვთ.

Posted by: tekla 27 Oct 2010, 16:05
Gig@
საინვესტიციო ოქროს მონეტის ფასი იცვლება დღეში ორჯერ, ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებული ფასის მიხედვით +_ დამატებული პროცენტები

დანარცენი ოქროს მონეტის ფასი ფიქსირებულია

irakli3443
LE-1_4EveR
ბანკი ამ მონეტებს იყიდის ნომინალური ღირებულებით
ანუ, რა ნომინალის მონეტაცაა biggrin.gif

Posted by: Gig@ 28 Oct 2010, 20:05
tekla
არა, მე მაინტერესებდა ოქროს ბირჟაზე, ვაგზალზე ანუ, ფასების ცვლილება სადმე ნეტში თუ შეიძლებოდა მენახა.

Posted by: ANNNA 2 Jan 2011, 21:02
ოქროს რგოლები როა საყურეები. საშუალო ზომის. რა ღირს ხომ არ იცით?

Posted by: irakli_tikurishvili 2 Jan 2011, 22:45
რაც დრო გავა და გავა ოქრო უფრო და უფრო გაძვირდება, ერთი წლის განვალობაში 106.782 კილო ოქრო ცვეთის შედაგად უბრალოდ ქრება smile.gif

ამ დღეებში ძმაკაცის ბავშვს ვნათლავ და მომიწევს ყიდვა smile.gif

Posted by: Paul Avril 2 Jan 2011, 23:03

Posted by: გიორგიXV 2 Jan 2011, 23:55
1 უნცია 31 გრამი არაა
1 უნცია რის 27.264 გრამი

Posted by: lashaama 3 Jan 2011, 17:30
www.kursebi.ge

საბაზრო მონაცემების გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ოქროს მიმდინარე ფასები (სინჯების მიხედვით) თბილისის ბაზარზე.

ინფორმაციის განახლება ხდება ყოველ ორ დღეში.


www.kursebi.ge

Posted by: anatoreli 4 Jan 2011, 12:19
გიორგიXV
QUOTE
1 უნცია 31 გრამი არაა
1 უნცია რის 27.264 გრამი

no.gif no.gif no.gif

1 უნცია = 31,1034768 გ

Posted by: ._. 4 Jan 2011, 13:39
QUOTE (anatoreli @ 4 Jan 2011, 12:19 )
გიორგიXV
QUOTE
1 უნცია 31 გრამი არაა
1 უნცია რის 27.264 გრამი

no.gif no.gif no.gif

1 უნცია = 31,1034768 გ

ოქრო იზომება "ტროას უნციებში" (troy ounce), სწორედ ეგ არის 31.1გრ.
ჩვეულებრივი "უნცია" 28 და რაღაცაა..

Posted by: KEIDI_13 10 Jan 2011, 21:27
მეც მაინტერესებს , ზარაფხანის გარდა ვერაფერს მივაგენი

Posted by: alatala 8 Apr 2011, 03:25
კლონდაიკში იგივე აქვთ რაც ზარაფხანაში ანუ იტალიიდან ჩამოტანილი საჩამოსხმო ტექნოლოგიით დამზადებული ნივთები, ბიჟუტერიის ანალოგები , თამარდაიმონდში ისრაელიდან ჩამოტანილი ჩამოსხმული მსგავსი თურქეთის და იტალიის ნაწარმისა , კარწიეში ხელნაკეთებია მაგრამ ძალიან დიდი ფასებია , ხოლო დიადემაში უბრალოდ თავმირტყმული ფასებია ,; ჩისტატა 999 დღეს ღირს 40$

Posted by: mariamtsak 4 Oct 2011, 18:27
მოგესალმებით,
თუ შეიძლება მიპასუხეთ, რა ღირს ოქრო დღევანდელი მონაცემებით საქართველოში ან რომელ საიტზე შეიძლება ვნახო მისი ფასი.
წინასწარ გიხდით მადლობას

Posted by: ._. 4 Oct 2011, 18:39
ეროვნული ყიდის საინვესტიციო მონეტებს 999.9 ოქროსი. ეს არის ერთადერთი ოფიციალური გამყიდველი აქ. ფასები:
http://www.nbg.ge/index.php?m=409
სხვა -- ოქროს ბირჟაsmile.gif

ეროვნულის ფასები ოფიციალურზე დაახლოებით 10% მეტია.. საერთაშორისო ოფიციალური ფასები აქ არის:
http://www.goldfixing.com/today'sprices.htm

Posted by: mariamtsak 4 Oct 2011, 21:10
გაიხარეეეეეეეეე................ დიდიიი დიიიიიიდიიიიიიიიიი მადლობააააააააააააააააააააააააააა
* * *
ისე და აქ მონეტების ფასია, და ვერ გავიგე მაინც რა ღირს 1 გრამი ოქრო smile.gif

Posted by: ._. 4 Oct 2011, 21:29
მონეტის საერთო ფასი გაყავი მონეტის წონაზე და მიიღებ ერთი გრამის შესასყიდ ფასს (რაც უფრო დიდ მონეტას ყიდულობ მით ნაკლებია ერთი გრამის ფასი -- ანუ მით უფრო ახლოა ოფიციალურ ფასთან)...
გავიგე, რომ პატარა ზოდებსაც უშვებს ეროვნული ბანკი, თუმცა ამაზე ინფო საიტზე არ ქვეყნდება

კიდევ ერთხელ ვიმეორებ -- ეს არ არის ოქროს საერთაშორისო ფასი -- ეს არის ფასი, რა ფასადაც ოქროს იყიდი საქართველოში ოფიციალურად.
საერთაშორისო ფასები მოცემულია მეორე საიტზე

Posted by: Patriot555 6 Oct 2011, 16:50
585 პრობის ფასი დღეს რა არის საქართველოში?

Posted by: ._. 6 Oct 2011, 19:01
QUOTE
585 პრობის ფასი დღეს რა არის საქართველოში?

585 სინჯი (14 კარატიანი ოქრო) ოფიციალურად ზოდების სახით არ ივაჭრება...
თუ დაახლოებითი ფასი გაინტერესებთ 999.9 ოქროს ფასი უნდა გაამრავლოთ 0.585-ზე

Posted by: თეოგოგო 8 Dec 2011, 12:51
გამარჯობა
18 კარატიანი (858 სინჯი) ოქროს ფასი რაა დღეს ვერ მეტყვით?
მადლობთ

Posted by: marmaisi 8 Dec 2011, 15:29
ოქროს ფასი უახლოეს მომავალში კიდევ გაიხრდებაა?

Posted by: ._. 8 Dec 2011, 16:44
marmaisi
ეგ რომ ვიცოდეთ როდის გაიზრდება და როდის შემცირდება მილიონერები ვიქნებოდითsmile.gif
ისე, მე ვფიქრობ, რომ გაიზრდება

Posted by: MamaGee 20 Dec 2011, 23:12
ოქროს გააჩნია... 9,999 - უმაღლესი სინჯის დუბაის ოქროს ფასია 1g. = 39.68 EUR

Posted by: datmeni 21 Dec 2011, 14:08
ბირჟაზე როგორ იბარებენ 1gr. ბაჯაღლოს - ე.წ. "ჯართს" ? თუ Hქონია ვინმეს შეხება ამ დღეებში?

Posted by: Genesis for time 21 Dec 2011, 15:04
ოქროს მონეტები რა ღირს ნეტა?
...............................

Posted by: dici_1983 23 Dec 2011, 13:31
ოქროს საინვესტიციო მონეტების სარეალიზაციო ფასები (ლარი)
2011-12-23 09:30:00


საინვესტიციო მონეტების რეალიზაცია ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) 09.30 სთ-დან 13.00 სთ-მდე, 14.30 სთ-დან 16.30 სთ-მდე (შესვენება 13.00-14.00 სთ).
1000, 300, 100, 50, 25 და 10 ლარის ნომინალის მონეტების გასაყიდ ფასს საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს ყოველდღიურად ლონდონის ძვირფასი ლითონების ზოდების ბაზრის ასოციაციის მიერ დადგენილი ფასების მიხედვით.

ოქროს მონეტების წონა (უნცია) ნომინალი სარეალიზაციო ფასი (ლარი)
10.00 (311.0 გრ.) 1000 ლარი 27,920.00
5.00 (155.5 გრ.) 300 ლარი 13,960.00
1.00 (31.1 გრ.) 100 ლარი 2,925.00
0.50 (15.5 გრ.) 50 ლარი 1,529.00
0.25 (7.7გრ.) 25 ლარი 764.00
0.10 (3.1 გრ.) 10 ლარი 306.00

წყარო: http://nbg.gov.ge/index.php?m=409

Posted by: bet555 25 Dec 2011, 01:31
dici_1983


ამის გაყიდვა სად შეგიძლია მერე ვთქვათ ფასმა რომ აიჭიოს და მოგება ნახო?

Posted by: dici_1983 3 Jan 2012, 16:41
QUOTE (bet555 @ 25 Dec 2011, 01:31 )
dici_1983


ამის გაყიდვა სად შეგიძლია მერე ვთქვათ ფასმა რომ აიჭიოს და მოგება ნახო?

ამ მონეტის გაყიდვა ბირჯაზე შეიძლება, ჩვეულებრივი იმ დროს რა ფასიც ექნება ოქროს იმ ფაში გაიყიდება .... smile.gif

Posted by: melania 123 3 Jan 2012, 17:05
900 სინჯის მონეტების ფასი რა არის, იცის ვინმემ?

Posted by: Tiperson 3 Jan 2012, 23:05
საინტერესო თემაა , ქართული ზარაფხანის მსგავსი ორგანიზაციები (ანუ ყველაზე პოპულარული თავის ქვეყნებში) თუ იცით საზღვარგარეთ დაწერეთ რა ფირმის დასახელება ან საიტის მისამართი


პ.ს ერთი კითხვაც რატომ არის სომხური ოქრო ქართულ-რუსულ-თურქულზე იაფი ?


Posted by: dici_1983 4 Jan 2012, 20:15
QUOTE (Tiperson @ 3 Jan 2012, 23:05 )
საინტერესო თემაა , ქართული ზარაფხანის მსგავსი ორგანიზაციები (ანუ ყველაზე პოპულარული თავის ქვეყნებში) თუ იცით საზღვარგარეთ დაწერეთ რა ფირმის დასახელება ან საიტის მისამართი


პ.ს ერთი კითხვაც რატომ არის სომხური ოქრო ქართულ-რუსულ-თურქულზე იაფი ?

იმიტომ არა რის იაფი რომ ხარისხით არ ჩამოუვარდება რუსულ ოქროს, ქართული ოქროც, ზარაფხანის გადამუშავებული, საკმაოდ ხარისხიანი შემადგენლობა აქვს რასაც თურქულ და ბერძნული ოქროზე ვერ ვიტყოდი.....
ოქროს სამკაულების კონკრეტული საწარმოები საზვარგარეთ თითქმის რომელიმე კონკრეტული არა არის ფართოთ ცნობილი, რადგან ყველა საწარმო რომელიც სამკაულებს და აქსეუარებს აწარმოებს აქვს ოქროს ნაკეთობების ხაზიც.... და ფაქტიურად ქვეყნის ის საწარმოა ცნობილი რომელიც ბრენდია აქსესუარების წარმოებაში...


Posted by: axx 5 Jan 2012, 12:01
583 რა ღირს ეხლა ?

სასწრაფოდ მჭირდება რამოდენიმე გრამი .

Posted by: dici_1983 6 Jan 2012, 11:10
QUOTE
583 რა ღირს ეხლა ?

სასწრაფოდ მჭირდება რამოდენიმე გრამი .


ამჟამად ოქროს ჩასაბარებელი ფასი 47 ლარიდან იწყება და იზრდება ნაკეთების მიხედვით, მაგრამ რამდენად შეძლებთ გარედან მისულიო ადამიანი ამ ფაში ოქროს შეძენას მაგას ვეღარ გეტყვით smile.gif

Posted by: iase 6 Feb 2012, 14:12
2 კითხვა მაქვს რა


დამიწერეთ თუ შეგიძლიათ
usa -სი და ჩვენებური ოქროს სინჯების შედარება

ანუ

10k= ჩვენებურად რამდენია
14 = ჩვენებურად 582
და ა.შ. თუ იცით რა


და რა მაინტერესებს

მოოქროვილი ვერცხლის ფასი რა არის?


Posted by: Nacisti08 7 Feb 2012, 00:34
QUOTE
ეგ რომ ვიცოდეთ როდის გაიზრდება და როდის შემცირდება მილიონერები ვიქნებოდით


იცოდა ძმაკაცმა ასე 3 წლის წინათ, მითხრა კიდეც ბამეკეთებინა დანაზოგი ოქროზე ბანკში
მაგრამ არ დავუჯერე
ტავად კი იყიდა
QUOTE
ისე, მე ვფიქრობ, რომ გაიზრდება

ეხლაც მაგას იძახის
ოქრო კიდევ უფრო გაძვირდებაო


Posted by: IOSKAMAN 8 Feb 2012, 09:06
iase


http://gilletts.com.au/information.php?info_id=39

http://en.wikipedia.org/wiki/Carat_(purity)

http://jewelry.about.com/cs/atozjewelry/g/karat.htm

Posted by: mavina 8 Feb 2012, 12:44
თუ იცით ოქროს ბირჯაზე რო ამოწმებენ ოქროს ხარისხს მაგატი ნდობა თუ შეიძელბა?

Posted by: sofunia 8 Feb 2012, 14:52
დღევნდელი ფასი იქნებ იცოდეთ ვინმემ ბირჟაზე ოქროს 858 სინჯს რამდენ ლარში იბარებენ
* * *
უუუუუუუუუუპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპ

Posted by: mnm 9 Feb 2012, 21:54
დრევანდელი ფასი დაწერეთ რა, ბაჯაღლო მაინტერესებს

Posted by: dici_1983 15 Feb 2012, 19:41
75-80 ლარია უახლოესი დღეების ფასი ...

Posted by: dewid 16 Feb 2012, 04:10
QUOTE
ბირჟაზე როგორ იბარებენ 1gr. ბაჯაღლოს - ე.წ. "ჯართს" ? თუ Hქონია ვინმეს შეხება ამ დღეებში?

ეგრედწოდებული ბაჯაგლო ჯარტი არ არის smile.gif))) ჯარტია ნებისმიერი პრობის ოქრო რომელიც ნაკეტობა არ არის და ბაჯაგლო კი არის გარკვეული პრობა, რომელიც გამოიყენება კალიცოზე smile.gif))))
* * *
iase
QUOTE
მოოქროვილი ვერცხლის ფასი რა არის?

გააჩნია რამდენი გრამი ვერცხლის მოოქროვება გინდა, რისი და რამდენი მიკრონით.... თორემ ოქროს ბირჟაზე კალიცოს 2 ლარად აოქროვებენ, ხოლო ნაკეთობას გრამს 0.5 თეთრად, მაგრამ ეგ არ არის ნამდვილი ოქრო და არც დიდხანს არ გაძლებს, თუ კი გინდა ნამდვილ ოქროში მოოქროვება შემეხმიანე პმში და გეტყვი ფასს... ხოლო ვისაც ოქროს და ვერცხლის ფასები გაინტერესებთ ან პმში ან 577 334 770 მომწერეთ... ოქროს ბირჟას ტყვილად ემდურით ყველაზე კარგი ნივთების ყიდვა მანდ არის შესაძლებელი, თორემ სამკაულების მაღაზიები, რომ არის იქ მხოლოდ ხარახურა აქვთ... ამ უახლოეს მომავალში ვაპირებ ოქროს ბირჟის საიტის გაკეთებას და ყველანაირ ინფორმაციას მიიღებთ ონლაინ რეჟიმში....
* * *
mavina
QUOTE
თუ იცით ოქროს ბირჯაზე რო ამოწმებენ ოქროს ხარისხს მაგატი ნდობა თუ შეიძელბა?

არც იმდენს არ იღებენ შემოწმებაში, რომ უღირდეთ მინიმუმ 5 წლიან სროკად smile.gif))))

Posted by: EMgoldex 17 Feb 2012, 01:32
В течение 5000 лет, от фараонов до президентов, золото всегда олицетворяло признак власти, могущества и богатства. Тот, кто имел золото, тот всегда имел деньги. Ничего не изменилось и в наши дни. Тот, кто имеет золото, тот всегда будет иметь деньги. Исчезали государства, исчезали валюты и только золото оставалось мерилом стоимости товаров и услуг. Золото - это уникальный товар, который никогда не обесценивается, а обесцениваются товары, которые никогда не смогут сравниться с золотом. Спокойствие можно купить только за золото. Это неоспоримый факт!

ერთი საათის წინ თემა გავხსენი ოქროს ბიზნესთან დაკავშირებით და მოდერატორმა წაუკითხავად სასაცილოდ ჩათვალა და წამიშალა თემა

როგორც ვატყოვ ხალხი ხედავს ოქროს ძალას და პოტენციალს ამ გვერდს გადახედეთ ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიღებთ ოქროსთან დაკავშირებით http://profitrevolution.ru/rolution/a/davit21

Posted by: sheshlili 10 Mar 2012, 22:33
lashaama
QUOTE
www.kursebi.ge


დიდი მადლობა, ამ გვერდზე წერია ოქროს, ბაჯაღლოს ფასები ჯიგრულად, ყოველგვარი უნციების და მონეტების და ნიუ იორკის ბირჟების გარეშეც, გრამებში და სინჯებში.

Posted by: leva1990 11 Mar 2012, 19:58
რა ღირს ეხლა გრამი ოქრო ვაგზალზე ხომ არიცით???

Posted by: loveway 11 Mar 2012, 20:06
leva1990
გააჩNია რამდენ პრობიანი გაინტერესებს

Posted by: leva1990 11 Mar 2012, 20:11
loveway


პრობი აღარ ვიცი მეგობარს აინტერესებდა ზოგადად ფასი და........

Posted by: dici_1983 16 Mar 2012, 12:11
QUOTE
პრობი აღარ ვიცი მეგობარს აინტერესებდა ზოგადად ფასი და........


სავარაუდოს რომ გაყიდოთ ჩვეულებრივი ოქრო ანუ 585 ---- 45 - 47 ლარია
და რომ იყიდოთ გააჩნია ნაკეთობას 53 ლარიდან 60 ლარამდე ჯდება გრამი

Posted by: iase 14 May 2012, 14:14
როგორც გავიგე ოქროს ფასი იწევს დაბლაო
და მართალია? ხომ არ იცით ამის შესახებ რამე?

Posted by: pekineli 14 May 2012, 14:17
iase
თუ დაიწია ვიყიდი. smile.gif
იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხელოვნური იქნება. შანსი არაა, აიი შააანნიი არაა პა ბოლშომუ შჩოტუ ოქრო გაიაფდეს. პირიქით. პირიქით და ძალიან პირიქით.

Posted by: Systemator 14 May 2012, 14:32
www.cleopatra.ge ნახავ მანდ ოქროს ფასებს.

დაწევა ოქროს ფასის ლოგიკურია, არ შეიძლება ამდენი ღირდეს.

Posted by: Did_Giorgi 14 May 2012, 23:01
iase
მართლა დაუკლია ოქროს
არიქა biggrin.gif

http://www.reuters.com/finance/commodity?symbol=US@GC.1

Posted by: iase 14 May 2012, 23:41
Did_Giorgi
Did_Giorgi
სკაიპი გაქ?

Posted by: Did_Giorgi 15 May 2012, 23:12
iase
QUOTE
სკაიპი გაქ?

კი, ოღონდ ოქროსი არა

Did_Giorgi

yes.gif

Posted by: Mixalis 16 May 2012, 03:06
გამარჯობათ. ვიღაცამ თუ იცის ოქროს ჩაბარების ფასი.
მაგალითად 585 სინჯი.
წინასწარ გიხდით მოდლობას.

Posted by: iase 16 May 2012, 09:36
Mixalis
42 ლარია მგონი
...............

Posted by: qoqosha 23 May 2012, 15:28
გამრჯობათ , ხომ ვერ მეტყვით დღევანდელ ოქროს ფასს? 1გრ. რა ღირს ?

Posted by: Yoda 24 May 2012, 18:54
ოქრო

დასახელება ფასი
375 - 28
500 - 39
583 - 46
750 - 59
900 - 72
958 - 77
999 - 80

Posted by: Mixalis 25 May 2012, 03:10
QUOTE (Yoda @ 24 May 2012, 18:54 )
ოქრო

დასახელება ფასი
375  -            28 
500  -            39 
583   -            46 
750   -            59
900    -          72
958    -           77
999    -            80

Posted by: t211 28 May 2012, 01:28
გამრჯობათ , ხომ ვერ მეტყვით "ნიკოლოზის თუმნიანის" ოქროს ფასს?

Posted by: Van10Persie 26 Jun 2012, 15:11
მინდა ჩავაბარო ოქრო, 5-6 გრამი იქნება და სად იბარებენ ყველაზე კარგ ფასში დაწერეთ რა...

Posted by: pekineli 26 Jun 2012, 15:44
Van10Persie
რა გაქვს ოქროსი? მე მინდა ბეჭედი. თუ ბეჭედი გაქვს ვიყიდიდი.

Posted by: Van10Persie 26 Jun 2012, 15:56
pekineli
ბეჭედი არა... კბილებზე გადაკრული ოქროა biggrin.gif

Posted by: pekineli 26 Jun 2012, 16:37
Van10Persie
კბილებიანად ყიდი? biggrin.gif მაინც მაწყობს გადასადნობი იქნება მერე მარა მაწყობს. ოღონდ თუ მოცლილია. კბილების გარეშე

Posted by: an apple 26 Jun 2012, 16:46
Van10Persie
რამდენად ყიდი კბილის ოქროს? ხომ იცი, მაგის სინჯი მაღალია.

Posted by: Van10Persie 26 Jun 2012, 17:23
pekineli
QUOTE
კბილებიანად ყიდი?  მაინც მაწყობს გადასადნობი იქნება მერე მარა მაწყობს. ოღონდ თუ მოცლილია. კბილების გარეშე

არა რა კბილებიანად biggrin.gif

an apple
QUOTE
რამდენად ყიდი კბილის ოქროს? ხომ იცი, მაგის სინჯი მაღალია.

ჩავაბარე 35 დოლარი მომცეს გრამში : (((

Posted by: an apple 26 Jun 2012, 21:45
Van10Persie
არადა შენი ოქროს სინჯი 900 იყო.

Posted by: Tiperson 15 Sep 2012, 19:53
გამარჯობათ

ოქროზე ვინც მუშაობს ან ვინც ერკვევა იქნებ დაწეროთ ოქროს ფასი დღეს რამდენად არის გაზრდილი ან დაკლებული და მომავალში რა პროგნოზებია მოსალოდნელი აიწევა / დაიწევა ?

Posted by: tsuna777 24 Sep 2012, 23:33
გაუმარჯოს

მაქვს 1996 წელს გამოშვებული ელიზაბეტ მეორის მონეტები თავის გერბით. 3 ცალი. თითო არის 8 გრამი ბაჯაღლო. გაყიდვა მინდა და სავარაუდო ფასი თუ იციტ ვინმემ დამეხმარეთ
მადლობა წინასწარ.

Posted by: Pantelini 25 Sep 2012, 12:50
tsuna777


დაგუგლე, შედი ამაზონზე და ნახავ მიახლოებით ფასს.







Posted by: toni9 25 Sep 2012, 14:59
http://www.bpi.ge/index.php?option=com_content&view=article&id=8209%3A2012-09-25-10-20-28&catid=939%3A2011-11-06-17-42-27&lang=ka ნოდარ ჯავახიშვილი: „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელს შესაძლოა ციხეში წასვლა მოუწიოს''

Posted by: shemoreva 4 Oct 2012, 12:35
თუ იცით 1 გრამი 585 სინჟის ოქრო, ჯართის ფასი რა აქვსს??

Posted by: davita1985 11 Oct 2012, 18:00
რა მიმართულებით შეიცვალა ოქროს ფასი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაშიიცით ვინმმე??

Posted by: Des 11 Oct 2012, 22:01
http://www.gold.ge/index.php?iws=23&lang=geo

Posted by: sus 11 Nov 2012, 01:09
მინდა ბეჭდის გაყიდვა, არის თურქული ოქრო 14 კარატი, 585 ანუ და გრამი რა ღირს ჩასაბარებელი ხო არ იციით?

Posted by: anatoreli 11 Nov 2012, 19:41
sus
QUOTE
მინდა ბეჭდის გაყიდვა, არის თურქული ოქრო 14 კარატი, 585 ანუ და გრამი რა ღირს ჩასაბარებელი ხო არ იციით?

50 ლარი

Posted by: isani_isani 26 Nov 2012, 15:24
958 სინჯის ოქროს ფასი რა არის? 20-21 გრამის ყიდვა მინდა

Posted by: toko27 28 Nov 2012, 22:54
Tiperson როგორც საერთაშორისო ტენდეცია მეტყველებს პირდაპირპროპორციულია ინფლაციის, მაგრამ ლოკალურ ბაზრებზე ხდება დროებითი დაწევები, რაც უკავშირდება ადგილობრივ მოვლენებს-მარხვის დღეები, ახალი წლის წინა პერიოდი და ა.შ. მაგრამ ზოგადად მზარდია

Posted by: sandrikia 3 Feb 2013, 19:43
ხალხნო იქნებ დამეხმაროთ და მითხრათ რა ღირს ამერიკაში გრამი ოქრო. ანუ მაინტერესებს ჩვენთან უფრო ძვირია თუ აშშში. 583 999. აი ამ პრობების.

Posted by: Gig@ 12 May 2013, 01:15
სალამი,

ეროვნული ბანკის ოქროს საინვესტიციო სერთიფიკატებზე გააქვთ ინფორმაცია?
ცალკე თემა გავხსნა თუ აქ უნდა გავარჩიოთ ვისაც გვაინტერესებს?!

იფორმაციისთვის, წელიწადზე მეტია რაც აღნიშნული პროექტი წამოიწყო ეროვნულმა, არ ვიცი რამდენად წარმატებულია და ვინმე ყიდულობს თუ არა ამ სერთIფიკატებს. ჯერჯერობით მხოლოდ თიბისი და საქ.ბანკი არიან დარეგისტიტრებული ბროკერებად.

ეს არის საიტი: http://tgx.ge/
ეს არის საბანკო პროდუტი:
- http://www.tbcbank.ge/ge/private/banking/golden_certificate/
- http://bankofgeorgia.ge/en/services/treasury-operations/gold-certificates




ასევე, ვინმეს თუ გაინტერესებთ ოქროს ფასის დინამიკა 1970 წლიდან თავისი ექსელის ფაილით სხვადასხვა ვალუტებთან მიმართებაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ლინკი: http://www.gold.org/investment/statistics/gold_price_chart/

მარჯვენა მხარეს არის download XLS, და ეგ გადმოიწერეთ.

Posted by: Gig@ 5 Jun 2013, 01:32
აუ, ეს რა მკვდარი თემაა sleep.gif


30 ბიძინა

Posted by: iase 23 Mar 2014, 08:55
ოქროს ფასები იცით ვინმემ?
..................

Posted by: domina333 14 Sep 2014, 15:37
750 და 858 სინჯები რა ღირს 1 გრ იცით ვინმემ?

Posted by: jadgschloss 25 Sep 2014, 18:08
999 სინჯის ფასი იყო 72 ლარი ..
და აი საქორწინო ბეჭდის დამზადება როგორ ხდება?
რა დაჯდება ვთქვათ 6 8 ან 10 გრამიანი ბეჭედი?

Posted by: jadgschloss 12 Oct 2014, 22:21
თეთრი Oქროს ფასი როგორია დღეს საქართველოში?

Posted by: annavita 12 Oct 2014, 22:27
Gig@
QUOTE
აუ, ეს რა მკვდარი თემაა 


30 ბიძინა

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ckupee 21 Oct 2015, 01:35
აუ დამეხმარეეთ რაა 835 რა სინჯიაა გამომიგზავნეს იტალიიდან და მითხრეს ძაან ძვირფასიაოო აქ ლომბარდებში გაგებაში არ არიან ყველა სითხე წაუსვეს და გაუძლოო
http://postimg.org/image/taf9r1k3r/

Posted by: konstantine81 27 Jan 2016, 19:28
გამარჯობათ, პლატინის შემცველ ლითონებს სად იბარებენ ხომ არ იცით?

Posted by: safety 29 Feb 2016, 20:47
http://mypartner.ge/index.php?newsid=530

http://mypartner.ge/index.php?newsid=948

ვიქირავებ ადგილს სავაჭრო აპარატისათვის

სასურველია იყოს ხალხმრავალ და მოძრავ ადგილას !!!!

ადგილის მოძებანში საშუამავლოდ მივცემ 200 ლარს !!!

გასაქირავებელ ადგილზე ფასი შეთანხმებით
http://mypartner.ge/index.php?newsid=931#

***********************************************************************************
200 ლარი საჩუქრად !!!!
ვიქირავებ მოქმედ და აწყობილ სამრეცხაოს .

გზის პირას და მოძრავ ადგილას.
სასურველია ცენტრალური უბნებები .

სასურველია მინიმუმ 3 ბოქსი რომ ქონდეს .

თუ ვინმეს გეგულებათ აღნიშნული ტერიტორა რომლელიც შეესაბამება მოთხოვნებს და ვიქირავებ 200 ლარს ვაჩუქებ საშუამოვლოს !!!!

ქირაობის ფასი შეთანხმებით

Posted by: USER001 5 Dec 2023, 22:00
QUOTE (Yoda @ 24 May 2012, 18:54 )
ოქრო

დასახელება ფასი

999 - 80

2023 წელი 5 დეკემბერი

999-186 ლარი, გაიაფდა lol.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)