თეთრ იუმორში დაიყარა, მაგრამ უკვე იმსახურებს ეს არხი ცალკე თემას
აღწერაში სახელი და გვარი არეულია, მაგრამ როგორც უკანასკნელ ვიდეოში აღნიშნეს, სულერთია
ბირდაბირი აბრევიატურაა
და იშიფრება, როგორც ირაკლი დიდებულიძე და ზურა ლეკიაშვილი
ქართველი საზოგადოება მათ იცნობს "თქვენი შოუდან"
მერე "გააცინე და მოიგედან"
და ბოლოს "standupერი" დან
მათ ასევე საზოგადოებას თავი დაამახსოვრეს მძაფრსიუჟეტიან მხ/ფ "ძვირფასი ქვა" (ინგ. Precious Stone-ში) შესრულებული როლებით
მაგრამ ეს თემა ეძღვნება მხოლოდ და მხოლოდ მათ ამჟამინდელ მაიმუნობებს
ბირდაბირი მათ იუთუბ არხს ქვია, რომელზეც სულ ცოტა ხნის წინ გააქტიურდნენ,
ასე ერთი თვეა
და ამ ერთ თვეში უკვე 1.6K გამომწერი მოაგროვეს
არხზე განთავსებული ვიდეოების ძირითადი ნაწილი პირდაპირი ჩართვებიდან ამოჭრილი მონაკვეთებია,
რომელსაც Evil Live-ები ქვია
და რომელსაც 4K გაფართოების და უახლესი სუპერზუმის მქონე ნოკიას დამტენით იღებენ
მთავარი მომენტი არა იუმორის ხარისხი, არამედ ისაა, რომ ამას ლაივში აკეთებენ
თუმცა იუმორის ხარისხიც თავად დაადგინეთ
ვისაც მსგავსი ტიპის იუმორი და ღლიცინი არ უყვარს, შემიძლია, გითხრათ, რომ მომაბეზრებელი ცანცარია, მაგარი უზარობაა, დიდხანს ვერ გაუძლებთ და არ ჩართოთ
და ა.შ.
ჩენელი
https://www.youtube.com/channel/UCPRopw1jC3k-okKh_ffcOzA This post has been edited by tranka on 22 Jun 2017, 22:19