Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რადიოელექტრონიკა > 110 ვოლტიანი მოწყობილობა ვის გადავაკეთებინო 220-იანზე?


Posted by: N_e_o_N 23 Apr 2017, 16:42
როგორც სათაურში დავწერე, მაქვს 110 ვოლტზე მომუშავე მოწყობილობა, კერძოდ კი - ელემენტის დამტენი .
მინდა რო 220 ვოლტზე გადავაკეთებინო ვინმეს და თუ არის შესაძლებელი და ვისთან? არ მინდა გადამყვანების და კიდევ დამატებითი მოწყობილობების ყიდვა ზედმეტად

კერძოდ, ამაზეა საუბარი https://www.google.ge/search?q=bosch+bc630&espv=2&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwjDnZjtzLrTAhVDIMAKHbFqBn8Q_AUICCgB&biw=1366&bih=638

Posted by: asphurcela 23 Apr 2017, 19:40
ვინ აკეთებს არ ვიცი, მაგრამ ძნელი არ იქნება.
დიდი ალბათობით მაგას ტრანსფორმატორი უყენია 60 ჰერციანი და 110 ვოლტიანი.
ამ შემთხვევაში უნდა ინახოს რა ძაბვებია მეორადზე და მისი ეკვივალენტი ჩაიდგას 220 ვოლტიანი პირველადზე და მეორადზე რაც საჭიროა.
თუ არასტანდარტულია, უნდა დაეხვეს.
თუ ტრანსფორმატორი არ უდგას და DC/DC გარდამქმნელია, მაგ დროსაც თითქმის იგივეა, უნდა გაამოუცვალო ბლოკი.


Posted by: N_e_o_N 23 Apr 2017, 20:27
asphurcela
მე ვერ ვერკვევი მაგ დეტალებში, ნეტში რაც მოვიძიე აი ასეთია შიგნიდან

http://www.mastergrad.com/forums/t153920-peredelka-zaryadnyh-ustroystv-so-110-na-220-volt/?page=124#post5776437

Posted by: ZAZAi 23 Apr 2017, 20:43
ზოგი ძალიან ადვილად კეთდება. ერთი პერემიჩკის შეცვლით.
ზოგს კი დამცავი მოწყობილობების, შემავალი კონდენსატორის, ტრანზისტორის და ტრანსფორმატორის შეცვლა ჭირდება. შემდეგ კი ოპტრონული უკუკავშირის დარეგულირება. მოკლედ, დიდი თავის ტკივილია და აქედან ყველაზე დიდი თავის ტკივილი ტრანსფორმატორია

Posted by: ferdinandge 23 Apr 2017, 20:47
https://m.mymarket.ge/ka/product/9140322

აბა ეს ნახე დაურეკე იქნებ გამოგადგეს.

Posted by: N_e_o_N 23 Apr 2017, 21:04
ferdinandge
ეგ განცხადება მქონდა ნანახი, არ მაქვს დეტალები მაგ მოდელისთვისო...

ZAZAi
ისევ გადამყვანის ყიდვას მივაწვე ვითომ ? 140 W აწერია ამას და გადამყვანიც იგივე სიმძლავრის მეყოფა ? თუ უფრო მეტი უნდა

Posted by: ZAZAi 23 Apr 2017, 21:11
N_e_o_N მეტი. 200 მაინც.
ისე, მე მაგისთანას კომპიუტერის კვების ბლოკი დავუყენე.

Posted by: viqtorich 23 Apr 2017, 21:26
QUOTE (N_e_o_N @ 23 Apr 2017, 16:42 )
როგორც სათაურში დავწერე, მაქვს 110 ვოლტზე მომუშავე მოწყობილობა, კერძოდ კი - ელემენტის დამტენი .
მინდა რო 220 ვოლტზე გადავაკეთებინო ვინმეს და თუ არის შესაძლებელი და ვისთან? არ მინდა გადამყვანების და კიდევ დამატებითი მოწყობილობების ყიდვა ზედმეტად

კერძოდ, ამაზეა საუბარი https://www.google.ge/search?q=bosch+bc630&espv=2&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwjDnZjtzLrTAhVDIMAKHbFqBn8Q_AUICCgB&biw=1366&bih=638

გადაკეთება უფრო ძვირი დაგიჯდება... ასეთი გადამყვანი დაუყენე https://www.avito.ru/gatchina/audio_i_video/ponizhayuschiy_transformator_220_volt_-110_volt_542715486

Posted by: ferdinandge 23 Apr 2017, 22:04
Look at this on eBay http://www.ebay.com/itm/361940261874

ეს არ წავა?

Posted by: N_e_o_N 23 Apr 2017, 22:13
viqtorich
QUOTE
გადაკეთება უფრო ძვირი დაგიჯდება... ასეთი გადამყვანი დაუყენე https://www.avito.ru/gatchina/audio_i_video..._volt_542715486

110 ვატიანია, იმაზე სუსტია ვიდრე თავად მოწყობილობა

ferdinandge
QUOTE
Look at this on eBay http://www.ebay.com/itm/361940261874
ეს არ წავა?

ალბათ კი, ჩემზე მცოდნეები დაწერენ იმედია
ZAZAi
QUOTE
ისე, მე მაგისთანას კომპიუტერის კვების ბლოკი დავუყენე.

ეგ როგორ ? აბა ამიხსენი, იქნებ მეც მარტივად გამოვიდე და იბეიზე და ჩამოტანაზე აღარ ვიჩალიჩო

Posted by: procesora 25 Apr 2017, 18:14
N_e_o_N
QUOTE
როგორც სათაურში დავწერე, მაქვს 110 ვოლტზე მომუშავე მოწყობილობა, კერძოდ კი - ელემენტის დამტენი .
მინდა რო 220 ვოლტზე გადავაკეთებინო ვინმეს და თუ არის შესაძლებელი და ვისთან? არ მინდა გადამყვანების და კიდევ დამატებითი მოწყობილობების ყიდვა ზედმეტად

ზეპირად ძნელია თქმა მაგრამ 90% შიგნით მდებარე ფერიტის ტრანსფორმატორი უნდა გადაიხვეს.
ხოლო კოპის კვების ბლოკი მაგ ვერსიასთან არ წავა თუ 18 ვოლტიან აკუმულიატორს ტენის, გარდა ამისა 12 ვოლტიანიც რომ იყოს.... კომპიუტერის კვების ბლოკს ავტომატური ზარიადკის გამთიშველი არ აქვს და რა იცი რა დროს დაიტენება, ვარაუდით კიდე აკუმულიატორის საექსპლოატაციო გასანზღვრულ ვადას ძალიან შეამცირებ.
გადაკეთება შეიძლება მაგრამ 10-20 ლარად არავინ გადაგიკეთებს ისე როგორც წესი და რიგია......

Posted by: asphurcela 25 Apr 2017, 18:34
გადაკეთება გადმოკეთებაზე გაცილებით იაფი და მუშა ხერხია 220/110 ზე დამწევი ტრანსფორმატორის დათრევა.
რადგან იმპულსური კვების ბლოკი აქვს, ამიტომ სიხშირე არ აინტერესებს 50 იქნება თუ 60.
სიმძლავრეც არაა დიდი.
ასე, რომ ხელის ხლების გარეშე 110 ცვლადი ვოლტი მიეცი და ეგაა.

შეგიძლია პატარა ლატრი ითრიო მშრალ ხიდზე.
ან უთხრა რო 220/110 ვოლტიანი ტრანსფორმატორი გინდა და რისთვის გინდა და შეგირჩევენ სიმძლავრეს.


Posted by: eniqsi 25 Apr 2017, 23:19
პე ტიპის გულარზე დახვეულ ტრანსფორმატორებს ორი 110 ვოლტიანი ხვია აქვს ჩართული მიმდევრობით. ჩართე ავტოტრანსფორმატორის რეჟიმში.

Posted by: procesora 26 Apr 2017, 02:02
asphurcela
პატარა ავტოტრანსფორმატორი უფრო იაფი დაუჯდება ვიდრე გადაკეთება... მაგრამ
QUOTE
მაქვს 110 ვოლტზე მომუშავე მოწყობილობა, კერძოდ კი - ელემენტის დამტენი .

QUOTE
არ მინდა გადამყვანების და კიდევ დამატებითი მოწყობილობების ყიდვა ზედმეტად

smile.gif
eniqsi
QUOTE
პე ტიპის გულარზე დახვეულ ტრანსფორმატორებს ორი 110 ვოლტიანი ხვია აქვს ჩართული მიმდევრობით. ჩართე ავტოტრანსფორმატორის რეჟიმში.

სქემა მაინც სანახავია თუმცა .... დაბალი თუ საშუალო სიმძლავრის მაღალი სიხშირის იმპულსური კვების ბლოკები თუ ძაან დაბალ სიმძლავრეზე არ არის ლაპარაკი 90% მუშაობენ ნახევრადხიდის სქემით 110 ვოლტიანების კვების ბლოკში ტრანსფორმატორი იხვევა 77...80 ვოლტზე. 220 ვოლტის შემთხვევაში კიდე დაახლოებით 155 ვოლტზე....
ეხლა თუ ვინმე ჩახედული არ არის მაღალი სიხშირის იმპულსული კვების ბლოკებში, ასე ერთი წინადადებით ვერ ავუხსნი.
შესაბამისად მაგ დამტენში დევს იმპულსული კვების წყაროს სქემა. მე ასე მგონია თუმცა თუ არ არის იმპულსური, მაინც ტრანსფორმატორს ამჟამად არა ფერიტის არამედ რკინის გულარიანის იქნება მაგრამ გადახვევა ყველა ვარიანტში უნდა, გარდა ამისა როგორც თავში თქვა თემის ავტორმა...
.
QUOTE
არ მინდა გადამყვანების და კიდევ დამატებითი მოწყობილობების ყიდვა ზედმეტად

ამიტომ უნდა გადაკეთდეს სქემა.....

Posted by: N_e_o_N 26 Apr 2017, 09:00
დიდი მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის. როგორც ჩანს, არც ისე მარტივი ამბავი იქნება გადაკეთება და არც იაფი, მომიწევს დათმობაზე წასვლა. ვიყიდი მაშინ რამე გადამყვანს smile.gif

მირჩიეთ მაშინ, ამ მონაცემების გადამყვანი გამოდგება ? ეყოფა 200 ვატიანი ? http://www.ebay.com/itm/200-Watt-Compact-Voltage-Converter-Transformer-220v-to-110v-Step-Down-200W-/262927902809?hash=item3d37b96859:g:1CsAAOSwaB5XsiLr

Converts 220/240V AC foreign electricity to 110/120V AC 50/60HZ
Pure AC Output for use with all types of appliances rated 1-200 Watts
200 Watt 220/240V to 110/120V AC - Step Down Travel Converter

Posted by: procesora 26 Apr 2017, 10:00
N_e_o_N
QUOTE
მირჩიეთ მაშინ, ამ მონაცემების გადამყვანი გამოდგება ? ეყოფა 200 ვატიანი ? http://www.ebay.com/itm/200-Watt-Compact-V...CsAAOSwaB5XsiLr

ყოფნით კი ეყოფა მაგრამ ... შიპინგსაც თუ იხდი თავის შიპინგიან წონიანად 40 ლარი მაინც მოუწევს..... მაგ ფასში დაჟე უფრო იაფადაც აქ დაითრევ... smile.gif



სამას ვატიანი გადამყვანები მქონდა 220-110-ზე რამდენიმე ცალი. ერთი ცალი ერთი კვირის უკან გავყიდე. ავტოტრანსფორმატორზეა, წონაც აქვს 1 კილო მაინც იქნება, თუ გაწყობს მოგცემ 30 ლარში.... საღამოს ვნახავ თუ დამრჩა კიდე გეტყვი პასუხს.... არ ვიცი არის თუ არა კიდე.
გადაკეთებაც შემიძლია მაგ დამტენის, 20-30 ლარად არ მიღირს ჩალიჩი გარდა ამისა უბრალოდ დროც არ მაქვს მაგას ჩავუჯდე და ვეჩალიჩო, ისედაც იშვიათად ვარ სახლში და როცა მივდივარ მძინავს ისე გადაღლილი ვარ. smile.gif
ამიტომ დაიწერა ზევით რომ გადამყვანი უფრო იაფი ჯდება ვიდრე მაგის გადაკეთება.

Posted by: N_e_o_N 26 Apr 2017, 12:27
procesora
რავიცი, ნახე აბა და მოდელი მომწერე რა მოდელია

ეს ლინკი რაც დავდე არც ისე დიდია, 800 გრამი არის და 12x8 სმ-ზე და მსგავსი კომპაქტური მინდა რამე

Posted by: epita 15 Apr 2020, 21:50
არავინ ვიცით ვინ აკეთებს 110 ვოლტიდან რომ იმუშაოს მოწყობილობამ 220 ვოლტზე?

Posted by: mexro 16 Apr 2020, 15:14
epita
რა მოწყობილობაა რა სიმძლავრის, ან წარწერების სურათი.

Posted by: procesora 18 Apr 2020, 22:51
epita
QUOTE
არავინ ვიცით ვინ აკეთებს 110 ვოლტიდან რომ იმუშაოს მოწყობილობამ 220 ვოლტზე?

თუ პირიქით 220 ვოლტზე იმუშაოს 110 ვოლტიანმა მოწყობილობამ?... smile.gif


რა მოწყობილობაა, რა სიმძლავრის....

Posted by: rniko 2 May 2020, 20:16
გამარჯობა, ვიყიდე Ryobis ფირმის ბატარეები თავის დამტენით, დაუდევრობით და არცოდნით შევაერთე პირდაპირ 220 ვოლტში და გაუშვა ბოლი, გამოვაერთე მაშინვე, ვიყიდე გადამყვანი 220-110ზე მაგრამ რომ ვაერთებ ხან ტენის ხან არა მოკლედ არ მუშაობს, ხომ არ იცით ვინმემ ეშველება რამე თუ არა ? და ვის მივმართო ?

Posted by: viqtorich 2 May 2020, 21:23
QUOTE (rniko @ 2 May 2020, 20:16 )
გამარჯობა, ვიყიდე Ryobis ფირმის ბატარეები თავის დამტენით, დაუდევრობით და არცოდნით შევაერთე პირდაპირ 220 ვოლტში და გაუშვა ბოლი, გამოვაერთე მაშინვე, ვიყიდე გადამყვანი 220-110ზე მაგრამ რომ ვაერთებ ხან ტენის ხან არა მოკლედ არ მუშაობს, ხომ არ იცით ვინმემ ეშველება რამე თუ არა ? და ვის მივმართო ?

სურათი დადე. დამტენი ცალკე აქვს?

Posted by: rniko 2 May 2020, 21:33
QUOTE (viqtorich @ 2 May 2020, 21:23 )
QUOTE (rniko @ 2 May 2020, 20:16 )
გამარჯობა, ვიყიდე Ryobis ფირმის ბატარეები თავის დამტენით, დაუდევრობით და არცოდნით შევაერთე პირდაპირ 220 ვოლტში და გაუშვა ბოლი, გამოვაერთე მაშინვე, ვიყიდე გადამყვანი 220-110ზე მაგრამ რომ ვაერთებ ხან ტენის ხან არა მოკლედ არ მუშაობს, ხომ არ იცით ვინმემ ეშველება რამე თუ არა ? და ვის მივმართო ?

სურათი დადე. დამტენი ცალკე აქვს?

კი დამტენი ცალკე აქვს

user posted image
user posted image

Posted by: mexro 2 May 2020, 22:04
გადამყვანის სურათიც დადეთ ვნახოთ სრული სურათისთვის რატო არ მუშაობს, და თუ ცხელდება გადამყვანში ჩართული ეგ შავი ბლოკი?

Posted by: rniko 2 May 2020, 22:17
მოკლედ თავდაპირველად როცა შევაერთე გადამყვანში და ბატარია ჩავსვი დამტენში, დაიწყო ანთება სამჯერ წითელი ნათურის შემდეგ მწვანესი, მანუალს რო ჩავხედე იმ შემთხვევაში ანთებს მაგ თანმიმდევრობით როდესაც ბატარიას აქვს პრობლემა, ჩავსვი მეორე ბატარია (რომელიც ახალი იყო და არ მქონდა 220 ში შეერთებული) მაგრამ იგივეს აკეთებდა მაგ შემთხვევაშიც, რაღაც დროის შემდეგ დაიწყო ჩვეულებრივად დატენვა და მწვანეს ციმციმი მაგრამ ისევ აურია და წითელს ანთებდა შიგადაშიგ, ეხლა როცა ვაერთებ მარტო წითელს აანთებს ერთხელ და ითიშება, აღარ ტენის საერთოდ, შავი ბლოკი არ ცხელდება.

პ.ს როცა 220 ში შევაერთე თავიდან, ბოლი გაუშვა შავმა დამტენის თავმა რომელიც ვილკაში შედის, (გახსნა ვცადე მაგრამ დალუქულია).

user posted image

Posted by: mexro 2 May 2020, 22:32
ტესტერი არ გაქვთ როგორც მივხვდი რო ძაბვა გაზომოთ. სავარაუდოდ ეგ შავი ბლოკი დაიწვა, ტერიტორიულად სად ხართ ?

Posted by: rniko 2 May 2020, 22:34
არა სამწუხაროდ არ მაქვს ტესტერი და არც ბევრი გამეგება გამოყენების, ტერიტორიულად ვაშლიჯვარში მაგრამ შემიძლია ნებისმიერ ადგილას გამოსვლა თუ ვინმე შეძლებს შეკეთებას ან შეცვლას ბლოკის

Posted by: mexro 2 May 2020, 22:45
ეს უზერი viqtorich აღარ გეხმიანება ? იქნებ ახლო ცხოვრობს. მე მერიასთან ვარ .

Posted by: rniko 2 May 2020, 22:50
mexro
არა სამწუხაროდ, თუ შენ შეძლებ, შემიძლია ხვალ გამოგიტანო დაგიტოვო, რათქმაუნდა ანაზღაურებით smile.gif

Posted by: mexro 2 May 2020, 22:51
მოვიდა , იქნებ დაგეხმაროს თუ არადა მოგვიანებით შემოვალ
* * *
როგორ არი საქმე შეთახმდით რამეზე

Posted by: rniko 3 May 2020, 00:03
ვერა სამწუხაროდ, არ მოუწერია ჯერ.

Posted by: mexro 3 May 2020, 00:06
მაშინ პირადში მომწერე ტელეფონი ხვალ 12 მერე მეცლება და დავრეკავ , სუყველაფერი წამოიღე გადამყვანიც ბატარეაც, თუ ეს დრო არ გაწყობს მითხარი , 12 ადრე მე ვერ შევძლებ, ან საღამოთი

Posted by: uta5 22 May 2020, 10:07
591 342101 გიო ვაკეთებ გადაკეთებას 110 დან 220 ზეე

* * *
591 34 21 01 გიო გადაკეთება 110 დან 220 ზე
* * *
591 34 21 01 გიო 110 დან 220 გადაკვანა


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)