Artistმართალი ხარ. ყველა კითხვაზე მე პირადად მაქვს ჩემი პასუხები. თქვენი გამოცდილების გაზიარება მინდოდა
სამართლიანი თხოვნაა და დავწერ:
-
რას ფიქრობთ, ფსიქოლოგიურად თავისუფლები ხართ? როგორ ფიქრობთ, ატარებთ რაიმე გადაულახავ ფსიქოლოგიურ სირთულეს? გაქვთ რამე ტვირთად, რაც გაწუხებთ? თუ თავისუფლები ხართ და ბედნიერები?არ ვარ, ყველაფერი ვარ თავისუფალი ადამიანის გარდა. ვერც ვხვდები ვინ ვარ. შებოჭილი ვარ და ვერ ვგრძნობ საკუთარ თავს. არ შემიძლია საკუთარი თავი აღვიქვა. ბედნიერიც არ ვარ შესაბამისად. წარმომიდგენია ჩემს ტვინსა და ორგანიზმში როგორი ქიმიური ქაოსია...
-
საერთოდ, როგორია თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. დაფიქრებულხართ ამაზე ოდესმე? გიფიქრიათ რომ უფრო კარგად შეგიძლიათ იყოთ, ვიდრე ახლა ხართ? ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არის კატასტროფული. რამდენიმე წლის წინ მქონდა ფსიქოლოგიური გაშეშების პირველი შეტევა. ვგულისხმობ იმას, რომ პირველად და ძალიან სუსტად გავაცნობიერესავით, რომ თურმე ცუდად ვარ. აქ დაიწყო ძიების, კვლევის, შეცდომების მთელი სერია.
საერთოდ სხვაგან ვიყავი ფსიქოლოგიურად, დაშორებული საკუთარ თავს, საკუთარ ემოციებს. თავიდან ვფიქრობდი, რომ სულ ბოლოს რომ ტრავმა შემემთხვა (საყვარელი ადამიანის დაკარგვა), ამის ბრალი იყო. შესაბამისად, დავიწყე ამისგან გათავისუფლების მცდელობები. წლები დასჭირდა ამას და როგორღაც გადავლახე. ჩემი ფსიქიკა იყო აბსოლუტური უღრანი, როგორც აღმოჩნდა, სადაც ხელის ცეცებით მიწევდა გზის გაკვლევა. ათასი ცრუ შესახვევი იყო, ათასი მახე...
ჰოდა ერთ დღესაც გადავლახე ეს ამბავი და ვიგრძენი შვება. მეგონა მორჩა, კარგად ვარ და ჩემი ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდა. თურმე ნუ იტყვი, გავიდა რამდენიმე დღე და ისევ შევიბოჭე, ისევ დაღვრემილობა მოვიდა, ისევ ძველი მდგომარეობა მოკლედ. მიკვირდა, ვეძებდი მიზეზს, ვფიქრობდი, მე ხომ ის ტრავმა უკვე მოვიშორეთქო. სულში ვეძებდი იმ ტრავმის ნარჩენებს და ვერ ვპოულობდი, აშკარად გასული იყო ჩემგან.
მერე მივხვდი, რომ ალბათ იმის გარდა კიდევ სხვა რამე იყო. ჰოდა ავდექი და დავიწყე იმის ძიებაც. ოღონდ ახლა უკვე ცოტა გამოცდილება მქონდა და გადავწყვიტე საკუთარ სულში ხედვის და დაკვირვების მეთოდები დამეხვეწა. ამისთვის დამჭირდა თითქმის ერთი წელი შინაგანი ინჟინერიის ანუ ფსიქიკის მოქმედების შესახებ ათასი საკითხის კვლევა, კითხვა, მოსმენა, გაანალიზება.
ამის კვალდაკვალ გავაცნობიერე, რომ ძალიან fucked-up ფსიქიკა მქონია, ყალბი და ცრუ აზრები, რწმენები და შეხედულებები. და დავიწყე ამ აზრების გასწორება. თვეები მიდიოდა ეს პროცესი, თითქმის ნახევარ წელზე მეტი.
შემდეგ ამ კვლევის პროცესში მოვიდა მედიტაციის ფენომენის აღმოჩენა. და ოდადადაა აი აქ დაიწყო რაც დაიწყო. ერთი 30 წუთიანი ჯახირი და წვალება მედიტაცია საოცარი ფსიქიკური ნაგვის ამოტივტივებას უდრიდა. ვთავისუფლდებოდი და მერე ამ თავისუფალ ადგილას სწორ აზრებს ვალაგებდი სათითაოდ, ქირურგიული სიზუსტით... ვეღარ დავუშვებდი რომ ყალბი და ცრუ აზრები ისევ შემეშვა ჩემში.
მედიტაციამ ძალიან დააჩქარა ეს პროცესი. ერთ ტრავმას მეორე მოყვა, მეორეს - მესამე და ასე უკუსვლით წავედი ქრონოლოგიურად ბავშვობისკენ, ალბათ.
და ბოლო დღეებში, განსაკუთრებით კი დღეს ისეთი ზომის ქვას დავეჯახე, რაც აქამდე არ შემხვედრია და ერთად აღებულ ყველა იმ ქვაზე დიდია, ვიდრე აქამდე შემხვდა ამ გზაზე.
ძალიან სათუთად და სუსტად, მაგრამ ვგრძნობ შემდეგს: სავარაუდოდ არასდროს, არასდროს ვყოფილვარ შინაგანად ბოლომდე თავისუფალი. სავარაუდოდ ძალიან ადრეულ, შეიძლება ცნობიერებამდელ, ასაკში დაითრგუნა ჩემში ჩემი შინაგანი მე და შინაგანი თავისუფლება, ისე, რომ ჩემი ღრმა ბავშვობის მოგონებებშიც კი ვხედავ და ვგრძნობ იმ შებოჭილობებს, რაც დღეს მაქვს. ანუ ვვარაუდობ, რომ ყველაფერი წლების წინ, დროის და ფსიქიკის სიღრმეში დაიწყო.
ეს იმხელა რამეა ჩემთვის, რომ არ ვიცი. მთელი დღეა უაზროდ დავბოდიალობ, ადგილს ვერ ვპოულობ ვერსად, აღარ ვიცოდი რა მექნა და აქ შემოვედი. დავწერ და იქნებ ცოტა მომეშვასთქო.
დავუპირისპირდები ამ ქვას და ვეტყვი ჩემს თავს, რომ სავარაუდოდ, მე არასდროს ვყოფილვარ შინაგანად თავისუფალი და ბავშვობიდან დათრგუნული და დეპრესირებული ვიყავი. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ჩემი ცხოვრება (ახლა 34ის ვარ), ყველა ჩემი არჩევანი ცხოვრებაში, ნებისმიერი ჩემი სიტყვა, ქმედება, ფიქრი, აზრი - არა ჩემი ნამდვილი თავისუფალი არჩევანი, არამედ დათრგუნულობის შედეგი იყო და რომ მე უბრალოდ არ მიცხოვრია.
ყველაზე ტრაგიკულად ამ ამბავში ის მეჩვენება, რომ არ ვიცი როგორია შინაგანი თავისუფლება და ბუნებრიობა და არ ვიცი ხვალინდელი დღე რას მოიტანს. მეშინია, ეს დათრგუნული ცხოვრება აქამდე ჩემი ცხოვრება მეგონა და ამ ცხოვრებაშიც კი მქონდა ბედნიერი მომენტები, ბედნიერი წლები (როგორც ვხვდები, ისეთი ბედნიერი არა, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო). ჰოდა ახლა როგორ უნდა ჩავატიო ჩემს თავში და როგორ უნდა გადავხარშო, რომ ყველაფერი, ყველა ჩემი ბავშვობის მოგონება, აზრი, პრეფერენცია, რა მომწონდა და რა არ მომწონდა - ნამდვილი კი არა, იკსეიპიზმით გამოწვეული ცრუ ფენომენი ყოფილა...
კარგი, ამას თავი დავანებოთ, ოდესმე ეს ხომ უნდა გავაცნობიერო და ალბათ დავიწყო თავისუფალი ცხოვრება. მერე ჩემი მშობლები? ჩემი მეგობრები? (პრინციპში არც მყავს მაგრამ ნაცნობები ხომ მყავს), ჩემი საქმიანობა? ჩემი განვლილი გზა? სანაცნობო წრე უზარმაზარი, რომელთათვისაც მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ? რა ვუყო ამათ?
როგორ გამოვუტყდე რომ თურმე მთელი ცხოვრება ყალბი ვარ? ვიტყუებოდი მთელი ცხოვრება - ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც...
მეშინია - n ხარისხში.
ერთადერთი რაც მაკავებს რომ აქვე არ დავასრულო ეს მზეობა, არის ის, რომ - გამოცდილებით ვიცი, რომ ტვინი ყველაფერს ხარშავს, ნელა, მაგრამ მაინც და ოდესმე, შეიძლება ძალიან დიდი ხნის მერე, შეიძლება ბევრი ტკივილის მერე, ჩემს ქუჩაზეც მოვიდეს გაზაფხული.
თან ამბიციური ვარ, არ მიყვარს დანებება. თან ამდენი წელია ვიბრძვი და ახლა დავნებდე? თან მაინტერესებს მერე რა იქნება. ასე დათრგუნულობის გამოცდილებით ხომ არ წავალ აქედან? არ მინდა რომ მეც გამოვცადო ნორმალურად ყოფნა?
მადლობა ყურადღებისთვის. რომც არ წაიკითხოთ ეს გრძელი ბოდიალი, ჩემთვის ალბათ გულზე მოშვების ეფექტი ექნება. და ესეც ჩემთვის დიდი შვება იქნება.
p.s. გავიდა რამდენიმე წუთი და რეველაცია მოვიდა - დავმშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება ხვალიდან. შედარებით
This post has been edited by Rcs on 8 Aug 2018, 01:26