ამაზე გამახსენდა, ჯინო ფერედაისში მაქვს ლუდში ნაბანავები
ერთი ძმაკაცი მყავს, გიჟდება ლუდზე.
და ქორწილში ვიყავით 5-6 წლის წინ და მეორე დღეს პახმელიაზე გამოსვლის დაგეგმვა დავიწყეთ
და ტიპმა სადმე ისეთ ადგილას წავიდეთ რო ლუდში ვიბანაოთო
და შენ იკისრე და პირდაპირი მნიშვნელობით გაბანავებ მეთქი
და კაიო...
მივედით მეორე დღეს ჯინოში და ე.წ. excellent ზონაში იყო ეგ ლუდის აუზი და მანდ გვინდა შესვლაო
ისედაც ძვირი ღირდა და ლუდის აუზი არ არის სავსე და სპეციალურად რო აგივსოთ, კიდე რაღაც თანხა უნდა დაამატოთო და ამან არაა პრობლემაო
გაკვირვებულები გვიყურებდნენ, უეჭველი გეი წყვილი ვეგონეთ, საკმაოდ დიდი ზონა გვქონდა ჩვენ ორს დახურული, არავინ იყო ჩვენს მეტი
საუნები, ჯაკუზები, ღვინის და ლუდის აუზები...
მოკლედ ვიწექით შემთბარი ლუდის აუზში და იქვე ლუდის ჩამოსასხმელი იყო და კათხას შეუშვერდი და ავსებდი ცივი ლუდით.
ცოტა შეთბებოდა და გადაისხამდი თავზე და ახალს ივსებდი
ნატახტარი, ზედაზენი ან ყაზბეგი იქნებოდა, კარგ ლუდს ვინ მოგცემდა მასე ულიმიტოდ, მაგრამ გაასწორა.
კაი გასახსენებელია, ღირდა
ფოტოც ვიპოვე
This post has been edited by Frankens†ein on 15 Nov 2019, 15:49
Mens sana in corpore sano...