Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > ბინების გაქირავება


Posted by: Krusty_the_Clown 24 Mar 2022, 11:16
დავდებ აქ, იქნებ ვინმეს გამოადგეს, ყველამ იცოდეთ, რისი უფლება გაქვთ როცა ბინა გაქვთ ნაქირავები
QUOTE
„იმის მიუხედავად, გაქვს ქირის ხელშეკრულება თუ არა, იმის მიუხედავად, გაუვიდა თუ არა ვადა ამ ხელშეკრულებას, იმის მიუხედავად, ზეპირად ხარ შეთანხმებული თუ წერილობით, შენ გაქვს უფლება, 3 თვე არ გახვიდე ბინიდან. გამქირავებელმა სამი თვე უნდა მოგცეს. ამას კანონი ავალდებულებს. ამის შემდეგაც შეგიძლია დარჩე ბინაში და ქირის გადახდა გააგრძელო. გამქირავებელს შეუძლია გიჩივლოს, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ვერავინ გამოგასახლებს“, - 12 მარტს ფეისბუკის საშუალებით კანონით მინიჭებული უფლებები განუმარტა მდგმურებს მოძრაობა „ხმამ“.

მოძრაობაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ განცხადების გამოქვეყნებიდან 10 დღეში კონსულტაციისთვის მათ 55-მა ადამიანმა მიმართა.

„ერთის გარდა, ყველა შემთხვევა არის ასეთი: გამქირავებლები ბინის დაცლას მისი უფრო მაღალ ფასად გაქირავების მიზნით ითხოვენ. ჩვენ არ გვქონია შემთხვევა, რომელიმე გამქირავებელს ერთ თვეზე მეტი დრო მიეცა მდგმურისთვის. ზოგიერთი ერთ ან ორ კვირას აძლევს. ხშირია საკეტის გამოცვლისა და კომუნალურების გამორთვის მუქარა. ყველა ასეთი მუქარა კანონს ეწინააღმდეგება“, - ამბობენ „ხმის“ აქტივისტები. მათივე თქმით, ყველაზე ხშირად გამქირავებლები მდგმურებს პოლიციის ძალით გამოსახლებით ემუქრებიან, რაც ასევე კანონით აკრძალულია.

გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის მოვალეობა-პასუხისმგებლობას სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს. თუმცა ქირავნობის ხელშეკრულება სავალდებულო არ არის და მისი დადება შესაძლებელია როგორც წერილობით, ასევე ზეპირად. ბინის გამქირავებლები ხშირად ზეპირად თანხმდებიან, რადგან წერილობითი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში მათ საშემოსავლო გადასახადის გადახდა უწევთ. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მდგმურს უფლება აქვს, გაფრთხილებიდან 3 თვე კიდევ იცხოვროს ნაქირავებ ბინაში, გამოსახლების დაწყებისთვის კი სასამართლო გადაწყვეტილებაა საჭირო.

Posted by: San7a* 24 Mar 2022, 12:33
Krusty_the_Clown

საიდან მოდის ეს ინფო? კანონს არ გავს.

Posted by: Krusty_the_Clown 24 Mar 2022, 13:20
San7a*
საქართველოს სამოქალაქო კოდექსიდან, პირადად მეც ნასწავლი მაქვს და ნამდვილად ეგრეა, თავადაც შეგიძლიათ მოიძიოთ. ამ ინფორმაციის წყარო კი რადიო თავისუფლებაა.

Posted by: Tiperson 24 Mar 2022, 17:06
გამქირავებელს აღარ აქვს არაფრის უფლება ?
ეს რანაირი კანონია ამ კანონით ხო თავისუფლად შეუძლია ადამიანს შეაწეროს საკუთრება სხვა ადამიანს
* * *
გაყიდვის უფლება თუ აქვს გამქირავებელს სანამ სასამართლო პროცესი მიდის ?
ან მდგმურები რო არ გამოდიოდნენ ბინიდან გამქირავებელს შეუძლია ბინის გაყიდვა ?

Posted by: ladusha2 24 Mar 2022, 17:44
Krusty_the_Clown
რას ნიშნავ ეგ კანონი რომ მე მაგალითად ჩამოვედი თბილისში გადავიხადე 1 თვის საფასური და დამატებით გავჩერდი კიდე 3 თვე უფასოდ? გამქირავებელს რისი უფლებ აქვს ეგეც დაგეწერა ბარემ.

Posted by: Krusty_the_Clown 24 Mar 2022, 22:53
Tiperson
ladusha2
QUOTE
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

QUOTE
მუხლი 558. ხელშეკრულების მოშლა ქირის გადაუხდელობის გამო

გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში.


QUOTE
მუხლი 561. ხელშეკრულების მოშლის ვადა

ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს სამ თვეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმის გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.


აქვე დავწერ, რომ ხელშეკრულება არ ნიშნავს მაინც და მაინც ქაღალდზე დწერილ დოკუმენტს, არსებობს ზეპირი ხელშეკრულებებიც.

Posted by: DORO 25 Mar 2022, 09:12
QUOTE
შენ გაქვს უფლება, 3 თვე არ გახვიდე ბინიდან.


გამქირავებელის დისკრიმინაციაა .
3 თვე ბინის უფასოდ სარგებლობის დიდი რისკი დევს ამ კანონში .

შარია .

Posted by: Krusty_the_Clown 25 Mar 2022, 10:24
DORO
რატომაა გამქირავებლის დიკრიმინაცია? ის აღარაა დისკრიმინაცია, წლებია რომ ხარ ერთ ადამიანთან, მერე ვიღაც რუსი რომ მოვა, მეპატრონეს დოლარებს შესთავაზებს და შენ კი გამოგაპანღურებს ყოველგვარი ახსნის გარეშე?

Posted by: illmatic 25 Mar 2022, 12:42
Krusty_the_Clown
QUOTE
რატომაა გამქირავებლის დიკრიმინაცია? ის აღარაა დისკრიმინაცია, წლებია რომ ხარ ერთ ადამიანთან, მერე ვიღაც რუსი რომ მოვა, მეპატრონეს დოლარებს შესთავაზებს და შენ კი გამოგაპანღურებს ყოველგვარი ახსნის გარეშე?

პრობლემა უფრო სხვაგანაა

ბინას როცა აქირავებენ, ართმევენ პირველი და ბოლო თვის ქირას.
კოტემ როცა ბინა იქირავა, ეს ბოლო თვე იყო 1 წლის შემდეგ, 1 წლიანი კონტრაქტი ჰქონდათ.

ამ 1 წლის განმავლობაში თუ არც ერთი მხარე პირობებს არ არღვევს, კონტრაქტის მოშლის საფუძველიც არ არსებობს.
1 წლის შემდეგ ხაზეიკა ვისაც უნდა, იმას შემოუშვებს, იმიტომ, რომ კოტესთან 1 წლიანი კონტრაქტი ჰქონდა და ვადაც გავიდა.

ამ შემთხვევაში ხაზეიკა მართალია (1 წლიანი შეთანხმება ჰქონდათ).
მაგრამ კოტემ რომ თავი გაიგიჟოს და 3 თვე კიდევ მინდა დარჩენაო, მაგ შემთხვევაში რა მოკლევადიანი ბერკეტი არსებობს ხაზეიკასთვის?

Posted by: DORO 25 Mar 2022, 16:42
Krusty_the_Clown
QUOTE
რატომაა გამქირავებლის დიკრიმინაცია

იმიტომ რომ ქონების დროებითი მიტაცებაა უფასოდ სარგებლობის მიზნით.
ასე ნებისმიერს შეუძლია შევიდეს , 1 თვის გადაიხადოს და შემდეგ დარჩეს კიდევ 3 თვე .
და ეს იქნება აბსოლუტურად კანონიერი საქციელი .
ხალხმა არაფერი იცის ამის შესახებ როგორც ჩანს თორემ ძალიან ბევრი ისარგებლებდა .

QUOTE
ის აღარაა დისკრიმინაცია, წლებია რომ ხარ ერთ ადამიანთან, მერე ვიღაც რუსი რომ მოვა, მეპატრონეს დოლარებს შესთავაზებს და შენ კი გამოგაპანღურებს ყოველგვარი ახსნის გარეშე?

რა პირობით იყვნენ შეთანხებული გააჩნია .
თუ გრძელვადიანი კონტრაქტია-- ამის დარღვევა ჩათლახობაა რათქმაუნდა .
უნდა მიაფარო ხელშეკრულება სახეზე და დარჩე . გდიოს მერე .

Posted by: Faulkner 25 Mar 2022, 19:50
რათ უნდა ამდენი ლაილუი. რა სასამართლო. როცა სახლში არ იქნება, იძახებ პატრულს, ანახებ საბუთებს, ხედავთ, ჩემი ბინაა. კარები ჩაკეტილია, უნდა შევანგრიო. შიგ რაც დევს, იმის აღწერას მოახდენენ, რო არ იყოს მერე, ოქროები და დოლარები მედო და მომპარა, გამოუყრი გარეთ ყველაფერს და საკეტს შეცვლი. მორჩა პესნია.

Posted by: Krusty_the_Clown 26 Mar 2022, 14:16
illmatic
QUOTE
ამ 1 წლის განმავლობაში თუ არც ერთი მხარე პირობებს არ არღვევს, კონტრაქტის მოშლის საფუძველიც არ არსებობს.
1 წლის შემდეგ ხაზეიკა ვისაც უნდა, იმას შემოუშვებს, იმიტომ, რომ კოტესთან 1 წლიანი კონტრაქტი ჰქონდა და ვადაც გავიდა.

მერე ამაზე არავინ საუბრობს, აქ საუბარია მოულოდნელ გადაწყვეტილებაზე, როცა პატიოსანი გადამხდელი რჩება გარეთ. ამას კანონი არეგულირებს, რომელიც ზემოთ დავწერე და სრულიად ვიზიარებ მე პირადად.
DORO
QUOTE
იმიტომ რომ ქონების დროებითი მიტაცებაა უფასოდ სარგებლობის მიზნით.
ასე ნებისმიერს შეუძლია შევიდეს , 1 თვის გადაიხადოს და შემდეგ დარჩეს კიდევ 3 თვე .
და ეს იქნება აბსოლუტურად კანონიერი საქციელი .
ხალხმა არაფერი იცის ამის შესახებ როგორც ჩანს თორემ ძალიან ბევრი ისარგებლებდა .

ბოლოდან დავიწყებ და ხალხმა მართლა ბევრი რამე არ იცის საკუთარი უფლებების შესახებ, ეს კი ხშირად აგდებს შეჭირვებულ ფენას ცუდ მდგომარეობაში. ახლა რაც შეეხება ქონების მიტაცებას smile.gif : ალბათ ხუმრობ, რადგან კანონში ნათლად წერია, რომ
QUOTE (Krusty_the_Clown)
მუხლი 561. ხელშეკრულების მოშლის ვადა

ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს სამ თვეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმის გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

არავითარი მიტაცება და განგსტერობა, კანონი ამ დროს არის უფრო შეჭირვებულის მხარეს და სამართLიანადაც, რომ 3 თვის განმავლობაში შეძლოს სხვა ალტერნატივის ნახვა.
Faulkner
QUOTE
რათ უნდა ამდენი ლაილუი. რა სასამართლო. როცა სახლში არ იქნება, იძახებ პატრულს, ანახებ საბუთებს, ხედავთ, ჩემი ბინაა. კარები ჩაკეტილია, უნდა შევანგრიო. შიგ რაც დევს, იმის აღწერას მოახდენენ, რო არ იყოს მერე, ოქროები და დოლარები მედო და მომპარა, გამოუყრი გარეთ ყველაფერს და საკეტს შეცვლი. მორჩა პესნია.

რაც დაწერე, ყველაფერი არის კანონს მიღმა, ასეთი მიდგომებით რომ ვცხოვრობთ, მაგიტომ ვართ წუმპეში. აი, გადახედე კიდევ ერთხელ რა წერილიც დავდე, სილამაზისთვის არ დამიდევს, უნდა წაიკითხო!
QUOTE
ჩვენ არ გვქონია შემთხვევა, რომელიმე გამქირავებელს ერთ თვეზე მეტი დრო მიეცა მდგმურისთვის. ზოგიერთი ერთ ან ორ კვირას აძლევს. ხშირია საკეტის გამოცვლისა და კომუნალურების გამორთვის მუქარა. ყველა ასეთი მუქარა კანონს ეწინააღმდეგება“, - ამბობენ „ხმის“ აქტივისტები. მათივე თქმით, ყველაზე ხშირად გამქირავებლები მდგმურებს პოლიციის ძალით გამოსახლებით ემუქრებიან, რაც ასევე კანონით აკრძალულია.

Posted by: Nrgman 26 Mar 2022, 17:02
Krusty_the_Clown
და იქნებ მე შემექმნა პრობლემა და მინდა ბინის გაყიდვა?
უნდა ვეხვეწო რო წავიდეს.
მარტო ის ხო არ არის უკეთესი კლიენტის შეშვება?


Posted by: Krusty_the_Clown 26 Mar 2022, 22:26
Nrgman
რავი, ბევრი ალტერნატივაა. თუ უცაბედათ მოხდა ისეთი რამ (ღმერთმა გაშოროს) რომ ბინის გაყიდვა დაგჭირდა, აუხსნი სიტუაციას და 100% დარწმუნებული ვარ, ყველა გავა.
QUOTE
მარტო ის ხო არ არის უკეთესი კლიენტის შეშვება?

ამ დროს სასამართლოც თქვენს გვერდით დადგება, უბრალოდ ასეთი შემთხვევები არის 100-ში ერთი, დანარჩენ დროს იჩაგრება დამქირავებელი, კაანონიც ამიტომ დაიწერა.

Posted by: DORO 27 Mar 2022, 08:42
Krusty_the_Clown
QUOTE
არავითარი მიტაცება და განგსტერობა, კანონი ამ დროს არის უფრო შეჭირვებულის მხარეს და სამართLიანადაც, რომ 3 თვის განმავლობაში შეძლოს სხვა ალტერნატივის ნახვა


და ის 3 თვიანი ძებნის/მონახვის პერიოდი უფასო ბინაში უნდა გაატაროს ეი ..

Posted by: Faulkner 27 Mar 2022, 18:21
Krusty_the_Clown
QUOTE
რაც დაწერე, ყველაფერი არის კანონს მიღმა, ასეთი მიდგომებით რომ ვცხოვრობთ, მაგიტომ ვართ წუმპეში. აი, გადახედე კიდევ ერთხელ რა წერილიც დავდე, სილამაზისთვის არ დამიდევს, უნდა წაიკითხო!

რაში მაინტერესებს წერილები და დეპეშები? აქ ლაპარაკია იმაზე, როცა კაცი თვეები არ გიხდის, თორე 1-2 კვირა ყველას შეიძლება რაღაც პრობლემა შეექმნას. როცა წესიერიად აგიხსნიან, თუ მეპატრონე საქონელი არაა, გაიგებს და დააცდის, მაგრამ ნაგლად რო ცხოვრობს ვიღაც, არც ფულს გიხდის და მაგ წერილებით გელაპარაკება, ჩემ ფეხებს გამომასახლებო, ეგეთის წამალი სწორედ ისაა რაც დავწერე. 3 თვე არა, წელიწადი ვაცდი. იქნებ ჩემი ერთადერთი შემოსავალი ეგ ბინაა, სამი თვე რა ვჭამო, კალოშა გადამიხდის თუ ბიძო? ქირაობა გაყიდვა არაა, ერთ დღეში მოძებნი კაცი ბინას, დღეს ერთი ქირაობს და 100 აქირავებს.

Posted by: Krusty_the_Clown 28 Mar 2022, 11:49
DORO
QUOTE
და ის 3 თვიანი ძებნის/მონახვის პერიოდი უფასო ბინაში უნდა გაატაროს ეი ..

უფასოდ არ გამოდის, რადგან დავუშვათ შენი მხრიდან ვადაზე ადრე არღვევ კონტრაქტს ხომ ეგრეა? შესაბამისად მასაც უნდა მიცე დრო ბინის მოსაძებნად, ჩემი აზრით, ლოგიკურია. თან თუ სეზონია, 1 თვეში ნაღდად ვერ მონახავს სასურველ ბინას.

Posted by: giogio0707 28 Mar 2022, 14:02
კანონის მუხლი, რამაც გამოიწვია ეს აჟიოტაჟი, როგორც ვხვდები ეხება ქირავნობის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტას და არა ხელშეკრულების დამთავრების შემდეგ 3 თვით უფასოდ დარჩენას ბინაში და შემდგომ სასამართლოს გადაწყვეტილების ლოდინს
თუ ასეა, ლოგიკურია და ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ და თუ ხელშეკრულების გასვლის შემდეგ მოისურვებს ვინმე უფასოდ დარჩენას ეს პირველ რიგში კერძო საკუთრების შელახვაა. არის საშიშროება დამქირავებლებმა ზუსტად ამ კუთხით მოახდინონ კანონის ინტერპრეტაცია

Posted by: Kobalty 28 Mar 2022, 14:51
Krusty_the_Clown
QUOTE
თან თუ სეზონია, 1 თვეში ნაღდად ვერ მონახავს სასურველ ბინას.

ხუმრობ თუ ემიგრაციაში ცხოვრობ?
რად უნდა ბინის მონახვას 1 თვე, ათასობით ბინა ყრია, ყველა დიდ ქალაქში.
ალბათ 2ჯერ აჭარბებ მიწოდება - მოთხოვნას.


Posted by: Krusty_the_Clown 28 Mar 2022, 15:24
Kobalty
არა, არ არის ეს თემა სახუმარო და ცოტა დაკვირვებით თუ წაიკითხავ, შენც მიხვდები. ჩემს ირგვლივ ადამიანებს შეექმნათ პრობლემები და მედიამაც დაწერა ამის შესახებ, რომ ვადაზე ადრე ურღვევენ კონტრაქტებს დამქირავებლებს და კანონით გათვალისწინებულ სამ თვიან ვადას არ აძლევენ. მოქირავნეებმა უნდა იცოდნენ საკუთარი უფლებები, თემის არსიც ესაა.

giogio0707
QUOTE
კანონის მუხლი, რამაც გამოიწვია ეს აჟიოტაჟი, როგორც ვხვდები ეხება ქირავნობის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტას და არა ხელშეკრულების დამთავრების შემდეგ 3 თვით უფასოდ დარჩენას ბინაში და შემდგომ სასამართლოს გადაწყვეტილების ლოდინს

QUOTE
თუ ასეა, ლოგიკურია და ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ და თუ ხელშეკრულების გასვლის შემდეგ მოისურვებს ვინმე უფასოდ დარჩენას ეს პირველ რიგში კერძო საკუთრების შელახვაა.

დიახ ასეა. ცოტა რთულად ესმით ხოლმე ადამიანებს კანონები.

Posted by: giogio0707 28 Mar 2022, 19:23
Krusty_the_Clown
QUOTE
დიახ ასეა. ცოტა რთულად ესმით ხოლმე ადამიანებს კანონები.

გეთანხმებით, სამწუხაროდ მართლა ცუდად ესმით. მაგრამ მათ კარგად უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ამ კანონების შესახებ. კონკრეტულად ამ შემთხვევაში, ორგანიზაცია "ხმამ" გააჟღერა ინფორმაცია 3 თვიანი უფასოდ ყოფნის შესახებ ნაქირავებ ბინაში. და არავითარი კონკრეტიკა რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას
სწორედ ამან გამოიწვია გაუგებრობა ხალხში. ალბათ, ჯობდა ორგანიზაცია როცა ავრცელებდა ამ ინფორმაციას, მეტი კონკრეტიკა და მუხლები დაერთო სამოქალაქო კოდექსიდან

Posted by: DORO 28 Mar 2022, 20:17
Krusty_the_Clown
QUOTE
რადგან დავუშვათ შენი მხრიდან ვადაზე ადრე არღვევ კონტრაქტს ხომ ეგრეა? შესაბამისად მასაც უნდა მიცე დრო ბინის მოსაძებნად, ჩემი აზრით, ლოგიკურია. თან თუ სეზონია, 1 თვეში ნაღდად ვერ მონახავს სასურველ ბინა

3 თვე ძალიან დიდი დროა ახალი ბინის მოსაძებნად.
ეს უნდა შეიცვალოს .

Posted by: Tiperson 29 Mar 2022, 03:41
ეს კანონი არის დაკოპირებული ამერიკა კანადიდან სადაც მოსახლეობის უმრავლესობა კანონმორჩილია
და არანაირად არაა გათვალისწინებული ქართული საზოგადაოების მენტალიტეტი სადაც კანონის დარღვევა კაი კაცობაა
ელემენტალურად მაღაზიაში ნისია რო აქვთ 50 ლარი წლობით არ იხდიან და ვინმეს უფასო საცხოვრებლის პონტი ქონდეს მაგაზე იტყვის უარს ?

დავუშვათ მე ვიქირავე და არ ვიხდი ფულს საერთოდ ერთი ორი თუ ათი თვის მერე მეპატრონემ გამომიცხადა წადიო კიდევ დაემატა სამი მუქთა თვე მაინც არ გავდივარ ბინიდან წავიდა მიჩივლა და სასამართლო გრძელდება წლები
ამ შემთხვევაში საკუთრების უფლებაზე რას ამბობს კანონი ?

Posted by: Krusty_the_Clown 29 Mar 2022, 15:57
giogio0707
QUOTE
ორგანიზაცია "ხმამ" გააჟღერა ინფორმაცია 3 თვიანი უფასოდ ყოფნის შესახებ ნაქირავებ ბინაში. და არავითარი კონკრეტიკა რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას
სწორედ ამან გამოიწვია გაუგებრობა ხალხში. ალბათ, ჯობდა ორგანიზაცია როცა ავრცელებდა ამ ინფორმაციას, მეტი კონკრეტიკა და მუხლები დაერთო სამოქალაქო კოდექსიდან

პირველ გვერდზ დავდე ამონარიდი სტატიიდან, მგონი საკმაოდ კარგად აქვთ ახსნილი, გადახედეთ. რადიო თავისუფლებას ქონდა ეს სტატია, თუ უფრო დაწვრილებით დაგაინტერესებთ.
DORO
QUOTE
3 თვე ძალიან დიდი დროა ახალი ბინის მოსაძებნად.

წესით, არ არის დიდი დრო, რომ შენთვის მორგებული პირობებით მონახო ბინა. მხოლოდ თანხა ხომ არაა, უბანი, თვითონ ბინა, სამეზობლო, ბევრ რამეს ექცევა იდეაში ყურადღება, ეს აქაა რომ ყველა ფაქტორი მივიწყებულია, ოღონდ არ გათოვდეს და არ გაწვიმდეს, ვინ დაეძებს სხვა ფაქტორებს?
Tiperson
სამოქალაქო კოდექსი არის გერმანული კანონმდებლობიდან აღებული.
QUOTE
დავუშვათ მე ვიქირავე და არ ვიხდი ფულს საერთოდ ერთი ორი თუ ათი თვის მერე მეპატრონემ გამომიცხადა წადიო კიდევ დაემატა სამი მუქთა თვე მაინც არ გავდივარ ბინიდან წავიდა მიჩივლა და სასამართლო გრძელდება წლები
ამ შემთხვევაში საკუთრების უფლებაზე რას ამბობს კანონი ?

QUOTE
მუხლი 558. ხელშეკრულების მოშლა ქირის გადაუხდელობის გამო

გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში.

არადა პირველ გვერდზე დავდე ეს მუხლი... ასე რომ მხოლოდ დამქირავებლისკენ არაა კანონი smile.gif

Posted by: giogio0707 30 Mar 2022, 14:11
Krusty_the_Clown

„იმის მიუხედავად, გაქვს ქირის ხელშეკრულება თუ არა, იმის მიუხედავად, გაუვიდა თუ არა ვადა ამ ხელშეკრულებას, იმის მიუხედავად, ზეპირად ხარ შეთანხმებული თუ წერილობით, შენ გაქვს უფლება, 3 თვე არ გახვიდე ბინიდან.

აი ეს ინფორმაცია გავრცელდა და შესაბამისად იგივე დადეთ თქვენც პირველ გვერდზე. სიტყვა-სიტყვით წერია რომ არ აქვს მნიშვნელობა გაქვს თუ არა ქირის ხელშეკრულება, გაუვიდა თუ არა ვადა ხელშეკრულებას, მაინც 3 თვე გაქვს ბინაში თანხის გადაუხდელად ყოფნაო. აი ესაა საშინელება და ამას აღიქვავს ხალხი სათავისოდ. ამიტომ ვამბობ მეტი კონკრეტიკა და კონკრეტული მუხლებია საჭირო კანონმდებლობიდან
* * *
რას ქვია, ვადა გაუვიდა თუ არა ხელშეკრულებას, მაინც აქვს უპასუხისმგებლო მდგმურს ცხოვრების უფლება, რომელიც 3 თვის განმავლობაში ისედაც არ იხდიდა ბინის ფულს. ხელშეკრულება იმიტომაცაა ხელშეკრულება, რომ მასში გაწერლილია მხარეთა უფლებები და ვალდებულებები. და როცა გასდის ვადა ხელშეკრულებას, ორივე მხარე თავისუფალია ყოველგვარი ვალდებულებიდან. აქ გავრცელებული ინფორმაციით კი, თუ ვადა გაუვიდა ხელშეკრულებას, მდგმურს კიდევ აქვს უფასოდ ცხოვრების უფლება. ეს ნონსენსია და ვფიქრობ გამიზნულად ადამიანების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
ან ის, რომ თურმე საწყალი მდგმური 3 თვის განმავლობაში ვერ მონახავს ბინას. თუ უფასოდ საცხოვრებელი ეგულება, ვერ კი არა, არც შეიწუხებს თავს. და უმთავრესი, კანონმდებლობა დამყარებულია კანონებზე და არავითარ შემთხვევაში მორალზე. სასამართლო ყოველთვის მსჯელობს კანონით და არა მორალით. და ვერც ვერავითარ მორალს ვერ ვხედავ რომ თუ ვიღაც უპასუხიმგებლოდ იქცევა და არ ასრულებს თავის მოვალეობას, ამ შემთხვევაში ქირის გადახდას, მას უვადოდ და განუსაზღვრელად მივცეთ უფლება სხვის საკუთრებაში ცხოვრების. ეს არავითარ შემთხვევაში არაა მორალი. ან რა მორალურია, როცა გამქირავებელს ართმევ უფლებას თავისი საკუთრების ფლობის და განკარგვის? და ცნობისთვის, არავინ არ აქირავებს საკუთრებას კარგი ცხოვრების გამო. ამაზე გვმართებს დაფიქრება. სხვანაირად ამ ვითომ მორალმა მიგვიყვანა სრულ ქაოსამდე ყველა სფეროში. კანონი იმისთვისაა კანონი, რომ მისი ადმინისტრირება უნდა ხდებოდეს განუხრელად და არა ისე, აი ის ცოდოა, უჭირს და ქუჩაში ვერ გავაგდებთ. და ვინმემ იკითხა ვინც აქირავებს, ის იმ თანხით იქნებ უფრო მეტად გაჭირვებულებს აპურებს. და საერთოდ, კანონი უნდა იყოს კანონი, ხდებოდეს მისი ადმინისტრირება და არა მოჩვენებით დონეზე ვითომ აღსრულება. მისი ახსნა იურისტების მიერ და ვფიქრობ ამა თუ იმ ინფორმაცის გავრცელებისას უნდა ვიყოთ ფრთხილად რომ არაზუსტი ინფორმაცია არ მივაწოდოთ საზოგადოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ვინაა პასუხისმგებელი და ვინ აუნაზღაურებს მეორე მხარეს რეალურად მიყენებულ ზარალს არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების შედეგად?

Posted by: Krusty_the_Clown 30 Mar 2022, 15:43
giogio0707
QUOTE
„იმის მიუხედავად, გაქვს ქირის ხელშეკრულება თუ არა, იმის მიუხედავად, გაუვიდა თუ არა ვადა ამ ხელშეკრულებას, იმის მიუხედავად, ზეპირად ხარ შეთანხმებული თუ წერილობით, შენ გაქვს უფლება, 3 თვე არ გახვიდე ბინიდან.

QUOTE
„ერთის გარდა, ყველა შემთხვევა არის ასეთი: გამქირავებლები ბინის დაცლას მისი უფრო მაღალ ფასად გაქირავების მიზნით ითხოვენ. ჩვენ არ გვქონია შემთხვევა, რომელიმე გამქირავებელს ერთ თვეზე მეტი დრო მიეცა მდგმურისთვის. ზოგიერთი ერთ ან ორ კვირას აძლევს. ხშირია საკეტის გამოცვლისა და კომუნალურების გამორთვის მუქარა. ყველა ასეთი მუქარა კანონს ეწინააღმდეგება“, - ამბობენ „ხმის“ აქტივისტები.

მაგ წინადადების მერე ესეც წერია, ბოლომდე არ წაიკითხეთ? რაც აქ წერია ძალიან ხშირად ხდება, კანონიც შესაბამისია და ვეთანხმები.

QUOTE
და ცნობისთვის, არავინ არ აქირავებს საკუთრებას კარგი ცხოვრების გამო

დარწმუნებული ხართ ამაში? rolleyes.gif
QUOTE
კანონი იმისთვისაა კანონი, რომ მისი ადმინისტრირება უნდა ხდებოდეს განუხრელად

კი და მაგას ემსახურება ეს თემაც, მუხლებიც დავდე შესაბამისი, რომ ხშირად უკანონოდ ექცევიან დამქირავებლებს ბინის მეპატრონეები. შესაბამისად კანონი ახდენს პრევენციას ასეთი უკანონო ქმედებების.

Posted by: giogio0707 31 Mar 2022, 13:24
Krusty_the_Clown
QUOTE
„ერთის გარდა, ყველა შემთხვევა არის ასეთი: გამქირავებლები ბინის დაცლას მისი უფრო მაღალ ფასად გაქირავების მიზნით ითხოვენ. ჩვენ არ გვქონია შემთხვევა, რომელიმე გამქირავებელს ერთ თვეზე მეტი დრო მიეცა მდგმურისთვის. ზოგიერთი ერთ ან ორ კვირას აძლევს. ხშირია საკეტის გამოცვლისა და კომუნალურების გამორთვის მუქარა. ყველა ასეთი მუქარა კანონს ეწინააღმდეგება“, - ამბობენ „ხმის“ აქტივისტები.

ეს არის ლირიკა

QUOTE
„იმის მიუხედავად, გაქვს ქირის ხელშეკრულება თუ არა, იმის მიუხედავად, გაუვიდა თუ არა ვადა ამ ხელშეკრულებას, იმის მიუხედავად, ზეპირად ხარ შეთანხმებული თუ წერილობით, შენ გაქვს უფლება, 3 თვე არ გახვიდე ბინიდან.

ეს კი კანონის არასწორი ინტერპრეტაცია და გონივრული ეჭვი მაქვს რომ მიზანმიმიართული არასწორი ინტერპრეტაცია

* * *
კანონს მეც ვეთანხმები, არ ვეთანხმები მის არასწორ ინტერპრეტაციას და ისედაც დაზაფრულ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი დაძაბულობის შემოტანას. თუ ადამიანი ვერ კითხულობს კანონს, ნამდვილად არაა აუცილებელი გააკეთოს კომენტარი და გაავრჩელოს არასწორი ინტერპრეტაცია.
ვაკონკრეტებ, ვგულისხმობ კანონის იმდაგვარ ინტერპრეტაციას, თითქოს ქირავნობის ხელშეკრულების გასვლის შემდგომაც შეუძლია ბინაში ცხოვრება და მითუმეტეს თანხის გადახდის გარეშე. ასევე, უნდა ყოფილიყო დაფიქსირებული, რომ აღნიშნული ეხება მხოლოდ და მხოლოდ გამქირავებლის მხრიდან ქირავნობის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტას

Posted by: Krusty_the_Clown 31 Mar 2022, 13:38
giogio0707
QUOTE
ეს არის ლირიკა

შესაძლოა თქვენთვის ლირიკა და ბელეტრისტიკაა, მაგრამ ამ ტექსტის უკან დგანან კონკრეტული დაზარალებული ადამიანები, ვინც უბრალოდ გაყარეს გარეთ, იმიტომ, რომ სხვამ უფრო მეტი ქირის მიცემა შესთავაზა. ამაზე დავა არის სრულიად მიუღებელი, რადგან კანონი ნათლად განმარტავს, რომ
QUOTE
მუხლი 561. ხელშეკრულების მოშლის ვადა

ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს სამ თვეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმის გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

და კეთილი უნდა ინებოს გამქირავებელმაც და დამქირავებელმაც დაიცვან კანონის უზენაესობა და არ მოიქცნენ მხოლოდ პირადი გამორჩენის მიზნით.
QUOTE
„იმის მიუხედავად, გაქვს ქირის ხელშეკრულება თუ არა, იმის მიუხედავად, გაუვიდა თუ არა ვადა ამ ხელშეკრულებას, იმის მიუხედავად, ზეპირად ხარ შეთანხმებული თუ წერილობით, შენ გაქვს უფლება, 3 თვე არ გახვიდე ბინიდან.

ეს კი კანონის არასწორი ინტერპრეტაცია და გონივრული ეჭვი მაქვს რომ მიზანმიმიართული არასწორი ინტერპრეტაცია

ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადება, რასაც მთელი წერილი მოყვება, წყაროც მიგითითეთ და თუ ვინმეს აინტერესებს, სრულად უნდა გაეცნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დემაგოგიას ემსგავსება ამაზე აპელირება. თემაში მე თავად დავდე არაერთხელ გამქირავებლის მხრიდან ვალდებულებაც და დამქირავებლის მხრიდანაც. ვისაც აინტერესებს, დარწმუნებული ვარ გამოადგება.

Posted by: giogio0707 31 Mar 2022, 15:11
Krusty_the_Clown
"ამან ასე თქვა და იმას ასე" არის ლირიკა და კანონის მიზანმიმართულად დამახინჯება რბილად რომ ვთქვათ არ არის ზნეობრივი საქციელი, ეს არის უკანონო ქმედებებისკენ ბიძგება მიზანმიმართულად და შესაბამისად დასჯადი ქმედება
QUOTE
ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადება, რასაც მთელი წერილი მოყვება, წყაროც მიგითითეთ და თუ ვინმეს აინტერესებს, სრულად უნდა გაეცნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დემაგოგიას ემსგავსება ამაზე აპელირება. თემაში მე თავად დავდე არაერთხელ გამქირავებლის მხრიდან ვალდებულებაც და დამქირავებლის მხრიდანაც. ვისაც აინტერესებს, დარწმუნებული ვარ გამოადგება.

და არავითარი კონტექსტიდან ამოგლეჯილი არ არის, რაც ტექსტში იყო, მასზე გავამახვილე ყურადღება. და "მთელი წერილი" რომ მოყვება არავითარი გაბათილების მცდელობა არაა იმ "მთელ წერილში" ვითომ შემთხვევით "გაპარულ" ფრაზაში "იმის მიუხედავად, გაუვიდა თუ არა ვადა ამ ხელშეკრულებას"

QUOTE
და კეთილი უნდა ინებოს გამქირავებელმაც და დამქირავებელმაც დაიცვან კანონის უზენაესობა და არ მოიქცნენ მხოლოდ პირადი გამორჩენის მიზნით.

QUOTE
და კეთილი უნდა ინებოს გამქირავებელმაც და დამქირავებელმაც დაიცვან კანონის უზენაესობა და არ მოიქცნენ მხოლოდ პირადი გამორჩენის მიზნით.


* * *
QUOTE
და კეთილი უნდა ინებოს გამქირავებელმაც და დამქირავებელმაც დაიცვან კანონის უზენაესობა და არ მოიქცნენ მხოლოდ პირადი გამორჩენის მიზნით.

ეს უალტერნატივოა და აბსოლუტურად გეთანხმებით
ვერავითარ აზრს ვერ ვხედავ კამათის გაგრძელების. ყველამ კეთილი ვინებოთ დავიცვათ კანონის უზენაესობა და ნურავინ ნურავის ნუ მოვუწოდებთ უკანონო მოქმედებებისკენ და ნუ გამოვიყენებთ შეჭირვებული ადამიანების მდგომარეობას გარკვეული მიზნებისთვის
ესაა და ეს

Posted by: Krusty_the_Clown 31 Mar 2022, 22:52
giogio0707
QUOTE
"ამან ასე თქვა და იმას ასე" არის ლირიკა და კანონის მიზანმიმართულად დამახინჯება რბილად რომ ვთქვათ არ არის ზნეობრივი საქციელი, ეს არის უკანონო ქმედებებისკენ ბიძგება მიზანმიმართულად და შესაბამისად დასჯადი ქმედება

კიდევ გავიმეორებ, რომ კონკრეტული დაზარალებული ადამიანები დგანან ამ ყველაფრის უკან, ჩემს ირგვლივაც დაზარალდნენ ადამიანები, კეთილსინდისიერი გადამხდელები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ გამოყარეს სახლიდან, რომ სხვამ უფრო მეტი შეთავაზა. უზნეო საქციელი არის ეს, რბილად რომ ვთქვათ! კარგი, უშვებს ადამიანს, რომელიც წლებია კარგად იხდის ქირას, სამი თვეც აღარ უნდა მისცეს ახალი ბინის მოსაძებნად, რაც კანონით ეკუთვნის? აბა ეს არის ზნეობრივი საქციელი?
თემის არსიც ეგაა, რომ იჩაგრებიან დამქირავებლები და მათ უკანონოდ უშვებენ 2 კვირაშიც კი, როცა კანონით ეკუთვნით 3 თვე. ახლა გინდ მოწოდებად ჩათვალეთ კანონის განმარტება და გინდ აგიტაციად.

Posted by: giogio0707 31 Mar 2022, 23:24
Krusty_the_Clown
სხვადასვა ენაზე ვსაუბრობთ. თქვენ საუბრობთ არაკეთილსინდისიერ ადამიანებზე ვინც დახარბდა თანხებს და არსებული მდგმურები გაუშვა მეტი თანხის მიღების მიზნით. უზნეო და უღირსი საქციელია. მაგრამ ეს არ ამართლებს მათ ვინც, რბილად რომ ვთქვათ, უზუსტო განმარტებით აზიანებს კანონმორჩილ ადამიანებს, ამ შემთხვევაში გამქირავებლებს, რომლების იცავენ კანონს და დაზიანდნენ ამ ინფორმაციის გავრცელების გამო არაკეთილსინდისიერი დამქირავებლების თანხების არგადახდის გამო. იქნებ ასეთი დაზარალებული ადამიანებიც მოგეძიებინათ
ჩვენ ვსაუბრობთ კანონზე და როცა კანონზე აკეთებთ აპელირებას, ის უნდა მიაწოდოთ საზოგადოებას ისე, როგორც არის და არა საკუთარი ინტერპრეტაციით
მე ამოვწურე ამ თემაზე საუბარი. ჩემი აზრი დავაფიქსირე და აღარ ვაპირებ გაგრძელებას ამ კამათის. ჩემი რჩევა იქნებოდა შემდგომში მეტად ყურადღებით და დაკვირვებით მივუდგეთ ყველა ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც კონკრეტული ადამიანების ბედზე ახდენენ გავლენას

Posted by: Krusty_the_Clown 1 Apr 2022, 13:11
giogio0707
QUOTE
თქვენ საუბრობთ არაკეთილსინდისიერ ადამიანებზე ვინც დახარბდა თანხებს და არსებული მდგმურები გაუშვა მეტი თანხის მიღების მიზნით.

დიახ, ამ საკითხზეა ეს თემა, არაკეთილსინდისიერ ბინის გამქირავებლებზე, დამქირავებლის უფლებებზე, იხ. თემის სათაური. დაიდო ბევრჯერ კანონიც და ინტერპრეტაციაც ამავე თემაში. თუ თქვენ გაქვთ სურვილი, რომ გახსნათ ახალი თემა ბინის გამქირავებლებზე და მათ უფლებებზე, შეგიძლიათ მარტივად გააკეთოთ ეს smile.gif

Posted by: ladusha2 1 Apr 2022, 15:42
Krusty_the_Clown
დღიურად რომ გავაქირაო მაგ შემთხვევაში რახდება? ხელშეკრულებას არავინ აფორმებს დღიურ გაქირავებაზე.

Posted by: San7a* 5 May 2022, 15:04
თემის გახსნა არ მინდოდა ჯერ აქ ვიკითხავ.

არის თემა ბინების გაქირავებაზე საერთოდ რომ ერთმანეთს ვურჩიოთ ?

მე მინდა ბინის გაქირავება ოგონდ თვიურად და დიდი ხნით (დღიურად დრო არ მაქვს)

სად დავდო ან სად გავაქირაო რამე ხომ არ უნდა გავითვალისწინო...

მადლობთ

P.შ ჩემი პირველი ბინაა რომელსაც ვაქირავებ და ასე თუ ისე უცხოა ჩემთვის.

Posted by: Ambitious_Person 7 May 2022, 15:55
გამქირავებლის უფლებები შელახულია
არ ვიცი ევროპამ უკარნახა ასე თუ არა
თანხის გადაუხდელობა ავტომატურად უნდა იწვევდეს სახლიდან გასახლებას


Posted by: bachana151 5 Jun 2022, 14:04
ჩემი ბინიდან მმური რო არ გადიოდა გავუთიშე დენი, თელასმა ისევ ჩაურთო, რატო? როცა მფლობელი მე ვარ.. ეს ერთი და მეორე... მე რო გადავჭრა გარედან შემომავალი ჩემი კაბელი როცა მდგმური სახლშია და არ გადის და აცრ თანხას იქხდის, დამეკისრება თუ არა რამე კანონიერი პასუხიმსგებლობა?

Posted by: San7a* 8 Jun 2022, 23:55
სალამით,

ბინა გავაქირავე ერთი წლით თვის დასაწყისში ლიბანელ ბიჭზე , ეხლა მთხოვს რომ უფლება მივცე ახალი გასაღების სისტემა დააყენოს რომ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი თორე მოუწევს ახალი ბინის ძებნა .

რა ვქნა როგორ მოვიქცე , რა რისკებთან არის დაკავშირებული? დავაყენებუნო თუ არა ,



მადლობა დიდი.

Posted by: akkai 9 Jun 2022, 00:12
San7a*
იქნებ ვინმეს აქ ვს გასაღების კოპიო.
სახლში რო არ იყოს შევიდეს და გაქურდოს
.მე რო სახლს ვქირაობდე პირველ როგში გასაღების შევვვლას მოვითხოვდი ან ჩემი ფინანსებით შევცვლიდი.


Posted by: San7a* 9 Jun 2022, 01:11
akkai
მადლობა გამოხმაურებისთვის,

ანუ მივცე ნებართვა თავისი ხარჯებით შეცვალოს და მე არ მქონდეს გასაღები. რამდენად სახიფათოა?

აი გადაუდებელი სიტუაციების დროს რა ხდება ან ცეცხლი ან წყალი რომ მეზობელი გირეკავს და თვითონ არ არის . მაგ დროს კარები როგორ იღება?

ანუ აუცილებელი არ არის რომ ჩემი საკუთრების ერთი გასაღები მეც რომ მქონდეს? (რა თქმა უნდა არ უნდა გამოვიყენო)

Posted by: akkai 9 Jun 2022, 06:26
San7a*
დაელაპარაკე.
რატო გთხოვს გასაღების შეცვლას .
რა მიზეზი აქვს და შენც წამოუყენე შენი პირობა რომ 1 კოპიო გინდა მხოლოდ გაუთვალისწინებელი მიზეზების შემთხვევაში სახლში შესასვლელად..
მიზეზი თუ ვერ დაგისაბუთა ან კითხვის ნიშნები დაგრჩა მაშინ დავფიქრდებოდი შენს ადგილას.

თუმცა რატომღაც მგონია მიზეზად იმას გეტყვის რაც ზედა პოსტში დაგიწერე.

Posted by: San7a* 9 Jun 2022, 08:54
akkai
კი მაგას ამბობს უსაფრთხოებისთვისო, ვუთხარი ერთი გასაღებზე და არაო დაჟე ყველა გასაღებს მოგცემთქო და, არა შეცვლა მირჩევნიაო.
რაღაც კრიპტო ვალუტა მაქ საქლშიო და მაგიტოო.

მოკლედ რა გავაკეთო არ ვიცი , განა რამე პრობლემა მაქვს, უბრალოდ გასაღების საერთოდ არ ქონა ცოტა რაღაცნაირ შეგრძნრბას მიტოვებს.

თან სულ ახალი ბინაა ახალ აშენებული და თვითონაც იცის რომ ჯერ გაქირავებული არ ყოფილა.

Posted by: akkai 9 Jun 2022, 14:08
San7a*
შენი გადასაწყვეტია:
რჩევა შეგილია მოგცენ თუმცა გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე;

ისე თუ ბინა ახალია მგონია რომ გაქირავების პრობლემა არ დაგიდგება უბრალოდ შეილება ახალმაც იგივე მოგთხოვოს რაც თავის მხრივ სრულად ნორმალური მოთხოვნაა:


ანუ მე რო ბინას ვქირაობდე იგივეს მოგთხოვდი რასაც ეგ მდგმური ითხოვს :


წარმატებები <3

Posted by: San7a* 9 Jun 2022, 16:28
akkai
ოქ მადლობა,

დავთანხმდები მაშინ . ერთ წლიანი კონტრაქტია, ვნახოთ რა მოხდება. იმედია კარგად ჩაივლის.


Posted by: bachana151 13 Jun 2022, 17:33
წესით სექტემბრიდან უნდა გაძვირდეს ბინების გაქირავება, სტუდენტობა ჩამოვა და ონლაინ ლექციები აღარ იქნება, ჩემს მდგმურებს უნდა მოვუმატო საბურთალოზე 50 დოლარი

Posted by: no_one 13 Jun 2022, 21:07
Krusty_the_Clown
ამ კანონის შესაბამისად, თუ წერილობითი ხელშეკრულება არ არის გაფორმებული, მდგმურს შეუძლია თანხის გადაუხდელად იცხოვროს მანამ სანამ სასამართლო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული გამოსახლებაზე.

ასე უფრო იყინრბენ ამ კანონს.


ხო და თუ ხელშეკრულება არ არის. ეწ მდგმურები მდგმურებიც კი არ არიან - რომელი კანონი არეგულირებს სახლში ძალით შემოვარდნილი ადამიანებისგან სახლის დაცლას?

Posted by: bachana151 19 Jun 2022, 18:31
QUOTE (no_one @ 13 Jun 2022, 21:07 )
Krusty_the_Clown
ამ კანონის შესაბამისად, თუ წერილობითი ხელშეკრულება არ არის გაფორმებული, მდგმურს შეუძლია თანხის გადაუხდელად იცხოვროს მანამ სანამ სასამართლო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული გამოსახლებაზე.

ასე უფრო იყინრბენ ამ კანონს.


ხო და თუ ხელშეკრულება არ არის. ეწ მდგმურები მდგმურებიც კი არ არიან - რომელი კანონი არეგულირებს სახლში ძალით შემოვარდნილი ადამიანებისგან სახლის დაცლას?

სახლი ჩემია, გადავუჭრი დენს, გაზს და წყალს... იცხოვროს გამოქვაბუულშიი მერე, პასუხს ვერავინ მაგებინებს ჩემი სახლის დაზიანებაზე

Posted by: Faulkner 19 Jun 2022, 18:34
bachana151
QUOTE
სახლი ჩემია, გადავუჭრი დენს, გაზს და წყალს... იცხოვროს გამოქვაბუულშიი მერე, პასუხს ვერავინ მაგებინებს ჩემი სახლის დაზიანებაზე

https://forum.ge/?showtopic=35232442&view=findpost&p=59054714

Posted by: bachana151 20 Jun 2022, 18:23
QUOTE (Faulkner @ 19 Jun 2022, 18:34 )
bachana151
QUOTE
სახლი ჩემია, გადავუჭრი დენს, გაზს და წყალს... იცხოვროს გამოქვაბუულშიი მერე, პასუხს ვერავინ მაგებინებს ჩემი სახლის დაზიანებაზე

https://forum.ge/?showtopic=35232442&view=findpost&p=59054714

კარებს არ შეუმტვრევ, გარედან ჩავუჭრვრი ყველაფერს, კანონი ვერაფერს მიზამს
* * *
QUOTE (bachana151 @ 20 Jun 2022, 18:23 )
QUOTE (Faulkner @ 19 Jun 2022, 18:34 )
bachana151
QUOTE
სახლი ჩემია, გადავუჭრი დენს, გაზს და წყალს... იცხოვროს გამოქვაბუულშიი მერე, პასუხს ვერავინ მაგებინებს ჩემი სახლის დაზიანებაზე

https://forum.ge/?showtopic=35232442&view=findpost&p=59054714

კარებს არ შეუმტვრევ, გარედან ჩავუჭრვრი ყველაფერს, კანონი ვერაფერს მიზამს

ისე ჩემი სახლია, როცა მინდა მაშინ შევალ, მოვხსნი უნიტაზს, ტელევიზორს, კაბელებს დავჭრი, ამას კანონი არ მიკრძალავს მათ ნივთებს ხელს არ ვახლებ

Posted by: Faulkner 20 Jun 2022, 19:44
bachana151
QUOTE
ისე ჩემი სახლია, როცა მინდა მაშინ შევალ, მოვხსნი უნიტაზს, ტელევიზორს, კაბელებს დავჭრი

რატო? რისთვის უნდა გააფუჭო შენი ქონება? ბოლო-ბოლო კარის საკეტი შეცვალე. მე რასაც ვამბობ, არც ეგაა კანონის დარღვევა, ამტკიცონ მერე რა ნივთები ქონდათ.

Posted by: bachana151 20 Jun 2022, 21:28
QUOTE (Faulkner @ 20 Jun 2022, 19:44 )
bachana151
QUOTE
ისე ჩემი სახლია, როცა მინდა მაშინ შევალ, მოვხსნი უნიტაზს, ტელევიზორს, კაბელებს დავჭრი

რატო? რისთვის უნდა გააფუჭო შენი ქონება? ბოლო-ბოლო კარის საკეტი შეცვალე. მე რასაც ვამბობ, არც ეგაა კანონის დარღვევა, ამტკიცონ მერე რა ნივთები ქონდათ.

ადრე მქონდა შემთხვევა 4 თვე არ იხდიდნენ ქირას და არც გადიოდნენ, წითელი ჯვარი კი არ ვარ უფასოდ ვაცხოვრო ჩემ სახლში ვინმე

Posted by: User335 20 Jul 2022, 20:37
გამარჯობა ბინის გაქირევებას ვაპირებ საბურთალოზე ახალ კორპუსში და რამე რჩევებს ხომ ვერ მომცემდით რას მივაქციო ყურადღება ? სააგენტოებიდან მირჩევდით რომელიმეს ? ჩემით მინდა გავაქირავო მარა თუ ძაან გაიწელა მერე სააგენტოს მინდა მივმართო,

Posted by: KAPATEJIb 19 Feb 2024, 22:48
-------------------------------------------------------

Posted by: *Irresistible* 23 Feb 2024, 20:34
მოქირავნის გამოსახლებაზე ახალ კანონს აღარ იღებენ ქოცები წელს? დანამდვილებით ვინც იცით ინფო იმათ დაწერეთ მხოლოდ.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)