გამარჯობა,
მონელებასთან მაქვს პრობლემები და იქნებ დამაკვალიანოთ რა გავაკეთო.
ესე იგი, საჭმლის ჭამიდან დაახლოებით 1-1,5 საათში მეწყება შებერილობა, გულძმარვა, სუნთქვა მიჭირს და ასე შემდეგ.
ასეთი რამ მემართება თითქმის ყველა საჭმელზე გარდა ხილ-ბოსტნეულისა.
რისი ბრალი შეიძლება იყოს?
მე პირადად ვცადე ეუკარბონი - ვერაფერი ვერ შევატყვე, ესპუმიზამი - არაუშავს შედეგი ქონდა, მეზიმფორტე - ვერაფერი შედეგი ვერ ვნახე.
ასევე გამოვიწერე ამაზონიდან პრობიოტიკი, საკმაოდ კარგი ჩანდა, კარგი შეფასებებით და ასე შემდეგ, მაგრამ საერთოდ არანაირი შედეგი არ ქონია და ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი. 60 ლარამდე წყალში გადაყრილი გამომივიდა.
ასევე, რამდენიმე თვის წინ ვირუსი რომ მქონდა ექიმმა ანტიბიოტიკთან ერთად დამინიშნა რომელიღაც მსგავსი პრობიოტიკული საშუალება, სახელს ვერ ვიხსენებ სამწუხაროდ, და მაშინ მახსოვს კმაყოფილი ვიყავი შედეგით. ოღონდ ვერ ვიხსენებ რომელი იყო. 1 ის მახსოვს რომ 2 მლრდ ბაქტერიას შეიცავდა 1 კაფსულა.
თუ რამით დამეხმარებით დიდად მადლიერი ვიქნები