ჩემი ფბ პოსტი იდოს აქაც.
დღეს ძალიან კარგი ამბავი მოხდა.
2016 წლის გაზაფხულზე გადავწყვიტე საადვოკატო მომსახურება სრულიად უფასოდ და უანგაროდ მეწარმოებინა, რადგან ჩემი ძირითადი საქმიანობის სფერო შორსაა ჩემი პროფესიისგან, არ მინდოდა სასამართლო პრაქტიკას მოვწყვეტოდი. გავხსენი შესაბამისი თემაც ფორუმ.ჯი-ზე. გასათვალისწინებელი მხოლოდ ისაა რომ ვისაც უჭირს ძირითადად იმათ ვეხმარები. ვინც სამართალს ეძებს და არ ინტრიგნობს. სხვების უფასოდ დახმარების სურვილი არ მაქვს. დღეის ჩათვლით 30 მდე სასამართლო დავაში ჩავერთე. აქედან დასრულებული ძალიან ცოტაა. დღეს ერთი დავა დავასრულეთ, ჩემმა მარწმუნებელმა ამერიკის ვიზის მოპოვების იმედით სახლი ფიქტიურად გაუფორმა მეგობარს. რომელიც საბოლოო ჯამში მეგობარი არ გამოდგა.
სასამართლოს თან ახლდა დიდი მოლოდინები რომ სიმართლე გაიმარჯვებდა, ჩემი მარწმუნებლის შვილები, დაახლოებით ჩემი ასაკის, ძალიან დაძაბულები იყვნენ, იცოდნენ რომ სახლს კარგავდნენ არაფრის გამო, განერვიულებულები დადიოდენ პროცესებზე. მაქსიმალურად იკავებდნენ თავს კონფლიქტში არ შესულიყვნენ, ხან გამოსდიოდათ, ზოგჯერ არა. მოკლედ ფორმალური მხარე ყველაფერი ზედმიწევნით კარგად იყო დაცული, მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატი ცდილობდა მოსამართლე შეცდომაში შეეყვანა, ამტკიცებდა რომ მხარეებს შორის არსებობს სხვა სახის უთანხმოება რომელზეც სასამართლო პროცესი ვერ გაიმართებოდა, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ამ სახლზე ჩივილით შური ვიძიოთ მათზე, რეალურად კი გაღიზიანების მიზეზი სხვა არის და არა სახლი. ამაზე ძალიან ვბრაზობდი ერთ ერთ ეპიზოდში როდესაც ქალბატონი ადვოკატი კვლავ ცდილობდა სასამართლო შეცდომაში შეეყვანა და ხელშეკრულებაში ნახსენებ სახლის კომუნიკაციებს აიგივებდა სახლის კომუნალურებთან ამაზე აღვშფოთდი და სიტყვა გავაწყვეტინე. რაზედაც აგდებულად მივიღე პასუხი რო ზედმეტი იყო ეს ადვოკატის მოქარგული ენა. რაზედაც მე ვუპასუხე რომ ჩემი ენა მოქარგული არაა და თუ უნდა შემიძლია ვაჩვენო კიდეც. ამ დროს რამდენიმე წამით დრო გაჩერდა, მე ვხედავ ქალბატონ ადვოკატს მის გაოგნებულ სახეს, ამავე დროს ვგრძნობ ჩემი პასუხიდან გამომდინარე სრულ თვითკმაყოფილებას, როგორ მაწერია ეს ყველაფერი სახეზე, ვატრიალებ თავს მოსამართლისკენ და ვხედავ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ადამიანი როდესაც ლასკალაში ტარზანს დაინახავს. მოსამართლეს სახეზე ეწერა რომ ჩემზე ზუსტად ისე ფიქრობდა როგორც ტარზანზე იფიქრებდნენ ლასკალაში მაყურებლად რომ მისულიყო. ჩემი თვითკმაყოფილებით აღსავსე სახე მომენტალურად წაიშალა. ჩემი ეს წამიერი სისულელე შემდეგ ბევრჯერ გავაანალიზე და მივხდი რომ პროფესიონალობამდე ბევრი გზა მაქვს გასავლელელი და ეს ერთ ერთი მწარე მაგალითი იყო. მოსამართლე საბედნიეროდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, თუმცა ისეთ შოკში იყო არ გამიკვირდება რომ საერთოდ დავიწყებოდა სხვა სანქცია. პროცესი გაგრძელდა... დაიკითხა მოწმეები, გამოკვლეულ იქნა ყველა მტკიცებულება და დარბაზში იქმნებოდა ისეთი გარემო რომ ჩვენ უნდა გაგვემარჯვა. რამდენჯერმე გარეშე პირებიც დაგვესწრენ, ყველა ფიქრობდა რომ უნდა მოგვეგო. რეალურად კი ვიდექით სალსა კლდესთან, იქეთ მხარეს დადებული ხელშეკრულება, საჯარო რეესტრის ამონაწერი და ავოკატი რომელიც ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით "ქვას ხეთქავს". აქეთ ჩვენ, ჩვენი მოწმეები და შიშველი სიმართლე. როდესაც ყველა ეტაპი გავიარეთ მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოსატანი სხდომა რამდენიმე კვირით გადადო. ჩემი მხარე დიდი იმედევით იყო, მე დროდადრო ვცდილობდი რომ შემეპარებინა, რაოდენ ძნელია დადებულ ხელშეკრულებასთან და საჯარო რეესტრის ამონაწერთან ჭიდილი. არ მინდოდა ძალიან დიდი იმედები ჩასახოდათ, ისევ და ისევ კონფლიქტის გაღვივრბა რომ არ გამოეწვია იმედგაცრუებას.
პროცესი ჩაინიშნა დღეს დილით 10 საათზე. არ წავედი, გადაწყვეტილების გამოცხადებისას სახეზე რომ არ "დამწეროდა" "ხომ გაფრთხილებდით".
მოკლედ გამოიტანა მოსამართლემ გადაწყვეტილება, მირეკავს ჩემი მარწმინებელი და უკვე ვფიქრობ ვილაპარაკო აპელაციაზე და იმ 1 მოწმეზე რომელიც 1 ინსტანციაში ვერ მივიყვანეთ და აპელაციაში იქნებ მაინც მიგვეყვანა.
-ალё
-ლაშ, ავთო ვარ (მოხევის ინტონაციით)
-გისმენ ავთო
-მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა სარჩელი.
აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ მე მეორე ადვოკატად ჩავერთე საქმეში და ამ საქმის წარმატების დიდი წილი სხვა ადვოკატს ეკუთვნის, თუმცა მე ჩემი მცირედი წილიც ძალიან მაბედნიერებს.
იმდენად კარგი შეგრძნება მაქვს დილიდან რომ მიუხედავად იმისა რომ ბევრი საქმე მაქვს, სხვაზე ვერაფერზე მეფიქრება.
აქვე ფორუმის თემის ბმულიც, თუ იცოდეთ რომ ვინმეს დახმარება სჭირდება და საშუალება არ აქვს შეგიძლიათ გადააკითხოთ.
უფასო საადვოკატო მომსახურება.