მოკლედ მე და ჩემი მეგობრები გაგვაჩერა პატრულმა გუშინ, მანქანა ქონდა ნათხოვარი მეგობარს და თან არც მართვის მოწმობა ჰქონია არც პირადობა. პატრულმა დაიწყო გატრაკება იმაზე რო ახალი რეგულაციით თურმე სავალდებულოა ყველამ ატაროს მართვის მოწმობა, მერე მე შევეკამათე რო ტყუილია და ეგ მხოლოდ ძველ მართვის მოწმობებზეა ასე. დღეს მაგ მუხლსაც გადავხედე და აი რა წერია:
მუხლი 119. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა
1. სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს მართვის მოწმობა (გარდა საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ 2006 წლის 31 მარტის შემდეგ გაცემული მართვის მოწმობისა),
სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები (გარდა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობისა, როცა სატრანსპორტო საშუალება მძღოლის საკუთრებაა),
ან სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.პირველ მოთხოვნას ვაკმაყოფილებდით, 2015 ში აქვს აღებული მართვის მოწმობა
მანქანის დოკუმენტები არც მოუთხოვია და არც უხსენებია საერთოდ, რომც მოეთხოვა მანქანაში იქნებოდა მოვძებნიდით, ანუ აქაც მართლები ვართ
აი ამ მესამემ დამაეჭვა, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა რაღაა?
This post has been edited by Xashursky on 10 Oct 2018, 13:20