----------------------------------------------------
ეს არის დაუსრულებელი სატესტო აპლიკაცია, რომელიც გამოიყენება ტესტირებისთვის, არ მუშაობს ბევრი ფუნქცია და ტაგები.
გადმოწერეთ აპლიკაცია თუ გსურთ მიიღოთ ტესტირებაში მონაწილეობა, ხოლო თუ სრულფასოვანი აპლიკაციის დაყენება გსურთ, დაელოდეთ ოფიციალურ დასრულებულ ვერსიას!
ამჟამად მხოლოდ Android აპლიკაციის ტესტირებაა შესაძლებელი, iOS ვერსია დაემატება მოგვიანებით.
----------------------------------------------------აპლიკაციის დასაყენებლად Play Store-ის საძებნ ფორმაში ჩაწერთ "Forum.ge" ან პირდაპირ გახსნით ინსტალაციის გვერდს ამ ლინკზე დაჭერით
https://play.google.com/store/apps/details?id=com.forumgeთუ ზემოთ მოცემული მეთოდით ვერ მოიძებნა აპლიკაცია, მიყევით ქვემოთ მოცემულ ტესტირებაში ჩართვის ინსტრუქციას.
ტესტირებაში ჩართვის ინსტრუქცია:შედიხართ ამ ლინკზე
https://play.google.com/apps/testing/com.forumge ;
თუ უკვე არ ხართ შესული გუგლის ექაუნთით, გაიარეთ ავტორიზაცია
ექაუნთით რომელიც მიბმულია თქვენს ანდროიდ მოწყობილობაზე;
დაეთანხმებით ტესტირებაში მონაწილეობის მიღებას;
დაელოდებით 10-15 წუთი;
Play Store-ის საძებნ ფორმაში ჩაწერთ "Forum.ge" ან პირდაპირ გახსნით ინსტალაციის გვერდს ამ ლინკზე დაჭერით
https://play.google.com/store/apps/details?id=com.forumgeამჟამად აქტიური ფუნქციების და ტაგების ჩამონათვალი:პირველი გვერდი განყოფილებების ჩამონათვალით;
თემების ჩამონათვალი განყოფილებებში;
პოსტების წაკითხვა უმეტესობა პოპულარული ტაგების მხარდაჭერით;
YouTube ვიდეობის აპლიკაციაშივე გახსნა მთელ ეკრანზე;
YouTube ვიდეობის დაპატარავება და ვიდეოს ყურების/მოსმენის პარალელურად თემაში ნავიგაცია;
ფორუმის ყველა სმაილი სრულყოფილად მუშაობს;
[img] ტაგი მუშაობს გამართულად
ახალი მეთოდით ატვირთულ ფოტოებზე და ანიმაციებზე;
[img] ტაგი ასევე მუშაობს ძველი მეთოდით ატვირთულ ფოტოებზე, მაგრამ ყველა სურათი მოთავსებულია ერთი ზომის ჩარჩოში რაც იწვევს ფოტოს ნაწილის ჩამოჭრას (crop);
ყველა ტექსტზე სტილის მისანიჭებელი ტაგები ([ B][ I][ U][ SIZE][ COLOR]) მუშაობს გამართულად ფონტის ტაგის გარდა;
[quote] ტაგი დამატებულია და მუშაობს გამართულად;
[spoiler] ტაგი დამატებულია, მაგრამ სპოილერი დაკეტილი არ არის, ყოველთვის ღიაა;
ლინკები ანუ [url] მუშაობს გამართულად, ასევე თუ ლინკი გადადის ფორუმზე არსებულ სხვა თემაზე, ეს ლინკი იხსნება აპლიკაციაშივე;
მნიშვნელოვანი ფუნქციების და ტაგების ჩამონათვალი რაც არ მუშაობს, მაგრამ დაემატება უახლოეს მომავალში:ავტორიზაცია დროებით გამორთულია და აპლიკაცია დროებით მუშაობს მხოლოდ "წაკითხვის" რეჟიმში;
ყველა ავტორიზირებული იუზერის პრივილეგია შესაბამისად არ მუშაობს ზედა პუნქტიდან გამომდინარე (დაპოსტვა, თემის გახსნა, პმ და ა.შ.);
არ მუშაობს YouTube-ს გარდა სხვა ვიდეო და აუდიო ტაგები;
[spoiler] ტაგი არ არის დასრულებული და დასამატებელია დახურვა/გახსნის ფუნქცია;
არ შეგიძლიათ ნახოთ გამოკითხვის კითხვები და პასუხები (გამოკითხვაში არსებული პოსტების წაკითხვა თავისუფლად შეგიძლიათ);
არ მუშაობს პირველ გვერდზე ფავორიტებში დამატების ფუნქცია;
* ზემოთ მოცემული აქტიური/არააქტიური ფუნქციების ჩამონათვალი სრულყოფილი არ არის.** ფავორიტების ფუნქციის მსგავსად, ბევრი ფუნქცია იქნება დამატებული ექსკლუზიურად მხოლოდ აპლიკაციისთვის, საბოლოო მიზანია რომ ფორუმის მოძველებულ ძრავს ქონდეს თანამედროვე, სრულფასოვანი და მოსახერხებელი ალტერნატივა მობილური მოწყობილობებისთვის.ტესტირების და შეცდომის დარეპორტების პირობები:გთხოვთ
სრულად დაწეროთ თქვენი ტელეფონის ბრენდი და მოდელი (მაგალთად არ დაწეროთ "ს6" თუ გულისხმობთ "Samsung Galaxy S6"-ს);
დაწერეთ თქვენი ანდროიდის სრული ვერსია (მაგალითად არ დაწეროთ 4 ან 6, დაწერეთ სრული ვერსია 4.4.4 ან 6.0.1);
აღწერეთ პრობლემა რაც შეიძლება მოკლედ მაგრამ გასაგებად;
თუ შესაძლებელია დაურთეთ სქრინშოტი;
თვალყური ადევნეთ ამ თემას და ჩაურთეთ ავტომატური განახლება ამ აპლიკაციას ახალი ვერსიების დროულად მისაღებად;
შეცდომების გარდა, თუ გსურთ რჩევების და რეკომენდაციების დაწერა, გთხოვთ ორიენტაცია გააკეთოთ ისეთ ფუნქციონალობაზე რაც გამოყენებადი იქნება ყველა იუზერის მიერ და არა პერსონალურად თქვენზე მორგებული.
ნუ მოითხოვთ ისეთი ფუნქციების დამატებას რაც ისედაც მნიშვნელოვანია და ჩვენც ვიცით რომ უნდა დავამატოთ
ავტორიზაცია, გამოხმაურება, პმ და ასე შემდეგ.