Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქართული მუსიკა > ჯგუფი "სტუმარი"


Posted by: zgarbi 13 Oct 2009, 11:12
ჯგუფი "სტუმარი" ჩამოყალიბდა 2002 წელს.
ჯგუფის წევრები არიან:
ნინო ჯანჯღავა – ხმა, ფლეიტა, კლავიშები.
მარინა ჯანჯღავა – ვიოლინო, ხმა.
დავით ხოსიტაშვილი – გიტარა, ფანდური.
ნოდარ მანჩხაშვილი – დასარტყამი ინსტრუმენტები.
თამარ მირიანაშვილი – კონტრაბასი, ბასი.
მუსიკის მოსმენა შეგიძლიათ საიტზე:
http://www.myspace.com/stumari
http://www.last.fm/music/Stumari



ჯგუფს ჩაწერილი აქვს ალბომი ბეწვის ხიდი (2004 წ.)
მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში და ა.შ.

user posted image

Posted by: დათიკო 29 Nov 2009, 17:45
ახალი ალბომი

დაახლოებით 5 წელი გავიდა მას შემდეგ რაც "სტუმარმა" თავისი სადებიუტო ალბომი "ბეწვის ხიდი" ჩაწერა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ანსამბლის ცხოვრებაში. გადიოდა დრო და რეპერტუარს ნელ–ნელა ემატებოდა ახალი სიმღერები. თუმცა, ერთ ალბომად გაერთიანება ვერ ხერხდებოდა. და აი, როგორც იქნა, გამოვიდა ახალი ალბომი სახელწოდებით "დილა".
უპირველეს ყოვლისა ერთი–ორ სიტყვას დავწერ თავად ალბომის სახელწოდების შესახებ: ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენი მეგობარი აჩიკო (აქა ცნობილი როგორც ღრმადპატივცემული არჩიბალდ ხუტუნიუჩი) დაგვიკავშირდა და გვთხოვა თავისი პატარა ფილმისთვის მუსიკა დაგვეწერა. ჩვენ ყოველთვის გვიხარია მეგობრებთან ერთად მუშაობა. შესაბამისად, ძალიან გაგვახარა ამ შემოთავაზებამ და საქმესაც შევუდექით. დაიწერა მუსიკა, რომელიც სიუჟეტურად დილის ქუთაისს უნდა მორგებოდა. ასე დაერქვა ამ ნაწარმოებს "დილა", რომელიც იმდენად მოგვეწონა, რომ მთლიანად ალბომსაც "დილა" ეწოდა. რა თქმა უნდა, არა მარტო ეს მელოდია, არამედ თითქმის ყველა სიმღერა დილის სიმშვიდით, სისუფთავითა და ახალი დღის დაწყების სიხალისითაა აღსავსე.
მაშინ როდესაც ეს სიმღერები იწერებოდა ჯერ არ იყო "სტუმრის" რიგებში პერკუსიონისტი ნოდარ მანჩხაშვილი და კონტრაბსისტი თამრიკო მირიანაშვილი. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა მესამე ალბომზე ნოდართან და თამრიკოსთან ერთად და ის გაცილებით უფრო მალე ჩაიწერება, ვიდრე "დილა".
დარწმუნებული ვართ, მრავალი თქვენგანისთვის ბევრი სიმღერა ნაცნობი იქნება, რადგან მათი ნაწილი ატვირთულია ჩვენს myspace – ზე, თუმცა, ვფიქრობ ზოგი მათგანი არ უნდა გქონდეთ მოსმენილი.
ალბომი ეძღვნება დავით ხიდაშელისა და ნინო ბექიშვილის ულამაზეს ოჯახს, რომლებიც ჩვენი ანსამბლის დიდი მეგობრები და გულშემატკივრები არიან.
ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მოგეწონებათ ჩვენი ახალი ალბომი, რომლის პრეზენტაციასაც ძალიან მალე მოვაწყობთ.
თუ როდის და სად მოეწყობა პრეზსენტაცია, ეს ჯერ ჩვენც არ გადაგვიწყვეტია და აუცილებლად შეგატყობინებთ დამატებით.

კეთილი სურვილებით – "სტუმარი"

პ.ს. სიახლეები "სტუმრის" შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქაც და http://www.facebook.com/group.php?v=wall&ref=ts&gid=215200240280 ზეც

Posted by: დათიკო 1 Dec 2009, 12:11
გთავაზობთ ინტერვიუს ანსამბლის გიტარისტთან - ანუ ჩემთან biggrin.gif
რომელიც ჩაიწერა რადიო პალიტრაში 28 ნოემბერს.
http://allshares.ge/download.php?id=0EFEA45F26

Posted by: დათიკო 2 Dec 2009, 14:55
დღეს 2 დეკემბერს 4 საათიან მოამბეში იქნება სიუჟეტი "სტუმარის" შესახებ.

Posted by: მირიან 2 Dec 2009, 15:36
ჩემს და სამარცხვინოდ აქამდე არ მქონდა მოსმენილი user.gif
აი იმენნა საღოლ, მაგრად მომეწონა! up.gif

Posted by: დათიკო 2 Dec 2009, 15:55
მირიან
QUOTE
აი იმენნა საღოლ, მაგრად მომეწონა!

ძალიან მიხარია რომ მოგწონს, მირიან. შენი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის smile.gif

Posted by: zgarbi 4 Dec 2009, 12:29

მოამბე
2 დეკემბერი

Posted by: nixona 4 Dec 2009, 21:59
დათიკო
საღოლ ძმოო მაგარ მუსიკას აკეთებთ მაგრად ვისიამოვნე up.gif up.gif up.gif

Posted by: დათიკო 4 Dec 2009, 22:58
nixona
QUOTE
საღოლ ძმოო მაგარ მუსიკას აკეთებთ მაგრად ვისიამოვნე

დიდი მადლობა!
იანვარსში ძველით ახალ წელს კონცერტი გვექნება და გეპატიჟები.
სად და როდის იქნება მაგას დავაზუსტებთ მალე და ძალიან გამიხარდება თუ ესტუმრები "სტუმარს" smile.gif

Posted by: apachi 5 Dec 2009, 00:07
QUOTE (დათიკო @ 29 Nov 2009, 17:45 )
ახალი ალბომი

დაახლოებით 5 წელი გავიდა მას შემდეგ რაც "სტუმარმა" თავისი სადებიუტო ალბომი "ბეწვის ხიდი" ჩაწერა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ანსამბლის ცხოვრებაში. გადიოდა დრო და რეპერტუარს ნელ–ნელა ემატებოდა ახალი სიმღერები. თუმცა, ერთ ალბომად გაერთიანება ვერ ხერხდებოდა. და აი, როგორც იქნა, გამოვიდა ახალი ალბომი სახელწოდებით "დილა".
უპირველეს ყოვლისა ერთი–ორ სიტყვას დავწერ თავად ალბომის სახელწოდების შესახებ: ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენი მეგობარი აჩიკო (აქა ცნობილი როგორც ღრმადპატივცემული არჩიბალდ ხუტუნიუჩი) დაგვიკავშირდა და გვთხოვა თავისი პატარა ფილმისთვის მუსიკა დაგვეწერა. ჩვენ ყოველთვის გვიხარია მეგობრებთან ერთად მუშაობა. შესაბამისად, ძალიან გაგვახარა ამ შემოთავაზებამ და საქმესაც შევუდექით. დაიწერა მუსიკა, რომელიც სიუჟეტურად დილის ქუთაისს უნდა მორგებოდა. ასე დაერქვა ამ ნაწარმოებს "დილა", რომელიც იმდენად მოგვეწონა, რომ მთლიანად ალბომსაც "დილა" ეწოდა. რა თქმა უნდა, არა მარტო ეს მელოდია, არამედ თითქმის ყველა სიმღერა დილის სიმშვიდით, სისუფთავითა და ახალი დღის დაწყების სიხალისითაა აღსავსე.
მაშინ როდესაც ეს სიმღერები იწერებოდა ჯერ არ იყო "სტუმრის" რიგებში პერკუსიონისტი ნოდარ მანჩხაშვილი და კონტრაბსისტი თამრიკო მირიანაშვილი. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა მესამე ალბომზე ნოდართან და თამრიკოსთან ერთად და ის გაცილებით უფრო მალე ჩაიწერება, ვიდრე "დილა".
დარწმუნებული ვართ, მრავალი თქვენგანისთვის ბევრი სიმღერა ნაცნობი იქნება, რადგან მათი ნაწილი ატვირთულია ჩვენს myspace – ზე, თუმცა, ვფიქრობ ზოგი მათგანი არ უნდა გქონდეთ მოსმენილი.
ალბომი ეძღვნება დავით ხიდაშელისა და ნინო ბექიშვილის ულამაზეს ოჯახს, რომლებიც ჩვენი ანსამბლის დიდი მეგობრები და გულშემატკივრები არიან.
ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მოგეწონებათ ჩვენი ახალი ალბომი, რომლის პრეზენტაციასაც ძალიან მალე მოვაწყობთ.
თუ როდის და სად მოეწყობა პრეზსენტაცია, ეს ჯერ ჩვენც არ გადაგვიწყვეტია და აუცილებლად შეგატყობინებთ დამატებით.

კეთილი სურვილებით – "სტუმარი"

პ.ს. სიახლეები "სტუმრის" შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქაც და http://www.facebook.com/group.php?v=wall&ref=ts&gid=215200240280 ზეც

აუ როგორ ვერ გავაკეთე ის პროექტი არადა მაინც გავაკეთებ უბრალოდ რაღაჩა მშია და მუხტი მინდა რო გავაკეთო... მაინც გავაკეთებ დაათ აი ამ დილაზე კლიპად გამოდგე ბა მერე ის რასაც გავაკეთებ....
ყოველშემთხვევაში ჩემი სურვილი ეგაა
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
გენაცვალეთ თქვენ და თქვენს ოჯახს მაგრა მიყვარხართ 2kiss.gif

Posted by: დათიკო 5 Dec 2009, 00:11
apachi
შენ გენაცვალე, შენა! 2kiss.gif
გუშინ ზემო იმერეთში ვიყავი და შენ გამახსენდი, როცა კაცხის სვეტზე და მის თავზე მდგარ ეკლესიაზე მიყვებოდნენ smile.gif
შენი ფოტო გამახსენდა smile.gif
არასოდეს არ არის გვიან იმ მუსიკის გამოყენება.
მაგაზე შენ გაქვს ექსკლუზივი და არავის არ მივცემ არასოდეს smile.gif
თუ გინდა სხვა მუსიკას დავწერ, შენ ოღონდ რამე თქვი bis.gif smile.gif

Posted by: the_lizard_king 5 Dec 2009, 00:11
დათიკო
up.gif

Posted by: apachi 5 Dec 2009, 00:17
QUOTE (დათიკო @ 5 Dec 2009, 00:11 )
apachi
შენ გენაცვალე, შენა! 2kiss.gif
გუშინ ზემო იმერეთში ვიყავი და შენ გამახსენდი, როცა კაცხის სვეტზე და მის თავზე მდგარ ეკლესიაზე მიყვებოდნენ smile.gif
შენი ფოტო გამახსენდა smile.gif
არასოდეს არ არის გვიან იმ მუსიკის გამოყენება.
მაგაზე შენ გაქვს ექსკლუზივი და არავის არ მივცემ არასოდეს smile.gif
თუ გინდა სხვა მუსიკას დავწერ, შენ ოღონდ რამე თქვი bis.gif smile.gif

გენაცვალეთ თქვენ რაა...

მაგარი მომწონს ხოლმე თქვენი ეგ მუსიკა როცა მიგრუზული ვარ მაგარი მამშვიდებს 2kiss.gif თან სულ მეხატება ის კადრები რაც მინდა რო გავაკეთო

Posted by: me_var_marita 5 Dec 2009, 00:17
დათიკო
ძალიან მინდა დავესწრო კონცერტს და გისურვებთ წარმატებას, მუზებს და ხალხის სიყუუარულებს yes.gif

Posted by: დათიკო 5 Dec 2009, 00:22
me_var_marita
QUOTE
ძალიან მინდა დავესწრო კონცერტს და გისურვებთ წარმატებას, მუზებს და ხალხის სიყუუარულებს

დიდი მადლობა smile.gif
იანვარში ძველით ახალ წელს იქნება კონცერტი და არ გამოგაპარებთ smile.gif

Posted by: zgarbi 5 Dec 2009, 10:02
apachi
QUOTE
მაგარი მომწონს ხოლმე თქვენი ეგ მუსიკა როცა მიგრუზული ვარ მაგარი მამშვიდებს 2kiss.gif თან სულ მეხატება ის კადრები რაც მინდა რო გავაკეთო

შენ გააკეთე , ჩვენ შენს გვერდით ვართ!!!

Posted by: ნინა 5 Dec 2009, 12:22
QUOTE
შენ გააკეთე , ჩვენ შენს გვერდით ვართ!!!

და ქუთაისში დავუკრათ smile.gif

Posted by: apachi 5 Dec 2009, 15:01
ნინა
zgarbi
სიკეთე თქვენ!...

Posted by: Jayson 5 Dec 2009, 15:17
დათიკო

დამაინტერესა ;;)
ალბომს არ ატვირთავთ?

Posted by: დათიკო 5 Dec 2009, 21:46
Jayson
QUOTE
დამაინტერესა ;;) ალბომს არ ატვირთავთ?

ჩვენი კომპოზიციების მოსმენა შესაძლებელია http://www.myspace.com/stumari smile.gif

Posted by: nika12 5 Dec 2009, 22:01
დათიკო
ძაან ლამაზი მუსიკაა ძალიან მაგარია საღოლ ძმაო მართლა წარმატებები up.gif up.gif up.gif
ძველით ახალ წელს კიდე თუ თბილისში ვიქენი უეჭველი მოვალ თქვენს კონცერტზე ინფორმაცია არ გამოგვაპარო ოღონდ

Posted by: დათიკო 5 Dec 2009, 22:26
nika12
QUOTE
ძაან ლამაზი მუსიკაა ძალიან მაგარია საღოლ ძმაო მართლა წარმატებები

დიდი მადლობა smile.gif
QUOTE
ძველით ახალ წელს კიდე თუ თბილისში ვიქენი უეჭველი მოვალ თქვენს კონცერტზე ინფორმაცია არ გამოგვაპარო ოღონდ

პირველები ფორუმელები იქნებით ვინც გაიგებს ზუსტ ადგილსა და დროს smile.gif

Posted by: zgarbi 16 Dec 2009, 18:31
კი კონცერთი ნამდვილად იქნება 13 იანვარს
ასე , რომ მობრძანდით!!!

Posted by: zgarbi 16 Jan 2010, 12:38
http://rtv.ge/index.php?m=715&newsid=695
მადლობა ყველას ვინც დაესწრო ჩვენს პრეზენტაციას!!!

Posted by: Lanius 28 Jan 2010, 13:35
QUOTE
ძაან ლამაზი მუსიკაა ძალიან მაგარია საღოლ ძმაო მართლა წარმატებები

+ 1 bis.gif bis.gif

მომავალ კონცერტზე აუცილებლად მოვალ yes.gif

Posted by: Me_Da_Chemi_Maimuni 28 Jan 2010, 13:42
http://geolivemusic.blogspot.com/2009/01/next.html

Posted by: zgarbi 28 Jan 2010, 17:55
Lanius
ალბათ მალებე გვექნება!
თებერვლის ბოლოსკენ, მანამგე კი კლიპის გადაღება გვაქვ ს დაგეგმილი , იმედია მალე განვახორციელებთ
მოხარული ვიქნებით ტქვენი სტუმრობით

Posted by: დათიკო 13 Jun 2010, 02:20
http://stumrebi.blogspot.com/2010/06/blog-post.html

Posted by: Madcap 13 Jun 2010, 12:43
ძალიან მომეწონა. ალბომის მოსმენა კარგი იქნებოდა და კონცერტი კიდევ უკეთესი.

Posted by: დათიკო 13 Jun 2010, 14:24
Madcap
QUOTE
ძალიან მომეწონა. ალბომის მოსმენა კარგი იქნებოდა და კონცერტი კიდევ უკეთესი.

მადლობა! smile.gif
კონცერტი ჩატარდება 27 ივნისს კვირას მაგთი კლუბში. 8:30 ზე.
ადგილზე გაიყიდება ჯგუფის მეორე ალბომი "დილა"

Posted by: ნინა 22 Jun 2010, 16:22
ძალიან მინდა ფორუმელები გნახოთ ჩვენს კონცერტზე
დიდი ხანია ფორუმელებისათვის არ დაგვიკრავს...

smile.gif

Posted by: marinajanjgava 23 Jun 2010, 14:21
იმედია ფეხბურთის მოყვარულლებს არ შევუშლით ხელს
smile.gif

Posted by: დათიკო 23 Jun 2010, 23:59
marinajanjgava
QUOTE
იმედია ფეხბურთის მოყვარულლებს არ შევუშლით ხელს

ფეხბურთებს შორის არის კონცერტი. ასე რომ არ შევუშლით smile.gif

Posted by: ნინა 25 Jun 2010, 10:55
ცხრის ნახევარზე, საღამოს!
გელოდებით......
ნუ დაგეზარებათ სახლიდან გამოსვლა...

Posted by: marinajanjgava 25 Jun 2010, 15:28
--------------------------------------------------------------------------------------

Posted by: marinajanjgava 26 Jun 2010, 17:18
http://www.facebook.com/reqs.php#!/event.php?eid=125790527442622&index=1

Posted by: Jenny Wren 28 Jun 2010, 00:18
დღეს კონცერტზე ვინ იყო ? მე მომეწონა smile.gif

Posted by: ნინა 28 Jun 2010, 01:31
Jenny Wren
მიხარია!
მადლობა!

Posted by: დათიკო 14 Aug 2010, 00:28
http://stumrebi.blogspot.com/2010/08/blog-post_13.html

Posted by: marinajanjgava 14 Aug 2010, 16:30
კარგი თაგვები არიან , smile.gif





smile.gif

Posted by: marinajanjgava 29 Jan 2011, 14:53
http://www.youtube.com/watch?v=RWHG_goWLKU

Posted by: marinajanjgava 12 Nov 2011, 09:04
http://www.youtube.com/watch?v=gpJesHGBVUc&feature=feedu

Posted by: marinajanjgava 13 Nov 2011, 16:49
http://www.youtube.com/watch?v=DsfLDpZFQIY

Posted by: anano21 15 Nov 2011, 16:46
ეგ რაღაააააააა???????????????????????????

Posted by: marinajanjgava 15 Nov 2011, 17:45
http://www.youtube.com/watch?v=gpJesHGBVUc&feature=feedu

Posted by: marinajanjgava 30 Dec 2011, 21:40
ვალ, 31 დეკემბერს, რუსთავი-2, 13.00, გადაცემა "შუადღე".

მერი გუბელაძე და ჯგუფი "სტუმარი" სიმღერით მოგილოცავენ წელს.

მერი გუბელაძე - ვოკალი; დათო "ხოსე" - გიტარა; ნინა - ფლეიტა, სინთეზატორი, ვოკალი; მარინა "მამუ" - ვიოლინო, ვოკალი; ძია ნოდარი - პერკუსიები.

ეს სიმღერა მალე ახალი წლის სიმბოლო გახდება, აი ნახავთ! მოკლედ, უყურეთ რაღა smile.gif

Posted by: ERM0NIA 30 Dec 2011, 22:45
marinajanjgava
ცოცხალ ეთერში ცქერას ვერ დაგპირდებით, მარა მერე ჩანაწერს აუცილებლად ვიხილავ "მაივიდეოზედ". smile.gif

Posted by: marinajanjgava 31 Dec 2011, 15:46
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=31-12-2011+14%3A48

Posted by: დათიკო 26 Feb 2017, 15:56
1 მარტს
ჯგუფი "სტუმარი" გეპატიჟებათ კონცერტზე
ვაკის პარკში, კლუბი Backstage 76 (აბაშიძის ქუჩიდან)
დასაწყისი 8 ზე
დასწრება უფასოა

Posted by: დათიკო 18 Sep 2017, 21:15
11 ოქტომბერს
ჯგუფი "სტუმარი" გეპატიჟებათ კონცერტზე
ვაკის პარკში, კლუბი Backstage 76 (აბაშიძის ქუჩიდან)
დასაწყისი 8 ზე
დასწრება უფასოა

Posted by: humanoidi 4 Jul 2019, 01:17
დები იშხნელების სიმღერის „ყოველ სნეულებაზე“ სულ ახალი ვერსია „სტუმარის“ შესრულებით.

დათიკო
ძალიან ორიგინალურია და მომწონს. : ))


Posted by: დათიკო 4 Jul 2019, 10:14
humanoidi
love.gif

Posted by: zgarbi 25 Sep 2020, 21:39
https://www.youtube.com/watch?v=bsvfkg-Ui08

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)