#55145666 · 23 Aug 2019, 13:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით
8 თვის წინ გავხსენით მცირე იურიდიული ოფისი "სოხაძე, ბარამაშვილი და პარტნიორები." იმ პერიოდში ფორუმზე ხშირად ვპოსტავდი და ზოგიერთ თქვენგანთან კომუნიკაციაც მქონდა - დაგპირდით კიდეც, გაგიზიარებთ რა გზას გავდივართ და რა მოხდება-მეთქი.
8 თვის თავზე გადავდივართ დიდ ოფისში, რომელიც ულამაზესად მოვაწყეთ. ოფისი მდებარეობს ბელიაშვილის N43 ბიზნეს-ცენტრში. იურიდიულ ბიუროსთან ერთად გვაქვს სრულად გამართული არბიტრაჟი უნიკალური პროდუქტებითა და შესაძლებლობებით.
კომპანიაში გვჭირდება სისხლის სამართლის ადვოკატი. თანამშრომლობა შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით და შინაარსით იმის მიხედვით რა თანხვედრა იქნება ჩვენს სამომავლო გეგმებში.
დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით
This post has been edited by tolya on 23 Aug 2019, 13:21
|