ვაჰ, დრონი, დრონი....
დიდი ხანია 3 ლარია პარკირება ლისის ტბაზე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თბილისელები არ ვართ განებივრებულები სარეკრეაციო ზონებით ქალაქში, მიხვდებით საღამოს რა ამბავია ამ 3-ლარიან პარკინგზეც. პარკინგზე შესასვლელად საღამოს და უქმე დღეებში არანაკლებ 20-25 წუთი მოგიწევთ ლოდინი, ვიდრე იქ სათქვენო ადგილი განთავისუფლდება. ამას ემატება ისიც, რომ დილის 8 საათამდე ერთი პარკინგი არ მუშაობს(სამლარიანი კლიმ, სამლარიანი).
არადა რა უფლება გვაქვს მოვთხოვოთ კერძო მესაკუთრეს ან ფასის შეცვლა, ან ავტოსადგომის დილით ადრე გაღეება, მისია და როგორც უნდა ისე მოიქცევა.
თუ მოვიშველიებთ საკადასტრო რუკას და მეწარმეთა რეესტრს ადვილად დავასკვნით, რომ ლისის ტბის შემოგარენი თავის ავტოსადგომებით და ბეტონის ბილიკით ეკუთვნის სააქციო საზოგადოებას, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახლავთ ბატონი მამუკა ხაზარაძე, ხოლო მისი მოადგილე ასევე ბატონი ბადრი ჯაფარიძე. ამ წინასაარჩევნო დღეებში, როდესაც ჩვენი მოქალაქეების აზრი მნიშვნელოვანი უნდა იყოს მათთვის, ალბათ მომისმენენ. არ მომისმენენ და აგერ მე და აგერ საარჩევნი ურნა...
მარტო ავტოსადგომებიდან მათი შემოსავალი შეადგენს ყოველდღიურად არანაკლებ 1500 ლარს. ამას დაუმატეთ შემოსავლები ორი ვედინგ აპარატისგან(იმდენად სწრაფად იყიდება ბორჯომ-ბაკურიანი, რომ დღეში რამდენჯერმე უწევთ შევსება), კაფეები და კვების ობიექტები, რომელთა ბრუნვაზე წარმოდგენა შეგექმნებათ, როდესაც დილით ლისის ტბიდან გააქვთ ნაგავი. ეს შემოსავლები. დამავიწყდა კინაღამ, ტუალეტი, 50 თეთრი, სისუფთავე არის, კი, ხალხი კუს ტბასავით ბუჩქებში არ დარბის. ეხლა ხარჯები. 3 მეეზოვე(ზოზღებით)-მებაღე+ერთი მძღოლი და მცირელიტრაჟიანი მანქანა. ესაა სულ გამწვანება-დასუფთავების სტაფი. 4-იც ავტოსადგომებზე ფულის ამღები და შლაგბაუმის გამხსნელი და დაცვის პოლიციის რამდენიმე მუშაკი. ეხლა 3 მაშველიც დაემატა.
ზოგიერთი იკითხავს, რას ითვლი სხვის შემოსავალ-გასავალსო და გიპასუხებთ, რომ საკმარისად დიდ შემოსავალს უტოვებს ლისის ტბა მის მფლობელებს და არავითარ ქველმოქმედებას მფლობელების მხრიდან ადგილი არ აქვს. ასე, რომ დააკელით ფასი ავტოსადგომებს ლისის ტბაზე ბატონო ხაზარაძე და ჯაფარიძე, თორემ ჩვენ ვართ და ჩვენი საარჩევნო ხმები...