Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პროგრამირება > მათემატიკა & პროგრმირება


Posted by: lulz0 1 Dec 2017, 22:47
მათემატიკას და საერთოდ ყველაფერს სულ ისე გვასწავლიდნენ არავინ გვეუბნებოდა რატომ.ან თუ გეუბნებოდნენ "მაღაზიაში რო არ მოგატყუონო" biggrin.gif . ხოდა მაგარი მოსაბეზრებელი და არაპროდუქტიულიც იყო მასეთი სწავლა, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ერთი გარკვეული ტოპიკის გარშემო ტრიალებდი ანუ რასაც წიგნი გაძლევდა და დაინტერესებული არ იყავი ცოდნა გაგეფართოებინა; და საერთოდ ინტერესით შეგეხედა თემისთვის.

მათემატიკას როგორ გამოგვადგება, რა კუთხით?
მესმის აბსტრაქტულ აზროვნებას ხვეწს, გამოიყენება ალგორითმებში და სპეციფიურ პროექტებში; მაგრამ ეს ძალიან ბუნდოვანად ჟღერს.მაგალითად სად შეიძლება გამოვიყენო ალბათობა, კომბინატორიკა ან სულაც კალკულუსი. თქვენ როგორ იყენებთ მათემატიკას. ან თუ ღირს საერთოდ მათემატიკის 'ბოლომდე'(იმის რასაც უნივერსიტეტში ან სკოლაში გვასწავლიან და თუ ღირს, რომ ჩვენით, ამ დაწესებულებების იქითაც თუნდაც ონლაინში ცოდნა გავაღრმაოთ) შესწავლა?

პ.ს პირადად ალგორითმების მუღამი მაქ და ვიცი რო მათემატიკა გამომადგება, მაგრამ არ ვიცი კონკრეტულად რა და როგორ, უფრო დეტალ ინფო რომ დაწეროთ ერთგვარი მოტივაციის ბუმი იქნება და ვფიქრობ ბევრსაც გამოადგება ვინც ჩემსავით ნუბია.

Posted by: elodin 1 Dec 2017, 22:54
კონკრეტულად რა გინდა, რომ მანქანის ტარების დროს გამოიყენო ან კაფეში გოგოსთან ერთად ჯდომის დროს?
QUOTE
ეს ძალიან ბუნდოვანად ჟღერს

არაფერი არ ჟღერს ბუნდოვნად თუ დაუკვირდები.

1. ზოგადად ცხოვრებისეულად მათემატიკა მართლაც ხსნის გონებას ძალიან. ბევრნაირ უნარს უვითარებს ადამიანს და ამეებს ნუ ჩამომათვლევინებ, მილიონი სტატია არსებობს დაგუგლე და ნახე თუ გაინტერესებს, ან დაფიქრდი და მიხვდები რა უნარები შეიძლება განუვითაროს.
2/ ალგორითმები და პროგრამირება ახსენე. აქ მნიშვნელოვანია რა მიზნები გაქვს. თუ მიზანი გაქვს დიდ კომპანიაში დიდ საქმეებში მონაწილეობა, დაპროგრამება, ალგორითმებთან მუშაობა აუცილებლად დაგჭირდება ძალიან ბევრი რამ რაც უმაღლეს მათემატიკაში ისწავლება, სკოლის მათ-ზე აღარც ვამბობ.
გუგლის მთელი საძიებო სისტემა ძალიან რთულ და საინტერესო მათემატიკურ ალგორითმებს იყენებს, და კიდევ ბევრი რამ შემიძლია ჩამოგითვალო რაც ნამდვილ მეცნიერებას ეხება და არა ტუპოი აპლიკაციების წერას.

ასე,რომ თუ ასაკით პატარა ხარ და დრო გაქვს და დიდი მიზნები, მათემატიკას მიხედე.

Posted by: syaruna 1 Dec 2017, 23:01
ოოო მათემატიკა მეც მაინტერესებს biggrin.gif


პს: იმისთვის რო კნუტის წიგნი წავიკითხო პირველი მაინც, რა დონეზე უნდა ვიყო მათემატიკაში? biggrin.gif

Posted by: RedShark 1 Dec 2017, 23:08
lulz0

მათემატიკის საჭიროება პროგრამირებაშიც ზუსტად ისევეა, როგორც ზოგადად ცხოვრებაში... გააჩნია რისთვის გჭირდება, თუ მხოლოდ შოპინგისთვის გინდა ელემენტარული არითმეტიკაც საკმარისია, თუ კვანტურ ფიზიკაში კვლევებს აპირებ აქ უკვე სულ სხვა დონეა საჭირო... და ა.შ...

ასე რომ, გააჩნია რა არის შენი მიზანი smile.gif

Posted by: G1oba1 1 Dec 2017, 23:12
lulz0
დიდ პროგრამისტობას თუ აპირებ აუცილებლად დაგჭირდება კარგად ცოდნა.

Posted by: lulz0 1 Dec 2017, 23:25
QUOTE
დიდ პროგრამისტობას თუ აპირებ აუცილებლად დაგჭირდება კარგად ცოდნა.

QUOTE
ასე რომ, გააჩნია რა არის შენი მიზანი

გამოკვლევები მიზიდავს, მაგ: შეკუმშვის ახალი ალგორთმები, კრიპტოგრაფია, ყველაზე მეტად ხელოვნური ინტელექტის განხრა მაინტერესებს. რათქმაუნდა ვიცი, რომ მათემატიკა გამომადგება მაგრამ მათემატიკაში ძალიან ბევრი დისკურსია და ყველას შესწავლა საჭირო თუ იქნება. თუ საერთოდ საბავშო ბაღის მათემატიკაა მსგავსი მიზნებისთვის უნივერსიტეტის დონე. კონკრეტულად რომელ განხრებზე გავამახვილო ყურადღება, თუ ყველა ერთადაა საჭირო.

QUOTE
ასე,რომ თუ ასაკით პატარა ხარ და დრო გაქვს და დიდი მიზნები, მათემატიკას მიხედე.

მადლობა მოტივაციისთვის.

Posted by: აბიტურიენტი 1 Dec 2017, 23:30
კალკულუსი, დისკრეტული მათემატიკა, წრფივი ალგებრა, ალბათობა და სტატისტიკა. ამით დაიწყე და დანარჩენებს შენით მოძებნი.

Posted by: lulz0 2 Dec 2017, 18:34

აბიტურიენტი

აუცილებლად გავითვალისწინებ

Posted by: nv86 3 Dec 2017, 15:22
ასე ვიტყვი 98.9%-ი პროგრამების რაც დაწერილა დრემდე მათემატიკა პირდაპირ არსად გამოიყენება თითქმის.

მაგის გამო ერთხელ დამბრაკეს სტაჟიორად მინდოდა მემუშავა და ტიპმა მათემატიკა არ იციო.
მეთქი მანახე ერთი შენი დაწერილი კლასი მაინც რომელშიც მათემატიკა გამოიყენე მეთქი და გაჩუმდა.
ცოტა ხანი იფიქრა და სორტიო biggrin.gif
<rant>
ეგეთი მაგარი მათემატიკოსი არცერთი არ ხართ აქ რომ ახალი სორტის ალგორითმი მოიფიქროთ. სულ 20მდე ალგორითმია. bubble sort და ა.შ და ყლვეაზე ხადავოი აქედან მაქ 5 იყოს. ახალ ალგორითმს თქვენ არ დაწერთ ჰოდა მოდი რა გამოიძრეთ ეგ პერო. მათემატიკა არ აის. კიდე.

აიღეთ თუნდაც open-source პროექტები. გინდაც აპაჩი.
https://apache.org/index.html#projects-list

ნებისმიერი პროექტი აიღეთ აქედან. შედით სორს კოდის დირექტორიაში და ჩაყევით კოდს... იპოვეთ კოდი სადაც მათემატიკაა წმინდად გამოყენებული და მეერე მოდით და ვიბაზროთ აქ boli.gif

ვერვიტან მათემატიკას და ყველა სასწავლებელში რატომღაც (ქართულში) თვლიან რომ პროგრამირება == მათემატიკას.

fuck dat.

mit open courseware გადაშალეთ 20მდე კურსია პროგრამირების. უმეტესობას ვუყურე მაქედან და მათემატიკა რამდენჯერ იყო ნახსენები? None.

</end of rant>

binary tree რომ გაიგო რა არის რაში გჭირდება მათემატიკა.

ერთადერთი სფეროა AI, და machine learning სადაც ლიმიტერებულად გჭირდება მათემატიკა. ისიც იმ შემთხვევაში თუ პროექტის დეველოპერი ხარ. კლიენტისთვის ლანგარზეა მორთმეული ყოლიფერი.
ტაკშტო კიდევ ერთხელ გამოიძრეთ.
* * *
აი ეს შეიძლება გამოგადგეთ

https://ocw.mit.edu/courses/electrical-engineering-and-computer-science/6-046j-design-and-analysis-of-algorithms-spring-2015/

მაქსიმუმ ეს გამოგადგეთ. ისიც 99% თქვენგანს არ გამოგადგებათ ალაბთ. მთელი კარიერის მანძილზე.
ამაზე მეტი დალშე ვინმე თU გეტყვით გჭირდებაო შუა თითი თVალში.

Posted by: elodin 3 Dec 2017, 16:34
nv86
გარკვევით წერია ზემოთ, თუ დიდი მიზნები აქვს მათემატიკაც ჭირდება და ალგორითმებიც.
თუ ტუპოი ბიზნეს აპლიკაციების წერა უნდა მაშინ არ ჭირდება.

და ზოგადადაც მათემატიკური აზროვნება როცა ექნება ტუპოი ბიზნეს აპლიკაციასც უკეთ დაწერს ვიდრე არამათემატიკური აზროვნების კაცი.

QUOTE
ერთადერთი სფეროა AI, და machine learning სადაც ლიმიტერებულად გჭირდება მათემატიკა

ტყუილია.

წერია ზემოთ ყველაფერი თუ წაიკითხავ.

პ.ს სორტირებებზე რაც წერე არაფერ შუაშია. არავინ ამბობს მათემატიკა იმისთვის გინდა რო ახალი სორტის ალგორითმს ვიგონებთო.
პ.პ.ს შენი საუბარი იმ კაცის საუბარს გავს, რომელიც ძალიან შორსაა მათემატიკისგან და აპროგრამებს.
ვფიქრობ ყოველთვის გაგიჭირდება სურათს ფართო მაშტაბებით შეხედო, მითუმეტეს პროგრამირებაში.
ჰო როცა საქმე გატკეპნილ სიტუაციებს ეხება ამას არ ვგულისხმობ.

Posted by: G1oba1 3 Dec 2017, 17:06
nv86
არ გეწყინოს მაგრამ ბევრი სისულელე გიწერია, თემის ავტორი შეცდომაში შეგყავს.


ყველა ქმედება კომპიუტერში მათემატიკური გამოთვლით ხდება,
დაწერე კოდი ასემბლერში და ნახავ თუ არა

Posted by: Roofus 3 Dec 2017, 18:04
კრიპტოგრაფიაში გამოიყენება მათემატიკა yes.gif ანუ ალგორითმები რა... smile.gif
ხოდა თუ არ იცი ან ცოტა ემბუდი მათემატიკას არ გამოგივა მაგ სფეროში მუშაობა.
დღეს ყველაფერი კრიპტოგრაფიაზეა, ფორუმზე რომ შემოდიხარ SSL სერტიფიკატი კრიპტოგრაფიაზეა, ბიტკოინს როცა ახურდავებ ეგეც კრიპტოგრაფიაზეა. ფოსტას როცა ამოწმებ - ეგეც.
ყველგან სადაც უსაფრთხოებაა საჭირო ერთი მიმართულების ჰეშ ალგორითმებს იყენებენ, ანუ პრივატ გასაღებიდან გენერირებული ჰეშის გადამოწმება და ეს ყველაფერი მათემატიკაა...

ხოდა ბრო ვინც გეუბნება რომ მათემატიკა არაა საჭირო ჯერ ძალიან შორსაა რეალური სურათის აღქმისგან yes.gif

nv86
ნებისმიერი სფერო სადაც ცვლადს იყენებ მათემატიკაა.
პროგრამირებაში აბა გამოიცანი რას იყენებ smile.gif

Posted by: maxoooooo 3 Dec 2017, 22:09
ღოოფუს
QUOTE
კრიპტოგრაფიაში გამოიყენება მათემატიკა  ანუ ალგორითმები რა...

yes.gif

პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ მატემატიკა საზგძნობლად ავითარებს აზროვნებას და ნებისმიერი საკითხის ამოცანას ( ვგულისხმობ პროგრამას და მის მუშაობის ალგორითმს ) უფრო ადვილად დაამუშავებ, მოიფიქრებ, გააუმჯობესებ და ა.შ.
ძალიან დიდი სხვაობაა "მათემატიკურ ტვინსა" და "ჩვეულებრივ ტვინს" შორის, ეს რა თქმა უნდა არ ვრცელდება თუ გინდა რომ პროგრამაში მარტივი არითმეტიკული ოპერაციები შეასრულო... ამას ისედაც მეცხრე კლასელის დონის მათემატიკა ქაჩავს უკვე.

გეთანხმებით არ არის სწორი როცა ამბობენ რომ ტუ მათემატიკა არ იცის დიდ აპლიკაციას ვერ დაწერს.. ვერ განსაზღვრავ რომელია დიდი და რომელი პატარა აპლიკაცია.
სავსებით შესაძლებელია, რომ ადამიანმა რომელმაც კარგად იცის პროგრამირება და მათემატიკას კი სკოლაში გარგად სწავლობდა დაწეროს რაიმე ბანკის სისტემაც კი და სკაიპის მსგავსი აპლიკაციაც ხო? რომელია პატარა _ არცერთი... მაგრამ როცა საქმე მიდგება რაიმე თუნდაც პატარა მათემატიკური მოდელის შექმნაზე, აი მანდ უკვე გაიჭედება... როცა საქმე მიდგება ფოტოს დამუშავებაზე მანდაც გაიჭედება, HARDWARE -ს თან ურთიერთობისას გაიჭედება და ა.შ.

რაც შეეხება კრიპტოგრაფიას, კი, მათემატიკური ალგორითმებით არის შექმნილი მაგრამ ეკ უკვე შექმნილია, გაკეთებულია და არ არის საჭირო იცოდე როგორ კეთდება აგური როცა სახლს აშენებ, შენ მთავარია სახლის შენება იცოდე და აგურს სხვისგან მოიტან...


მათემატიკა ავარჯიშებს გონებას და ასე ვთქვათ წელავს მას, შეიძლება არ დაგჭირდეს არასოდეს მაგალითაად დიფერენციალური განტოლებების ამოხსნა პროგრამირებაში მაგრამ როცა დაგჭირდება თუ არ იცი მიახლოებითაც კი ვერ მიხვდები რა ხდება და ხვა ხერხით ვერც გადაჭრი ამოცანას.


https://www.youtube.com/watch?v=kQRYIH2HwfY
ამას გაიგებს ის ვინც კარგად სწავლობდა მათემატიკას და შეიძლება თავისითაც გააკეთოს კიდევ


http://leisureprogramming.blogspot.com/2015/05/rubiks-cube-solver-c.html
ამის გასაგებად ბავშვის ტვინი არ კმარა, ამას საკმაოდ განვითარებული და გავარჯიშებული გონება სჭირდება

ხოლო ელემენტალური 2D ედითორის ლოგიკას თუ განვიხილავთ მანდ უკვე უმაღლესი მათემატიკა და კიდევ მეტია საჭირო

ახლა კი შენ უნდა გადაწყვიტო რა დონეზე გჭირდება და აპირებ მის გამოყენებას

Posted by: Dixtosa 3 Dec 2017, 22:13
G1oba1
QUOTE
არ გეწყინოს

QUOTE
ბევრი სისულელე გიწერია

რანაირად არ უნდა ეწყინოს როცა მაგას ეტყვი?

შენი არგუმენტები რა არის? ცარიელი პოსტებით სწორ აზრს ვერ მივიღებთ.

Posted by: G1oba1 3 Dec 2017, 22:36
Dixtosa
აი ეს გამიკეთეთ თქვენ მათემატიკის გარეშე და მერე მე ბოდიშს მოვიხდი
user posted image

როცა ვიძახით რომ ციფრულ ტექნოლოგიას სულაც არ ჭირდება მათემატიკა ეს სისულელეა აბა რა არის?

Posted by: nv86 4 Dec 2017, 01:05
კი ბატონო ერთერთი სფეროა game & 3D დეველოპმენტი სადაც გჭირდება მათემატიკა. ისიც ლიმიტერებულ დონეზე... აზროვნება რომ ჭირდება პროგრამირებას მაგას დიდი მიხვედრა არ ჭირდება ეგ ყველამ ვიცით.
და ზოგადად ძალიან შემოქმედებითი სფეროა, განსაკუთრებულ აზროვნებას მოითხოვს კი ნამდვილად. მაგრამ თქვა რომ იმენა მათემატიურ აზროვნებას მოითხოვს ჩემი აზრით მცდარია. რატომ ავხსნი მაგასაც და მეტს აღარ ვიპრაფეესორებ. მაგრამ ვთლი რომ მართლა მნიშვნელოვანია ამის გაგება ყველასთვის.
აი მაგალითი:


ესეც კოდი.
https://pastebin.com/VW9maqHf
ბოლომდე რათქმაუნდა არ გამირჩევია, მაგრამ უკვე იმ ეტაპზე ვარ რომ როცა შევხედავ კოდს. გადავურბენ უცბაშად ძირითადად უკვე ვხვდები რა არის გამოყენებული და რა დონეზე. თამამად შემიძლია ვთქვა რომ აქ მათემატიკის სწავლაზე მნიშვნელოვანი ამ თამაშში/აპლიკაციაში არის თვითონ კონკრეტული ბიბლიოთეკის სწავლა. რომელიც როგორც ასეთი მათემატიკის ცოდნას არ მოითხოვს. მოითხოვს უბრალოდ აპის გამოყენების დამუღამებას. ან მოითხოვს მაგრამ არა ისეთ დოენზე რომ ამას წლები დაუთმო უმაღლეს სასწავლებელში.. წლების ნაცვლად რამოდენიმე ლიტრი ყავა და ერთი უძილო კვირა ან დღEც საკმარისი შეიძლება იყოს ზოგისთვის. 'მათემატიკის' შესასწავლად.

სწორედაც მე ვთლი რომ პროგრამირების მთელი არსი 0ებიდან და 1 ებიდან ამოსვლაა. სწორედ იმისთვის გვაქვს ობიექტები, გავაჰაილეველეთ 0-ები. რომელიც არის რეალური მაგრამ ძალიან გავააბსტრაქტულეთ და შენ უნდა ისწავლო მხოლოდ ამ ობიექტების მანიპულაცია ისე რომ შეძლო არსებული მარტივი პატარა 0ებისგან და 1 ების შექმნა დიდი და რთული სერიოზული მნიშვნელოვანი რამ. კონკრეტულად მათემატიკა კი არ უნდა იცოდე.
აი ძალიან მარტივი ანალოგი რომ ავიღოთ; ლეგო. გაქვს აგურები რომლისგანაც ქმნის რასაც გინდა. რასაც შენი გონება და ფანტაზია გაწვდება.. კი კარგია იცოდე მოლეკულურ დონეზე რისგან შედგება აგური და როგორ მზადდება პოლიეთილენისგან თU რაც არის. რა თვისებები აქვს და ა.შ მაგრამ ამაზე მნიშვლევანი არის თვითონ პროგრამირება. კი ბაზარი არაა რომ არ იყვნენ ტიპები რომლემბაც ეგ იციან და რომლებმაც შექმენს ეს აგური ვერაფერს ვერ იზამდი მაგრამ ეგ არაა მთავარი.

ფეისთბინში რაც კოდია ზემოთ ეგ იღებს და ქმნის object-ს (Ball()) ძალიან მარტივად. რომელსაც თვითონ ავტომატურად ბიბლიოთეკიდან წამოიღებს ყველაფერს რაც საჭიროა 3დ ობიექტის შესაქმნელად და ლამაზად დაგიხატავს სფეროს. შენ უბრალოდ __init__ იძახებ დანარჩენს ჯიგარი გიკეთებს. გაძლევს უამრავ მეთოდსაც ჯიგრულად რომელიც ადვილად მუღამდება და ქმნი თამაშს უმაღლესი მათემატიკის გარეშე. მთელი არსი პროგრამირების ეგაა სწორედ. რომ ამოგვათრია 0-ებიდან და 1ებიდან და კოპმიუტერმა და პროგრამისტმა შევქმენით ინტერფეისი რომელიც ნადმვილად არ და ვერ იქნება მხოლოდ მათემატიკაზე დამოკიდებული.

კი ბატონო სისულელეა თქვა რომ მათემატიკა საერთოდ არ გჭირდება. მაგრამ ისიც სისულელეა კაცს უთხრა რომ მათემატიკა არის უმნიშვნელოვანესი პროგრამირებისთვის.

დიდი სისულელეა თან. უამრავ სტუდენტს ძალიან ნიჭიერს შეიძლება სრულიად დაუკარგოთ ინტერესი პროგრამირების.
შეაშინოთ, გააუცხოოთ და გააგდოთ თქვენი ელიტალური გენიიალიური 'სუპერ მათემატიკოსა' პროგრამისტების კლუბიდან.

რაც არის False smile.gif

სულ ეგაა

exit(0)

Posted by: Eric 4 Dec 2017, 11:57
nv86

up.gif

QUOTE
დიდი სისულელეა თან. უამრავ სტუდენტს ძალიან ნიჭიერს შეიძლება სრულიად დაუკარგოთ ინტერესი პროგრამირების.
შეაშინოთ, გააუცხოოთ და გააგდოთ თქვენი ელიტალური გენიიალიური 'სუპერ მათემატიკოსა' პროგრამისტების კლუბიდან.


+++

Posted by: t-90 4 Dec 2017, 22:30
lulz0
QUOTE

გამოკვლევები მიზიდავს, მაგ: შეკუმშვის ახალი ალგორთმები, კრიპტოგრაფია, ყველაზე მეტად ხელოვნური ინტელექტის განხრა მაინტერესებს.

აბა ეგ ყველა მათემატიკაა.
კრიპტოგრაფია და ხელოვნური ინტელექტი პირდაპირ მათემატიკაა biggrin.gif
საგანია რა. biggrin.gif
nv86
QUOTE

ეგეთი მაგარი მათემატიკოსი არცერთი არ ხართ აქ რომ ახალი სორტის ალგორითმი მოიფიქროთ. სულ 20მდე ალგორითმია. bubble sort და ა.შ და ყლვეაზე ხადავოი აქედან მაქ 5 იყოს. ახალ ალგორითმს თქვენ არ დაწერთ ჰოდა მოდი რა გამოიძრეთ ეგ პერო. მათემატიკა არ აის. კიდე.

ცოტა ხნის წინ გავაკეთე სურათის საორიენტაციო ნეირონული ქსელი.
მიუხედავად იმისა რო მახსოვრობას არ ვუჩივი რაღაცეებს მივუბრუნდი.
QUOTE
ეგეთი მაგარი მათემატიკოსი არცერთი არ ხართ აქ რომ ახალი სორტის ალგორითმი მოიფიქროთ. სულ 20მდე ალგორითმია. bubble sort და ა.შ და ყლვეაზე ხადავოი აქედან მაქ 5 იყოს. ახალ ალგორითმს თქვენ არ დაწერთ ჰოდა მოდი რა გამოიძრეთ ეგ პერო. მათემატიკა არ აის. კიდე.

როდის რომელი სორტი უნდა გამოიყენო იცი?
არ იცი.
რატო არ იცი?
იმიტომ რომ ოპერაციათა კვლევა არ გისწავლია
ეგ მათემატიკაა.
QUOTE

mit open courseware გადაშალეთ 20მდე კურსია პროგრამირების. უმეტესობას ვუყურე მაქედან და მათემატიკა რამდენჯერ იყო ნახსენები? None.

ყველა კურსში შედის მათემატიკის საკამოდ მსუყე აპარატი.
Eric
ტყუილად ვუპლიუსებთ.

მათემატიკური აზროვნების გარეშე ვიღებთ ჩადჟმულ კოდს, პრატაბ სინგჰა პროგრამისტებს რომლებსაც კონვეიერული წესით აქვთ ნასწავლი პროგრამირება, უაზრო სტრუქტურებს და ა.შ.

ამას არ დავამატებ იამს რო დომეინების უმეტესობა (თუ ვებმაკაკა არ ხარ ) ითხოვს საკაიფო ცოდნას. ფინანსურ, სამედიცინო და სამეცნიერო პროექტებთან მქონია შეხება და ყველგან გამომდგომია იმენნა მათემატიკა.

არა ბიჯო ის სასტავია მაგარი პროგრამისტი დისკრიმინანტი რო არ იცის რა არის.

თუ არადა იღებ აგერ ა
QUOTE
თამამად შემიძლია ვთქვა რომ აქ მათემატიკის სწავლაზე მნიშვნელოვანი ამ თამაშში/აპლიკაციაში არის თვითონ კონკრეტული ბიბლიოთეკის სწავლა. რომელიც როგორც ასეთი მათემატიკის ცოდნას არ მოითხოვს. მოითხოვს უბრალოდ აპის გამოყენების დამუღამებას. ან მოითხოვს მაგრამ არა ისეთ დოენზე რომ ამას წლები დაუთმო უმაღლეს სასწავლებელში.. წლების ნაცვლად რამოდენიმე ლიტრი ყავა და ერთი უძილო კვირა ან დღEც საკმარისი შეიძლება იყოს ზოგისთვის. 'მათემატიკის' შესასწავლად.


ასეთ "ფრეიმვორკი ყველაფერს მიხედავს" კოდს რომელიც მოუწესრიგებელია და არანაირ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.
არა ტესტი
არა აბსტრაგირება
არა პატერნების გამოყენება და ა.შ.

მერე ხდება memory leakები, იქრეშება პროგრამა ყოველ მეორე წუთში და ბაგებითაა გატენილი.
და ა.შ.

Posted by: Roofus 4 Dec 2017, 23:48
ხო არა... მთავარია არ დავაბრკოლოთ... თორე თვლა რომ არ იცის არაუშავს boli.gif

Posted by: elodin 5 Dec 2017, 00:04
,,მთელი პროგრამირება IF - ებია ბრატ'' სასტავი

Posted by: qoiava 5 Dec 2017, 15:09
არსებობს ბევრი წარმატებული პროგრამისტი ძალიან დაბალ დონეზე რომ იციან მათემატიკა, ანუ საბაზისო ცოდნა აქვთ სკოლიდან შემორჩენილი. მოკლედ თუ არ იცი და არ გინდა მათემატიკა ისწავლო იპოვი შენს ადგილს მაინც, თუმცა თუ გაინტერესებს და გინდა რომ ისეთ ამოცანებზე იმუშაო სადაც მათემატიკას გამოიყენებ უბრალოდ სხვა მიმართულებით წახვალ და სხვა ტიპის ამოცანებზე იმუშავებ. მე პირადად მაინტერესებდა ყვოველთვის და ახლა როცა ძალიან მჭირდება უმაღლესი მათემატიკის სხვადასხვა ელემენტები ძალიან მიტეხავს რომ საფუძვლიანად ვერ მაქვს ნასწავლი უნივერსიტეტში და ჩემით მიწევს ამ ცოდნის შევსება ფრაგმენტ ფრაგმენთ. მოკლედ დასკვნა ისაა შენ რისი კეთებაც გსიამოვნებს ის უნდა ისწავლო smile.gif ფულს მათემატიკით და უმათემატიკოდ ერთნაირად იშოვი მთავარია ივარგო

Posted by: nv86 5 Dec 2017, 19:48
t-90
კოდი დადეთ სადაც იმინა უმაღლესი მათემმატიკა გამოიყენეთ. machine learning-ის გარდა... მიმატება გამოკლებაზე არ მაქვს ლაპარაკი.

თუ შეიძლება.

მართლა მაინტერესებს.

გავიგეთ რომ 'მათემატიკური აზროვნება' გაქვთ. იქნებ მაგალითზე გვანახო.
საინტერესო იქნება.

რომელი ალგორითმი რა დროს გამოვიყენო. ვიდეო რაც დავდე აი მანდ არის ზუსტად მაგაზე ლაპარაკი.

ლაპარაკია რომელი რა დროს გამოიყენო იმის ცოდნაზე და არა ახლის შექმნაზე.

კიდევ ერთხელ ვამბობ არ არის უმაღლესი მათემატიკის ცოდნა აუცილებელი.

თუ არ ხარ იმ სფეროში რომელიც ამას მოიტხოვს.



პითონს C-ს ან სულერთია რამე ენას, სრულყოფილად ვერ ვისწავლი თუ არ ვიცი მათემატიკა და დავწერ სრულყოფილ პროფესიონალურ სოფტს რომელსაც საერთოდ შეხება არ აქვს მათემატიკასთან თU ვერ?
თქვენ იძახით რო ვერ და ბაგებით და ლიქებით იქნება სავსე როგორც გავიგე.

ოკ. მე უბრალოდ არ მგონია ეგრე და არ გეთანხმებით. ალბათ ვერ ვაზროვნებ საერთოდ biggrin.gif

Posted by: t-90 5 Dec 2017, 22:27
nv86
QUOTE
კოდი დადეთ სადაც იმინა უმაღლესი მათემმატიკა გამოიყენეთ. machine learning-ის გარდა... მიმატება გამოკლებაზე არ მაქვს ლაპარაკი.

მთელი დარგებია სადაც უმაღლესი მათემატიკაა საჭირო. მაგალითად ანალიზური გეომეტრიის გარეშე მეეჭვება გრაფიკულ პროგრამირებაშI სადმე წახვიდე.
გარდა ამისა ნუ სკოლის მათემატიკის გარეშე შორს ნამდვილად ვერ წახვალ.
QUOTE
გავიგეთ რომ 'მათემატიკური აზროვნება' გაქვთ. იქნებ მაგალითზე გვანახო.
საინტერესო იქნება.

https://www.mathworks.com/matlabcentral/fileexchange/42997-dicom-to-nifti-converter--nifti-tool-and-viewer?requestedDomain=www.mathworks.com

მაგალითი სამედიცინო სფეროდან.
ერთი ფორმატიდან მეორეში გადაყვანა.
QUOTE
კიდევ ერთხელ ვამბობ არ არის უმაღლესი მათემატიკის ცოდნა აუცილებელი.

თუ არ ხარ იმ სფეროში რომელიც ამას მოიტხოვს.

ნუ სასკოლო მათემატიკის კარგად ცოდნას ვერ ავცდებით ვერსად.
QUOTE

პითონს C-ს ან სულერთია რამე ენას, სრულყოფილად ვერ ვისწავლი თუ არ ვიცი მათემატიკა და დავწერ სრულყოფილ პროფესიონალურ სოფტს რომელსაც საერთოდ შეხება არ აქვს მათემატიკასთან თU ვერ?

რომელ პროფესიონალურ სოფტს დაწერ თუ მათემატიკა არ იცი? ნუ სკოლის მათემატიკა მაინც?

Posted by: _IT_ 6 Dec 2017, 00:40
QUOTE
რატომ


ალბათ ლოგიკურ აზროვნებაში და ამოცანების სწორად გადაწყვეტაში

ის რომ მათემატიკა არიცი და პროგრამირებას ვერ ისწავლი სისულელეა(ცადე)
სკოლის მათემატიკა ასეთუისე უნდა იცოდე ეხლა biggrin.gif
ტანგესი კოტანგესი სინუსები (თუ როგორც ქვია) ეგენიმეც არვიცი მარტო
ეგენი კი არა ბევრი რამე არვიცი ალგორითმები თუ არ ვწერე ეხლა lol.gif

Posted by: nv86 6 Dec 2017, 11:58
t-90
კარგი მოვეშვათ. ჭკვიანი ხალხი ხართ ბაზ არაა მართლა ხუმრობის გარეშე და მათემატიკა დაგეხმარათ აბსტრაქტული აზროვნების განვითარებაში. მარტო ამაში გეხმარება math. მათემატიკაც საჭიროა. მაგრამ არა აუცილებელი რაღაც დონეზე.





ახლა სახლში ვზივარ და ტრაკის აუწევლად ვშოულობ მინუმუმ 4 იმდენს რასაც ყველაზე კარგად ანაზღAურებად IT სამსახურებში მიხდიდნენ.

და კიდევ კარგი რომ რაც სამსახურები მქონდა ყველადან ჩემი ნებით წამოვედი.

პ.ს. იმედია ოდესღაც მივალ იმ დონეზე რო პროფესიულად ვწერო.

ფულის შოვნა ისედაც არ მიჭირს.

ვებ მაკაკა არ ვარ მომენტ. შემეძლო ვყოფილიყავი ეგეც. აბა ჰეთ.

ერთადერთი რა თხოვნაც მექნება. თუ ტიპს დძაან უნდა მონდომებულია კარგად წერს. ძალიან ნიჭიერია.

ართუხრათ მათემატიკა არ იცი შენო facepalm.gif

რა კოდიც გამირჩევია ოპენ სორს პროექტებში არცერთი არ მოითხოვდა უმაღლეს მათემატიკას

და ამ კოდს მსოფლიო იყენებს.


ბარემ აქ ხართ ერთი მომეხმარეთ რა რაუნდა.


მოლედ დავწერე ეს პროგრამა.

not syncing ანუ არ ფიქრობო? facepalm.gif givi.gif მათემატიკურად რო არ ვფიქრობ უეჭველი ამიტოა. სკოლაში უნდა მევლო ალგებრაზე ბილიარდის თამაშის ნაცვლად გავკეთილზე უნდა ვჯდარიყავი.
old.gif


CODE

print('hello world')
x = 1
if x == 1:
   # indented four spaces
   print("x is 1.")
print('goodbye cruel world')

კაი ხუმრობა იქეთ იყოს და კიდევ კარგი დამბლოკეს.

pk.

Posted by: t-90 6 Dec 2017, 12:55
nv86
QUOTE

კარგი მოვეშვათ. ჭკვიანი ხალხი ხართ ბაზ არაა მართლა ხუმრობის გარეშე და მათემატიკა დაგეხმარათ აბსტრაქტული აზროვნების განვითარებაში. მარტო ამაში გეხმარება math. მათემატიკაც საჭიროა. მაგრამ არა აუცილებელი რაღაც დონეზე.

არამარტო მაგაში.
ბევრ რამეში.
QUOTE

ახლა სახლში ვზივარ და ტრაკის აუწევლად ვშოულობ მინუმუმ 4 იმდენს რასაც ყველაზე კარგად ანაზღAურებად IT სამსახურებში მიხდიდნენ.

და კიდევ კარგი რომ რაც სამსახურები მქონდა ყველადან ჩემი ნებით წამოვედი.

სახლში ჯდომით და ტრაკის გაუნძრევლად ფულის შოვნით აქ ვერავის გააკვირვებ.
QUOTE
ფულის შოვნა ისედაც არ მიჭირს.

ფულს შოულობს ყველა.
დაჟე ის ინდუსებიც კი რომლებიც ჩადჟმულ კოდს იძლევიან.
QUOTE
ერთადერთი რა თხოვნაც მექნება. თუ ტიპს დძაან უნდა მონდომებულია კარგად წერს. ძალიან ნიჭიერია.

ართუხრათ მათემატიკა არ იცი შენო

ნუ ახლა ობიექტურად არ გვიშლის არაფერში.
QUOTE
რა კოდიც გამირჩევია ოპენ სორს პროექტებში არცერთი არ მოითხოვდა უმაღლეს მათემატიკას

და ამ კოდს მსოფლიო იყენებს.

უმაღლეს მათემატიკას არა.
მაგრამ აზროვნებას კი.

არავინ გეუბნება მაინცდამაინც ინტეგრალები ზეპირად იცოდეო.
სკოლის მათემატიკა საჭიროა ფაქტია.


პ.ს. ბოლოს და ბოლოს რა გახდა ეს კალკულუსი ტო? biggrin.gif არ გახადეს პრობლემა? biggrin.gif

Posted by: _GHOST_ 6 Dec 2017, 13:30
lulz0
https://ocw.mit.edu/courses/electrical-engineering-and-computer-science/6-042j-mathematics-for-computer-science-fall-2010/

აგერ, ეს კურსი ნახე. ალგორითმები თუ გაინტერესებს, სწორედ მაგის შესწავლისთვის მოგამზადებს და ზოგადად მოტივაციასაც მოგცემს.

მაშინ ლერნინგისთვის და აისთვის ვექტორ კალკულუსი დაგჭირდება.

Posted by: nv86 6 Dec 2017, 13:59
t-90
t-90
_GHOST_

ეგრე რა თქვე კაი ადამიანებო. ალგორითები ვექტორ კალკულუსი. 3D-ის კიდე რამე იქნება გეიმეინგისთვის კიდე და ეგრე.
ზოგადი განათლება კიდევ საჭიროა პროსტა ნიპრიჩომ ტიპი რო იყო მაინც gigi.gif

სადარი ეხლა ალგებრის წიგნი გავიქცევი ვიპოვი და დედას ვუტირებ. 2 დღეში. math სუპერსტარი უნდა გავხდე lol.gif
მერე ნახეთ რა კოდები ვწერო...
სერიოზულად ისე გონებას ხსნის და ცუდი სავარჯიშო ნამდვილად არაა კარგია ლინკი რომ დადევი up.gif

თორე ჰელოუ ვორდი ვერ დამიწერია აგერ კერნელ პანიკა გამოიწვია. მათემატიკა არ იციო თან დამიწერა

Posted by: t-90 6 Dec 2017, 14:06
nv86
https://drive.google.com/open?id=1Yzzko5eKfmO2jw6oAr-QKh_JpimiQPbC
აგერ ბატონო.
ეს მართლა საბაზისო მათემატიკაა და ყველამ უნდა იცოდეს.
შენც და ეგება სხვასააც გამოგადგეთ.
არ გაწყენთ.
QUOTE

თორე ჰელოუ ვორდი ვერ დამიწერია აგერ კერნელ პანიკა გამოიწვია. მათემატიკა არ იციო თან დამიწერა

CD ROM მუზეუმების და ჩემი ბიძაშვილის პენტიუმ სამის გარდა არსებობს კიდე?

Posted by: Eric 6 Dec 2017, 15:21
t-90
QUOTE
მათემატიკური აზროვნების გარეშე ვიღებთ ჩადჟმულ კოდს


მათემატიკური აზროვნების გარეშე ვეჟო კოდი კი არა ტუალეტში შარვალზე დაიფსავ lol.gif

აქ ლაარაკია იმაზე რომ პროგრამირება არაა მათემატიკა!
ეს ვერ გაგიგიათ ჯერ საქართველოში

თორემ ისეთი დარგები რომ არსებობს სადაც მათემატიკური აზროვნება კი არა იმენნნა მათემატიკაა საჭირო ეგ კი ვიცი. smile.gif

Posted by: nv86 6 Dec 2017, 16:36
t-90
კარგი ხარ.

ჩემს სინქპადს აქვს სიდირომი რავიცი. ხშირად ვიყენებ yes.gif

ეგ სურათი პანიკის რაც დავდევი ჩემი არა :დ ისე ვიხუმრე უბრალოდ. შენ რომ თქვი უხარისხო ბაგიან ლიქიან და ძღრენიან კოდს წერთო ვინც მათემატიკა არიციო.

ეს სინქპადი ისე მიყვარს არასდროს არაფერში არ გავცვლი. ნახევარი კლავიატურა აღარ აქვს ზედ ფიზიკურად(ღილაკები) ნუ რაც მჭირდება აქვს და რაც არა ვახერხებ რაღაცას. ელემენტი მკვდარიაქვს. დაჩპედის ნახევარი მხარეც. კორპუსი ფაქტიურად დაშლილია. სტოიკაშიც გაღუნულია მემგონი biggrin.gif მოლედ I <3 thinkpad <3 :****

Posted by: t-90 6 Dec 2017, 17:09
Eric
QUOTE
აქ ლაარაკია იმაზე რომ პროგრამირება არაა მათემატიკა!
ეს ვერ გაგიგიათ ჯერ საქართველოში

ეს გავიგეთ.
მარა ისე რო ელემენტარული არ იცოდე კალკულუსის დონეზე რა ძალაა ვერ ვხვდები.
ეხლა კომპლექსურ ანალიზს არავინ ითხოვს რა თქმა უნდა ან რგოლებს და ჯგუფებს.
nv86
QUOTE
ეს სინქპადი ისე მიყვარს არასდროს არაფერში არ გავცვლი. ნახევარი კლავიატურა აღარ აქვს ზედ ფიზიკურად(ღილაკები) ნუ რაც მჭირდება აქვს და რაც არა ვახერხებ რაღაცას. ელემენტი მკვდარიაქვს. დაჩპედის ნახევარი მხარეც. კორპუსი ფაქტიურად დაშლილია. სტოიკაშიც გაღუნულია მემგონი biggrin.gif მოლედ I <3 thinkpad <3 :****

მეც მაქვს პენტიუმ ერთის ლეპტოპი ეგრე სიყვარულისთვის შენახული. biggrin.gif
ათასხუთასი ფრანკია მიცემული biggrin.gif

Posted by: nv86 6 Dec 2017, 17:14
ერთხელ მითხრეს უკვე რატო ასეთი ბანძობააო და ისე გამიტყდა კინაღამ მაკბუქი ვესროლე biggrin.gif

I5-ია 4 გბ რამ და 150 სსდ.

თავის დროსე რო ვყიუდილობდი ყველანაირი ვირტუალიზაციის. მხარდაჭერა ქონდა ამის პროცესორს ამიტომ ვიყიდე.
თავის საქმე შეასრულა 10-იანზე.

ახლკიდე პოხუი ლიჟბი ტერმინალი ქონდეს და ჯენტუ მაქვს ზედ დაქოქილი მუშაობს ჯორივით.

Posted by: Cassiopeia 6 Dec 2017, 17:27
t-90
გამარჯობა

ერთი და მრავალი ცვლადის კალკულუსის (დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის) კარგ წიგნებს ვერ მირჩევ ?

უნივერსიტეტში ვისწავლე კალკულუსიც და მათემატიკური ანალიზის სამივე ნაწილიც, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეგ მხოლოდ კარგი საფუძვლები იყო.. ცოდნის გაღრმავება მინდა

თუ დამეხმარები, მადლობელი დაგრჩები

Posted by: t-90 6 Dec 2017, 18:03
Cassiopeia
QUOTE
რთი და მრავალი ცვლადის კალკულუსის (დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის) კარგ წიგნებს ვერ მირჩევ ?

ენა
ქართული რუსული ინგლისური
მოწოდება
ვიდეოკურსი
წიგნი.
კონსპექტი.

Posted by: Cassiopeia 6 Dec 2017, 18:13
QUOTE (t-90 @ 6 Dec 2017, 18:03 )
Cassiopeia
QUOTE
რთი და მრავალი ცვლადის კალკულუსის (დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის) კარგ წიგნებს ვერ მირჩევ ?

ენა
ქართული რუსული ინგლისური
მოწოდება
ვიდეოკურსი
წიგნი.
კონსპექტი.

ინგლისური

წიგნი უმჯობესია

.................

Posted by: lulz0 6 Dec 2017, 18:33
_GHOST_
კარგი ჩანს, გადავხედავ.

პ.ს
https://www.khanacademy.org/math/ap-calculus-ab
ეს მაქ დაწყებული და შემთხვევით ხომ არ იცი თუ ღირს?

Posted by: G1oba1 7 Dec 2017, 23:59
ხო იძახით არ უნდაო მათემატიკა?

დავალება მაქვს არამათემატიკოს პროგრამისტებთან და მაინტერესებს მათემატიკის გარეშე როგორ გაართმევენ თავს...

მაქვს თამაში სადაც ჩემი ერთ ერთი პერსონაჯს აქვს რადარი რომელიც ამ რადარს ასხივებს რაღაც გარკვეული 1000 მეტრზე ამ თამაშში მას გააჩნია თავისი კორდინატი X,Y
ეხლა მე მინდა განათდეს ის დანარჩენი პერსონაჟები რომლებიც მოხვდებიან ამ რადარის დიაპაზონში
ასევე მაქვს დანარჩენი მოთამაშეების კორდინატები
იდეა ასეთია 1000 მეტრზე ჩვეულებრივი თვალით ეს პერსონაჟი ვერ ხედავს მოწინააღმდეგე პერსონაჟებს
მაგრამ მას აქვს რადარი და როცა ამ რადას ჩართავს უნდა განათდეს ის პერსონაჟები რომლებიც იმყოფებიან ათას მეტრზე ახლოს
თუ ვერ მიხვდით კიდე დავწვრილმანდები

Posted by: nv86 8 Dec 2017, 00:28
G1oba1
რას დამტკიცება გინდა ვერ ვხდები.
ვინც მატემატიკა იცით მაგრებიხართ და დანარჩენი მდაბიო პლებე ლოხები?

tkinter-ს აქვს canvas ფუნქცია მაგაზე ხატავ და მაგას აქვს ეგ კორდინატების სისტემა. tuple- გადასცემ კორდინატებს სადაც გინდა რო დახატოს რამე. არ მახსოვს ეხლა ზუსტად რა როგორ მაგრამ პითონში მაგ კოდს დაგიწერ თუ გინდა და რა მერე?

პიანი ვარ და ფხიზელზე დაგიწერ.

კარგი სავარჯიშოა მამენტ და გამომადგება მეც.
ვნახოთ თუ შევასრულებ აბა. პითონის ოფიციალური ბიბლიოთეკის მანუალის გარდა ვეცდები სხვა რესურსები არ გამოვიყენო. და რაც მაქვს არსებული წიგნები ეგეც.

Posted by: G1oba1 8 Dec 2017, 00:42
nv86
გგონია მე ვიცი მათემატიკა? არა არ ვიცი და ძალიან ვწვალობ ყოველთვის
მე იმის დამტკიცება მინდა რომ მათემატიკა აუცილებელია როცა სერიოზულ თემაში აპირებ გაჩითვას
ისე მანდ არაფერი უმაღლესი მათემატიკაა საჭირო სკოლის მათემატიკაა


QUOTE
tkinter-ს აქვს canvas ფუნქცია მაგაზე ხატავ და მაგას აქვს ეგ კორდინატების სისტემა. tuple- გადასცემ კორდინატებს სადაც გინდა რო დახატოს რამე. არ მახსოვს ეხლა ზუსტად რა როგორ მაგრამ პითონში მაგ კოდს დაგიწერ თუ გინდა და რა მერე?

არაფრის დახატვა არ მინდა უბრალოდ მათემატიკურად თუ დაწერ მაგ კოდს მაინტერესებს შენი უფრო დიდი კოდი იქნება თუ ჩემი

Posted by: nv86 8 Dec 2017, 01:16
G1oba1
მოიცა თითქმის დავწერე.

ოღონდ ცოტა ვიხალტურე. რა წიგნსაც ვკითხულობდი იქედან ავიღე მაგლითი კოდი და ცოტა ჩავასწორე.

მოკლედ ფანჯარაა. შენ მაუსს ამოძრავებ დაჭერილს. და თუ რომელიმე ტოჩკა 1000მეტრის რადიუსშია ილუმინაცია ჩაერთვება.
სწორად გავიგე ამოცანაა?

თუ ძაან ავცდი შინაარს მითხარი არაუშავს. ლუდი დავლიე და ცოტა გაფანტული ვარ არ გამიტყდება. smile.gif

ისე მადლობა კარგი მაგალითია თუ შევძელი გაკეთება. კიდე გაჩითეთ ხოლმე რამე ამოცანები smile.gif

მათემატიკურად ვერ და არ დავწერ. რატო? მაქვს GUI ბიბლიოთეკა.

ერთადერთი რასაც მათემატიკურად გავაკეთებ არის კოდრინატების ფუნქცია. ეს შეიძლება იყოს ქალბექ ლამბდა ან ცალკე ფუნქცია.

მე მგონი შენ უფრო სხვა რაღაც გინდა.
მაგრამ მე მარტივად მაინც გაგიკეთებ. რაც დავწერე ზემოთ.

კოდი მოკლედ ჰაჰა 40 ხაზი თავის იდენტეიშნებით და კომენტარებით smile.gif

Posted by: G1oba1 8 Dec 2017, 01:24
nv86
QUOTE
მოკლედ ფანჯარაა. შენ მაუსს ამოძრავებ დაჭერილს. და თუ რომელიმე ტოჩკა 1000მეტრის რადიუსშია ილუმინაცია ჩაერთვება.
სწორად გავიგე ამოცანაა?

ეგრეც შეილება შინაარსი იგივეა

QUOTE
კოდი მოკლედ ჰაჰა 40 ხაზი თავის იდენტეიშნებით და კომენტარებით 

ძაან დიდი გამოგდის ძმობილო

1000 მეტრიანი რგოლი, და როცა ამ რგოლზე დააკლიკავ ივენთი რომ ირთვებიდეს

ოღნ ვებში არ გააკეთო onClick მეთოდით ))

Posted by: nv86 8 Dec 2017, 01:31
QUOTE
ძაან დიდი გამოგდის ძმობილო

კაი 25-ზე ჩამოვალ.

გუი ბიბლიოთეკას მიაქვს ნახევარი. მოკლედ ნახავ სულ ცოტა დამრჩა 5 წამი.
* * *
CODE
from tkinter import *

'''კოდმა რომ იმუშაოს ფანჯარაში მაუსზე დაჭერილი ღილაკი უნდა ამოძრაო
როგოცკი მოხვდება 100 მეტრის რადიუსში ინთება "ტოჩკა"
'''
canvas_width = 1200
canvas_height = 600

shipx = 300 # აქ არის ჩვენი დამალული "ტოჩკა" ხ კორდინატი
shipy = 450 # იგივე Y კორიდნატი ტოჩკის თუ სხვაობა 100-მეტია. ანუ 100 მეტრის რადიუსშია ინთება



def paint(event):
   python_green = "#476042"
   x1, y1 = event.x,event.y
   print(x1)
   if abs(x1 - shipx) < 100 and abs(y1 - shipy) < 100:
       w.create_oval(shipx-3,shipy-3, shipx+3, shipy+3, fill=python_green)
   else:
       w.delete('all')



master = Tk()
master.title("Points")
w = Canvas(master,
          width=canvas_width,
          height=canvas_height)
w.pack(expand=YES, fill=BOTH)
w.bind("<B1-Motion>", paint)

message = Label(master, text="Press and Drag the mouse to draw")
message.pack(side=BOTTOM)

mainloop()



ისე გული მიგრძნობ ფხიზელზე ჯობდა დამეწერა იმტირო უკვე ვიპოვე შეცდომა smile.gif

ხვალამდე. მადლობა სავარჯიშოსტVის და ბოდიში გამოხტომისთვის არ მინდოდა ზემოთ რაც დავწერე მაგის თქმა. სხვა რაღაცის თქმა მინდოდა რა რაღAც ვიტიპე მოკლედ.

p.s გავასწორ < 100 მაკლდა მე-17-ე ხაზზე.

ვებ მაკაკას და აბსოლუტურად გაუნათლებელ დამწყებს რაც მოეთხოვება მემგონი შევასრულე old.gif
* * *
კიდევ ერთხელ ჩავასწორებ.

მაუსს თუ გაწევ 100 მეტრის რადიუსიდან რომ წაშალოს 'ტოჩკა'

else:
w.delete('all')

და ეგაა.
* * *
ხვალ ვეცდები გავაკლასო ეს ამოცანა ანუ კლასი დავწერო.

და 1 ტოჩკის ნაცვლად რამოდენიბე იქნება.

აი ეგ უკვე ცოტა რთულა და საინტერესოც.
რომ არ თქვან მერე რო პროცედურული პროგრამირების სტილს მისდევ და if else-ის გარდა არაფერი იციო war.gif


პ.პ.პ.პ.პ.ს ვიცი კოორდინატი რომ კორდინატად არ იწერება.

ისიც ვიცი რო გრამატიკის ყველა წესის და არამარტო გრამატიკის წესებზე ცეკვით გავიარე.
მაპატიეთ facepalm.gif შანიძე რო ფორუმელი ყოფილიყო დამისატკავებდა ჩემს ნომერს გაიგება და და დამჭრიდა სადმე ბნელ კუთხეში დამაგორებდა. ეგეც ვიცი. და ისიც ვიცი რომ მათემატიკა საერთოდ არ ვიცი და
ხვალინდელი დღის რეზოლუშენი ასეთ იქნება. მოწევას ვანებებ თავს და https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98_%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94 იქნება ჩემი ჰოუმფეიჯი

Posted by: t-90 8 Dec 2017, 18:26
Cassiopeia
https://www.dropbox.com/s/uyl51or8keic8xw/Calculus.rar?dl=0

Posted by: Kaxo 9 Dec 2017, 01:10
თუ ფუნქციონალური პროგრამირება გინდა ისწავლო. ჩათვალე რომ მათემატიკის ცოდნის გარეშე დზაან გაგიჭირდება

Posted by: Cassiopeia 9 Dec 2017, 18:13
QUOTE (t-90 @ 8 Dec 2017, 18:26 )
Cassiopeia
https://www.dropbox.com/s/uyl51or8keic8xw/Calculus.rar?dl=0

დიდი მადლობა!

--------------------------

Posted by: giorgi877 16 Dec 2017, 18:10
nv86
rac daweret axla tqvesno azrit odnavb mainc baris siamrtlestan? nebismier temas rom shevexot rasac realur czovrebashi viyenebt, photoebi, videoebi, xmis amocnoba , biometriuli algoritembix, ra aris es qveni azrit? jpeg is codeci, furies analizi matematikis garda araferia, garda amisa ,ubralo f(x) funqcia romelis gareshec ar arsebobs faqtiurad arcerti ena, ra aris es? istoria?

Posted by: 1717 18 Dec 2017, 10:32
nv86

მათემატიკა, როგორც აღნიშნეს, ზოგიერთი მიმართლებით სრულიად აუცილებელია, სხვაგან - თითქმის "არ ჩანს"
ნებისმიერ შემთხვევეაში სკოლის კურსის "საშუალო" ცოდნა მაინც სასურველია, ასე ვფიქრობ.

QUOTE
ახლა სახლში ვზივარ და ტრაკის აუწევლად ვშოულობ მინუმუმ 4 იმდენს რასაც ყველაზე კარგად ანაზღAურებად IT სამსახურებში მიხდიდნენ.

თუ დრო გექნებათ და სურვილი, თემა რომ გახსნათ ამაზე (რა ტექნოლოგიებს იყენებთ, რას აკეთებთ, კლიენტებს სად ნახულობთ, როგორ მიხვედით ასეთ ცხოვრებამდე და ა.შ ), ვფიქრობ, ბევრი ახალგაზრდისათვის (და არამარტო) საინტერესო უნდა იყოს (მეც ინტერესით წავიკითხავდი)

Posted by: Hallogallo 23 Dec 2017, 11:37
სკოლაში კი კარგად ვსწავლობდი მათემატიკას,მაგრამ იმდენი წელია გასული.... ბევრი რამის გახსენება და ახლიდან სწავლა მიწევს ხოლმე

Posted by: lulz0 24 Feb 2018, 23:30
t-90
შენი რჩევა მჭირდება თუ შეიძლება.
რამოდენიმე კითხვა მაქ.

სკოლის მათემატიკას ვუგებ.
წელს ვაბარებ უნიში. აქედანვე ვიცი რომ არაფერ სერიოზულს მასწავლიან მათემატიკაში და არამარტო.
როგორც დავწერე კრიპტოგრაფია, ალგორითმები, ა.ი და კომპიუტერულ მეცნიერებეში თეორიულად თითქმის ყველაფერი მაინტერესებს რაც მათემატიკასთან გემრიელ კავშირშია.
ისიც ვიცი, რომ 'ყველაფერი მაინტერესებს, გამოუშვი' არაა მასე საქმე. ამიტომ ახლა გამოვყოფ (იმ ზერელე წარმოდგენიდან რაც მაქ მაგ სფეროში) იმ სამს(კრიპტოგრაფია, ალგორითმები, ა.ი).
ალგორითმებს მგონია მათემატიკა უფრო ზოგადად ეხება ანუ ბევრ მათემატიკის დისკურსებში განივრცობა. მაგრამ დანარჩენები დავგუგლე და კრიპტოგრაფია რიცხვთა თეორიაზე ყოფილა აგებული. ხოლო ა.ი ძირითადად წრფივი ალგებრა, კალკულუსი, დისკრეტ მათ.

ვფიქრობ კალკულუსით დავიწყო ასათვისებლად ადვილი ჩანს თან საინტერსოც. მერე გადავიდე წრფივ ალგებრაზე. და რიცხვთა თეორიაზე.
რას ფიქრობ სწორი მიდგომაა?

რიხვთა თეორიის ანაბანა წიგნებს რო გადავხედე კალკულუსთან შედარებით უფრო ძნელია. ამ დარგში უკეთ გასარკვევად სხვა მაგალითად კალკულუსი ან დისკრეტ მათის ბექგრაუნდი გამომადგება?

იქნებ სხვა მიდგომას მირჩევდი?

წიგნებს რაც შეეხება. შენი დადებული ბერკლეის წიგნით ვაპირებ კალკულუსის დაწყებას.და ამ წიგნის შემდეგ რას მირჩევდი იმავე კალკულუსში? და რომელ წიგნს მირჩევდი რიცხვთა თეორიაში? [ინგლისურად]. ან თუ სხვა მიდგომას შემომთავაზებ იქნებ საჭირო რესურსებიც (წიგნები უმეტესად) მირჩიო.

მადლობა წინაწარ!
პ.ს მართალია რეფლაი ტ-90 ისთვის იყო, მაგრამ ნებისმიერ კომპეტენტურ გამოხმაურებაზე მადლობელი დაგრჩებით.

Posted by: t-90 24 Feb 2018, 23:52
lulz0
QUOTE
სკოლის მათემატიკას ვუგებ.
წელს ვაბარებ უნიში. აქედანვე ვიცი რომ არაფერ სერიოზულს მასწავლიან მათემატიკაში და არამარტო.
როგორც დავწერე კრიპტოგრაფია, ალგორითმები, ა.ი და კომპიუტერულ მეცნიერებეში თეორიულად თითქმის ყველაფერი მაინტერესებს რაც მათემატიკასთან გემრიელ კავშირშია.
ისიც ვიცი, რომ 'ყველაფერი მაინტერესებს, გამოუშვი' არაა მასე საქმე. ამიტომ ახლა გამოვყოფ (იმ ზერელე წარმოდგენიდან რაც მაქ მაგ სფეროში) იმ სამს(კრიპტოგრაფია, ალგორითმები, ა.ი).
ალგორითმებს მგონია მათემატიკა უფრო ზოგადად ეხება ანუ ბევრ მათემატიკის დისკურსებში განივრცობა. მაგრამ დანარჩენები დავგუგლე და კრიპტოგრაფია რიცხვთა თეორიაზე ყოფილა აგებული. ხოლო ა.ი ძირითადად წრფივი ალგებრა, კალკულუსი, დისკრეტ მათ.

კრიპტოგრაფია არის ძალიან სპეციფიკური მეცნიერება რაც მოითხოვს ძალიან სერიოზულ მათემატიკურ აპარატს რამდენიმე მონათესავე მეცნიერებებში.
ნუ მეცნიერულ დონეზე რაც შეეხება თორე ისე პირიქით, პირიქით.
ჯერ უნდა დაიწყო წრფივი ალგებრა, კალკულუსი და ა.შ.
QUOTE
ვფიქრობ კალკულუსით დავიწყო ასათვისებლად ადვილი ჩანს თან საინტერსოც. მერე გადავიდე წრფივ ალგებრაზე. და რიცხვთა თეორიაზე.
რას ფიქრობ სწორი მიდგომაა?

კალკულუსი და წრფივი ალგებრა ერთად დაიწყე ნელნელა.
QUOTE
რიხვთა თეორიის ანაბანა წიგნებს რო გადავხედე კალკულუსთან შედარებით უფრო ძნელია. ამ დარგში უკეთ გასარკვევად სხვა მაგალითად კალკულუსი ან დისკრეტ მათის ბექგრაუნდი გამომადგება?

კი.
მაგრამ უფრო ალგებრაზე ორიენტირებული იყავი.
თუმცა კალკულუსი და დისკრეტული მათემატიკა არის მინიმუმი აუცილებლობა.
QUOTE
წიგნებს რაც შეეხება. შენი დადებული ბერკლეის წიგნით ვაპირებ კალკულუსის დაწყებას.და ამ წიგნის შემდეგ რას მირჩევდი იმავე კალკულუსში? და რომელ წიგნს მირჩევდი რიცხვთა თეორიაში? [ინგლისურად]. ან თუ სხვა მიდგომას შემომთავაზებ იქნებ საჭირო რესურსებიც (წიგნები უმეტესად) მირჩიო.

ჯერ ის გაიარე და მერე გამოიარე და გირჩევ.
1500 გვერდი ურთულესი წიგნია.

Posted by: lulz0 25 Feb 2018, 00:32
t-90
მადლობა რჩევებისთვის.

QUOTE
ალგებრაზე ორიენტირებული იყავი.

ამ გახსნებაზე. შენი დადებული წიგნი, ბეისიქ ალგებრის წაკითხვა მინდოდა, მაგრამ რამოდენიმე გვერდის ჩასქროლვის მერე ფიზიკურად შეუძლებელი გახდა. და რაიმე წიგნს(ებს) ხომ ვერ მირჩევდი ტრამპლინად სკოლის ალგებრასა და მაგ წიგნს შორის?

Posted by: ჩანიძე 25 Feb 2018, 11:34
lulz0
ისეთ ადგილას სად აბარებ ახლავე იმას რომ ფიქრობ რომ სერიოზულს არაფერს გასწავლიან ? ;დ

მგონი გიჯობს ახლა მაქსიმალურად გამოცდებზე იყო ორიენტირებული
და ისეთ ადგილას სცადო ბედი სადაც მისვლა და სწავლა მართლა ღირს

* * *
ან რავიცი თუ გინდა დამიპიემე და გეტყვი რა თანმიმდევრობით და რა მასალით გავდივართ თავისუფალში user.gif

Posted by: lulz0 25 Feb 2018, 12:28
ჩანიძე
QUOTE
ისეთ ადგილას სად აბარებ ახლავე იმას რომ ფიქრობ რომ სერიოზულს არაფერს გასწავლიან ?

თსუ-ში ვაპირებ.
ძირითადში ორი მიზეზია:
ტრივიალური->ნაცნობი სწავლობს და გამოცდილება გამიზიარა.
მისაღები-> სილაბუსს გადავხედე.

Posted by: ჩანიძე 25 Feb 2018, 13:03
ნუ რავი მე მოგწერე მაინც
გადაწყვეტილება შენი მისაღებია

ისე გამიგია რომ ჯავახიშვილში მათემატიკას დიდი ყურადღება ექცევაო ;დ


Posted by: elodin 27 Feb 2018, 10:40
QUOTE
ისე გამიგია რომ ჯავახიშვილში მათემატიკას დიდი ყურადღება ექცევაო ;დ

ასეა.

Posted by: DBerra 27 Feb 2018, 12:58
თემას არ ეხება მაგრამ ყოველთვის მაინტერსებდა, ამ ფორუმზე "სერიოზულ" პროგრამირებაში მარტო ცხვრების და ძროხების ალგორითმების გადაწყვეტა რატომ ითვლება ან თამაშების წერა?

Posted by: elodin 27 Feb 2018, 13:03
QUOTE
თემას არ ეხება მაგრამ ყოველთვის მაინტერსებდა, ამ ფორუმზე "სერიოზულ" პროგრამირებაში მარტო ცხვრების და ძროხების ალგორითმების გადაწყვეტა რატომ ითვლება ან თამაშების წერა?

ანუ ?

Posted by: syaruna 26 Mar 2018, 20:19
https://ka.khanacademy.org/math <--- ეს რესურსი საკმარისი იქნება ნულიდან სკოლის პროგრამის გასავლელად ? თუ ძაან ზედაპირულია?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)