forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (9) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კანონი ცივი იარაღის შესახებ, რისი ტარება შეიძლება
1717
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 686
წევრი No.: 74155
რეგისტრ.: 10-November 08

გამოგზავნილია: 11 Sep 2009, 17:37  #15469525      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კანონის დარღვევას ჩვენს მიერ ვერასოდეს გავამართლებთ იმით, რომ სხვა არღვევს (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამას არ ღებულობს სასამართლო/სამართალდამცველი ორგანოები).
ჩვენ პირადად და უშუალოდ ვართ კანონის წინაშე პასუხისმგებელი.
აი, იმან მომყიდა და რატომ ყიდის ტავისუფლად თუ არ შეიძლება ტარება, აი, ის ატარებს და არ სჯიან - ეს "ლირიკაა" და ასეთი ლირიკა ვერ დაგვიცავს პასუხისმგებლობისაგან.
გვიცავს (უნდა დაგვიცვას) მხოლოდ კანონის ცოდნა და მისი მოთხოვნების შესრულება.

ამ თემის განხილვაში გამოჩნდა შეუსაბამობანი, რომელმაც შეიძლება დააბნიოს/დაგვაბნიოს.

უყურეთ, რას წერს ლევანი 777888:
"21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლობის მქონე ანდა ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება დასჯადია... ისჯება ჯარიმით"

და, აი, რას წერს ეკატერინა 1:
,,აკრძალულია ფიზიკურ პირთა მიერ ცივი და ცივი სასროლი იარაღის დამზადება და ტარება. ასეთი სახის იარაღის შეძენა, შენახვა, გადატანა=გადაზიდვა და გადაგზავნა დაიშვება საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის საფუძველზე".

ანუ, ლევანი უშვებს 21 წელზე მეტი ასაკის პირისათვის ცივი იარაღის ტარებას, ეკატერინა საერთოდ კრძალავს ნებისმიერ ასაკში...
რა ხდება?


This post has been edited by 1717 on 11 Sep 2009, 17:48
Thug L1fe
DarkC0d3r


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1757
წევრი No.: 49745
რეგისტრ.: 21-December 07

გამოგზავნილია: 11 Sep 2009, 17:48  #15469715      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (1717 @ 11 Sep 2009, 17:37 )
კანონის დარღვევას ჩვენს მიერ ვერასოდეს გავამართლებთ იმით, რომ სხვა არღვევს (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამას არ ღებულობს სასამართლო/სამართალდამცველი ორგანოები).
ჩვენ პირადად და უშუალოდ ვართ კანონის წინაშე პასუხისმგებელი.
აი, იმან მომყიდა და რატომ ყიდის ტავისუფლად თუ არ შეიძლება ტარება, აი, ის ატარებს და არ სჯიან - ეს "ლირიკაა" და ასეთი ლირიკა ვერ დაგვიცავს პასუხისმგებლობისაგან.
გვიცავს (უნდა დაგვიცვას) მხოლოდ კანონის ცოდნა და მისი მოთხოვნების შესრულება.

და ეგ არის რა ლოგიკაში რო არ ჯდება მაგათი კანონები!!!! 21 წლამდე ასაკის პირს უშლის ცივი იარაღის ტარებას და ვინც 21წლამდე პირს ყიდის ამ ცივ იარაღს მაგას არა! აბა ლოგიკურად რო დავფიქრდეთ ხარ 16 ან უფრო ცოტა მეტის (მაგალითზე მომყავს) მიხვედი იყიდე დანა გამოდიხარ გაჩერებს პატრული ან უბნის ინსპექტორი და გიწერს დადგენილ ჯარიმას !!! უბრალოდ სისულელეა და მეტი არაფერი! და მაგათ რო კითხოთ წესრიგს იცავენ! ეგ არ არის წესრიგი ეგ სრული სისულელეა!!!


--------------------
0'x'1'0 hex
ekaterina I
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 87
წევრი No.: 99509
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 14 Sep 2009, 16:52  #15514898      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ლევანი უშვებს 21 წელზე მეტი ასაკის პირისათვის ცივი იარაღის ტარებას, ეკატერინა საერთოდ კრძალავს ნებისმიერ ასაკში...
რა ხდება?


ეკატერინა არ კრძალავს ძვირფასო, კანონი კრძალავს და ეგ კანონი ჩემი დაწერილი არ არის wink.gif


--------------------
,,მე არ ვარ სხეული, რომელშიც სულია ჩასახული, მე ვარ სული, რომლის ნაწილი
ხილულია და მას სხეული ჰქვია"
1717
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 686
წევრი No.: 74155
რეგისტრ.: 10-November 08

გამოგზავნილია: 14 Sep 2009, 16:58  #15515000      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (ekaterina I @ 14 Sep 2009, 16:52 )
QUOTE
ლევანი უშვებს 21 წელზე მეტი ასაკის პირისათვის ცივი იარაღის ტარებას, ეკატერინა საერთოდ კრძალავს ნებისმიერ ასაკში...
რა ხდება?


ეკატერინა არ კრძალავს ძვირფასო, კანონი კრძალავს და ეგ კანონი ჩემი დაწერილი არ არის wink.gif

smile.gif.
შეგიძლია მოიყვანო ოფიციალური წყარო (ბმული) "მაგ კანონისა"
და დაასახელო მუხლი (პუნქტი), სადაც მაგ აკრძალვის შესახებ წერია?
levan777888
LFC


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6618
წევრი No.: 95206
რეგისტრ.: 6-July 09

გამოგზავნილია: 14 Sep 2009, 18:14  #15516175      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი


მუხლი 2381. 21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლობის მქონე
ან/და ნარკოტიკების მოხმარებისათვის
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი
იარაღის ტარება (29.12.2006 N 4213)
1. 21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლობის მქონე ან/და ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, –
ისჯება ჯარიმით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) იმის მიერ, ვინც ნასამართლევი იყო განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
1717
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 686
წევრი No.: 74155
რეგისტრ.: 10-November 08

გამოგზავნილია: 14 Sep 2009, 18:38  #15516538      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (levan777888 @ 14 Sep 2009, 18:14 )
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი


მუხლი 2381. 21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლობის მქონე
            ან/და ნარკოტიკების მოხმარებისათვის 
            ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი
            იარაღის ტარება (29.12.2006 N 4213)
1. 21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლობის მქონე ან/და ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, –
ისჯება ჯარიმით.
            2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) იმის მიერ, ვინც ნასამართლევი იყო განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ანუ 21 წლის და მეტი ასაკის არანასამართლევი და ნარკოტიკების მოხმარებისათვის არა ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება არ ისჯება (დაშვებულია).
ლევანმა დაასაბუთა თავისი უწინდელი პოზიცია.

საინტერესოა, ეკატერინა რა წყაროთი სარგებლობდა, როცა საერთოდ ნებისმიერ ფიზიკურ პირს "უკრძალავდა" ცივი იარაღის ტარებას....

This post has been edited by 1717 on 14 Sep 2009, 18:48
ekaterina I
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 87
წევრი No.: 99509
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 15 Sep 2009, 13:27  #15527556      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1717

QUOTE
.
შეგიძლია მოიყვანო ოფიციალური წყარო (ბმული) "მაგ კანონისა"
და დაასახელო მუხლი (პუნქტი), სადაც მაგ აკრძალვის შესახებ წერია?


შენ რატომ გგონია რომ ზეპირად ვლაპარაკობ?
ეხლავე გეტყვი სად მოიძიო wink.gif

კანონი იარაღის შესახებ, თავი მეხუთე (იარაღის ბრუნვა), მუხლი მე-12, პუნქტი მე-2 .
ციტირება:
,,აკრძალულია ფიზიკურ პირთა მიერ ცივი და ცივი სასროლი იარაღის დამზადება და ტარება. ასეთი სახის იარაღის შეძენა, შენახვა, გადატანა=გადაზიდვა და გადაგზავნა დაიშვება საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის საფუძველზე".

აქ ასაკზე საუბარი საერთოდ არ არის როგორც ხედავთ.

იქ კიდევ ბევრი საინტერესო რამ წერია სხვათაშორის wink.gif

და ამ თემის სათაურთან დაკავშირებით ვიტყვი - კანონი ცივი იარაღის შესახებ არ არსებობს smile.gif

This post has been edited by ekaterina I on 15 Sep 2009, 13:28
1717
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 686
წევრი No.: 74155
რეგისტრ.: 10-November 08

გამოგზავნილია: 15 Sep 2009, 13:46  #15527868      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არა, ეკა (შეიძლება ასე მოგმართო?), სულაც არ მგონია, რომ "ზეპირად ლაპარაკობ" smile.gif.

მაგრამ რა ხდება?
კანონი იარაღის შესახებ (შენს მიერ მოყვანილი ამონარიდი) საერთოდ კრძალავს ცივი იარაღის ტარებას ("აკრძალულია ფიზიკურ პირთა მიერ ცივი ........ იარაღის .... ტარება") ნებისმიერ ასაკის ფიზიკური პირის მიერ.
ხოლო სისხლის სამართლის კოდექსი (ლევანმა მოიყვანა მუხლი 2381 ) სასჯელს ითვალისწინებს მხოლოდ 21 წლის ასაკს მიუღწეველი (ნარკოტიკებს და ნასამართლობას თავი დავანებოთ) პირისათვის.
კოლიზიაა?

ვის შეუძლია ახსნას ეს, ერთი შეხედვით, "შეუსაბამობა" ? გაგვარკვიეთ, გეთაყვა...

გამოვთქვამ ჩემს ვარაუდს (მხოლოდ ვარაუდს!).
თუ ლევანის და ეკატერინას მიერ მოხმობილი ამონარიდები ნორმატიული აქტებიდან ორივე მოქმედია ამჟამად, მაშინ:
1. 21 წელს გადაცილებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება ისჯება არა სისხლის სამართლის, არამედ ადმინისტრაციული წესით. ანუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, (არსებობს ასეთი?) უნდა ვეძებოთ შესაბამისი სახდელი.
ან
2. კანონებს შორის კოლიზიაა.

This post has been edited by 1717 on 15 Sep 2009, 13:55
ekaterina I
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 87
წევრი No.: 99509
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 15 Sep 2009, 14:51  #15528947      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეხლა რა ხდება ჩემო კარგო
ორივე ნორმა მოქმედია კი.
სსკ 238 პრიმა მუხლი ამბობს, რომ :
,,21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლობის მქონე ან/და ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, –
ისჯება ჯარიმით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) იმის მიერ, ვინც ნასამართლევი იყო განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე."
ხოლო, როგორც ზემოთ აღვნიშნე, კანონი იარაღის შესახებ ამბობს:
,,აკრძალულია ფიზიკურ პირთა მიერ ცივი და ცივი სასროლი იარაღის დამზადება და ტარება. ასეთი სახის იარაღის შეძენა, შენახვა, გადატანა=გადაზიდვა და გადაგზავნა დაიშვება საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის საფუძველზე".

მიაქციე ყურადღება იმას, რომ კანონი იარაღის შესახებ საერთოდ კრძალავს ცივი იარაღის ტარებას.

21 წელი სსკ ში ამ შემთხვევაში არის მაკვალიფიცირებელი გარემოება.

მაპატიე, დრო ნაკლებად მქონდა ამ პასუხისთვის და ცოტა არეულად დავწერე მგონი, შემდეგ ვეცდები უფრო სრულყოფილად გიპასუხო . იმედია არ მიწყენ smile.gif

სხვა შემთხვევაშI ვფიქრობ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით მოხდება საკითხის განხილვა.



1717
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 686
წევრი No.: 74155
რეგისტრ.: 10-November 08

გამოგზავნილია: 15 Sep 2009, 15:59  #15530239      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (ekaterina I @ 15 Sep 2009, 14:51 )
ეხლა რა ხდება ჩემო კარგო
ორივე ნორმა მოქმედია კი.
სსკ 238 პრიმა მუხლი ამბობს, რომ :
,,21 წლის ასაკს მიუღწეველი ან ნასამართლობის მქონე ან/და ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, –
ისჯება ჯარიმით.
            2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) იმის მიერ, ვინც ნასამართლევი იყო განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე."
ხოლო, როგორც ზემოთ აღვნიშნე, კანონი იარაღის შესახებ ამბობს:
,,აკრძალულია ფიზიკურ პირთა მიერ ცივი და ცივი სასროლი იარაღის დამზადება და ტარება. ასეთი სახის იარაღის შეძენა, შენახვა, გადატანა=გადაზიდვა და გადაგზავნა დაიშვება საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის საფუძველზე".

მიაქციე ყურადღება იმას, რომ კანონი იარაღის შესახებ საერთოდ კრძალავს ცივი იარაღის ტარებას.

21 წელი სსკ ში ამ შემთხვევაში არის მაკვალიფიცირებელი გარემოება.

მაპატიე, დრო ნაკლებად მქონდა ამ პასუხისთვის და ცოტა არეულად დავწერე მგონი, შემდეგ ვეცდები უფრო სრულყოფილად გიპასუხო . იმედია არ მიწყენ smile.gif

სხვა შემთხვევაშI ვფიქრობ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით მოხდება საკითხის განხილვა.

smile.gif.
არაფერი ახალი არ თქმულა (არ გეწყინოს).

ზუსტად მაგ საკითხს ვუტრიალებთ რამდენი ხანია, თუ ცივი იარაღის ტარება აკრძალულია ყველა ასაკის ფიზიკური პირის მიერ (კანონი იარაღის შესახებ) და სისხლის სამართლის კოდექსი კი ამისათვის სჯის მხოლოდ 21 წელს მიუღწეველ ფიზიკურ პირებს (ნასამართლებსა და "ნარკომანებს" თავი გავანებოთ), სად არის 21 წელს მიღწეული (და 21-ზე მეტი ასაკის) პირების პასუხისმგებლობა ცივი იარაღის ტარებისათვის?!

"ზეპირი პასუხი" არ გვინდა, გვინდა ამონარიდი მოქმედი ნორმატიული აქტიდან (აქტის მითითებით), სადაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა 21 წლისა და მეტი ასაკის ფიზიკური პირებისა ცივი იარაღის ტარებისათვის.

This post has been edited by 1717 on 15 Sep 2009, 16:49
ekaterina I
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 87
წევრი No.: 99509
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 16 Sep 2009, 10:53  #15542970      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე იგივე უნდა გავიმეორო, კანონი საერთოდ კრძალავს ცივი იარაღის ტარებასაც, შენახვასაც და ა.შ.
სსკ ში როგორც უკვე გითხარი, 21 წელი არის მხოლოდ მაკვალიფიცირებელი გარემოება. მე ვერ გეტყვი სასამართლო პრაქტიკა ამასთან დაკავშირებით როგორია, მე არ ვარ სისხლის სამართლის სპეციალისტი, მაგრამ მე როგორც მესმის ისე გეუბნები.
უნდა აღვნიშნო, რომ ეგ ცვლილება სსკ ში შევიდა 2006 წელს, ხოლო კანონი იარაღის შესახებ ( ის დებულება რაზეც ვსაუბრობთ) კი 2003 წლიდან მოქმედებს. ანუ სსკ -ს აღნიშნული მუხლი შედარებით ახალია. სავსებით შესაძლებელია ასეთი ცვლილების შეტანის დროს არ ყოფილიყო განხილული იარაღის შესახებ კანონის მოცემული დებულება (რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის), მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ იარაღის შესახებ კანონში მითითებაა იმაზე, რომ ასეთი სახის (ანუ ცივი იარაღის) დამზადება და ტარება აკრძალულია, ხოლო შეძენა გადაზიდვა შენახვა საჭიროებს სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ ნებართვას. ნებართვის გაცემის წესებზე აღარ დავკონკრეტდები, რადგან ცალსახად აკრძალვაა ცივი იარაღის ტარებაზე. ვერ გეტყვი კონკრეტული საქმის განხილვის დროს სასამართლო რა გზით წავა . ალბათ სსკ ში ასეთი მუხლის ჩაწერისას უნდა გაეთვალისწინებინათ რა ეწერა ცივ იარაღზე კანონში იარაღის შესახებ და მუხლიც შესაბამისი უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ 21 წელს მიუღწეველი ასაკი იმიტომ არის მითითებული, რომ 21-ს ზემოთ აღნიშნული კანონდარღვევისთვის სასჯელი შედარებით მძიმე იქნება, ვიდრე 21 წელს მიუღწეველი პირისათვის.
ფაქტია, რომ საქართველოში მოქმედი კანონმმდებლობა დასახვეწია და ზოგჯერ გაუგებარიც. მინდა გითხრა, ამ ბოლო დროს ისეთი ცვლილებები შედის კანონებში და ისეთი სიხშირით, რომ ძნელია უკვე იმის მიხვედრა, რა ნორმა როდის როგორ უნდა გამოიყენო

This post has been edited by ekaterina I on 16 Sep 2009, 10:55
1717
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 686
წევრი No.: 74155
რეგისტრ.: 10-November 08

გამოგზავნილია: 16 Sep 2009, 11:32  #15543467      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვხედავ (თ), რომ კანონით "იარაღის შესახებ", დიახ, ცალსახად აკრძალვაა დაწესებული ცივი იარაღის ტარებაზე (განურჩევლად ფიზიკური პირის ასაკისა), მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს აკრძალვა "რეალიზდება" მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით, რომელიც ითვალისწინებს 21 წლის ასაკს მიუღწეველი (და ნასამართლევი და "ნარკომანი") პირების პასუხისმგებლობას ცივი იარაღის ტარებისათვის.

როგორც ჩანს, ვერ "ვპოულობთ" 21 წლისა და მეტი ასაკის პირის მიერ ცივი იარაღის ტარებაზე კონკრეტულ პასუხისმგებლობას მოქმედ ნორმატიულ აქტებში.
როგორ ვსჯით მათ ცივი იარაღის ტარებისათვის? ვერანაირად, არ გვაქვს არანაირი ნორმა (გიკრძალავ - "იარაღის შესახებ კანონი" - მაგრამ ვერ გსჯი smile.gif ).

QUOTE
ვფიქრობ 21 წელს მიუღწეველი ასაკი იმიტომ არის მითითებული, რომ 21-ს ზემოთ აღნიშნული კანონდარღვევისთვის სასჯელი შედარებით მძიმე იქნება, ვიდრე 21 წელს მიუღწეველი პირისათვის.


აქ ვერ დაგეთანხმები.
პირიქით, კანონმდებელმა ზუსტად 21 წლის ასაკს მიუღწეველობა ჩათვალა საზოგადოებისათვის მომეტებულ საფრთხედ! ამაზე მეტყველებს ის, რომ სსკ-ის შესაბამისი მუხლი მსჯელობს 21 წლის ასაკს მიუღწეველ პირებზე ნასამართლევ და ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირებთან ერთად (მათ თანაბრად)!
აქ, ალბათ, ის ლოგიკაა, რომ "ახალგაზრდებს" სისხლი "უდუღთ" და ცივი იარაღი მათ ხელში (ჯიბეში) მეტად სახიფათოა ვიდრე უფრო ასაკოვნების შემთხვევაში.

აქედან ვასკვნით, რომ 21 და მეტი ასაკის პირების პასუხისმგებლობა ან ადმინისტრაციული წესით უნდათ (უნდოდათ) შემოიღონ ან საერთოდ არ თვლიან საჭიროდ ასეთი პირების პასუხისმგებლობას.

This post has been edited by 1717 on 16 Sep 2009, 11:34
ekaterina I
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 87
წევრი No.: 99509
რეგისტრ.: 10-September 09

გამოგზავნილია: 16 Sep 2009, 12:41  #15544458      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
აქედან ვასკვნით, რომ 21 და მეტი ასაკის პირების პასუხისმგებლობა ან ადმინისტრაციული წესით უნდათ (უნდოდათ) შემოიღონ ან საერთოდ არ თვლიან საჭიროდ ასეთი პირების პასუხისმგებლობას.


შესაძლებელია ასე იყოს. ვერ გეტყვი, მე არ ვიცი რა უდევთ თავში იმათ, ვინს მაგ კანონებზე მუშაობენ და ვინც ამტკიცებს და ასე შემდეგ. მე მხოლოდ იმას გეუბნები, რაც კანონში წერია. ნუ ეხა, ქოთანს ყურს საიდანაც გინდა გამოაბამ ხო? wink.gifეგეთი მიდგომაა ამ შემთხვევაში მემგონი.
* * *
QUOTE
არ გვაქვს არანაირი ნორმა (გიკრძალავ - "იარაღის შესახებ კანონი" - მაგრამ ვერ გსჯი  ).


კანონი იარაღის შესახებ ვერ დაგსჯის ისედაც . კანონდარღვევებისათვის (სამართალდარღვევებისათვის) დასჯას ითვალისწინებს შესაბამისი კოდექსი smile.gif
ვინაიდან კანონი კრძალავს, ესეიგი არსებობს შესაბამისი სასჯელიც (ნუ მოიძებნებაwink.gif) . კანონის არცოდნა კი ამ შემთხვევაში არცოდვად არანაირად არ ითვლება
1717
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 686
წევრი No.: 74155
რეგისტრ.: 10-November 08

გამოგზავნილია: 16 Sep 2009, 13:17  #15545045      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
კანონი იარაღის შესახებ ვერ დაგსჯის ისედაც . კანონდარღვევებისათვის (სამართალდარღვევებისათვის) დასჯას ითვალისწინებს შესაბამისი კოდექსი smile.gif ვინაიდან კანონი კრძალავს, ესეიგი არსებობს შესაბამისი სასჯელიც (ნუ მოიძებნებაwink.gif) . კანონის არცოდნა კი ამ შემთხვევაში არცოდვად არანაირად არ ითვლება


ისევ მივუბრუნდეთ? smile.gif

ვერც შენ და ჯერჯერობით ვერც სხვამ ვერ მოიყვანეთ ნორმა, რომელიც ითვალისწინებს 21 წლის და მეტი ასაკის პირის კონკრეტულ პასუხისმგებლობას ცივი იარაღის ტარებისათვის.
"იარაღის შესახებ კანონს" არავინ "სთხოვს" დასჯას, ლაპარაკია მის საფუძველზე, მის მიერ შემოღებული აკრძალვის/ების რეალიზაციის მიზნით შეტანილ ცვლილებებზე შესაბამის კოდექსებში.
ხოლო მიდგომა, "ვინაიდან კანონი კრძალავს, ესეიგი არსებობს შესაბამისი სასჯელიც (ნუ მოიძებნება " არასერიოზულია (საერთოდ რად გვინდა მაშინ დაწერილი სამართალი?).
მოქალაქემ უნდა იცოდეს წინასწარ და ცხადად (და მითუმეტეს როცა საქმე სისხლის ან ადმინისტრაციულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას ეხება!), რა პასუხისმგებლობა დაეკისრება ამა თუ იმ დარღვევისათვის, სხვანაირად ეს "ლირიკაა" და არა სამართალი.
ასეთი შემთხვევები მოქალაქის სასარგებლოდ წყდება ნორმალური იურისდიქციის ქვეყნებში.

This post has been edited by 1717 on 16 Sep 2009, 13:29
giogrigolia
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2164
წევრი No.: 74991
რეგისტრ.: 17-November 08

გამოგზავნილია: 16 Sep 2009, 13:38  #15545371      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (1717 @ 16 Sep 2009, 13:17 )
მოქალაქის სასარგებლოდ წყდება ნორმალური იურისდიქციის ქვეყნებში.

givi.gif givi.gif pop.gif down1.gif ვცადე სმაილიკებით გამომეხატა ჩემი სათქმელი იმედია მიმიხვდით smile.gif


--------------------
კლავიატურა ყველაფერს იტანს.

შავი ანაფორა თეთრ ბილეთად არ უნდა იქცეს (Solveig)
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (9) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0344 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]