რამოდენიმე დღის წინ ერთმა იუზერმა დასვა შეკითხვა "არსებობს თუ არა, კარგი კინოს შეფასების უნივერსალური კრიტერიუმი? "
ჩემი აზრით- არსებობს, მაგრამ თემა მაგაზე არ არის. მოდი დავწეროთ ჩვენ რა კრიტერიუმებით ვაფასებთ ფილმებს და რას ვანიჭებთ უპირატესობას.
დავიწყებ მე.
მოკლედ, პირველ რიგში ვაფასებ თუ რა თემას ეხება ფილმი. თუ ფილმი არის ისეთ თემებზე როგორებიცაა: რელიგია, რა არის ადამიანის დანიშნულება ამ სამყაროში, ვინ ვართ ჩვენ და საიდან მოვდივართ, რა არის მორალი და რა გველოდება მომავალში და ა.შ. ანუ სერიოზული თემატიკის, როდესაც არის ფილმი და არა ბანალური თემები. შემდეგ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ თუ როგორ აჩვენებს თემას რეჟისორი და მოიტანს ჩვენამდე სათქმელს. არ არის საჭირო უამრავი მეტაფორა ან ალუზიები და ძალაინ პიზდეცინტელექტუალიზმში გადავარდნა, უფრო მარტივად შეიძლება გესაუბრებოდეს რეჟისორი, მაგრამ უნდა აკეთებდეს ხარისხიანად. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება დიდი რეჟისორების ფილმებიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი რეჟისორის, ფელინის ლეგენდარულ ფილმს ტკბილი ცხოვრებას მოვიყვან, სადაც ფელინიმ გვიჩვენა იტალიის საზოგადოების დაცემა, ჰოლივუდს დასცინა და გააკრიტიკა რომის კათოლიკური ეკლესია. ეს ყველაფერი პირდაპირი ტექსტით არ გაუკეთებია და არც განსაკუთრებული მეტაფორები გამოუცხვია მხოლოდ ძალიან პროფესორები რომ მიხვდებიან.
ფილმი ამავე დროს არის ძალიან სახალისო, დინამიური და ლამაზი.
პირდაპირი ტექსტით არ უნდა გესაუბრებოდეს არცერთი ხელოვანი, მაგრამ არც გადამლაშება ვარგა, პერო სასტავი რომ გებულობს მხოლოდ და შემდეგ ამით ამაყობენ.
შემდეგ უკვე არის ჩემთვის მნიშვნელოვანი კადრები <3
ლამაზი და განასკუთრებული კადრების დაფიქსირება კინოში საჭიროა, ჩემი აზრით. კინო ხომ ყველა არსებული ხელოვნების სინთეზია, განსაკუთრებით კი მხატვრობის და ფოტოგრაფიის. ასევე უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, რომ აუცლელებია რეჟისრომა ისეთი რამე მოფიქროს, რასაც ჩვეულებრივი მოკვდავი ვერ იზამს, ანუ მაგალითად, ავიღოთ ფეხბურთი და ვთქვათ უბანში ვთამაშობთ ფეხბურთს ამ დროს იჩითება რიკელმე, რომელსაც დიდი ღიპი აქვს, მაგრამ ბურთს წაკრავს თუ არა ფეხს, ეგრევე თვალში საცემი ხდება, რომ ეს კაცი ფეხბურთელი იყო და ისეთ რამეს გააკეთებს, რასაც ჩვენ უბანში მოთამაშე ფეხბურთელები ვერ ვიზამთ ))) იგვე დამოკიდებულება მაქვს რეჟისორთან, რომელიც ისეთ სცენარს დაწერს ან აარჩევს და ისე გადაიღებს და მოიფიქრებს ფილმის სიუჟეტს, რასაც უბრალო მაყურებელი ვერ შეძლებს. ამიტომ მაქვს პრეტენზია ისეთი ფილმების მიმართ, რომელიც ძალიან მარტივი გასაკეთებელია.
ახლა ბევრს გაუკვირდება ჯოკერს რომ მოვიყვან მაგალითად, რადგან ხალხს უდიდესი შედევრი ჰგონიათ )))
რაზე მაქვს მე პრეტენზია ჯოკერის მიმართ: ჯოკერი არის ფილმის, რომელიც რეჟისორმა შექმნა სკორსეზეს ორი გენიალური ფილმის ტაქსის მძღოლის და კომედიის მეფის შერწყმის შედეგად ))) უბრალოდ კი არ მიაგო პატივი სკორსეზეს შემოქმედებას ან ციტირება კი არ გააკეთა რაც ხელოვნებაში ჩვეულებრივი მოვლენაა და დასაძრახი არ არის, ტიპმა დააკოპირა ორი ფილმი და ჰქონდა ჯოკერი, როგორც ბრენდი და აზილა ერთმანეთში, რასაც ნებისმერი ადამიანი იმაზს, რომელიც კინომოყვარულია და ჩლუნგი არ არის. ახლა, ჩვენ რომ დათა თუთაშხიას სიუჟეტი დავაკოპიროთ მთლიანად და მას დავუმატოთ ხარება და გოგია, მაგარი რეჟისორი გამოვალთ ან მაგარი ფილმი გამოგვივა ? საპირისპირო შემთხვევა თუ დათას პერსონაჟს ავიღებთ ან თუნდაც რუსთაველსი ტრაიელს და ავთანდილს თანამედროვე ეპოქაში ჩავსვამთ და დღევანდელ რეალობაში ვაჩვენებთ თანმედროვე ტარიელის და ავთანდილის პრობლემებს, იგვე ითქთმის დათაზე და სხვა პერსონაჟებზე იქნებიან ესენი ლიტერატურის თუ კინოს სამყაროდან.... ასევე, შეგვიძლია მეტაფორის მხრივ გამოვიყენოთ უდიდესი ქართული კინოშედევრები ან უბრალოდ ციტირება მოვახდინოთ. რაც ჩვეულებრივი მოვლენა, როგორც თავში აღვნიშნე.
ახლა ტრანტინოს მოყვანა არ გაბედოთ, ეგ სხვა თემა და მაგაზე სხვა დროს ვისაუბრებ თუ ვერ ხვდებით რატომ არ შეიძლება მაგის არგუმენტად გამოყენება.
შემდეგ ძალიან მიყვარს ე.წ პოეტური კინო, იმედი ამის ახსნას არ მომთხოვთ თუ რას ნიშნავს პოეტური კინო.
რა თქმა უნდა, დიალოგებსაც ვანიჭებ უპირატესობას და დრამატურგიას.
აი, რაც არ მაინტერესებს ფერთა ცვლილებები რომ არის და ფერებით გადმოსცემა პერსონაჟების განწყობის, ან ახლო და შორი კადრებით თამაში ))) მსახიობების თამაშს რაც შეეხება, თუ ზემოთ რაც ჩამოვთვალე ყველაფერი უმაღლეს დოენზეა ,დიდად არ გამოვეკიდები მსახობების თამაშს თუ ისეთი არ არის, როგორც თანამედროვე ქართულ ტელე სერიალებში ან იგვე რუსულ სერიალებში
კარგი მუსიკა ასწორებს, მაგრამ არც ეგ არის ჩემთვის მთავარი.
აბა, თუ არ გეზარებათ თქვენც ჩამოწერეთ თქვენი შეფასები კრიტერიუმები
ამხელა პოემები თუ არა მოკლედ დაწერეთ
This post has been edited by J.R.R.Tolkien on 24 Aug 2023, 22:59