Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რაგბი > წლის საუკეთესო ბორჯღალოსანი!


Posted by: shuqri-var-kiparoidze 1 Dec 2017, 08:57
აბა ვინ რას ფიქრობთ? jump.gif

user posted image

ჩემი აზრით მიშა ბრწყინავდა წელს ისე როგორც არასდროს yes.gif
+ ლომიძე
+ ბიწაძე up.gif


Posted by: iverieli 1 Dec 2017, 09:16
CODE
+ ლომიძე
+ ბიწაძე


+ჩილაჩავა
+მიქაუტაძე

Posted by: enorme 1 Dec 2017, 10:48
ჩემი ხმა ბუკას . ვთვლი , რომ ყველაზე თუ არა ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მოთამაშეა ჩვენს ნაკრებში . ასევე , წელს ხვდა წილად პატივი იყოს ჩვენი ნაკრების კაპიტანი , რასაც თავს ძალიან კარგად ართმევს (ჩემი აზრით საუკეთესო კაპიტანი იქნება , ვინც კი გვყოლია ) . ყველა ხო ბოლომდე იხარჯება მოედანზე და ყველაფერს აკეთებს ნაკრების გამო , მაგრამ ბუკა თითქოს ყველაზე მეტად ცდილობს და ყველაზე მეტს აკეთებს .


Posted by: GioNage 1 Dec 2017, 11:10
QUOTE
ჩემი ხმა ბუკას . ვთვლი , რომ ყველაზე თუ არა ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მოთამაშეა ჩვენს ნაკრებში . ასევე , წელს ხვდა წილად პატივი იყოს ჩვენი ნაკრების კაპიტანი , რასაც თავს ძალიან კარგად ართმევს (ჩემი აზრით საუკეთესო კაპიტანი იქნება , ვინც კი გვყოლია ) . ყველა ხო ბოლომდე იხარჯება მოედანზე და ყველაფერს აკეთებს ნაკრების გამო , მაგრამ ბუკა თითქოს ყველაზე მეტად ცდილობს და ყველაზე მეტს აკეთებს .

ხო, აი, მაგის სახეს რომ შეხედავ ჰიმნის შესრულების დროს, მიხვდები რომ კაცი 200%ს ჩადებს თამაშში, ამიტომაც, აქვს გაცილებით წარმატებული სანაკრებო კარიერა, ვიდრე საკლუბო. სხვებიც ძალიან მაგრები არიან, მაგრამ მათ კლასიც უმაღლესი აქვთ (მონპელიე, ტულონი, კლერმონი ........) ,ეს მეორე დივიზიონის სუსტ გუნდში თამაშობს, მაგრამ არაფერს უთმობს მასზე სახელოვან და გამოცდილ მეტოქეებს.

Posted by: Dr NULL 1 Dec 2017, 11:24
ჩემი ხმაც ბუკას
თქვენ უნდა შეიყვანოთ პოსტინგი! სულ მცირე 30 სიმბოლო!

Posted by: Alex-musi 1 Dec 2017, 11:31
კოტე მოქაუტაძე ძალიან კარგია წელს ნაკრეებში. უზარმაზარი სამუშაო გასწია ბოლო 3 თამაშში.
მაგრამ მე-2 ხაზელი ისე აშკარად არ ჩანს (როგორც ბასისტი როკ ჯგუფში wink.gif )

ბუკა წელს ნამდვილი კაპიტანია!

Posted by: lepori 1 Dec 2017, 11:31
კაჭარავა
30 კაჭარავა

ბევრი კაჭარავ

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 1 Dec 2017, 12:39
QUOTE
ბექა ბიწაძე

+ მიშა და ჩილაჩავა
ეგენი რო არა სხვაგან ვიქნებოდით sa.gif

Posted by: Gio_G83 1 Dec 2017, 13:53
ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად:

QUOTE
მიშა ნარიაშვილი


მსოფლიო დონის ბურჯი, ვარსკვლავი, საკუთარ პოზციაზე ალბათ ერთერთი საუკეთესო #1_ობის სამართლიანი პრეტენზიით

Posted by: lankasteri 1 Dec 2017, 14:01
შარიქაძე - კაჭარავას შორის ვმერყეობდი და ბოლოს მაინც შარიქაძეს მივეცი ხმა.

ალტერი მაინც მქონდეს, კაჭარავასაც მივცემდი sad.gif

Posted by: burke 1 Dec 2017, 14:28
ფრუიძე


კაცს არ ეთამაშოს და ამდენიჯერ ეხსენებინოთ ფორუმზე პირველად ვნახე
ესე იგი ძალიან აკლია ნაკრებს


boli.gif

Posted by: Dr NULL 1 Dec 2017, 14:37
burke
QUOTE
კაცს არ ეთამაშოს და ამდენიჯერ ეხსენებინოთ ფორუმზე პირველად ვნახე

ჟღენტი უფრო ხშირად არის ნახსენები smile.gif

Posted by: WP-Rex 1 Dec 2017, 15:16
მიშა ნარიაშვილი
QUOTE
წლის საუკეთესო ბორჯღალოსანი!


ნარო არის პროფესორი old.gif

Posted by: BigG 1 Dec 2017, 16:44
აშკარად გამორჩეული არცერთი იყო, მაგრამ ხმა ბუკას მივეცი. ბოლომდე იხარჯება მოედანზე. კაპიტანი არის - ლიდერობამდე ჯერ უკლია. დროის საქმეა.

Posted by: dc120mm 1 Dec 2017, 19:11
მიშა ნარიაშვილი!!!

რად უნდა ამას გამოკითხვა?

Posted by: Perfectum 1 Dec 2017, 19:18
შარიქაძე კაჭარავას დუეტი შეუცვლელია yes.gif


ისე მიშა მომწონს ყველაზე მეტად
მაგრამ შარიქას წელს დიდი ტვირთი ეწვა მხრებზე კაპიტნობის სახითაც და თამაშშიც ერთ ერთი ცენტრალური ფიგურა იყო
თან ყოველ თამაშში ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს თითქოს თვის მაქსიმუმზე მეტს აკეთბს, ამიტომ შარიქაძე

Posted by: dc120mm 1 Dec 2017, 19:22
მიშა ნარიაშვილზე და ზოგადად ბურჯებზე დგას დღეს საქრთველოს ნაკრები!

ბუკა მგელია,მაგრამ ობიექტურად მიშა რო ვერ მიაწვეს ვეღარც ბუკა გვიშველის მერე და ვეღარც მამუკა გორგოძე (გაიხსენეთ რუმინეთი,მოგვაწვნენ და ვეღარაფერი მოვუხერხეთ)

Posted by: Perfectum 1 Dec 2017, 19:27
QUOTE
მიშა ნარიაშვილზე და ზოგადად ბურჯებზე დგას დღეს საქრთველოს ნაკრები!
ბუკა მგელია,მაგრამ ობიექტურად მიშა რო ვერ მიაწვეს ვეღარც ბუკა გვიშველის მერე და ვეღარც მამუკა გორგოძე

ესეც მართალია up.gif

Posted by: harton1 2 Dec 2017, 12:54
QUOTE
მიშა ნარიაშვილი [ 19 ]  [30.16%]


სადღაც მანდვეა ჩილა ცოტა უკან

მერე უკვე ბუკა, კოტე, ჯაბაც

dc120mm
QUOTE
(გაიხსენეთ რუმინეთი,მოგვაწვნენ და ვეღარაფერი მოვუხერხეთ)


და კაკრაზ მაგ თამაშში ბოლომდე შეუცვლელად იომა მიშამ. კინაღამ მოგვაგებინა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 4 Dec 2017, 13:28
ბექა ბიწაძის მაჩვენებლები ნოემბრის ტესტებში

მეტ = წთ = პ/ს მ = | ^ ო = ბჭვ დერ = -შ -ჯ

კან = 85 = 2/10 37 = 0 2 0 = 6/0 0/0 = 1 1
უელ = 85 = 2/12 38 = 0 2 0 = 16/0 4/0 = 0 1
აშშ = 83 = 2/7 32 = 1 2 0 = 13/0 0/0 = 2 0

სულ =

253 წუთი შეუცვლელად
6 პასი, 107 მეტრი 29 სოლოზე = საშუალოდ 3.7
1 ხაზის გაჭრა
6 მბოჭავის გაბითურება
0 ოფლოუდი
35/0 ბოჭვა
4/0 დერეფანი
3 შეცდომა
2 ჯარიმა

@

Posted by: dc120mm 12 Dec 2017, 20:49
გამოვაცოცხლოთ ეს თემა smile.gif

თუ აღარ არის საკამათო რო მიშაა საუკეთესო?!

Posted by: giushki 12 Dec 2017, 21:40
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 4 Dec 2017, 13:28 )
35/0 ბოჭვა

ესეთი უნდა იყოს მესამე ხაზელი და ნაკარავასნაირ ოფლოუდებს ისვროდეს თან)

Posted by: NAPSTER 12 Dec 2017, 22:02
აქაც მიდის საუკეთესოს გამოვლენა და მიეცით ხმა

ჩემი ხმა, რა თქმა უნდა ნაროს

https://www.facebook.com/GeorgianRugby/videos/1555021504594943/

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 12 Dec 2017, 22:24
მიშა ან ბიწაძე

Posted by: Isi_Folau 12 Dec 2017, 22:27
ეხლა ვნახე, მე მაპატიეთ, ვეძებე არადა კაიხანი

Posted by: GioWEED 12 Dec 2017, 22:42
ლომიძეცაა მაგ სიაში?

ნარიაშვილი რო მგელია ვიცით და ლომიძეს ჯერ აკლია რაღაც რო მანდ იყოს. ფიზიკურად ძლიერია მაგრამ ის აკლია რაც გორგაძეს უხვად აქვს.

მერაბ შარიქაძე კაპიტანია და უნდა იყოს თან მეჩვენება რო მოუმატა თითქოს.

ჯაბა სუპერ რაგბიში ითამაშებს. ვბალეშიკობ იაპოშკებს.

ბიწაძემაც მოუმატა აშკარად.

მაგრამ ჩემი აზით მათიაშვილია წლის აღმოჩენა და წლის ბორჯღალოსანია ნარო.

Posted by: FullbackAce 13 Dec 2017, 05:48
მაინცდამაინც არ მომწონ "საუკეთესო" ბორჯღალოსნის დასახელების იდეა... maxati.gif


Posted by: akkai 15 Dec 2017, 09:00
საუკეთესო ლელოზეც გააკეთეთ გამოკითხვა.
საინტეტესოა რომელს ფიქრობთ?
აფრასიძეს ირლანდიასთან .კაჭარავას არგენტინა თუ მათიაშვილს კანადასთან

Posted by: zaal1969 15 Dec 2017, 09:29
QUOTE
საუკეთესო ლელოზეც გააკეთეთ გამოკითხვა.
საინტეტესოა რომელს ფიქრობთ?
აფრასიძეს ირლანდიასთან .კაჭარავას არგენტინა თუ მათიაშვილს კანადასთან


მე კაჭარავას ლელოს ავირჩევდი,მიუხედავ იმისა,რომ აფრასიძის და მათიაშვილის ლელოები ინდივიდუალურად ბრიწყანვალედ შესრულებული იყო.

Posted by: Q10 15 Dec 2017, 11:51
მიშა ნარიაშვილს ჩემი ხმა !
ლელოებში - აფრასიძის ლელოს ჩემი ხმა !

Posted by: giorgi77 15 Dec 2017, 12:29
ნარიაშვილი საუკეთესო, ლელოებში მათიაშვილი

Posted by: ELguja90 15 Dec 2017, 13:28
მიშას მივეცი ხმა და გამიხარდა მეორე ადგილზე ბუკა რო იყო
მაგ ორს შორის უნდა ამერჩია
ესეიგი ცოტა აზრზე მოვდივარ biggrin.gif

Posted by: irakli1995ik13 15 Dec 2017, 13:33
სამართლიანობა მოითხოვს რომ დავასახელო მიშა ნარიაშვილი

Posted by: Gio_G83 15 Dec 2017, 13:36
QUOTE
აფრასიძეს ირლანდიასთან .კაჭარავას არგენტინა თუ მათიაშვილს კანადასთან


კაჭის ლელოში ბევრმა მიიღო მონაწილეობა და მარტო კაჭის დამსახურება არაა
გელას ლელო ინდივიდუალურ გარღვევას მოყვა
ისევე როგორც სოსოს ლელო - აიღო ბურთი, გადაიკიდა, გაიქცა და დაეწია, მარგამ რა დაეწია..!

სოსოსკენ ვიხრები, თუმცა გელაც კარგი იყო მიფინტა ირლანდია

ხმა მიხოს მივეცი, დაწერე კიდეც

Posted by: dc120mm 15 Dec 2017, 14:49
კაჭის ლელო იყო რაგბი!!!

ყველა კომპონენტი იყო გამოყენებული სწრაფი რაგბის,თან ძლიერ მეტოქესთან!


Posted by: giushki 15 Dec 2017, 15:00
კაჭარავას ლელო იყო საუკეთესო.

მასეთ რაგბს მოველით მთელი 80 წუთის განმავლობაში ნაკრებისგან sa.gif

Posted by: otia-83 15 Dec 2017, 15:05
მე ფეისბუქზე ხმა მათიაშვილის ლელოს მივეცი, ბოლომდე ბრძოლის უბადლო მაგალითის გამო - სამაგალითო მომენტია. იქვე აღვნიშნე, რომ კაჭარავას ლელოა უდაოდ საუკეთესო
QUOTE
კაჭის ლელო იყო რაგბი!!!
yes.gif

Posted by: xDavid_S 15 Dec 2017, 16:54
კაჭის ლელო არის ნამდვილი შედევრი
ვფიქრობ ბორჯღალოსნების მიერ დადებული ლელოებიდან საუკეთესოც კი

იმაზე მაღალი დონის ვიდრე სტეჩკინასი რუსეთთან,
სადაც ბესელიას ინდივიდუალურ გარღვევას მოჰყვა ავანტურული (!) "პასი",
რეალურად ბურთი მოისროლა და ბედად ქავთარაშვილს ჩაუვარდა ხელში

Posted by: AVIATORI01 15 Dec 2017, 17:39
xDavid_S
აუ რეეები გახსოვს, biggrin.gif მთელი გონებრივი არქივის ამოქექვა მომიხდა ეგ რომ გამეხსენებინა biggrin.gif

Posted by: Werner Voss 15 Dec 2017, 18:35
xDavid_S
QUOTE
იმაზე მაღალი დონის ვიდრე სტეჩკინასი რუსეთთან,
სადაც ბესელიას ინდივიდუალურ გარღვევას მოჰყვა ავანტურული (!) "პასი",
რეალურად ბურთი მოისროლა და ბედად ქავთარაშვილს ჩაუვარდა ხელში

დევს მაგ ლელოს ვიდეო სადმე? ძალიან მაინტერესებს

Posted by: vanika 15 Dec 2017, 18:53
Werner Voss

კი არის. აი ეს ლელოა https://www.youtube.com/watch?v=GpTcxO_ZBSU

1996 წლის 20 ოქტომბერია.
ანგარიში 29-20. ისტორიული მოგება რუსეთთან. როგორც ამბობენ აქედან იწყება ჩვენში რაგბის აღმასვლა.

Posted by: Werner Voss 15 Dec 2017, 19:05
vanika
QUOTE
კი არის. აი ეს ლელოა https://www.youtube.com/watch?v=GpTcxO_ZBSU

1996 წლის 20 ოქტომბერია.
ანგარიში 29-20. ისტორიული მოგება რუსეთთან. როგორც ამბობენ აქედან იწყება ჩვენში რაგბის აღმასვლა.

დიდი მადლობა


Posted by: dc120mm 15 Dec 2017, 21:42
xDavid_S
QUOTE
ვფიქრობ ბორჯღალოსნების მიერ დადებული ლელოებიდან საუკეთესოც კი

yes.gif yes.gif yes.gif

QUOTE
იმაზე მაღალი დონის ვიდრე სტეჩკინასი რუსეთთან,

შედარებაც არ შეიძლება.სტეჩკინას ლელოზე მაგარი დაჟე ფრუის ლელო მგონია რუმინეთთან (38:9)

Posted by: Gio_G83 16 Dec 2017, 00:39
QUOTE
ვფიქრობ ბორჯღალოსნების მიერ დადებული ლელოებიდან საუკეთესოც კი


მე ამას გავუსვი ხაზი რომ არაიმდენად კაჭის რამდენადაც გუნდის

Posted by: xDavid_S 19 Dec 2017, 16:01
ნარიაშვილი 1014-ის ნომინანტთა შორის

Posted by: MAKARSKA 19 Dec 2017, 16:15
აბა მოვიდა ლელოს გამოკითხვა.

აქტიურად, აქტიურად!

http://lelo.ge/

Posted by: zaal1969 19 Dec 2017, 16:44
რა გამოკითხვა ამას უნდა ტალახაძეს მისცენ პირდაპირ და ეგ არის

Posted by: GioWEED 19 Dec 2017, 18:03
zaal1969
ტიპმა რამდენჯერმე მოხსნა მსოფლიო რეკორდები და სხვა ვის უნდა მიენიჭოს აბა. ჰაგარი ბიჭია ტალახაძე და დარწმუნებული ვარ მეტიც შეუძლია.

Posted by: dc120mm 19 Dec 2017, 20:45
zaal1969
GioWEED
QUOTE
ტალახაძე

ტიპი უკვე ლეგენდაა და მართლა მაგარია ყველაზე და მართლა ეკუთვნის,მაგრამ წელს ზაზას მივცემ ხმას smile.gif ლაშა კიდევ ბევრ რეკორდს დაამყარებს და ნბა კიდევ როდის მოიგებს ქართველი,კაცმა არ იცის!

Posted by: dishosdzisdze 19 Dec 2017, 23:14
QUOTE
ნბა კიდევ როდის მოიგებს ქართველი,კაცმა არ იცის!

მომავალ წელს! biggrin.gif wink.gif

Posted by: OSTAP 20 Dec 2017, 01:21
მომავალ წელს მომავლის იყოს წელს ლაშა ტალახაძეს გარდა არავის ეკუთვნის საუკეთესო სპორცმენობა. 10 წელი რომ ასეთი შედეგები დადოს ათივე წელს ლაშა უნდა იყოს.

Posted by: B l a c k J a c k 20 Dec 2017, 13:40
ნარიაშვილი, კაჭარავა, შარიქაძე. რაც არ უნდა სიმპატიით ვიყო ბოლო ორისკენ განმსჭვალული, როგორ გინდა ნარიაშვილი არ დაასახელო საუკეტესოდ: რაც მაგან შერკინების ვიზავებს უყო მოედანზე.

Posted by: anonimuri 14 Jan 2018, 15:23
ჩემი ახალი სამოტივაციო ვიდეო ქართულ რაგბზე და ზოგადად სპორტზე , თუ მოგეწონებათ გააზიარეთ .
https://www.youtube.com/watch?v=o4vroP7IrA8

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)