#55545466 · 1 Dec 2019, 20:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით, ვცდილობ გავერკვე ოფციონებით ვაჭრობაში. პირველ პოსტში ასეთი რამ წერია: "1. ყოველი პოზიცია არ აღემატება $500-ს. ( ვიღაცისთვის ეს ზომა უფრო დიდია ან უფრო პატარა ) ანუ რისკი ტრეიდზე არის $500-ი. "
როგორ უნდა მოხერხდეს ზუსტად 500 დოლარის ორდერის გაკეთება ან ზუსტად 1000 დოლარის, მანდ ხომ კონტრაქტების რაოდენობით ითვლება ორდერი?...
ანუ მინდა რომ ერთ ჯერზე გავრისკო ზუსტად 500 დოლარი, ოპციონის ფასი არის 3.5 დოლარი... ერთი კონტრაქტი 350 დოლარი გამოვა... ორი - 700 დოლარი.. როგორ უნდა მოვახერხო რომ ორდერი ზუსტად ჩავტიო მოცემულ თანხაში.
წინასწარ მადლობა პასუხისთვის.
|