#56397765 · 8 Jun 2020, 18:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (butkuj @ 8 Jun 2020, 10:55 ) | ჩვენზე როდის დავიწყებთ პასუხისმგებლობის აღებას? |
თუ საქართველოს მთავრობა დათმობდა ამ ტერიტორიას, მაშინ პასუხისმგებელი იქნებოდა. სინამდვილეში რუსეთმა და თურქეთმა საქართველო გაიყვეს, ამაზე პასუხისმგებლობა ნოე ჟორდანიას კაბინეტს ვერ დაეკისრება.
1921 წელს რუსეთის თავდასხმამ საქართველოს არმიას სამხრეთ საქართველოს დაცვის შანსი არ დაუტოვა. თუ მოვიგებდით ჩვენი გამარჯვება იქნებოდა. თუ წავაგებდით ჩვენი მარცხი იქნებოდა, გვეცოდინებოდა და მივიღებდით. ეს განასხვავებს საქართველოს შემთხვევას საბერძნეთისა და სომხეთისაგან. ამ ორს შანსი ჰქონდა, ვერცერთმა გამოიყენა.
* * *
QUOTE (RexxaR @ 7 Jun 2020, 19:34 ) | რაც მაგ დროს დაიკარგა ტერიტორია კონკრეტულად 16,000 კვადრატი |
ამდენი არ დაკარგულა. 7,500 - 7,750 კვ.კმ დაკარგა საქართველომ 1921 წელს. 4,053 კვ.კმ. ბათუმის ოლქში (ართვინის ოკრუგი მთლიანად, ბათუმის ოკრუგის სამხრეთი) პლუს არტაანის ოკრუგის კონტროლირებადი ნაწილი (არტაანის, ფოცხოვისა და ჩრდილის უბნები).
This post has been edited by ingfari on 8 Jun 2020, 19:25
|