წინა თემის ლინკი
გლობალური კრიპტორევოლუციაბიტკოინი არის დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტა რომელიც შეიქმნა 2009 წელს თავიდან ღირდა ცენტის მეასედები და მერე და მერე ტალღობრივად ფასი ისე გაიზარდა რომ 2017 წლის დასაწყისში ღირდა 1000 დოლარი
ამ წლის დეკემბერში ფასმა 20 ათას დოლარს მიაღწია მაგრამ მერე უცებ დაეცა თითქმის 11 ათასამდე. ასეთი ნახტომების გამო ბიტკოინში ინვესტირება არის სერიოზული რისკი და რომ არ დაზარალდეთ საჭიროა კარგი დაკვირვება და ცოდნა
ასევე თუკი კარგად ერკვევით ამ საქმეში გამდიდრების შანსიც დიდია.
კრიპტოვალუტებს მსოფლიო ბევრ წამყვან ქვეყანაში უკვე ღებულობენ როგორც ანაზღაურების საშუალებას
ბიტკოინის გარდა ესენია ლაითკოინი დეში რიპპლი ელექტრონიუმი და ასე შემდეგ
თითქმის ყველა ამ ვალუტების მოპოვება შეიძლება მაინერებით (რიპპლის გარდა)
სპეციალური მოწყობილობით რომელსაც აერთებ დენზე და ინტერნეტზე
აქვს დიდი ხმა ღირს ათასობით დოლარი და დღეში გამოიმუშავებს
დაახლოებით 20 დოლარამდე.
ასევე მომგებიანია კრიპტოვალუტებით ვაჭრობა ყიდულობ როცა იაფდება და რომ ძვირდება ყიდი.
სულ თუ არაფერი გაქვს არსებობს საიტები სადაც კრიპტოვალუტის მცირე რაოდენობას უბრალოდ გჩუქნიან ასეთ საიტებს ეწოდება ონკანი faucet
თუკი ბევრ დროს ატარებ კომპთან რამდენიმე თვეში შეგიძლია მოაგროვო იმდენი რომ მერე შეძლო ბირჟებზე ვაჭრობა ან დაბანდება და რაიმე ხეირის ნახავა
მოკლედ დაიმახსოვრეთ
სატოში -- ბიტკოინის ხურდა ფული 100 მილიონი სატოში არის ერთი ბიტკოინი
მაინერი -- მოწყობილობა რომელიც გამოიმუშავებს ბიტკოინებს
ფერმა -- დიდი შენობა სადაც აწყვია მაინერები
რეფერალი -- თქვენს მიერ გაგზავნილი ლინკით დარეგისტრირებული ადამიანი
რომლის გამომუშავების რაღაც პროცენტი თქვენთანაც მოდის ისე რომ მას არაფერი არ აკლდება
ტრანზაქცია -- ფულის გადაგზავნის ოპერაცია
ფიატი -- მთავრობის მიერ გამოშვებული ფულები. დოლარი ევრო და ასე შემდეგ
ალტკოინი -- სხვა დანარჩენი კრიპტოვალუტები ბიტკოინის მერე რაც შეიქმნა
როი - ინვესტიციიდან ამოღებული მოგება პროცენტებში
ფორკ -- ჩანგალი ანუ გაყოფა როცა ერთი კრიპტოვალუტა იყოფა ორ ნაწილად
მასიური პანიკა - ეს ხდება როდესაც ბიტკოინის ფასი მოდის ქვემოთ და ხალხი მასიურად ცდილობს გაყიდოს ის, უმეტესად (აქამდე) ამით მდირდებიან ის ბობოლა ხალხი ვინც მანიპულირებს ამ პანიკით, და წაგებაში მიდიან პანიკიორები, ასე რომ სანამ პანიკას აყვებით კარგად დაფიქრდით ხოლმე
მარკეტ კაპი - მთლიანად ყველა კრიპტოვალუტის საერთო ღირებულება
ბლოკჩეინი -- სისტემა რომელიც შექმნილია მაინერების მიერ რათა უზრუნველყონ
ბიტკოინების ტრანზაქციები
სატოში ნაკამოტო -- ადამიანი რომელმაც გამოიგონა ბიტკოინი
მაგრამ არავინ იცის ნამდვილად არსებობს თუ ვინმეს გამოგონილია
დეცენტრალიზებული -- ანუ ეს იმას ნიშნავს რომ არავის მიერ არ იმართება
და არ აქვს რამე სათაო ოფისი ან მართვის ცენტრი
არავის არ შეუძლია მისი შეჩერება როგორც ამას აცხადებს თვით ბილიკო გეიტსიკო
აისიოუ ICO - ტარდება ახალი კრიპტოვალუტის შექმნის დროს ინტერნეტში ფულის შეგროვების მიზნით
თოქენი - პირობითი მონეტა რომელიც იყიდება აისოუს დროს და კრიპტოვალუტის შექმნისთანავე იცვლება მონეტებში.
ასევე საინტერესო ტერმინები კრიპტო სლენგიდან
ფომო- შიში იმისა რომ ფასი შეიცვლება და დაზარალდები ან შანსს დაკარგავ
ფად- ყოყმანი იმისა გაყდო იყოდო თუ შეინახო თუ რა ქნა რომ არ იცი
ბულიში - ფასის გაზრდის მოლოდნი
ბირიში - ფასის დაწევის მოლოდინი
სკამი -- საიტი რომელიც გპირდება ფულის გადახდას და იტყუება ანუ გადამგდები
ჰაიპი - საიტი რომელიც იხდის არანორმალურად დიდ პროცენტს. და მალე სკამდება ანუ წყვეტს გადახდას... ფინანსური პირამიდს პონტში
მაგალითად შეგაქვს 100 ათასი სატოში და გამოგაქვს ყოველ დღე 10 პროცენტი
პამპი -- ფასის ავარდნა (უფრო ხშირად ხელოვნურად)
დამპი -- ფასის დავარდნა
ჰოდლ - როცა არ ყიდი ვალუტას და ინახავ.. წესით უნდა იყოს ჰოლდ მაგრამ ვიღაც მთვრალს შეეშალა ფორუმზე და დარჩა იქედან ყველა ჰოდლს იძახის.. კაიაფია რა.. როგორც ჩოუარე ქორივით
მუნინგი... ანუ კურსი ისე გავარდა რომ მთვარეზე მიფრინავს
ვეშაპი-- ის ვისაც კოინების დიიდი რაოდენობა აქვს
თახვი (ან იხვი) ის ვინც ყიდულობს როცა კურსი ავარდაბა და კურსის დაცემის დროს შეშინებული ყიდის. სულ მთლად არ დავკარგოო
სალობიე - ემონი და მსგავსი სერვისები რომლებიც მომხმარებელს ნერვებს უშლიან
ამ არხზე არის ქართული ვიდეოები თუ გინდათ ისწავლით რამეს
https://www.youtube.com/channel/UCZkMdO1hh1A-NKjlkzPJIkA ყველაზე კარგი საფულეები
https://blockchain.info/www.coinbase.com
https://www.exodus.ioყველაზე კაი ბირჟები
https://bittrex.comhttps://poloniex.comwww.binance.com
https://www.cryptopia.co.nzამ ბირჟას არ სჭირდება თანხის გამოტანის დროს პასპორტის სურათები
და ელექტრონიუმიც ჯერ მარტო ამ ბირჟაზე იყიდება
ასევე ბევრი სხვა წვრილი კოინი
სხვადასხვა კრიპტოვალუტების ფასები ნახეთ აქ
https://coinmarketcap.com/ This post has been edited by Robin Hood on 6 Jan 2018, 17:29