ჩემი აზრით ზოგადათ ფორუმმა დაკარგა აქტუალურობა. რაც უფრო გადის დრო ეს უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. აი მაგალითად 10 წლის წინ თუ ამ ფორუმზე და ზოგადათ ფორუმებზე სიცოცხლე ჩქეფდა, დღეს ესე აღარ არის. გაჩნდა ალტერნატივა - ფეისბუქი, რომელიც ბევრ რამეს აერთიანებს მათ შორის ფორუმის ფუნქციებსაც. ფეისბუკზე ერთდროულად შენ შეგიძლია კონტაქტი დაამყარო ახლობლებთა/ნაცნობებთან, შეიძინო ახალი მეგობრები, იყიდო/გაყიდო, დასვა კითხვა და მიიღო მასზე პასუხი, გაეცნო ახალ ამბებს და ა.შ...