Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სპორტი > VolleyBall-ფრენბურთი


Posted by: David-22 12 Aug 2012, 16:34
ფრენბურთი

user posted image


ფრენბურთი — სპორტის გუნდური სახეობა, რომელშიც ორი გუნდი (თითოეულში ექვსი მოთამაშით} ცდილობს ქულები მოაგროვოს მოწინააღმდეგის მოედანში ბურთის ჩაგდებით.


ისტორია

ფრენბურთის ,,საპასპორტო’’ მონაცემები ცნობილია: თამაში 1895 წელს მოიგონა ამერიკული ქალაქის ჰოლიოკის მკვიდრმა, ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა უილიამ მორგანმა. მან ახალ თამაშს ,,მინონეტი’’ უწოდა. 1896 წელს ეს თამაში ქალაქ სპრიფგფილდში წარადგინეს ახალგაზრდა ქრისტიანთა ასოციაციის კონფერენციაზე. აქ პროფესორ ალფრედ ჰალსტედის ინიციატივით თამაშს ფრენბუთი (volley - მფრინავი) უწოდეს და ეს სახელი თამაშს დღემდე შემორჩა. ნელ-ნელა ახალი თამაში სხვა ამერიკულ ქალაქებშიც გავრცელდა. მალე კი კანადაში და ლათინურ ამერიკაშიც. 1990 წელს ფირმა ,,სპოლდინგმა’’ დაამზადა ფრენბურთის სათმაშო პირველი ბურთი. იმავე წელს დაიწერა ფრენბურთის თამაშის პირველი ოფიციალური წესები.

პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკის საექსპედიციო ჯარების ჯარისკაცებმა ფრენბურთი ევროპასაც გააცვნეს. თამაშმა მალე პოპულარობა მოიპოვა და სწრაფად გავრცელდა მთელს ევროპაში. 1922 წელს ბრუკლინში პირველი ამერიკული შეჯიბრებაც გაიმართა ფრენბურთში. იმავე წელს შეიქმნა ჩეხოსლოვაკიის ფრენბურთის (და ხელბურთის) ფედერაცია. 20-ან წლებში ასეთივე ფედერაციები შეიქმნა სსრ კავშირში, ბულგარეთში, აშშ-ში, იაპონიაში და სხვაგან.


მოედანი, ბურთი, წესები

user posted image

ფრენბურთს თამაშობენ 18X9 მ ზომების მოედანზე, რომლის შუაში 243 სმ-ს (იატაკიდან ბადის ზედა კიდემდე) სიმაღლეზე აღმართულია 1მ სიგანის ბადე (ქალებისთის 224 სმ). გუნდში ექვსი მოთმაშეა (მათ შორის ერთი გამთამაშებელი, რომელსაც სხვა ფერის ფორმა აცვია). გუნდებს თითოეულ პარტიაში ექვსი შეცვლის უფლება აქვთ. ბურთის მოწოდებისას მოთამაშეებს გარკვეული პოზიციები უკავიათ და მისი დარღვევა ისჯება. ბურთის მოწოდების მოპოვების შემთხვევაში მოთამაშეები საათის ისრის მიმართულებით გადაადგილდებიან. ბურთ ყოველთვის აწოდებს მოთმაშე რომელსაც ამ დროს მარჯვენა კუთხეში მოუწევს დგომა. ქულა მოპოვებულად ითვლება თუ ის მეტოქის ნახევარში იატაკს შეეხო ან მეტოქის ხელიდან დატოვა მოედანი (ბურთი თამაშიდან გასულად ითვლება თუ მოედნის გარეთ ან იატაკს ან რაიმე სხვა საგანს შეეხო). მატჩი ფრენბურთში სამი პარტიის მოგებამდე გრძელდება. თითოეული მარტია კი 25 ქულამდე (მეხუთე პარტია - 15 ქულამდე). ამავე დროს აუცილებელია მინიმუმ ორქულიანი სხვაობა (ანუ 25-24-ზე თამაში არ მთვარდება და გრძელდება ორქულიანი უპირატესობის მოპოვებამდე). ყოველი პარტიის შემდეგ მეტოქეები მოედნის ნახევრებს ცვლიან. აკრძლულია ბადის მეორე ნახევარში ხელის გადაყოფა, მეტოქესთან ან მოედნის მეორე ნახევართან კონტაქტი, ბადის ვერტიკალური სიბრტყის გადაკვეთა, ბურთთან შეხება წელსქვედა ნაწილით. გუნდებს უფლება აქვთ თითოეულ პარტიაში აიღონ ორი 30 წამიანი წუთშესვენება. გუნდს უფლება აქვს მოწოდებულ ბურთს შეეხოს მხოლოდ სამჯერ, ამასთან მესამე შეხებით ბურთი აუცილებლად მეტოქის ნახევრისკენ უნდა გაიგზავნოს. სათამაშო ბურთი ტყავისგან მზადდება. გარშემოწერილობა 65-67 სმ-ა, ხოლო წონა - 260-280 გრ.


საერთაშორისო ფედერაცია

პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ფრენბურთმა სწრაფი პოპულარობა განიცადა. 1936 წელს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის სტოკჰოლმის კონგრესზე პოლონეთის დელეგაციამ დააყენა წინადადება შეექმნათ ფრენბურთის კომისია, როგორც ფედერაციის შემადგენელი ორგანო. კონგრესმა ეს წინადადება მიიღო და შეიქმნა კომისია, რომლის შემადგენლობაში 22 ქვეყნის წარმომადგენელი შევიდა.

მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ, 1947 წლის 18 - 20 აპრილს პარიზში გაიმართა ფრენბურთის საერთშორისო ფედერაციის (Federation Internationale de Volleyball - FIVB ) დამფუძნებელი კონგრესი. დამფუნებელი ქვეყნები იყვნენ: ბრაზილია, უნგრეთი, ეგვიპტე, იტალია, ჰოლანდია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, აშშ, ურუგვაი, საფრანგეთი, ჩეხოსლოვაკია და იუგოსლავია.
ფედერაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ლოზანაში. ამჟამინდელი პრეზიდენტია ვეი ცზიჩუნი (ჩინეთი).ამჟამად იგი აერთიანებს 218 ქვეყანას და 5 კონტინენტალურ კონფედერაციას.


მნიშვნელოვანი ტურნირები

ფრენბურთში, ისევე როგორც სპორტის ბევრ სხვა სახეობაში უმთავრესი ტურნირია ოლიმპიური თამაშების პროგრამით გათვალისწინებული ფრენბურთელთა ტურნირი, რომელსაც ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად ატარებს.

უმნიშვნელოვანესი ტურნირია მსოფლიოს ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის.

გარდა მსოფლიოს ჩემპიონატისა ფედერაცია ატარებს:
მსოფლიოს თასი ვაჟთა და ქალთა შორის
მსოფლიოს ლიგა ვაჟთა და ქალთა შორის
ჩემპიონთა თასი ვაჟთა და ქალთა შორის
მსოფლიოს დიდი პრიზი ქალთა შორის


გარდა ამისა კონტინენტალური ფედერაციები ატარებენ თავიანთი კონტინენტების ჩემპიონატებს და საკლუბო ტურნირებს.

წყარო: ვიკიპედია



P.S-ერთი ნორმალური თემა არ იყო ამ სპორტის სახეობაზე და გადავწყვიტე გამეხსნა.

Posted by: true_blood 12 Aug 2012, 17:53
თემა რატო არ ქონდა აქამდე? biggrin.gif

მაგარი ფინალია და იმედია 5 სეტიანი იქნება.
ნუ რაღა იმედია ფაქტიურად ეგრეა

Posted by: David-22 12 Aug 2012, 18:26
მოკლედ ოლიმპიადა დასრულდა

ქალებში- ბრაზილიამ მოიგო ამერიკელებს სძლიეს.

კაცებშიც ბრაზილიას უნდა მოეგო მაგრამ რა ქნეს ეს, მოგებული მატჩი წააგეს არადა მე-3 სეტში 2 მატჩ ბოლი ქონდათ

შედეგად რუსებმა შემოატრიალეს მკვდარი მატჩი და 3-2 მოიგეს.

Posted by: supermaswi 12 Aug 2012, 20:07
ძალიან მაინტერესებს საქართველოს ჩემპიონატი თუ ტარდება მამაკაცებში და სად შეიძლება გავიგო ინფორმაცია

გუგლში ვეძებე მაგრამ ვერაფერი ვნახე


Posted by: suma11 13 Aug 2012, 00:29
ძალიან ლამაზი სპორტია .......................................

Posted by: David-22 15 Aug 2012, 17:51
ოლიმპიადის შემდეგ გამოქვეყნდა ნაკრებების ახალი რეიტინგი:

კაცები:

1. Бразилия — 300 очков
2. Россия — 276,50
3. Италия — 235,50
4. Польша — 230,75
5. США — 203,00
6. Куба — 190,50
7. Сербия — 155,00
8. Болгария — 152,50
9. Аргентина — 144,00
10. Германия — 115,75.



ქალები:

1. США — 312,50 балла
2. Бразилия — 292,50
3. Япония — 246,00
4. Италия — 222,50
5. Китай — 217,00
6. Россия — 135,00
7. Турция — 134,00
8. Доминикана — 122,00
9. Сербия — 120,75
10. Германия — 120,50
11. Корея — 118,75.

Posted by: M_Schumacher 15 Aug 2012, 21:12
რუსებმა მაგარი სასწაული დადეს ოლიპიადაზე, დღემდე ვერ ვიჯერებ რო აშკარა ფავორიტს, ბრაზილიის უძლიერეს ნაკრებს მოუგეს 0-2- იდან. no.gif



აი ქალებმა კი გაიბრწყინეს


user posted image

Posted by: Pinturico 22 Aug 2012, 02:55
ეჰ, რა მაგარი სპორტია და როგორ არ ცემენ საქართველოში პატივს და არ აქცევენ სათანადო ყურადღებას smile.gif

რა ამის პასუხია და შემთხვევით ვინმე ხომ არ ხართ აქ, ვინც სისტემატიურად თამაშობს ფრენბურთს კუს ტბაზე ან სადმე სხვაგან.

ან თუ არ თამაშობთ, ხომ არ გაქვთ სურვილი რომ გვეთამაშა?

Posted by: -ITALIELI- 22 Aug 2012, 12:33
მაგარი სპორტია და მაგრად მიყვარს))

Posted by: Pinturico 22 Aug 2012, 13:30
-ITALIELI-
QUOTE
მაგარი სპორტია და მაგრად მიყვარს))

თამაშობ ხოლმე?

Posted by: -ITALIELI- 22 Aug 2012, 13:47
Pinturico
სამწუხაროდ იშვიათად.. შესაძლებლობის უქონლობის გამო((

სკოლაში ვთამაშობდი აქტიურად ფიზკულტურის (და არა მარტო biggrin.gif ) გაკვეთილებზე..)))

Posted by: Pinturico 22 Aug 2012, 14:21
-ITALIELI-
QUOTE
შესაძლებლობის უქონლობის გამო((


ამაში რას გულისხმობ, თუ საიდუმლო არ არიც smile.gif

მეც მაგრად მიყვარს ბავშვობიდან: იტალიის ნაკრებს ვგულშემატკივრობ კლასიკურ ფრენბურთში და ფლაჟის ფრენბურთში კერი უოლშ - მისწი მეის დუეტს ოდითგან smile.gif

მე ძირითადად ზაფხულში ვთამაშობ ხოლმე ცხვარიჭამიაში და ბათუმში. შესაძლებლობას არ ვუშვებ ხოლმე ხელიდან. ბათუმში ჩასვლა ფრენბურთის გამო უფრო მიხარია smile.gif რა სჯობს კარგად ნათამაშები
და ქვიშაში ამოგანგლული რო ზღვაში შეხვალ user.gif

თბილისშიც მინდა რომ ვითამაშო ხოლმე, მაგრამ თანამოაზრეები არ მყავს cry.gif

Posted by: -ITALIELI- 22 Aug 2012, 15:26
QUOTE (Pinturico @ 22 Aug 2012, 14:21 )
-ITALIELI-
QUOTE
შესაძლებლობის უქონლობის გამო((


ამაში რას გულისხმობ, თუ საიდუმლო არ არიც smile.gif

ჩემს ქალაქში ელემენტარული ბადის არქონის გამო რომელიც არსად არ არის გაჭიმული მართკუთხედის ფორმის ადგილზე, ცენტრში.. biggrin.gif

აი ამას ვგულისხმობ))

Posted by: Pinturico 22 Aug 2012, 17:09
-ITALIELI-
QUOTE
ჩემს ქალაქში ელემენტარული ბადის არქონის გამო რომელიც არსად არ არის გაჭიმული მართკუთხედის ფორმის ადგილზე, ცენტრში..

აი ამას ვგულისხმობ))


გასაგებია და დასანანია user.gif

Posted by: Pinturico 24 Aug 2012, 13:58
გუშინ ჩამომივიდა ამაზონიდან ესეთი

bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

user posted image

ცოტა ძველი მოდელია, მაგრამ აი უძალიანმაგრესია.

ისეთი მაგარია, მაგასთან ჩახუტებულს მეძინა მთელი ღამე gigi.gif gigi.gif gigi.gif

Posted by: Pinturico 15 Oct 2012, 21:40
მოკლედ, უძალიანძველესი თემა ამოვწიე, მაგრამ ამის საბაბი ნამდვილად მაქვს. მოკლედ აგიხსნით:

გახლავართ ფრენბურთის დიდი მოყვარული. პროფესიულად არასდროს მითამაშია, მაგრამ სამოყვარულო დონეზე სულ ვთამაშობ ზღვაზეც და თბილისშიც კუს ტბაზე.

მოგეხსენებათ, რომ აცივდა და წვიმები დაიწყო. ამიტომ ღია ცის ქვეშ ფრენბურთი აღარ ითამაშება.

მეც, ალტერნატივის სახით მოვნახე დარბაზი, კიევის ქუჩაზე, რომელიც საუკეთესოა მთელ თბილისში და ალბათ მთელ საქართველოშიც. კონკრეტულად რაში მდგომარეობს ჩემი შემოთავაზება:

მე მყავს, ჩემი ახლობლებისგან შემდგარი 6 კაციანი გუნდი. კიდე არის რამოდენიმე, მარა ექვსი კაცი სტაბილურად ვართ. არც ერთი გუნდის წევრი არასდროს არ ყოფილა დაკავებული პროფესიული ფრენბურთით, ყველანი მოყვარულები ვართ.

ვეძებ გუნდს, 5-6 კაციანს (უფრო ცოტა დარბაზში 9X9-ზე მოედანზე ჩემი აზრით არ გამოვა) დაკომპლექტებულს მოყვარულებით, ვისაც ყოველ კვირაში, ან კვირა გამოშვებით, შაბათს ან კვირას, საღამოს საათებში (კვირის დღეებში დარბაზი დაკავებულია. შაბათ-კვირას დარბაზს სცალია 3 საათიდან 10 საათამდე) დღეს შევხდებით, ვითამაშებთ ფრენბურთს, გავერთობით, ბევრ დადებით ემოციას მივიღებთ და დავიშლებით smile.gif

ეხლა პირობები: დარბაზი ღირს 50 ლარი 1 საათი. ვიღაცას შეიძლება ეძვიროს, მაგრამ ჯერ ეს ერთი სხვა ალტერნატივა არ არის და მეორეც, დარბაზი არის მართლა ძალიან მაგარი. ევროპული სტანდარტების მქონე. საქართველოს ჩემპიონატის მატჩები იმართება მაგ დარბაზში.

2 საათი რომ ვითამაშოთ 10 კაცმა, კაცზე უწევს 10 ლარი. მე პირადად, 10 ლარი მაგ ორი საათის სიამოვნებაში მიღირს. იმედია თქვენც smile.gif

მოკლედ, იმედს ვიტოვებ რომ მსურველები იქნებით. გამომეხმაურეთ აქ ამ თემაში ან PM-ში. მე ყოველ დღე შემოვდივარ ფორუმზე და აუცილებლად გიპასუხებთ.

ეს კი ვისაც დარბაზი არ გინახავთ, შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოში smile.gif

http://1tv.ge/news-view/30259

Posted by: FalleNnN 23 Dec 2012, 16:06
ხომ არ იცით სადმე თბილისში რომ იყოს ფრენბურთის დარბაზი თუნდაც ქირავდებოდეს? tongue.gif

Posted by: Pinturico 23 Dec 2012, 17:21
FalleNnN
QUOTE
ხომ არ იცით სადმე თბილისში რომ იყოს ფრენბურთის დარბაზი თუნდაც ქირავდებოდეს?


ხუმრობ? biggrin.gif

ზევით იმხელა პოემა ტყუილა წერია? smile.gif

Posted by: FalleNnN 24 Dec 2012, 09:50
Pinturico
ჯერ პოსტი დავწერე ბარემ პირდაპირ დავწერ რო ფლუდკონტროლიც გავა სანამ წავიკითხავ თქო biggrin.gif
და მერე დავათვალიერე და სხვა მაინც არაა სადმე უბრალოდ რაბაზი? არ მინდა ე ს ევროპული სტანდარტი და 50 ლარი, ნაკლები ხარისხისაც იყოს დიდი ამბავი user.gif

Posted by: Pinturico 24 Dec 2012, 21:32
FalleNnN
QUOTE
ჯერ პოსტი დავწერე ბარემ პირდაპირ დავწერ რო ფლუდკონტროლიც გავა სანამ წავიკითხავ თქო
და მერე დავათვალიერე და სხვა მაინც არაა სადმე უბრალოდ რაბაზი? არ მინდა ე ს ევროპული სტანდარტი და 50 ლარი, ნაკლები ხარისხისაც იყოს დიდი ამბავი


გადავანგრიე მთელი თბილისი. არის საქ. უნივერსიტეტში და სკოლებში, მარა ისინი ეგრე ოფიციალნა არ ქირავდება რა. ვიღაც დარაჯს უნდა გაუმაზო და ჩუმად შეხვიდე და ამბები.

არ მიღირს მე ეგეთი კონცერტების ტარება.

50 ლარი არც ისე ბევრია რა. 6-6-ზე მიდის თამასი

12 კაცი 8 ლარია კაცზე რა 2 საათი თამაშობ.

არაა უსაშველოდ ბევრი

პროსტა დიდი სასტავი გინდა smile.gif

მე მყავს სასტავი, მარა ვერ ავაგდე სხვა რა. დაველოდები გაზაფხულს და მერე კუსტ ბაზე მოვცხებ

Posted by: SandroMoreira 4 Mar 2013, 21:10
Pinturico
სად არის ჰომ ვერ მეტყვიიი ეს კიევის ქუჩა?

Posted by: Pinturico 5 Mar 2013, 01:55
QUOTE
სად არის ჰომ ვერ მეტყვიიი ეს კიევის ქუჩა?

აგერ ესაა:

http://goo.gl/maps/UjYjJ

Posted by: praaalo 25 Nov 2013, 13:13
ყველაზე ხანგრძლივი გათამასება ფეხბურთში:

მაგარი აზარტული და ემოციური ვიდეოა;

http://intermedia.ge/vid/302201-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A8%E1%83%98/

Posted by: grigalaaa 24 Mar 2014, 13:40
1 აპრილიდან გელოდებით კუს ტბაზე არსებულ ქვიშის განახლებულ მოედანზე. ერთად გავატაროთ სასიამოვნო შაბათ-კვირა და ვისიამოვნოთ ქვიშის ფეხბურთის თამაშით


https://www.facebook.com/qvishisfrenburti?notif_t=page_new_likes


კაი პონტი ჩანს smile.gif

Posted by: ბავარიელი 3 Apr 2014, 09:54
jump.gif jump.gif

მაგრად მევასება ამის თამაში

http://www.picz.ge
* * *
პს

დღეისთვის ნორმალური საყურებელი

Novosibirsk - Zenit Kazan

Posted by: General Discussion 16 Apr 2014, 11:48
აუ საუკუნეა ფრენბურთი არ მითამაშია, დარბაზში დადიხართ ან სადმე იკრიბებით აქაური ხალხი?
თუ გჭირდებათ მოთამაშე დაგემატებით, მეც ნელნელა ავკრიფავ ფორმას და კარგ მოთამაშეებს შევუერთდები ისევ.

Posted by: giolagvilava 31 May 2018, 23:26
დავიჯერო ამ თამაშს არავინ უყურებთ?
user posted image
* * *
user posted image...........................................................................

Posted by: George:) 3 Jun 2018, 00:39
giolagvilava
QUOTE
დავიჯერო ამ თამაშს არავინ უყურებთ?


ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა ჩვენთან და 6 კაცი დადიოდა smile.gif

ისრაელს მოვუგეთ დღეს. მიმოხილვა-მატჩის შემდგომი კომენტარები:

http://sport24.ge/news/qal-frenburTelTa-nakrebma-israeli-daamarckha

Posted by: Vanpersie18 27 Sep 2018, 22:02
რატოა ეს თემა ჩაძირული საკმაოდ მაგარი სპორტია ფრენბურთი


29 მსოფლიო იწყება ქალები


Posted by: Sno 29 Sep 2018, 17:07
დაიწყო დღეს ქალები
კაცები ნახევარფინალებია
სასწაული მსოფლიოა კაცებში და არანაკლები იქნება ქალებში

დღეს ბრაზილია-სერბეთი და აშშ-პოლონეთი

ქალებშიც უძლიერესი სასტავებია. ბრაზილიას მსოფლიო ლიგისგან განსხვავებით ტაისა დაემატა

Posted by: ramona 29 Sep 2018, 17:08
ფავორიტი ნაკრები რომელია? აი მართლა რომ ძლიერია ისეთი

Posted by: Sno 29 Sep 2018, 18:01
QUOTE
ფავორიტი ნაკრები რომელია? აი მართლა რომ ძლიერია ისეთი

აშშ,ბრაზილია და ჩინეთი
შემდეგ მოდიან იტალია,სერბეთი,ჰოლანდია, ამ ბოლოს თურქეთი მოიხოდა კარგად, ჯოვანი გვიდეტი მოიყვანესს მწვრთნელი,რომელმაც ჰოლანდია მსოფლიოში მეამე-მეოთხე ნაკრებად აქცია.

Posted by: Sno 19 Oct 2018, 13:59
უყურეთ ნახევარფინალს ჩინეთი-იტალია? ყველა დროის ერთერთი საუკეთესო მატჩი იყო ალბათ. ნამდვილი ფანტასტიკა!

Posted by: Heart_of_Darkness 21 Nov 2018, 21:51
ბავშვობაში და თინეიჯერობაში ვთამაშობდი,
ტრენერი მეუბნებოდა, კარგი მონაცემები გაქვსო.

კარგი განტვირთვის საშუალება კი იყო.
ვითამაშებდი ახლაც.
მოყვარულები, თბილისში, სად თამაშობთ?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)