guga_nukriკანონით განსაზღვრულში, ამ შემთხვევაში იგულისხმება ის, რომ პოლიციას დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად უფლება აქვს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს ფოტო გადაღება (და არა მარტო)
ნუ ლამაზი თვალების გადასაღებად რა თქმა უნდა, ალბათ არ მოგადგება, მაგრამ, ახალ საპროცესო კოდექსში მთელი რიგი ქმედებებია განსაზღვრული, რა შემთხვევაშიც გამოძიებას შეიძლება დასჭირდეს ფოტო გადაღება...
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ალბათ უბრალოდ "გონივრული ეჭვიც" ეყოფა მაგ საქმეს
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ყველაზე ძალიან კანონმდებლის ასეთ აბსტრაქტულ დათქმებს ვერ ვიტან
მიდი მერე და ჯერ გაიგე, მერე კი ამტკიცე, რა შეიძლება იყოს კონკრეტული ადამიანის "გოგრაში" გადახარშული "გონივრულ ეჭვს" მიღმა და რა არა
ხანდახან ისეთ აფსურდებზე წერენ "არსებობდა გონივრული ეჭვიო", რომ გაგაფრენინებენ
* * *
partkunaდა რა? კრიმინალურ პოლიციას ცალკე კანონი აქვს?? რაღაც მეეჭვება...შეიძლება, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგია...
მეორეც, დარწმუნებული ხარ, რომ პოლიციის თანამშრომლები ღამე არ დადიან შემოვლებზე? გინდა უბნის ინსპექტორი დაარქვი და გინდა არა?? მე რაც ვიცი ჩვეულებრივ მორიგეობენ ხოლმე ღამღამობით ვისაც მოუწევს....
* * *
თვითონ, პოლიციის შესახებ კანონის 9 მუხლის ჟ) ასეთი შინაარსისაა:
1. პოლიციას დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად უფლება აქვს:
..........................
ჟ) სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის (განსასჯელის), ამოუცნობი გვამის რეგისტრაცია, დაქტილოსკოპია, ვიდეო- და აუდიოჩაწერა, კინო- და ფოტოგადაღება, შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების აღება;
ანუ ახალი კოდექსით ეჭვმიტანილი არ გვყავს, ასე რომ, ბრალდებული, განსაჯელი და ღმერთმა ყველას აშოროს, ამოუცნობი გვამი გვრჩება....
* * *
partkunaრაღაც კრიმინალური პოლიციის შესახებ კანონი ვერ "აღმოვაჩინე" ვერსად... რა მიზეზით დაპოსტე, რომ მათ განსხვავებული უფლებები აქვთ?
This post has been edited by marishage on 22 Apr 2011, 20:19