forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (6) « პირველი ... 4 5 [6]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ფორუმელთა მიმართვა საპატრიარქოს
სკნელი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 487
წევრი No.: 216869
რეგისტრ.: 7-April 16

გამოგზავნილია: 17 Jan 2017, 21:43  #49725900      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
lasha kakauridze

ილუზიებში? smile.gif

იცი როგორ ხუთიანზეა ყველაფერი? მთელი შენი ფანტაზიის უნარი არ გეყოფა რომ მიხვდე smile.gif

მაგიტომ გირჩიე რომ საიტი გადაათვალიერე მეთქი (როგორც ამას საკმაოდ ბევრი "მამაო" აკეთებს), უბრალოდ ილუზიებში აღარ იქნები smile.gif

პ.ს. ბოდიში თემის ავტორს და ადმინისტრაციას offtopic.gif

This post has been edited by სკნელი on 17 Jan 2017, 21:45
lasha kakauridze
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8678
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10

გამოგზავნილია: 18 Jan 2017, 01:13  #49727712      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სკნელი

მოდი დავამთავროთ ..უბრალოდ მინდოდა მეთქვა რო შენ არ განაღვლებს საპატრიარქო ისევე როგორც მე საგუშაგო კოშკი


--------------------
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება
***
სადაც სიტყვა 'ყველას' წააწყდები პირდაპირი გაგებით კი ნუ იგეფ რო ყველა იგულისხმება. (c) დაისი
სკნელი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 487
წევრი No.: 216869
რეგისტრ.: 7-April 16

გამოგზავნილია: 18 Jan 2017, 09:06  #49728694      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
lasha kakauridze

მე ვარ ქართველი , მიყვარს ჩემი ენა , მიყვარს ჩემი სამშობლი , მიყვარს ქართველი ხალხი , და ეხლა არ ვლაპარაკობ იმ სიყვარულზე სადღეგრძელოებში რომ იძახიან , მე მართლა მიყვარს და მადარდებს ეს ადამიანები იქნებიან თუ არა მოტყუებულები , პოლიტიკოსები ხომ ატყუებენ და უარესს უშვებიან შენი სანაქებო მღვდლები , ასე რომ თუ რამე შეიცვლება (რაშიც ძალიან დიდი ეჭვი მაქ ) მე მოხარული ვიქნებოდი .

temart
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18349
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 18 Jan 2017, 11:23  #49729254      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სკნელი
QUOTE
ასე რომ თუ რამე შეიცვლება (რაშიც ძალიან დიდი ეჭვი მაქ ) მე მოხარული ვიქნებოდი .


პირველრიგში სათავეში უნდა შეიცვალოს და სათავე სულიერებაა,ეკლესიაა.

lasha kakauridze
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8678
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10

გამოგზავნილია: 18 Jan 2017, 16:06  #49731158      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სკნელი
QUOTE
მე ვარ ქართველი , მიყვარს ჩემი ენა , მიყვარს ჩემი სამშობლი , მიყვარს ქართველი ხალხი , და ეხლა არ ვლაპარაკობ იმ სიყვარულზე სადღეგრძელოებში რომ იძახიან , მე მართლა მიყვარს და მადარდებს ეს ადამიანები იქნებიან თუ არა მოტყუებულები , პოლიტიკოსები ხომ ატყუებენ და უარესს უშვებიან შენი სანაქებო მღვდლები , ასე რომ თუ რამე შეიცვლება (რაშიც ძალიან დიდი ეჭვი მაქ ) მე მოხარული ვიქნებოდი .


მჯერავს შენი ...მაგრამ აქ სარწმუნოებაზე არის საუბარი რომელიც წესით არ უნდა განაღვლებდეს .....ყველა მღვდელი რომ გახდეს პატიოსანი შენ რაააა?

მაშინ შენ უნდა მისწერო იესო ქრისტე აღიარონ ანგელოზად და არა ღმერთად, სული არ არსებობს, ჯოჯოXეთი არ არსებობს და სხვა საგუშაგო დოქტრინები
სკნელი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 487
წევრი No.: 216869
რეგისტრ.: 7-April 16

გამოგზავნილია: 18 Jan 2017, 17:05  #49731618      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
lasha kakauridze

შენი არ ვიცი მარა მე მართლმადიდებლობაში გათვითცნობიერებული ქართველი ხალხი მირჩევნია , ამ ბრბოს რომელის მზადაა გადაჯეგოს ყველაფერი "ქრისტეს " გულისთვის . და ეკლესია განზრახ ამყოფებს ამ ხალხს ბრბოს პოზიციაში , რადგან განათლებული ხალხის დამორჩილება უფრო ძნელია .

temart
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18349
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 19 Jan 2017, 12:05  #49736934      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სკნელი
QUOTE
რადგან განათლებული ხალხის დამორჩილება უფრო ძნელია .


შენი აზრით მართლმადიდებლობა განათლებულია?

სკნელი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 487
წევრი No.: 216869
რეგისტრ.: 7-April 16

გამოგზავნილია: 19 Jan 2017, 13:27  #49737426      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
temart

ბოდიში , კითხვას ვერ მივხვდი .

მართლმადიდებლობა რელიგაა - რელიგია არის თუ არა განათლებული?
temart
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18349
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 23 Jan 2017, 16:35  #49768116      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სკნელი
QUOTE
რელიგია არის თუ არა განათლებული?


თუნდაც ასე იყოს.

lile1
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 190
წევრი No.: 187765
რეგისტრ.: 20-June 14

გამოგზავნილია: 25 Jan 2017, 15:00  #49782520      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხშირად გვილაპარაკია იმ სენსიტიური თემის შესახებ, რასაც ეკლესიაში მიმდინარე მოვლენები და ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი დაპირისპირება ჰქვია. მოვლენებზე, რომელიც ვეღარ დაიტია მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალსაუკუნოვანმა კედლებმა და გამოჟონა მისი საგულდაგულოდ დაცული ნაპრალებიდან.

„სენსიტიური“ - ეს ის სიტყვაა, რომელსაც მოსდევს „მაგრამ“. ძალიან ხშირად, მსგავსი სახის ინფორმაციას წინ გამართლებასავით ეს უცნაური სიტყვა უძღვის. გამართლება იმ ადამიანების, ან ინსტიტუციის წინაშე, რომელიც ფიზიკურ სამყაროში ჩვენს მეტაფიზიკურ მომავალზე „ზრუნავს”.

მაგრამ, ვიდრე ზეციურ საქართველოში ადგილისთვის ფიქრს დავიწყებთ, მანამდე ჩვენს რეალობაში შესაწირად გაღებული ერთი მულტირობოტი მახსენდება და მიჩნდება შეკითხვა: საინტერესოა, რამდენად სენსიტიურია ეს მულტირობოტი, რომელიც ორი წლის წინ, ერთ-ერთმა ეპარქიამ ბიუჯეტიდან გადარიცხული ფულით შეიძინა? რატომ ხდება, რომ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც მამა გაბრიელის საფლავზე, სანტა კლაუსისთვის განკუთვნილი წერილებით იდგნენ რიგში, ვერ ამჩნევს იმ ხელს, რომელიც მათ ჯიბეში გულმოდგინედ იქექება მაშინ, როცა ისინი წმინდანის ნეშტს მატერიალური სიკეთეებით უზრუნველყოფას შესთხოვენ.

საინტერესოა, რატომ ეკრძალება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, ისაუბროს იმ ინსტიტუციის შესახებ, რომელსაც ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ერიცხება ქვეყნის ბიუჯეტიდან. რატომ ხდება, რომ ეს უცნაური სიტყვა (სენსიტიური) მხოლოდ ცალმხრივად მოგვეწოდება ჩვენ, მსმენელებს, როგორც გაფრთხილება. და რატომ არ ითვალისწინებენ იერარქიის მაღალ საფეხურზე მდგომი სასულიერო პირები, რამდენად მოქმედებს ამავე მსმენელებზე მპათი სიძულვილის ენა, რომელიც ვერ ოკდება და რომელმაც დიდი ხანია უკვე ყველა საზღვარი დაარღვია, მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც ამბობენ, ძვალი არ აქვსო. მაშინ ჩვენს ენას რატომღა ეჩხირება ეს გადაუმტვრეველი ძვალი?

რატომ გახდნენ ეს სასულიერო პირები სენსიტიურები მაინცდამაინც მაშინ, როცა მათი ფანატიკოსი ძმების სიტყვა, პირადად მათ შეეხო. რატომ დუმდნენ ავად სახსენებელი ჩვიდმეტი მაისის დღეს, და მეტიც, მათ გვერდით ხელგადაჭდობილი მიაბიჯებდნენ. განა ადამიანების ქრისტეს სახელით დევნა და დარბევა ნაკლები დანაშაულია, ვიდრე პროტესტი რომის პაპის წინააღმდეგ ან გამოსვლა მის მხარდასაჭერად?

რატომ გახდნენ ასე უცებ ასეთი „პროგრესულები“ (მათ ხომ ეს სიტყვა ძალიან მოსწონთ). და ერთი შეხედვით რეფორმატორებადაც კი უნდათ რომ წარმოაჩინონ თავი, მიუხედავად იმისა, რომ მატრიარქის ერთი ზარიც საკმარისია იმისთვის, რომ უარი თქვან თუნდაც საკუთარი პოზიციის ხალხის წინაშე დაფიქსირებაზე.

ეს მცირე ნაწილია იმ უამრავი მაგალითისა, რომელთა მოტანაც შეიძლება და ვშიშობ, რომ ამისთვის ერთი ან რამდენიმე ბლოგიც კი საკმარისი არ იქნება. ეს დეტალებია, რომელიც ჩვენს ტაძრებით სავსე ქალაქში ყოველ ჯერზე ზარის ხმასთან ერთად უნდა გვახსოვდეს.

და აჰა, ზარის ხმა გავიგონე უახლოესი ეკლესიის სამრეკლოდან. ჰოდა გამახსენდა მიმდინარე კვირის ამბები, და კიდევ ლუკას სახარება 3:10-11 ეკითხებოდა მას ხალხი და ეუბნებოდა: აბა, რაღა ვქნათო? მიუგებდა და ეტყოდა მათ: „ვისაც ორი მოსასხამი აქვს, მისცეს უქონელს. ვისაც საზრდო აქვს, ისიც ასე მოიქცეს“.

წარმოიდგინეთ, როგორი განსხეულებულია ეს სიტყვები იმ ეპისკოპოსში, დილით მილიონ-ნახევრიანი პენთჰაუსიდან რომ გამოდის და ასიათასიანი ჯიპით, წირვაზე მიემართება. და იმასაც იტყვიან, რომ მათი პირით ქრისტე საუბრობს და მათი სხეულით ქრისტე მოგვეახლებაო. ასეთი განსხეულებული „ქრისტეები“ გვყავს ჩვენ:

მატყუარა ქრისტეები;

ბიზნესმენი ქრისტეები;

ერთმანეთისადმი შურით, ზიზღით სავსე ქრისტეები;

კაპიტალისტი ქრისტეები.

...

ქრისტეები, რომელთა გოლგოთაზე მიმავალი გზა მწვანე ხალიჩაზე გადის. ისინი ამ გზაზე, არა ჯვრით, არამედ მათრახით დგანან! დღეს ეს ქრისტეები შურისაგან იხრჩობიან. ასე მრავლდებიან და მეორდებიან საკუთარ ანგარიშებზე გამოსახული მათი რეალური სურვილები.

მათგან ერთ-ერთი რამდენიმე წლის წინ მოგვმართავდა, ჩვენ ქრისტიანობას ნუ გვასწავლითო. რა თქმა უნდა, ვერ ვასწავლით ძალადობრივ, კლანურ დაპირისპირებაში ჩამქრალ ქრისტიანობას. ქრისტეები, რომელთა მაგალითზეც ძალიან ჭირს ქრისტეს სამეფოს მეტაფიზიკურობის დაჯერება, რადგან თავად ამქვეყნიურობის განმდიდებლებად გვევლინებიან.

მრევლის რაღაც ნაწილი, არც თუ ისე მცირე, მორჩილად მიჰყვება ქრისტეს სახელით მოძალადე ეპისკოპოსებსა თუ ქორ(!)ეპისკოპოსებს. მრევლი, რომელიც თავდახრილი, მორიდებით აკვირდება განცხრომაში მცხოვრებ მათ სახეებს; მათ „დიდებით შემოსვლას“ ყოველ კვირა დღეს ტაძრის ეზოებში, ჯიპითა თუ ესკორტით; კურთხევას იმ ხელით, რომელიც ათიათასებს ითვლის, და ლოცვას პირით, რომელიც ბოღმას და გესლს ანთხევს ამბიონიდან. რამეთუ ეს ქრისტეები ფიქრობენ, რომ წარწყმიდავთ ის, რაც პირში ჩასდით, და არა ის, რაც პირისაგან ამოსდით.

და სავსეა! სავსეა! სავსეა ქვეყანა! კურთხეული ბიზნესებით!

თანაგრძნობის უნარს მოკლებული, ზიზღით განმსჭვალული ეს ადამიანები, რომლებიც გამუდმებით აფათურებენ ხელს, ჩვენს ჯიბეში, ანუ ხალხის ჯიბეში, გვიმტკიცებენ ისეთ აბსტრაქტულ აბსურდს, რომ თითქოს სასულიერო იერარქის ფუფუნება, თავგასული ღრეობები და ეს ბინძური კლანური ბრძოლა ძალაუფლებისთვის ღვთისგან დაშვებული ნორმაა; შიმშილით გარდაცვლილი ჩვილი ბავშვები კი - ქრისტიანული კანონზომიერების შემადგენელი ნაწილი.

და მიუხედავად იმისა, რომ რელიგია ოპიუმია ხალხისთვის, ჩვენს გონებას მაინც შესწევს უნარი, რომ გაარჩიოს, თუნდაც ეს „ოპიუმი“ იმ თბილი ტალახისაგან, რითაც ადამიანებისთვის თვალის ამოვსებას ცდილობენ.

დადგება დღე, როცა ადამიანები თქვენგან მოითხოვენ იმ „ინვესტიციების“ დაბრუნებას, რაც თქვენში ჩადეს, და ამ დღეს, იქნებ გაგახსენდეთ კიდეც უამრავი სიტყვა. მაშინ ეს სიტყვები სილასავით გაგეწნებათ სახეში, და თქვენს კაპიტალისტურ სიამაყესა და ბოროტებაში ჩაკარგულ გონებას აღარ ექნება ძალა იმისა, რომ გაიქცეთ ან ხალხის წინაშე მოიხადოთ დაგვიანებული ბოდიში, რომელიც ვშიშობ, რომ აღარავის აღარ დასჭირდება.

ზარები კი, რომელიც რეკენ ამ ქალაქში, ანგელოზებს აღარ უხმობენ, ისინი იმ საქმეებს გვახსენებენ, რასაც თქვენ გულმოდგინედ მალავთ.

უფრო და უფრო მეტი ადამიანი ითხოვს პასუხს, და უფრო და უფრო მეტი ადამიანი არიდებს თვალს თქვენ მიერ ნასროლ ტალახს, რათა მის უკან ის დაინახოს, რაც სინამდვილეში დგას. და როცა ისინი ამოგიცნობენ, მაშინ ყველა ზარი ერთად ჩამოჰკრავს. სიფხიზლის ზარები, რომლის სამრეკლოზეც თქვენ აღარ იდგებით, და რომლის თოკის ბოლოც, თქვენ არ გექნებათ ხელში.
temart
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18349
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 25 Jan 2017, 15:45  #49782894      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
lile1
QUOTE
კაპიტალისტი ქრისტეები.

QUOTE
კურთხეული ბიზნესებით!

QUOTE
და მიუხედავად იმისა, რომ რელიგია ოპიუმია ხალხისთვის,

QUOTE
თქვენს კაპიტალისტურ სიამაყესა



ათეისტი კომუნისტი ხარ და არა მგონია ეკლესიის გამოჯანმრთელებაზე ფიქრობდე.


lile1
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 190
წევრი No.: 187765
რეგისტრ.: 20-June 14

გამოგზავნილია: 25 Jan 2017, 17:33  #49783729      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ათეისტი კომუნისტი ხარ და არა მგონია ეკლესიის გამოჯანმრთელებაზე ფიქრობდე. არა ჩემო კარგო მეგონი თქვენ უფრო ხართ, რაც გაწყობდათ ის ამოიღეთ ტექსტიდან, მეტი ყურადგების გასამახვილებელი ვერაფერი იპოვეთ, აქ ფასდება დღევანდელ მდომარეობა ეკესიასა და ქვეყანაში და არაჩემი პირადი რელიგიური შეხდეულებები
* * *
საგუშაგო კოშკსაც ეხება ეს ყველაფერი, არამგონია მაქ ყელაფერი რიგზე ქონდეთ temart.
temart
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18349
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 25 Jan 2017, 18:05  #49784013      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
lile1
QUOTE
რაც გაწყობდათ ის ამოიღეთ ტექსტიდან


პირდაპირ გეკითხები თეისტი ხარ ათეისტი?

QUOTE
საგუშაგო კოშკსაც ეხება ეს ყველაფერი, არამგონია მაქ ყელაფერი რიგზე ქონდეთ temart.


იეღოველებთან არავითრი კავშირი არ მაქვს .

1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (6) « პირველი ... 4 5 [6]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0172 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]