სტაბილურად – ფინალშიშვიდკაცის მსოფლიო სერიის ჩემპიონი – აფრიკის "ბლიც ბოკე" წინ გაიჭრა
იმის და მიუხედავად, რომ ზედიზედ სამი (!) ფინალი წააგო(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ცხრილები = ქვემოთაა ! ))სერიის მოსაგებად მთავარია, სტაბილურად იკავო კარგი ადგილი, თორემ ყოველ ეტაპზე თასის შემართვა სულაც არაა აუცილებელი. აფრიკას, რაღა თქმა უნდა, ფინალთა მოგებაც ურჩევნია, მაგრამ თუმც ტრავმები მოუმრავლდა, მაინც სხვაზე მეტი რესურსი აქვს და ამისი წყალობით კიდეც ლიდერობს
ახალი წლის პირველი შეწყვილებული ეტაპი ავსტრალია - ზელანდიაში მოეწყო. მათამდე "ბოკე" 2 ქულით ჩამორჩებოდა ზელანდიას, მაგრამ კივებმა შინ V და IV ადგილებიღა რომ დაიკავეს, ჩემპიონს ჩამორჩნენ
სიდნის ეტაპი ავსტრალიის ორმაგი ტრიუმფით დასრულდა: ვაჟებმა 6-წლიანი და 7-წაგებულ-ფინალიანი ნავსი გატეხეს, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ქალებმა კი ზელანდიას * 31:0 ხომ მოუგეს გადამწყვეტი რკენა და ყველა მეტოქეც დაანგრიეს ქულის გაუშვებლად * ჯამში 213:0
ოჯახებს ჩამოარიგებინეს"ინტეგრირებული ეტაპის" მოწყობა "მსოფლიო რაგბის" ახალი გეზია. უკვე გამოცხადებულია ტენდერი: ვაჟთა 10 და ქალთა 5 ტურნირს 18 ქვეყანა ეპატიჟება, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ თუ ეტაპზე 7-ქალაც იმართება, მისთვის აქამდე მოუხერხებელი დრო გამოიყოფოდა, რაზეც თურმე სპონსორები ბრაზობენ
ზელანდია სიდნის პულში ფიჯთან * 17:19 დამარცხდა. "ჯადოქრები" მერე იანკებმა დაითხოვეს, კივები კი – ლიმონის’ფრად შემოსილმა ოზებმა. ამათმა უფროსობამ ფანდი იხმარა – ბიჭებს მოედანზე თავი რომ დაედოთ, კვართები ოჯახებს ჩამოარიგებინა
ემოციური მუხტი ავსტრალიას ფინალშიც ეყო – 0:0-ზე ლოქი ანდერსონმა ალამთან სულზე რომ მიუსწრო "ბოკე" როსკო სპეკმანს [ფოტოზე მარცხნივ], უმალ ლუის ჰოლანდმა და ჯეიმზ სთენარდმა იქეთ გაიტანეს ლელოები
საბოლოოდ * 29:0, მაგრამ კავშირს 700 ათასი მაინც დააწვა ზარალად!
სოფლურ გარემოში7-კაცაზე კივებმაც რომ აიყარეს გული, მამებმა თამამი ნაბიჯი გადადგეს – 18 წლის შემდეგ დედაქალაქ ველინგთონს ჩამოართვეს ტურნირი და პროვინციულ ჰემილთონს – ზე15-ის გუნდის, "ჩიფსის" ქალაქს – უბოძეს
ახალმა მასპინძელმა წარდგენა სოფლურ გარემოში ჩაატარა, ფანებს კი ბილეთი დაუძვირა, რაკი ძალის’ძალად გაუკეთა ბრასლეტები – ურომლისოდაც ტრიბუნაზე ვერაფერს შეიძენდი
შოუ ხალისიანად ჩატარდა. სიდნის გადამკიდე, ავსტრალიასა და აფრიკას სამ-სამი ლიდერი დამტვრეოდათ, ზელანდიამ კი უწესოდ ათამაშა ლიგელი ვუნდერ’კინდი ეტენე ნანაი-სეტურო, რის გამოც ნრლ-ის კლუბი, "ვორიორზ"ი კავშირს სასამართლოში უჩივის
დილითღა ჩააკითხაპუბლიკა ზელანდიას, ფიჯსა და სამოას ლამის ერთნაირად ქომაგობდა. ფიჯთან ავსტრალია ჯგუფში დამარცხდა * 15:26, ხოლო ზელანდია – ნახევარ’ფინალში
ბრინჯაოს ფინალში, სირენის შემდეგ, ოზმა სთენარდმა ჯარიმა 7-კაცური წესით – არეკნით გაუტანა კივებს, ოქროს ფინალში კი ფრიადი დრამა დატრიალდა
აფრიკამ პირველი ტაიმი * 17:5 მოიგო, მაგრამ მეორეში გაუსინბინეს ვეტერანი ბრანკო დიუ’პრე, ვინაც წინა დილითღა ჩააკითხა ტრავმებით გაცხრილულ გუნდს. ჰოდა, "ჯადოქრებმა" თამაში შემოაბრუნეს და ალოსიო ნანდუვას [ფოტოზე მარჯვნივ] ჰეთ’თრიქით * 24:17 იმარჯვეს
ასე და ამგვარად, სერიის ოთხივე ეტაპი სხვადასხვა გუნდმა მოიგო, მაგრამ "ბოკე" ოთხივე (!) ფინალში რომ გავიდა, 8 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს – ზელანდიას, გასამართი კი 6 ტურნირია
შვიდკაცის მსოფლიო სერიაXIX სეზონი * 2017-18
III ეტაპი * 26-28/01 სიდნი (ავსტრალია)
<< ჯგუფები (# მიწვეული)
(ა) ფიჯი 3-0, ზელანდია 2-1 / სამოა 1-2, რუსეთი 0-3
(ბ) არგენტინა 3-0, კენია 2-1 / საფრანგეთი 1-2, უელსი 0-3
(გ) აფრიკა 3-0, ინგლისი 2-1 / პაპუასეთი# 1-2, ესპანეთი 0-3
(დ) ავსტრალია 3-0, შტატები 2-1 / შოტლანდია 1-2, კანადა 0-3
<< მეოთხედ’ფინალი
https://www.youtube.com/watch?v=-lCGUbegjSUფიჯი (ა1) 7:24 შტატები (დ2)
აფრიკა (გ1) 17:0 კენია (ბ2)
ავსტრალია (დ1) 24:12 ზელანდია (ა2)
არგენტინა (ბ1) 10:0 ინგლისი (გ2)
<< ნახევარ’ფინალი
აფრიკა 35:7 შტატები
ავსტრალია 28:0 არგენტინა
<< ფინალი
(XIII) კანადა 14:12 შოტლანდია
ალაფა (IX) საფრანგეთი 29:12 უელსი
(V) ზელანდია 31:7 ფიჯი
ბრინჯაო (III) არგენტინა 31:10 შტატები
ოქრო + თასი (I) ავსტრალია 29:0 აფრიკა
https://acrossthetasman.com/attachment.php?...56&d=1517161251<< ავსტრალია
4 ლუის ჰოლანდ^კაპ, 5 ჯეიმზ სთენარდ, 6 ჯონ პორჩ, 7 თიმ ენსთი, 8 ჯესი პარაჰი, 10 თერენს ო’დონელ, 12 ლოჰლინ ანდერსონ *
1 ჩარლზ თეილორ, 2 თომ ქონორ, 3 სემ მაიერს, 9 ბოიდ ქილინგ’ვორს, 11 მორის ლონგ’ბოთომ, 13 თომ ლუქას * მწ) ენდი ფრენდ
<< უჩაუქესი (ბოჭვა + გარღვევა + ოფლოუდი + სოლო):
თერენს ო’დონელ (ავს) – 58 ქმედება
IV ეტაპი * 3-4/02 ჰემილთონ (ზელანდია)
<< ჯგუფები (# მიწვეული, (+00) სხვაობით)
(ა) ფიჯი 3-0, ავსტრალია 2-1 / უელსი 1-2, ესპანეთი 0-3
(ბ) აფრიკა 3-0, ინგლისი 2-1 / პაპუასეთი# 1-2, რუსეთი 0-3
(გ) ზელანდია 3-0, შოტლანდია (-12) / არგენტინა (-14) საფრანგეთი (-43) 1-2
(დ) კენია 2-0*1, სამოა 2-1 / შტატები 1-1*1, კანადა 0-3
<< მეოთხედ’ფინალი
https://youtu.be/JPAYmAbnL4Uფიჯი (ა1) 12:10 სამოა (დ2)
ზელანდია (გ1) 19:12 ინგლისი (ბ2)
კენია (დ1) 12:33 ავსტრალია (ა2)
აფრიკა (ბ1) 22:0 შოტლანდია (გ2)
<< ნახევარ’ფინალი
ფიჯი 14:12 ზელანდია
აფრიკა 24:5 ავსტრალია
<< ფინალი
(XIII) საფრანგეთი 19:17 უელსი
ალაფა (IX) შტატები 31:12 არგენტინა
(V) სამოა 19:15 კენია
ბრინჯაო (III) ავსტრალია 8:7 ზელანდია
ოქრო + თასი (I) ფიჯი 24:17 აფრიკა
https://acrossthetasman.com/attachment.php?...75&d=1517765074<< ფიჯი
1 კალიონე ნასოკო, 2 ჯოსუა ვაკურუ’ნამბილი, 4 პაულა ნდრანი’ სინუკულა, 9 ჯერი ტუვაი^კაპ, 10 ალოსიო ნანდუვა, 11 ერონი საუ, 12 ამენონი ნასილა’სილა *
3 სევულონი მოთენა’თანგი, 5 ვასიკალი მუნდუ, 6 ჯასა ვერემალუა, 7 მესულამე კუნავულა, 8 ვატემო რავოუვოუ, 13 აპენისა თაკაუ’მბალავუ * მწ) გარეს ბეიბერ (უელ)
<< უჩაუქესი: სიბელო სენატლა (აფრ) – 49 ქმედება
ქულა (+00 სხვაობა)
ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15 / 13 - 12 - 10 -10 / ალაფა 8 - 7 - 5 - 5 / 3 - 2 - 1 - 1
77 აფრიკა (თ: დუბაი); 69 ზელანდია (თ: ქეიპ’თაუნ);
62 ფიჯი (თ: ჰემილთონ); 60 ავსტრალია (თ: სიდნი);
48 არგენტინა; 47 ინგლისი; 36 შტატები; 35 კენია-10, სამოა-87;
29 საფრანგეთი; 28 კანადა; 23 შოტლანდია; 17 უელსი;
16 ესპანეთი; 8 რუსეთი (ვარდება) / 6 პაპუასეთი##; 4 უგანდა##
განრიგი1 1-2/12 დუბაი (არბ)
2 9-10/12 ქეიპ’თაუნ (აფრ)
3 26-28/01 სიდნი (ავს)
4 3-4/02 ჰემილთონ (ზელ)
5 2-4/03 ლას ვეგას (აშშ)
6 10-11/03 ვანქუვერ (კან)
7 6-8/04 ჰონკონგ (ჩინ)
თან 14-15/04 გოულდ ქოუსთ (ავს)
8 28-29/04 სინგაპურ (სნგ)
9 2-3/06 ლონდონ (ინგ)
10 9-10/06 პარიზ’ი (სფრ)
მსო 20-22/07 სან ფრანცისკო (აშშ)
თასის მფლობელი1999-2018 (160 ეტაპი) 56 ზელანდია; 32 ფიჯი; 28 აფრიკა;
18 ინგლისი; 11 სამოა; 7 ავსტრალია; 2 არგენტინა შოტლანდია;
1 კანადა კენია საფრანგეთი შტატები
სერიის ჩემპიონიზელანდია 12 2000-05, 2007-08, 2011-14
ფიჯი 3 2006, 2015, 2016
აფრიკა 2 2009, 2017
სამოა 1 2010
@