გაიხსნა სეზონი.
პიკი მაისს ივნისსია ხოლმე, ეხლა აპრილშიც კი იქნება.
დაპრგონოზებისთვის რუკაზე ორი პარამაეტრი გვაინტერესებს.
CAPE და Lifted Index(Li)
CAPE > 500 = სუსტი ან ზომიერი ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
CAPE > 1500 = ზომიერი ან ძლიერი ხანოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლოა მწირე სეტყვა
CAPE > 2500 = ძლიერი ან უძლიერესი ხანმოკლე ან ხანგრძლივი წვიმა ელჭექით. შესაძლოა ზომიერი სეტყვა.
CAPE > 3500 = უძლიერესი ან ექსტრემალურად ძლიერი წვიმა ელჭექით. დიდი ზომის სეტყვა. ძლიერი ქარი წვიმის დროს.
CAPE > 4500 = ეს უკვე აშშ-ს ვარიანტებია, ტორნადოს ალბათობა მაღალია და უდიდესი სეტყვის.
CAPE-ს ვნახულობთ ამ რუკაზე. და სრულაც არ არის საჭირო რომ ის იყოს თბილისის ზემოთ.
უბრალოდ სადაც ის არის მანდ ხდება ღრუბლების შექმნა. ხოლო სადმე სხვაგან შექმნილი ღრუბელი შეიძლება ჩვენთან შემოვიდეს და დასცხოს ხოლმე. ის ადგილები სადაც CAPE მაღალია არის კონვექტური წერთილები.
ასევე თოვლის თემისგან განსხვავებით არ გვაინტერესებს, არც ფრონტები დიდად, არც ქარი რომელი იქნება ჩვენი თუ ჩრდილო-დასავლეთის, ასევე არ გვაინტერესებს დიდად რა ქარი იქნება სიმაღლეზე 850 hpa, 1500 მეტრი. ეს ყველაფერი გვაინტერესბდა ზამთარში, ახლა ვიკიდებთ.
ასევე სულ გვკიდია თრიალეთის ქედი.
ახლა გვაინტერესებს მხოლოდ ქარი რომელიც არის სიმაღლეზე 600 hpa, 4200 მეტრი. ამ ქარის სახელწოდებაა მატარებელი ნაკადი. ის დაათრევს ღრუბლის ძირითად ფენას. კონვექტური ღრუბელი ზამთრის ღრუბლისგან განსხვავებით ბევრად უფრო მაღალია.
მისი ქვედა ზღვარი არის სიმაღლეზე 1,5 კმ- 2,5 კმ ფარგლებში, ხოლო მისი სიმაღლეს მაქსიმალური წერთილია, 8-10 კმ, ხოლო მაისს-ივნისში 12-15 კმ ზოგჯერ. ყველა მაგ სიმაღლეზე არის ღრუბლის მასსა და ქარებიც სხვა და სხვაა ხოლმე. მარა ათრევს ღრუბელბს ის ქარი რომელიც არის სიმაღლეზე 4-6 კილომეტრი ანუ შუაში.
ამიტომაც მაგის სახელწოდებაა მატარებელი ნაკადი.
მატარებელი ნაკადი შეიძლება იყოს ტრადიციული და არატრდაიციული.
ტრადიცულად ჩვენს განედზე მატარებელი ნაკადი არის სამხრეთ-დასავლეთის. ანუ ეს კონვექტური ღრუბლები მოდიან ძირითადად სამხრეთ-დასავლეთიდან. მარა თუ ის შეცვლილია და სდმა სხვა მხრიდან მოდის მაშინ არის არატრადიციული.
რუკაზე მარჯნივ ქვემოთ ვირჩევთ სიმაღლეს 600 hpa.
შესაბამისად როცა ცას ვაკვირდებით და ვხედავთ რომ სადმე ელავს, ვნახულობთ მატარებელ ნაკადს. თუ ის ადგილი სადაც ელავს არის იქ საიდანაც ნაკადი მოდის, ჩათვალეთ რომ თქვენტანაც გაწვიმდება.
მარა თუ არის სადმე გვერდით და ვიცით რომ იქედან ნაკადი არ მოდის. მაშინ აგვცდება.
მაგალითად ნაკადი ტრადიციულია და ვიმყოფებით დინამოს სტადიონზე, ვხედავთ რომ ანძისკენ ელავს. ესეეგი ჩვენთან მოვა წვიმა რადგან ანძა ჩვნეგან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და ნაკადი მაქედან მოდის.
ხოლო მაალითად ვხედავთ დინამოდან რომ დიღმისკენ ელავს, ნაკადი იქედან არ მოდის, ამიტომაც აგვცდება.
ძალიან მარტივია.
რაც შეეხება ქარს ის მოდის იქედან სადაც წვიმს. სრულაც არ არის აუცილებელი რომ ქარი ემთხვეოდეს ნაკადს.
ქვემოთ რა ქარია ქალაქში და საიდან მოდის ის საერთოდ არ გვაინტერესებს ამ შემთხვევაში.